Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- 01. Conversation -- 7 The Cross
This page in: -- Arabic? -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Kirundi -- Russian -- Somali -- Telugu -- Ukrainian -- Uzbek -- Yoruba

Previous booklet -- Next booklet

01. საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ

7 - როგორ ავუხსნათ მუსულმანებს დამაბრკოლებელი ქვის - ჯვრის შესახებ?

როგორ მივუტანოთ მუსულმანებს ქრისტეს ქსნის შესახებ

მესამე და ბოლო მთავარი დოგმატური დაბრკოლება მუსლიმისთვის ქრისტიანად გახდომაში არის მათი რწმენა იმისა, რომ ქრისტე ნამდვილად არ მოკლეს, არამედ მხოლოდ თითქოს ჯვარს აცვეს. როგორ არის შესაძლებელი ჯვარცმული ღვთის ძის სახარების გაზიარება მუსლიმანს, მიუხედავად ამ საწინააღმდეგო რწმენისა? შეიტყვეთ ჩვენი წინადადებების წაკითხვით, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის, რაციონალური აზროვნების, ყურანისა და თქვენი პირადი მოწმობის საფუძველზე.



7.01 -- როგორ ავუხსნათ მუსულმანებს დამაბრკოლებელი ქვის - ჯვრის შესახებ?

როგორ მივუტანოთ მუსულმანებს ქრისტეს ქსნის შესახებ

7.02 -- ისლამის მიერ ქრისტეს ჯვარცმის უარყოფა

ნებისმიერი, ვინც საუბრობს მუსულმანთან ქრისტეზე და იმ გადარჩენაზე, რომელიც მიეცა მას, მიდის იმ მომენტამდე, სადაც მუსულმანი პატივისცემის გამო წყვეტს კითხვებზე პასუხის გაცემას და უბრალოდ იღიმის. და თუ ვიკითხავთ მისი ამ სკეპტიკური დამოკიდებულების გამომწვევ მიზეზს, პასუხად მივიღებთ:

●თქვენ ქრისტიანები მირაჟში ცხოვრობთ! უბრალოდ ტყუვდებით. (სურა ალ-ფატიხა 1:7). მარიამის შვილი არ იყო მოკლული, და არც ჯვარზე მომკვდარა (სურა ალ-ნისა 4:157), პირიქით, ალაჰმა ის უბრალოდ თავისთან წაიყვანა (სურა ალ-იმრან 3:55( ალ-ნისა 4:158). იესო არასდროს ყოფილა ჯვარცმული.

●სხვა მუსულმანები ამტკიცებენ, რომ ალაჰი სამართლიანია. ამიტომაც იხსნა უდანაშაულო იესო ჯვარზე ტანჯვისგან. ნაცვლად ამისა, მან ნება მისცა ხალხს,

● რომ ჯვარს ეცვათ იუდა, მისი გამყიდველი (სურა ალ-ნისა 4:157). ჩვენს დროშიც კი მრავალ მუსულმანს სჯერა ამ მოსაზრების.

●ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ გაარკვიოს რატომ უარყოფს ყურანი იესოს ჯვარცმას, დაინახავს მესამე არგუმენტსაც, რომელიც სიცრუის მამისგან მოდის: ყურანის თანახმად, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება ატაროს სხვისი ცოდვები და მიიტანოს ალაჰთან სამსჯავროზე (სურა ალ-ანამ 6:154; ალ-ისრა 17:15; ფატირი 35:18; ალ-ზუმარი 39:3; ალ-ნაჯმი 53:38), ვინაიდან ყველამ თავად უნდა ითხოვოს პატიება წმიდასთან. ამიტომაც ნებისმიერი სხვა, ჩამანაცვლებელი მსხვერპლი ისლამში წარმოუდგენელია.

●ყურანის მეოთხე არგუმენტი, ქრისტეს ჯვარცმის საპირისპირო არის შემდეგნაირი: ცოდვების მისატევებლად ალაჰი არ საჭიროებს შუამდგომელს, არც სისხლიანი მსხვერპლები სჭირდება მას, არც კრავი და არც ჩამანაცვლებელი ვინმე. ის სუვერენულია; ვისაც უნდა - პატიობს, ვისაც უნდა - სიმცდარეში შეიყვანს (სურა ალ-ანამ 35:8; ალ-მუთასიმი 74:31). თუ ალაჰი გზიდან ვინმეს იშორებს, იმ ადამინს ვეღარავინ დაეხმარება (სურა ალ-ნისა 4:88; ალ-არაფი 7:178, 186; ალ-რადა 13:33; ალ-ისრა 17:97; ალ-ზუმარი 39:23,36; გაფირი 40:33; ალ-შურა 42:44,46).

●მეხუთე არგუმენტი, იესოს მსხვერპლის საწინააღმდეგო - ყველაზე მარტივია. მუსულმანების უმეტესობას ჰგონიათ, რომ საკმარისად კარგები არიან, რათა გადარჩენას საკუთარი ძალებით მიაღწიონ. მათ სჯერათ, რომ თავიანთი კეთილი საქციელები, მათგან საპირისპიროს დევნის (სურა ხუდ 11:114). ისინი იმედოვნებენ გადარჩენაზე, თუ შეასრულებენ ყოველივე რაც წერია თავიანთი კანონების მიხედვით (შარიატი). ამიტომ ფიქრობენ, რომ არ საჭიროებენ არც ხსნას და არც ჯვარს. ეს ისლამური მტკიცებულება, იუდევლური ფარისევლობის ირიბი მემკვიდრეობაა.

●მუსულმანებს შორის, რელიგიური სწავლება ამბობს, რომ ალაჰმა ყველა ადამიანის ბედი დედის მუცლიდანვე განსაზღვრა და რომ მისი შეცვლა შეუძლებელია. მათ სწამთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ის ხდება, რაც მასზე ზეციურ წიგნში წერია. ისინი ვერ ხედავენ იმის საჭიროებას, რომ მათ გამო ვინმე ჯვარს ეცვას ან გახდეს მსხვეპლი სხვების გამო.

●მრავალი მუსულმანი ვერ აცნობიერებს ამ არგუმენტების არსებობას. თუმცა არის დაწერილი კანონი, რომელიც ამ ყველა არგუმენტს თავს უყრის და რომ ქრისტეს ჯვარი - მუსლიმებისთვის ტაბუ დადებული თემაა. თვლიან, რომ ჯვარი - ერთგვარი ფარია, რომელსაც ამოეფარნენ პოლიტიკური და რელიგიური ადამიანები, რომელთაც სწყურიათ ისლამის ძალისა და კულტურის განადგურება.

სიძულვილი ჩვენი მსხნელის ჯვრის მიმართ იმდენად დაფუძვნდა მათ გონებაში, რომ ამის დამარცხება მხოლოდ ლოგიკუთ შეუძლებელია. უსარგებლოა ამტკიცო ფაქტი ან ჯვრის მნიშვნელობა ინტელექტუალური გზით. უნდა ვილოცოთ, რათა მათ გააცნობიერონ ჭეშმარიტება და დაიჯერონ მისი. ეს ანტიქრისტიანული სული უნდა განისევნოს იესოს სახელით და ღვთიური სიყვარულით!

თუ დავიწყებთ ყურადღების გამახვილებას მათგან ჯვარცმის უარყოფაზე, იესოს ხსნის უგულებელყოფაზე და იმ საკითხებზე, რაშიც ისინი გვეწინააღმდეგებიან, ჩვენ მარცხს განვიცდით მათთვის ქრისტეს მარადიული სიცოცხლის მიტანის საქმეში. ხოლო ისინი ვინც ყურადღებით იკვლევენ ძველ აღთქმას, იმ რჯულს და ცდილობენ დაიცვან ახალი აღთქმაც, აღიქვამენ სხვადასხვა წყაროებს, რაც ქრისტეს ჯვარცმაზე ნამდვილად მეტყველებს, მაშინ თავისუფლად და აუღელვებლად შეგვიძლია დავამოწმოთ პავლე მოციქულთან ერთად:

“მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. (რომაელები 5:1)

ეს ხუთი არგუმენტი მეტად ჭეშმარიტია, ვიდრე ის საპირისპირო განმარტებები, რაც მუსულმანებს მოჰყავთ. მოდით ლოცვით შევძახოთ ქრისტეს გამარჯვება, რომელიც მან ჯვარზე მოიპოვა. მსოფლიო ისლამზეც კი.

7.03 -- აღთქმები გამომსყიდველ მსხვერპლ, იესოზე ძველ აღთქმაში

მრავალ მუსულმანს სწამს იმისა, რომ რაც ხდება ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია. ნებისმიერი, ვინც შეძლებს მათთვის იმ ფაქტის დამტკიცებას, რომ თორას, ფსალმუნებისა და ეინასწარმეტყვების თანახმად, იესო უნდა მომკვდარიყო ჯვარზე ჩვენს ნაცვლად, და ამავდროულად მიუთითებს ამ წინასწარმეტყველებების და იესოს ცხოვრების ზუსტ აღსრულებაზე, დარხმარება მათ, რომ ქრისტეს ჯვარცმა ირწმუნონ. იმისთვის, რომ უშუალოდ მუსულმანებთან მოვნახოთ მისადგომი წინასწარი განწყობის მეშვეობით, უნდა ვისწავლოთ ძველი აღთქმის 333 აღთქმა და მათი აღსრულება ახალ აღთქმაში. თავად იესომ რამდენჯერმე დაამარცხა ეშმაკი და თავისი მოწაფეების ეჭვები სიტყვებით : “დაწერილია!” (მათე 4:4, 6-7; ლუკა 18:31; 21:22; 24:46; იოანე 5:46 და სხვა).

მოსეს მიერ სპილენძის გველის ამაღლება
იესომ აუხსნა ღვთისმოშიშ, იუდეველთა რელიგიური სასამრთლოს წევრს, საკუთარი სიკვდილის და ჯვარცმის აუცილებლობა, და ეს თორაზე დაყრდნობით გააკეთა: იოანე 3:14-15: "და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს."

ამ მაგალითში იესო სპილენძის გველზე საუბრობს, რომელიც მოსემ უფლის ბრძანებით გააკეთა. ნებისმიერი დაკბენილი, შეხედავდა თუ არა ამ ამაღლებულ სპილენძის გველს - ინკურნებოდა გველის ნაკბენისგან.

რატომ შეადარა იესომ საკუთარი თავი გველს, რომელიც ყოველთვის ბოროტების სათავედ ითვლებოდა (დაბადება 3:1-14)? მათდამი სიყვარულის გამო, იესომ საკუთარ თავზე აიღო ყველა ცოდვა, დაიტია რა საკუთარ თავში მთელი ბოროტება, ამავდროულად კი რჩებოდა რა წმიდა, როგორც წერდა მოციქული პავლე, კორინთელთა მიმართ წერილებში: (2კორ 5:21): "ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში."

იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ვინც შეცდენილ იქნა ბოროტის მიერ, ვერ გადარჩება გარდა მისი სიკვდილის მეშვეობით, რომელიც მან იტვირთა მათ ნაცვლად. მას უნდოდა და უნდა დატანჯულიყო ჯვარზე ცოდვილთა ცოდვების გამო, რათა გამხდარიყო რა ჩვენი ჩამანაცვლებელი.

იესო - საპასექო კრავია
ჩვენი უფალი, მოწაფეებთან ერთად იცავდა პასექის დღესასწაულებს, რათა თავი ნამდვილ ღმერზთის კრავად წარედგინა. მან გააფართოვა საიდუმლო სერობის შესახებ გაგება და აუხსნა მათ, რომ პასექის (აღდგომის) აღთქმები აღსრულდებოდა მის სიკვდილში (მათე 26:26).

● ისევე, როგორც პირველი საპასექო კრავის დაკვლის შემდეგ მის სისხს უსვამდნენ ისრაელის ყველა მონის სახლს ეგვიპტეში, რათა უფლის რისხვას და სასამართლოს გვერდი აევლო, ასევე ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს და ოჯახს აყენებს ქრისტეს სისხლის დაცვის ქვეშ, გადაურჩება რისხვასა და სასამართლოს. მუსულმანებს ძალიან ბუნდოვანი შეხედულებები აქვთ ამ საიდუმლოზე, რადგან სჯერათ, რომ დაკლული ცხოველის სისხლსაც შეუძლია მათი დაცვა (გამოსვლა 12:7,13, 22:23; საქმეები 16:31).

● იაკობის შვილებს უნდა ეკვებათ ცეცხლზე შემწვარი საპასექო კრავის ხორცი თავიანთ ოჯახებში, რათა მონობიდან გამოსვლის ძალა მოეკრიბათ. ზუსტად ასე უნდა იესო ქრისტესაც, ღმერთის კრავს, იყოს მათში ვინც მას მიყვება, რათა მისცეს მათ ეშმაკისგან და მონიბიდან გაქცევის ძალა (გამოსვლა 12:3-6, 8-11, 43-48; მათე 26:26; იოანე 6:35, 48-59).

● რადგან სისხლის დაღვრის გარეშე, არ არსებობს პატიება (ლევიანები 17:11; ებრაელები 9:22), მაშინ საპასექო კრავის, იესოს ერთადერთი მიზანია, გაწმიდოს ცოდვისგან და იხსნას ყველა ის, ვინც მზადაა და ღიაა განწმედისთვის, მხოლოდ მისი სისხლის მეშვეობით. ასევე მათი, ვინც ენდობა მას, მის მსხვერპლსა და მადლობს მას მისი სისხლისთვის (ებრაელები 10:14).

● იესო, დაღვრის სისხლს უწოდებდა აღთქმის სისხლს (დაბადება 24:4-8; მათე 26:27-28), რომლის მეშვეობითაც მან სამუდამო აღთქმა დადო ეკლესიასთან. ყოველი, ვინც რწმენით შეაბიჯებს ამ სისხლით დაბეჭდილ აღთქმაში, უნდა იყოს ისეთივე წმიდა, როგორიც ის არის (ლევიანები 11:44). უნდა უყვარდეს, როგორც იესოს (იოანე 13:34) და პატობდედ ყველას, როგორც ღმერთმა აპატია მას (მათე 6:12, 14-15).

ჩვენ უნდა დავეხმაროთ მუსულმანებს იმის გაგებაში, რომ საიდუმლო სერობა არის ძველი აღთქმის საპასექო საღამოს აღსრულება. ყველა ღმერთის კრავის მორწმუნე უნდა იყოს განწმედილი ცოდვებისგან და შემდგომ მას შეეძლება აირეკლოს იესო თავის ცხოვრებაში.

