Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- 01. Conversation -- 8 Persecution of Converts
This page in: -- Arabic? -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Kirundi -- Russian -- Somali -- Telugu -- Ukrainian -- Uzbek -- Yoruba

Previous booklet

01. საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ

8 - უნდა მოკვდეს თუ არა ყველა გაქრისტიანებული მუსულმანი?

თუ მუსლიმს შეუძლია გადალახოს ეს დოგმატური დაბრკოლებები, მაშინ ჩნდება სხვა სახის პრობლემა, თუ მას სურს გახდეს ქრისტიანი: შარიათის კანონი ადგენს, რომ ის უნდა დაისაჯონ, თუ ის არ მოინანიებს და ხელახლა არ მიიღებს ისლამს. რა პრაქტიკული ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ მუსლიმანს, რომ დავეხმაროთ ქრისტეს მიღებას, მიუხედავად ამ ფაქტისა და რა სხვა გამოწვევების წინაშე დგას მუსლიმი წარმოშობის ქრისტიანი, როდესაც ის მიჰყვება ქრისტეს. ისწავლეთ როგორ მოემზადოთ და როგორ უპასუხოთ ასეთ ვითარებაში ამ ბუკლეტის წაკითხვით.



8.01 -- უნდა მოკვდეს თუ არა ყველა გაქრისტიანებული მუსულმანი?

მოციქული პავლე აღიარებს ყველა იუდაიზმიდან და ისლამიდან ქრისტესკენ მოქცეულ ხალხთან ერთად, რომ: ,, შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი.“ (ფსალმუნი 43:22), ,, მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.“ (რომაელთა 8:36-37).

წარმართთა მოციქულმა დაამტკიცა ეს აღიარება თავისი სიკვდილი, როდესაც ჩვენი წვ.წ 63 წელს თავი მოჰკვეთეს, როგორც იაკობს იესოს ძმას, რომელიც 1 წლით ადრე მოკლეს. პეტრე ასევე რომში იქნა ჯვარცმული ჩვ.წ 64 წელს. აღმდგარი უფალი აძლევს თავის მიმდევრებს საკუთარ ტანჯვებში თანამონაწილეობის უფლებას (1 პეტრე 4:16. 19; რომაელთა 5:3-5; ფილიპელთა 1:20-23, 2:16-17; კოლასელთა 1:24; 2 ტიმოთე 2:10-13).

ის სიკვდილი, რომელზეც პავლე წერს - რთულად გასაგებია ისევე, როგორც ,,გადალახვა“, რომელიც მოიცავსიესო ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებისა და აზროვნების ყველა სფეროს. ისლამიდან მოქცევა - ეს ნიშნავს საკუთარი თავი გამუდმებით გამოყო, წინა კულტურისა და რელიგიური სულებისგან. ეს პროცესი გრძელდება რწმენაში ზრდის მეშვეობით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ იესო ქრისტესთან და მის ეკლესიასთან საბოლოო შეერთების მიზანს.

8.02 -- სულიერი გამარჯვება ისლამურ მსოფლმხედველობაზე

ვინც ცდილობს იესო ქრისტეზე და მის გადარჩენაზე ილაპარაკოს მუსულმანთან, მალევე აღმოაჩენს სამ საფეხურიან ბარიერს, რომელიც ხვდება ყველა სულთამზრუნველს გზაზე, ვისაც სურს ჭეშმარიტების მიტანა მუსულმანებთან.

ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე
პირველ რიგში, მუსულმანები იესო ქრისტეს ღვთაებრიობის არსს უკუაგდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გამორიცხავენ ღმერთის, როგორც მამის, ძის და სულიწმიდის გაცნობისა და აღიარების შესაძლებლობას. ისლამი უარყოფს წმინდა სამების რწმენას და ცალკე დგას ხსნისგან. ის ასევე უარყოფს გამართლებას მადლით და არაფრის გაგება არ სურს ზეციდან შობაზე, მონანიების მეშვეობით. ამიტომაც ქრისტეს დამმოწმებელს მართებს ლოცვაში სთხოვოს იესოს, რათა ის დაეხმაროს და აჩვენოს შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა გაუხსნა მუსულმანს ღმერთის ძეობის ჭეშმარიტება.

,, ვისაც ძე (ღმერთის) ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.“ (1 იოანე 5:12).

თუმცა უგუნურება იქნებოდა მუსულმანებთან საუბრის იმით დაწყება, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა, ვინაიდან მრავალი მუსულმანი ამ სიტყვების მიღმა ფიქრობს ალაჰთან ბიოლოგიურ კავშირზე და ამაზე ძალიან უარყოფითად რეაგირებენ.

ქრისტეს ჯვარი
მუსულმანებისთვის მეორე დაბრკოლებას ქრისტეს და მისი ხსნის გასაგებად ჯვარცმა წარმოადგენს. (სურა ალ -ნისა 4:157). მუსულმანს არ შეუძლია იესო ქრისტეს ჯვარცმის აზრს ჩაწვდეს, ვინაიდან ვერ ხედავს გამომსყიდველი მსხვერპლისა და ცოდვების პატიების აუცილებლობას. ვერც ერთი მუსულმანი ვერ მიიღებს ცოდვების პატიებას, სანამ არ მიიღებს იესო ქრისტეს ჯვარცმას. ვინც მუსულმანთან საუბრობს ქმნილებასა და სასამართლოზე, აბრაამსა და მოსეზე, ქრისტეს სასწაულებზე და მის ღმერთთან დაბრუნებაზე, მას ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია სახარების მთავარი უწყება. ჩვენ პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ მუსულმანს იმის გაცნობიერებაში, რომ ის ცოდვილია. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ავუხსნათ მას, რომ იესო ქრისტემ, როგორც ღვთის კრავმა, საკუთარ თავზე აიღო მისი ცოდვებიც (იოანე 1:29-31).

ბიბლიის უტყუარობა
მესამე ბარიერი მუსულმანებთან საუბარში არის ღრმად ჩაბეჭდილი აზრი იმის შესახებ, რომ ბიბლია გადაკეთებული და დამახინჯებულია. ამ ამკრძალველი მეთოდით, ისლამის სულმა გატეხა თავისი მიმდევრები, თორასა და სახარების რწმენაში. მათ სწამთ, რომ ყველაფერი რასაც არ უნდა ამბობდნენ ებრაელები თუ ქრისტიანები - გამოგონილი სიცრუეა. ყველას ვისაც სურს დაეხმაროს მუსულმანს გააცნობიეროს, იესო ქრისტეს გადარჩენა, რომელიც აღსრულდა მისთვისაც, უნდა აღძრას მასში ბიბლიისადმი, ღმერთის სიტყვის ავტორიტეტისადმი ნდობა და უცვლელი ჭეშმარიტების განცდა.

ეს სამი დაბრკოლება არა მხოლოდ ინტელექტუალური პრობლემაა, რომლის ამოხსნაც ლოგიკური მტკიცებულებებითა და არგუმენტებით შეგვიძლია. ჩვენ ანტიქრისტეს სულთან გვაქვს საქმე და კოლექტიურ არასწორ დამოკიდებულებას ვეწინააღმდეგებით ღმერთის მადლით და სულიწმიდის ძალით. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გაძლიერებული რწმენის ლოცვა, რათა უფალმა ისმინოს და მოგვცეს ლოცვის მიხედვით. მუსულმანებთან შრომის დროს ლოცვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტად რჩება. ისევე, როგორც პირადი მოწმობა თავმდაბლობასა და ჭეშმარიტებაში, რომელიც ღმერთის სულით არის წარმართული. და რაღათქმაუნდა იესო ქრისტეს სიყვარული არის ენა, რომელსაც შეუძლია ყველანაირ დაფარულ სულს მიწვდეს და დატოვოს იქ წარუშლელი კვალი.

ისლამური ღმერთის კონცეფციის გადალახვა
ის ვინც იესო ქრისტეს სახელით გადალახა ისლამური აზროვნების სამი ბარიერი, მივიდა ისლამის ცენტრალურ პრობლემასთან. ალაჰის კონცეფცია აყალიბებს ისლამურ კულტურას ყველა სფეროში: რწმენაში, ცხოვრებაში, კანონებსა და წეს-ჩვეულებებში. მაგრამ მას არ შეუძლია გადალახოს სიკვდილის წინაშე მდგომის შიში და არცე თრთოლვა სამსჯავრო დღეს. ისლამის ყველა სფერო კონცეტრირებულია ალაჰზე. მუსულმანი მეტად თუ ნაკლებად ალაჰის სახეა, რომელიც ყურანშია აღწერილი. მას ვისაც სურს მათი განთავისუფლება ისლამის მარწუხებიდან უნდა აუხსნას, რომ იესო ქრისტეს მამა - ეს არის ალაჰის გაგების სახარებისეული სულიერი პასუხი.

ვინ არის ალაჰი?
მუსულმანი თავის რწმენის სწავლებაში აღიარებს: არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალაჰისა. ალაჰი - ერთია, სამება არ არსებობს! ის განუზომლად დიდია, მიუწვდლომლად შორეულია და მას აქვს მთელი ხელმწიფება ყველაფერზე. ყველა თეოლოგიური დასკვნა მის შესახებ მცდარი და არაზუსტია. მისი თვისებები და სახელები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ადამიანური ინტელექტი ვერ ჩაწვდება მის უფლობას. ალაჰი ყურანის მიხედვით, არ არის უსაზღვრო სიყვარულის ღმერთი. ის იმეტებს და იწყალებს ყველას, ვისაც სურს (სურა ალ-ანამ 6:39; ალ-რად 13:27; ინრაჰიმ 14:4; ალ-ნაჰლ 16:93; ფატირ 35:8; ალ-მუდასირ 7:4, 3:1). ის არ არის ჭეშმარიტების ღმერთის, რადგანაც საკუთარ თავს თავადვე უწოდებს ყველაზე ცბიერს (სურა ალ-იმრან 3:54; ალ-ანფალ 8:30; ალ-ნისა 4:142). ის ამაყია (სურა ალ-ხაშრ 59:23). ის წყალობს ნმხოლოდ ღვთისმოშიშ მუსულმანებს, რომლებიც სწირავენ ფულს და რომლებიც იბრძვიან ისლამის გასავრცელებლად (სურა ალ-ბაკარა 2:195; ალ-იმრან 3:76,134,148,159; ალ-მაიდა 5:13,42,93; ალ-ტაუბა 9:4,7,108; ალ-მუმტახანა 60:8). ისლამის სული ვერ იტანს მამას, ძეს და სულიწმიდას, აბსოლუტურად კი უარყოფს სამებას (სურა ალ-იხლას 112:1-4).

ჩვენი ზეციერი მამა
სახარების ცენტრალური პასუხი ისლამური ალაჰის გაგებაზე არის იესო ქრისტეს მამა. ყოვლისშემძლე ღმერთი არის ჩვენი მამა! რომელმაც სამუდამოდ მოგვიძღვნა საკუთარი თავი ჩვენ, რომლებიც შევიქმენით მიწისგან, ცოდვილები, თავისი ძის აღთქმის მეშვეობით და რომელმაც გვცხო საკუთარი სულიწმიდით. სახარება არ გვასწავლის შორეულ მიუღწეველ და გაუგებარ ალაჰზე, არამედ გვაჩვენებს მამას ახლოს და პირადად. ის ყველაზე ცალკეულად ზრუნავს და გვიცნობს უკეთესად, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავს, ისიც კი იცის რამდენი თმის ღერი გვაქვს თავზე (მათე 10:39; ლუკა 12:7). ჩვენთვის მსხვერპლად გაიღო თავისი მხოლოდ შობილილი ძე, რათა საშინელ სასამართლოს ავერიდებინეთ. მას სურს იცხოვროს ჩვენში, საკუთარი სულიწმიდის მეშვეობით. ღმერთი - ჩვენი მამაა, რომელმაც გვიშვილა და სულიერად აგვაღორძინა. სულიწმიდას მივყავართ ჩვენს ცოხვრებაში, ჩვენი ზეციერი მამის სახელის დიდებისკენ.

სხვაობა ისლამსა და ქრისტიანობას შორის დიდია. იმდენად, რამდენადაც ყურანის ალაჰსა და იესო ქრისტეს მამას შორის. მუსულმანის მოქცევა ადრე თუ გვიან მას მიიყვანს იმის აღიარებამდე, რომ ალაჰი უგულო და სასტიკი ღმერთია და სრულებით მიეცემა ჩვენი ზეციერი მამის გაშლილ მკლავებში.

მოქცევა
ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ინტელექტუალურ განახლებას ნიშნავს, არამედ პიროვნების მთლიანად გარდასახვის ცოცხალ პროცესს. ცხოვრების ყველა ასპექტი ამ დროს უნდა გარდაიქმნას მამის ხატად. მოქცეული მუსულმანი ვეღარ დარჩება თავის მუსულმანურ ტრადიციებში, იმ ანტიქრისტიანულ სულთან ერთად. ის მთელი თავისი არსებით ცდილობს მიეწებოს მამას. ლოცვაში ის სწავლობს მამასთან საუბარს, რომელიც მას ბიბლიის მეშვეობით პასუხობს. როდესაც მუსულმანი ღმერთის შვილი ხდება, ის იხდის მუჰამედის სამოსს და იცვამს ქრისტეს. ის ღებულობს იესო ქრისტეს კულტურას და თავისი ახალი ზეციერი მამის ოჯახის წევრი ხდება. ეს ნიშნავს ძველი ცხოვრების უარყოფას და მხელას სულიწმიდის მიერ. ეს პირველი ნაბიჯებია, რაც ამ სამყაროში შესასვლედაა საჭირო, ახალ სულიერ სამყაროში, რომელიც ისლამისთვის უცხოა. ჩვენი მამის სულს სურს შეაღწიოს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. გაწმენდის გარეშე ვერავინ იხილავს უფალს. განახლების გარეშე ვერავინ იქნება ქრისტეში. ეს ცვლილება არის ზეციერი მამის წყალობის გამოხატულება, რომელიც მოქმედებს ჩვენში იქამდე, სანამ მისი ძის მორჩილები და მოწოდების გამო, მადლიერები ვრჩებით.

