Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- 01. Conversation -- 6 Unity of the Trinity
This page in: -- Arabic? -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Kirundi -- Russian -- Somali -- Telugu -- Ukrainian -- Uzbek -- Yoruba

Previous booklet -- Next booklet

01. საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ

6 - როგორ ავხსნათ წმინდა სამების საიდუმლო?

მეორე მთავარი დოგმატური ხელისშემშლელი ფაქტორი მუსლიმისთვის, რომ გახდეს ქრისტიანი, არის მათი რწმენა, რომ ქრისტიანებს სწამთ სამი ღმერთის. რას გვასწავლის ყურანი სიტყვასიტყვით ამის შესახებ? მამის, ძისა და სულიწმიდის რა გაუგებრობები შემოიჭრა ისლამში? როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მუსლიმს, გაიხსნას მამა ღმერთის წინაშე მისი ძის იესო ქრისტეს მეშვეობით? ეს კითხვები კვლავ განიხილება ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის, საღი აზრის, ყურანის და თქვენი პირადი მოწმობის საფუძველზე.



6.01 -- როგორ ავხსნათ წმინდა სამების საიდუმლო?

ვინც დააპირებს მუსულმანებთან საუბარს ქრისტეზე, ის მალევე აღმოაჩენს, რომ ისინი უდიდეს ციდვად თვლიან ჩვენს რწმენას, მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ. ისლამის რწმენა (შახადა) ამტკიცებს: ,,არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ალაჰისა“. ვინც შემომქმედი ღმერთის გვერზე აყენებს, ძესა და სულიწმიდას, ის ალაჰის და ყველა მისი ანგელოზის მტერია. (სურა ალ-ბაკარა 2:97-98; ალ-მაიდა 5:73).

6.02 -- ისლამში წმინდა სამების უარყოფა

ისლამის პოზიცია წმინდა სამების სწავლებასთან მიმართებაში, მრავალფეროვანია. რა იმალება ამ ფასადის უკან?

მუჰამედი მოუწოდებდა ქრისტიანებს: ,,ნუ ამბობთ: ,,სამება“ შეწყვიტეთ, ასე ხომ უკეთესი იქნება თქვენთვის“ (სურა ალ-ნისა 4:171). ,,ღმერთის დედა არ არსებობს და მას არ გაუჩენია შვილი ალაჰისგან“ (სურა ალ-მაიდა 5:116). ,,არავის აქვს უფლება ადამიანი მიიჩნიოს ღმერთად“ (სურა ალ-იმრან 3:64; ალ-ტაუბა 9:31). ,,ალაჰი არ არის ქრისტე“ (სურა ალ-მაიდა 5:17, 72; ალ-ტაუბა 9:31). ,,ყოვლისშემძლისთვის ძალიან მცირეა გაანადგუროს ქრისტე და დედამისი, თუ ისინი თავს ღმერთებად წარადგენენ“ (სურა ალ-მაიდა 517).

6.03 -- იესო ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფა

ყურანი თანმიმდევრულად 17-ჯერ უარყოფს, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ძე (სურა ალ-ტაუბა 9:30 და სხვები). დიახ, ისა არის მარიამის შვილი (23-ჯერ), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის ღვთის ძე. ის ისეთივე ქმნილებაა, როგორიც ადამიანი (სურა ალ-იმრან 3:59). ალაჰმა უბრძანა: ,,დაე იყოს!“ - და ის გაჩნდა (სურა ალ-ბაკარა 2:117; ალ-იმრან 3:47, 59; მარიამი 19:35). მაგრამ ეს აზრი ყურანის სხვა ადგილთან წინააღმდეგობაში მოდის, სადაც ალაჰი ამბობს: ,,ჩვენ შთავბერეთ ჩვენი სულიდან მარიამს“, და ასე იქნა მასში შექმნილი ისა (სურა ალ-ანბია 21:91; ალ-ტახრიმ 66:!2). ისლამს ნამდვილად სწამს ქრისტეს ქალწული მარიამისგან დაბადება, მაგრამ ქრისტიანების საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ ისა იყო მასში შექმნილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩასახულა და არ დაბადებულა ალაჰისგან.

ყურანი საუბრობს ქრისტეზე, როგორც ალაჰის მონაზე (სურა ალ-იმრან 3:172; მარიამი 19:30), როგორც მის წარმომგზავნელზე (სურა ალ-ბაკარა 2:87; ალ-იმრან 3:49, 53; ალ-ნისა 4:157, 171; ალ-მაიდა 5:75; ალ-ანამ 6:61) და როგორც მის წინასწარმეტყველზე (სურა მარიამ 19:30). მან თითქოსდა თავი დაუმორჩილა ალაჰს (სურა ალ-მაიდა 5:52, 117; ალ-ტაუბა 19:31), ლოცულობს ელოჰიმთან (ალლა-ჰუმა); (სურა ალ-მაიდა 5:114), და აღიარებს, რომ ალაჰი არის უფალი, რომელიც აძლევს მას გონივრულ ბრძანებებს (სურა ალ-იმრან 3:51; ალ-მაიდა 5:72, 114, 117; მარიამ 19:36; ალ-შურა 42:13; ალ-ზუხრაფ 43:64).

ყურანში დაახლოებით 50 მუხლში ამბობს იესო უარს თავის ღვთაებრიობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოციქული იოანეს გაფრთხილებები და განმარტებები ისლამსაც ეხება. (1 იოანე 2:23-25; 4:1-5).

6.04 -- ღვთიური სულიწმიდის უარყოფა

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ყურანი, არა მხოლოდ უარყოფს, უფალი იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, არამედ სულიწმიდა წარმოუდგენია, როგორც ქმნილება და არა ღმერთი. ალაჰი ნამდვილად საუბრობს ,,ჩვენს“ სულზე (სურა მარიამ 19:17; ალ-ანბია 21:91; ალ-ტახრიმ 66:12) ან ,,ჩემს“ სულზე (სურა სად 38:72; ალ-ხიჟრა 15:29), მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღწერილია შექმნილი სული, და არა ღვთიური. ისლამში შეუძლებელია არსებობდეს დამოუკიდებელი ღვთიური სული, რადგან ალაჰი ყოველთვის მარტოა და მას არ შეუძლია იყოს ორი ან სამი სახის.

ისლამური ტრადიციები ერთიანია იმითი, რომ ჯიბრილი (გაბრიელ ანგელოზი) არის სული მოცემული ალაჰისგან (სურა ალ-ბაკარა 2:97-98; ალ-ტახრიმ 66:4), რომელმაც თავისი უფლის ზაქარიას გამოცხადება გადასცა მარიამს, იესოს და მუჰამედს. ის იწოდება ,,სულიწმიდად“, რომელმაც განამტკიცა იესო სასწაულების მოსახდენად (სურა ალ-ბაკარა 2:87, 253; ალ-მაიდა 5:110; ალ-ნახლი 16:102). ისლამში ეს სული ალაჰის მონად რჩება, რომელიც მას ემორჩლება (სურა ალ-კადრი 97:4; ალ-ისრა 17:85; ალ-შურა 42:52) და მის მტკიცე შემსრულებლად (სურა ალ-შუარა 26:193). ის პატივდებულია მუსულმანებში, თუმცა მათ არ იციან ვინ იყო ის რეალურად.

6.05 -- რა აკლია ისლამს?