ტანჯვის ფსალმუნი
21 ფსალმუნი - თანმიმდევრული წინასწარმეტყველება, რომელიც აღწერს ქრისტეს ტანჯვას ჯვარზე. ეს მუხლები დავითის მიერ დაიწერა 1000 წლით ადრე ჩ.წ.ა. ეს წინასწარმეტყველება და მათი ზუსტი შესრულება მიუთუთებს ერთგვარ უფლის მიზანზე და იესოს ჯვარცმის აუცილებლობაზე.

ამ ფსალმუნში ათამდე წინასწარმეტყველებაა გადმოცემული, ქრისტეს ჯვარზე ტანჯვის შესახებ. ყოველ მსურველს შეუძლია იპოვოს ის ძაფი, რომელსაც მივყავართ ღმერთის კრავის წრმენის გაგებამდე, თუ შევადარებთ ამ მუხლებს - იესოს ჯვარზე სიკვდილის აღსრულებას.

ფსალმუნი 22მათე 27მარკოზი 15ლუკა 23იოანე 19
7: მე ხალხი შემურაცყოფს და ერში ზიზღს ვიწვევ33, 41-442936-37-
8 ა: ყველა ვინც მხედავს მლანძღავს33, 41-442936-37-
8 ბ: ლანძღავენ, თვის ქნევით3929--
9: ის დაიმედებული იყო ღმერთზე; დაე იხსნას ის, გადაარჩინოს, თუ მას სურს43---
12: დამხმარე არ არის4230-3137-
16: ჩემი ენა სასას მიეკრო.---28
17 ა: ბოროტეულთა წრე გარშემომერტყა41-4331-32--
17 ბ: ჩემი ხელ-ფეხი შეკრეს და გახვრიტეს.-243319:18, 20:20
18: მიყურებენ და ჩემგან სანახაობას ქმნიან.--35-
19 ა: ჩემს კვართს ერთმანეთში იყოფენ.35243423
19 ბ: და კენჭს იყრიან ჩემს ტანისამოსზე3524-24
2: ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო რად მიმატოვე.4631--

ყოველი, ვინც შეისწავლის ამ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებს იესოს ჯვარცმის შესახებ, მიხვდება:
● როგორ იტანჯებოდა იესოს მოსიყვარულე და სუფთა სული, როდესაც მისმა საკუთარმა ხალხმა არ აღიარა იგი, არამედ შეიზიზღა და დასცინა! ახლო აღმოსავლეთში დაცინვა და შეზიზღება, სიკვდილზე უარესია!

● როგორ იტანჯებოდა იესოს სხეული, რომელიც იმ დროს აგონიაში მყოფი შუაზე იხლიჩებოდა ტკივილისგან, მაგრამ არ წუწუნებდა.

● როგორ ძალიან იტანჯებოდა მისი სული, როდესაც ღმერთმა - მისმა მამამ მიატოვა იგი ჩვენი ცოდვების გამო! ჩვენ ვერ ჩავწვდებით მისი ძახილის სიღრმეს: ფსალმუნი 21:1 "ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე?“

ზოგიერთ კომენტატორს ჰგონია,რომ შეუძლებელია მამას მიეტოვებინა საყვარელი ძე! მაგრამ იესო არ იტყუება! მანდ თქვა: “შენ დამტოვე მე”.

ადამიანური ლოგიკა ორიტესტს აცხადებს: თუკი ღმერთმა მართლა მიატოვა იესო, ესეიგი მან შესცოდა!

ბიბლია ეწინააღმდეგება: უცოდველმა იტვირთა ჩვენი ცოდვები. ქვეყნიერების ცოდვა მძიმე ტვირთად ედო მას მხრებზე. ღმერთმა დატოვა იგი ჩვენი ცოდვების გამო.

ზოგიერთიც კომპრომისის ძიების მცდელობებში ამბობენ, რომ: მამამ თავისი სახე მიაბრუნა ძისგან, რათა ჩვენი ცოდვენის გამო ეჩვენა მას მოსამართლედ.

თუმცა ბიბლია საუბრობს, რომ მან იგი ნამდვილად მიატოვა! წმიდა სამების საიდუმლო დაირღვა. ეს კი ჯოჯოხეთია! ეს დასასრულის დასაწყისია და გზა წყვდიადისკენ! მარკოზი და მათე ტყუილად არ ახსენებ ამ სიტყვებს იმ დანარჩენი შვიდიდან, რომელიც იესომ ჯვარზე წარმოთქვა. ეს ძახილი ეკლესიისთვის დაბრკოლების ქვად იქცა. და ეს სიტყვებში გამოხატავს ჩვენი გადარჩენის აღსრულებას, ვიდრე სხვა დანარჩენები!

თავდაპირველად იესომ თქვა: “ჩემო ღმერთო! ჩემო ღმერთო!” იაკობი ებრძოდა უფალს მდინარესთან და უფალს მისი დატოვება სურდა. მაგრამ იაკობმა არ გაუშვა უფალი იმისდამიუხედავად, რომ დამნაშავე იყო. მან თქვა: “არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ”. თავისი რწმენით მან გადალახა უფალი-მოსამართე და შეიძინა მისი კურთხევა (დაბადება 32:23-32). უფრო მაღალ საფეხურზე კი იესომ არ გაუშვა უფალი-მოსამართლე. ის მამასთან იყო, თუმცა მამას ის უკვე მიტოვებული ჰყავდა. მაგრამ ენდობოდა რა მას იესო, მაინც არ გაუშვა. ლოცვაში წამოიძაღა: “ჩემო ღმერთო! შენ რჩები ჩემ ღმერთად მაშინაც კი, როდესაც ვერ გხედავ. არ გაგიშვებ, ვიდრე არ გადაარჩენ ჩემ მიმდევრებს!” ძის დამაჯერებლობამ მამის სიყვარულსა და ერთგულებაში, იხსნა იგი ღმერთი-მოსამართლისგან. მისი საქმე - გამარჯვებაა, რომელმაც მშოფლიოზე გაიმარჯვა (1იოანე 5:4). მისი მსხვერპლით, ჩვენ მივიღეთ გადარჩენა (იოანე 16:33).

იაკობმა, ყოვლისშემძლე ღმერთთან დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ, მიიღო ახალი სახელი : ისრაელი! ეს სახელი მიშნავს: ის ებრძოდა ღმერთს, და გაიმარჯვა. იესო - ეს არის ნამადვილი და ჭეშმარიტი ისრაელი! ის ებრძოდა ღმერთს კაცობრიობის გადარჩენისთვის და საკუთარი მორჩილებით გამარჯვება მოიპოვა! ის მყარად ეჭიდებოდა უფალს, თუმდაც სასოწარკვეთილებაში მყოფი, როდესაც შორს იყო მისგან უფალი. დიკვდილის დროს ის ლოცულობდა: “ მამაო ჩემი ხელით ჩამიბარებია ჩემი სული!”. (ლუკა23:46), თუმცა მამას უკვე ვეღარ ხედავდა.

თუკი ვიმსჯელებთ ამ ძველი აღთქმის აღთქმაზე და დავინახავთ მათ აღსრულებას ახალ აღთქმაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი აღთქმა უკვე მოიცავს თავის თავში ახალს.

ღმერთის ტანჯული მონა
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აღთქმა, ძველ აღთქმაში იესოს ჩამანაცვლებელი მსხვერპლის შესახებ გაეხსნა ესაიას - ხსნის წინასწარმეტყველს. ამ წიგნის ყველა მკითხველს ვურჩევთ შეისწავლონ ან გამოცხადების უნიკალური ტექსტი. იქიდან თქვენ დიდ ძალას და ნუგეშს მიიღებთ თქვენი სულისთვის, ასევე იპოვით ამომწურავ პასუხებს , მუსლიმების მიერ ჯვრის უარყოფის შესახებ:

მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი დაავადებები;
ჩვენ კი გვეგონა, რომ დამარცხდა, დაისაჯა და ღმერთის მიერ დამცირფა;
მაგრამ ჩვენი ცოდვების გამო ათვალწუნებულიქნა და ტანჯული ჩვენი უკანონობის გამო;
ჩვენი მსოფლიოს სასჯელი მასზე იდო,
და მისი ჭრილობებით განვიკურნეთ.
ჩვენ ყველა ცხვრებივით დავიკარგეთ,
ყველა ჩვენ გზასე წავედით;
და უფალმა მასზე დადო ჩვენი ყველას ცოდვა.

(ესაია 53:4-6)

ეს სამი მუხლი მთელი თავის ბირთვია. კასაბლანკაში ერთ-ერთ მუსულმან სტუდენტს სთხოვეს ხმამაღლა წაეკითხა ეს ადგილი თავისი თანაკურსელებისთვის და შემდგომ განემარტა რას ფიქრობდა ის იმ ადამიანზე, რომელზეც წერია ამ მონაკვეთში. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან თქვა: “თუ ეს ისტორია ნამდვილია, ალბათ ამ ადამიანს დიდებული სიყვარული შეეძლო!” ახაგაზრდა მუსულმანი მიხვდა სახარების არსს!

რატომ არ უარყო ამ მუსულმანმა იესოს ასეთი მკაფიო ტანჯვები და სიკვდილი? მიზეზი სიტყვებში “ჯვარი” და “ღვთის ძეა” , რომლებიც ამ მონაკვეთში არ გვხვდება. ამიტომ შეძლო გაეგო თუ რა მოხდა ჯვარზე სინამდვილეში. ესაია 53 საუბრობს იაჰვე მონაზე, რომელიც იტანჯა და მოკვდა ღმერთის სასართლოზე, ცოდვილი ადამიანების ნაცვლად. ფილიპელთა 2:7 ამტკიცებს და ადასტურებს ამ დამოწმებას, ამბობს რა იესოს სიტყვებს, რომელმაც საკუთარ თავს ყველას მონა უწოდა. ( მათე 10:28; კორინთელთა 8:9; ებრაელთა 2:14,17).

რის თქმა შეუძლია ჩვენთვის და ყველა მუსულმანისთვის ესაიას 53 თავს?
იესო შეეგუა და თავის თავზე აიღო ავადმყოფობანი, ბოროტებანი, ცოდვები, დანაშაულებები, ჩვენი ეგოიზმი და დაითმინა ჩვენი სასჯელი ჯვარზე. თავად ღმერთმა დაადო მას ჩვენი, ყველას ცოდვები. ის ჩვენი ცოდვების გამო იყო ნაცემი, ნატანჯი, დაჭრილი და საბოლოოდ ამის გამო მოკლული.

სანაცვლოდ მამ ღნერთთან მშვიდობა და ჩვენი ავადმყოფობების განკურნება გვაჩუქა, რადგან საკუთარ თავზე აიღო ისინი. მისი თვითგანწირვა ჩვენს გამო აღსრულდა, რომელიც გარანტირებული გვაქვს და ბოლომდე ძალაში რჩება.ღვთის კრავს ეყოლება მრავალი შთამომავალი და ის აღასრულებს ღმერთის გადარჩენის გეგმას - როგორც მუსულმანებში, ასევე იუდეველებშიც. ის მრავალს იხსნის ცოდვისაგან და ყველაზე ძლიერებზეც კი გაიმარჯვებს.

თუ თქვენ დაიმახსოვრებთ ესაიას 53 თავს სრულიად, პირველიდან თორმეტი მუხლის ჩათვლით, თქვენ გექნებათ ძლიერი იარაღი ისლამის წინააღმდეგ. ეს ტექსტი ფართოდ უნდა იყოს გავრცელებული, გრაფიკულად გამოსახული პლაკატებზე (ქრისტესა და ,,ღმერთის ძის“ გარეშე). ამ სახით ჩვენ შევძლებთ შიგნიდან გავიმარჯვოთ ისლამში დამკვიდრებულ აზრზე, რომელიც უარყოფს ქრისტეს ჯვარცმას.

ძველი აღთქმის სხვა მუხლები, რომლებიც მესიის ჯვარცმაზე საუბრობენ
სხვადასხვა აღთქმების და წინასწარმეტყველებების ძიებისას, იესოს სიკვდილის შესახებ თორაში, ასევე ფსალმუნებსა და წინასწარმეტყველურ წიგნებში, თქვენ შეძლებთ იპოვოთ რამდენიმე მუხლი და მათი აღსრულება ახალ აღთქმაში:

ღმერთმა დაღვარა ცხოველების სისხლი სამოთხეში, რათა მათი ტყავით დაემალა ადამის და ევას სიშიშვლე (დაბადება 3:21).

ევას შვილი შიშველი ფეხით დააბიჯებს გველს თავზე, ის კი უკბენს მას (დაბადება 3:21, გამოცხადება 12:4,5; 15-17).

ყველა ვინც ძელზე კიდია, ღმერთის წყევლის ქვეშ არის ( 2 რჯული 21:22,23; საქმეები 5:30)!

ისინი მას ძმარს აწვდიდნენ მას (ფსალმუნი 68:22; მათე 27:33; იოანე 19:29).

შენს ხელთ გადავცემ მათ სულო ჩემო (ფსალმუნი 30“6; ლუკა 23:46).

კრეტსაბმელი ტაძარში გაიხა (გამოსვლა 26:31-33; მათე 27:51).

არც ერთი მისი ძვალთაგანი არ იყო დამტვრეული (გამოსვლა 12:46; იოანე 19:33-34).

ისინი მე დამიწყებენ ყურებას, ვინც მოკლეს (ზაქარია 12:10; იოანე 19:37; გამოცხადება 1:7).

30 ვერცხლი ძველ აღთქმაში
წინასწარმეტყველურ წიგნებში ბოლოს წინა წიგნში არის 30 ვერცხლის ხსენება განსაკუთრებულად, რომელიც გადახდილი იქნა იუდასთვის, თავისი უფლის გაცემის გამო. (მათე 26:14-16)

12 ვუთხარი: თუ გეამათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონეს გასამრჯელოდ ოცდაათი ვერცხლი. 13 მითხრა უფალმა: მექოთნეს გადაუყარე ის მაღალი ფასი, რომლითაც შემაფასეს. მეც ავიღე ის ოცდაათი ვერცხლი და მექოთნეს გადავუყარე უფლის სახლში. (ზაქარია 11:12-13).

ამ მონაკვეთში იაჰვე, აღთქმის ღმერთი ლაპარაკობს: ,,30 ვერცხლი - აი ფასი, რომლითაც მათ შემაფასეს მე!“ არის თუ არა იესო იაჰვე? გახდა თუ არა აღთქმის ღმერთი ადამიანი, იესო ქრისტეს სახით? (ესაია 40:3-5; 60:1-2; ლუკა 2:11 და სხვები). იუდას მიერ 30 ვერცხლად გაცემა, ზაქარიასთვის ბევრად ადრე იყო ცნობილი, ვიდრე მოხდებოდა.

