Home
Links
Contact
About us
Impressum
Site Map?


Afrikaans
عربي
বাংলা
Dan (Mande)
Bahasa Indones.
Cebuano
Deutsch
English-1
English-2
Español
Français
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
മലയാളം
O‘zbek
Peul
Português
Русский
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
Türkçe
Twi
Українська
اردو
Yorùbá
中文



Home (Old)
Content (Old)


Indonesian (Old)
English (Old)
German (Old)
Russian (Old)\\

Home -- Georgian -- 03. Basic Differences -- 6 Will Muslims go to Hell and Christians to Heaven?

This page in: -- Arabic? -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Indonesian -- Kirundi -- Portuguese? -- Russian -- Telugu

Previous booklet

03. ძირითადი განსხვავებები ისლამსა და ქრისტიანობას შორის

6 - მოხვდება თუ არა ყველა მუსულმანი ჯოჯოხეთში და ყველა ქრისტიანი ზეცაში?

უფლის მსახურები

აქვთ თუ არა უფლება ქრისტიანებს დაგმეს მუსლიმები ჯვარზე ქრისტეს სიკვდილის სახარების ცნობაზე უარის თქმის გამო? რას გვასწავლის ყურანი კითხვასთან დაკავშირებით, თუ ვინ წავა ჯოჯოხეთში? როგორ განსხვავდება ეს ჯოჯოხეთის შესახებ სახარების სწავლებასთან?



6.01 -- მოხვდება თუ არა ყველა მუსულმანი ჯოჯოხეთში და ყველა ქრისტიანი ზეცაში?

უფლის მსახურები

და შეიცნობთ ჭეშმარიტებას
და
ჭეშმარიტება
გაგანთავისუფლებთ თქვენ.

(იოანე 8:32)

ასეთი კითხვა თავისთავად იქნებოდა ძალიან დანაშაულებრივი, ცინიკური, ქედმაღლური და რასისტული, რომ არ არსებობდეს ყურანში აიათი, რომელშიც ალაჰი ემუქრება მუსულმანებს:

70 ...არ არის თქვენს შორის, ვინც ვერ შევა (გეენაში); შენი უფლისთვის ეს - გადაწყვეტილი (განსაზღვრული) დადგენილებაა. 71 ხოლო შემდეგ ჩვენ გადავარჩენთ მათ, ვინც იყვნენ ღვთისმოშიშები და დავტოვებთ იქ (გეენაში) დანარჩენებს მუხლებზე. (სურა მარიამი 19:70-71)

ا٧١ وَإِنْ مِنْكُمْ إِلاَّ وَارِدُهَا كَانَ عَلَى رَبِّكَ حَتْماً مَقْضِيّاً ٧2 ثُمَّ نُنَجِّي الَّذِينَ اتَّقَوْا وَنَذَرُ الظَّالِمِينَ فِيهَا جِثِيّاً (سُورَةُ مَرْيَمَ ١٩: ٧٠-٧١)ا

ეს აპოკალიფსური საუბარი ალაჰის მიერ იწყება მუქარით, ყველა უმართლო ადამიანის მისამართით, რომლებიც უარყოფენ მკვდრების აღდგომას. ალაჰი აფრთხილებს მათ, მრავლობითი სახელით და ამასთანავე საკუთარ თავს იმაღლებს:

68 და შენს უფალს ვფიცავ,
ჩვენ შევკრებთ მათ (ასევე) და დემონებს (მათთან ერთად),
შემდეგ ჩვენ შევკრებთ გეენის გარშემო მათ მუხლებზე მდგომთ.
69 შემდეგ კი გამოვარჩევთ ყველა პარტიისგან ყველაზე მომსმენს.
70 შემდეგ -
ჩვენ ხომ უკეთ ვიცით მათ შესახებ, ვინც უნდა დაიწვას იქ.
71 ...არ არის თქვენს შორის, ვინც ვერ შევა (გეენაში);
შენი უფლისთვის ეს - გადაწყვეტილი (განსაზღვრული) დადგენილებაა.'''
(სურა მარიამი 19:68-71)

ا٦٨ فَوَرَبِّكَ لَنَحْشُرَنَّهُمْ وَالشَّيَاطِينَ ثُمَّ لَنُحْضِرَنَّهُمْ حَوْلَ جَهَنَّمَ جِثِيّاً ٦٩ ثُمَّ لَنَنْزِعَنَّ مِنْ كُلِّ شِيعَةٍ أَيُّهُمْ أَشَدُّ عَلَى الرَّحْمَانِ عِتِيّاً ٧٠ ثُمَّ لَنَحْنُ أَعْلَمُ بِالَّذِينَ هُمْ أَوْلَى بِهَا صِلِيّاً ٧١ وَإِنْ مِنْكُمْ إِلاَّ وَارِدُهَا كَانَ عَلَى رَبِّكَ حَتْماً مَقْضِيّاً (سُورَةُ مَرْيَمَ ١٩: ٦٨-٧١)ا

ამ საზარელ მუჰამედის საუბარში ჩანს, რომ ის ყველა თავის მიმდევარს აგზავნის დაუცხრობელ გეენაში და იქნებ ერთხელაც მივიდეს და გამოიყვანოს იქიდან ღვთისმოშიშნი. და არა მხოლოდ უმართლოები, არამედ ქრისტიანებიც საიდუმლოდ დაიწვებიან გეენაში (სურა იმრანის ოჯახობა 3:56; მაგიდა 5:72-73; წინაღობა 7:38-39; კოშკები 85:10;).