სულიერად მოაზროვნე ადამიანი ამ მოკლე შევალის მიხედვით დაინახავს, საფუძვლიან პრინციპებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენსა და მუსულმანებს შორის საუბრისას: ისლამში არ არსებობს მამა, არ არსებობს ძე და არ არსებობს სულიწმიდა! (სურა ალ-იხლას 112:1-4).

იქ არ არის სწავლებები ღმერთის შესახებ, როგორც მოსიყვარულე მამასა და სულის მწყემსზე, არ აქვთ პირადი კონტაქტი ყოვლისშემძლესთან, არ აქვთ ცოდვების პატიების შესახებ დამაჯერებლობა და არ აქვთ წმინდა სამების შეცნობის მნიშვნელოვნება (1 კორინთელთა 12:3; რომაელთა 8:8-10, 15-16 და სხვები). იქ ასევე არ არსებობს სულის ნაყოფები (გალატელთა 5:16-26) და არ არსებობს ცოცხალი იმედი საუკუნო სიცოცხლის (იოანე 11:25-26). სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არც სულიერი აზროვნება და ქრისტიანული ცხოვრებაა.

ამიტომ, მუსულმანებისთვის სახარების ახსნის, ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ძალაიან მნიშვნელოვანია ჩვენი უწყვეტი შუამდგომლობითი ლოცვა, რათა იესო ქრისტემ სულიწმიდის მეშვეობით მოამზადოს ცალკეული ადამიანების გულები და მისცეს მათ, წყალობა, მოისმენენ რა მის სიტყვებს გაიგებენ და აღასრულებენ. ვერავინ შეძლებს მუსულმანისთვის წმინდა სამების საიდუმლოს ახსნას, თუ სულიწმიდა სახარების მეშვეობით არ გაანათებს მათ გულებს, ზეციური შუქით, რათა შეიცნონ საიდუმლო, ღმერთის - მამისა და ქრისტესი.

მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უხსნის მუსულმანს სახარებას, მან არ მისცეს საშუალება მოსაუბრეს, თავისი უარყოფებითა და ანტიქრისტეს სულით, შეიყვანოს იგი ცდომილებაში, რადგან ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ჯანსაღ სწავლებასა და ღმერთს. ქრისტეს სიყვარული მეტად ძლიერია, ვიდრე ისლამის კოლექტიური სიცრუე. ვინც ეძებს შესაფერის არგუმენტებს რათა აუხსნას მუსულმანს, წმინდა სამების არსებობის შესახებ, მას შეუძლია გამოიყენოს შემდეგი ხუთი მიმართულების მიმცემი მახვილები საუბარში:

6.06 -- ძველი აღთქმის მოწმობა სამებაზე

თორაში და წინასწარმეტყველებებში არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია სამ სახეში ერთდროულად. ძველი აღთქმის სწავლებაში წმინდა სამებაზე არის დამამტკიცებელი ფაქტი მუსულმანებისთვისაც, რომ საუკუნო ღმერთი არსებობდა სამ სახად, იქამდე სანამ გაჩნდებოდნენ ქრისტიანები.

ბიბლიის პირველი სიტყვებიც კი მოწმობს წმინდა სამებაზე:

დაბადება 1:1-3 ,, დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: "იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი.“

ბიბლიის ამ შესავალში ჩვენ ვკითხულობთ ღმერთზე, მის სულზე და მის სიტყვაზე. მახარობელი იოანე ამოწმებს, რომ ღმერთი იესოს მეშვეობით, თავისი ხორცშესხმული სიტყვით, შექმნა სამყარო (იონე 1:1-4).

ეს სიტყვები გვამხნევებს ჩვენ, რომ ვთხოვოთ ღმერთს, რომ მისი სულის დახმარებით გვაჩუქოს ცალკეული მუსულმანები, ოჯახები, დასახლებები, ქალაქები და ქვეყნები, თავად კი მოამზადოს მათი გულები და გონება, როდესაც უფალი შეძლებს უთხრას მათ: ,,იყოს ნათელი!“ და იყო ნათელი!

დაბადების 1:26ში ღმერთი ლაპარაკობს: ,, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად;“.

ღმერთი (ელოჰი) საუბრობს საკუთარ თავზე მრავლობით რიცხვში (ჩვენ), ეს კი საუბრობს მისი სამების შესაძლებლობაზე. მუსულმანები და იუდეველები ამბობენ, რომ ამ მრავლობით რიცხვში გამოიხატება პატივისცემითი ფორმა. გაიგონა რა მუჰამედმა ეს მუხლი, ვადი ნაჯრანას ქრისტიანული დელეგაციისგან (ჩრდილოეთ იემენი) ისეთი ზეგავლენის ქვეშ იყო, რომ მისთვის ალაჰმა ყურანში მრავლობით რიცხვში დაიწყო საუბარი.

ელოჰიმ, ებრაული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს ,,ღმერთი“, რომელიც ასევე დგას მრავლობით რიცხვში. ,,ელ“ ნიშნავს ძალას, ძლიერებას, სიმყარეს (მათე 26:64), ,,ჰიმ“ ნიშნავს ,,ისინი“, ამგვარად სიტყვა ელოჰიმ შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ,,ძალა, რომელიც მრავლობითია“. სიტყვა ალაჰი ისლამში შეგვიძლია განვმარტოთ მსგავსი გზით, ამგვარად ,,ალ - ელ -ჰუ“ შესაძლოა იკითხებოდეს, როგორც ,,ძალა არის ის“ (მხოლობითი პიროვნება)! ბიბლიის ღმერთი შეიძლება იყოს ერთიანი სიმრავლეში. მუჰამედმა ეს განმარტება ელოჰიმ გადაიტანა არაბული ზმნა სიტყვით და იყენებს მას, როგორც ალლაჰუმმ ხუთჯერ ყურანის ყველაზე მნიშვნელოვან მუხლებში (სურა ალ-იმრან 3:26; ალ-მაიდა 5:114; ალ-ანფალ 8:32; იუნუს 10:10; ალ-ზუმარ 59:46). მისთვის ღერთის სახელები ძველ აღთქმაში, როგორც ჩანს არის ლოცვის გასაღები, რომლის მეშვეობითაც შეუძლია პასუხების მიღება.

დაბადების 18:1-3ში ჩვენ ვკითხულობთ თუ როგორ მოინახულა აბრაამი სამმა მამაკაცმა. მაგრამ ის მათ მიმართავს მხოლობით რიცხვში: ,,უფალო“.

რიცხვი 6:24-27ში დაწერილია აარონის კურთხევა. მაკურთხეველი აქ სამჯერ არის ნახსენები, როგორც ,,უფალი“. მრავალი ეკლესიები აქ იგებენ მამის კურთხევას, ძის კურთხევასა და სულიწმიდის, როგორც ,,ერთი“ ღმერთის.

ფსალმუნის 2:1-4ში ჩვენ ვკითხულობთ ხალხის აჯანყებაზე უფლის და მისი ცხებული ,,მოსეს“ წინააღმდეგ. ყოვლისშემძლეს გაეცინა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა მათ: "ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს!“ (ფსალმუნი 2:7). ეს გამოცხადება იესოს დაბადებამდე ათასი წლით ადრე მოგვეცა. ის მეტყველებს ძის სულიერ წარმომავლობაზე მამისგან, დროის დაწყებამდე. ეს სულიერი დაბადება არ შეიძლება შეგვეშალოს მარიამის ფიზიკურ დაბადებასთან. იესო დიდი ხნით ადრე არსებობდა სანამ ადამიანად გადაიქცა. ის საუკუნო ღმერთისგან - საუკუნო ღმერთია! (იოანე 1:14; ფილიპელთა 2:6-7).

