Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- 01. Conversation -- 1 Great Commission

This page in: -- Arabic? -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Kirundi -- Russian -- Somali -- Telugu -- Ukrainian -- Uzbek -- Yoruba

Next booklet

01. საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ

1 - მუსულმანთან საუბარი ქრისტეზე

რატომ უნდა გაუზიარონ ქრისტიანებმა თავიანთი რწმენა მუსლიმებს? მათეს 28:19-20-ში იესოს მიერ მოწაფეებისთვის მიცემული დიდი დავალების დანახვა გაძლევს იმის გაგებას, თუ რატომ და როგორ უნდა შესრულდეს ეს მსახურება. ქრისტეს დიდი დავალება აქ უპირისპირდება მუჰამედის მცნებებს მისი მიმდევრებისთვის ისლამის გავრცელების შესახებ.


1.01 -- სათაური
1.02 -- მოწოდება: წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს
1.03 -- მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე
1.04 -- მაშ ასე, წადით!
1.05 -- სულიერი ხელმძღვანელობა მსახურებაში
1.06 -- რისი შეთავაზება შეგვიძლია?
1.07 -- ყველა ერი
1.08 -- ისლამის დიადი დავალება
1.09 -- ბრძანება წმინდა სამების მონათვლის შესახებ
1.10 -- ნათლობა ჩვენი დაცვის და უსაფრთხოების გარანტი
1.11 -- ნათლობა - ყოვლისშემძლე ღმერთთან კავშირია
1.12 -- ქრისტეს მცნებების შენახვა
1.13 -- აღასრულეთ ყოველივე, რაც გიბრძანეთ!
1.14 -- ქრისტეს კანონის მიზანი
1.15 -- მუჰამედის კანონი
1.16 -- მუჰამედის და იესოს კანონების ფარული მიზანი
1.17 -- მე თქვენთან ვარ
1.18 -- ასწავლეთ ყველა ხალხს
1.19 -- წუთისოფის აღსასრულამდე
1.20 -- არის თუ არა ალაჰი მუსულმანებთან?
1.21 -- ოთხგზის ,,ყველა“ იესოს დიად დავალებაში
1.22 -- კითხვარი


1.01 -- ჩვენი უფალი იესო ქრისტეს დიადი დავალება როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუ რას ამბობს ქრისტეზე ყურანი?

„ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგიერთი კი დაეჭვდა. მოვიდა მათთან იესო და უთხრა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!’’
(მათე 28:17-20)

1.02 -- მოწოდება: წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს

იმის შემდეგ რაც ჯვარცმულმა და აღმდგარმა, შეარიგა ქვეყნიერება ღმერთს, ის სთავაზობს გადარჩენას ყველას და ყველგან, თავისი მოწაფეების მეშვეობით. გამოისყიდა რა ჯვარზე კაცობრიობის მთელი ცოდვები, ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე გამარჯვებული მოუწოდებს თავის მორწმუნეებს და მიმდევრებს, ასევე მათაც ვინც ეჭვით უყურებს იესოს და აძლევს მათ ძალაუფლებას, აღიარონ მისი გადარჩენის შესახებ ყველა ერებში. ყველა მისმა მოწაფემ მიატოვა ის განსაცდელის ჟამს. არცერთი მათგანი არ იყო იმის ღირსი, რათა მომსახურებოდა აღმდგარ ქრისტეს. მხოლოდ ქრისტეს მოწოდებამ მისცა მათ უფლება, ყოფილიყვნენ წარგზავნილნი მისი მადლით.

1.03 -- მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე

ქრისტემ განუცხადა თავის მიმდევრებს, რომ მისმა ზეციერმა მამამ მას მისცა, მთელი ძალა და ძალაუფლება ანგელოზებზე და ადამიანებზე, გალაქტიკებიდან ატომებამდე (გამოცხადება 5:1-14).

როგორ გარისკა ყოვლისშემძლე ღმერთმა თავისი ძალაუფლების, ძისთვის გადაცემა? ნუთუ არ ეშინოდა ამხედრების ან ბუნტის, მისი ძის მხრიდან? მამა კარგად იცნობდა თავის ძეს. იცოდა, რომ იესო თვინიერი და გულით თავმდაბალი იყო. ის კი არ ამაღლდა, არამედ საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო, უღირსი ცოდვილებისთვის. ქრისტე გამუდმებით მამის განდიდებაშია ისევე, როგორც სულიწმიდა არის გამუდმებით ძესთან. ჩვენი ღმერთი - თავმდაბალი ღმერთია. სწორედ ამ მიზეზით მამამ მისცა ძეს, სრული ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე.

ისლამს უცხო სული მართავს. ყურანი ლაპარაკობს, რომ შეუძლებელია არსებობდეს ორი ღმერთი, რადგანაც თუ ასე იქნება ისინი გამუდმებით ერთმანეთთან ჯიბრში იქნებიან (სურა ალ-მუმინუნ 23:91). ოსმალების იმპერიის დროს, სულთანისა და ყველა მისი შვილის დაღუპვის შემდეგ, კლავდნენ ყველაზე ძლიერს და ნიჭიერს, რათა გაქცეოდნენ ერთმანეთს შორის ტახტის ბრძოლის პროცესს. ისლამში წინააღმდეგობის სული მეფობს, რადგანაც 99 ალაჰის სახელიდან ერთი არის ,,ამაყი, ქედმაღალი“ (სურა ალ-ხაშრ 59:23).

იესო კი ამ ყველაფრის საპირისპიროა. მას არ გამოუყენებია საკუთარი ძალაუფლება, რათა დაემკვიდრებინა წუთისოფლის იმპერია, გადასახადებითა და ჯარებით. პირიქით, ის კურნავდა ავადმყოფებს შეპყრობილთაგან დევნიდა ეშმაკებს, აღადგენდა მკვდრებს, პატიობდა ცოდვებს და ღვრიდა სულიწმიდას მის მომლოდინე ხალხში და მათში, ვინც ლოცულობდა მთელი გულით მის წინაშე. მან სულიერი სამეფოს შენება დაიწყო და კონცენტრირებას მხოლოდ საკუთარი მოწაფეების სულიერ განახლებაზე ახდენდა. მისი სახელი ,,იესო“ იყო და არის მიზანი, მისი დედამიწაზე მოსვლის: ,, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (მათე 1:21).

1.04 -- მაშ ასე, წადით!