6.02 -- რას ამბობს ამ აიათის შესახებ მუსულმანი ბიოქრაფი იბნ ხიშამი

დაამყარა რა მოლაპარაკება მუჰამედმა მექაში ჩვ.წ 630 წელს, უბრძანა თავის ჯარს მომზადებულიყო ბრძოლისთვის ბიზანტიელ ქრისტიანებთან, ჩრდილოეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე. მექაში და მედინაში აღარ დარჩა ნადავლი, რამდენადაც ბედუინების უმეტესობა დაემორჩილა ისლამს (სურა ოთახები 49:14). მუსულმანები მერყეობდნენ, რადგანაც არ სურდათ ზაფხულში ამ სიცხეში ებრძოლათ იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც ძალით მათზე ძლიერი იყო. მაშინ მუჰამედი გაბრაზდა მოავლინა მათზე რისხვა და ამის გამო უმეტესმა აიღო იარაღი და წავიდა ქრისტიანებთან შესაბრძოლებლად.

ერთ-ერთმა მებრძოლთაგანმა აბდალა იბნ რაბახმა, მოისმინა რა ჯოჯოხეთის მუქარა ატირდა და თქვა: არ ვიცი ერთხელაც იქ მოხვედრილი, თავს როგორ დავაღწევ გეენას.

მან შეთხზა მუხლი, რომელიც ალაჰს სთხოვს წყალობას ტანჯვითი სიკვდილისგან, რადგან მუჰამედი ქადაგებდა, რომ მხოლოდ ამ გზით იქნება მუსულმანი დარწმუნებული იმაში, რომ მოხვდება სამოთხეში (სურა იმრანის ოჯახობა 3:142, 157-159, 169-170; მონანიება 9:19, 88, 89, 111; მუჰამედი 47:4-6; გამარჯვება 48:17; მწკრივები 61:10-12).

აბდალი დაიღუპა ომში მუჰამედის აყვანილ შვილ ზეიდომთან და მის ნათესავ ჯაფარომთან. იწვნია რა დამარცხება, მუჰამედმა უკან დააბრუნა თავისი ჯარი და ფიცი დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდიდა რომის იმპერიის ქრისტიანებს (იბნ ხიშამი, მუჰამედის ცხოვრება, წიგნი II).

ყურანის განმმარტებლებისთვის ძალიან რთულად ასახსნელია ეს აიათი, რომელშიც საუბარია მუსულმანების ჯოჯოხეთურ ტყვეობაზე. თუმცა ვერანაირი ახსნა ვერ შეცვლის იმას, რომ ყურანში დაწერილ ტექსტში ნაგულისხმევია მუჰამედის ყველა მიმდევრის ჯოჯოხეთში მოხვედრა.

6.03 -- რას წერდა ამ აიათის შესახებ ყურანის ძირითადი განმმარტებელი ალ-ტაბარი

ალ-ტაბარი (მოკვდა ჩვ.წ 923) ამ აიათის თავის განმარტებაში, პირისპირ აყენებს რამოდენიმე ტრადიციას, რომელთა ზოგიერთი ტრადიციაც ავსებს ერთმანეთს, ხოლო სხვები ეწინააღმდეგებიან და ყველა ეს ტრადიცია მუჰამედს ეწერება.

მისი განმარტებით ყველა მუსულმანი არა მხოლოდ ჯოჯოხეთის კიდემდე მივა, არამედ შევა კიდეც მასში.

ყველა მორწმუნე თუ ურწმუნო, კეთილსინდისიერი თუ უწმინდური, უნდა შევიდეს ამ ჯოჯოხეთში და თუ არ შევა უნდა გაიაროს კიდეც.

სხვა გადმოცემები კი გვაუწყებს, რომ ღმერთის მოშიშნი მოხვდებიან ჯოჯოხეთში, მაგრამ ჯოჯოხეთის იმ ნაწილში ცეცხლი ჩაქვრება და ისინი უვნებლად გაივლიან იმ ადგილს სამოთხეში მოსახვედრად.

სხვა აზრების თანახმად მთელი სამყარო ცეცხლის ალში იქნება გახვეული, მკვდრეთით აღდგომის დღეს და ყველა ადამიანი დაიწვება ცეცხლით.

ზოგიერთები კი ასე მსჯელობდნენ, რომ მაღალი ტემპერატურისგან ზოგიერთები დაზარალდებიან და მათგან ალაჰის ნებართვით იქნება რამდენიმე განსაკუთრებული ადამიანი გამოყოფილი, რომლებიც აცდებიან ამ ჯოჯოხეთურ ცეცხლს.

სხვები კი ხაოდნენ იმის გაგონებაე, რომ ვერანაირად ვერ აცდებოდნენ ჯოჯოხეთს. სხვები კი ოხრავდნენ: ნეტა საერთოდ არ დავბადებულიყავი, ვიცი რომ ჯოჯხოეთში მოვხვდები, მაგრამ არ ვიცი იქიდან თავს როდის დავაღწევ!

ზოგიერთი მუსულმანი იხსენებდა ჯოჯოხეთის მაღლა არსებულ ხიდს, რომელზეც უნდა გაიაროს ყოველმა სულმა, მუჰამედი ამბობდა, რომ ეს ხიდი დანის პირის მსგავსად ვიწრო იქნება და ეშმაკები ყველანაირად ეცდებიან შიგნით ჩააგდონ ყველა, ისინიც კი ვინც უნდა გადავიდეს. თუმცა ალი ყველა ადამიანს მოედება. საუკეთესო მუსულმანები კი წამში გაივლიან ამ ხიდს, კეთილებიც გადაფარფატდებიან, ძალიან მონდომებულები ცხენის სისწრაფით გადავლენ, ხოლო მცირედ მორწმუნენი იმაზე სწრაფად ვერ წავლენ ვიდრე თხების ფარა.