ესაიას 9:6 ბრწყინავს, როგორც წმინდა სამების მაგალითი: ,, რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.“

ეს მუხლები გვიჩვენებს, რომ დაპირებული ძე არ არის მხოლოდ საკვირველი, მრჩეველი და ძლიერი, არამედ მასში საუკუნო მამა იქცა ადამიანად. კიდევ როდის ყოფილა ახალდაბადებული ჩვილი, პარალელურად მამა? ეს უნიკალური გამოცხადება მოგვეცა ქრისტეს დაბადებამდე შვიდასი წლით ადრე. ეს მუხლი არის უმთავრესი დამოწმება, ჭეშმარიტი ღმერთის საუკუნო არსების.

ჭექა-ქუხილივით ისმის ეს ჭეშმარიტება ფსალმუნი 109:1 ,,უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ.“

პირველი ეკლესია ამ მუხლს უკავშირებდა ქრისტეს ამაღლებას და მამის მარჯვნივ დაჯდომას (მათე 26:64; საქმეები 2:25, 34; 1 კორინთელთა 15:25; ფილიპელთა 2:8-9; ებრაელთა 10:12-13). ძე დაჯდა მამასთან ერთად თავის ტახტზე (გამოცხადება 3:21). ორივე მართავს სამყაროს სრულ ერთობაში. მამა, ძეს, მის მიერ აღსრულებული კაცობრიობის გამოსყიდვის შემდეგ, მის ყველა მტერს ,,დაუმხობს მას ფეხქვეშ“ ეს დაპირება საუბრობს სულიერ სიცრუეზე, რომელიც დამთავრდება ჩვენი ღმერთის გამარჯვებით, ყველა ანტიქრისტულ ძალებზე.

სულთამზრუნველმა, რომელიც საუბრობს მუსულმანთან, უნდა წაუკითხოს ძველი აღთქმის აღთქმები იესო ქრისტეს შესახებ, რომელიც საუბრობს მის ერთობაზე მამასთან. ამ აღთქმების აღსრულება ახალ აღთქმაში ხომ ,,აუცილებელია“ ობიექტურად მოაზროვნე მუსულმანის თვალში. თუ ის რაიმეს პირდება, ის აუცილებლად ასრულებს. ალაჰი, თუკი რაიმეს ამბობს ყურანში ეს ხდება. ვერავინ უშლის ხელს მისი გამოცხადების აღსრულებას. ამიტომ ის 373 ძველი აღთქმის დაპირება, რომელიც აშკარად სრულდება ახალ აღთქმაში, არის მრავალი მუსულმანისთვის წმინდა სამებაზე პირდაპირი მითითება. მნიშვნელოვანია მათთან ერთად ასეთი აღთქმების და მათი შესრულების წაკითხვაც და სწავლაც.

6.07 -- ახალი აღთქმის მოწმობა წმიდა სამებაზე

მთელი ოთხი სახარება, მოციქულთა წერილები და გამოცხადება, თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია მამის, ძის და სულიწმიდის ერთობით. თუ კი ვინმე შეხვდება მუსულმანს, რომელიც მზად არის მოისმინოს სიტყვა, აქცენტის გაკეთება უპირველესად ღირს სამების ერთიანობაზე. მუსულმანებისთვის და ებრაელებისთვის ღმერთი “ერთადერთია”. ზოგიერთი ქრისტიანი აქცენტს სამ ღმერთზე აკეთებს. მათ უნდა მოინანიონ და შეუერთდნენ აბრაამის შვილებს, ისწავლონ რა წმიდა სამების შესახებ თანმიმდევრულად და ისე გაიგონ თუ რა არის სამების დიდებული საიდუმლო.

მათე 1:23: "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”

ემანუელ - ეს იესოს ერთ-ერთი სახელია 250 სახელს შორის ბიბლიაში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, ამავდროულად კი ჭეშმარიტი ადამიანი. მასში (მისი მეშვეობით) - უფალი მკვიდრობს ჩვენთან. ეს დაპირება კი ესაიას 7:14 თავიდან არის და მის აღსრულებას შეუძლია უდიდესი თანადგომა მოგვცეს.

მათე 3:16-17: "მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.

იესო ქრისტეს ნათლობის მესიჯები (მათე 3:16-17; მარკოზი 1:9-11; ლუკა 3:21-22; იოანე 1:31-34; 5:37-38) შეიცავს მუსულმანებისთვის განსაცვიფრებელ ფაქტს: ზეციდან იყო ხმა! ისინი ამას იგებენ, როგორც უშუალო გამოცხადებას ზეციდან. ვინ დაუშლის ზემოთ თქმული წინადადების თქმას : “ეს არის ჩემი ძე, რომელიც მოვიწონე მე“? სულიწმიდა , გადმოვიდა მასზე, რომელიც აქამდე იყო შობილი სულისგან. იესო ახლა იორდანეში მოინათლა, იოანე ნათლისმცემელის ზეციდან შობის მიუხედავად. იესო უცოდველი იყო და თავისთავად არ სჭირდებოდა ნათლობა. მაგრამ უთქმელად, როგორც ღმერთის კრავმა, თავიდანვე აიღო ჩვემი ცოდვები საკუთარ თავზე.

● ამიტომ თქვა იოანემ: “ აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს." (იოანე 1:29) ● ამიტომ გადმოვიდა მასზე სულიწმიდა მტრედის სახით და მასთან დარჩა ● ამიტომაც დაამოწმა მამამ: “ეს არის ჩემი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.

იესოს ნათლობა ქრისტიანობის ცენტრალური ტექსტია, სამების მნიშვნელოვნების გასაგებად. მამა, ძე და სულიწმიდა ნამდვილად ერთნი არიან იესოს მსახურებიდან კაცობრიობის გადარჩენამდე.

მათე 12:18 საუბრობს იმაზე, ვინც ამოირჩია და შეიყვარა, და რომლის მიმართაც კეთილია. ის თავის სულს დადებს მასზე, რათა მან შეძლოს სასამართლოს აღსრულება ერებზე. ესაიას 11:1-5 ის აღსრულება გვიჩვენებს, რომ უფალი მისი მონაა და მისი სული განუწყვეტლად არის დაკავშირებული იესო ქრისტეს პიროვნებასთან. ის არ ასრულებდა საკუთარ ნებას დედამიწაზე, არამედ ყოველთვის ერთი იყო იმასთან, რაც იყო გადაწყვეტილი სამების მოლაპარაკების შემდეგ.

ლუკა 4:18-19: ""უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.

ლუკას 4:18 ში უფალი თავს წარადგენს შემდეგი სიტყვებით: “უფლის სულია ჩემზე!..” ეს მჭიდრო ფორმულირება გულისხმობს წმიდა სამებას, რადგან ღმერთი, მისი სული და იესო ერთი მთლიანია. იესო ხსნიდა ამ საიდუმლოს სიტყვებით: “რადგან მან მცხო მე”. სიტყვა ქრისტე, ნიშნავს მესიას, ცხებულს.

რისთვის მოხდა ეს ცხება? იმისთვის, რომ “ვუქადაგოთ ღარიბებს და..... გულგატეხილებს ვუმკურნალოთ!” ვინ შეძლებს, თუ არა ქრისტიანი, რომელმაც მიიღო ახალი აღთქმის ცხებულება, გაიმეოროს ეს მოწმობა ქრისტეზე. (2კორინთელთა 1:21; 1 იოანე 2:20,27). ქრისტიანი სულიწმიდისგან ცხებულია თუ კი უფლის სულია მასზე და ის უფლის ნებას ასრულებს (ესაია 61:1-2; რომაელთა 8:10-16).