მიიღო რა მთელი ძალაუფლება იესომ, თავისი მამისგან, უბრძანა თავის მოწაფეებს ამდგარიყვნენ და ქვეყნიერებაზე გასულიყვნენ. სწამდათ რა მისი განუსაზღვრელი ძალაუფლების, მათ უნდა შეეწყვიტათ მალვა და ახალი გზებით უნდა წასულიყვნენ. იესო გვასწავლის, რომ გავყვეთ მას! უნდა, რომ საკუთარი თავის ბრუნვას მოგვწყვიტოს. სურს, რომ გაგვანთავისუფლოს საკუთარი ,,მე“-გან და გადაგვატანინოს ყურადღება მოყვასზე. ის გვაგზავნის ჩვენს ძმებთან. იესოს სურს, რომ ჩვენი მსახურებები არ შემოიფარგლოს პატარა დაჯგუფებებით ან შეკრებებით, არამედ წავიდეთ დაკარგულებთან, რადგან კეთილი მწყემსი ტოვებს 99 მართალ ცხვარს და ეძებს ერთ დაკარგულს, სანამ არ იპოვის მას (ლუკა 14:1-7).

1.05 -- სულიერი ხელმძღვანელობა მსახურებაში

ვისაც სურს იესოს დაემორჩილოს, ის საჭიროებს მის სულიერ ხელმძღვანელობას. შესაძლოა იკითხოთ: ,,ვისთან უნდა წავიდე? არ მყავს ნაცნობები!“ უფალი პასუხობს: ,,ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7:7; ლუკა 11:9-13; მარკოზი 11:24). ჩვენ გვაქვს იმის პრივილეგია, ვთხოვოთ მას მაძიებელ მუსულმანებთან შეხვედრა, რომელთა გულიც და გონებაც, მომზადებულია სულიწმიდით.

ვინც იპოვის ასეთ ადამიანს, არ უნდა მოახვიოს მას საკუთარი აზრი, არამედ ჯერ უნდა გაიგოს, რას ფიქრობს და გრძნობს ის ადამიანი ან რაზე წუხს. და არც მაშინ უნდა შევთავაზოთ მზა გადაწყვეტილებები, არამედ ჯერ ვთხოვოთ იესოს, თუ რა უნდა რომ უთხრას ამ ადამიანს. ჩვენ უნდა ვკითხოთ მას სწორი სიტყვების შესახებ, სწორ დროს, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული პიროვნებისთვის. თუმცა, როდესაც იესო მიგვითითებს რა უნდა ვილაპარაკოთ, აუცილებლად უნდა ველაპარაკოთ ამ ადამიანს და იესოს მივაკუთვნოთ პასუხისმგებლობა საკუთარი სიტყვებისთვის, რომელიც ჩვენი ბაგიდან გამოვა, თუ რა სამუშაოს ჩატარება შეუძლია ამას, კონკრეტულ პიროვნებაში.

გამოსცადეთ საკუთარი თავი! გესმით თუ არა თქვენს შიგნით მოწოდება, რომ ილაპარაკოთ იესოს შესახებთ, თქვენ მეზობლებში, კოლეგებში, ცოლთან, შვილებთან ან სხვა ადამიანებთან. შეისწავლეთ იესოსთან ერთად მისი ნება და მოწოდება, რომელიც აქვს თქვენთვის. თუ გრძნობთ რაიმე შიშს, მაშინ სთხოვეთ სიყვარული და ძალა, რათა აჯობოთ ამ გრძნობებს თქვენს თავში. თქვენს დამოწმებას, რომელიც იქნება სულით წარმართული, ელოდება იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და თქვენი წინამორბედი ლოცვა, ხშირ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად დამოწმება.

1.06 -- რისი შეთავაზება შეგვიძლია?

ვისაც სურს, რომ უსმინონ უნდა შესთავაზოს მსმენელს ის რაც მათ ქვეცნობიერში სურთ. კარგმა მასწავლებელმა იცის მეტი, ვიდრე მისმა მოწაფეებმა და შეუძლია მეტი, ვიდრე მათ, მაგრამ სურთ რომ ისწავლონ. ისინი არ ელოდებიან მისგან ხმამაღალი სიტყვების კორიანტელს, არამედ სურთ დაინახონ ცხოვრობს თუ არა თავიანთი მასწავლებელი, თავისივე სიტყვების მიხედვით. მაშინ ისინი შეიკრიბებიან მის გარშემო და მოუსმენენ მას.

ქრისტიანებს შეუძლიათ შესთავაზონ ურწმუნეებს ის, რაც მათ არ აქვთ. ქრისტიანები იცნობენ ღმერთს, როგორც საკუთარ მამას, იესოს, როგორც მხსნელს და სულიწმიდას, როგორც მანუგეშებელს. უფალმა ჩვენ მადლით გაგვამართლა, გვაჩუქა საკუთარი სული. ის ქმნის ჩვენში მშვიდობას და საუკუნო სიხარულს. მან საკუთარი მსხვერპლიანი სიყვარული გადმოღვარა ჩვენზე (რომაელთა 5:5) და მოგვცა ცხოვრების აზრი. გაგვიხსნა საკუთარი საუკუნო ჭეშმარიტება იოანე 14:6) და სამომავლო იმედი გვაჩუქა. შეგვეხო თავისი საუკუნო ხელით ამიტომაც გვმართებს დავივიწყოთ ჩვენი შინაგანი კომპლექსები და ლოცვის თანხლებით დავამოწმოთ, რომ ჩვენმა აღმდგარმა უფალმა ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია ქვეყნიერებისთვის. რაც არ აქვთ მათ და გვაქვს მხოლოდ ქრისტეს მიმდევრებს, კონკრეტულად კი: ღვთის კრავისგან მონიჭებული საუკუნო სიცოცხლე. დაე გაუზიარეთ ის, თქვენს მოყვასს.