კულტურულ - რელიგიური ხაფანგი
თუკი ადამიანს არ აქვს იმის ძალა, რომ ალაჰს გამოეყოს და ამავდროულად ცდილობს ურთიერთობა ჰქონდეს მამა ღმერთთან, ჩნდება იმის საშიშროება, რომ ახალი რწმენა მხოლოდ მის თავში დაიკავებს ადგილს და არა მის გულში. მოქცევის პროცესი ამ დროს შუა გზაში ჩერდება. ერთ-ერთმა მოქცეულმა თქვა: ,,მე, შევიცანი და ვირწმუნე, რომ ალაჰი - ჩემი მამაა ზეცაში და მან მომცა საუკუნო სიცოცხლე“. ამ ადამიანს სურდა ისლამის ქრისტიანობასთან შემორიგება. ის იყო ქრისტიანი ქრისტიანთა შორის, მაგრამ როდესაც ბრუნდებოდა თავის ცოლებთან, შვილებთან და ახლობლებთან, მუსულმანი ხდებოდა. მსგავსი ცხოვრების შედეგები სულიერ შიზოფრენიას ჰგავს. სინათლის და წყვდიადის, სიცოცხლისა და სიკვდილის მკაფიო განუსხვავებულობის შემთხვევაში, შეუძლებელია სულიერად იცხოვრო. იესო ქრისტეს რწმენა მუსულმანს, აღძრავს ალაჰისგან მამისკენ მოქცევისთვის. თუმცა მუსულმანთა უმეტესობაში ეს პროცესი ძალიან ხანგრძლივი და გადაუწყვეტელია; ძირითადად ისინი ამ პატარ-პატარა ნაბიჯებს დგავენ რწმენაში ზრდისგან დამოკიდებულებით.

რას ნიშნავს წყალობა?
ყურანში სიტყვა ,,წყალობა“ 38ჯერ არის ნახსენები. მუსულმანებს სწამთ, რომ ალაჰის უცვლელი წყალობის ქვეშ ცხოვრობენ. თუმცა წყალობა ისლამში სხვა მნიშვნელობის არის, ვიდრე ბიბლიაში. ალაჰის წყალობა პირველ რიგში მათზეა, ვინც ძლიერია, წარმატებულია, ჯანმრთელი და საზოგადოებაში პატივსაცემი. მათზე ვისაც უამრავი მანქანა ჰყავს, უამრავი შვილი, ჰყავს საქონელი, აქლემები, ბევრი ფული და მოიპოვა ალაჰის წყალობა. მუჰამედს ალაჰმა ზეინაბი მისცა ცოლად. თავისი აყვანილი ძის ზეიდას ცოლი. როდესაც ის ჯერ კიდევ სხვაზე იყო დაქორწინებული (სურა ალ-ახზაბ 33:37). ეს მოქმედება ალაჰის წყალობად იწოდება.

სახარებაში კი წყალობა უპირველესად ცოდვების პატიება ნიშნავს. იესო გვაძლევს თავის სამართლიანობას იმიტომ, რომ თავად ეწამა და მოკვდა ჩვენს გამო. ხშირ შემთხვევაში ავადმყოფი, დამწუხრებული, ხანშიშესული და ნატანჯი ადამიანები მალევე წვდებიან ღმერთის წყალობას, ვიდრე მდიდრები, ძლიერები, ლამაზები, რომმლებიც ღმერთისგან ცარიელი ხელებით მოდიან. ,,ნეტარ არიან სულით ღარიბნი...“ (მათე 5:3). წყალობით გამართლების გარდა, მორწმუნეები მადლის საჩუქარს ღებულობენ, რომელიც სულიწმიდის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიკეთე, წყალობა, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება (გალატელთა 5:22-23). მოქცეული უნდა მიხვდეს, რომ მატერიალური სიმდიდრე, ამქვეყნიური ფასეულობები, წუთისოფლის დიდება და სურვილი ,,იყო პირველი“ და ფლობდე ძალაუფლებას, ხშირ შემთხვევაში უმეტესად ეწინააღმდეგება ჩვენი ზეციერი მამის სულს.

ცოდვა თუ ცოდვილი?
ისლამში მთელი კატალოგი არსებობს სხვადასხვაგვარი ცოდვების ჩამონათვალის: მცირე ცოდვილები, მომთმენი ცოდვილები, დაუდასტურებელი საქციელები, ნამდვილი ცოდვები, ცოდვილი შარიათის კანონის წინააღმდეგ, დანაშაულებები, სამარცხვინო საქმეები, დიდი ცოდვები და უპატიებელი ცოდვები. ყურანი ასწავლის, რომ მუსულმანს შეუძლია ნებისმიერი ცოდვის დაფარვა, განსაკუთრებული კარგი საქმით. გამონაკლისი მხოლოდ, ჩამონათვალის ბოლო კატეგორიაა. (სურა ალ-ტაუბა 9:111; ალ-ანკაბუტ 29:7). მას არ ჰგონია საკუთარი თავი ცოდვილი! ეს სიტყვა ამცირებს და შეუარცხყოფას აყენებს მათ ოჯახს. იმის თქმა, რომ - მუსულმანი ცოდვილია, ძალიან ულამაზოა.

ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ დაღუპულები და განწირული ცოდვილები არიან ღმერთის სიწმინდესთან მიმართებაში ,,არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა“ (მარკოზი 10:18). ჩვენში მრავალი ცოდვაა, შეცდომაა, წარუმატებლობაა, დანაკარგია და ჩვენი ადამიანური ბუნება გასამართლებულია. არავინ არ არის კეთილი თავის თავად. ჩვენი მამის სრულყოფილება აჩენს ჩვენს ცოდვებს (მათე 5:48). ჩვენი ცოდვები და მოქმედებები, ჩვენი გამოუსწორებელი გახრწნილებიდან მოდის. მხოლოდ იესო ქრისტეს წყალობა არის ჩვენი იმედი. მისი სისხლი გვწმენს ჩვენი ცოდვებისგან და მისი სული ქმნის ჩვენში ახალ ადამიანს. თუკი მუსულმანი ვერ დაინახავს თავის გახრწნილ ბუნებას, ღმერთის შუქზე ის ვერასდროს ვერ გააცნობიერებს თავის უიმედო სიტუაციას და განაგრძობს იმაზე ფიქრს, რომ არც მხსნელი და არც გამომსყიდველი მსხვერპლი მას არ სჭირდება.

წინასწარ განსაზღვრა თუ რჩეულობა
ყურანი ასწავლის მუსულმანებს, რომ ალაჰი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ბრძენია. თეოლოგიური დასკვნები ამ ატრიბუტებზე დაყრდნობით ასეთია, რომ ალაჰმა წინასწარ განსაზღვრა ყველა და ყველაფერი დაწვრილმანებამდე. (სურა ალ-ფურკან 25:2; ალ-კამარ 54:49; ალ-ტალაკ 65:3). ასეა ბავშვიც, რომელიც დედის საშვილოსნოში იმყოფება, ის სრულიად წინასწარ განსაზღვრულია 40 დღის თავზე. (სურა ალ-ნაჯმი 53:32). ყველა მისი ცოდვა, შესაძლებლობა და სამომავლო ცხოვრების მოვლენები წინასწარ არის დაპროგრამირებული. ყურანი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ალაჰმა წინასწარ განსაზღვრა ყველა მუსულმანის ადგილსამყოფელი, ზოგი სამოთხეში და ზოგიც ჯოჯოხეთში (სურა მარიამ 19:71-72; ) ამასთანავე ალაჰი შემდგომ გადარჩენას აძლევს, განსაკუთრებულად ღვთისმოსავ მუსულმანებს, რომლებიც ბევრს იღებენ ,,წმინდა“ ომში. ღრმა ფატალიზმი აწევს ისლამს, რომელიც ხშირად ემოციური აფეთქებების გამო ჩერდება.

ეფესელთა წერილში (1:3-4) ქრისტიანები კითხულობენ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ აგვირჩია იესო ქრისტეში, რათა ვიცხოვროთ სიყვარულსა და სიწმინდეში მის წინაშე, ვინაიდან მან წინასწარ განგვისაზღვრა, თავისი ძის ხატად ყოფნა (რომაელთა 8:29-30). ეს რჩეულობა არ არის ჩვენთვის შემაწუხებელი მტვერი, არამედ საშუალებას გვაძლევს გვიყვარდეს, ვადიდოთ და წრფელად, ერთგულებით ვემსახუროთ ღმერთს. ის - ჩვენი მამაა, რომელმაც წინასწარ განგვსაზღვრა იესო ქრისტეში და არა ღმერთი - ტირანი, რომელიც სავსეა კაპრიზებით. მისი პროგრამა და ადამიანის რჩეულობა, ბიბლიის საწყისშივე წერია. (დაბადება 1:27) ასევე წერია მისი სულიერი განმარტება, რომელსაც ვპოულობთ მათეს 5:48 და იოანეს 14:9-11.

ჭეშმარიტება თუ სიცრუე?
ისლამში სიცრუე ოფიციალურად დაშვებულია ოთხ შემთხვევაში: ,,წმინდა“ ომში (არა მუსულმანებთან საუბრისას), როდესაც ორ მუსულმანს უნდა, რომ ერთმანეთს შეურიგდეს, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში და უშუალოდ ცოლის ურთიერთობაში ქმრის მხრიდან. ნაჩქარევი ფიცი შეიძლება გაუქმებულ იქნას (სურა ალ-ტახრიმ 66:2). ალაჰი თავად ატყუებს მათ, ვინც ატყუებს მას (სურა ალ-ნისა 4:142). გასაკვირი არ არის, რომ ისლამურ ქვეყნებში ვაჭრობა და ცხოვრება არ არის დაფუძნებული სანდოობაზე, სიმართლესა და ერთგულებაზე.

იესომ კი თქვა: ,, არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.“ (მათე 5:37). იესო თავად არის ჭეშმარიტება (იოანე 14:6). სულიწმიდა არის ჭეშმარიტება (იოანე 14:17. 16:13). ჩვენი ზეციერი მამა არის ჭეშმარიტება (იოანე 4:24). მისი სიტყვა არის ჭეშმარიტება (იოანე 17:17). ისლამიდან მოქცეული უნდა იყოს, ისევე როგორც ჩვენ და უნდა ისწავლოს, რომ იყოს ჭეშმარიტი. სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე სიცრუეა, ისევე როგორც ჭეშმარიტება სიყვარულის გარეშე სულიერი მკვლელობა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტების საუბარი სიყვარულით და სიყვარულის მსახურება გვაერთიანებს, სახარების ჭეშმარიტებასთან.

პოლიგამია ან მონოგამია
ყურანი მუსულმანს ნებას აძლევს ქორწინებაში შევიდეს 4ჯერ, თუ მას აქვს იმის საშუალება, რომ ოთხივე ცოლს ერთნაირად მოუაროს (სურა ალ-ნისა 4:3). (მაგრამ ეს კანონი არის გაუქმებული, თურქეთში, მანოკოსა და ტუნისში). მუსულმანთა უმეტესობას არა აქვს უფლება იყოლიოს ერთ ან ორ ცოლზე მეტი, რადგან არ აქვს საკმარისი რესურსები. თუმცა ცოლ-ქმრობა ისლამში არ განიხილება, როგორც თანაბარუფლებიანი წყვილის კავშირი. ქმარს ცოლი მორჩილებაში უნდა ჰყავდეს და თუკი ჯიუტობს, მას აქვს მისი ცემის უფლება. (სურა ალ-ნისა 4:34). ქმარი ცოლზე მაღლა დგას, მაგალითად რომ მოვიყვანოთ, თუკი სასამართლოში მამაკაცი წარსდგება, როგორც მოწმე, მისი მოწმობა ორი ქალის მოწმობას უდრის. (სურა ალ-ბაკარა 2:282). ასევე კანონი მას აძლევს უფლებას მოიყვანოს ცოლები მოსამსახურეებიდან, ვის და როდესაც მოისურვებს. ისეთი კავშირი ცოლ-ქმარს შორის, სადაც პრობლემები მოლაპარაკების ხარჯზე წყდება, არ არის ტიპიური ისლამისთვის. ისლამი ცოლ-ქმრობაში ამჯობინებს სუბორდინაციას.

ქრისტე ადასტურებს მონოგამიას, ქმნილების საწყისის განსაზღვრიდანვე (მარკოზი 10:6-9). მოციქული პავლე წერს, რომ ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, მაგრამ ასევე ქმარმაც უნდა გაიღოს მსხვერპლი თავისი ცოლისთვის, როგორც ქრისტემ გაიღო საკუთარი თავი ეკლესიისთვის (ეფესელთა 5:21:33). ქრისტიანული ცოლ-ქმრობა არ არის უფლობა, არამედ სიყვარული და პარტნიორისადმი მსახურების გამოხატულება. რამდენად დიდია სხვაობა, ალაჰსა და იესო ქრისტეს მამას შორის. და იმდენივე სხვაობაა ქორწინების და ოჯახის გაგება, ორივე რელიგიაში.

სკოლის მასწავლებლები
ჩვენს დღეებში ისევე, როგორც წინათ მასწავლებლები ხშირად აიძულებენ მოწაფეებს დაიზეპირონ ყურანიდან სურები, ჯოხის მეშვეობით. მასწავლებელი უფლობს თავის მოწაფეებზე ისე, როგორც პატარა ალაჰი თავის ტახტზე. ის არ ანვითარებს მათ აზროვნებასა და ცნობიერებას, არამედ სთხოვს მათ ავტომატიურ დაზეპირებას და სურების ცოდნას. წლების განმავლობაში ყურანის მასწავლებლები, აყალიბებდნენ ისლამურ კულტურას და მუსულმანების სტატისტიკურ აზროვნებას.

ქრისტიანულ საზოგადოებაში კი კარგი მასწავლებელი არის კარგი მეგობარი, რომელიც ცდილობს, რომ მოსწავლეს ასწავლოს, თუ როგორ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ჰქონდეს ანალიზის და გაგონილის შეჯამების უნარი. მისი პიროვნება დიდი ზეგავლენას ახდენს, მოსწავლის ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ის საგანი რასაც ასწავლის. ის მათზე კი არ უფლობს, არამედ დგას მოსწავლეებს შორის. ქრისტემ თქვა თავის თავზე: ,, ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”. (მათე 20:28). ის იდეა, რომ უნდა ემსახურო სხვებს ქრისტიანული ყველა სფეროს სიღრმეს ცდება, ვიდრე სხვებზე უფლობის იდეა. ეს კი ცხოვრებისეულ სრულ გადატრიალებას ითხოვს, არა მხოლოდ მოქცეული მუსულმანებისთვის, არამედ ნებისმიერისთვის, რადგანაც სიამაყე და საკუთარი სამართლიანობის დაცვის გრძნობა, ღრმად არის გამჯდარი ყველა ადამიანში.