მათე 28:18-20: "მოვიდა მათთან იესო და უთხრა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!"

ამ დიდებულ მისიონერულ მოწოდებაში ვხედავთ, რომ ყველა, ვინც გადაწყვეტს ქრისტეს გაყვეს, უნდა მოინათლოს მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. და ამ ბრძანებაში არ წერია “სახელები” , რადგან სამივე ერთია და ჩვენი უფლის სახელი ჟღერს, როგორც “მამა, ძე და სულიწმიდა”.

იოანე 10:30 : იოანეს სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ განსაცვიფრებელ მოწმობას, კეთილი მწემსისგან: “მე და მამა ვართ “ორნი”?! არავითარ შემთხვევაში, არამედ “ერთნი”! რატომ ვქადაგებთ ორზე, როცა იესო ერთზე საუბრობს? ამის გაცნობიერება ითხოვს მონანიებას, როგორც მუსულმანებში ასევე იუდეველბშიც. მამა და ძე ერთია, და არა ორი! ეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ და გვმართებს არა მხოლოდ პრაგმატული აზროვნება, თეორეიბში, არამედ სულიერი რეალობის ტერმინებშიც, მივემსგავსოთ რა მორწმუნეებსა და მაძიებლებს აზიურად!

იოანე 14:9-11 იესოს ამ პირდაპირ დამოწმებაში, საკუთარ თავზე (იოანე 14:9-11) ჩვენ ვკითხულობთ: “ვინც მე მიხილა, მამა იხილა!” იესო მოწმობს საკუთარ ერთობაზე მამასთან იმ ფორმით და გამოხატულებით, თითქოს ეს დაბადების 1:27ის შესრულება იყოს. შემდგომ ის ამბობს, რომ ქადაგებს არა საკუთარ სიტყვებს, არამედ მასში მყოფი მამა არა მხოლოდ საუბრობს, აკეთებს კიდეც იმას რასაც საუბრობს. იესო მამაშია, მამა კი იესოში. ეს ნიშნავს მათ ერთობას არსითა და სულით.

იოანეს 14:23 ში იესო ამბობს: “ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას."

იესო აქ საუბრობს სულიწმიდაზე, რომელიც იქნება მის მიმდევრებთან. ამ ტექსტში სულიწმიდა არა მხოლოდ მჭიდრო კავშირშია მამასთან და ძესთან, არამედ ჩანს რომ ის სახიერი სულია, ანუ ღვთიური პიროვნება.

აღთქმებში ჩვენ ვკითხულობთ მომავალ იესოზე (პარაკლეტოს). (იოანე 14:26; 15:26; 16:13-15) ათ მიმართულებას სადაც საუბარია მამის, ძის და სულიწმიდის ერთობაზე. ამასთანავე სულიწმიდა საკუთარ თავს კი არ განადიდებს, არც მათ ვინც მისი ნიჭის მატარებელია, არამედ მხოლოდ მამას. ჩვენი ღმერთი თავმდაბალი და თვინიერი ღმერთია (მათე 11:28-30). ამიტომ წმინდა სამებაში ეჭვის შეტანის მიზეზი არ არსებობს, არც რაიმე საშიშროება არის იმისა, რომ განადიდო საკუთარი თავი, არამედ ყოველთვის ადიდებენ სხვას. ამიტომაც გადასცა ძეს სრული ხელმწიფება ზეცაში და მიწაზე; და ამიტომაც მისცა იესომ სულიწმიდას ეკლესიების აშენების ძალაუფლება. ღმერთის სიყვარულის თავმდაბლობა, სამების ერთ-ერთი საიდუმლოა. ჩვენ შევძლებთ ღმერთის გაგებას მაშინ, როდესაც მივცემთ მას ჩვენი ხასიათის შეცვლის უფლებას და გავხდებით თავმდაბლები, როგორც ის. ეს ეწინააღმდეგება ალაჰის სიამაყეს და მის მიმდევრებს (სურა ალ-ხაშრი 59:23).

იოანე 17:22-23: თავის მღვდელმთავრულ ლოცვებში, იესომ სთხოვა მამას თავის მიმდევრებზე: ,,... რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში...“

ამ დიალოგში იესო თავის საიდუმლოს ხსნის: ჩვენ ერთნი ვართ! ეს არის სულიერი ფაქტი და მიზეზი, რომელიც გვყოფს იუდეველებისგან დამუსულმანებისგან. მამის და ძის ერთიანობა სულიწმიდაში, ჩვენი რწმენის გულია. ეს ერთობა რათქმაუნდა არ უნდა მოგვეჩვენოს როგორც რაციონალური იდეა, როგორც რაიმე საგანი ჩვენს წინ, მაგრამ მისი შედარება შეიძლება დიდ მაგნიტთან, რომელსაც სურს მიგვიზიდოს. ღმერთის სიყვარული არის ძალა რომელიც იზიდავს.

იესო სთხოვს მამას, რომ ჩვენც ერთნი ვიყოთ, როგორც ის და მამა არიან ერთნი, ის ჩვენში, მამა კი მასში. წმინდა სამების საიდუმლო სულაც არ არის გაუგებარი დოგმა, არამედ სულიერი რეალობა, რომელიც მადლის მეშვეობით გვიერთებს ჩვენც თავის ღვთიურ აზრში. ჩვენ წოდებულნი ვართ ,,ქრისტეს სხეულად“ (რომაელთა 12:4-5; 1 კორინთელთა 12:27; ეფესელთა 4:4,25), ასევე ,,ტაძრად“ სულიწმიდისა (1 კორინთელთა 3:16 და სხვა) და გვაქვს უფლება შევიდეთ და ვიცხოვროთ ქრისტესთან ერთად, წმინდა სამებაში. (2 კორინთელთა 5:17; იოანე 15:4) და ღმერთში (1 იოანე 4:16). და როგორი მადლიერები ვართ ჩვენ ამ მადლიანი უფლებისთვის!

ახალი აღთქმაში ხშირადაა მითითებული წმინდა სამების შესახებ. ვისაც სურს მისი გაგება და ახსნა შეუძლია აიღოს ეს ადგილები წასაკითხად და გასააზრებლად: იოანე 17:1-3; 20:21-23; საქმეები 1:4-5; 2:32-36; 1 კორინთელთა 2:10; 2 კორინთელთა 5:19, 13:13; გალატელთა 4:4-6; კოლასელთა 2:9-10; ებრაელთა 9:9-14; გამოცხადება 7:10, 21:22-23, 22:3-4 და სხვები. ჩვენ უნდა წავიკითხოთ მუხლები, რომლებიც საუბრობენ მამის, ძის და სულიწმიდის ერთობაზე, არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ლოცვით უფლის მოსაწონდა. მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია გვაზიაროს წმინდა სამების საიდუმლოს. ეს საიდუმლო მოსაწყენი თეორიაა ადამიანთათვის, რომლებიც არ არიან მიძღნილები. ჩვენთვის კი ეს ჭეშმარიტებაა, რომლითაც გაოცებას არასდროს ვწყვეტთ და რომელზეც სიხარულით ვსაუბრობთ სხვებთან.