1.07 -- ყველა ერი

იესოს მოწოდებამ გამოიწვია დიდი მისიონერული მოძრაობა, რომელიც 2000 წელია გრძელდება. თავიდან მისი მოწაფეები სახარებას ავრცელებდნენ ხმელთაშუა ზღვაში და პერსიაში. შემდგომ ხსნის უწყება მივიდა ევროპასა და შუა აზიაში, ჩინეთის ჩათვლით. ამერიკის აღმოჩენით და ინდოეთისკენ გზის გახსნით აღმდგარმა უფალმა განუცხადა თავის მოწმეებს, დედამიწაზე ყველა ქალაქისადმი წვდომა. დღეს აბრაამის ძეები ებრაელები და მუსულმანები, არჩევანის წინაშე დგანან. უნდა გადაწყვიტონ გადავიდნენ იესოს მხარეს, თუ იყვნენ მისი მოწინააღმდეგეები. სახარება კომუნისტურ ქვეყნებშიც აღწევს, ისეთებში როგორიცაა ჩინეთი და აწ დაშლილი საბჭოთა კავშირი. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწი მხოლოდ 1/3 უწოდებს თავს ქრისტიანს. მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა, ჯერ კიდევ არ იცნობს საკუთარ მხსნელს, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი! ვერ დავჯდებით გულხელდაკრეფილი. ყოველი ქრისტეს მიმდევარი მოწოდებულია, შეიტანოს საკუთარი წვლილი მსოფლიო მისიაში.

1.08 -- ისლამის დიადი დავალება

ქრისტიანობა - არ არის ერთადერთი დინამიური მიმდევრობა სამყაროში, ყურანი ორჯერ გვიწოდებს: ,,შეებრძოლეთ მათ (იარაღით ხელში) იქამდე, სანამ არ გაქრება, გამოცდა (ისლამიდან წასვლის) და სანამ რელიგია მთლიანად არ იქნება მიძღვნილი ალაჰისადმი“ (სურა ალ-ანფალ 8:39; ალ-ბაკარა 2:193).

100 მუხლზე მეტი მუხლი საუბრობს ყურანში მოწოდებაზე, რომელიც გულისხმობს ,,წმინდა ომში“, მონაწილეობას. ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: ,,ჭეშმარიტად, ალაჰმა იყიდა მორწმუნეებისგან, მათი სულები და სიმდიდრე, სანაცვლოდ სამოთხისა. ისინი იბრძვიან ალაჰის საქმისთვის, კლავენ და კვდებიან“ (სურა ალ-ტაუბა 9:111).

სამწუხაროა, რომ ქრისტიანობაშიც ჰქონდა ადგილი რელიგიურ ომებსა და შეიარაღებულ კოლონიზაციებს. ასეთი დანაშაულებრივი მეთოდები, ეწინააღმდეგება ქრისტეს ბრძანებას, რომელიც უთხრა პეტრეს: ,, თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52).

ისტორიაში ცნობილია ორი მაშტაბური ისლამის გავრცელების ტალღა: პირველი გრძელდებოდა 100 წლის მანძლზე, რა დროსაც იყო ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, ესპანეთი, პერსია და შუა აზიის ნაწილი დაპყრობილი.

მეორე ტალღა მოვიდა მონღოლების შემოსევასთან ერთად. ჩინგიზ ხანის შთამომავლობამ მიიღეს ისლამი, როგორც რელიგიური გამართლება, საკუთარი ომების გასამართლებლად. მათ დაიმორჩილეს შუა აზიის დიდი ნაწილი და დაეუფლნენ ჩინეთს, ჩრდილოეთ ინდოეთს, მესოპოტამიას და რუსეთს. ოსმანელმა თურქებმა, რომელიც მათი ნათესავები იყვნენ 1453 წელს დაიპყრეს კონსტანტინოპოლი და ორჯერ წარუმატებლად ალყაში მოაქციეს ვენა. პრობლემები და დაძაბულობა ბალკანებზე და ახლო აღმოსავლეთში ძირითადად გადაუჭრელი პრობლემაა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დაშლას მოჰყვა დაახლოებით 400 წლის მანძილზე.

მესამე ტალღა დაიწყო 1973 წელს ნავთზე ფასების გაძვირებასთან ერთად და აი უკვე საუკუნის მეოთხედია მოძრაობს ყველა კონტინენტზე. ადრე ამდენი მუსულმანი არასდროს არ ცხოვრობდა რეფორმაციის ქვეყნებში, რამდენიც დღეს. კიდევ რამდენი ხანი დაიძინებენ ქრისტიანები, მრავალკულტიანი საზოგადოების შესახებ სიზმრის ხილვით.

ზოგიერთი მუსულმანი ამტკიცებს, რომ მუსულმანი მომთმენი და მოსიყვარულე რელიგიაა. ყურანში მრავალი მუხლი საუბრობს ურთიერთპატივიცემაზე და კეთილ საქმეებში შეჯიბრზე (სურა ალ-ბაკარა 2:256; ალ-მაიდა 5:48; ალ-ანკაბუტ 29:46 და ა.შ). სინამდვილეში ეს მუხლები, რჩება ყურანში, მაგრამ ეკუთვნის იმ დროს, როდესაც მუჰამედი და მისი მიმდევრები ჯერ კიდევ უმცირესობაში იყვნენ. ეს მოწოდებები, მოთმინებისკენ საბოლოო ჯამში ანულირდა და შეიცვალა ალაჰის ახალი ბრძანებებით ყურანში, რომელიც მოუწოდებდა მუსულმანებს შეიარაღებული ბრძოლისაკენ, ისლამის დასაცავად. (სურა ალ-ბაკარა 2:191; ალ-ტაუბა 9:4-29 და სხვები). შარიათის კანონების თანახმად, პირვანდელი მოწოდებები მოძველდა და ძალა დაკარგა. თუმცა ეს ანულირებული მუხლები მოქმედებს იქ სადაც მუსულმანებს ავიწროვებენ. მუჰამედმა რამდენჯერმე განაცხადა: ომი - ეს ტყუილია, ისლამური მისია არ არის დამყარებული სიმართლეზე, არამედ ტყუილზე, თავად ,,ალაჰი“ უწოდებს საკუთარ თავს ცრუს (სურა ალ-იმრან 3:54; ალ-ანფალ 8:30)!

1.09 -- ბრძანება წმინდა სამების მონათვლის შესახებ

იესო არ ასწავლიდა ღმერთის შესახებ, გაურკვეველ კონცეფციებს. ის არ ქადაგებდა მიუწვდომელ და დიდებულ ალაჰს. ღმერთის ძე ოთხივე სახარებაში ხსნის მამის სახელს 187-ჯერ და ასევე მოგვცა სულიწმიდა, რომელიც არის ჭეშმარიტი ღმერთი. იესომ დაამოწმა: ,,მე და მამა ერთნი ვართ“ (არა ორი)! (იოანე 10:30, 17:21-22). მან უბრძანა თავის მოწაფეებს, ასწავლონ ნათლობის შესახებ ყველას, ვინც ირწმუნებს სახარებას. არა მას ვინც ლაპარაკობს სამ ღმერთზე, არამედ ერთ ღმერთზე, რომელიც არის მამა, ძე და სულიწმიდა. ეს სამი არის სრულყოფილი სულიერი ერთობა, რომლის შესახებაც იესომ თქვა: ,,მამა ჩემშია, მე კი მასში“ (იოანე 14:10-11).