მონური ან მეგობრული ატმოსფერო
ევროპაში ადამიანები ხუმრობით ამბობენ: მხოლოდ სულელმა იცის, რა არის სამსახური და არ გაურბის მას. დასავლეთში ყველა ადამიანი ცხოვრობს ამ პრინციპით. ისლამურ ქვეყნებში მუშებს, როგორც მონებს ისე ექცევიან. გარე ქალაქებს ჯერ არ შეხებია სოციალიზმი და მიწათმოქმედები პატარა ღმერთებად ითვლებიან. მათზე დამოკიდებული მსახურები ხელებს და ფეხებს უკოცნიან მათ. ხშირ შემთხვევაში მუშები საკუთარ ანაზღაურებას, 2-3 თვით უფრო გვიან იღებენ, რადგან ამ გზით უფროსები ინარჩუნებენ მუშებს. ერთხელ როდესაც ყველა მუშამ გამოთქვა პროტესტი და გაიფიცა, ამ ქარხნის უფროსმა, ეს ქარხანა გაყიდა და ყველა მუშა გაანთავისუფლა.

სამხრეთ სუდანში სოფლებს პოლიცია ჰყავს გარშემო, რომელიც ხვრიტავს მამაკაცებს და იტაცებს ქალებსა და ბავშვებს მონობის მიზნით. ყურანსა და შარიათში, მონობა ჯერ არ აკრძალულა. წარმართი რელიგიის მიმდევრები უნდა დაიხოცნონ, ან მონებად იქცნენ. ებრაელებს და ქრისტიანებს კი უწევთ თავდაცვაში ცხოვრება, ხოლო მეორე ხარისხოვან მოქალაქეებს უწევთ თავიანთი მუსულმანი უფროსების მონობა. (სურა ალ-ტაუბა 9:28-29).

ქრისტე კი ჩვენს შორის, როგორც მსახური იყო. ის თავმდაბალი და თვინიერია, მას ჰქონდა ხელობა და არ უმუშავია მუჰამედის მსგავსად ვაჭრად. მან მოუწოდა მეთევზეებს გაჰყოლოდნენ, რადგან მძიმე შრომას იყვნენ ნაჩვევნი. ქრისტე ზრდის მსახურებს და არა ბატონებს. ჩვენი უფალი თვინიერია და სსიყვარულით სავსე. ვინც მას გაჰყვება მისი მსგავსი იქნება. მორწმუნე დამსაქმებელი ზრუნავს თავის ხელქვეითებზე და არ იშორებს მათ თავიდან. სოციალიზმი ვითარდება მხოლოდ იქ, სადაც ქრისტიანობამ უკვე გზა მოამზადა.

არის თუ არა დემოკრატია, ანტი-ისლამური?
ლიბანში მშობლები თავიანთ შვილებს, უცნაურ სახელებს არქმევენ: ნაპოლეონი, დეგოლი, ბისმარკი, სტალინი ან ნასერი. ისინი შეგიძლიათ მონახოთ სკოლის სარეგისტრაციო სიაში ან სერთიპიკატებზე. ერთხელ ერთმა მასწავლებელმა გზაჯვარედინზე დაუყვირა მეორეს: ,,ჰიტლერს ჯერ კიდევ არ გადაუხდია სკოლის გადასახადი!“ როდესაც გამოიკითხეს მან დაადასტურა, რომ გოგონას მამას სინამდვილეში ჰიტლერი ერქვა. დასავლეთში მრავალი ადამიანი ელოდება ძლიერ ადამიანს, რომელიც კორუფციას უბრალოდ მოგვის. გამალ აბდელ ნასერი, ხომეინი და სადამ ჰუსეინი პატივსაცემ დიქტატორებად ითვლებიან, რომელთაც ადამიანების მასა მიჰყვებოდა. ,,სადამი - თავისი სამყაროს მეფეა! “ ეს შეგვეძლო წაგვეკითხა ისლამის ქუჩების კედლებზე, სეკუნდარაბადში ინდოეთში. მუსულმანები ელოდებიან დიქტატორებს, პატარა ალაჰებს და არა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტებს, რომელთაც ან აირჩევენ და ან არა. ისინი მზად არიან საკუთარი კერპებისთვის საბრძოლველად, ისევე როგორც ხის ბოლები და ხამასები, ალაჰის გამო სიცოცხლის დასადებად.

მაგრამ იესომ თქვა: ,, ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის...ენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას“ (იოანე 18:36-37). მუსულმანი უნდა მიხვდეს, თუ რა უთხრა იესომ პეტრეს:,,თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52).

ის ვინც მოვა იესოსთან შეიცვლება, ამაყი დამდაბლდება, ზარმაცი შრომას დაიწყებს, ფანატიკოსი თვინიერი გახდება, ოჯახში დიქტატორი კი მოემსახურება თავის გარემოს. იესოს რწმენა გვცვლის და ჩვენ ზეციერ მამას გვამსგავსებს. და როდესაც ვლოცულობთ: ,,დაე იყოს წმინდა სახელი შენი“, ეს თხოვნა ჩვენს გულში სულიერ რევოლუციას ახდენს. ასევე ხდება რევოლუცია ჩვენს ეკლესიებსა და ახალმოქცეულებში. სულიერი აღორძინება ყველასთვის აუცილებელია, ვისაც სურს გახდეს ქრისტიანი. ეს კი ძალით და ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულით სრულდება, ჩვნი უფალი მხსნელი იესო ქრისტეს მეშვეობით (რომაელთა5:5).

8.03 -- ოჯახში დარჩენა, თუ მისგან გასვლა

დასავლეთში მუსულმანთა უმეტესობა არ ცხოვრობს, როგორც ინდივიდი, არამედ კლანებით ან უბრალოდ დიდი ოჯახით. ისინი მჭიდროდ არიან კავშირში ოჯახებთან თავიანთი სისხლით, სულით და წესებით. ისინი ასევე ცხოვრობენ პრინციპით (ჩვენ), ნათესავებთან შეადგენენ ერთ მთლიანობას, აქვთ საერთო პრონციპები, ერთი რელიგია და ერთი მეორეზე პასუხისმგებელია. უმეტესობა მათგანი ქორწინდება, ირჩევს პროფესიას ან დაკავებულია გავლენიანი პოზიციით, კლანის გადაწყვეტილებით. საკუთარი ოჯახისა და კლანის გარეშე ადამიანი ოჯახში არაფერია და თავს მარტო გრძნობს.

მხსვილ ქალაქებში კი ადამიანები ცალკე ცხოვრობენ და კლანის ქსელებს თავს აღწევენ. ასევე აღმოსავლეთი გაგება ,,ჩვენ“ - იდან გადადის გაგება ,,მე“-ზე. მუსულმანები სწავლობენ ინდივიდუალიზმს. თუმცა ქალაქში ცხოვრების აქტიურ სტილში ჩაბმის მიუხედავად, კავშირი თავიანთ სოფლებთან მაინც ძლიერია.

აღმოსავლეთში ინდივიდუალიზმი ჯერ ისე არ დაცემულა უმეტეს მასაში. ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებთ ჯერ არ უგვრძნიათ თავი უნომროდ, არამედ ჯერ ისევ მიაკუთვნებენ თავს, თავის კლანს.

სახარებისეულმა ხალხმა არ უნდა იჩქაროს მუსულმანების იმისკენ მოწოდება, რათა მიიღონ მალე გადაწყვეტილება, მალე გადმოვიდნენ ქრისტეს მხარეს, რადგან ისინი ჯერ ისევ ცხოვრობენ პრინციპით ,,ჩვენ“ და არა ,,მე“. მათ არ შეუძლიათ საკუთარ გულში, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საკუთარი კლანის განუყოფელი ნაწილები არიან.

კლანი - ქრისტეზე საუბრის უდიდესი დაბრკოლება
ტრადიციული კავშირები კლანის შიგნით არის უდიდესი ბარიერი, მუსულმანების ქრისტიანებად ქცევის გზაზე. ოჯახი უფლებას არ იძლევა, რომ ისინი იყვნენ ოჯახს გარეთ. კლანს მტვერიც კი არ უნდა დაედოს. იმაზე აღარ არის საუბარი, რომ რომელიმემ განდგომა არჩიოს, არასწორი გზა ან უღმერთობა. თუკი მუსულმანი კომუნისტი ან ათეისტი ხდება, ამას სულიერ გადახვევას უწოდებენ განვითარებაში. მაგრამ ვაი მას, რომელი კლანის წევრიც ქრისტიანია. ერთ-ერთი ისლამური სექტა ამტკიცებს, რომ ვაჟიშვილის ან ქალიშვილის ისლამიდან წასვლა მოწმობს მათ ან მათი დედის მრუშობაზე. კლანი მთელი ძალებით ცდილობს, რომ ყველა მისი წევრი იყოს უდაო მორჩილი თავიანთი რელიგიის.

თუმცა ყურანში ისიც არის ნახსენები, რომ მუსულმანმა არ უნდა იმეგობროს ქრისტიანთან ან ებღაელთან, ვინაიდან არ დაანებებენ თავს, სანამ მათიანი არ გახდება (სურა ალ-მაიდა 5:51). იქ ასევე წერია, რომ ქრისტიანები ყველაზე უწყინარი მტერია, ყველა მტერს შორის, რადგანაც სიმპათიებს გამოთქვამენ მუსულმანების მიმართ და არ ამაყდებიან (სურა ალ-მაიდა 5:82).

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში სრული კლანის შემოტრიალება არ ხდება. ამიტომ ჩვენ გვმართებს ევანგელიზაციის ჩატარება ოჯახებში, თუმცა იმის ალბათობა, რომ მთლიანი ოჯახი მოვა ქრისტეში მცირეა.

კლანთან დაშორების მტკივნეული პროცესი
როდესაც მშობლები ან მეუღლეები ხედავენ, რომ მათი ოჯახის წევრი კითხულობს ბიბლიას ან სხვა ქრისტიანულ წიგნებს, ხშირ შემთხვევაში ამ კთხვისადმი არ აქვთ პრეტენზია, უფრო მეტიც ეკიდებიან მოთმინებით და ხანდახან მიესალმებიან კიდეც. მეცნიერების ეპოქაში ყველა უნდა იყოს ყველაფრის კურსში - მაგრამ არ უნდა სწამდეს. ბიბლიური ცოდნის მიღება დაშვებულია, მაგრამ ნებისმიერი სხვა სიმპათიადა სულიერი კავშირი ქრისტიანებთან ტაბუ დადებული თემაა.

როდესაც უფროსები ხედავენ, რომ მოზარდს სერიოზულად აინტერესებს ქრისტე და სახარება, ისინი ხშირ შემთხვევაში სთხოვენ მოზარდის მხრიდან ბიძას, რომ ელაპარაკოს მას და მოუწოდოს შეინარჩუნოს საკუთარი რწმენა. მოზარდს აფრთხილებენ, მაგრამ თუ ის არ ითვალისწინებს, რომ მიატოვოს ღვთის მგმობელი ქრისტიანული რწმენა, ხმამაღალი მუქარები სიმის.

თუ მსგავსი ტიპის გაფრთხილებები არ იძლება ეფექტს, მაშინ სხვა რიგი სასჯელების გავლა უწევს მას, რომელიც ინტერესების ზრდასთან ერთად იზრდება. ბრალდებულს არ აძლევენ სახარჯო ფულს, უმალავენ ტანსაცმელს, არ უშვებენ სკოლაში, ცემაც დასაშვებია და ოჯახში გამუდმებული ცუდი ატმოსფერო და განუწყვეტელი კამათია. წერილები არ მიდის ადრესატამდე იმიტომ, რომ ფოსტალიონი მოსყიდულია და აღარ გვაქვს ბრალდებულისთვის წერილები. მისი მეგობრებიც და მასწავლებლებიც თანხმდებიან მის ასეთ ზეწოლაზე, ხოლო ბრალდებულის ცემა ისე, რომ მას ტანზე ამის ნაკვალევი ეტყობოდეს არის მკაცრი დასჯის ბოლო ფორმა. თუკი ისჯება გოგონა მას კეტავენ ოთახში და ტოვებენ წყლისა და საჭმლის გარეშე და ცდილობენ ყოველდღიური ცემით მიაღწიონ მის უსიტყვო მორჩილებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში უკავშირდებიან ნათესავები პოლიციას, ცრუ ბრალდებით, რომელიც ითვალისწინებს უმოწყალო წამებას, რომლებიც გრძელდება იქამდე, სანამ არ გაირკვევა, რომ ბრალდება მხოლოდ რელიგიურია და არა კონტრაბანდა ან სახელმწიფოებრივი ღალატი. ოჯახსიგან წამოსული მუქარები სიკვდილის შესახებ სერიოზულია და ყოველივე ამას თან ახლავ სიძულვილი და შიში. "რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე“ წერდა მოციქული პავლე ,, მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.“ (რომაელთა 8:36-37).