ძველი აღთქმის ტექტებში და მისსავე შესავლის, ახალი აღთქმის მუხლებში დაფარულია საუკუნო ჭეშმარიტება, რომელიც მოწმობს იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის შესახებ. ნებისმიერი ვინც, რეალურად მოინდომებს ამ ჭეშმარიტების შეცნობას გაიგებს მას. განსაკუთრებული მოწოდება არის ბიბლიის ბოლო წიგნში, რომელიც ასევე მიმართულია მუსულმანებისა და იუდეველებისკენ: ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”. (გამოცხადება 2:7).

7.04 -- იესო ქრისტეს ჯვარცმა ახალ აღთმაში

სამწუხაროდ მრავალი მუსულმანი არ იღებს უწყებას ქრისტეს ტანჯვებსა და მისი სიკვდილის შესახებ, როგორც ისტორიულ ჭეშმარიტებას. ისინი იღიმიან და ფიქრობენ: საცოდავი ქრისტიანები! მათ კეთილი განწყობა აქვთ ჩვენდამი, მაგრამ თავიანთი წარმოსახვის უდაბნოში დაიკარგნენ. ერთი ღმერთის ნაცვლად სამს ხედავენ და წარმოუდგენიათ, რომ თითქოსდა ერთ-ერთი მათგანი ჯვარს ეცვა! მუსულმანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ქრისტე ჯვარცმული არ ყოფილა.

თუმცა ყველა მუსულმანი ასე რადიკალურად არ ფიქრობს. ზოგიერთი მათგანი მზად არის მოისმინოს, ან ნახოს უწყება ქრისტეს ჯვარცმის შესახებ. ორმა მუსულმანმა იესოს ცხოვრების შესახებ უყურა ფილმს, რომელიც კომპანია ,,კემპუს კრუსეიდის“ მიერ არის გადაღებული. მოგვიანებით მათ ჰკითხეს სხვებს: ,,რატომ ფიქრობენ და ამტკიცებენ ჩვენი შეიხები, რომ ქრისტე არ იყო ჯვარცმული. საკუთარი თვალებით დავინახე, როგორ აცვეს იგი ჯვარს!“ ნებისმიერი შესაძლებლობის დროს, უნდა გადავშალოთ იმ ფურცლებზე სადაც ოთხივე უწყებაში საუბარია ქრისტეს ჯვარცმაზე და ხელთ მივცეთ ეს წიგნი დაინტერესებულ მუსულმანს, რათა თავად შეძლოს ხმამაღლა წაიკითხოს და ამ სიტყვების შემდეგ შეხვდეს იესოს.

იესო ლაპარაკობს თავის თავზე:
ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”. ( მათე 18:11; 20:28; 26:63-64). ოთხივე სახარებაში იესო დაახლოებით 80-ჯერ უწოდებს თავის თავს ,,კაცის ძეს“. თუმცა ამ სახელის მიღმა ის გვეჩვენა, როგორც უფალი და ქვეყნიერების მოსამართლე, დანიელის წიგნის თანახმად 7:13-14, ის ამითი ხაზს უსვამდა საკუთარ გარდასახვას, როგორც თავმდაბალი მონა. აკეთებდა რა ამას, მან გადააბრუნა ყველა კულტურის სტანდარტები თავდაყირა: პირველს უნდა ეგონოს თავი ბოლო, ხოლო ბოლოს ჰპირდებიან, რომ გახდება პირველი. ყველაზე დიდი თავაწეული, გახდება ყველაზე მცირე, ხოლო თავმდაბალს ღმერთის სიყვარული აამაღლებს. (მათე 20:26-27; 23:11-12; მარკოზი 9:35; 10:44; ლუკა 22:26-27)

ყოველი ვინც იესოს გაყვება გახდება მსახური და არა ბატონი. ეს ახალი აზროვნების მიმართულება მუსულმანებისთვის საპირისპიროა. ჩვენი ღმერთი - თავმდაბალი ღმერთია, მაგრამ ალაჰი ამაყია (სურა ალ-ხაშრ 59:23). ისლამის ხაზი ყოველთვის თავის წარმოჩენაზეა, ხოლო ქრისტეს და მისი მიმდევრების ხაზი უცვლელად იმდაბლებს საკუთარ თავს. ქრისტეს ჯვარი ითხოვს ჩვენი აზროვნების შეცვლას და თუ ასე არ მოხდება ის ჩვენთვის, დამაბრკოლებელ ქვად იქცევა.

ისლამში ტერორისტი რომელიც მზად არის საკუთარი სიცოცხლე შესწიროს საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, ნაწილობრივად თავს უწოდებს ,,მხსნელს“ (ფიდაი). ქრისტე - ჭეშმარიტი მხსნელია (ფაადი), რომელმაც საკუთარი სიოცხლე შესწირა ყველას განთავისუფლებას, ვინც მიყვება მას, ღვთიური სასამართლოდან, ცოდვის ძალაუფლებიდან, სატანის ტყუილებიდან და სამუდამო სიკვდილიდან. იესომ იყიდა ჩვენი თავისუფლება ბოროტი სულებისგან, რომელთა ქსელებშიც ვიყავით გაბმული. დამცირებულთა მსახურია და სატანის მონების მხსნელი. ქრისტეს თავმდაბლობა და სიყვარული - ეს არის გასაღები, მისი ჯვარცმით სიკვდილის გაგების.

ქრისტეს ტანჯვების აბსოლუტური აუცილებლობა
სახარების ზოგიერთი მონაკვეთი, რომელიც კრიტიკულად გვიჩვენებს ჯვარს, შეიძლება მუსულმანი სკეპტიკოსებისთვის დახმარება იყოს!

პეტრეს თამამი დამოწმების შემდეგ (მათე 16:16), იესომ პატივი მიაგო გამომსვლელს, მისი მოწაფეების სახელით, მაგრამ სურდა მისი წარმოდგენა გამეფებულ მესიის შესახებ მიეყვანა ღმერთის მტანჯველ მონამდე, მან გაუხსნა მას, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში, რათა იქ ტანჯულ და მოკლულიყო, ხოლო შემდგომ მესამე დღეს აღდგებოდა ( მათე 16:21).

თუმცაღა პეტრე შეშფოთდა. მას ეგონა, რომ იესო დეპრესიაში ჩავარდა და მისი გამხნევება გადაწყვიტა: ,,უფალო! ეს არ მოხდება!“ (მათე 16:22). იესო მკაცრი მზერით უყურებდა მას და უპასუხა: ,,გამშორდი სატანავ! შენ ჩემთვის ცდუნება ხარ, რადგან ფიქრობ არა იმაზე რაც ღვთიურია, არამედ იმაზე რაც ადამიანურია“ (მათე 16:23).

როგორ უნდა მომმხდარიყო ასეთი მკაფიო ცვლილება, იესოსა და მისი მოწაფეების წარმომადგენელს შორის? პეტრე შეეცადა იესო ქრისტეს ჯვარცმის თავიდან აცილებას - იმ მიზნის რის გამოც იესო ადამიანი გახდა. იესომ მაშინვე განასხვავა ეშმაკის ხმა მოციქულის ამ სიტყვებში, რომელიც სავსე იყო კეთილი განზრახვებით, რადგან არი არის იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ჯვარი ღვთის ძისა, რასაც ეშმაკი ვერ იტანს და სადაც მან ყველაზე დიდი მარცხი განიცადა.

მსგავსი მამხილებელი სიტყვები იყო ალბათ მუჰამედის მიერაც, რომელიც მზად იყო ალაჰისთვის ყველაფრის გაკეთების უფლება მიეცა, ოღონდაც მარიამის შვილი ჯვარცმისგან ეხსნა.

იესომ სამჯერ აუხსნა თავის მოწაფეებს, რომ მისი მოსვლის მიზეზი იყო თავდაუღწეველი ტანჯვები და სიკვდილი (მათე 16:21; 17:22-23; 20:17:18). "აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”. (მათე 20:18-19).

რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა იესო იერუსალიმს, მით მეტად უფრო აცნობიერებდა ტანჯვისა და სიკვდილის დეტალებს, აღდგომის ჩათვლით. ის მეტი იყო ვიდრე წინასწარმეტყველი. ის იყო განკაცებული ღმერთის სიტყვა. ის გამუდმებით საკუთარ ზეციერ მამასთან საუბარში იყო, რომელიც სრული სიზუსტით უხსნიდა მას მომავალ მოვლენებს.

ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი: ,,თუ იესომ იცოდა ყოველივე ეს, რატომ არ წავიდა საზღვრებს მიღმა, როგორც მუჰამედი მექადან მედინაში? რატომ არ შეინიღბა ამ თავი შეაფარა რამეს იესომ?“ მას ღვთიური აუცილებლობა ამოძრავებდა! მან იცოდა, რომ მისი გამომსყიდველი სიკვდილის გარეშე, კაცობრიობა ხსნის გარეშე დარჩებოდა. ის დაემორჩილა თავისი ზეციერის მამის ნება სურვილს სიკვდილამდე! მუსულმანებს კი ეს ღვთიური ნება უცნაურად ეჩვენებათ და აშორებთ კდიეც ქრისტეს.

იესო გეცემანიაში
ლოცულობდა რა იესო იერუსალიმის კედლების ქვეშ, ზეთისხილის მთაზე, ღრმად წუხდა თავისი მომავალი სიკვდილის გამო. თავის მოწაფეებს ეძინათ და ვერ ეხმარებოდნენ ლოცვით. ამის მიუხედავად თვითონ ლოცულობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”. (მათე 26:39).

ადამიანი - იესო, კრთოდა ღმერთის სამსჯავროზე ფიქრისას, რომელიც მის სიკვდილში უნდა აღსრულებულიყო. მაგრამ ღმერთის ძემ მასში გადალახა ხორცის ნება და თავმდაბლურად დამორჩლდა იმის ნებას ვისაც ის უყვარდა. იესოს ჯვარი არ ყოფილა სამხიარულო, ან გასართობი, არამედ იყო ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. იესომ მიიღო საკუთარი მამის უზომო ნება და ისევ ლოცულობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”. (მათე 26:42).

იესოს ამ სულიერმა ბრძოლამ ნათლად დაგვანახა ,,ჭეშმარიტი ისლამი“, ანუ სრული მორჩილება. არავის დაუძალებია მისთვის მამას დამორჩლებოდა; მას აღძრავდა ურყევი სიყვარული და თავისი მამის სულიერი მმართველობის ნდობა.

მოწაფეების შეუმდგარობა და იესოს მოთმინება
მოწაფეებმა სწავლება გაიარეს მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიურ კოლეჯში, პრაქტიკულ მომზადებსათან ერთად, საუკეთესო მასწავლების თანდასწრებით. როცა კი დგებოდა გამოცდის ჟამი, იესოს დაპატიმრების დროს, მათ ყველამ ჩააგდეს ბოლო გამოცდა. მათ თავი შეაფარეს წყვდიად ღამეს. პეტრემ მონას ყური მოჭრა, თავისი ხმლით და განუდგა თავის მბრძანებელ უფალს ფიცით (მათე 26:56, 69-75).

რა რეაქცია ქონდა ამაზე იესოს? როგორ შეძლო მან თავისი საყვარელი მოწაფეების შეცდომების გამოსწორება? ეკიდა რა ძელზე, ლოცულობდა მათთვის: "მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ” (ლუკა 23:34). მარტომ შეძლო მსოფლიოს გადარჩენის აღსრულება, ბოლოს კი აგონიაში მყოფმა წამოიძახა: ,,აღსრულდა!“ (იოანე 19:30).

იმ წუთას მან თავის გაქცეულ მოწაფეებსაც მოუტანა გამართლება, რის შესახებაც მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ. საკუთარი სიკვდილით მან მთელი მსოფლიო გადაარჩინა, იუდეველებისა და მუსულმანების ჩათვლით. იესოს არ სჭირდება ხელახალი სიკვდილი მუსულმანებისა და ებრაელებისთვის. მას უყვარდა და უყვარს ყველა, მათი ჩათვლით, ვისაც სძულს იგი. ის მათაც ელოდება.

პასუხისმგებლიანი რომაელი ოფიცერი, რომელსაც სურდა დაკმაყოფილებულიყო იმის გაგებით, რომ ,,იუდეველთა მეფე“ ნამდვილად მოკვდა, ფერდში შუბი გაუყარა და პირდაპირ გულს შეეხო. ეს დარტყმაც კი საკმარისი იქნებოდა მის მოსაკლავად, თუმცა ჯვარზე ტანჯვამ თავის მიზანს მიაღწია. შუბის დარტყმა ემსახურებოდა მხოლოდ იმის მტკიცებულებას, რომ იესო ნამდვილად მოკვდა. როგორ შეუძლია მუჰამედს იმის თქმა, რომ: ,,მათ არ მოუკლავთ ის, მათ არ აცვეს იგი ჯვარს, ის მხოლოდ ასეთად ეჩვენა მათ“ (სურა ალ-ნისა 4:157)?

როდესაც იესო მკვდრეთით აღდგა და თავისი სულიერი სხეულით ეჩვენა გაქცეულ და შეშინებულ მოწაფეებს, რომლებიც შიშისგან იმალებოდნენ, მას არ დაუწყია მათი დადანაშაულება ამის გამო, არამედ მიესალმა სიტყვებით: ,,მშვიდობა თქვენდა!“ (იოანე 20:19). ვინაიდან მათ ვერ იცნეს იგი, იესომ ჭრილობები ანახა, რომლებიც ხელზე და ფეხზე ჰქონდა და ასევე ფერდში მიყენებული ჭრილობაც (იოანე 20:20). მხოლოდ ამის შემდეგ დაინახეს მათ მასში ჯვარცმული და დამარხული იესო, რომელიც ახლა ცოცხალი იყო და მათ შორის იდგა!

ამის შემდეგ აღმდგარმა უფალმა კვლავ მათი განსწავლა დაიწყო, ეუბნებოდა რა ახალ აღთქმაში გადარჩენის გეგმას. 40 დღის განმავლობაში მოჰყავდა თორადან წერილები, ფსალმუნები და წინასწარმეტყველები, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს, რათა შევიდეს მამის ნებაში (ლუკა 24:26-27). მან გახსნა მათი გონება წერილის გასაგებად და დაარწმუნა ისინი: "ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; (ლუკა 24:46).