ყურანში სხვადასხვა კომენტატორების მტკიცებულებების თანახმად, მუჰამედი როგორიც გასაკვირი არ უნდა იყოს, საუბრობს ქრისტიანულ ნათლობაზე და უწოდებს მას ,,მათ ელფერს“ (ალ-სიბგატ). ის ხედავდა, რომ არაბეთის კუნძულებზე, ქრისტიანები განსხვავდებოდნენ სხვა ადამიანებისგან. ისინი არ იპარავდნენ, სხვებზე არ მაღლდებოდნენ. ყოველ მათგან ჰყავდა, მხოლოდ ერთი ცოლი, იყვნენ თავმდაბლები და საკუთარი მტრებიც უყვარდათ. (სურა ალ-იმრან 3:55, 199; ალ-მაიდა 5:66-82; ალ-ანამ 6:90; იუნუს 10:94; ალ-ნახლ 16:34; ალ-ხადიდ 57:27;ალ-საფი 61:14). მუჰამედი ამ თვისებებს, მათ სულიერ განახლებას აწერდა, რომელსაც ისინი ნათლობისას ღებულობდნენ. აწერდა სახარების გავლენას და მათ მჭიდრო აღთქმას ღმერთთან (სურა ალ-მაიდა 5:110; მარიამი 19:88; ალ-ახზაბ 33:7).

ამის მიუხედავად მუჰამედი მონაწილეობდა იესო ქრისტეს და სულიწმიდის ღვთაებრიობის შესახებ მწვავე პოლემიკაში. მისი უარყოფილითი რწმენა ამბობს: ,,არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალაჰისა“. ამიტომაც იესოს ბრძანება, მამის, ძისა და სულიწმიდის ნათლობის შესახებ მუსულმანებისთვის, ღვთისგმობაა. რამდენადაც ისლამში არ არსებობს სულიწმიდა იქ ასევე ვერ იქნება ცნობიერება მამის, ძის და სულიწმიდის შესახებ (1 კორინთელთა 12:3; რომაელთა 8:15-16).

1.10 -- ნათლობა ჩვენი დაცვის და უსაფრთხოების გარანტი

პავლე წერს: ,, უფალ იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება ყველა თქვენგანს, ამინ!“ (1 კორინთელთა 13:14). ნათლობა, არის საშუალება ღმერთთან ღრმა და პირადი კონტაქტის და ასევე უსაფრთხოება წმინდა სამებაში. თავად ღმერთი - ჩვენი დაცვაა. ის, ვინც სიყვარულშია, ის ღმერთშია, ღმერთი კი მასში. ჩვენ გვიწევს ღმერთის წინაშე განიარაღება, მაგრამ მასში ძლიერებად ყოფნა და მაშინ ბოროტი ვერ შეძლებს, ჩვენზე ზეგავლენის მოხდენას. (1 იოანე 4:16; ეფესელთა 6:10-17).

ისლამში მისტიკის მოყვარულები, ვერ დაკმაყოფილდნენ ალაჰის აბსტრაქტული კონცეფციით, საკუთარ რელიგიაში და ამიტომაც არიან გამუდმებულ შიშში, ორმაგი დამანგრეველი ისლამის სტანდარტის წინაშე, სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. ისინი ცდილობენ მიაღწიონ განცალკევებულ, ყოვლადძლიერ და მიუწვდომელ ალაჰს მედიტაციებით, უნდათ რა ჩაწვდნენ მას და საკუთარ თავშიც ასახონ ის. ამის გამო ისინი ხშირად არაწმინდა სულების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. ისლამში ალაჰი შორეული და გამოუკვლევია. ამიტომაც ოკულტიზმის ყველა ფორმა ისლამში მარტივად აღწევს. ისლამში არ არსებობს გადარჩენა, არის მხოლოდ ალაჰისადმი უსიტყვო მორჩილების მოწოდება, რომელსაც ,,შევყავართ სიცრუეში, ისინი ვინც მოვისურვებთ პირდაპირი გზით ალაჰს“ (სურა ალ-ანამ 6:39; ალ-რად 13:27; იბრაჰიმ 14:4; ალ-ნახლ 16:93; ფატირ 35:8; ალ-მუდასირ 74:31). ალაჰი არ დებს აღთქმას მუსულმანებთან. ის საუკეთესო შემთხვევაში მათ საკუთარ მონებად მიიჩნევს. ის არ არის არც მამა, არც მხსნელი და არც ნუგეშისმცემელი. ის ანადგურებს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას (სურა ალ-ზუმარ 39:4; ალ-ხუჯურატ 49:14). ხოლო ის ვინც მზად არის დაემორჩილოს მას, იღებს წინადაცვეთას, ალაჰის მორჩილების ნიშნად. წინადაცვეთა ისლამში, ნიშნავს იმას რასაც ნათლობა ქრისტიანობაში.

1.11 -- ნათლობა - ყოვლისშემძლე ღმერთთან კავშირია

იესო ქრისტეს მოციქულებმა, ნათლობა იოანე ნათლისმცემელთან მდინარე იორდანეში მიიღეს. მათ სახალხოდ აღიარეს თავიანთი ცოდვები და უღირსობა უფლის წინაშე. შემდგომ იესო დაჰპირდა, რომ ისინი მოინათლებოდნენ სულიწმიდის ძალით, რომლის გარეშეც სუსტები, მშიშრები და უძლურები დარჩებოდნენ (საქმეები 4:1-8; იოანე 1:33-34).

სემიტურ ენაზე სიტყვა ,,ელ“ ან ,,ღმერთი“ ნიშნავს, ძლიერებას ან ძალას. ელოჰიმ - მისი მრავლობითი ფორმაა, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც ძლიერი ღმერთები. თუმცა ისლამში სიტყვა ,,ალაჰი“ დგას მხოლობით რიცხვში და ნიშნავს: ის არის ძალა! ეს არაბული სახელი თავის ჭეშმარიტ აზრში არ გადმოსცემს ღმერთის სამებას.