6.08 -- წმინდა სამების შესახებ, ქვეყნიურ წყაროებში

წმინდა სამების არსებობა ყოველგვარი ადამიანის გაგებას აღემატება. ამ ღვთიური საიდუმლოს გაგება მხოლოდ სულით შეიძლება. მრავალ მუსულმანს კი სულით აზროვნება არ შეუძლია, რადგან ისლამში არ არსებობს სულიწმიდა. იესო ყველას ესაუბრებოდა იგავებით, ვინც ვერ იღებდა ან ვერ იგებდა მის სახარებას. ამიტომ ყველას ვისაც სურს მუსულმანისთვის წმინდა სამების შესახებ ამცნოს ბიბლიური წყაროების გარეშე, შეუძლიათ გამოიყენონ მრავალი მაგალითი ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩვენგან ამ მაგალითების მოსმენა გაუხარდებათ.

მზე - ეს ცეცხლისებრი ბურთია, რომლის დიამეტრიც 1.5 მილიონი კილომეტრია. ზოგიერთი მისი სხივი ატანს დედამიწამდე 150 მილიონი კილომეტრის მიუხედავად და აწვდის მას, როგორც შუქს, ასევე სითბოსა და სიცოცხლეს. სამივე მოვლენა: მზე, სხივები და სითბო, განუყოფელ ერთობას ქმნის.

ელექტროობას შეიძლება წარმოქმნილ იქნას გენერატორის მიერ. დენს შეუძლია გარდაიქმნას, როგორც სინათლედ, ასევე სითბოდ ან მექანიკურ ენერგიად. ეს სამივე: გენერატორი, დენი და მისი მოქმედება ქმნიან ერთ მთლიანს.

წყალი როგორც სხვა ყველა ელემენტს შეუძლია გამოიხატოს სამ მდგომარეობაში: როგორც სითხე, ყინული და ორთქლი, მაგრამ ამასთანავე დარჩეს იგივე ელემენტად.

სივრცეს აქვს სამი მნიშვნელობა: სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. თუ ერთ-ერთი მათგანი არ იქნება, მაშინ სივრცე ვეღარ დარჩება სივრცედ, არამედ სიბრტყედ გადაიქცევა.

ადამიანს აქვს სული, მშვინვა და სხეული. თუ ერთი რომელიმე დაავადდება სხვებიც დაიტანჯებიან. და თუ რომელიმე ერთი არ იქნება, ვერც სხვები იარსებებენ.

ოჯახი როგორც წესი შედგება დედ-მამისგან და შვილისგან. ისინი ერთი მთლიანი არიან. მათი გაყრა მტკივნეულია.

თვალი შედგება მრავალი ნაწილისგან: ბროლი, გუგა და ფერადი გარსი, მაგრამ სამივე ერთობლიობაში შეადგენს ერთ თვალს. რომელიმე მათგანი, რომ ეკლდეს ადამიანს ის ან დეფექტიანი იქნება ან ბრმა.

კვერცხი ეს მთლიანი სასწაული შედგება ქერქის, ცისილა და გულისგან. მისგან წარმოიქმნება სიცოცხლე - ან კვერცხუჯრედი.

შუქის თეთრი სხივის პრიზმას ახასიათებს შვიდ სხვადასხვა ფერად განლაგება. თეთრი ფერი შეიცავს ცისარტყელის ყველა ფერს და იგი წოდებულია, როგორც რთულ ფერად.

სამკუთხედს აქვს სამი კუთხე, მაგრამ ამასთანავე ის არის გეომეტრიული ერთობა.

მათემატიკა ადასტურებს სამებას. თუ შევკრებთ: ერთს პლიუს ერთი, პლიუს ერთი, ვღებულთ სამს, მაგრამ თუ ერთს ვამრავლებთ ერთზე და ვამრავლებთ ერთზე, ვღებულობთ მხოლოდ ერთს. ვინც მამას, ძეს და სულიწმიდას განიხილავს, როგორც ერთმანეთის გვერდზე მდგომებს, ის სხვადასხვა პიროვნებებს დაინახავს, მაგრამ ვინც შეიცნობს მათ, როგორც ერთმანეთში მყოფთ, ის მხოლოდ ერთს დაინახავს.

ცომი როდესაც პურად ცხვება, ეს ხსნის ამ მათემატიკურ ამოცანას: ფქვილი, მარილი და წყალი, ერთმანეთის გვერდიგვერდ სულაც არ არის პური, მაგრამ თუ ამ კომპონენტებს ერთმანეთში შევურევთ, მოვზილავთ და შემდეგ გამოვაცხობთ, შედეგად მივიღებთ ერთ მთლიან პურს. ასეა წმინდა სამებაშიც, რომ არც ერთი პიროვნება თავისთავად არ არსებობს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ ყველა ერთმანეთში ცხოვრობს, როგორც ერთი მთლიანი.

ერთმა ევანგელისტმა მოინახულა აფრიკაში დასახლება, რომელიც მთლიანად ქოხებისგან შედგებოდა, ერთი ქალი ღია ცეცხლზე ამზადებდა სადილს მთელი ოჯახისთვის. მნახველებმა შესთავაზეს სამი ქვიდან ერთ-ერთის მოცლა, რაზეც იდგა ჭირჭელი ,,არა“, თქვა ქალმა. ,,თუ ამ ქვას ავიღებ ჭურჭელი ამოყირავდება და ყველაფერი ცეცხლში ჩაისმება“. ,,შეხედეთ“ თქვა ევანგელისტმა. ,,თქვენ არ შეგიძლიათ რაიმე მოხარშოთ სამების გარეშე. თუკი ერთ-ერთ ელემენტს მოაშორებთ, მთელი თქვენი ცხოვრება დაინგრევა და ცეცხლში მოექცევა!“ ასე ახსნა მან სამება მარტივი სიტყვებით საკუთარი გარემო-პირობებიდან.

ეს მითითებები ყოველდღიური ცხოვრებიდან, სულაც არ არის სამების დამამტკიცებელი საბუთები. რწმენის დამტკიცება შეუძლებელია. ცვენ, რომ შეგვეძლოს საკუთარი რწმენის დამტკიცება, ეს რწმენა აღარ იქნებოდა. ამიტომ ეს მაგალითები გვეხმარება იმისთვის, რომ სულიერი რეალობა როგორმე აღვიქვათ და ჩვენი რწმენის საიდუმლო გასაგები გავხადოთ.

ყველა ზემოთ ხსენებული მაგალითი ერთმანეთს ჰგავს იმითი, რომ ზოგიერთი დეტალის გაერთიანებით ჩვენ ვღებულობდით ერთ მთლიანს. ნაკლებად განვითარებულ ენებსა და კულტურებს, არ ახასიათებთ დიალექტური აზროვნება. მაგრამ სულიწმიდას შეუძლია დაეხმაროს მათ, მივიდნენ ახალ აზროვნებამდე, რომელიც ბუნებრივია ადამიანისთვის შეიძლება სისულელედ ან ალოგიკურად ჟღერდეს. ჩვენ გვწამს, რომ იესო ზეცაში მამასთან ერთად ერთ ტახტზე ზის, მაგრამ ამავდროულად ჩვენს გულებშიც ცოცხლობს. მუსულმანებისთვის ეს წარმოუდგენელია: ის ან ზეცაშია ან გულებშია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ორივეგან ერთდროულად.

ჩვენ ვამბობთ, რომ მადლის მეშვეობით გამართლებული ცოდვილები ვართ. მუსულმანს კი შეუძლია გიპასუხოს: ან ცოდვილი ხარ, ან გამართლებული, შენ ვერ იქნები გამართლებული ცოდვილი.