ზოგიერთი მუსულმანი, რომელიც პირადად იცნობდა მუჰამედს ამტკიცებდა, რომ გაიგონეს თუ როგორ საუბრობდა ის, რომ მისი მიმდევრები ჯოჯოხეთს თავს დააღწევენ არა ერთდროულად არამედ ერთი მეორეს მიყოლებით, იმის გათვალისწინებით თუ როგორ ასრულებდნენ რელიგიურ წერილებს. ხოლო დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ყველა ადამიანი რომელიც აღიარებდა, რომ ,,არ არის სხვა ღვთაება ალაჰის გარდა“ იქნება ცეცხლისგან დახსნილი. საბოლოოდ კი ყველა ვისაც ალჰის და წინასწარმეტყველის სწამდა, იქნება დახსნილი ტანჯვებისგან, მისი რწმენის სიძლიერის მიუხედავად. ხოლო ყველა კერპთაყვანისმცემელი ინდოელი, ბუდისტი, იუდეველი, ქრისტიანი და ყველა ცინიკოსი მოხვდება საუკუნო ცეცხლში და დაიწვება.

ზოგიერთი მუსულმანი ამტკიცებდა, თუ როგორ გაიგო წინასწარმეტყველის ბაგიდან, რომ მუსულმანების კეთილი საქმეების გათვალისწინება დამოკიდებულია მათ მიერ დედამიწაზე რელიგიური წერილების შესრულებაზე, ისეთებზე როგორებიცაა: ლოცვა თავდახრით დადგენილ დროს დღეში ხუთჯერ, მარხვა მზის ჩასვლამდე რამაზანის თვეში, რელიგიური გადასახადების გადახდა, მომლოცველობა მექაში და სრული მონაწილეობა წმინდა ომში. იმაზე თუ რამდენად იცავდნენ ისინი ყველა ამ დაწერილს იქნება დამოკიდებული ცეცხლში ტანჯვის სიდიდე: ერთნი იდგებიან გავარვარებულ ნახშირზე, სხვები მუხლებზე, ზოგიერთნი იქნებიან მთელი სხეულით ჩაფლულნი ყელამდე. მუსულმანებს სახე არასდროს დაეფარებათ გავარვარებული ნახშირით, რათა ჰქონდეთ ალაჰის რწმენის აღიარების შესაძლებლობა. ხოლო რაც შეეხებათ სხვებს მათ ალი სრულიად შთანთქავს. თუკი მუსულმანები ცეცხლში გამუდმებით გაიმეორებენ რწმენის აღიარებების ორ ნაწილს, მაშინ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ თავს დააღწევებ ჯოჯოხეთურ ტანჯვას და აყვანილ იქნებიან სამოთხეში. იქ ანგელოზები დაასველებენ მათ ,,სიცოცხლის წყლებით“, განკურნავენ მათ ჭრილობებს, რომლებიც მათ გეენაში ყოფნისას მიიღეს. ისე, რომ მათგან ნაიარევებიც არ დარჩებათ.

6.04 -- რას წერს ამ აიათის შესახებ არ რაზი ყურანის მისტიკოსი განმმარტებელი

ფახრუდინ არ რაზი გარდაიცვალა 1209 წელს ჩვ.წ. რომელიც ყურანის ერთ-ერთი ბოლო კომენტატორი იყო და მან უფრო მეტად გაშალა ალ ტაბარის მრავალი არგუმენტი. ასევე ამატებს მუჰამედის შესახებ შემდეგ გადმოცემებს.

როდესაც თავდაჯერებული მუსულმანები ხვდებიან ჯოჯოხეთში, მათ ის მშვიდობისა და სიხარულის გრილ ადგილად მიაჩნიათ. აბრაამმა უკვე გადაიტანა მსგავსი რამ, ცეცხლოვან ფეჩში ყოფნისას. (სურა წინასწარმეტყველი 21:68-69).

არ რაზი წერს, რომ ღვთისმოშიში მუსულმანები განმტკიცდებიან რწმენაში, იგრძნობენ რა ჯოჯოხეთში სიგრილეს და დააკვირდებიან უღმერთოების ტანჯვას, ქვესკნელის ნათელ ალში. ამის შემდეგ კი მათი სამოთხის ნეტარებების მოლოდინი გამძაფრდება და ცოდვილების ტანჯვის გაცნობიერება იმატებს. ამასთანავე მუსულმანებისთვის ჯოჯოხეთში ნათელი ხდება, რომ ყურანში სრული სიმაღტლე წერია და რომ ალაჰის გაფრთხილებები სწორი იყო.

ხოლო ჯოჯხოეთში მუხლებზე მდგომთაგან ურწმუნოები - ნახევრად ათეისტები არიან. ისინი დგებიან გავარვარებულ ნახშირზე მუხლებით, ტირიან რა და ითხოვენ სიგრილეს, მაშინ როდესაც მუსულმანები ტრიუმფით დატოვებენ თავიანთ გრილ გამოქვაბულს.