საუკუნო სიცოცხლეს არ აქვს დასასრული
იმისთვის, რომ დაგანახოთ თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ სულიერი წინამძღოლები ამ სიტუაციაში, მოგიყვებით შემდეგ რეალურ ისტორიას:

ბანგლადეში ერთ-ერთი უცხოელი მისიონერი გაეცნო 16-18 წლის მოზარდთა ჯგუფს. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ქრისტე, ენთუზიაზმით აღსავსე უცხოელმა მისიონერმა ურჩია მათ: ,,წადით სახლებში და უთხარით თქვენს ოჯახს, რომ იესო ქრისტემ საუკუნო სიცოცხლე მოგცათ!“

ნუურ ალ-ალამი დაემორჩილა და მივიდა რა სახლში უთხრა მამამისს: ,,მამა, იესომ მე საუკუნო სიცოცხლე მომცა!“ მამამ დაჟნებით შეხედა შვილს და ჰკითხა: ,,ვინ რა მოგცა?“ ბიჭმა უპასუხა: ,,მარიამის ძემ ჩემს გულში ჩადო საკუთარი სული და სიყვარული“. მამამ დაუძახა თავის უფროს შვილებს: ,,მომიტანეთ ბამბუკის ჯოხი!“ და უბძანა იქამდე ეცემათ სანამ ეგ სული არ დატოვებდა. ნუურ ალ-ალამი მოგვიანებით ჰყვებოდა: ,,ისინი იქამდე მცემდნენ სანამ არ დაიღალნენ“ მერე მოვიდა მამა და ჰკითხა: ,,ახლა განთავისუფლდი იმ უცხო სულისგან, რომელიც შენში ჩასახლდა?“ ძემ უპასუხა: ,,მამა, საუკუნო სიცოცხლე, რომელიც ჩემშია - საუკუნოა. ის ვერ დამტოვებს მე“. მამამ ისევ დაუძახა თავის შვილებს: ,,მოიტანეთ დანები“ მათ გახადეს ტანსაცმელი და კანზე ჯვრის ფორმის ჭრილობები გაუკეთეს ყელიდან ფეხის ჩათვლით. როდესაც ბიჭი მათ წინაშე სისხლში ამოსვრილი იდგა, მამამ ჰკითხა: ,,ახლა თავისუფალი ხარ, საუკუნო სიცრუის სულისგან?“ მოზარდმა კი ცრემლიანმა უპასუხა: ,,მამა, შენ შეგიძლია მომკლა მე, მაგრამ მე ვიქნები უსასრულობაში. ქრისტეს ახალი სიცოცხლე არასდროს ჩაქვრება ჩემში.“ გაცხარებულმა მამამ, უფროს შვილებს უბრძანა, მოეტანათ მარილი და წიწაკა და მათ თავიდან ფეხებამდე შეაზილეს ჭრილობებში. ის ხრიალებდა ტკივილისგან, ისინიც მათთან ერთად ტიროდნენ, რადგანაც მისი ჯოჯოხეთისგან ხსნა უნდოდათ. ამის ატანა აღარ შეეძლოთ და ამიტომ მიწაზე წოლის უფლება მისცეს და განერიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ბინდი ჩამოწვა ბიჭუნამ შეძლო სახლიდან გაქცევა, მიაღწია მდინარემდე, ჩამოიბანა ყველა ჭრილობა, იპოვა პატარა ნავი, მივიდა მისიონერის სახლამდე, დაუკაკუნა და დაელოდა. როდესაც მამაკაცმა კარი გააღო და დაინახა დასისხლიანებული ბიჭუნა, შოკირებულმა უთხრა: ,,შენთვის აჯობებს არ შემოხვიდე, რადგან უკვე გეძებენ. რამდენიმე კილომეტრის იქით ერთი ერთგული ოჯახის სახლია და ისინი აგიყვანენ“. ასე მოუწია დასისხლიანებულ ბიჭუნას ღამე სიარული. მისიონერებს არ მართებთ ახალგაზრდა ახალმოქცეული ადამიანების გამოყენება, მუსულმანების ევანგელიზაციისთვის აღმოსავლეთში. არამედ უნდა გაიგონ მათი გრძნობები და შეისწავლონ მათი წრე, თანაუგრნონ და აიღონ მათზე პასუხისმგებლობა.

სიბრძნე და ერთგულება აუცილებელია
ახალმოქცეულებს არ უნდა ვასწავლოთ, რომ მაშინვე წავიდნენ და გაუზიარონ სხვებს დამოწმება; ახალდაბადებულ ბავშვს ჯერ არ შეუძლია სიარული და საუბარი. ახალმოქცეული ჯერ უნდა მომწიფდეს სიტყვაში, სიბრძნეში, ლოცვასა და სიყვარულში და სანამ არ ისწავლის სწორ დროს სწორი სიტყვების გამოყენებას, რათა თავისი ახალი რწმენა გამოხატოს, არ უნდა ისაუბროს. უმეტესწილად ოჯახში საუბარს ჯობია საკუთარი ქცევების მაგალითზე, ცვლილებების ხარჯზე აჩვენოს მათ საკუთარი რწმენა, მსახურება, სიკეთე და ლოცვა.

ახალმოქცეულს არ მართებს მამის სახლის მიტოვება, რწმენაში უთანხმოების გამო. თუ ცდილობენ მისი წინა კარიდან გაგდებას, უკნიდან უნდა შევიდეს. არავის დედამიწაზე ის არ უყვარს ისე, როგორც თავის მშობლებს. მისი თავშეკავებული სიჩუმე, თვინიერი მსახურება და მშობლების პატივისცემა, მეტს იტყვიან ვიდრე სიტყვები, რომლებიც გამოიწვევენ მის მიმართ ზიზღს. თუმცა, როდესაც ახალმოქცეულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მასზე პასუხისმგებელმა სულთამზრუნველმა ან ეკლესიის ჯგუფმა, უნდა იზრუნოს მასზე და თუ საჭირო გახდება წამოიყვანოს. მაგრამ ასეთი ნაბიჯების გადადგმისას უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვაქვს არასრულწლოვნების მალვის უფლება, რადგან კანონით ეს აკრძალულია.

ცოლ-ქმარს გაყრის საფრთხე ემუქრება, თუ ერთ-ერთი მათგანი ირწმუნებს ქრისტეს. ქმრის წასვლა ისლამიდან - ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომაც ცოლს აქვს უფლება წავიდეს მისგან. ამ შემთხვევაში შვილები დედასთან რჩება. თუკი ქმარი შორდება ცოლს ქრისტეს რწმენის გამო, ქალი კარგავს ყველანაირ უფლებას ბავშვებზე და შესაძლოა, სახლიდან გაგდებულიც იქნას. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რას იტანენ დედები ისლამურ სამყაროში იესოს გამო.

გაქცევა თუ გვერდის ავლა
მუსულმანები იშვიათად აწამებენ და კლავენ, საკუთარი ოჯახის წევრებს. ორი მესამედი ლიბერალები არიან და ნაკლებად ინტერესდებიან რელიგიით. თუმცა იმის შიშით, რომ არ დაკარგონ ისლამურ საზოგადოებაში რეპუტაცია და გავლენა, ვერ მისცემენ საკუთარ თავს უფლებას აიტანონ სხვა რწმენაში წასული ოჯახის წევრები. ისინიც ცდილობენ ასეთი ადამიანები მოიშორონ ან თუ შესაძლებელია საზღვარგარეთ გაგზავნონ.

თუმცა ერთი მესამედი მაინც ანთხევს ზიზღს რწმენისგან წასულზე. ისინი თვლიან საკუთარ ვალდებულებად, ან დასაჯონ, ან იმისთვის რომ ,,იხსნან“ გაანადგურონ დაუმორჩლებლობის შემთხვევაში. ორივე მხარესთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც სანათესაოში ვინმე ქრისტეს ღებულობს. მაგრამ მხოლოდ ერთეულია მათ შორის ფანატიკოსი, რომელიც მზად არის ამისთვის მოკლას.

ჩვენს დღეებში ახალმოქცეულები, რომლებიც მუქარის ქვეშ იმყოფებიან, დიდხანს არ იცდიან, არამედ გარბიან სანამ მოკლავენ. იმალებიან საკუთარ მეგობრებთან ან სხვა სახელის გამოყენებით გარბიან ქვეყნიდან. ახალმოქცეული, რომელმაც საკუთარ თავზე ქრისტეს სიყვარული გამოსცადა, მაგრამ ცხოვრობს ლოზუნგით ,,ჩვენ“ და არა ,,მე“, ცდილობს ოჯახის წევრების მოქცევას ქრისტესკენ. მაგრამ მათ არ იციან, რომ ოჯახის წევრებს, სწორედ ამის გამო ეზიზღებათ ისინი (იოანე 16:1-4). ამასთანავე მრავალი ახალმოქცეული ძლიერად ეჭიდება მოციქული პავლეს დამოწმებას, რომელიც ციხის მცველს მიმართავს: ,, იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც“ (საქმეები 16:31).

იქნებ გვმართებს ახალმოქცეულების ამ ტანჯვისგან აცილება. ისევ და ისევ მორწმუნეები კითხულობენ: ,,თუ კი იესოს რწმენას ამდენი ტკივი მოაქვს, უფრო სწორი არ იქნებოდა მიგვეცა მათთვის საშუალება, თავიანთ რელიგიაში ეპოვათ გადარჩენა?“ ვინც ასე მსჯელობს მას არც მუჰამედის და არც ქრისტესი არ გაუგია. ისლამში არ არის გადარჩენა, არ არის ცოდვების პატიების დამაჯერებლობა, არ არის ხსნა, არ არის მშვიდობა, სულიწმიდა და საუკუნო სიცოცხლე. მუსულმანი ქრისტეს გარეშე, განწირულია სიკვდილისთვის და ის უკვე სულიერად მკვდარია. მხოლოდ ღმერთის ძეს შეეძლო ეთქვა: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). არ არსებობს სხვა გზა ჭეშმარიტი ღმერთისკენ, თუ არა ჯვარი. ვისაც სურს ახალმოქცეულის ტანჯვისგან აცილება, ჰგავს პეტრეს, რომელსაც უნდოდა იესო ქრისტეს დაკავება, ჯვრისგან და სიკვდილისგან. (მათე 16:22-23). პასუხი, რომელიც იესომ პეტრეს გასცა, ყველას პასუხია ვისაც სურს ახალმოქცეულის დაცვა ტანჯვისგან.

ჩვენმა უფალმა გარკვვევით თქვა: ,, და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.“ (მათე 19:28-30; მარკოზი 10:29-30; ლუკა 18:29-30). შემდგომ იესო აკეთებს კიდევ ერთ ნაბიჯს და ამბობს: ,, ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი; ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.“ (მათე 10:37-39. 16:24-25; ლუკა 9:23-26; იოანე 12:25).

ძალიან მარტივია ამ სიტყვების საუბარი ან წერა სხვების მიმართ, მაგრამ რთულია შესრულება საქმის დროს. ამიტომ ჩვენი უპირველესი ვალია, მივიღოთ ყველა ქრისტეს გამო დევნილი მორწმუნე ჩვენს სულიერ ოჯახში და ვიზრუნოთ მათზე იქამდე, სანამ ამას თავად არ შეძლებენ.

იმ დროს, როდესაც ახალმოქცეული სულიერად იზრდება და ცდილობს საკუთარი კლანის ,,ჩვენ“-ს თავი დააღწიოს, ის ეჯახება განსაკუთრებულ ცდუნებებს, რომელიც აუცილებლად უნდა გადალახოს საკუთარი გამოუცდელობის მიუხედავად რწმენაში.

როგორი გამოცხადებაა ჭეშმარიტი
ახალმოქცეული ჯერ კიდევ მუსულმანად ყოფნისას ფიქრობდა, რომ თორა, ფსალმუნები, სახარება და ყურანი წარმოიშვა ერთი ორიგინალური ზეციური წიგნისგან და ჰარმონიაშია ერთმანეთთან. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, წარმოუდგენელ სხვაობას ხედავს, ყურანსა და ბიბლიას შორის. სახარება 50-ჯერ მომწმობს იმის შესახებ, რომ იესო ღმერთის ძეა, ხოლო ყურანი ამას 17-ჯერ უარყოფს. იესოს ცხოვრების ბოლო დღე დედამიწაზე, საოცარი დეტალებით არის აღწერილი სახარებაში, რომელიც გადმოსცემს მის ტანჯვებსა და სიკვდილს. ყურანი კი აცხადებს: ,,მათ არ მოუკლავთ ის. მათ არ უცვამთ იგი ჯვარს. მხოლოდ ასეთად ეჩვენათ“ (სურა ალ-ნისა 4:157). სახარება 187-ჯერ ახსენებს, რომ ღმერთი არის მამა, ჩვენი მამა. ყურანი კი ამბობს, რომ ალაჰი არავის მამა არ ყოფილა და უბრალოდ მისი მსგავსი არავინ არის. (სურა ალ-იჰლას 112:1-4). ბიბლიაში ჩვენ ვკითხულობთ მონოგამიის შესახებ, ვკითხულობთ რომ განქორწინება აკრძალულია, ასევე იმას რომ მტრებს უნდა ვაპატიოთ და იმასაც, რომ ქრისტეს მიმდევრებში სულიწმიდა ცხოვრობს. მუსულმანების წმინდა წიგნში კი ალაჰი პოლიგამიის ნებას რთავს, მამაკს აქვს უფლება განქორწინების და ამას ნებისმიერ წუთას გააკეთებს. ასევე დასაშვებია შურისძიება და სისხლიანი გარჩევების ხარჯზე ვალის დაბრუნება. ვერავინ მიიღებს ღვთიურ სულს - ალაჰი ერთადერთია! ყველა დანარჩენი მისი მონაა - იესო და მისი სულიწმიდაც კი.

ეჭვგარეშეა, რომ მოქცეული დილემის წინაშე დგება: რომელი წიგნი შეიცავს ჭეშმარიტ გამოცხადებებს და რომელი მისტიურს? ეს კითხვა არ უნდა დაუსვათ მათ გარედან. ეს კითხვა მას თავად უნდება თავის გულში. არც გამზადებული პასუხების გაცემაა საჭირო. თავად უნდა ამოიცნოს ჭეშმარიტება რათა გაუძლოს თავისი კლანის და ყველა მეგობრის შემოტევებს. მას უბრალოდ გვერდში უნდა დავუდგეთ ლოცვით. ვასწავლოთ სახარების ის მუხლები, რომელიც მის სიტუაციას შეეფერება. მხარი დავუჭიროთ ყველა ტანჯვაში იქამდე, სანამ თვითონ არ აღიარებს ღმერთის სიტყვიდან: რომ მხოლოდ ბიბლია არის ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტება. მხოლოდ ის არის სიცოცხლით და ძალით. ყურანს კი ადამიანები სიცრუეში შეჰყავს, ის - გამოგონილი გამოცხადებაა და ანტიბიბლიური სულის პროდუქტი.

უპატიებელი ცოდვები
მეორე გამოცდა, რომელიც ახალმოქცეულების არსს ეხება, არის სამი უპატიებელი ცოდვა, რომელიც ყურანში წერია:

წყეული ყველა ვინც თაყვანება სხვა ღმერთს, ალაჰის გარდა (სურა ალ-ტაუბა 9:30).

სამჯერ წყეულ იქნას ის ვინც მიატოვა ისლამი და ქრისტიანი გახდა (სურა ალ-ბაკარა 2:161).

ალაჰის რისხვაა მასზე, ვინც გააზრებულად მოკლავს მუსულმანს, თუ არ აქვს სისხლიან შურისძიებაზე უფლება (სურა ალ-ნისა 4:93).