იესო კი ამოწმებდა, რომ მას აქვს მიცემული მთელი ხელმწიფება, ზეცაში და მიწაზე. ის ასევე ამბობდა, რომ სულიწმიდა არის ღმერთის ძალა. ჩვენი ღმერთი ძალაა, ვინც მისი სახელით მოინათლება და რწმენით მიიღებს ამ პრივილეგიას, ის უერთდება ყოვლისშემძლე ღმერთს და ცოდვით სიკვდილიდან გადადის სულიერ სიცოცხლეში. მას შეუძლია გააღვიძოს სხვებიც, რომლებიც მკვდრები არიან ცოდვასა და უკანონობაში, რათა აღადგინოს ისინი სახარებით. პავლე ღიად ამოწმებდა ამ საიდუმლოს შესახებ: ,, ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან (ის) ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად“ (რომაელთა 1:16)

პეტრემ მიმართა მისი ქადაგებისგან თავზარდაცემულ ებრაელებს: ,, მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს“ (საქმეები 2:38).

ის ვინც რწმენით შეუერთდა ყოვლისშემძლე ღმერთს, ნათლობის მეშვეობით მეტად აღარ მსახურობს ღმერთში, საკუთარი ძალით, არამედ უფლის ძალით და მიიღებს ლოცვის მეშვეობით მეტ ძალას ყოველ ჯერზე, როდესაც ითხოვს. (ესაია 40:29-31).

1.12 -- ქრისტეს მცნებების შენახვა

არაბულ ქვეყნებში გამონათქვამი ,,უფლის სიტყვის შენახვა“, ნიშნავს მის ზეპირად სწავლას. ბევრმა მუსულმანმა იცის ყურანი ზეპირად, ან ნაწილობრივ. ხშირად ისინი გვეკითხებიან, რატომ არ გვიყვარს ჩვენი ღმერთი და რატომ არ ვინახავთ მის სიტყვებს. მათ მიერ ზეპირად შესწავლილი მუხლები, არის სიყვარულის მტკიცებულება ღმერთისადმი. რომელმა ქრისტიანმა იცის ერთი სახარება მაინც ზეპირად ან თუნდაც მთაზე ქადაგება? ბევრი ჩვენგანი რთულად იხსენებს 23 ან 103-ე ფსალმუნს, ნეტარების მცნებებს ან 1 კორინთელთა მე-13 თავს. ქრისტიანები ბევრს ,,ფიქრობენ“, მაგრამ ცოტა ,,იციან“. მუსულმანებმა ხშირად ბევრი ,,იციან“, მაგრამ ,,მათი ცოდნა ნაკლებს ფიქრობს“. ჩვენ უნდა მოვინანიოთ ჩვენი ძალიან რაციონალური კულტურა და არა მხოლოდ მოვისმინოთ ღმერთის სიტყვა, არამედ შევინახოთ (ლუკა 11:28). ის ვინც საკუთარ ქვეცნობიერს შეავსებს ბიბლიის საკვანძო მუხლებით, იძენს დიად ძალას საკუთარი სულისთვის.

თუმცა ამ ცოდნის უბრალოდ შენახვაც არ არის საკმარისი, იესო ნათლად ამბობდა: ,,თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით“ (იოანე 14:15). რომელი მცნებებია, ქრისტეს მცნებები? ჩვენ ვისწავლეთ მადლზე, გამართლებაზე, პატიებაზე, კურთხევაზე და თავად იესოზე ფიქრი, მაგრამ ძალიან ცოტას ვსწავლობთ მის კანონს. ვინც ყურადღებით წაიკითხავს ოთხ სახარებას, იპოვის ათას პირდაპირ ან ირიბ ქრისტეს მცნებას. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანებს შორის პოპულარუსლი გახდა: ,, გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს“ (მათე 5:44-47). ,,მიუტევეთ, როგორც ღმერთმა მოგიტევათ თქვენ“ (მათე 6:12,14-15). ,,ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით“ (მათე 7:1-5).

ქრისტესკენ მოქცევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. თუ გვინდა გავყვეთ ქრისტეს, აუცილებელია ჩვენი ცხოვრების სტილის შეცვლა. ,,განწმენდის გარეშე, ვერავინ იხილავს ღმერთს“ (მათე 5:8; 1 თესალონიკელთა 4:3; 1 იოანე 3:1-3).

ვინ გაბედავს ქრისტეს მცნებები შეასწავლოს ვინმეს, თუ თავად არ ასრულებს მათ. იესოს მოწოდება არის მისი სიტყვის შესრულება და შენახვა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც ასევე პირველ რიგში არის მონანიებისკენ მოწოდება, რომელიც მიმართულია,, თავად მასწავლებლები, მქადაგებლების და მსახურების მიმართ. უფალს არ სჭირდება ჩვენი ფუჭი სიტყვები, არამედ უნდა, რომ ვიქცეოდეთ ისე, როგორც ვსაუბრობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ვშორდებით საკუთარ ნათქვამ სიტყვებს!

1.13 -- აღასრულეთ ყოველივე, რაც გიბრძანეთ!

იესომ თქვა: ,,ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“. ამ მოკლე სიტყვა ყველაფერისგან, სუნთქვა მეკვრება. ვინ იცის გონების დონეზე ყველაფერი, რაც იესომ გვიბრძანა შესასრულებლად. ვის აქვს გამუდმებით ,,ყველა“ მისი ბრძანება. ვინ ასწავლის ამ ბრძანებებს საკუთარ შვილებს, ეკლესიას ან ახალგაზრდებს? და ვინ ასრულებს ქრისტეს სიტყვებს სიზუსტით, საქმით თუ გონებრივად. არავინ არ არის ამ ყველაფერში სრულყოფილი. ჩვენ ყველა განვიცდით მარცხს, ყველაზე წმინდანსაც კი შეუძლია თავის ცახრა და ჩურჩულით წარმოთქმა: ,,უფალო შემიწყალე, მე ცოდვილი!“ იესოს მცნებებზე რეალური დაფიქრებისას ჩვენ ვგრძნობთ თავს, ძალიან უსუსურებად მათ ფონზე. ქრისტე ამბობს: ,, მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). ,, არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის.“ (ფსალმუნი 13:2-4; რომაელთა 3:19-23, 7:3-8, 8:4).