6.05 -- ჯოჯოხეთის მუდმივი არსებობა ისლამში

ეს ციტატები ყურანის განმმარტებლებისგან, რომ ისმის ნათლად გვიჩვენებს თუ რამდენად დიდი ნაწილი უკავია ჯოჯოხეთს, მუსულმანების აზროვნებაში. მუსულმანებისთვის ჯოჯოხეთი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქრისტიანებისთვის. მუჰამედი ასზე მეტჯერ ახსენებს ამ სიტყვას (ჯახანან 77-ჯერ და ჯახინ 26-ჯერ). მუჰამედის მიმდევრები ბევრს კითხულობენ ჯოჯხოეთურ ტანჯვებზე, რომლებიც მათ მოელით.

ერთხელ ერთ-ერთ კრებაზე სერა ლეონემ ერთ-ერთმა მუსულმანმა პოლიცილემა გამოწივია ქრისტიანი მქადაგებელი. მან მიმართა მთელ ეკლესიას: ,,თქვენ ქრისტიანები - მხდალები ხართ, სრულ სიმართლეს არ გვიყვებით!“ მქადაგებელმა სთხოვა აეხსნა რას გულისხმობდა, პოლიციელმა კი თქვა: ,,მართალია თუ არა, რომ მუსულმანები ჯოჯოხეთში მოხვდებია?“ ქრისტეს მოწმე შეცბა, უცებ ილოცა გულში და თქვა: ,,თქვენ იმედს შარიათზე ამყარებთ! მაგრამ სრულყოფილად მისი შესრულება არ ძალგიძთ. თქვენ არ გილოციათ დღეში 5-ჯერ, ყოველთვის არ გიმარხულიათ რამაზანის თვეში, არ გადაგიხდიათ მისაცემლები და შესაწირავები. და როგორ ექცევით თქვენს ცოლებს, შვილებს და ქვეშევრდომებს. თქვენ გაგასამართლებთ კანონი, რომლის იმედიც გაქვთ. შარიათის გამო მოხვდებით ჯოჯოხეთში“.

მქადაგებელი აგრძელებდა: ,,ჩვენ ქრისტიანები, მუსულმანებზე უკეთესები არაფრით არ ვართ, მაგრამ ჩვენ საკუთარ იმედებს კანონზე კი არა, იესო ქრისტეს მადლზე ვამყარებთ. თქვენ კანონის საფუძველზე იქნებით გასამართლებულნი, ჩვენ კი იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით“.

6.06 -- კანონი განიკითხავს ყველას

ვინც ყურადღებით წაიკითხავს პავლე მოციქულის წერილს და გაჰყვება მის აზრსს რჯულისა და მადლის შესახებ, ის უფრო ნათლად მიხვდება ისლამის პრობლემას. მუჰამედის რელიგია - ეს ,,კანონზე დაფუძნებული რელიგიაა“. მუსულმანები თვლიან, რომ ისინი შებოჭილნი არიან ყოველდღიური თაყვანისცემისა და დადგენილებების შესრულების აუცილებლობით და ასევე ფიქრობენ, რომ მათი დაუცველობის შედეგად, სასტიკად დაისჯებიან. ისინი თვლიან, რომ თავად ალაჰმა დაადო მათ ეს მოვალეობები, თუმცა მუსულმანების უმეტესობას მწირე წარმოდგენა აქვს კანონის შესახებ. ამასთანავე ისლამის 5 სკოლა სხვადასხვა აზრს ატარებს შარიათის კანონებთან მიმართებაში. ამასთანავე ფუნდამენტალისტები ცდილობენ ყველა მუსულმანურ ქვეყანაში მიიღონ და შეიტანონ ძალაში შარიათის კანონები, ისინი იმედოვნებენ მათი შესრულებით გამართლებას ალაჰის წინაშე და სამოთხის დამკვიდრებას. გამოკვლევებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ისლამი ერთ-ერთი სახეობაა საკუთარი ძალებითა და საქმეებით გამართლების.

მაგრამ სახარება ამტკიცებს, რომ ვერავინ შეძლებს სრული სიზუსტით შეასრულოს კანონები (რომაელთა 3:20; გალათელთა 2:16 და სხვა). ხოლო ვინც ერთ მცნებას მაინც დაარღვევს - ის წინ აღუდგა კანონის დამწესებელს (იაკობი 2:10). სწორედ ამ საქმეზე აკეთებს პავლე აქცენტს.

,, ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: "წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს“ (2 რჯული 27:26; გალატელთა 3:10),

6.07 -- კანონის ფანატიკოსების სიმცდარე

ღმერთი არ არის ვაჭარი, რომ აწონოს ბოროტი და კეთილი საქმეები სასწორზე (სურა ქალები 4:29; მონანიება 9:111; ჰუდ 11:114; ანგელოზები 35:29-30). როგორც ვაშლის ხის ნაყოფი ვაშლია, ასევე ადამიანის ცოდვილი ბუნება ჩანს მის ცოდვებში, მაგრამ ყურანი მუსულმანს არ ატყობინებს იმის შესახებ, რომ ის - დაღუპული ცოდვილია, მისთვის ღმერთის სიწმინდეც უცხოა და არ ცდილობს თავის თავში დაჯაბნოს ეგოიზმი. ალაჰი მუსულმანებისთვის არ არის სტანდარტი (მათე 5:48; ლუკა 6:36). ალაჰსა და თავის ქმნილებებს შორი არ არის შეხების წერტილი მათ შორის სამუდამოდ რჩება გადაულახავი უფსკრული.