აქედან გამომდინარე ის ვინც მუსულმანს მოუწოდებს გახდეს ქრისტიანი, ამითი ეუბნება რომ ორი უპატიებელი ცოდვა უნდა ჩაიდინოს, რომელიც სახარებაში სულიწმიდის გმობას უდრის. თუკი ქრისტიანს შევთავაზებთ ღმერთის გმობას ან სამების წინააღდეგ წასვლას, ის მაშინვე უარყოფს ამას. სწორედაც, რომ ეს ბარიერი უნდა გადალახოს ახამოქცეულმა: რათა შეიძინოს ქრისტე და საუკუნო სიცოცხლე, ახლა ის საკუთარი ნებით ,,სცოდავს“ იმის წინააღდეგ, რაც ადრე მისთვის წმინდა იყო. ამიტომ არასდროს არ გვმართებს ვინმეს აღძვრა ან ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, არამედ მასთან ერთად უნდა ვილოცოთ და დავეხმაროთ მას, ღრმად დამკვიდრდეს სახარებაში (რომაელთა 8:14-16; 1 კორინთელთა 12:2-3) და ამით ინუგეშებს თავს.

ახალმოქცეულის ყურებში ჯერ კიდევ ისმის ყურანის გაფრთხილება, რომ ყველა ვინც ისლამს განუდგება დაკარგავს საკუთარი კეთილი საქმეებით და მსახურებას და ალაჰის წინაშე სასამართლოზე, ხელცარიელი წარსდგება (სურა ალ-კაჰფა 18:105; ალ-ზუმარ 39:65 და სხვა). ქრისტე კი გვარწმუნებს: ,,საკმარისია შენთვის ჩემი მადლი. შენი საქმეები შენ ვერ გაგამართლებენ. მხოლოდ ჩემი დაღვრილი სისხლი არის შენი გამართლება“.

სიკვდილმისჯილი
ის მწარე ფესვი, რომელიც უნდა გადაყლაპოს ყოველმა მოქცეულმა, ერთგვარი შარიათის ვერდიქტია: მოღალატე უნდა ,,მოკვდეს“ (სურა ალ-ბაკარა 2:217). საინტერესოა, რომ ყურანი არ ამბობს ამ სიკვდილზე. ამ ფაქტმა აღძრა ისლამის კანონმდებლები მუჰამედის ტრადიციისკენ მიმართულიყო და ეკითხა, ნუთუ არ ითვალისწინებს მუჰამედის ტრადიცია ისლამიდან განდგომილის მოკვლას. რამდენადაც სიკვდილის განაჩენი პირდაპირი ჩვენებებით ყურანის მიხედვით, არის უკანონობა და ამიტომ ისლამის იურისტებმა მიაღწიეს იმ უფლებას, რომ ეს განაჩენი გამოეტანათ სხვა ტრადიციებზე და თანხმობებზე ისლამის კანონის მსახურებისგან თანხმობით. ისინი განსხვავდებიან მხოლოდ განაჩენის გამოტანამდე დაკავების დროის რაოდენობით. ზოგიერთი ამბობს სამი დღეო, ზოგიერთი თვეო, რა ვადაშიც განდგომილს ეძლევა უფლება დაუბრუნდეს საკუთარ რწმენას. ხოლო საბოლოო უარის შემთხვევაში მეორეჯერ შეთავაზებულ წინადადებაზე, ბრალდებულს სიკვდილით სჯიან.

მუსულმანური ქვეყნების დიდი ნაწილი ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ იღებს დასჯის მიზნით. ადამიანთა უფლებები ეწინააღმდეგება შარიათს. ამიტომაც ლიბერალური ისლამური სახელმწიფოები, უარს აცხადებენ ამ კანონის შესასრულებლად. ისინი ერთადერთ მუხლს ეყრდნობიან ყურანიდან, სადაც საუბარია განდგომილის ,,სიკვდილზე“, მაგრამ ამ სიკვდილის ,,აღსრულებამდე“ მიყვანამდე (სურა ალ-ბაკარა 2:217). ,,ალაჰი განსჯის მას და ის ერთხელაც მოკვდება; მაგრამ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მისი მოკვლის“ - ამბობს იურიდიული კონსულტანტების ზოგიერთი ლიბერალი.

მუსულმანთა შორის ფუნდამენტალისტები კი სრულიად სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ითხოვენ შარიათის სრულ შესრულებას და უმოწყალოდ დასჯას. ამიტომაც არიან ახალმოქცეულები ბრალდებულები სხვადასხვა ცრუ დანაშაულებებით, მათ სვამენ ციხეში, დაკითხვებს უწყობენ, აწამებენ, მათი განთავისუფლების საქმე განიხილება თვეობით, სანამ ზოგიერთი პოლიტიკოსი ან პრეზიდენტი არ იტყვის განთავისუფლების სიტყვას მათ სასარგებლოდ. ზოგიერთ რწმენისგან განდგომილს ციხეშივე პირდებიან, რომ თავის რწმენაში დაბრუნების შემთხვევაში მას გაანთავისუფლებენ. თუმცა პატიმარმა დედამ უპასუხა: ,,მირჩევნია ციხეში დარჩენა იესო ქრისტესთან ერთად, ვიდრე საკუთარი შვილების პატრონობა მის გარეშე“. როდესაც მამამ შვილების გამო ორჯერ ხელახლა ირწმუნა ისლამი, ციხის მეგობრებმა დასცინეს მას და უთხრეს: ,,შენ ეს მოჩვენებითად გააკეთე საკუთარი ოჯახის გამო, გულის სიღრმეში კი ქრისტიანად რჩები, ამიტომაც ვერასდროს გახვალ ამ საკნიდან“.

მრავალ ქრისტიანს აღმოსავლეთში და კორეაში წარმოდგენაც არ აქვთ, რა ფასად უჯდებათ მუსულმანებს გაქრისტიანება. იქ სადაც ლიბერალური სახელმწიფოები არ კლავენ ქრისტეს მიმდევრებს, ერთვება ფუნდამენტალისტთა კლანი და საკუთარ თავზე იღებენ ამ ადამიანის მკვლელობას ან საერთოდ გაქრობას. საუდის არაბეთში და ირანში, ასევე პაკისტანშიც და სხვა კონსერვატიულ ისლამურ სახელმწიფოებში, სიკვდილის დასჯის პროცესი სახალხოდ მიმდინარეობს. მაროკოს ყოფილმა მეფემ ხასან II, საერთაშორისო ამინისტიის დელეგაციის კითხვაზე უპასუხა: ,,ჩვენს ქვეყანაში შემდეგი კანონი მოქმედებს: ალაჰი - ქვეყნის მეფეა. თუკი ვინმე ჩამოდის და ამტკიცებს, რომ არსებობს სხვა რელიგია ისლამზე უკეთესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ფსიქიურად არ არის ჯანმრთელი და მას სამედიცინო კვლევას ვუწევთ, მაგრამ თუ ის იგივეს ამტკიცებს სრულიად ჯანსაღ სიტუაციაში და აგრძელებს თავის უღმერთო პროპაგანდას, იძულებულები ვართ დავსაჯოთ“.

არის თუ არა ყველა ქრისტიანი მუსულმანი
ყველაზე მაღალფარდოვანი ცდუნება, რომელიც ახალმოქცეულს გზაზე ხვდება, გამომდინარეობს კეთილის მსურველი მისიონერისგან. ყურანში არის ორი მუხლი, რომელიც ლაპარაკობს რომ ყველა ქრისტეს მიმდევარი მუსულმანია (სურა ალ-იმრან 3:52; ალ-მაიდა 5:111). თუმცა გულუბრყვილოდ მკითხველმა არ იცის, რომ ეს ორი მუხლი ხაფანგი იყო, რომელიც მუჰამედმა ქრისტიანთა დელეგაციას მოუწყო ჩრდილოეთ იემენიდან. ამ მუხლებში ქრისტეს ბაგეებში დებს მოციქულთა მოწოდებას, რომ თითქოსდა ისინი ყოველთვის იყვნენ მუსულმანები და ეპისკოპოსს, მეფე ვადი ნაჯრანს გაეგო: თუ იესოს მოციქულები მუსულმანები იყვნენ, მათაც შეუძლიათ გახდნენ მუსულმან - ქრისტიანები! მაშნ მათ თავს დაანებებენ და აღარ განდევნიან. თუმცა მეფე ჩრდილოეთ იემენიდან სულიერად ფხიზლობდა და ამ ხაფანგში არ გაება. ისინი ქრისტიანებად დარჩნენ, თუმცა მოგვიანებით განდევნილ იქნენ საკუთარ ქვეყნიდან. დღესაც ისმის მუჰამედის ეს ცრუ ჩურჩული ყველა კონტინენტზე: ,,თქვენ არ გჭირდებათ ღიად და ცალმხრივად ქრისტეს აღიარება, გწამდეთ ალაჰისა და მუჰამედის, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მუსულმანები და ქრისტიანები ერთდროულად. თუ არსებობენ მესიანური ებრაელები, რატომ ვერ იარსებებს მუსულმან-ქრისტიანები!“

ასეთი ცრუწინასწარმეტყველები არც ისლამს იცნობენ და არც იესო ქრისტეს და მოციქული პავლეს კატეგორიულ სიტყვებს. ისლამი - ანტიქრისტიანული სულია (1 იოანე 2:21 და 4:1-5) და წარმოადგენს სცრუ გამოცხადებას, დაცემული ანგელოზის მიერ (გალატელთა 1:8-9). მუსულმანები კოლექტიური ცრუ სულით არიან შებორკილები და ქრისტეს ძალაუფლებით განთავისუფლებას საჭიროებენ. ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია მუსულმანებთან ევანგელიზირება ღმერთის ძის გარეშე, ის განსჯილი იქნება იესო ქრისტეს სიტყვებით მათეს სახარებიდან 10:32-33, 16:23-25; რომაელთა 1:16-17; 1 კორინთელთა 1:18-24.

სუდანის ყოფილმა პრეზიდენტმა ტურაბიმ, გამოიყენა ეს ორი მუხლი ყურანიდან და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სუდანში ყველა ქრისტიანი მუსულმანია და რომ ყველა ქრისტიან მამაკაცს შეუძლია იქორწინოს სუდანელ მუსულმან ქალზე. ამითი ის ვალაამის გზას დაადგა, რომელმაც ვალაკს ურჩია საკუთარი ერის ისრაელთან შეერთება, შერეული ქორწინების მეშვეობით. ამ გზით კლანის წესჩვეულებები რამდენიმე წლის შემდეგ შთანთქავდა ყველა ისრაელიანს (რიცხვი 31:16; 2 პეტრე 2:15; იუდა 1:11 და გამოცხადება 2:14). ტურაბი განსჯილ იქნა საუდის არაბეთის რელიგიური სასამართლოს მიერ ანტიისლამური მიდგომის გამო.

მცდარია თუ არა კონტექსტუალიზაცია?
კონტექსტუალიზაციის მასწავლებლების მიზანი, რომლებსაც სურთ ქრისტიანობისა და მუსულმანობის არევა, ნათელია. თუკი მოქცეული გამოიყურება, როგორც მუსულმანი და რჩება მუსულმანად, მაგრამ ამავდროულად ქრისტიანია, ის არც დევნას და არც სიკვდილს არ განიცდის, იხსნის საკუთარ ეკლესიას პრობლემებისგან, საშიშროებისა და უწყვეტი მსხვერპლისგან. თუმცა ასეთ მასწავლებლებს ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ წყალს ცეცხლში ვერ აურევ და ვერც დღე ვერასდროს ვერ შეერწყმევა ღამეს. ბინდი არ არის გარდამავალი პროცესი, არამედ უცვლელი მდგომარეობაა.

ეგვიპტეში კონტექსტუალიზაციელმა მისიონერმა, რომელიც ქადაგებდა ორივე რელიგიის შერწყმაზე, დაფარული სამსახურების ოფიცერი მიიყვანა ქრისტემდე და დაარწმუნა იმაში, რომ შეუძლია დარჩეს მუსულმანი და ამავდროულად იყოს ქრისტიანიც. ოფიცერმა მაშინვე მიიღო ეს იდეა, რადგან ორივე საზოგადოებაში ეხსნებოდა კარი შესასვლელად. ასევე მან მრავალი მუსულმანი მოიყვანა ამ შერწყმულ რელიგიაში. თუმცა წლების მერე ოფიცერმა იგრძნო, რომ არც იქი იყო და არც აქეთ, არც კეთილი მუსულმანი, არც ჭეშმარიტი მუსულმანი და ამიტომაც სხვა ეკლესიაში მოინათლა. მოგვიანებით მისმა კოლეგებმა მას ბრალი დასდეს, ისლამისგან განდგომაში და დასაჯეს, ყველა წამების გამოყენებით, რომელსაც ოფიცერი თავის დროზე, თავად იყენებდა ისლამისგან განდგომილებისთვის დასაბრუნებლად. მაგრამ ის იესოს ერთგული დარჩა და მეგობრების დახმარებით ქვეყანა დატოვა.

მოგვიანებით კონტექსტუალიზაციის პოლიტიკის მატარებელი ჯგუფი, დაჭერილ იქნა ციზეში. ჟურნალ გაზეთებში კი მსხვილი სათაურები იწერებოდა: ,,ქრისტიანი მგლები ისლამის ტყავში გადაცმულები, ცდილობენ აცდუნონ სუსტი მუსულმანები!“ უცხოელი ოჯახები განთავისუფლებულ იქნენ დაცვის ზედამხედველობისგან და საკუთარი ქვეყნების საელჩოების დახმარებით ეგვიპტიდან გავიდნენ.

ასე მსუბუქად მოაზროვნეებმა, სახარების მეგობრებმა შესაძლოა არც იცოდნენ, რომ მუსულმანებს შორის მისიონერული მსახურება განიხილება, როგორც მშვიდობის დარღვევა ქვეყანაში. ყურანის თანახმად ეს საქციელი შეფასებულია უფრო მძიმედ, ვიდრე მკვლელობა (სურა ალ-ბაკარა 2:217). ვინც სახელმწიფოებში ქმნის პრობლემებს, ან უნდა მოკვდეს ან ჯვარს ეცვას. ამასთანავე ბრალდებულს შეიძლება, მოჰკვეთონ ერთი ხელი და ფეხი, ან უბრალოდ ქვეყნიდან გადაასახლონ (სურა ალ-მაიდა 5:33). ყურანის და შარიათის მიხედვით, მისიონერული მსახურება მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია. ფარულად მომქემდნი და ისინიც ვინც ეს მიიღო, დასჯილ უნდა იქნან სიკვდილით, მიუხედავად იმისა, ისინი იყვნენ მისიონერები - კარვის მშენებლები, თუ საიდუმლოდ მცხოვრები მუსულმან ქრისტიანები.

ქრისტეს მოწმე, რომელიც ჩაცმულია, როგორც მუსულმანი, მაგრამ სინამდვილეში მისიონერია, უნდა განიხილოს, როგორც განდგომილი და ისლამის კანონის მიხედვით, სიკვდილით დაისაჯოს. გარდა ამისა, მას ცრუს, მატყუარას და ერეტიკოსს ეძახიან. შარიათის კანონით კი, მისი მოკვლა, ყოველგვარი სასამართლოების გარეშე, ადგილზევე შეიძლება.