თავად იესო გვაძლევს სწორ მიმართულებას და მეთოდს, მუსულმანებთან მსახურებისთვის. როდესაც მაძიებელი მუსულმანები გარკვეული დაინტერესების პერიოდის შემდეგ მაინც ვერ იგებენ ქრისტეს შესახებ და გარბიან მისგან, პირველი მოწაფეების მსგავსად, მაშნ ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კვლავ შევკრიბოთ ისინი და დავიწყოთ თავიდან მათთან ბიბლიის გაკვეთილები, როგორც ეს იესომ გააკეთა ეს თავის მოწაფეებთან.

დიდებული გარღვევა
მას შემდეგ რაც იესომ მოამზადა საკუთარი მოციქულები სულიწმიდის ცხებისთვის, საკუთარი მსხვერპლის საფუძველზე, მოწაფეებმა ჰკითხეს მას: ,,უფალო, ახლა არ აღადგენ ღმერთის სამეფოს, როგორც მესია?“ მათი მიზანი ჯერ კიდევ რელიგიურ-პოლიტიკური მეფობა რჩებოდა. მათ არ ესმოდათ იესოს სწავლებები სულიერი სამეფოს შესახებ. 40 დღის განსაკუთრებული სწავლების შემდეგ ისევ ჩააგდეს გამოცდა. ჯერ ისევ ხორციელად ფიქრობდნენ. თუმცა იმის შემდეგ რაც სულიწმიდის ძალა მიიღეს, მათი ხედვა და ქადაგებები რადიკალურად შეიცვალა. მათ შეიძინეს სიმამაცე, რათა ეტარებინათ ჭეშმარიტება სიყვარულით. აღშფოთებაში მოსულ ბრბოს, მათ თამამად უწოდეს დამნაშავეები იმაში, რომ რომაელმა ჯარისკაც-ოკუპანტებმა მიალურსმეს იესო, თავიანთი მხსნელი ჯვარზე (საქმეები 2:23).

რა უპასუხა მათ ამაზე იუდეველთა ბრბომ? - არაფერი! არც ერთი სიტყვა! არცერთს ბრბოდან არ დაუყვირია: ,,გაჩუმდით! ხმა არ ამოიღოთ! ჩვენ არ მოგვიკლავს ის და არ გვიცემია!“ ყველა ჩუმად იყო. იუდეველების სიჩუმე - არის იესოს ჯვარცმის ისტორიული ფაქტის მტკიცებულება. სულ მცირე შესაძლებლობაც რომ ჰქონოდათ ჯვარცმის ბრალდების უარყოფის, ისინი ერთხმად და მეგობრულად გააპროტესტებდნენ ამას. მაგრამ არა ყველა პასუხად ჩუმად იყო. რადგან ისინი თავად ყვიროდნენ: ,,ჯვარს აცვით ის, ჯვარს აცვით!“ (მათე 27:22-26; იოანე 19:15).

პეტრე და მოციქულებიმა რამდენჯერმე გაიმეორეს მონანიების მოწოდება და ამოწმებდნენ უტყუარ ჭეშმარიტებას, მესიის ჯვარცმაზე ხალხის წინაშე, ტაძარში კოჭლის განკურნების შემდეგ, ასევე სინედრიონის წინ. არავის მღვდელმტავრებიდან და რჯულის მასწავლებლებისგან არ შეეძლო უარყოფა ამ დამოწმების, რადგან იესოს ჯვარცმაში ყველას ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, გამოდიოდნენ რა მხილველთა როლშიც (საქმეები 2:36; 3:13-15; 4:10; 5:30; 7:52 და სხვა).

ნებისმიერი ვინც ღებულობს ამ მოციქულების დამოწმებას ამ შვიდი მუხლის საფუძველზე საქმეების წიგნიდან და აცნობიერებს, რამდენად გაოცებულები იყვნენ იუდეველები ამ სიტყვებით, იპოვნის მათში იესოს ჯვარცმის მტკიცებულებას. მუსულმანები ხვდებიან, რომ არავინ მისცემს უფლებას სხვებს, რომ მკვლელები უწოდონ, თუ ნამდვილად დამნაშავეები არ არიან! ამრიგად ეს 7 ფაქტი მოწმობს ქრისტეს ჯვარცმის შესახებ.

ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ მოციქულებს იესოს ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ დამოწმება შეეძლოთ, როგორც უფლის დიდებული გამარჯვების შესახებ, მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც მათ გულში სულიწმიდა ჩასახლდა. სხვა შემთხვევაში დიდი ხანი იქნებოდნენ ჩუმად, რადგან ვერ გაიგებდნენ რა მოხდა.

როდესაც ჩვენ მუსულმანებს ვუმოწმებთ, ჩვენი ახსნა და სწავლება ნაკლებად სასარგებლო იქნება სანამ სულიწმიდა არ გაუხსნის მათ გონებას, როგორც წერდა ამის შესახებ მარტინ ლუთერი: ,,ვფიქრობ, რომ ვერ შევძლებდი მერწმუნა იესო ქრისტე, ან მივსულიყავი მასთან, საკუთარი ლოგიკითა და სულის ნებით, მაგრამ სულიწმიდამ მომიწოდა სახარების მეშვეობით, განმანათლა თავისი ნიჭებით, გამწმინდა და შემინახა სწორ გზაზე, რომელიც არის რწმენა და ამავე გზით ის აპირებს მოუწოდოს მორწმუნე ქრისტიანებს მთელს დედამიწაზე და ერთიანი რწმენით შეინარძჩუნოს ისინი, სწორ გზაზე“.

ლოცვა იმის შესახებ რომ მუსულმანების გონება იყოს მომზადებული და გახსნილი, ხოლო მათი გულები განახლებული სულიწმიდით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბრძნული დამოწმება აღმდგარ მხსნელზე, რომელიც მოზადებულია განსაკუთრებული მეთოდებით, რათა ჩავჯდეთ მუსულმანების კონტექსტსა და მუსულმანურ აზროვნებაში.

7.05 -- ქვეყნიური საინფორმაციო წყარო იესოს ჯვარცმაზე

მრავალ მუსულმანს არ სურს ბიბლიური დამოწმებების მოსმენა, რადგან ნასწავლი აქვთ, რომ ბიბლია დამახინჯებული აქვთ. ასეთ გზააბნეულებთან საუბარში განსაკუთრებით თუ ისინი ინტელექტუალები არიან, ჩვენ უნდა შევეცადოთ მოვძებნოთ ინფორმაცია ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ქვეყნიურ წყაროებში, რომლებიც საერთოდ ან თითქმის არ არის კავშირში ქრისტიანულ სწავლებებთან.

ორმა ძველმა ისტორიკოსმა გვაუწყა იესოს სიკვდილის შესახებ, იოსების ძის ნაზარეთიდან. ერთ-ერთი მათგანი - ტაციტია. მის წიგნში ,,ანალები“, ხოლო მეორე - იოსებ ფლავიი წიგნში ,,იუდევლური ბრძოლა“. იოსები დაწვრილებით აღწერს იესოს ჯვარცმას, პილატეს წინაშე VIII ტომის, თავი 3.3. ორივე ეს ისტორიული ნაშრომი აღიარებულია მთელს მსოფლიოში და შეუძლია დაეხმარონ ჭეშმარიტ მუსულმანს გადახედონ იესო ქრისტეს სიკვდილის რეალობას.

იგივეს თქმა შეიძლება ბელგიელ თალმუდზე. ოდესღაც ბელგიაში ქრისტიანთა შორის ცხოვრობდნენ ებრაელები, რომელთაც უწევდათ ყოველ ჯერზე პასუხის გაცემა, როდესაც აბრალებდნენ იესოს ჯვარცმას. მათ ჩაწერეს, რომ იესო, იოსების ძე უბრალოდ მოკვდა. ეს ჩანაწერი თალმუდში ეწინააღმდეგება იესოს უარყოფას ორთოდოქსალური ფანატიკოსების მიერ, რომელთაც გადაწყვიტეს: ,,დაე იყოს მისი სახელი დავიწყებული და გონებიდან ამოშლილი. დაე აღარ იყოს ნახსენები მისი სახელი ჩვენ ერს შორის!“

რომში პალადიუმის სარდაფში იყო ნაპოვნი სარკასტული ნახატი იესოზე. კედელზე იყო ამოჩხაპნული დიდი ჯვარი, რომელზეც ეკიდა ადამიანი ვირის თავით. ჯვრის დაბლა იყო გამოსახული რომაელი ჯარისკაცი, რომელიც მუხლებზე იდგა და ჯვარცმულს თაყვანს ცემდა, იმ დროს როდესაც სხვა რომაელი ჯარისკაცე მას დასცინოდნენ. ეს კარიკატურა ნათლად გვიჩვენებს, რომ ქრისტეს ჯვარცმა ქვეყნიური რომაელებისთვის ცნობილი იყო და მას ღიად განსჯიდნენ, რადგან რომაელ ჯარისკაცებს სწამდათ მხსნელი რომელიც საკუთარი ხელით ჯვარს აცვეს.

არის სხვა ცნობებიც, რომლებიც მიუთითებენ ისტორიულ მტკიცებულებებს იესოს ჯვარცმაზე და რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი მუსულმანი აიძულოს დააფიქროს ამაზე. გამალ აბდელ ნასერას მმართველობის დროს ეგვიპტეში, გარდაცვლილი მღვდელი იოანე XXIII ცდილობდა მოეხსნა თანამედროვე ებრაელებისთვის, იესოს მკვლელობის ბრალდება. თუმცა ეგვიპტეს პრეზიდენტმა ამ განაცხადზე ძალიან ცუდათ ირეაგირა. უპასუხა რა მღვდელს ტელევიზიის და სხვა საინფორმაციო საშუალებებით: ,,ჩვენ მივხვდით თქვენს გეგმას! თქვენ გინდათ გაამართლოთ ებრაელები და ისრაელი! ჩვენ ამას არასდროს არ დავუშვებთ! ჩვენთვის ცნობილია ვინ მოკლა ქრისტე: ის ჯვარს აცვეს ებრაელებმა და არავინ სხვამ მათ გარდა!“. მუსულმანმა ლიდერებმა, ქრისტიანმა ეპისკოპოსებმა, მღვდლებმა, მწყემსებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხად გაიღიმეს. ცხადი იყო: რომ გამალ აბდელ ნასერი მზად იყო ყურანის უარსაყოფად და ისრაელის დასადანაშაულებლად!

შარიატის კანონების მიხედვით თეოლოგ მასწავლებლები, რომლებიც კაირაში ალ-აზხარის უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, უნდა გამოეთქვათ პროტესტი და შეესწორებინათ ნასერას განცხადება ერთი თვის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებდა კანონიერ განმარტებას. თუმცა მეცნიერებს ეშინოდათ დიქტატორის და ამავდროულად ისრაელის გამართლების. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისლამის თეოლოგების სიჩუმე შარიატის პრინციპებიდან გამომდინარე, ირიბად იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ მათ იციან ქრისტეს ჯვარცმაზე. ამის მიუხედავად მათ არ შეეძლოთ ამის აღიარება გულახდილად, რადგან ეს იქნებოდა ყურანის ერთ-ერთი ცნობილი მუხლის წინააღმდეგ წასვლა. ყველა შემთხვევაში, რათა ისრაელი განსჯილიყო, მათ ნაკლები ბოროტება ამოირჩიეს.

დღეს ებრაელები, რომელიც ემხრობიან ლიბერალურ პოზიციებს და განაცალკევებენ თავიანთ თავებს ორთოდოქსალური ფანატი იუდეველებისგან, მაინც ცხოვრობენ ისრაელში. მრავალმა მათგანმა სცადა იესოს ფენომენის შესწავლა, იმ მიზნით რომ დაებრუნებინათ ეს გათანგული ძმა საკუთარი ერისთვის. მათ დაადასტურეს იესოს დაბადება ბეთლემში, თუმცა ეჭვი ეპარებოდათ რა, იყო თუ არა ეს გაუპატიურების ფაქტი, რომაელი ოკუპანტი ჯარისკაცების მიერ. ისინი განიხილავდნენ იესოს სწავლებებს და სასწაულებს. მაგრამ რას წერდნენ ისინი მისი სიკვდილის შესახებ? უარყოფდნენ თუ არა მის ჯვარცმას მუჰამედის მსგავსად? როგორი იყო მათი პასუხი ამ რთულ კითხვაზე? მათ ამ იესოს სასჯელს იურიდიულ შეცდომას უწოდებდნენ. მათ არ შეაქვთ ეჭვი მის ჯვარცმაში. ყველა იუდეველი ერთხმად უარყოფდა იესოს ჯვარცმას, ოღონდაც შეეძლოთ ორიათასწლიანი ტვირთის მოხსნა საკუთარ ისტორიაში და ამას უმალვე გააკეთებდნენ სულ მცირე შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ. მაგრამ მათ იციან, რომ ისტორიული ფაქტების შეცვლა შეუძლებელია და რომ ისინი საუბრობენ საკუტარ თავზე მეტად.

7.06 -- ყურანის ზოგიერთი მუხლი, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმას უშვებს

იესოს სიკვდილის შესახებ მუჰამედის მტკიცებულებების შესწავლისას ყურანში, შეიძლება ვიპოვოთ წინააღმდეგობა და მზარდი რისხვა ჯვართან მიმართებაში. ის იწყებს იესოს მიერ ჯვარზე დათმენილი სიკვდილით და გადადის თანმიმდევრულად ამ ყველაფრის უარყოფაზე. თუმცაღა ამ მუხლებში არის გარკვეული სუსტი რგოლები. ასევე ცალკეული მინიშნებები იესოს ჯვარზე, რომელთაც ჩვენ აქ ჩამოვთვლით, თქვენი, მუსულმანების დასახმარებლად.

წინასწარმეტყველებების დასჯები ისრაელის ძეების მიერ, აღწერილია ყურანში ათჯერ. (სურა ალ-ბაკარა 2:61, 87,91; ალ-იმრანი 3:21, 112, 181, 183; ალ-ნისა 4:155, 157; ალ-მაიდა 5:70). ერთ- ერთ ამ მიმართვაში საუბარია:

,,ჩვენ ისას, მარიამის ძეს ვუბოძეთ მკაფიო ნიშნები და გავამაგრეთ იგი სულიწმიდით. ნუთუ ყოველ ჯერზე, როდესაც წარმოგზავნილს მოჰქონდა თქვენთან ის რაც თქვენ არ გსურდათ, იჩენდით ქედმაღლობას, თავს ესხმოდით ერთს და კლავდით მეორეს?“ (სურა ალ-ბაკარა 2:87).