ჩვენ როგორც ქრისტეს მსახურები ვცხოვრობთ მის გამამართლებელ მადლში და მისი სისხლით ყოველდღიურ განწმენდას ვსაჭიროებთ. ვინც ლოცვით წაიკითხავს 1 იოანეს 1:7-ს - 2:6-ს, ის იპოვის დაახლოებით განმარტებას უფლის მცნებებისა.

1.14 -- ქრისტეს კანონის მიზანი

ქრისტეს უნდა, რომ მამის დონემდე აგვიყვანოს. მისი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შემომქმედის პირვანდელი ნება აღსრულდეს ადამიანის ცხოვრებაში: ,, შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27). აქამდე მხოლოდ იესოს შეეძლო ეთქვა: ,, ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9). ეს იმას ნიშნავს, რომ მას ყველა თავისი მოწაფის, მამის ხატად გახდომა სურს.

ძველ აღთქმაში ღმერთმა გვითხრა: ,, იყავით წმიდა, რადგან მე ვარ წმიდა“ (ლევიანთა 11:44, 19:2). ის არის ერთადერთი სტანდარტი და ყველა მის მიერ მოწოდებულის, სულიერი მიზანი.

ახალ აღთქმაში კი იესომ გვითხრა: ,, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოანე 13:34). ამ გზით ის თავის სიყვარულს ეტალონად აქცევს. თავად იესო კი ჩვენი კანონია. პავლე წერს, რომ უნდა მხილებულ ვიქნათ და ჩავიცვათ იესოს სამოსი, როგორც ახალმა ქმნილებამ. ჩვენ თავიდან ბოლომდე უნდა დავიფაროთ მისით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია ვიყოთ ,,ქრისტეში“. ახალ აღთქმაში ეს გამონათქვამი 175-ჯერ გვხვდება. პავლე კი ამ საიდუმლოს შემდეგნაირად აჯამებს: ,, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია.“ (2 კორინთელთა 5:17-21).

1.15 -- მუჰამედის კანონი

იესოს სიტყვები: ,,წადით და ასწავლეთ მათ, იმის დაცვა, რაც მე გამცნეთ“, შეგხვდებათ ყურანში ოდნავ შეცვლილი სიტყვებით.

თუმცა ძალიან დიდი სხვაობაა ქრისტესა და მუჰამედის კანონს შორის. თუმცა ოთხი ისლამური კანონის სკოლის ხელმძღვანელებმა აირჩიეს დაახლოებით 500 მუხლი ყურანიდან, შარიათის კანონების საფუძვლად, მაგრამ მათი შინაარსი გაგაოცებთ:

,,ნუ გეყოლებათ თქვენი მტერი, ან ჩემი მტერი მეგობრად და არ გამოუცხადოთ მათ თანაგრძნობა“ (სურა ალ-მუმტახანა 60:1)

,,იქორწინეთ სხვა ქალებზე, რომლებიც მოგწონთ: ორზე, სამზე, ოთხზე. მაგრამ თუ გეშიანიათ იმის, რომ არ იქნებით ყველასთან თანაბარნი, დასჯერდით მხოლოდ ერთს“ (სურა ალ-ნისა 4:3)

,,ხოლო რაც შეეხება იმ ქალებს, რომელთა დაუმორჩილებასაც გაურბიხართ, შეაგონეთ ისინი (და თუ ესეც არ უშველით), თავისუფალი ხართ საერთო სარეცლისგან (და თუ ესეც არ იქნება საკმარისი), შეგიძლიათ სცემოთ.“ (სურა ალ-ნისა 4:34).

,,(ალაჰმა უბრძანა მუჰამედს): აიღე მათი ქონებიდან შემოწირულობა, რათა ამითი გაასუფთავო და წამოწიო ისინი“ (სურა ალ-ტაუბა 9:103).

,,ქურდს იქვე მოჰკვეთეთ ხელები.“ (სურა ალ-მაიდა 5:38).

ნებისმიერი ვინც შეადარებს მუჰამედის და ქრისტეს კანონს მიხვდება, რომ აქ სრულიად განსხვავებული სული მოქმედებს. მუჰამედის კანონში არ არის სიყვარული, არც ღმერთთან შერიგება, არც ჩამანაცვლებელი მსხვერპლი და არც უფლის სიწმინდეა, როგორც სტანდარტი.

საბოლოო ჯამში მუჰამედი თავად არის საკუთარი კანონის შინაარში. მისი ცხოვრება (სუნა), აღებულია როგორც ისლამური კანონის ფორმირების მეორე წყარო. ყოველმა მუსულმანმა უნდა იცხოვროს, როგორც მუჰამედმა, რომელმაც 70 საომო გასვლაში მიიღო მონაწილეობა და, რომელსაც 12 ცოლი ჰყავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ვერ იწოდები მუსულმანად.

1.16 -- მუჰამედის და იესოს კანონების ფარული მიზანი

ისლამის კანონების საბოლოო მიზანი არის, ისლამის საზოგადოების კეთილდღეობა (უმა), რომელიც წარიმართება ისლამის სახელმწიფოს მიერ. ისლამის რელიგია არ განასხვავებს რწმენასა და პოლიტიკას ერთმანეთისგან. ის შეიძლება მოქმედებდეს, მხოლოდ შარიათის კანონის დახმარებით. სხვა მხრივ კი შარიათი შეიძლება ამოქმეებულ იქნას, მხოლოდ ისლამურ ქვეყნებში. ისლამის მიზანი იყო და არის რელიგიური სახელმწიფო. სხვა ნებისმიერი ფორმა ისლამისთვის უმნიშვნელო რჩება.

ქრისტემ კი განაცხადა: ,,ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნიური“ (იოანე 18:36-37). მისი ეკლესია - მისგან მოწოდებული ერებისგან შედგება და მისი წარმომადგენლები არიან დედამიწაზე, სულიერი სამეფოსთვის. მისი მოწაფეების სულიერი ურთიერთობა არის მისი საუკუნო მეფობის დასაწყისი (იოანე 13:34-35). ისინი მოწოდებულნი არიან იყვნენ ქვეყნის ნათელი და მარილნი. ქრისტეს კანონი არ გულისხმობს რელიგიური ქრისტიანული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, არამედ მისი მიმდევრების გარდაქმნას. მცნებების მიხედვით. ქრისტეს უნდა, რომ მათზე ზეგავლენა მოახდინოს საკუთარი ცხოვრებით და შეცვალოს საზოგადოება თუ სახელმწიფო შიგნიდან.