მუსულმანმა ხშირ შემთხვევაში არ იცის შარიათის კანონები დეტალურად, ამიტომ ვინც არ უნდა მსახურობდეს მუსულმანთა შორის, არ უნდა წაიყვანოს ხალხი იესოთან სწრაფად და ზედაპირულად. უფრო მეტიც მათი მონათვლაც არ ღირს ნაჩქარევად. ახალგაზრდა მორწმუნემ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ქრისტიანად ყოფნა. სულიერი სიმწიფე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მრავალრიცხოვანი ნათლობის ჩამონათვალი. ხარისხი ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე რაოდენობა.

ვინც დაფიქრდება ამ შედეგობრივ საფეხურებზე, ისლამიდან გამოსვლის, კლანის დატოვების, ოჯახის მიტოვების, ყველა იმ ინდივიდუალურობის გათვალისწინებით მიხვდება, რომ ახალმოქცეულის მდგომარეობა ჰგავს პავლე მოციქულის მდგომარეობას, რომელმაც ოდესღაც თქვს:

"რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”.მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.\\ (რომაელთა 8:36-39)

8.04 -- მოქცეულების მიღება არსებულ ეკლესიებში

ეკლესიაში მიღება ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტია, რომელსაც განიცდიან ისლამიდან მოქცეული ქრისტეს მიმდევრები. მართლმადიდებელთა უმეტესობა, რომაელ კათოლიკოსები და აზიისა და აფრიკი პროტესტანტული ეკლესიები, ხანდახან ევროპისაც კი, არ არიან განწყობილები მიიღონ ისლამიდან მოქცეულები. ეს განპირობებულია მრავალი მიზეზით:

● მუსულმანები ხშირად ფინანსურ მხარდაჭერას ეძებენ, ამიტომ არიან მზად გაცვალონ საკუთარი რელიგია ფულზე, მაგრამ ეს ზედაპირულია იქამდე სანამ მათ დახმარება მიეწოდებათ. ,,ვის პურსაც ვჭამ, მის სიმღერას ვმღერი“. ეს პრინციპი ისლამურ სამყაროში მოქმედებს.

● ხანდახან ქრისტიანი გოგონა, აღძრავს ახალგაზრდა მუსულმანს მიიღოს ნათლობა, რათა შეძლოს მასზე გათხოვება. ორივემ იცის, რომ სხვადასხვა რელიგიის მომხრე ცოლ-ქმრობაში არავინაა. ახალგაზრდა წყვილის ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კეთილი იყოს, მაგრამ კლანი, კანონი და საზოგადოება ეწინააღმდეგება მათ. მუსულმანებისთვის ასეთი საქციელი უწმინდურებად ითვლება და მრავალ პრობლემას წარმოშობს.

● ისლამის კანონის მიხედვით, რელიგიური უმცირესობები, ნებისმიერი მისიონერული მოქმედებები, მუსულმანთა შორის აკრძალულია (სურა ალ-ბაკარა 2:217; ალ-მაიდა 5:33). ეკლესია, რომელსაც კეთილი უწყება აქვს, შეიძლება დაისაჯოს და საბოლოო ჯამში დაიხუროს. გასაგებია, რომ პასტორებს, მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, დიდი ყურადღება მართებთ, რათა მათი ეკლესიის რომელიმე წევრმა არ მიიღოს მონაწილეობა მისიონერულ ევანგელიზაციებში, მუსულმანებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ეკლესია სახელმწიფოს მიერ აიკრძალება.

● ზოგიერთი უცხოელი ევანგელისტი, რომელიც ხედავს მუსულმანის დაინტერესებას, გადაწყვეტილებას იღებს მათი ადგილობრივ ეკლესიაში მოყვანის. ხშირად ძალიან გაკვირვებულები რჩებიან როდესაც ხედავენ, რომ წინამძღოლები მათ მიმართ ინტერესს არ გამოხატავენ და უარყოფენ კიდეც მათ მიღებას. ასეთ მისიონერებს ავიწყდებათ, რომ მათ უნდა იპოვონ ისეთი ეკლესიები სადაც მხარს დაუჭერენ იმ მისიონერულ მსახურებას, რომელსაც ისინი ეწევიან. ასევე ეკლესიის ხელმძღვანელობა, წინასწარ უნდა იყოს იმფორმირებული, მათი ამ სამუშაოს შესახებ და თანხმობა განაცხადონ, მხარი დაუჭირონ ასეთ მომქმედ ჯგუფებს ლოცვაში და მზადყოფნა გამოაცხადონ, მიიღონ ახალმოქცეულები, დაიცვან ყოველგვარი შემოტევისგან და მათ სამომავლო ნაბიჯებს მიმართულება მისცენ.

● ჩიტი სანამ ბარტყებს გააჩენს, იშენებს ბუდეს და არა პირიქით. ყველაფერს თავისი თანმიმდევრობა სჭირდება. ამიტომ ყველა,მ ვინც მოისურვებს მისიონერულ მსახურებას ისლამურ ქვეყნებში, ჯერ უნდა შექმნას, ლოცვის ჯგუფები ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ, რომლებიც მზად იქნებიან, მხარი დაუჭირონ ამ მსახურებას მომავალში, დააკმაყოფილოს საჭიროებები და მთლიანობაში პროცესი. ის ვინც გარშემო ასეთ ლოცვის ჯგუფებს შეკრებს, დაინახავს მეტ ნაყოფს ვიდრე იმ წუთას 100%-ით ამოქმედებული მისიონერები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ტოვებენ, თავიანთ საშრომ ყანას. ყველა ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც მზადყოფნას გამოხატავენ, ურწმუნოებთან შრომისთვის. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რათა ვიპოვოთ ისინი.

მორწმუნეებთან ურთიერთობა
თუკი მუსულმანი კლანიდან განდევნას გადალახავს და სულიერი ზრდის მიზნით ცდილობს, მორწმუნეებთან ურთიერთობაში შევიდეს, ასევე ახლოს იყოს ეკლესიასთან და მსახურებთან, როგორც წესი შოკისმომგვრელ ვითარებებს აწყდება. ის გრძნობს: მე არ მენდობიან! ფიქრობენ, რომ მათგან ფული მინდა ან გოგონა. ხშირათ ჰგონია, რომ შემოგზავნილს უწოდებენ. ეს მდგომარეობა ჰგავს ყინულიანი წყლის გადასხმას თავზე, ეკლესიაში შემობიჯების შემდეგ. ცხადია, რომ მუსულმანები ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვების სხვა მარაგს იყენებენ, ვიდრე ქრისტიანები, მაგრამ თუნდაც იყენებდნენ იგივე სიტყვებს, დებენ მასში სხვა აზრს. აცვიათ და იქცევიან სხვაგვარად, ქრისტიანებთან შედარებით. მათ უხილავი კედელი ყოფთ.

ამიტომაც პირველი რასაც საჭიროებს ახალმოქცეული, ნდობა, გაგება და სიყვარულია. რწმენით აღსავლე მლოცველი ძმები და დები უნდა შეხვდნენ მას, დაელაპარაკონ, დაპატიჟონ სახლში და თავი როგორც ერთ-ერთი მადგანი აგრძნობინონ და დაანახონ, რომ ერთი მთლიანი ეკლესიის შემადგენელი ნაწილები არიან. მაგრამ ასეთი დაპატიჟებები არ უნდა მოდიოდეს იმ ოჯახებიდან, სადაც გაუთხოვარი გოგონაა, რადგან შეიძლება ცუდათ იქნას აღქმული.

ეკლესია იმ ბუდედ უნდა იქცეს, სადაც ახალმოქცეული თავს სახლში იგრძნობს. იესოს მიმდევრებთან ურთიერთობა ბადებს, იმ ახალ ,,ჩვენ“, რომელსაც ის ეძებდა და რომელიც სჭირდებოდა კლანიდან განდევნის შემდეგ. ეკლესია - მისი ახალი ოჯახია, რომლის გარეთაც არცთუისე ბევრი რჩება ცოცხალი. ამიტომაც უჯრედის მომზადება ახალმოქცეულის მისაღებად, იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ევანგელიზაცია.

პასტორებს არ მართებთ ადგილიდან სთხოვონ ახალმოქცეულებს დაამოწმონ საკუთარი რწმენის შესახებ ხმამაღლა. ამას შეიძლება უკურეაქცია მოჰყვეს და ახალმოქცეული ისე გაამაყდეს, რომ საბოლოოდ საპნის ბუშტივით გასკდეს. მას მცირე მსახურება უნდა მიეცეს ეკლესიაში და პასუხისმგებლიანი დავალებები, რათა საკუთარი თავი მიღებულად აღიქვას. ის ისევე გამართლებულია ღმერთის წყალობით, როგორც ჩვენ.

ახალმოქცეულის ოჯახში მიღება მის დაცვას ნიშნავს. ახლო აღმოსავლეთში სტუმართმოყვარეობა წმინდაა, როგორც მუსულმანებისთვის ასევე ქრისტიანებისთვის. ერთმა ძმამ ოდესღაც კარის შემოსასვლელი ჩახერგა, ახალმოქცეულის შურის მაძიებელი ნათესავებისთვის, სიტყვებით: ,,მხოლოდ ჩემი მსხვერპლის ხარჯზე მიიღებთ ჩემს ძმას!“ ისინიც არაფრის გარეშე წავიდნენ, რადგან არაბულმა სტუმართმოყვარეობის კანონმა შეაჩერა ისინი.

შენი პირის ოფლით, შეჭამ პურს!
როდესაც მუსულმანი ქრისტიანე ხდება და აგრძელებს მუსულმანთა შორის ყოფნას, ის კარგავს სამსახურს, რადგანაც დაწყევლილია ალაჰის, ანგელოზებისა და ყველა მუსულმანის მიერ (სურა ალ-ბაკარა 2:161). მათთვის ის უწმინდურია (სურა ალ-ტაუბა 9:28). არცერთ მუსულმანს არ აქვს უფლება მისცეს სამსახური ან იურთიერთოს მათთან, ვინც ჭამს ღორის ხორცს და სვამს ღვინოს.

ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დავალება მწყემსის, ან ეკლესიის ლიდერის (არაბულ ქვეყნებში) არის, რაც შეიძლება მალე და მეტი სამუშაოების შექმნა ახალმოქცეულებისთვის. არ არის საკმარისი ახალმოქცეულის სახლში სადილად დაპატიჟება. დროთაგანმავლობაში ეს შეიძლება დამამცირებელიც აღმოჩნდეს. არც რაიმე ფულის ჩუქებაა მიზანშეწონილი მათთვის. წესიერი მუსულმანებისთვის ეს უღირსი საქციელია. ისინი მათხოვრები კი არა ჩვენი და-ძმები არიან. მათ მხოლოდ საიმედო სამსახური ან სწავლა სჭირდება პროფესიის შესაძენად. ზოგიერთ მათგანს კი თავიდან მოუწევს იმის სწავლა, რომ მუშაობა სირცხვილი არ არის. ამ სფეროშიც მრავალი პრობლემაა.

ეკლესიის მწყემსი წელიწადში რამდენჯერმე ავალებდა ახალმოქცეულებს, ეკლესიის კედლების შიგნიდან შეთეთრებას, რათა მათთვის სამსახური მიეცა. ამ გზით ის დაკავებულობის შთაბეჭდილებას უქმნიდა მათ. სხვა ეკლესიებში სთხოვდნენ ეზოს მოწესრიგებას, ფოსტის დარიგებას, ხელნაწერების დაბეჭვდას, თარგმნას, წიგნების გაყიდვას და სხვა სამუშაოებს, რათა მათთვის რეალური სამსახური შეეთავაზებინათ და არა უბრალოდ იშვიათი გამომუშავება.

ახალმოქცეულებს ხშირ შემთხვევაში აკლიათ პროფესიული ან სასკოლო განათლება. მრავალი ახალგაზრდა გოგო საჭიროებს კერვის შესწავლას, ახალგაზრდა ბიჭები კი კომპიუტერს. ასევე მართვის მოწმობის ბილეთებს, რომ შემდგომ ტაქსისტებად იმუშავონ. ზოგიერთს სტიპენდია ესაჭიროება, რათა დაამთავროს სკოლა, ყოველივე ეს კი ფინანსებს მოითხოვს. ამის ჩუქება კი არ არის კარგი, მაგრამ ხდება ამ ფულის სესხება რა დროსაც პირობების განხილვა ხდება, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს თანხა. თავიდან არცთუ ისე დიდი თანხა გაიცემა და მისი დროულად დაბრუნების შემთხვევაში, ხდება ბევრად მეტის გაცემა ,, მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.“ (ლუკა 16:10). ერთხელ ერთმა მუსულმანმა ბიბლიის გამომცემ საზოგადოებას მიმართა და სთხოვა ბიბლიები გასაყიდად წაეღო, ერთ მუსულმანურ ქალაქში. საზოგადოების თანამშრომელმა ეჭვი შეიტანა, მუსულმანმა კი უპასუხა: ,,გამომცადე, გამატანე ორი ბიბლია. ორის გაყიდის შემთხვევაში ერთის ფულს მოვიტან, ერთისას კი დავიტოვებ“. გარკვეული დროის შემდეგ გამყიდველმა მოიტანა ფული და წაიღო 4 ბიბლია. ორი დღის შემდეგ მოვიდა და წაიღო 8. ის ერთგული იყო მცირედში და შედეგად, მას 20 წიგნზე მეტს ანდობდნენ, რომელსაც ყიდდა ბაზარზე და რის შეთავაზებასაც ქრისტიანი ვერასდროს გაბედავდა.

კარგი იქნება თუ ლოცვითი ჯგუფი მხარში დაუდგება, ახალი სამუშაო ადგილების მოძიებაში მოქცეულებს. ვინაიდან ლოცვის ჯგუფის უმეტესობას აქვს სამსახური, ისინი ყველაზე ადრე იგებენ სად და როდის სჭირდებათ მუშა ხელი.