ხოლო ძველ აღთქმაში პირიქით ხდება, უფალმა უბრძანა თავის ერს: ,,იყავით წმიდები, ვინაიდან მე ვარ წმიდა!“ (ლევიანთა 11:44, 19:2; 1 პეტრე 1:15-16). ღმერთის უცოდველობა ჩვენს ცოდვილ ბუნებას ამხელს (ესაია 6:3-7). ადამიანი რამდენადაც ახლო არის ღმერთთან მით მეტად აცნობიერებს საკუთარ ცოდვილობას და მისი სიამაყეც იმსხვრევა, ყოველშემძლე ღმერთთან შეხების შემდეგ.

ისლამში კი ყველაფერი პირიქითაა: ალაჰი შორეულ ღვთაებად რჩება, სწორედ ამიტომ ვერ აცნობიერებენ მუსულმანები, რომ იღუპებიან თავიანთ ცოდვებში, როგორც დანარჩენი სხვა ადამიანები. მუსულმანები თავს იტყუებენ იმ ფიქრით, რომ კანონის კარგი შემსრულებლები არიან, სინამდვილეში კი ამაყი ფარისევლები არიან. მაგრამ ბიბლიაში დაწერილია: არავინაა სიკეთის მქმნელი (დაბადება 6:12; ფსალმუნი 13:1-4; რომაელთა 3:10-12). მუჰამედი და ჰუმანისტები საერთოდ სხვა რამედ გვასწავლიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანი კარგია და თავად შეუძლია შეცვალოს ყველაფერი კარგისკენ, საკუთარი თავის ჩათვლით (სურა ქალები 4:28; ჰუდ 11:114; ობობა 29:9).

ბიბლია გვიცავს ასეთი თავის მოტყუებისგან და გვასწავლის სხვა გზას, თუ როგორ გადავლახოთ დანაშაულის და უმართლობის განცდები ჩვენში. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვილები ვართ და ღმერთის წინაშე გამოვთქვათ ეს, ათი მცნება დაგვეხმარება, რომ სწორად მოვიქცეთ ამ ქვეყანაში (გამოსვლა 20:2-17). ამასთანავე ისინი განგვიკითხავენ ჩვენი ცოდვებისთვის, დანაშაულებებისა და ჩაშვებისთვის. ამასთანავე იესო გვიჩვენებს, რომ ადამიანის ზრახვებიც კი შებილწულია. (მათე 15:17-20, 5:21-48).

ცოდვილის გარდაქმნა მისი გულის, სინდისის და გონების განახლებით უნდა მოხდეს. ვინც არ ინანიებს ის ვერ გადარჩება კანონით გასამართლებისგან. ,, თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.“ (1 იოანე 1:8-10).

მუსულმანები აცნობიერებენ საკუთარ ქცევებს და მუჰამედის მსგავსად ევედრებიან ალაჰს ცოდვების პატიებას (სურა მორწმუნეები 40:55; მუჰამედი 47:19; გამარჯვება 48:2; დახმარება 110:3). მაგრამ ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარ შეუმდგარობას და კიდევ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ გამოისყიდონ თავისი ბოროტი საქმეები კეთილით. ეს ცბიერი წინადადება ისლამის ძირითადი ცდომილებაა!

მარტინ ლუთერი ამოწმებდა ერთ-ერთ თავის სიმღერაში:

ჩემში არ იყო სიკეთე,
განწირული ვიყავი ჯოჯოხეთისთვის!

ლუთერის აღიარება ნათლად გვიჩვენებს, რომ ქრისტიანები არაფრით ჯობიან მუსულმანებს, ერთნიც და მეორენიც იმსახურებენ ჯოჯოხეთს, რადგან არ ცხოვრობენ ღვთის სიყვარულის მიხედვით (დაბადება 1:27; რომაელთა 3:23-24).

6.08 -- შეურიგდით ღმერთს!

სხვა მხრივ, რომ შევხედოთ იესო, როგორც ღვთის კრავი მოვიდა, რომელმაც აიღო ქვეყნიერების ცოდვები (იოანე 1:29-36). იესომ ყველა ადამიანი შეარიგა წმინდა ღმერთს, საკუთარი ტანჯვებითა და სიკვდილით (2 კორინთელთა 5:19-21). ყველას ვაძლევ უფლებას გადარჩეს! ,,ვინაიდან, ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. (იოანე 3:16).

ვინ მიიღებს ამ ღმერთის მადლს. ვინ აღიარებს საკუთარ ცოდვებს და გამართლდება ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით? კითხვა იმაში არ მდგომარეობს იქნება თ არა ადამიანი ჩაგდებული ჯოჯოხეთში: მუსულმანები და ქრისტიანები, არამედ იმაში, თუ ვინ მიიღებს მადლის ძალას, რომელიც ქრისტეს აქვს თითოეული თქვენგანისთვის (რომაელთა 5:1) იესომ დაგვარწმუნა:

,, ჭეშმარიტად,
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ,
ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი,
მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე,
არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.“

(იოანე 5:24)

თუმცა ქრისტიანთა უმეტესობა საკუთარი თვითკმაყოფილებით უარყოფენ, მათთვის მინიჭებულ მადლს და ქრისტეს გადარჩენას, ხოლო მუსულმანთა უმეტესობა უარყოფს ქრისტეს ჯვარცმას და იმასაც, რომ სულიწმიდა არსებობს, რადგან სხვადასხვა ყურანის სურებში მტკიცებულებაა თითქოსდა, მარიამის ძე არ მომკვდარა ჯვარზე (სურა იმრანის ოჯახობა 3:55; ქალები 4:157). სულიწმიდა კი ნამდვილად - ანგელოზი გაბრიელია.