მსგავსი მუხლები დაიწერა მუჰამედის მედინაში ყოფნის დროს. ისინი არ უარყოფდნენ განაჩენებს წინასწარმეტყველებების მიერ ძველ აღთქმაში, არამედ ამას ეძახდნენ ბრალდებას ებრაელების მიმართ. ამასთანავე ის ვერ წარნმოიდგენდა, რომ მარიამის ძე ქვებით ჩაქოლეს, თუმცა პირდაპირ აკავშირებდა იესოს განაჩენ გამოტანილ წინასწარმეტყველებებთან (სურა ალ-ბაკარა 2:87; ალ-ნისა 4:157) ამ გზით ყურანის ლოგიკური ძაფი ისევ იესოს გარდაუვალ სიკვდილამდე მიდის.

იესოს სიკვდილი ყურანში
,,მარიამის“ სურაში არის განსაკუთრებული მუხლი, რომელიც თითქმის შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ქრისტიანული დამოწმება ყურანში. ამ მუხლში ისა თავად ამბობს საკუთარ თავზე და აჯამებს საკუთარ ცხოვრებას ერთ წინადადებაში:

,,მშვიდობა იყოს ჩემზე, როდესაც დავიბადები, იმ დღეს როდესაც მოვკვდები და იმ დღეს როდესაც წარმოგზავნილი ვიქნები ცოცხლად“ (სურა მარიამ 19:33).

მუჰამედს ეს გამოცხადება ისას შესახებ მოჰყავს რათა გაამართლოს მისი დედა მარიამი და დაანახოს ყვლას, რომ მისი ძე არ იყო უკანონოდ დაბადებული. მისი დაბადება აღსრულდა ალაჰის ნებით. აქ ღმერთის სიტყვის და მისი სულის ქრისტეში ხორცშესხმა, ყურანის წყვდიადს ანათებს. (სურა ალ-იმრან 3:45; ალ-ნისა 4:171; მარიამ 19:20; ალ-ანბიია 21:91; ალ-ტახრი 66:12 და სხვები). ეს სიტყვები ასევე შეიძლება იყოს ინგლისური სიმღერის ნაწილი, ბეთლემის მინდვრებზე (ლუკა 2:14).

ყურანში ქრისტე წარმოდგენილია, როგორც მშვიდობის მამაკაცი, მას არ შეუცოდავს (სურა მარიამ 19:19), ის არ იყო ბოროტმომქმედი (სურა მარიამ 19:32). ის არ მონაწილეობდა ომებში, მკვლელობებსა და მტრულ მოლაპარაკებებში. ქროსტე იყო მშვიდობისმყოფელი, რაც ბუკვალურად არის სიტყვა მუსულმანის მნიშვნელობა. ის - ერთადერთი ჭეშმარიტი მუსულმანია, სამყაროს მეფე.

ეს მუხლი (სურა მარიამ 19:33) ასევე შეიცავს მკაფიო მტკიცებულებას ქრისტეს სიკვდილის შესახებ. ეს სიტყვები ყოველთვის იყო დამაბრკოლებელი ქვა მუსულმანი კომენტატორებისთვის. მათ დაამახინჯეს ამ მუხლების მნიშვნელობა. დაწერეს რა: ,,ისა უნდა მოკვდეს, მაგრამ არა პიურველი მიწიური ცხოვრების დროს, არამედ მხოლოდ მისი მეორე მოსვლის შემდეგ. ის დაბრუნდება უპირველეს ყოვლისა ანტიქრისტეს გასანადგურებლად, შემდეგ ყველა ღორის მოსაკლავად და ყველა ჯვრის გასაქრობად. ამის შემდეგ ის დაქორწინდება, ეყოლება შვილები და ყველა მამაკაცს (ქრისტიანების ჩათვლით) ისლამში მოაქცევს. და მხოლოდ შემდეგ მოკვდება! მისი სიკვდილი გახდება ,,ბოლო დროის შეცნობა“ (სურა ალ-ზუხრუფ 43:61). მისი დამარხვის შემდეგ მედინაში მუჰამედის გვერდზე, სამსჯავრო დღეს თავად ალაჰი გამოჩნდება, აღადგენს მუჰამედს და ქრისტეს მკვდრეთით, დასვამს მათ ტახტზე, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის გასამართლებაში.

გრამატიკის ცოდნას შეუძლია ეს ჩახლართული ნაწილი ამოხსნას. 33-ე მუხლში არ არის სიტყვა ,,საუფა“ რომელიც თავისთავად გადაიტანდა ქრისტეს სიკვდილს შორეულ მომავალში, ლოგიკური თანმიმდევრობით დაბადებას, სიკვდილსა და აღდგომას. სხვა დანარჩენი განმარტებები - ტყუილია. რომელიც იესოს სიკვდილის რეალობას ფარავს.

მარიამის სურაში არის მსგავსი მუხლი იოანე ნათლისმცემელზე (იაჰია), რომელსაც ისა იაჰიას დონემდე უნდა მიეყვანა. აქ ჯიბრილი, ალაჰის წარმოგზავნილი ლაპარაკობს.

,,მშვიდობა მას იმ დღეს, როდესაც დაბადება, იმ დღესაც როდესაც მოკვდება და იმ დღეს როდესაც ისევ ცოცხლად იქნება წარმოგზავნილი“ (სურა მარიამ 19:15).

ცნობილია, რომ იოანე თავმოკვეთილი და დამარხული იყო. ეს ფაქტიც იგივე კონტექსტით იყო აღწერილი, რაც ისაზე: დასაწყისში დაბადება, შემდეგ სიკვდილი და ბოლოს აღდგომა. თუმცა ისას შემთხვევაში კომენტატორებმა სპეციალურად აურიეს და დაამახინჯეს თავმიმდევრობა, რათა იესოს სიკვდილი და ჯვარცმა გამოირიცხოს.

შესაძლებელია მუჰამედი საუბრობდა ისაზე და იაჰიზე ერთად, იმის დასანახად, რომ ისა არ ფლობდა ღვთიურ ბუნებას. მაგრამ ამის მიუხედავად მან უფლება მისცა ისას წარედგინა საკუთარი თავი, როგორც ზეცის ,,გამოცხადების“ მიმცემი, იმ დროს როდესაც იაჰია წარადგინა ჯიბრილმა. ყურანში ისა დგას იაჰიზე მაღლა. მარიამის ძე მოევლინა, როგორც ალაჰის სული ხორცში და როგორც მისი სიტყვა, რომელიც გახდა ხორცი, იმ დროს როდესაც იაჰია იყო მხოლოდ ჩვილი, რომელიც გაუჩნდათ ჩეულებრივ მშობლებს.

ყურანის თანახმად ისა ცხოვრობდა ცოდვების გარეშე (სურა ალ-იმრან 3:45; ალ-ნისა 4:171; მაროამი 19:19 და სხვა). ამიტომაც არ უნდა მომკვდარიყო საკუთარი საქციელების გამო. ეს აძლევს განმარტებას იმ ადგილს, რომ მან აიღო ადამიანების ცოდვები საკუთარ თავზე, მოკვდა მათ ნაცვლად, შეარიგა რა ქვეყნიერების შემომქმედი, საკუთარი გამომსიყდველი სიკვდილით, ქვეყნიერებას. ყურანში ისა ადასტურებს, რომ ალაჰის მშვიდობა იქნება მასთან სიკვდილის დღესაც!

ყველაზე დიდი მატყუარა
აი კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ანვიტარებს მუჰამედის უარყოფით დამოკიდებულებას იესოს სიკვდილთან, რომლის მოძიებაც შეიძლება სურა ალ-იმრანში:

,,ისინი (ურწმუნოები) იტყუებოდნენ, იტყუებოდა ალაჰიც, და ალაჰი ხომ საუკეთესო მატყუარებს შორის საუკეთესო იყო, რადგან მან თქვა: ,,ო ისა! მე მოგასვენებ შენ (სიკვდილი), და ჩემთან წაგიყვან“ (სურა ალ-იმრან 3:54-55).

ყურანის მიხედვით ასევე მატყუარები იყვნენ იუდეველები. ისინი ცდილობდნენ ისას ფარულად მოკვლას. მაგრამ ალაჰმა ბევრად ადრე დაინახა მათი სიკვდილთან დაკავშირებული გეგმები. ვინაიდან ალაჰი ყველაზე ცბიერი იყო, მან ნება დართო ისას მშვიდად წასულიყო ცხოვრებიდან, ხოლო შემდეგ აიყვანა ის თავისთან ზეცაში, თავის თანდასწრებაში.

რაში მდგომარეობს ეს ,,ყველაზე დიდი სიცბიერე“ რომელსაც თავად ყურანი ანიჭებს ალაჰს? მან იხსნა ქრისტე სასტიკი სიკვდილისგან, ქვებით ჩაქოლვით ან ჯვარცმით. ამ გზით მუჰამედი ცდილობდა ქრისტეს ჯვრის გაუქმებას, რათა ისა არ ეხსენებინა. დანარჩენი მუხლების სიტყვებში გამოიკვეთა სამი გამონათქვამი, რომელიც კავშირშია ,,ჰუმანურ ქრისტიანობასთან“

ქრისტეს ჯვრის გაუქმებით მუჰამედმა ალაჰს უდიდესი ცბიერი უწოდა. ბიბლიაში ეს საშინელი ფრაზა გამოიყენება მხოლოდ ,,გველთან’’ მიმართებაში (დაბადება 3:1)! აღმოჩნდა რა სახით პირისპირ ჯვართან, ისლამის სულს მოუწია აღიარება თუ ვინ იყო ის სინამდვილეში და ვინ არის ის ახლა. ჯვრის წინაშე ალაჰს მოუწია საკუთარი თავის წარდგენა როგორც ,,ცბიერთა შორის უდიდესი“ (ხაირ-ულ-მააკირინ). ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, ყურანის ის მტკიცებულებები, რომელთაც შორს მივყავართ, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე ჩვენი მუსულმანი მეგობრებისთვის. ეფესელთა 6:11-20ის თანახმად პავლე ბრძანებას გასცემს ქრისტეს მსახურთათვის, რათა არ შეეცადონ დემონისბორკილების დამსხვრევას საკუთარი ძალებითა და სიბრძნით, არამედ ლოცვით აღასრულონ საკუთარი მსახურება, შეიმოსონ რა ღმერთის იარაღებით და სულიწმიდის ძალით. იქ სადაც ქრისტეს ჯვარი უარყოფილია, ჩვენ ვტოვებთ ლოგიკური მსჯელობის სფეროს და შევდივართ სულებისა და დემონების არეალში. ჩვენი ერთადერთი დაცვა ქრიოსტეს სისხლია. (1 იოანე 1:5 - 2:2) ხოლო ჩვენ ერთადერთ ძალად რჩება მისი სული (საქმეები 1:8).

ამ ტექსტში კიდევ ერთი სიტყვა გვხვდება - ეს არის ,,მუტავაფიკა.“ ალაჰი ამბობს: ,,მე მოგასვენებ შენ“ ამ სიტყვას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა. ეს სიტყვა გამოხატავს ,,მსუბუქ ძილში ჩაღრმავების“ განცდას და ასევე ,,ცხოვრების წარმატებით დასრულებას“. მუჰამედმა გამოიყენა ეს მრავალმნიშვნელოვანი სიტყვა, რათა დაეკმაყოფილებინდა, როგორც ქრისტიანების ასევე მუსულმანები. პირველთათვის ის მოკვდა, ხოლო მეორეთათვის არა. მათი აზრით ისა ტანჯვების გარეშე იყო აყვანილი ზეცად. მუჰამედი ჭკვიანი იყო. ის საუბრობდა სიტყვებით, რომლებიც არა მხოლოდ ორი, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში სამი მნიშვნელობა ექნებოდა, და ეს მხოლოდ ერთ სიტყვაში ხდებოდა.

თურქული და ინდონეზიური თარგმანები ამ სიტყვების ეკვივალენტში ყურანში გამოიყენება ფრაზა: ,,მე მოგცემ უფლებას მოკვდე მშვიდობით“, რადგან ეს განმარტება ყველაზე ახლოსაა ამ სიტყვის საფუძველთან. თუმცა სხვა დანარჩენი ნათარგმნები უფრო რთულად მარტავენ ამ გამონათქვამს, რადგან ეშინიათ ისლამის კომენტატორებისგან ცუდი განწყობის მიღების.

მუჰამედი ხშირად ამბობდა: ,,ომი, ეს არის სიცბიერე“. მისი წმინდა ომი, რომელიც მოიცავდა ქრისტიანებთან და იუდეველებთან მოლაპარაკებას, აღსავსე იყო ტყუილით და ცბიერი მოქმედებებით. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი აზრების სვლა და თავი ავარიდოთ ცბიერ საქციელებს. ასევე უნდა შევიძინოთ ძალიან დიდი სიბრძნე. ისლამში რაც ითქმის ხშირად ის არ არის ნაგულისხმები.

იმის შემდეგ რაც მუჰამედმა განაცხადა, რომ ქრისტე დაუძვრა სიკვდილს, ხოლო ჯვარი იყო გაუბრალოებული ალაჰის ტყუილის საფუძველზე, მას შეეძლო მშვიდად ამოსუნთქვა და შეეცადა ჩრდილოელ ქრისტიანთა დელეგაციის დაკმაყოფილება, რომლებიც (მუჰამედის ბიოგრაფიის თანახმად, იბნ ხიშამომის განმარტებით) მოვიდნენ მედინაში რათა რწმენის საკითხები გაერკვიათ. მან აიძულა ალაჰს ისა თავისთან წაეყვანა. ყურანში არსებობს ასეთი სენსაციული მტკიცებულება. ქრისტე ცოცხალია! მუჰამედი მკვდარია! ყურანის მიხედვით ისა ცხოვრობს ალაჰთან და ესაუბრება მას (სურა ალ-იმრან 3:55; ალ-ნისა 4:158; ალ-მაიდა 5:110-111, 116-118; ალ-ანბიია 21:28 და სხვები). თუმცაღა მუჰამედი სადღაც გარდამავალ სტადიებში (ბარზახ) ელოდება მკვდრეთით აღდგომას და სამსჯავრო დღეს. აი რატომაც მართებს ყველა მუსულმანს მისთვის ლოცვა, რათა ჰქონდეს მშვიდობა ყოველჯერზე, როცა მის სახელს ახსენებენ (სურა ალ-ახზაბ 33:56).