მუსულმანებს შორის მისიონრობა არ არის მხოლოდ სულიერი მხარდაჭერა, არამედ მათ მატერიალურ საჭიროებებზე ზრუნვაც. ერთხელაც ბიბლიური კოლეჯის ერთი ჯგუფი, რომელიც პრაქტიკას ცალ-ცალკე ფორტ ლამის კუნძულებზე ინდოეთის ოკეანეში გადიოდა, დაბრუნდა ამ მოგზაურობიდან უშედეგოდ და დათრგუნული ხასიათით. ერთი კვირის შემდეგ, იმავე კუნძულიდან ერთმა მუსულმანმა სტუდენტის კარზე დააკაკუნა. მან უთხრა, რომ იპოვა და წაიკითხა ერთ-ერთი მათი ტრაქტატი, რომელიც მათ მიერ იყო გადაგდებული. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი მაშინვე იქნა კუნძულიდან გამოძევებული, საკუთარი ფანატიკური ცნობისმოყვარეობის გამო. კოლეჯის სტუდენტმა, ვის კარზეც იყო ეს კაკუნი, ჰკითხა თავის მასწავლებელს: ,,ახლა რა უნდა ვუყო ამ ბიჭს?“ პასუხად კი მიიღო: ,,შენ ძმა იპოვე“, მალევე დასძინა: ,,დიახ, სულიერი ძმა“. როდესაც მას ჰკითხეს თუ რას იზავდა მის დევნილ ძმას, რომ დაეკაკუნებინა, უპასუხა: ,ფართოდ გავუღებდი კარს და ვეტყოდი, ჩემი ლოგინი - შენი ლოგიანია, ჩემი სახლი კი - შენი სახლია“. როცა სტუდენტს უთხრეს, რომ ეს დევნილი მუსულმანი მისი სულიერი და ნამდვილი ძმა იყო, რომელზე მას პასუხისმგებლობა აქვს, მან თავი ჩახარა და მიხვდა, რომ მუსულმანებს შორის მსახურება არ არის მხოლოდ სულიერი მსახურება სიტყვით, არამედ არსებითი მსხვერპლები, საქმით.

არ არის კარგი ადამიანისთვის მარტოდ ყოფნა
ისლმაშ ყველა ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს, ომელიც 30 წლის ზემოთ დაუოჯახებელია, ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი აღიქვამენ მათ არაჯანმრთელებად ან არანორმალურ პიროვნებებად. ამიტომაც მნიშვნელოვანია ახალმოქცეული ქალისა თუ კაცისთვის, თანამგზავრის პოვნა.

ამიტომაც ზოგიერთი მუსულმანი ნათლობას აღიქვამს, როგორც ერთ-ერთ მრავალთაგან გაწმენდას, იმ ლოცვის შემდეგ, რომელიც მან უნდა წარმოთქვას. მაგრამ როდესაც მამაკაცი ქორწინდება ქრისტიან ქალზე, მაშინ საბოლოო განხეთქილება ჩნდება კლანსა და ისლამურ საზოგადოებას შორის. ქრისტიან ქალზე ქორწინება მუსულმანებისთვის, კიდევ უფრო ღრმა განდგომილებაა ისლამისგან, ვიდრე ნათლობა.

სამწუხაროდ ქრისტიანი მშობლები, იშვიათად აძლევენ თავიანთ შვილებს მუსულმანთა წრიდან მოქცეულზე გათხოვების უფლებას. მათ ეშიანიათ მისი ისლამური ცხოვრების წესის, რაც გულისხმობს მათი ქალიშვილის ცემას, ისლამში დაბრუნებას და ამის შემდეგ შვილები ეკუთვნოდეს იქნება მხოლოდ კაცს, ცოლი კი მხოლოდ ქონების 1/8-ის მფლობელი იქნება.

სხვა კუთხით, რომ შევხედოთ ყოფილი მუსულმანი ქალები ყოველთვის არჩევენ ცოლად გაყვნენ ქრისტიან უცხოელებს, რათა ემიგრაციაში წავიდნენ და საკუთარი ქრისტიანი თანამსახურები წყვილების გარეშე დატოვონ. მოქცეულის რწმენა ამ შემთხვევაში საფრთხეს შეიცავს, ხოლო მისი მუსულმანი ცოლი ნებისმიერ დროს მოითხოვს გაყრას, რადგანაც მისმა ქმარმა ისლამი დატოვა. ამ დროს კი მთელი ქონება და შვილები დარჩება მას.

ამიტომაც მნიშვნელოვანია სიბრძნე და იესო ქრისტეს მმართველობა, რათა ისლამიდან მოქცეულებმა იპოვონ ერთმანეთი. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი მორწმუნე ოჯახის შექმნა, რომელიც შემდგომში საშინაო ჯგუფის საყრდენი იქნება. ასეთ ოჯახურ ურთიერთობებს ადგილი აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, ტუ ორივე თანახმაა აიღოს საკითარ თავზე შეკრებების დამალვის რისკი. თუკი ასეთი შეკრება დაფიქსირდა და ეს ამბავი ხელისუფლებამდე მივიდა ორივე ცოლ-ქმარი დაჭერილ იქნება, ხოლო მათი ქონება დაყადაღებული. იესო ქრისტეს სახელით ქორწინებაში შესვლა ხანგრძლივ შედეგებ მოიცავს და საშინაო ეკლესიების შენების ერთ-ერთი მყარი გზაა.

არსებული ეკლესიის ხელმძღვანელებს, მართებთ ახალგაზრდა მორწმუნეებისთვის შეხვედრის და ურთიერთობის უფლების მიცემა. ისლამურ სოფლებსა და რაიონებში ამის გაკეთება რთულია, მაგრამ დიდ ქალაქებში ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. ახალგაზრდების შეხვედრები უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკაში, აეროპორტსა და პარკებში ამას ადასტურებს.

დაბლა მოვიყვანთ მაგალითს, რომელმაც შეიძლება თქვენში ღიმილი გამოიწვიოს, მაგრამ ამავდროულად დაგაფიქრებთ ამ პრობლემის უკეთესი გზით გადაწყვეტაში:

მაროკოში ცხოვრობდა ერთ-ერთი სიმპათიური ახალგაზრდა ქრისტიანი. ის სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ შესაფერის მეგზურს ვერ პოულობდა. ერთხელ თქვა: ,,მე ღმერთთან მოლაპარაკება ვაწარმოე ,,ადამის აღთქმა“. როგორც შემომქმედმა მოჰგვარა ადამს ძილი, მერე კი ერთ-ერთი ნეკნი ამოუღო და შექმნა ევა, ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში და აჩუქა მას, ასევე აღარ მოვძებნი ჩემთვის ცოლს, არამედ დაველოდები უფალს, როდის მაჩუქებს საუკეთესოს“.

და აი ღმერთმაც გაგზავნა მასთან მოხუცი მისიონერი და, რომელმაც მისალმებისთანავე უთხრა: ,,ემირ, შენ დაქორწინების დრო მოვიდა!“ მან უპასუხა: ,,დიდება ღმერთს!“ ის აგღძელებდა: ,,აქ სია მაქვს, რომელიც 80 გოგონა ქრისტიანებისგან შედგება, რომელთაც სურთ ცოლად მორწმუნეს გაჰყვნენ.“ - ,,შესანიშნავია“, უპასუხა ემირმა. ქალი აგრძელებდა: ,,ახლა შენ აირჩევ მათგან ერთს“. ემირმა უპასუხა: ,,კი მაგრამ მათგან ერცერთს არ ვიცნობ“. ,,ამას არ აქვს მნიშვნელობა“ უპასუხა მან. აიღე ფანქარი, დახუჭე თვალები. ილოცე და ხელი დაუშვი ფურცელზე. ვის სახელსაც შეეხება შენი ფანქარი, ის იქნება შენი ცოლი უფლისგან. ემირმა ძლივს წარმოსთქვა: ,,ახლა მოვკვდები“. ქალმა უპასუხა: ,,არც კი იფიქრო, შენი დაქორწინების დროა“. ემირმა აიღო ფანქარი დაუშვა ხელი ფურცელზე, გაახილა თვალი და წაიკითხა სახელი. ,,სად ცხოვრობს ის?“ - იკითხა ემირმა. ,,ხუთას კილომეტრში, აღმოსავლეთით სანაპიროზე“. ,,ჩაჯექი მანქანაში, წადი მასთან და უთხარი: ღმერთმა გამომგზავნა შენთან, რათა დავქორწინდეთ“.

ნახევრად შოკურ მდგომარეობაში ემირი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა დანიშნულების ადგილზე, რომელზეც ქალი ეუბნებოდა, მან იპოვა გოგონას სახლი, დააკაკუნა და აი სასწაული - ის სახლში აღმოჩნდა. ბორძიკით მან აუხსნა მისი ვიზიტის მიზანი და გარკვეული დროის შემდეგ ისინი შეუღლდნენ.

რამდენიმე თვის შემდეგ ემირმა მისწერა წერილი თავის მეგობრებს. ,,ილოცეთ ჩემთვის, რათა შევძლო ჩემი ცოლის შეყვარება. ის ჯიუტია, არ უნდა ის რაც მინდა მე და ეს არ მომწონს. ჩვენი ცხოვრება ნელ სიკვდილს ჰგავს, როგორც ქრისტიანს არ მინდა მისი ცემა, ამიტომ ილოცეთ, რომ ვისწავლო ჩემი ჯიუტი ცოლის სიყვარული“. დღეს მათ ჰყავს რამდენიმე შვილი და იქცნენ კურთხეულ წყვილად, რომელთაც ისწავლეს საკუთარი სისუსტეების დამალვა და საკუთარი წვეტიანი კუთხეების მოქლიბვა.

ყველა ვერ გამოიყენებს ამ მეთოდს და არც ვუწევთ რეკომენდაციას, მაგრამ ამან შეაერთა მეტი ქრისტიანი წყვილი, ვიდრე ბრძენმა მჭერმეტყველებმა. ზოგიერთი ახალგაზრდა კი ლოცულობს და ამბობს: ,,უფალო გამომიგზავნე, ასეთივე ანგელოზი“.

მაროკოს მსგავსად სუფთა ისლამურ ქვეყნებში, არ არსებობს სამოქალაქო ქორწილი. ეს მხოლოდ შეიძლება მოხდეს, შეიხების თანდასწრებით მათ ოფისში. თუმცა მათთვის დიდი საჩუქრის შეთავაზების შემთხვევაში, შეიძლება ყურანზე ხელის დადების თავიდან აცილება და უბრალოდ ყველა აუცილებელი ფურცლის ხელმოწერა. თუმცა ასეთი ქორწინებიდან შეძენილი შვილები მუსულმანები არიან. ასეთ ქვეყნებში, როგორც მაროკოა არ არსებობს ოფიციალური გზა, რომელსაც შეუძლია პასპორტში რელიგიის შეცვლა.

ქორწინება ისლამურ ქვეყნებში განიხილება, როგორც ორი კლანის შეერთება. საუბრები, გამოკითხვები, სანამ არ იქნება ანაზღაურებული პატარძალზე დახარჯული ფული და ორივე მხარე არ იქნება კმაყოფილი. ოჯახური ცერემონიის შემდეგ, სადაც ორივე კლანი მონაწილეობს, ახალგაზრდა წყვილი ზეიმობს, მეორე ქორწილსაც ადგილობრივ ეკლესიაში, რომლის შემდეგაც ისინი ახალ თანაცხოვრებას იწყებენ.

შესაფერისი პარტნიორის პოვნის გარდა ისლამში სხვა უკიდურესობებიც არსებობს:

მოქცეულ დაქორწინებულებს ხშირ შემთხვევაში ეკლესიებში არ იღებენ, რადგან მას უკვე 4 ცოლი და უამრავი შვილი ჰყავს. სუდანში ეკლესიამ გადაწყვიტა ასეთი დიდი ოჯახების მონათვლა და მიღება, თუკი მათი ოჯახის თავი აღიარებს ეკლესიას, რომ შეცდა უცოდინრობით და აღარ მისდევს კანონს. მას არ შეუძლია ცოლის მიტოვება და ბავშვების ასე მიყრა, რამდენადაც პასუხისმგებელია მათზე. თუმცა საჯაროდ უნდა აღიაროს საკუთარი არაბიბლიური სტატუსი და უნდა შეეგუოს იმას, ომ ვერ შეძლებს ეკლესიაში ნებისმიერი მსახურების აღებას.

ინდოეთში ექიმი კაცი 4 ცოლითა და 20 ბავშვით გაქრისტიანდა. მან გადაწყვიტა დამოწაფება და ის ვინც მიიღებდა სახარებას, მისი ცოლი იქნებოდა, ხოლო ყველა დანარჩენი წავიდოდა. შვილები დაიტოვა თავისთან. მამის სიკვდილის შემდეგ მისმა უფროსმა შვილმა, რომელიც საკუთარი დედის გარეშე გაიზარდა, შური იძია მასზე, რომ დაასაფლავა მუსულმანური წეს-ჩვეულებებით.

ეკლესიასთან გაერთიანება, მსახურის მოძებნა და ოჯახის შექმნა - სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ახალმოქცეულმა აუცილებლად უნდა გაიაროს, რათა ქრისტიანულ ეკლესიაში გამყარდეს. ამ თემებთან დაკავშირებული პრაქტიკული ნაბიჯები, მეტ ლოცვას მოითხოვს, რმეწნას, დროს და ძალას, ვიდრე მუსულმანებთან ევანგელიზირება და მისგან კლანიდან გამოყოფა. მრავალი მოქცეული ნაწილობრივად ან სრულიად მალავს საკუთარ რწმენას იესო ქრისტესადმი თავის ნათესავებში. ამას აკეთებენ იქამდე, სანამ დამოუკიდებლობას მიაღწევენ და ვერ იცხოვრებენ ცალკე საკუთარი რწმენით.

კრიტიკული მომენტები
მოქცევის შემდეგ ახალგაზრდა ჯერ კიდევ შორს დგას სტატუსისგან მწიფე ქრისტიანი. მას სჭირდება დრო რათა რწმენაში, იმედსა და სიყვარულში გაიზარდოს. ისევე, როგორც ჩვენც, მასაც სჭირდება ბიბლიის რეგულარული კითხვა და გადაწყვეტილებების ლოცვით მიღება. მან უნდა ისწავლოს სხვების პატიება, როგორც იესომ გვაპატია (მათე 6:14-15). ასევე ქრისტეს მოწოდების აღსრულება და სხვების საქციელების განუსჯელობა (მათე 7:1-5).