მაგრამ, როგორც ქრისტიანებს ასევე მუსულმანებს აქვთ უფლება ღმერთთან ურთიერთობით აწყობილ ცხოვრებაზე. ვერავინ გამართლდება საკუთარი დამსახურებებით. გამართლება მხოლოდ ქრისტე მხსნელის მადლით არის შესაძლებელი (ეფესელთა 2:8-9). ვისაც სწამს მისი - ის არ მოხვდება ჯოჯხეთში, ხოლო ვინც უარყოფს მას - ის უარს ამბობს საკუთარი მადლის მიღებაზე და ირჩევს საკუთარი თავისთვის მარტოობას, მოუსვენრობას და ღმერთთან გახლეჩილ ურთიერთობას.

6.09 -- უსარგებლოა თუ არა ჩვენი კეთილი საქმეები?

იესო იცავს თავის მსმენელთ: ,, ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს“ (მათე 7:21). კეთილშობილური საქციელები ვერ გადაგვარჩენენ, მხოლოდ იესო ქრისტესთან ურთიერთობა გვაძლევს ცოდვებისგან თავისუფლებას, ასევე ღმერთის სასამართლოსგან, სატანის მარწუხებისგან და სიკვდილის ძალაუფლებისგან (იოანე 11:25-26). ,, ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი“ (იოანე 3:18). იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ვაღიარებთ, ჩვენს მამა ღმერთს და ღვთის ძეს იესოს: ,, ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.“ (1 იოანე 5:12).

შეიძლება ვიღაცამ პროტესტი გამოხატოს: ,,საუბრობდა რა იესო ქრისტე სამსჯავროს დღეზე ასწავლიდა, რომ მხოლოდ კეთილის საქმეების ჩამდენი მოხვდებიან ზეცაში და სხვა ყველა დანარჩენი იქნება ჩაყრილი გეენაში“ (მათე 25:31-46).

როგორც უკვე ავღნიშნეთ აქამდე ბიბლია გვაძლევს ასეთ აზრზე პასუხს: საკუთარი ცხოვრების მანძილზე მართალნი, არა მარტო კარგად არამედ ცუდათაც იქცევიან. და უმართლოებმა ჩაიდინეს არა მარტო ბოროტი არამედ კეთილი საქმეებიც. ამ 2 ადამიანთა ჯგუფს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთისგან გამართლებულებმა აღიარეს მის წინაშე საკუთარი ცოდვები განიწმინდეს სინდისი ქრისტეს სისხლით. ამ გზით ყველაფერი ნეგატიური რაც წარსულიდან მოდის იშლება. დარჩა მხოლოდ კეთილი საქმეები, რომლებიც უფლის მადლით განხორციელდა.

ხოლო ისინი ვინც მართლებად თვლიდნენ პირიქით არ ეგუებოდნენ. ისინი არ აღიარებდნენ საკუთარ ცოდვებს ღმერთის წინაშე და უარი თქვეს ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის მიღებაზე. საბოლოო ჯამში არაფერი რჩება გარდა ბრალისა, მხოლოდ ჯვარცმული ღვთის ძე გვიხსნის და განგვწმენს მამის მსახურებისთვის: ,,... ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე“ (იოანე 3:36).

6.10 -- ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში და ვინ არა?

ყველა ქრისტიანი, მუსულმანი, იუდეველი, ბუდისტი, რომელიც ცდილობს ლოცვებით, მარხვებით, მსხვერპლებით და მომლოცველობით, იტყუებს საკუთარ თავს და შედის განგაშის და ღმერთისგან გაუცხოების მდგომარეობაში, რომელიც მთავრდება დაგვიანებული სინანულით (ლუკა 16:19-31). თუკი ადამიანები ეყრდნობიან საკუთარ ზნეობას, რა კანონსაც არ უნდა ენდობოდნენ, იმავე კანონით განისჯებიან იქცევიან რა ასე ისინი თავად ირჩევენ ჯოჯოხეთს. და პირიქით ვინც ღებულობს იესო ქრისტეს, როგორც ღვთის რისხვისგან მხსნელს, გამართლდება ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით (რომაელთა 3:24-28). ასეთი ადამიანი თითქოსდა ჯოჯოხეთში არ მოხვდება.

ქრისტეს სახელში არის გამომსყიდველი ძალა ,,ის საკუთარ ხალხს, მათი ცოდვებისგან იხსნის “ (მათე 1:21). მადლის ეპოქაში ღმერთის ძე ეძებს მიმდევრებს ხალხებს შორის, რელიგიებსა და ტომებში (გამოცხადება 7:9-17). დღეს მათ შორის იუდეველები, მუსულმანები და ქრისტიანები არიან იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ისნი ახლაც კი ატარებენ საუკუნო სიცოცხლეს და ცხოვრობენ ღვთიურ მშვიდობაშ, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება (ფილიპელთა 4:7).

6.11 -- რას ამბობდა იესო ჯოჯოხეთზე?