ისლამის უკან მდგარ სულს შეუძლია აღიაროს ცოცხალი და მომავალი ქრისტე, ჩანერგოს ეს მუსულმანურ რწმენის სისტემაში, მაგრამ ის არასდროს მიიღებს მის ჯვარს და მის ღვთაებრიობას. ამიტომაც პავლეს და იოანეს გაფრთხილებები ეკუთვნის ისლამს (გალატელთა 1:8-9; 1 იოანე 2:21-27, 4:1-5). ნებისმიერი მისიონერული დიალოგი მუსულმანებთან მხოლოდ დამეგობრობითი სახის არ უნდა იყოს, არამედ უნდა მოიცავდეს მათი განთავისუფლების ლოცვას ამ კოლექტიური მონობიდან. მუჰამედმა იცოდა რას აკეთებდა, როდესაც აფრთხილებდა საკუთარ მიმდევრებს, რომ არ ემეგობრათ სხვა სარწმუნოების ხალხთან, განსაკუთრებით კი ქრისტიანებთან (სურა ალ-იმრან 3:28; ალ-ნისა 4:89; ალ-ანფალ 8:37; ალ-მუმტახანა 60:1, 9). ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მუსულმანებთან კონტაქტის, რადგან ღმერთის კურთხევა უფრო ძლიერია, ვიდრე მუჰამედის წყევლა. (მათე 5:44-45; სურა ალ-იმრან 3:61; ალ-ტაუბა 9:29 და სხვა).

კონკრეტული სიტყვა რომელიც ნიშნავს (მსუბუქ ძილში შესვლას) გამოყენებულია ყურანში ქრისტეს სიკვდილთან ხელმეორედ (სურა ალ-მაიდა 5:117). იქ მარიამის შვილი პირდაპირ მიმართავს ალაჰს პირად საუბრებში თავისი ამაღლების შემდეგ და ადასტურებს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა მისცა მას განსვენების უფლება და მისი და მისი მოწაფეების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ქრისტეს მსუბუქი სიკვდილი ყურანში წარმოდგენილია ორჯერ: ერთხელ - რომ ეს სიკვდილი მას ახლო მომავალში უახლოვდება, ხოლო მეორეჯერ - როცა ის უკვე აღსრულდა, წარსულ სრულ დროში, რათა ყურანის მკითხველი დარწმუნებული იყოს, რომ ქრისტე არ იყო ჯვარცმული, არამედ უმტკივნეულოდ გადაყვანილი თავად ალაჰთან.

იესოს ჯვარცმის ღია უარყოფა
ერთადერთი მუხლი ყურანში, რომელიც ქრისტეს ჯვარცმას პირდაპირ უარყოფს (სურა ალ-ნისა 4:156), არის მუჰამედის მიერ ქრისტეს სიკვდილის უარყოფის კულმინაცია. ეს მუხლი ანულირებს და ყველა სხვა მომდევნო ,,გამოცხადებას“ უმოქმედოდ ცნობს, თუკი მათ დაუშვეს თუნდაც მცირე შესაძლებლობა მარიამის ძის ჯვარცმაზე. ასევე ქრისტეს წამებითი სიკვდილის უარყოფა ნახსენებია ორაზროვნად, რათა ეჭვებსა და საპირისპირო განმარტებებს დაუტოვონ ადგილი. სურა ალ-ნისაში ჩვენ ვკითხულობთ:

,,იუდეველებმა თქვეს: ,,ჩვენ მოვკალით მესია, ისა, მარიამის შვილი, ალაჰის წარმოგზავნილი“. მათ არ მოკლეს ის, მათ არ აცვეს იგი ჯვარს, მხოლოდ ეჩვენა მათ ასეთად! ხოლო ისინი ვინც ამ საკითხზე დაობენ, ეჭვებში არიან. მათ არაფერი იციან (რეალობა) მის შესახებ, არამედ მხოლოდ ვარაუდებს მიჰყვებიან. სინამდვილეში მათ ის არ მოიკლავთ, უბრალოდ ალაჰმა წარიტაცა თავისთან. ალაჰი - ძლევამოსილი და ბრძენია. (სურა ალ-ნისა 4:157-158).

ამ ტექსტში არის რამდენიმე ტყუილი:

● საეჭვოა ის, რომ მედინაში იუდეველები სახალხოდ აღიარებდნენ მარიამის ძის იესოს ჭეშმარიტებასა და ალაჰისგან წარმოგზავნილობას! არც იმის სწამდათ, რომ ქალწული მარიამისგან იშვა იესო და არც მისი განკაცების. მათ აბსოლუტურად უკუაგდეს იგი, როგორც მესია ეძახდნენ რა ბელზებელის მომხრეს, დემონთა შორის უდიდესს (მათე 12:22-24; მარკოზი 3:22-27; ლუკა 11:14-23). ეს მტკიცებულება ყურანში იუდეველებისგან კი არ წამოვიდა, რადგან ისინი არ აღიარებდნენ იესოს, როგორც ღმერთის წარმოგზავნილს, არამედ სრულად არ ახსენებდნენ მის სახელს და დუმდნენ მის შესახებ.

ამასთანავე სავსებით შესაძლებელია, რომ იუდეველბს სურდათ მუჰამედის გაფრთხილება, რათა მეტად აღარ შეეწუხებინა და დამუქრებოდა მათ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასაც ისევე მოკლავდნენ, როგორც მოკლეს მესია, ისა, რომელზეც წერია ყურანში. შესაძლებელია, რომ ისინი ემუქრებოდნენ მუჰამედს გამოიყენეს რა ეს ტიტული მესიის, ირონიითა და დაცინვით.

● იუდეველები და მექაში ვაჭრები ემუქრებოდნენ მუჰამედს მედინაში. მაგრამ ის თავს იმშვიდებდა სიტყვებით: ,,ალაჰი ერთგულია. შეუძლებელია, რომ მან ერთგული ისა იუდეველებს გადასცეს ხელში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე მომივიდოდა მეც“. ალაჰის ერთგულების დამტკიცებისა და საკუთარი უსაფრთხოების წარმოდგენის გამო, მან ყველა უარყო, უარყო მათი მუქარები და განრისხებულმა თქვა: ,,მათ არ მოუკლავთ ის! მათ არ აცვეს იგი ჯვარს!“

● თუმცა მუჰამედი არსად არ საუბრობს იმაზე, რომ იესო საერთოდ არ იყო მოკლული ან ჯვარცმული. ის მხოლოდ ხაზს უსვამდა, რომ ეს იუდეველებს არ ჩაუდენიათ! შესაძლებელია მან გაიგონა იმის შესახებ, რომ უმეტესად ებრაელები არ კლავდნენ თავიანთ მტრებს, არამედ ქვებით ქოლავდნენ. რომაული ოკუპაციის დროს კი მათ იმის უფლებაც არ ქონდათ, რომ ვინმესთვის სიკვდილი მიესაჯათ. ამიტომ მუჰამედი რაღაც მხრივ მართალია! თავად იუდეველებს არ მოუკლავთ და გაუკრავთ იესო! ყურანის განცხადება ამ აზრში მართებულია და ჩვენმა თანხმობამ შეიძლება შეასუსტოს ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის არსებული დაძაბულობა.

მთელი დედამიწისთვის ცნობილია, რომ რომაელებმა ათასობით მონა და უცხოელი დამნაშავე ჯვარს აცვეს. ამიტომაც ყურანში მოცემული ეს მუხლები დასაშვებად ხდის ამ გამონათქვამს, რომ სინამდვილეში იესო რომაელებმა აცვეს ჯვარს. დღეს ლიბერალური მუსულმანები, რომელთაც სურთ ხიდის გაბმა ქრისტიანებთან, ღიად აღიარებენ, რომ ყურანის მსგავსად განმარტება შესაძლებელია.

● მუჰამედმა გამოიყენა პასიურობის იშვიათი ფორმა იმის ასახსნელად, რომ ქრისტე მხოლოდ იუდეველებს ეჩვენა ჯვარცმულად (შუბიხა ლახუმ). მან უარყო ქრისტეს ჯვარცმა, როგორც ისტორიული ფაქტი, მაგრამ ამასთანავე განაცხადა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ,,ეჩვენა ყველას ასე“.

შესაძლებელია მუჰამედს სმენია იმ ქრისტიანული სექტის შესახებ, რომელიც ნილაში იყო, რომელმაც უაზრობად ჩათვალა ღმერთის განკაცება მითუმეტეს, როდესაც ამ კაცს ყველანაირი სისუსტე თან ახლდა. მათ სწამდათ, რომ ღმერთი მხოლოდ გვეჩვენებოდა ადამიანის სახით, მაგრამ სინამდვილეში ხორცში არ ყოფილა. ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს როგორც ჭეშმარიტ ღმერთს შეეძლო მომკვდარიყო და ყოფილიყო ჯვარცმულიც, მაგრამ მხოლოდ მოსაჩვენებლად. შესაძლებელია, რომ როგორც კი მუჰამედმა გაიგონა ეს ერესი, მაშინვე გამოიყენა შანსი და წამოიძახა: ,,საცოდავი ქრისტიანები! მათ სწამთ და სჯერათ, რომ მათთვის ქრისტე ჯვარზე ეცვა, მაგრამ ეს მათ მხოლოდ წარმოიდგინეს, ის არასდროს ყოფილა ჯვარცმული!“ მუჰამედი რამდენჯერმე მოხვდა სხვების ზეგავლენის ქვეშ და იყო ცდუნებული რამდენიმე ქრისტიანულ სექტაში.

მუსულმანი კომენტატორები აწყდებიან სირთულეებს წერილების პასიურ ფორმაში განმარტებისას. მათ ასევე უჭირთ ამ მნიშვნელობის განმარტვა - ,,ეს მხოლოდ მოეჩვენა მათ“. დაბლა ჩამოთვლილი არარეალური ისტორიები ახლაც ბუდობენ რამდენიმე მუსულმანურ ქვეყანაში:

- რამდენიმე ამბობს: რომაელმა ჯარისკაცებმა აიძულეს სიმონს ეტარებინა ჯვარი ნაცემი და დაუძლურებული იესოს ნაცვლად. როდესაც ისინი მივიდნენ სამსჯავროს ადგილზე, შემთხვევით სიმონი აცვეს ჯვარს ქრისტეს ნაცვლად. ხოლო მარიამი ძეს თავისუფლად წავიდა.

- სხვები ამბობენ: ალაჰი სამართლიანია! მამ იუდას სახე იესოსას მიამსგავსა, ამიტომაც ჯვარს აცვეს იუდა, ხოლო ისა, რომელიც ჰგავდა იუდას უვნებელი წავიდა. როდესაც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მოისმინა ეს პრეტენზია გამოუთქვა მუსულმანებს და უთხრა: ,,ნუთუ ასე ფიქრობთ, რომ იესოს დედა მარიამმა, რომელიც ჯვრის ქვეშ იდგა ვერ გაარჩია საკუთარი შვილი იუდასგან, რომელიც ჯვარს ეკიდა? თუ ფიქრობთ, რომ ალაჰმა მოატყუა ქალებს შორის საუკეთესო ქალი (სურა ალ-იმრან 3:42), შეიყვანა რა ისინი ისეთ გაურკვევლობაში, რომ საათობით დასტიროდნენ გამცემს, იმ დროს როდესაც მისი შვილი გარბოდა?“ ორივე ვერსია უაზროა.

-მესამენი ამტკიცებენ: ქრისტე ნამდვილად იყო ჯვარცმული, შემდეგ კი დედამიწაზე წყვდიადი იყო და მრავალი ადამიანი დაიმალა, ეშმაკის შიშით. ამის შემდეგ იყო დიდი მიწისძვრა, რომელმაც ყველა შეარყია ისე, რომ რომაელი ჯარისკაცებიც ეძებდნენ თავშესაფარს. როდესაც ყველა გაიქცა, ქრისტე გოლგოთის ჯვარზე ეკიდა მარტო. ამიტომაც ის ჩამოვიდა ჯვრიდან და როგორც ამბობენ აჰმაიდელი მუსულმანები ქაშმირში წავიდა, ხოლო იქ ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. მაგრამ შრინაგარაში ჩვენ დავინახეთ საკუთარი თვალებით წარწერები იმის შესახებ, რომ იქ დაკრძალულია არა ისა მარიამის ძე, არამედ ბაბუა ქაშმირელი ოჯახიდან - მუსულმანი შეიხი სახელად ისა და რომ მისი სამარხი აჰმადიელმა სექტამ, იესოს სახელს მიაწერა.

7.07 -- განსაკუთრებული მადლი ცოდვის აღიარებისას

მცდელობა იმისა, რომ მუსულმანებს დავაჯეროთ იესოს ჯვარცმის რეალობა, როგორც ისტორიული ფაქტი, ნაკლებ სარგებელს მოიტანს, თუ ისინი თავად არ გვთხოვენ ყველაფრის ახსნას. მუსულმანებს შორის, მსახურებისას ყველაზე დიდი შეცდომა არის მათი დამაჯერებლობა იმაში, რომ არ სჭირდებათ მხსნელი, შუამდგომელი, ან გამომსყიდველი მსხვერპლი. ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარი ცოდვების სიღრმეს. ისნი ფიქრობენ, რომ საკუთარ ცუდ მოქმედებებს კეთილი საქმეებით გააბათილებელ (სურა ხუდ 11:114; ალ-ანკაბუტ 29:7; ფატირ 35:29-30). უსარგებლოა მათთვის ქრისტეს ჯვარცმის ახსნა, სანამ ფოქრობენ, რომ არ სჭირდებათ მხსნელი ან ჩამნაცვლებელი. ფიქრობენ, რომ თავადაც კარგები არიან!

მათი დახმარება და დანახება, თუ რამდენად დაკარგულები არიან, რთულია, ვიდრე იმის ახსნა, რომ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით, შეიძლება გამართლების მიღება. საწყისშივე მათ უნდა გაიგონ, რომ ღმერთის ჩარევის გარეშე ყველა ჯოჯოხეთში წავა.

მონანიების ფსალმუნები უმეტესად გვეხმარებიან ამ რეალობის ხაზგასმაში (ფსალმუნი 6:2-10, 31:1-11, 37:2-23, 50:3-19 და სხვები). ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ მუსულმანებისთვის ყველაზე კარგი საზეპირო 50-ე ფასლმუნია. რომ ყველა მათი ქვეცნობიერი შეივსოს მონანიების სულით. მუსულმანების რწმენა ხშირშემთხვევაში ხდება გონებიდან - გულამდე, ვიდრე პირიქით გულიდან - გონებამდე. ეს დაფარული რეალობაა.