სულიწმიდა იესოს მიმდევრებს ასწავლის სულიერ ლოგიკას, რომელსაც მუსულმანი ასე უბრალოდ ვერ გაიგებს. მათი შინაგანი სამყაროს აზროვნება ხშირად სრულიად განსხვავდება მათი სულიერი ლოგიკისგან. ამიტომაც დამოწმების დროს აუცილებელია მოთმინება ვისწავლოთ. ადრე ხომ სულიერი ფაქტები ჩვენთვისაც უცხო და არარეალური იყო. მუსულმანებისთვის ლოცვას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც თავად დამოწმებას, რათა მათი გონება გაიხსნას ყველაფრის გასაგებად.

ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს საუბრებში მუსულმანებთან, რომ სიტყვა ,,სამება“ არ გვხვდება ბიბლიაში! ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ არა სამებისთვის, არამედ ღმერთის ერთობისთვის. მამის, ძისა და სულიწმიდის არსზე ბიბლიის ყველა წიგნში წერია, რადგან იესო ყოველთვის მახვილს აკეთებდა საკუთარ საუკუნო არსზე მამასთან სულიწმიდაში.

გამონათქვამი ,,სამება“ ლინგვისტური შეცდომაა, ინგლისურ და არაბულ ენაზე. ასევე ეს სიტყვა არ არსებობს ბიბლიაში. ქრისტე და მოციქულები ცდილობდნენ სამპიროვანი ღმერთის წარმოდგენას. ისინი არასდროს საუბრობდნენ სამ სხვადასხვა ღმერთზე. სწავლება ერთი ღმერთის შესახებ სამ პიროვნებად არის, გადამრჩენელი რწმენის საფუძველი, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული.

6.09 -- წმინდა სამების შესახებ ყურანში

მუსულმანთა უმეტესობა არ არის მზად ბიბლიის შესწავლისთვის, რადგან თვლიან რომ ის დამახინჯერბულია. პასუხები ლოგიკისა და მეცნიერების სფეროებიდან საინტერესოა მაღალკლასელებისთვის და სტუდენტებისთვის. დანარჩენი მუსულმანების ნაწილი ცდილობს პასუხები მონახოს საკუთარ კითხვებზე ყურანიდან და ისლამის ტრადიციებიდან. ასეთი ფუნდამენტალისტებისთვის მნიშვნელოვანია მითითებები სამების შესახებ ვეძებოთ ყურანში.

ციტატები ყურანიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას საუბრის დასაწყებად, რადგან ყურანის სამოცი პროცენტი შედგება ძველი აღთქმის გამონათქვამებისა და აზრებისგან, რომელიც გადმოცემულია მუჰამედის მიერ ზეპირად თალმუდის ვერსიების მეშვეობით. ყურანის რვა პროცენტს შეადგენს მოვლენების ზეპირი გადმოცემა, რომლებიც ბიბლიაშია აღწერილი ან ქრისტიანული სექტის მითიურ მოთხრობებში. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ყურანიდან არაბიზირებული და ისლამიზირებული მოწმობები, იუდეველებისა და ქრისტიანებისა, რადგან ისინი სათავეს იღებენ ბიბლიური წყაროებიდან. მაგრამ მათი შევსება ჭეშმარიტი სულით მაინც აუცილებელია. მრავალი მუხლი და გაგება ყურანიდან, არაბულ ენაზე აბსოლუტურად სხვა განმარტებას იღებს. ამიტომ კარგია მათი გაცოცხლება და მათში ორიგინალი ბიბლიის აზრის ჩადება.

ვსაუბრობთ რა სამებაზე ყურანში, ვიპოვით მუხლების ხუთ ჯგუფს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, სამების რეალურად წარმოდგენის:

მარიამის დაორსულება
სურა ალ-ანბია 21:91 და ალ-ტახრიმ 66:12 საუბრობს ეგრედწოდებულ ალაჰის გამონათქვამებზე:
,,ჩვენ შთავბერეთ მას (ნაწილი) ჩვენი სულისგან!“

ამის მეშვეობით ქრისტე იქნა შექმნილი მარიამში. ალაჰი საუბრობს მრავლობით რიცხვში, რაც მიუთითებს სიმრავლეზე. ის ამბობს: ,,ჩვენ ამოვისუნთქეთ ჩვენი სულისგან მასში!“ ცხადია ალაჰს არ შთაუბერავს ანგელოზის სული მარიამში და არც ანგელოზ გაბრიელს შთაუბერავს მასში თავისი სული, არამედ უფრო მეტიც, აქ წერია, რომ ალაჰმა თავისი სული შთაბერა მას. ერთ-ერთ ამ მუხლთაგანის ზუსტი ფორმულირება ამტკიცებს, რომ ალაჰმა შთაბერა თავისი სული უშუალოდ მარიამს; ხოლო სხვა ამბობს, რომ მან შთაბერა თავისი სული მის საშვილოსნოში!

ყურანის ეს დამოწმება აბსოლუტურად გამორიცხავს მუსულმანების აზრს, ალაჰისგან ბიოლოგიურად დაორსულების შესახებ. აქ საუბარია ქრისტეს დაბადებაზე (ჩასახვაზე) ალაჰის სულის მეშვეობით. სამივე: ალაჰი, მისი სული და ქრისტე წარმოგვესახება, როგორც ერთი მთლიანი!

ისლამის კომენტატორები ცდილობენ ამ მუხლების სხვაგვარად ახსნა და ამტკიცებენ, რომ ისა შექმნილ იქნა მარიამში ალაჰის სულით და მისი სულით, მაგრამ ეს არ წერია ამ მუხლებში ბუკვალურად. ეს დამახინჯებული წარმოდგენები თავისთავად არის ჩადებული ყურანში, რათა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა დაიგმოს.

ალაჰი თავისი სულით ეხმარება ქრისტეს
ყურანში სამი მუხლია, რომელში წერია რომ ალაჰიმა გაამაგრა ქრისტე ,,წმინდა სულისგან“, რათა მას შესძლებოდა შეესრულებინა თავისი სულის შემძვრელი სასწაულები. ამ მუხლების თანახმად ქრისტე ბრმებს უხელდა თვალებს. თავისი სიტყვით კურნავდა დავრდომილებს და აცოცხლებდა მკვდრებს. (სურა ალ-მაიდა 5:110). მთლიანობაში ყურანი საუბრობს ქრისტეს ათ სასწაულზე, რომლებსაც ისლამის თანახმად ის ასრულებდა არა საკუთარი თავისთვის, ან თავისი ძალით, არამედ ალაჰისგან გამოგზავნილი სულის დახმარებით. აქ ერთიანად შრომობენ ალაჰი, მისი სული და ქრისტე.

მუსულმანი კომენტატორები ხაზს უსვამენ: ქრისტეს არ შეეძლო რაიმე სასწაულის მოხდენა საკუთარი ძალებით, ამიტომ ალაჰმა წარგზავნა მასთან ჯიბრილი, რათა მას გაემაგრებინა ის, ამ ყველაფრის საკეთებლად. ისინი ვერ ხვდებიან ქრისტეს თავმდაბლობას, რომელიც ამბობდა: ,, ეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.“ (იოანე 5:19-23). თუ მუსულმანს ჰკითხავთ: ,,ვის შეუძლია მკვდრის აღდგენა? „ პასუხად მიიღებთ: ,,მხოლოდ ალაჰს“. თუ განაგრძობთ კითხვას: ,,ამითი იმისი თქმა გინდა, რომ ქრისტე ალაჰია?“ პასუხი უკმაყოფილო უარყოფა იქნება! თუმცაღა ფაქტად რჩება ის, რომ ალაჰი, მისი სული და ქრისტე ერთი მოქმედი მთლიანობაა.