მოქცეული მალევე ამჩნევს სხვა ქრისტიანების სისუსტეებს. ის ხედავს მწყემს, რომელიც თავაწეული დადის კათედრასთან და ქადაგებს, იქიდან ოდნავ შეცვლილი ხმით. ის ხედავს, რომ ეკლესიაში მდიდარი და ღარიბი ადამიანებიც არიან, მდიდრებს მეტი ყურადღება ექცევათ, ღარიბებს კი იშვიათად ამჩნევენ. კვირის მსახურების მოდა არ გამორჩებათ ხოლმე, ისევე როგორც მომსვლელი ადამიანების განკითხვა. როგორც კი არეალზე გამოჩნდება ადამიანი, ვისზეც ცუდათ საუბრობდნენ, ყველა ისევ დადებითი განწყობით არის მის მიმართ. ,,თვალთმაქცები“ ამბობს ახალმოქცეული. ზოგიერთი მწყემსი კი ჰგავს ფარშევანგს, რომელიც მსახურების დროს შლის თავის კუდს, მათში ბევრი სიამაყე და ცოტა სიყვარულია. კიდევ ცოტაც და ახალმოქცეული იტყვის: ,,ქრისტიანი არაფრით არ სჯობია მუსულმანს“. არც მათ აქვთ ნაკლები გაყრები, გულქვაობა რომელიც ყველა ადამიანს ხვდება თვალში.

რა უნდა ისწავლოს ახალმოქცეულმა აქედან? - სულიერი პრინციპი პატიებისა, სხვებისთვის შუამდგომლობა, საკუთარი თავის უარყოფა, საკუთარი თავის მხელა ღმერთის წინაშე და სულიერი მორჩილება. ქრისტიანობის საიდუმლო მდგომარეობს პატიებაში და არა სრულყოფილებაში. ჩვენ უნდა ვპატიობდეთ ერთმანეთს დღეში 490-ჯერ.

მერეოს მხრივ კი მწიფე ქრისტიანებმა უნდა ისწავლონ, რომ არ გააკრიტიკონ ახალმოქცეულები. დიახ ჯერ კიდევ მათ ბაგეებზე ისლამური გამონათქვამებია, სიახ ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებაში მათ უწევთ ბევრი რამის შეცვლა და ქრისტეს დამსგავსება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს. მათ დრო სჭირდებათ, რომ ისწავლონ დღეში 8 საათი მუშაობა, რათა შეინახონ ოჯახები. პოლიტიკაში კი უნდა ისწავლონ, რომ არ უნდა წყევლონ მტრები, არამედ ილოცონ მათთვის. კოლექტიურ ზიზღს მეზობელი ერების მიმართ, აღმოფხვარც მოუწევთ. მოუწევთ უარი თქვან სატელევიზიო გარყვნილ გადაცემებზე, არაწმინდა აზრებზე და სურვილებზე და ამ ყველაფერზე გაიმარჯვონ სულიწმიდით. პასიურობა და ფანატიზმი კი გადალახონ, ქრისტეს გაცნობიერებული მორჩილებით. განწმენდის გარეშეც მოქცეული ვერ იხილავს ღმერთს.

სად უნდა ვიპოვოთ ამ პრობლემებზე პასუხი? როგორც ქრისტიანები ჩვენ დედის თვალებით უნდა ვუყურებდეთ ახალმოქცეულებს და არა პოლიციელის ან ზედამხედველის თვალით. ბოლო კი ხედავს დანაშაულს და მას თავის პროტოკოლში წერს, ხოლო დედა რომელიც ხედავს შვილი შეცდომებს, სჯის მას სიყვარულით გამოსწორების მიზნით.

დედა თავის ახალდაბადებულ შვილს უცვლის საფენებს დღეში რამდენჯერმე. ეს არ არის სახალისო დავალება, თუმცა დედა ან მამა ამას სიყვარულის გამო აკეთებენ. რამდენი ხანი გააკეთებენ ამას, 1 თვე, 3 თვე, მერე დაიღლებიან და გადააგდებენ ბავშვს თავისი საფენებით სანაგვე ყუთში? ეს არასდროს მოხდება, რატომ? იმიტომ, რომ დედა დედაა, მამა კი მამა. ისინი დაბანენ თავიანთ შვილს უთვალავჯერ, წლები, იქამდე სანამ ეს საჭირო იქნება, რადგან ამას სიყვარული უდევს საფუძვლად.

სულიერი თვალსაზრისით კი ჩვენ მუსულმანს წლები უნდა ვემსახუროთ, სანამ არ გამყარდება და არ დაიწყებს იესოს სახელით სხვების მომსახურებას. ძალა, რომელიც გარდაქმნის, მოდის ღმერთის ძისგან იმაზე ძლიერად, ვიდრე ჩვენ გვგონია ,, რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა. ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?“ (1 იოანე 5:4-6).

იესო ქრისტეს სიყვარული გვიბიძგებს ვემსახუროთ მათ, ვინც დატოვა ისლამის სული და წეს-ჩვეულებები და მიიღო ქრისტეს, რათა ემსახუროს მას. ამ დროს პირადი მაგალითი და ცალკეული ადამიანების ერთგულება, გადამწყვეტი ფაქტორია, როგორც თქვა პასტორმა ისკანდერ ჯადიდმა, ყოფილმა მუსულმანმა:

ქრისიტიანები, ჭეშმარიტი ქრისტიანები რომ იყვნენ,
არცერთი მუსულმანი არ დარჩებოდა მუსულმანად

8.05 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!

თუ ყურადღებით შეისწავლე ეს ბუკლეტი, მაშინ შეძლებთ მარტივად უპასუხოთ კითხვებს. ის, ვინც სწორად უპასუხებს კითხვების 90%, რომელიც მოცემულ 8 ბუკლეტშია, ჩვენი ცენტრისგან მიიღებს :

კურსის დახურვის სერთიფიკატს,
რომელიც დაგეხმარათ მუსულმანებთან იესოზე საუბრის შესწავლაში

ეს კეთდება თქვენი გამხნევებისთვის, რათა გააგრძელოთ ქრისტეს მსახურება.

  1. რომელი სამი წინააღმდეგობა უნდა გადალახოს უფლის მსახურმა, რომ შეძლოს მუსულმანის მოყვანა ქრისტესთან?
  2. რომელი ყველაზე დიდი პრობლემა განაცალკევებს ისლამს ქრისტიანობისგან?
  3. ვინ არის ალაჰი ისლამში?
  4. რას სთავაზობს იესო ქრისტეს მამა თავის შვილებს, რის შესახებაც მუსულმანებს წარმოდგენა არ აქვთ?
  5. რატომარ საუბრობენ ისლამში ალაჰზე, როგორც მამაზე?
  6. რას ნიშნავს წყალობა ისლამში და ქრისტიანობაში?
  7. რატომ შეუძლია მუსულმანს სთხოვოს ალაჰს აპატიოს მისი საქციელები და ამავდროულად საკუთარ თავს ცოდვილად არ თვლიდეს?
  8. რა სხვაობაა ისლამში წინასწარგანსაზღვრულობასა და ქრისტეში წინასწარ რჩეულობას შორის? რატომ ფეთქდებიან ხშირად მუსულმანები ემოციურად, მაშინ როდესაც არაბელი ქრისტიანები აქტიურობით გამოირჩეოდნენ, პატიებასა და მოთმინებაში?
  9. რატომ არ არის ისლამში ჭეშმარიტების სული? რა ვითარებებში აძლევს მუსულმანი მოტყუების ან ფიცის დარღვევის უფლებას საკუთარ თავს, შარიათის კანონის მიხედვით?
  10. რა სხვაობაა მუსულმან პოლიგამიასა და ქრისტიანულ მონოგამიას შორის?
  11. როგორ ატარებენ გაკვეთილებს ყურანის მასწავლებლები სკოლაში? რატომ ღებულობენ ბავშვები მეტ თეორიულ ცოდნას, ვიდრე გამოცდილებასა და პრაქტიკულად, პრობლემების გადაჭრის გზებს?
  12. რატომ არ გააუქმა ყურანმა და შარიათმა მონობა? როგორ აისახება თანასწორობის არ ქონის სული, ქარხნების მფლობელებსა და მუშებს შორის ურთიერთობაზე?
  13. რატომ ეწინააღმდეგება ისლამის სულს დემოკრატია? რატომ რჩება შეუცვლელ მიზნად, წმინდა ომი ისლამში, რომელიც რელიგიური სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი?
  14. რამდენი დრო სჭირდება მუსულმანს, რომ გარდაქმნას თავისი აზროვნება, დატოვოს მუსულმანური კულტურა და გახდეს მწიფე ქრისტიანი? როგორ მოქმედებს ეს ფაქტი, პრაქტიკული მსახურების დროს?
  15. რაზე საუბრობს ის ფაქტი, რომ მუსულმანები ჯერ კიდევ დამოკიდებულები არიან თავიანთ კლანზე და როგორ მოქმედებს ეს ფაქტი მსახურებაზე?
  16. სად წერია ყურანში, რომ მუსულმანებს არ უნდა ჰყავდეთ მეგობრები, ან ბიზნეს პარტნიორები ქრისტიანული და ებრაული საზოგადოებიდან?
  17. რატომ აძლევენ მუსულმანები საკუთარი ოჯახის წევრს, ქრისტიანული ლიტერატურის კითხვის უფლებას, მაგრამ უკრძალავენ ქრისტიანობის მიღებას? კლანიდან ვის ირჩევენ ისინი ამ საუბრებისთვის?
  18. როგორია ისლამში მშობლების სიის ჩამონათვალი, რაც გულისხმობს მათი შვილების დასჯას?
  19. რატომ არ უნდა დატოვოს ახალმოქცეულმა თავის მშობლები და ნათესავები მალე და როგორ უნდა მოიქცეს ის, სანამ საკუთარ რწმენაზე ხმამაღლა არ ვერ საუბრობს?
  20. რამდენ პროცენტს შეადგენს ლიბერალური და კონსერვატიული მუსულმანები, რომლებიც ყურანის და შარიათის მორჩილები არიან?
  21. როგორ უნდა მიხვდეს მუსულმანი, რომელი წიგნია ჭეშმარიტად გამოცხადების წიგნი და არის თუ არა ყურანი ღვთის სულიერი წიგნი?
  22. რომელი სამი ცოდვა არ მიეტევება მუსულმანს და რას ნიშნავს ეს ახამოქცეული ქრისტიანისთვის?
  23. ისლამისგან მოქცეული ქრისტიანი, რატომ უნდა დაისაჯოს სიკვდილით, თუ ყურანიც არ ითხოვს ამას?
  24. არის თუ არა ყველა ქრისტიანი მუსულმანი, როგორც ამას ყურანი ამბობს? როგორია ამ მუსულმანური ხაფანგის მიზანი და რა საშიშროებებს მალავს?
  25. რით განსხვავდება ბიბლიური კონტექსტუალიზაცია,, არაბიბლიური ჰუმანური კონტექსტუალიზაციისგან (მათე 16:21-23)?
  26. რატომ არის სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე ტყუილი, ხოლო სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე მკვლელი?
  27. სად შეუძლია ახალმოქცეულს იპოვოს ეკლესია, თუკი მრავალი ეკლესია არ არის მზად მის მისაღებად?
  28. რა არის მტავარი მიზანი იმისა, რომ ეკლესიის ლიდერები და ხუცესები, ვერ წყვეტენ ახალმოქცეულის მიღებას? როგორ შეგვიძლია გადავლახოთ ეს მდგომარეობა?
  29. როგორ უნდა მივიღოთ ახალმოქცეულები ჩვენს წრეში, რომ თავი კარგად იგრძნონ და ჩვენს ეკლესიაში იპოვოთ ახალი კლანი ან ბუდე?
  30. რატომ არის მუსულმანურ ქვეყნებში კარგი თავდაპირველად ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანების ერთად თავმოყრა, ვიდრე მათი ცალ-ცალკე ეკლესიურ კრებებზე ტარება?
  31. რატომ არის აუცილებელი, სამუშაო ადგილების შექმნა ახალმოქცეულებისთვის და რატომ უნდა ისწავლონ მუშაობა, ისევე როგორც სხვებმა?
  32. რატომ არ უნდა დავეხმაროთ არაფრის გამო ფინანსურად ახალმოქცეულებს და ნაცვლად ამისა მივცეთ მათ რაიმე პატარა სამუშაო?
  33. როგორ შეგვიძლია ახალმოქცეულს დავეხმაროთ იპოვოს ქრისტიანი თანამგზავრი და რატომ აღიქვამენ მუსულმანური ოჯახები ქრისტიანის ცოლად მოყვანას უფრო სერიოზულად, ვიდრე ნათლობას?
  34. რატომ არ ხდება ლეგალურად ქრისტიან წყვილების ქორწინება მუსულმანურ ქვეყნებში და მათი შვილები რატომ უნდა დარჩენენ, პასპორტის მიხედვით მუსულმანებად?
  35. როგორია ეკლესიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, თუ მუსულმანს ორი, სამი და ოთხი ცოლით სურს წყლით ნათლობა? უნდა გაშორდეს თუ არა ზედმეტ ცოლებს? რა უნდა უქნან საერთო შვილებს?
  36. ისლამიდან მოქცეული მამაკაცი, რატომ უნდა დაქორწინდეს ქრისტიანზე და არა მუსულმანზე? რა შედეგებია ორივეს შემტხვევაში?
  37. რატომ ვარდებიან შოკში მუსულმანები, ეკლესიური ხალხის საქციელებისგან? როგორი სულიერი პრინციპის გამოტანა შეიძლება აქედან?
  38. როგორი საქციელები უკვირთ ქრისტიანებს, ახალმოქცეული და-ძმებისგან? 
  39. რამდენი ხანი უნდა ვაპატიოთ მუსულმანს საკუთარი შეცდომები, იმის მოლოდინში სანამ არ იქცევა ნამდვილ ქრისტიანად?
  40. რაში მდგომარეობს მუსულმანებს შორის მისიონერული მსახურების წარმატების საიდუმლო? და რატომ მიაქვს პრაქტიკულ მსახურებას მეტი დრო, ვიდრე მისიონრობას მათ წრეში?

ყველა კითხვაზე პასუხის გამცემ მონაწილეს უფლება ექნება არა მხოლოდ მიწვდეს სხვა ლიტერატურას, არამედ ურთიერთობა იქონიონ იმ დამსახურებულ პირებთან ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ველოდებით თქვენ წერილობით პასუხებს, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ღმერთის წინაშე, თქვენზე, მკითხველზე, რომ უფალი დაგელაპარაკოთ და მოგცეთ გამოცხადება. რათა გატაროთ, განგამტკიცოთ, და დაგიცვათ სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.

შენი სამსახურში,

აბდ ალ-მასიხიდა მისი ძმები

გამოაგზავნეთ თქვენი პასუხები:

GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:

info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 04, 2022, at 12:36 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)