როდესაც ყოფილ ისლამის შეიხს სთხოვეს რადიოთი 50-ე ფსალმუნის ციტირება გაეკეთებინა, ისევე როგორც ერთ დროს ციტირებდა ყურანს, მაშინ უეცრად მისი თვალებიდან ცრემლები წამოვიდა. მან არამხოლოდ ყურადღებით, არამედ ლოცვითი ტონით წაიკითხა ეს ტექსტი და უეცრად საკუთარი თავიც ცოდვილად ცნო. 50-ე ფსალმუნი - ეს მონანიების სკოლა ყველა ჩვენგანისთვის. ის გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვარსებობთ. ეს სიტყვები გადასარევი წინამძღოლია, ყველა თვითკმაყოფილი ადამიანისთვის:

ფსალმუნი 50:3 50-ე ფსალმუნში ცოდვილი ითხოვს მადლსა და წყალობას. მას ესმის, რომ არანაირი უფლება არ აქვს ელოდოს პატიებას. მაგრამ სთხოვს უფალს, რომ დაფაროს ყველა მისი ცოდვა და არა მხოლოდ რამდენიმე შეცდომა თავისი ღვთიური უსაზღვრო მადლით.

ფსალმუნი 50:4 ის თავს გრძნობს შებილწულად, როგორც სხეულით, ასევე მშვინვითა და სულით და ითხოვს სრულ განწმენდას თავისი საშინელი ცოდვებისგან.

ფსალმუნი 50:5 ის ტკივილით აცნობიერებს თავის დიდი ცოდვას, რომელიც მას ზურგზე აწევს. სულიწმიდა არ აძლევს მას მოსვენებას. მას არც ნორმალურად აზროვნება და ძილი შეუძლია!

ფსალმუნი 50:6 ის მიხვდა: ცოდვა - ეს აჟანყებაა ღმერთის წინაშე, უფალი შემომქმედისა და მსაჯულის. მან გააცნობიერა, რომ ცოდვა ეს არა მხოლოდ შეცდომა ან არასწორი საქციელია, არამედ უფლის ღირსებების და სიწმინდეების შელახვა. მან აღიარა: ,,შენ მართალი ხარ, იმისდამიუხედავად, როგორც არ უნდა განმსაჯო. მე დამნაშავე ვარ და ყველა ჩემი უფლება ჩამომერთვა“.

ფსალმუნი 50:7 სრულიად შებილწული ვარ. როდესაც კი დედის მუცელში ჩავისახე, ცოდვილი ბუნება და ჩემი წინაპრების სული მერგო მემკვიდრეობად. ყმაწვილობიდანვე ვიყავი გაფუჭებული. ჩემი ხორცის, ჩემი სულის, ჩემი გულის და ჩემი ნების ძირში ბოროტებაა.

ფსალმუნი 50:8 უფალო შენ გწყურია ჭეშმარიტების მოსმენა. მე ვაღიარებ ყველა ჩემს დაფარულ ცოდვას, რადგან შენ დამანახე, ვინ ვარ სინამდვილეში.

ფსალმუნი 50:9 თუ დამეხმარება ისოპი-მცენარე რომელიც ძველ დროში გამოიყენებოდა დეზინფექციისთვის, - დამსუსხე ამით შიგნიდანაც და გარედანაც. გამრეცხე სრულიად ჩემი ცოდვებისგან და მაშინ, თოვლზე ფითქინა ვიქნები.

ფსალმუნი 50:10 ხსნის სიხარული დამიბრუნე, ვინაიდან ჩემი დამწუხრება არ არის შენი ჩემდამი ბოლო განაჩენი. შენ გაანადგურე ჩემი სიამაყე, მაგრამ თუ შეგიძლია მანუგეშე.

ფსალმუნი 50:11 ნუ დამემალები, ერთი სიტყვა მაინც მითხარი. მაპატიე, გააუქმე და დაფარე ჩემი შეცდომები.

ფსალმუნი 50:12 უიმედოდ ვარ! მხოლოდ ახალ დაბადება შეუძლია ჩემი გადარჩენა:

10 სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე.
11 ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.
12 შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე.

ჩვენ უფალს უნდა ვთხოვოთ მადლი, რათა შევძლოთ დავეხმაროთ მუსულმანებს, რომ გააცნობიერონ საკუთარი ცოდვილი ბუნება ამათუ იმ გზით, ისევე, როგორც ჩვენთვის არის აუცილებელი მათთან ერთად მონანიება. ამ ფსალმუნს ნებისმიერი მლოცველი ადამიანის მონანიებამდე მიყვანა შეუძლია, თუ ის აცნობიერებს, რომ მხოლოდ დამტვრეულ სულს და მორჩლ გულს უყურებს უფალი.

ქრისტეს ზოგიერთი მსახური, მსგავსი პრობლემის დროს მირბიან ათ მცნებასთან, ადამის დაცემასთან (დაბადება 3:1-4, 16). და განსაკუთრებულად ესაიას ხედვასთან 6:1-8, რათა თვითკმაყოფილი მუსულმანების სიამაყე დაამსხვრიონ. როდესაც ესაიამ გააცნობიერა ღმერთის სიწმინდე, მაშინ მადლიერი მღვდელი და წინასწარმეტყველი შეცბუნდა: "ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”. (ესაია 6:5).

ჩვენ უნდა ვთხოვოთ იესოს, რომ თავმოყვარე მუსულმანებთან შევძლოთ საკუთარი თავის გახსნა, რათა ისინიც დაიმტვრნენ და გაიგონ დიდებული და წმინდა ღმერთის სიყვარული და სთხოვონ მას წყალობა. ცოდვების აღიარების გარეშე ვერ მოხდება მონანიება და ვერც პატიება. სწორედ ამიტომ გვმართებს, რომ ავუხსნათ მუსულმანებს, ცოდვილობის მნიშვნელობა, სანამ ჯვრის ახსნამდე გადავალთ. თუმცა ამ ყველაფრის გაცნობიერება ჩვენი მხსნელის მადლის საჩუქრით შეიძლება (რომაელთა 2:4). ამაზე უნდა ვილოცოთ.

წავა თუ არა ყველა მუსულმანი ჯოჯოხეთში
ყურანში არის ერთი სასტიკი მუხლი, რომ ყველა მუსულმანი ჯოჯჯოხეთში უნდა წავიდეს! ცეცხლი - მათი განუყოფელი ბედია. სურა მარიამში მუჰამედი ისეთ სიტყვებს ამბობს, რაც მუსულმანებს შოკში აგდებს:

ყოველი თქვენგანი შევა იქ (გეენა).
ასეთია შენი უფლის საბოლოო გადაწყვეტილება.
შემდეგ ჩვენ გადავარჩენთ (უფლებას მივცემთ იქიდან გაქცევის) ღვთისმოშიშებს, ხოლო ურჯულოებს დავტოვებთ, რათა იდგნენ ბოლომდე მუხლებზე
(მარიამ 9:71-72).

ზოგიერთი მსახური ფიქრობს, რომ ამ მუხლებს შეუძლია მუსულმანების შოკური თერაპიის გრძნობამდე მიყვანა. ამასთანავე ისლამის იმედი გადასარჩენად ცეცხლისგან მდგომარეობს, ისლამის კანონების ანუ შარიატის შესრულებაში. იმ დროს, როდესაც იესომ უკვე გაიარა ღმერთის რისხვის ჯოჯოხეთი ჩვენს ნაცვლად, რათა ჩვენ გავთავისუფლებულიყავით სამსჯავროსა და წყევლისგან (იოანე 3:18:23; 5:24 და სხვა). მისი სიყვარული ფარავს ჩვენს ეგოიზმს, სიამაყესა და ცოდვას, რათა მადლიერებით შევძლოთ მივიღოთ მის მიერ აღსრულებული გადარჩენა და საუკუნო სიცოცხლე.

7.08 -- ღმერთის კრავი

როგორც კი იესო მადლს აძლევს მუსულმანებს, რათა გაიგონ თავიანთი შეცდომები, ჩვენ გვმართებს მივუთითოთ ღმერთის კრავზე, როგორც ერთადერთ გამოსავალზე იმიტომ, რომ მხოლოდ მან იტვირთა მსოფლიოს ცოდვები, მუსულმანთა ცოდვების ჩათვლით (იოანე 1:29-34; 1 იოანე 2:1-2 და სხვა).

ათხას დღესასწაულის დროს რომელიც მექაში სრულდება შუამდგომლობით და რომელიც აღინიშნება ყველა ისლამურ ქვეყანაში ერთდროულად, მუსულმანები კლავენ ბატკნებს, ვაცებს, ცხვრებსა და თხებს ან აქლემებს თითოს ოჯახში, რათა მოიპოვონ ალაჰის კურთხევა. თუმცა არ იციან ძველ აღთქმაში ცხოველთა მსხვერპლის მნიშვნელობა და არც ის, რომ ეს იყო ღმერთთან შერიგების სიმბოლო, ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით. ამიტომაც ზოგიერთ მუსულმანს შეიძლება დაეხმაროს სწავლება ძველ აღთქმაში, ცოდვის გამო მსხვერპლშეწირვასა და სრულადდასაწველის. (ლევიანნი 4:4, 14, 24, 33 და სხვა), ვაცის გაშვება შერიგების დიდებულ დღეს. (ლევიანნი 16:6:10). ამ გზით ისინი შეძლებენ მიუახლოვდნენ ჭეშმარიტ და წმინდა ღმერთს და ბევრად უკეთ გაიგონ ძველი აღთქმის მსხვერპლების აზრი.

პასექის ვაცებზე მსჯელობა, როგორადაც იესომ წარუდგინა თავი მოწაფეებს საიდუმლო სერობაზე შეუძლია მიგვიყვანოს ღმერთთან შერიგების გაცნობიერებამდე, იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი წერილში, რომელიც ეხმარება ღვთის კრავის დაჯერებასა და გაცნობიერებაში, რჩება ძველი აღთქმის გამოცხადება ,,გამოცხადება ღმერთის მონის“: ესაია 53:4-12. ეს ძველი აღთქმის სახარება გახდა მანუგეშებელი და დაეხმარა ჭეშმარიტების მრავალ მაძიებელს, გაეგო რას ნიშნავს მადლით გამართლება, რომელიც ანთავისუფლებს სინდისს ტანჯვისგან. ეთიოპიელი დედოფლის კანდაკიის რწმენა არის, პასუხი ფილიპეს დამოწმების ღმერთის კრავის შესახებ (საქმეები 8:26-39).

ამასთანავე შეგვიძლია ყურანის გამოყენებაც, როგორც ექო რომელიც გამოხატავს უფლის ბრძანებას აბრაამის მიმართ, სადაც საუბარია მისი ძის ისააკის მსხვერპლად არ მიტანაზე. იქ კი ალაჰი ეუბნება მას:

,,ჩვენ გამოვისყიდეთ ის, დიდებული(დაკლული) მსხვერპლით“ (სურა ალ-საფატ 37:107).

ეს კატოგორიული მტკიცებულება უარყოფს მუჰამედის ყველა მცდელობას ყურანში, რომელიც ეხება ალაჰთან შერიგებას. ეს ეგრეთ წოდებული ,,გამოცხადება“ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ღვთიური შერიგება დაკლული მსხვერპლის მეშვეობით! ისააკის მიერ გამოსყიდვა მოხდა არა რწმენის ან მისი კეთილი საქმეების საფუძველზე, არამედ უშვალოდ მადლით! ჩვენ უნდა დავეხმაროთ მუსულმანებს, რომ ყურანის ეს მნიშვნელოვანი მუხლი გააცნობიერონ, რადგან ის საუბრობს ,,დიდებულ მსხვერპლზე“, რომელიც უკვე იქნა მიტანილი დასაკლავად. დღემდე მუსულმანები ცდილობენ გაიგონ, რა ან ვინ არის ეს დიდებული ღვთიური შერიგების მსხვერპლი, რომელიც ისააკის გადარჩენას მოემსახურა. ჩვენთვის ეს საიდუმლო ცნობილია: იესო ქრისტე - ღმერთის ჭეშმარიტი კრავია, რომელიც იღებს სამყაროს ცოდვებს საკუთარ თავზე. და ასევე მან გადაარჩინა აბრაამის ყველა შვილი სიკვდილისაგან.

ზოგიერთი მუსულმანი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ აბრაამს მსხვერპლად ისმაილის მიტანა უნდოდა მსხვერპლად და არა ისააკი, რამეთუ ამ აქტით უნდოდა კურთხევის მიცემა არაბებისთვის და მუსულმანებისთვის (სურა ალ-საფატ 37:99-113), მაგრამ ყურანში არ არის ნახსენები აბრაამის შვილი, რომელიც მას მსხვერპლად უნდა მიეტანა. ამ დრომდე ალ-ტაბარის ისლამური განმარტებლები ამბობდნენ, რომ ის იყო ისააკი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს მათ განმარტებები ისმაილზე.

ჯიუტი მუსულმანები განაგრძობენ საყვედურებს და იტყვიან რა, რომ ყურანში ხუთჯერ არის ჩაწერილი მკაცრი მტკიცებულება (სურა ალ-ანამ 6:164; ალ-ისრა 7:14; ფატირი 25:18; ალ-ზუმარ 39:7; ალ-ნაჯმი 53:38):

,,არცერთ სულს, რომელიც დამძმებულია (ცოდვებით) არ შეუძლია ატაროს (ცოდვილი) სხვისი ტვირთი (სურა ალ- ანამ 6:164).

ეს მუხლი ირიბად ამტკიცებს, რომ ყველა ვინც ცოდვით არის დამძიმებული, ვერ ატარებს სხვის ცოდვებსაც. ამის პასუხად ჩვენ შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ყურანში არა ერთხელ არის საუბარი იმაზე, რომ ქრისტე რჩება უცოდველი, რაც საბოლოოდ დადასტურდა მისი ატაცებით. (სურა ალ-იმრა 3:44; 45; ალ-ნისა 4:158, 171; მარიამი 19:19; ალ-ანბია 21:91; ალ-ტახრიმ 66:12 და სხვა). ქრისტეს სიწმინდის მეშვეობით ყურანის ხუთივე მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩამანაცვლებელ სიკვდილს, შეიძლება იქნას გამოყენებული, რათა დავამტკიცოთ საპირისპირო: ,,ჩამნაცვლებელს ,რომელსაც არ აქვს ცოდვები, შეუძლია სხვისი ბრალის სიმძიმის ტარება!“

იესო და მისი მსხვერპლის სიყვარულის გამო ცოდვილების მიმართ- ერთადერთი პასუხია ისლამის იმედის, რომელიც მათ არ აქვთ. სახელი იესო თავის არსში ხსნის მის მსახურებას: ,,ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან” (მათე 1:21). მისი ჩამანაცვლებელი სიკვდილი ყველა ცოდვილის ნაცვლად - არის ღმერთის პასუხი მუსულმანებისთვისაც. მის სახელში ღმერთი აძლევს საკუთარ გადარჩენას მათაც: "გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”. (მათე 9:2; ლუკა 7:50 და სხვა).