ქრისტე - ჭეშმარიტი აიათოლა
ყურანში ქრისტეს დაბადების შესახებ ცნობა, შეიცავს განსაკუთრებულ უწყებას ქრისტეს შესახებ: ჩვენ გავხდით მას ნიშანს, ადამიანთათვის და წყალობას ,,ჩვენგან“ (სურა მარიამ 19:21).

არაბული სიტყვა ,,ნიშანი“ ჟღერს, როგორც აიათუნ და თუ მას წავიკითხავთ სიტყვა ალაჰთან ერთად, გამოდის ,,აიათოლა“ რაც ნიშნავს ,,ალაჰის უნიკალურ სასწაულს“. ქრისტე ერთადერთი აიათოლა - მამაკაცია, რომელიც ალაჰმა დაადგინა ნიშნად ადამიანებისთვის. მასში ხდება ცხადი, ეს გასაოცარი მუხლები დაბადების 1:27 და იოანეს 14:9დან.

შემდგომ ალაჰი საუბრობს, რომ ქრისტე მოწყალებაა ,,ჩვენგან“ ის საუბრობს საკუთარ თავზე მრავლობით რიცხვში. სწორედ ამან აღძრა ყურანის მრავალი მასწავლებელი აფრიკაში, განსაკუთრებული მსჯელობებისკენ, რადგან ყველა სურა ერთის გარდა იწყება სიტყვებით: ,,ალაჰის სახელით, მოწყალესა და შემბრალებსლისა!“ ჭეშმარიტების მაძიებლები ისლამში მივიდნენ დასკვნამდე: ყველას მწყალობელი (ალ-რაჰმან) არის მამა ღმერთი, შემბრალებელი (ალ-რაჰიმ) არის სულიწმიდა, ხოლო წყალობა (ალ-რაჰმატ) პერსონალიზირებულია იესოში, მარიამის ძეში. სამივე თანასწორია.

მუჰამედმა ასეთ განმარტებას წინდაუხედავად მოაყარა წიწაკა, იმითი რომ მისცა უფლება ეთქვა ალაჰს და თავადვე მას: ,,ჩვენ წარმოგგზავნეთ შენ, მხოლოდ წყალობისა და მშვიდობის სახით“ (სურა ალ-ანბია 21:107).

რას შეადგენდა ალაჰის მოწყალება მუჰამედის ცხოვრებაში? მან მისცა ახალი კანონი - შარიატი - როგორც რელიგიური სახელმწიფოს საფუძველი. თუმცა ალაჰის კანონი ვერ იხსნის ვერცერთ მუსულმანს, მაგრამ განსჯის ყველას ვინც დაიმედებული იქნება საკუთარ კეთილ საქმეებზე. იესო კი თავის სასწაულებში დამაჯერებლად მიუთითებდა ალაჰის გულმოწყალებაზე: ის კურნავდა ყველა მასთან მომსვლელს, აღადგენდა მკვდრებს და ამ სამყაროში მშვიდობის სული მოჰქონდა. აქ ჩანს მწყალობლის წყალობა, რომელიც მოვიდა ქვეყანაზე თანაგრძნობით აღსავსე.

ქრისტე - ალაჰის სიტყვა და სული მისგან
მუჰამედმა ბერჯერ გამოიყენა იოანე სახარების დამოწმება იმის შესახებ, რომ იესო არის ხორცშესხმული სიტყვა (სურა ალ-იმრან 3:39, 45, 64; ალ-ნისა 4:171; მარიამი 19:34). ამ მუხლებში იგი აიგივებს ქრისტეს ძალასა და ღმერთის სიტყვას. ყურანის გამონათქვამებით ქრისტეში თვალსაჩინოდ მოქმედებდა შემოქმედებითი, მკურნებელი, მპატიებელი, მანუგეშებელი და განმაახლებელი ღმერთის სიტყვის ძალა. ქრისტე არა მხოლოდ გადასცემდა ღმერთის სიტყვებს, არამედ ამ პიროვნებად წარმოადგენდა საკუთარ თავს. ყურანის მიხედვით ქრისტე უცოდველი დარჩა, რადგან არ იყო სხვაობა მის სიტყვებსა და მოქმედებებში. მასში ჩანდა ალაჰის ნება და სული, ასე რომ თუ ალაჰის გამოცხადება ღვთიურია, მაშინ ქრისტეც, როგორც ალაჰის სიტყვაც ღვთიურია.

ყურანი არა ერთხელ საუბრობს იმაზე, რომ ქრისტე უბრალო გზით დაბადებული ადამიანი არ არის, არამედ ალაჰის სულით, რომელიც ადამიანად იქცა. მუსულმანები ამბობენ, რომ მარიამის შვილი დედამიწაზე მოგზაური სული იყო, რომელიც ეჩვენა ადამიანად და სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდა თავის წყაროს ალაჰს. (სურა ალ-იმრან 3:49,55; ალ-ნისა 4:158; 171; ალ-ანბია 21:91; ალ-ტახრიმ 66:12). აქვთ რა ასეთი გაგება ისლამი სულ უფრო უახლოვდება წმინდა სამების საიდუმლოს გაგებას. კომენტატორები კი ცდილობენ ამ ფაქტების სხვადასხვაგვარად განმარტებას და ქრისტეს ეძახიან ,,შექმნილ“ სიტყვას და შექმნილ სულს ალაჰისგან. თუმცა ყურანში ეს არ წერია და ასეთი აზროვნება განზრახ იდება მისი კითხვის დროს მაში.

დიალოგი სამებაზე ყურანში
მუსულმანების წიგნი შეიცავს გასაკვირ მითითებებს იესო ქრისტეს ერთიანობაზე: ალაჰმა მარიამის ძე სიკვდილის შემდეგ წარიტაცა თავისთან, თავის დიდებაში (სურა ალ-იმრან 3:55; ალ-ნისა 4:158) ყურანის მიხედვით ქრისტე ცოცხლობს დღემდე ალაჰთან.

ერთ-ერთ დიალოგში (სურა ალ-მაიდა 5:116-117) ალაჰი ეკითხება ქრისტეს ასწავლა თუ არა ხალხს, რომ ის და დედამისი უნდა აღიქვან, როგორც ორი ღვთაება მის გვერდით, ანუ ალაჰად. ყურანის მიხედვით ქრისტეს პასუხი ამ კრიტიკულ კითხვაზე უარყოფითი იყო. რომელიღაცა ქრისტიანული სექტა არაბულ ნახევარკუნძულზე ასწავლიდა, ისეთ საეჭვო სამებას, რომელსაც ყველა ეკლესია გმობს. შესაძლოა, რომ მუჰამედს გაგებული ჰქონდა ამ სექტის შესახე. მას შემდეგ მუსულმანები თვლიან, რომ ქრისტიანებს სჯერათ: ალაჰი დაწვა მარიამთან და გააჩინა მისგან შვილი. ჩვენ ვამტკიცებთ იმ აზრს, რომ მუჰამედმა ეს ერესი უარყო და კანონითაც არ არის მიღებული ეს აზრი. ასეთი სამება არ არსებობს. ამ საკითხში ერთი აზრის ქონა რაღაც მხრივ დაძაბულობას ხსნის, მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის. ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ გვწამს არა ბიოლოგიური, არამედ სულიერი სამების, რომელიც შედგება ღმერთისგან, მისი სულისგან და მისი სიტყვისგან. (იოანე 1:1-14).