1.17 -- მე თქვენთან ვარ

თუ ქრისტეს წარგზავნილი შეცდა, მაგრამ აღიარა თავისი უსუსურობა უფლის წინაშე, მაშინ იესო ეუბნება მას: ,,შემომხედე მე! მე აქ ვარ! მე ცოცხალი ვარ! მე არ მიგატოვებ! მიყვარხარ და დაგეხმარები! და მზად ვარ შენთან ვიყო სიბერემდე!“

ამბობენ, რომ იესომ ერთ-ერთ თავის მიმდევარს სიზმარი მისცა სადაც, სველ ქვიშაზე ორი ნაფეხური იყო და შემდეგნაირად ახსნა: ,,ნახე მე ყოველთვის დავდიოდი შენთან ერთად“. როდესაც ერთი ფეხის ნაკვალევი გაქრა ყველაზე საშიშ ადგილას სიზმრის მხილველმა აღშფოთებით თქვა: ,,რატომ მიმატოვე ყველაზე დიდი გასაჭირის დროს?“ მაშინ იესომ სიყვარულით უპასუხა მას: ,,შენი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს, ხელში აყვანილი მყავდი“. ქრისტეს სიყვარული იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ის არწმუნებს თავის წარმოგზავნილთ: ,, და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან“ (იოანე 10:28). ყოვლისშემძე და ყველგანმყოფელი ღმერთის არსებობა, აღგვძრავს მტკიცე რწმენისკენ, რაც მის გამუდმებულ ყოფნას გულისხმობს ჩვენს შორის.

1.18 -- ასწავლეთ ყველა ხალხს

დღეს ათასობით უცხოელი მისიონერი და კიდევ უფრო ადგილობრივი ქრისტიანი, უამრავ ქვეყანაში ემსახურება ღმერთს ერთგულად. იქაც კი სადაც ანტიქრისტეს სული მეფობს. ხშირად იწვება ეკლესიები, ხოლო აქტიური ქრისტიანები ექცევიან ცრუ ბრალდებების ქვეშ და მათი ცხოვრება სავსეა, მუქარებითა და თვალთვალით. ზოგიერთი მათგანი გარბის, ზოგიერთი კი ტანჯვას ითმენს. შიში ცდილობს მათი მოქმედებების პარალიზებას.

მაგრამ იესო გვარწმუნებს: ,,ვინც თქვენთ გითვალთვალებს, ის პირველრიგში მე მითვალთვალებს“. ტკივილი რომელიმე ნაწილიდან პირველრიგში მიდის ტვინში, სანამ მას იგრძნობს სხეული და რეაგირებას მოახდენს მასზე. ქრისტე, როგორც ეკლესიის თავი პირველივე ამჩნევს თავისი მოწაფეების საფრთხეს, იქამდე სანამ თვითონ მიხვდებიან ამას (საქმეები 9:4-5). არცერთი ჩვენგანი არ არის მარტოხელა, ღვთის კრავი, ტანჯვების ბოლო წუთამდე ჩვენთან არის. დღეს სამყაროში მეტი მწუხარების გადატანა უწევთ ქრისტეს გამო და იმაზე მეტი ქება დიდება ისმის, მისი სახელისა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

1.19 -- წუთისოფის აღსასრულამდე

ნათლობამდე იესომ მოგვცა დაპირება, რომ იქნება ჩვენი ცხოვრების ყველა წამი ჩვენთან. ყველაზე დიდი საფრთხის დროსაც კი, ის არ მიგვატოვებს. მან თქვა: ,, იესომ უთხრა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს! ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?” (იოანე 11:25-26). იესო გვატარებს სიკვდილამდე და დარჩება ჩვენთან ერთად, სანამ წავალთ ამ დედამიწიდან (ფსალმუნი 22:4-6).

1.20 -- არის თუ არა ალაჰი მუსულმანებთან?

ყურანში აღწერილია ის შემთხვევა, როდესაც მუჰამედი მექადან, მედინაში გარბოდა. ის გამოქვაბულში დაიმალა და უთხრა აბუ-ბაკრუს: ,,ჭეშმარიტად ალაჰი ჩვენთან არის!“ სხვა მუსულმანებმა ამ სიტყვების შემდეგ, თავი უკეთ იგრძნეს (სურა ალ-ტაუბა 9:40).

სამწუხაროდ ალაჰი, რომელმაც დაამშვიდა მუჰამედი, არ არის ჭეშმარიტი ღმერთი, რამდენადაც ის 17-ჯერ ამტკიცებს ყურანში, რომ მას არ ჰყავს ძე და რომ ქრისტე არასდროს მომკვდარა ჯვარზე (სურა ალ-ნისა 4:157). იესო ქრისტეს მამა არ არის მუსულმანებთან. ისინი უარყოფენ ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს და უარყოფენ, რომ უცნობი სული ჯიბრილით ხსენებული (გაბრიელი), იყო ,,წმიდისგან სული“. სული, რომელიც მართავს მათ და ანტიქრისტიანულ სიძულვილში ახვევს, არ არის სამება, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა მამის, ძის და სულიწმიდისა.

1.21 -- ოთხგზის ,,ყველა“ იესოს დიად დავალებაში

ცოცხალი იესო არწმუნებს თავის მოწაფეებს, რომ ,,ყველა“ ძალაუფლება ზეცასა და მიწაზე, მისია. ამიტომაც მათ უნდა ასწავლონ ყველა ხალხს, მონათლონ ისინი, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. მათ უნდა ასწავლონ მონათლულ მოწაფეებს, დაიცვან ყველა მისი მცნება და მან პირობა მისცა თავის წარგზავნილებს, რომ იქნება მათთან ერთად, ყველა დღეს, წუთისოფლის აღსასრულამდე.

იესო გვამხნევებს, რომ დავიჯეროთ ყველა მისი ოთხგზის დაპირება და შევასრულოთ ოთხივე ბრძანება. ის დაგვეხმარება, მისი მცნებების შესრულებაში და არ დაგვტოვებს მარტო, წუთისოფლის აღსასრულამდე და ჩვენ დავინახავთ მის რეალურ თანადგომას.

1.22 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!