იესო 15-ჯერ ახსენებს ჯოჯოხეთს ახალ აღთქმაში. (მათე 5:29-30; 10:28, 11:23, 16:18, 23:15; მარკოზი 9:43-47; ლუკა 8:31, 10:15, 16:23; გამოცხადება 1:18). ღმერთის ძე ამ თემას სიფრთხილიდ ეხებოდა, რადგან მიმდევრებში შიშით მყოფი ადამიანები არ სურდა. ის უბრალოდ იცავდა მათ ამ ტანჯული რეალობისგან (მარკოზი 1:24), მათთდამი სიყვარულის ნიშნად.

იესო ქრისტეს დაბადების ღამეს ბეთლემში მწყემსებს ანგელოზი ეჩვენათ, მან უბრძანა არ ედარდათ თავიანთი ცოდვებისთვის, რომლებიც იმ წამსვე ნათლად გააცნობიერეს. ნაცვლად ამისა ანგელოზმა მოუტანა მათ ,,უდიდესი სიხარული“ (ლუკა 2:10). იმ დროიდან ყველა მორწმუნისთვის ჟღერს ღვთის აღთქმა: ,, ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ“ (ესაია 43:1).

მაგრამ იესო არ მოსულა მხოლოდ ჩვენი ცოდვების მისატევებლად, მას მხოლოდ ნეგატიურის წაღება კი არ სურდა ჩვენი ცხოვრებიდან, არამედ საუკუნო სიცოცხლის მოცემა ყველასთვის, ვინც მიიღებდა მის პატიებას (იოანე 3:16, 10:10). ის ევედრებოდა ჩვენთვის თავის პირველ ლოცვაში: ,, მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე’’ (იოანე 17:24 და იხილეთ 12:26, 14:2-3; 1 იოანე 3:1-3).

იქამდე 600 წლით ადრე მისცა უფალმა წინასწარმეტყველ ეზეკიელს შემდეგი გამოცხადება: ,, ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ“ (ეზეკიელი 36:26-27; ფსალმუნი 50:12-14; იერემია 31:32-34).

ისლამში არ არის გაგება სულიწმიდის დავანების მუსულმანებში ან ღმერთის ძალით გონების განახლების. მუსულმანებს არ აქვთ ჭეშმარიტი იმედი საუკუნო სიცოცხლისა. მკვდრეთით აღდგომა ისლამში - ეს უბრალოდ ადამიანის აღდგინებაა ჩვეულ მდგომარეობაში ტკივილებითა და სურვილებით. ეს რელიგია არ აღიარებს სულის ზეციდან შობის საჭიროებას, არც მის შესაძლებლობას - ის ითხოვს მხოლოდ ადამიანის მორჩილებას შარიათის კანონებისთვის.

იმის შემდეგ რაც იესომ თავისი გამოსყიდველი მსხვერპლით გაანადგურა ,,შუაში აღმართული წინაღობა“, ღმერთსა და ყველა ცოდვილს შორის, უფალმა გადმოღვარა სულიწმიდა მოწაფეებზე, რომლებიც ლოცვაში ელოდებოდნენ მას (საქმეები 1:8; 2:1-4). ეს სული არის საუკუნო სიცოცხლე. (იოანე 6:63). ღმერთის სიყვარული (რომაელთა 5:5), საუკუნო ძალა ( საქმეები 1:8), უკიდეგანო თავმდაბლობა (მათე 11:29), ღრმა სიხარული (იოანე 15:11-17-13), აღვლენილი მადლიერება (ეფესელთა 1:14). სულიწმიდა წარმოქმნის ჩვენში კეთილ საქმეებს, რომლებიც განადიდებენ ღმერთს (გალატელთა 5:22-25). ამ სულის მეშვეობით ქრისტეს მიმდევრები უკვე გამარჯვებულები არიან ჯოჯოხეთზე! ჩვენი ბედი არ არის სიკვდილი და არც საუკუნო ტანჯვები, არამედ ცხოვრება ჩვენი ზეციერი მამის ოჯახში (მათე 6:9-15; ეფესელთა 2:18-19).

იესომ თქვა ასე ,, ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). ჯვარცმულმა და აღმდგარმა ქრისტემ ასევე დაგვარწმუნა იმაში, რომ:

,, ითხოვეთ და მოგეცემათ;
ეძებეთ და იპოვით;
დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
ვინაიდან ყველა,
ვინც ითხოვს, ღებულობს;
ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება“

(ლუკა 11:9-10)

6.12 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!
თუ შენ ყურადღებით შეისწავლე ეს ბროშურა, მაშინ მარტივად შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ შენ ამ სერიის სხვადასხვა ბროშურების 90%-ს უპასუხებ სწორად, მაშინ ჩვენი ცენტრი გადმოგცემთ

გაღრმავებულ სწავლებებს,
მუსულმანობასა და ქრისტიანობას შორის განსხვავებებზე

თქვენი ქრისტიანული მსახურებისთვის დასახმარებლად. სასურველია, რომ თქვენს პასუხებში მიუთითოთ ადგილები ყურანიდანაც.