მუჰამედი მსგავს სიტყვებს არასდროს იტყოდა, ის არასდროს დაფიქრებულა, მუსულმანების ნაცვლად სიკვდილის აუცილებლობაზე. მისი სიკვდილი უფასური იქნებოდა, რადგან ალაჰმა მას რამდენჯერმე უბრძანა საკუთარი ცოდვებისთვის ეთხოვა პატიება (სურა გაფირ 40:55; მუჰამედი 47:19; ალ-ფატხ 48:2; ალ-ნასრ 110:3).

7.09 -- გამოცდილებაზე დაფუძნებული დამოწმება

იმის შემდეგ, რაც იქნა მოტანილი იესო ქრისტეს მსხვერპლი, ხალხის გამოსასყიდათ, გადმოიღვარა სულიწმიდა. მოციქულებმა მიიღეს რა იგი, დაიწყეს სიამაყით იმაზე საუბარი, თუ რა გააკეთა იესომ თავისი ხსნის სიკვდილით. მოციქულმა პეტრემ აღიარა: ,, არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,“ (1 პეტრე 1:18-19)

მოციქული იოანე ადასტურებს ამას თავის წერილში: ,, ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.“ (1 იოანე 1:7-9).

მოციქული პავლე წერს: ,, ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას, ხოლო მოწოდებულთათვის - იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც - ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს. ( 1 კორინთელთა 1:18, 23-24)

პასტორი ისკანდერ ჯადიდი, რომელიც მოიქცა ისლამიდან ყვებოდა: ,,სიჭაბუკეში ვიტანჯებოდი მამის ოთხი ცოლისგან და ჩვენი ოთხი ოჯახის სასტიკი ჩხუბისგან, რომელიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. ერთხელ უფალმა ხილვით მანუგეშა და უცებ მივხვდი რაზე წერდა იოანე: ,, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ (იოანე 3:16).

ინდოეთში ერთმა დედამ, რომელმაც არ იცოდა წერა კითხვა და მისცა სიცოცხლე თორმეტ შვილს, ითხოვდა რომ მოენათლად იმის შემდეგ რაც მისი მუსულმანი ქმარი ქრისტიანად იქცა. პასტორი სკეპტიკურად განეწყო მისი ნათლობის მიმართ, რადგან ფიქრობდა რომ ქალს ამის გაკეთება მხოლოდ ქმრის კეთილგანწყობის მოსაპოვლებლად სურდა. როდესაც მან ჰკითხა, თუ რატომ ითხოვდა გამუდმებით ეს მუსულმანი ქალი ნათლობას, აღტაცებით უპასუხა: ,,იესო ქრისტემ ჯვარზე ყველა ცოდვა მომიტევა და საუკუნო სიცოცხლე პირდაპირ ჩემს გულში ჩადო.“

როგორია თქვენი პირადი დამოწმება?
რომელი ბიბლიური მუხლი გამოხატავს ყველაზე ნათლად იმას, თუ რისიც გჯერათ? რისი მოყოლა შეგიძლიათ მის შესახებ, ვინც ჩვენს გამო ჯვარზე მოკვდა? ჩვენ გვმართებს დავფიქრდეთ და ვილოცოთ, ცვენს დამოწმებაზე მუსულმანებთამ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. მათი რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. ნუთუ არ აღგძრავთ თქვენი გული, რომ მიუტანოთ მათ ხსნა, რომელიც უკვე აღსრულდა მათთვის და გააკეთოთ ეს იმ გზით, რომლითაც ისინი ამის მიღებას შეძლებენ.

7.10 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!

თუ ყურადღებით შეისწავლე ეს ბუკლეტი, მაშინ შეძლებთ მარტივად უპასუხოთ კითხვებს. ის, ვინც სწორად უპასუხებს კითხვების 90%, რომელიც მოცემულ 8 ბუკლეტშია, ჩვენი ცენტრისგან მიიღებს :

კურსის დახურვის სერთიფიკატს,
რომელიც დაგეხმარათ მუსულმანებთან იესოზე საუბრის შესწავლაში.

ეს კეთდება თქვენი გამხნევებისთვის, რათა გააგრძელოთ ქრისტეს მსახურება.

  1. რატომ ფიქრობს მუსულმანთა უმეტესობა, რომ ქრისტეს ჯვარცმა ილუზიაა?
  2. რატომ ფიქრობენ მუსულმანები, რომ ქრისტეს ნაცვლად ჯვარს ეცვა იუდა?
  3. რამდენად ხშირად არის ყურანში გამოყენებული ფრაზა ,,ვერავინ ატარებს სხვის ცოდვებს“?
  4. რატომ ამტკიცებენ მუსულმანები, რომ ალაჰს შეუძლია აპატიოს ვისაც სურს და როდესაც სურს, და მას არანაირი ჩამანაცვლებელი მსხვერპლები არ სჭირდება?
  5. რატომ აქვთ მუსულმანებს იმის იმედი, რომ თავიანთი კეთილი საქმეები გადაწონიან ცუდს?
  6. რამდენად ეწინააღმდეგება ისლამის რელიგიური სწავლება, გადარჩენას ქრისტეს მეშვეობით?
  7. რატომ რჩება მუსულმანებისთვის ჯვრის თემა ტაბუდადებულად, თუ მათ არც ყურანი იციან და არც შარიატი?
  8. როგორია იმ ფაქტის სულიერი მნიშვნელობა, რომ მუსულმანები კოლექტიურად, სულით არიან შეკრული, რომელიც ჯვარს ეწინააღმდეგება?
  9. რატომ მიმართავს იესო მოსეს მიერ აღმართულ სპილენძის გველს იმისთვის, რომ ახსნას, გადარჩენა მხოლოდ მისი ჯვარზე სიკვდილით ხდება? იყო თუ არა იესოს ჯვარცმა მთელი ბოროტების სიმბოლო, როგორც გველი?
  10. რისგან იხსნა საპასექო კრავმა ებრაელი მონები ეგვიპტეში, და რატომ არის იესო - ჩვენი საპასექო კრავი? რა დიდი საშიშროებისგან გვიხსნა ჩვენ და რატომ გვმართებს მის სხეულთან მოზიარეობა?
  11. რამდენი წინასწარმეტყველება აღსრულდა იესოზე სახარების თანახმად 21ე ფსალმუნში? წინასწარმეტყველებებიდან თქვენი აზრით, რომელს შეუძლია დააჯეროს მუსულმანი იმაში, რომ ქრისტე დანამდვილებით იყო ჯვარცმული?
  12. რატომ ლოცულობდა იესო: ,,ჩემო ღმერთო! ჩემო ღმერთო! რად მიმატოვე მე“  ნუთუ ნამდვილად მიატოვა მამა? იყო თუ არა ქრისტეს ჯვარცმით დარღვეული წმინდა სამება? რას ნიშნავს ეს ლოცვა?
  13. რატომ ატარებს მეტად დამაჯერებელ აღთქმას ძველ აღთქმაში ესაიას 53:4-7 მუხლები რომელშიც დეტალურად არის განმარტებული, რომ იესო ჩვენი ჩამანაცვლებელია? იცით თუ არა ეს ტექსტი ზეპირად?
  14. რას ნიშნავს 30 ვერცხლი ზაქარია წინასწარმეტყველის გამოცხადებაში და როგორი გზებით არის აღსრულები ის ახალ აღთქმაში? არის თუ არა იესო - იაჰვე, უფალი?
  15. რატომ არის ჭეშმარიტება, რომელზეც საუბარია მათეს 20:28 მეტად მნიშვნელოვანი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი საზოგადოების კულტურა და წესები?
  16. რატომ არ დაიმალა იესო, არ გაიქცა ან არ წავიდა ემიგრაციაში ლიბანში ან სირიაში, თუ ზუსტად იცოდა რა ელოდებოდა იერუსალიმში?
  17. როგორი ორგანული განსხვავებაა პირველ და მეორე იესოს ლოცვას შორის გეთსემანიის ბაღში?
  18. რატომ შეკრიბა იესომ თავისი აღდგომის შემდეგ მოწაფეები, რომელთაც მიატოვეს ის, რათა ძველი აღთქმის წერილების მეშვეობით დაენახებინა მათთვის ჯვარზე სიკვდილის აუცილებლობა?
  19. როგორ მიიღეს სულიწმიდის ძალა პეტრემ და სხვა მოციქულებმა და როგორ  გამოიწვიეს იუდეველები? რას ნიშნავს იუდეველთა პასუხად ,,სიჩუმე“ როდესაც მოციქულთა ბრალდება გრძელდება?
  20. რატომ არის მუსულმანებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი, იესოს ჯვრის და გადარჩენის დაჯერება, რომელიც მათთვისაც აღსრულდა? ამის მიხედვით რა უნდა ვთხოვოთ ჩვენს ზეციერ მამას?
  21. რატომ არის ტაციტას და იოსებ ფლავიას ისტორიული დამოწმებები ასეთი მნიშვნელოვანი მუსულმანებისთვის, რომელთა შინაარსიც იესო და მისი ჯვარცმაა?
  22. რაზე მეტყველებს ძველებური ადამიანთა გამოსახულება (graffiti=წარწერები), რომელიც ჯვარზე ეკიდა, ვირის თავით და რომელიც ნაპოვნი იქნა რომაული პალადიუმას სარდაფში?
  23. რატომ დაადასტურა გამალ აბდელ ნასერმა საზოგადოებრივი საინფორმაციო სხვადასხვა არხების მეშვეობით, რომ მუსულმანებმა იციან რეალურად ქრისტეს ჯვარცმის შესახებ? როგორია ამ დასკვნების აღიარება?
  24. რაზე საუბრობენ თანამედროვე იუდევლური წიგნები  ქრისტეს ჯვარცმაზე?
  25. რამდენად ხშირად საუბრობს ყურანი, ებრაელების მიერ წინასწარმეტყველთა მკვლელობაზე? რატომ უარყო მუჰამედმა ქრისტეს სიკვდილი, საკუთარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ?
  26. სურა მარიამ 19:33 თანახმად, რას ლაპარაკობს ქრისტე თავის დაბადებასა და სიკვდილზე? როგორი ბიბლიური მნიშვნელობის ჩადება შეიძლება ამ მნიშვნელოვან ყურანის მუხლში?
  27. რა საერთო და განსხვავებებია ქრისტეს დამოწმებებსა და (სურა მარიამ 19:33) ჯიბრილას სიტყვებს შორის იაჰიაზე (სურა მარიამ 19:15)?
  28. რატომ არის ალაჰი დასახელებული ,,ცბიერთა შორის საუკეთესოდ“, ქრისტეს სიკვდილის მუხლებში? როგორ კომენტარებს იძლევა ბიბლია ამ გამონათქვამზე?
  29. რა იყო ალაჰის ყველაზე დიდი ტყუილი იუდეველებისა და ქრისტეს ურთიერთობის შესახებ?
  30. როგორ შეძლო მუჰამედმა კეთილგანწყობის მოპოვება, როგორც ქრისტიანების თვალში ასევე მუსულმანებში, ერთი ფრაზის გამოყენებით, რითაც ახსნა ქრისტეს სიკვდილი? რომელი სამი მნიშვნელობის მატარებელია ეს სიტყვა?
  31. რატომ ადასტურებს ყურანი  ქრისტეს ამაღლებას ალაჰთან, მაგრამ ამავდროულად უარყოფს მის ჯვარზე სიკვდილს?
  32. რას ნიშნავს ისლამის მტკიცებულება, რომ ქრისტე ცოცხალია, მუჰამედი კი მკვდარი?
  33. რატომ არის იუდეველთა მტკიცებულება სურა ალ-ნისა 4:147ში დამაეჭვებელი და არაზუსტი?
  34. რატომ გვაძლევს მუჰამედის ჟიუტი უარყოფა ,,მათ არ მოკლეს ის და არ აცვეს ჯვარს“, იმის უნიკალურ საშუალებას, რომ დავამტკიცოთ მარიამის ძის რეალური ჯვარცმა.? 
  35. როგორ ხსნიან ყურანის მტკიცებულებას მუსულმანი კომენტატორები, რომ ქრისტე არ იყო ჯვარცმული, არამედ მხოლოდ ასეთად ეჩვენა ხალხს?
  36. რატომ არის უაზრო მცდელობა, რომ მუსულმანს დაანახო ქრისტეს ჯვარი, თუკი თავად არ მოინდომა ამ მტკიცებულებების გაგება?
  37. როგორ შეგვიძლია მუსულმანს მივცეთ მიმართულება იმ აზრისკენ, რომ ის დაღუპული და გასამართლებული ცოდვილია?
  38. სად ამტკიცებს ყურანი იმას, რომ მუსულმანები აუცილებლად ჯოჯოხეთში უნდა წავიდნენ?
  39. როგორ გვაძლევს საშუალებას აბრაამის მიტანილი მსხვერპლი უფლის წინაშე და ალაჰის სიტყვები აბრაამისკენ მიმართული, იმის ასახსნელად, რომ ქრისტეს სიკვდილი ჩამანაცვლებელი იყო?
  40. როგორ შეგვიძლია დავუმტკიცოთ მუსულმანებს სრული საპირისპირო მტკიცებულება ყურანში: ,,ვერ ატარებს სული რომელსაც ადევს (ცოდვა) სხვის სატარებელს“?
  41. იხსნა თუ არა ქრისტემ, ღმერთის კრავმა ყველა მუსულმანის ცოდვა ჯვარზე სიკვდილით, თუ ხელახლა უნდა მოკვდეს მუსულმანებისთვის განსაკუთრებით იესო? თუ მათი გამოსყიდვა ღმერთის მიერ აღსრულდა, მაშ რაღატომ არ ეუბნებიან ქრისტიანები მუსულმანებს თავიანთ ზეციურ უფლებებზე?
  42. რომელი სახარებისეული დამოწმებები ქრისტეს სიკვდილის შესახებ არის  თქვენს გამოცდილებაში, რომლის გამოყენებაც ყველაზე ხშირად შეიძლება მუსულმანებთან?

ყველა კითხვაზე პასუხის გამცემ მონაწილეს უფლება ექნება არა მხოლოდ მიწვდეს სხვა ლიტერატურას, არამედ ურთიერთობა იქონიონ იმ დამსახურებულ პირებთან ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ველოდებით თქვენ წერილობით პასუხებს, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ღმერთის წინაშე, თქვენზე, მკითხველზე, რომ უფალი დაგელაპარაკოთ და მოგცეთ გამოცხადება. რათა გატაროთ, განგამტკიცოთ, და დაგიცვათ სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.

შენი სამსახურში,

აბდ ალ-მასიხიდა მისი ძმები

გამოაგზავნეთ თქვენი პასუხები:

GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:

info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 02, 2022, at 02:39 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)