თუ ყურადღებით შეისწავლე ეს ბუკლეტი, მაშინ შეძლებთ მარტივად უპასუხოთ კითხვებს. ის, ვინც სწორად უპასუხებს კითხვების 90%, რომელიც მოცემულ 8 ბუკლეტშია, ჩვენი ცენტრისგან მიიღებს :

კურსის დახურვის სერთიფიკატს,
რომელიც დაგეხმარათ მუსულმანებთან იესოზე საუბრის შესწავლაში.

ეს კეთდება თქვენი გამხნევებისთვის, რათა გააგრძელოთ ქრისტეს მსახურება.

  1. რას სთავაზობს იესო ქვეყნიერებას თავისი სიკვდილის და აღდგომის შემდეგ?
  2. ვინ არის ღირსი მსახურებისთვის, იესო ქრისტეს წარმოგზავნილის სტატუსით?
  3. რატომ მოუწოდა იესომ ეჭვში მყოფ მოწაფეებსაც, თავისი დიადი დავალების შესრულებისკენ?
  4. იესომ მიიღო მთელი ძალაუფლება, ზეცასა და მიწაზე. რას ნიშნავს ეს?
  5. რატომ არ ეშინოდა ზეციერ მამას, რომ იესო აღდგებოდა მის წინააღმდეგ, ამ ძალითა და ძალაუფლებით?
  6. რატომ უბრძანებს თავის მოწაფეებს ,,წადით“ და არ ეუბნება დასხდნენ და არაფერი აკეთონ?
  7. როგორ ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც ელოდება მოწმობას და როგორ უნდა ვილაპარაკოთ მასთან?
  8. როგორ შეგვიძლია შემოვიკრიბოთ მოწაფეები? რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მსმენელებს?
  9. რატომ გვაგზავნის ქრისტეს დავალება ისმაილის და იაკობის შვილებთან? ამ ზეციერ სტრატეგიაში, რომელი ქვეყნებია გამონაკლისი?
  10. მოსახლეობის რამდენი პროცენთი უწოდებს საკუთარ თავს ქრისტიანს და რაზე მეტყველებს ეს?
  11. რა აზრი დევს, მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ნათლობაში?
  12. სამების ერთობა, როგორ შეიძლება იყოს გადმოცემული, ჩვენი უფლის დიად დავალებაში?
  13. ქრისტეს მასხურებაში, როგორ უნდა მოვიპოვოთ ძალა და ხელმძღვანელობა?
  14. რატომ არის ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი, ნათლობა და ზეციდან შობა და არა მისი დასასრული?
  15. რა განსხვავებაა ურწმუნოებთან და დამწყებ მორწმუნეებთან, ევანგელიზაციას შორის? როგორ უნდა გავითვალისწინოთ ეს ჩვენს საუბრებში მუსულმანებთან?
  16. რა საგნები უნდა მივაწოდოთ მორწმუნეებს, რომლებიც ნათლობას აპირებენ?
  17. რამდენი მცნების პოვნა შეიძლება ოთხ სახარებაში და რომელია მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანი, მუსულმანებისთვის?
  18. რა განსხვავებაა მხოლოდ რწმენით გამართლებასა და კეთილი საქმეების ჩადენის აუცილებლობას შორის, რწმენის მეშვეობით? (რომალეთა 5:1; იაკობი 2:14-26)
  19. რა არის ახალი აღთქმის ერთადერთი სტანდარტი?
  20. რატომ ამსხვრევს იესო ქრისტეს დავალების მესამე ნაწილი ყველა მასწავლებლის სიამაყეს, თუკი ის მართლაც წრფელია თავის თავთან?
  21. რატომ შეეძლო იესოს დაგვპირებოდა: ,,მე თქვენთან ვარ“?
  22. რატომ გპირდება ისო, რომ იქნება ჩვენთან ერთად, ყველგან და ყოველთვის, თუკი ვემსახურებით მას?
  23. რის საფუძველზე სწამთ მუსულმანებს, რომ ქრისტეს (ისა), არის ალაჰთან?
  24. რატომ ვერ წარმოუდგენიათ მუსულმანებს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ორმა ღმერთმა ერთად და რატომ შეძლეს ამის დაჯერება ქრისტიანებმა?
  25. ამოწერეთ მუსულმანების დიადი დავალება და შეადარეთ ქრისტეს დიად დავალებას?
  26. დაასახელეთ ისლამის გავრცელების სამი ტალღა? მოსახლეობის რამდენი პროცენტი არის მუსულმანი და რამდენი მუსულმანი ცხოვრობს, თქვენს ქვეყანაში?
  27. რას ნიშნავს მუსულმანისთვის იყოს სხვა ადამიანებისადმი სულგრძელი და სად გადის ამის ზღვარი? და როდის შეუძლია დაარღვიოს ეს მცნება?
  28. რატომ უარყოფდა წმინდა სამების ერთობას მუჰამედი?
  29. რას ამბობს ყურანი ნათლობის შესახებ?
  30. რა ძირეული განსხვავებებია, მუჰამედის კანონის (შარიათის) და ქრისტეს სახარებისეულ კანონებს შორის?
  31. რაში მდგომარეობს ისლამური და ქრისტიანული კანონების მიზანი?
  32. რას ნიშნავს მუსულმანებისთვის მუჰამედი, ისლამური კანონის სტანდარტის მიხედვით?
  33. რატომ ვერ დაჰპირდებოდა მუჰამედი თავის მიმდევრებს: ,,და მე თქვენთან ვარ, წუთისოფლის აღსასრულამდე“?
  34. რას ნიშნავს ოთხგზის ,,ყველა“ ქრისტეს დიად დავალებაში?

ყველა კითხვაზე პასუხის გამცემ მონაწილეს უფლება ექნება არა მხოლოდ მიწვდეს სხვა ლიტერატურას, არამედ ურთიერთობა იქონიონ იმ დამსახურებულ პირებთან ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ველოდებით თქვენ წერილობით პასუხებს, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ღმერთის წინაშე, თქვენზე, მკითხველზე, რომ უფალი დაგელაპარაკოთ და მოგცეთ გამოცხადება. რათა გატაროთ, განგამტკიცოთ, და დაგიცვათ სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.

შენი სამსახურში,

აბდ ალ-მასიხიდა მისი ძმები

გამოაგზავნეთ თქვენი პასუხები:

GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:

info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on August 29, 2022, at 09:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)