  1. დაწერეთ ყურანის ის აიათი, რომელშ დაწერილია, რომ ყველა მუსულმანი მოხვდება ჯოჯოხეთში?
  2. ისლამის თანახმად ვინ იქნება დახსნილი ჯოჯოხეთისგან, იქ მოხვედრის შემდეგ?
  3. ყურანის რომელი აიათები ამტკიცებენ, რომ ყველა მუსულმანი მოხვდება ჯოჯოხეთში?
  4. რას ამბობს ბიოგრაფი მუჰამედ იბნ ხიშამი იმ აიათის შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა მუსულმანი მოხვდება ჯოჯოხეთში?
  5. რატომ ფიქრობენ მუსულმანები, რომ ჯოჯოხეთისგან გადარჩენა და სამოთხეში მოხვედრა შესაძლებელია, მხოლოდ მტანჯველი სიკვდილის შემდეგ ალაჰის გამო? და რომელი აიათები ამყარებენ ამ აზრს?
  6. როგორ განმარტავს სხვაგვარად მუსულმანი ალ ტაბარი ყურანის იმ აიათს, რომ ყველა მუსულმანი მოხვდება ჯოჯოხეთში?
  7. როგორ განავრცობს არ-რაზი ალ ტაბარის ამ განმარტებას?
  8. რამდენჯერ არის ყურანში ნახსენები ჯოჯოხეთი?
  9. როგორი არაბული სიტყვებია გამოყენებული ყურანში, ჯოჯოხეთის გამოსახატავად?
  10. როგორი ,,სწორი გზით“ იმედოვნებს მუსულმანი ჯოჯოხეთისგან გადარჩენას?
  11. რითი განსხვავდება ქრისტიანული რწმენა ისლამისგან ჯოჯოხეთში მოხვედრის საკითხებში?
  12. ქრისტიანები უკეთესები არიან ბუნებით მუსულმანებზე, თუ ისინიც უნდა მოხვდნენ ჯოჯოხეთში?
  13. შეუძლიათ თუ არა კეთილ სამქეებს დაგვიხსნას ჯოჯოხეთისგან?
  14. როგორი ერთადერთი გზა არსებობს, რომელიც გვაძლევს დამაჯერებლობას გადარჩენაში ჯოჯოხეთისგან?
  15. სახარების თანახმად ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში?
  16. რაში მდგომარეობს იესოს გამოცხადება, ჯოჯოხეთზე და მისგან დახსნაზე.

ამ ტესტის ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოიყენოს ნებისმიერი წიგნი და დაუსვას კითხვები ნაცნობებს. ჩენ ველოდებით თქვენგან წერილობით პასუხებს არ დაგავიწყდეთ მკაფიოდ მიუთითოთ თქვენი სრული მისამართი ფურცელზე ან ელექტრონულ წერილში. ჩვენ ვლოცულობთ თქვენზე ცოცხალი ღმერთის წინაშე, რათა მან მოგიწოდოთ, წარგაგზავნოთ, განგამტკიცოთ და დაგიცვათ და რომ თქვენთან იყოს ყოველ დღე სიცოცხლის ბოლომდე.

თქვენი წრფელი,
უფლის მსახურები

პასუხები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონულ მისამართზე:
info@grace-and-truth.net

6.13 -- შეიძლება თუ არა ხიდის გაბმა ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის

ამ კვლევების შემდეგ ყველა ბიბლიისა და ყურანის მკითხველმა უნდა შეძლოს და უპასუხოს ამ რთულ კითხვებს. ადამიანისთვის შეუძლებელი - ღმერთისთვის შესაძლებელია. დაე აღმდგარმა უფალმა იხსნას ყველა ქრისტიანი ფუჭი ოცნებისგან ,,კულტურული მრავალფეროვნება“ და დაანახოს, რომ იესო ერთადერთი გზაა ჭეშმარიტი მონანიებისკენ, საუკუნოდ ღმერთის წინაშე გამართლების წყარო და წყარო საუკუნო სიცოცხლის. ვერავინ ვერ მიდის მამასთან თუ არა მის მიერ (იონე 14:6).

იმისთვის, რომ ავღმართოთ ხიდი ღრმა უფსკრულზე ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის, ჩვენ გთავაზობთ პატარა წიგნაკების სერიას შემდეგი სატაურებით:

მუსულმანეთან საუბარი ქრისტეზე

  1. იესო ქრისტეს დიადი დავალება
  2. ყველა მუსულმანს არ სწამს და ფიქრობს ერთნაირად
  3. როგორ ავხსნათ, რომ ბიბლია არ იყო შეცვლილი
  4. ქრისტეს სახელები და ტიტულები, ყურანსა და ბიბლიაში
  5. ათი სასწაული ქრისტესი ყურანში
  6. ჯვრის აზრის განმარტება - მუსულმანების დაბრკოლება
  7. როგორ ავუხსნათ მუსულმანს წმინდა სამებაში ერთი ღმერთის საიდუმლო?
  8. უნდა მოკვდეს თუ არა ყველა მუსულმანი, რათა იქცეს ქრისტიანად

ეს სერია შედგება პრაქტიკული წიგნაკებისგან, რომელშიც მოცემულია პასუხები ბიბლიიდან, მეცნიერებიდან და ყურანიდან შესაბამის თემებზე. ეს წიგნაკები ნათარგმნია მრავალ ენაზე: არაბული, ინგლისური, ფრანგული, ინდონეზიურ, რუსული და სხვა.

ვისაც სურს ესაუბროს მუსულმანებს, მან უნდა იცოდეს მათი აზროვნება და დაუპირისპიროს მათ ბიბლიის და ყურანის ძირითადი სწავლება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხიდის აშენება მყარ ფუნდამენტზე. თუმცაღა საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი იქნება ეს მუსულმანი თუ ქრისტიანი, ეცნობა ჭეშმარიტებას ღმერთის მადლის მოქმედების მეშვეობით. და ეს ჭეშმარიტება გვანთავისუფლებს ჩვენ ვინაიდან

ქრისტეა ჭეშმარიტება.
(იოანე 14:6)

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 11, 2022, at 03:05 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)