მათი დიალოგის მსვლელობისას, ჩნდება გასაოცარი სიტყვები, რომ ალაჰი ქრისტეს ატაცების შემდეგ არის მოწმობა, დაობლებული მოსწავლეებისთვის, როგორც უწინ ქრისტე იყო მოწმობა, საკუთარი მოწაფეებისთვის. ამ შემთხვევაში ალაჰს და იესოს აქვს ერთიდაიგივე სახელი და წოდება. ეს ისევ ხაზს უსვამს იესოს ღვთაებრიობას ყურანში.

ეჭვგარეშეა, რომ ყურანის დახმარებით ვერავის ევანგელიზირებას ვერ მოვახდენთ. მუსულმანების წიგნში არ არსებობს გადარჩენა! ჩვენ არ გვჯერა, ღვთიური ინსპირაციის ყურანში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ მუსულმანების წიგნში აქა იქ გაბნეული ქრისტიანული მოწმობების ნაწილები. მათ ვიღებთ, ვწმენდავთ და ვალაგებთ, როგორც მოზაიკას საჭირო ადგილებზე სახარებაში. ფუნდამენტალისტები კი არ ისმენენ არანაირ არგუმენტს, თუ ის ყურანიდან არ არის, ამიტომაც ჩვენ გადავცემთ სახარებას მათ ენაზე. მაგრამ უკეთესია ყურანიდან, ნაკლები ციტირებების მოყვანა, თუკი დანამდვილებით არ ვიცით სად რა წერია.

6.10 -- ქრისტეს მიმდევრების მოწმობა, წმინდა სამების შესახებ

მოციქულები საუბრობენ წმინდა სამებაზე ისე, როგორც რაღაც თავისთავად გასაგებზე.

პეტრე წერს: კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით. (1 პეტრე 1:3-10; 5:10).

იოანე წერს: იმით ვგებულობთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის - ჩვენში, რომ თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე - ქვეყნიერების მხსნელი. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის - ღმერთში. ( 1 იოანე 4:13-16; 5:12,20)

პავლე წერს: (ღმერთს) რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას. ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო, რომელმაც ყველას გამოსასყიდად გაიღო თავი, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე, (1 ტიმოთე 2:4-6; 1 კორინთელთა 8:6; 2 კორინთელთა 3:17-18).

მოციქულთა დამოწმება შთამაგონებელია. ისინი საუბრობენ სულიწმიდის რეალურ ცხოვრებაში მოქმედებაზე.

ერთმა პასტორმა ლიბანიდან, თავის შვილს ჩააკითხა კატარაში. მან მათთან ერთად ილოცა მაგიდასთან, შემდეგ კი მივიდა მასთან ერთი მუსულმანი სტუმარი და უთხრა, რომ მასში ხედავს კეთილსინდისიერ და ღვთისმოსავ ადამიანს, ამიტომაც აძლევს რეკომენდაციას გახდეს მუსულმანი, რათა ალაჰის წყალობის სისავსე მიიღოს.

პასტორმა უპასუხა მას: ,,თუ იმაზე მეტის შემოთავაზება შეგიძლია რაც გამაჩნია, დავფიქრდები ამ წინადადებაზე“

ამაზე მუსულმანდა კითხვით უპასუხა: ,,და რა გაქვს ისეთი, რაც არ გვაქვს ჩვენ?“

პასტორმა უპასუხა მას: ,,ალაჰი მამაჩემია, ის ზრუნავს ჩემზე, მიცნობს მე და ვუყვარვარ. ქრისტე - ღმერთის კრავია. მან ყველა ჩემი ცოდვა წაიღო და შემარიგა ღმერთს. აღარ მოვხვდები სასამართლოზე და არც ჯოჯოხეთში, რადგან მან ღმერთის წინაშე გამამართლა. სულიწმიდა ცხოვრობს ჩემში იმის შემდეგმ რაც ქრისტემ გაწმინდა ჩემი გული ცოდვებისგან. მე ვსაუბრობ ჩემ ზეციერ მამასთან უშუალოდ ჩემს ლოცვებში და ვმადლობ მას საუკუნო სიცოცხლისთვის, რომელიც მან მაჩუქა. მე არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და აღვდგები, როგორც ჩემი ზეციერი მამა აღდგა“ (იოანე 11:25-26)

მუსულმანი ამის შემდეგ ჩაფიქრებული წავიდა, რადგან პასტორმა გასაგები სიტყვებით დაუმოწმა მას, წმინდა სამების რეალობის შესახებ თავის ცხოვრებაში.

ამ აზრით ჩვენ მივესალმებით მუსულმანთა შორის ყველა მსახურებაში მოწოდებულს და ვთხოვთ უფალს, რომ წარმართოს თქვენი საუბრები ბრძნულად ყველა მუჰამედის მიმდევართან.

უფალ იესო ქრისტეს მადლი,
ღვთის სიყვარული
და სულიწმიდის ზიარება
ყველა თქვენგანს, ამინ!
(2 კორინთელთა 13:13)

6.11 -- კითხვები

ძვირფასო მკითხველო!

თუ ყურადღებით შეისწავლე ეს ბუკლეტი, მაშინ შეძლებთ მარტივად უპასუხოთ კითხვებს. ის, ვინც სწორად უპასუხებს კითხვების 90%, რომელიც მოცემულ 8 ბუკლეტშია, ჩვენი ცენტრისგან მიიღებს :

კურსის დახურვის სერთიფიკატს,
რომელიც დაგეხმარათ მუსულმანებთან იესოზე საუბრის შესწავლაში.

ეს კეთდება თქვენი გამხნევებისთვის, რათა გააგრძელოთ ქრისტეს მსახურება.

  1. რას ნიშნავს ისლამის რწმენის (შახადა), რწმენის პირველი ნაწილი?
  2. რა გზით უარყო მუჰამედმა წმინდა სამება?
  3. რაოდენ ხშირად ვკითხულობთ ყურანში, რომ ალაჰს არ ყავს ძე? და როგორ ჩანს ეს უარყოფა 1 იოანეს 2:18-25ის ფონზე?
  4. რატომ არის ისლამში ისა წოდებული მარიამის ძედ და არა ღვთის ძედ?
  5. რატომ ამტკიცებს ყურანი, რომ ქრისტე ალაჰის მონა და მორჩილია?
  6. რატომ ვერ იარსებებს სულიწმიდა ისლამში? რას ნიშნავს ეს მუსულმანთა სულიერი ცხოვრებისთვის?
  7. რატომ არასდროს არ შეიძლება ყურანში ალაჰის მამად მიღება?
  8. რა დანაკლისია ისლამში ღმერთის შესწარვლისას?
  9. რას საუბრობს ბიბლიის პირველი სამი მუხლი, წმინდა სამებაზე? როგორი მნიშვნელობა აქვს ამ მუხლებს ჩვენი მუსულმანთა შორის მსახურებისთვის?
  10. რატომ საუბრობს ძველ აღთქმაში ღმერთი საკუთარ თავზე, როგორც ,,ჩვენ“ (ანუ მრავლობით რიცხვში)? რას ნიშნავს ებრაული სიტყვა ელოჰიმ?
  11. როგორ შეიძება აიხსნას აარონის კურთხევა (რიცხვი 6:24-27) და სერაფიმების განდიდება ესაია 6:3ში, როგორც სამების ღმერთის აღიარება?
  12. რას გვასწავლის ფსალმუნი 2:1-7, სამებასთან მიმართებაში? 
  13. რატომ რჩება ესაიას 9:6 უნიკალურ სწავლებას, წმინდა სამების ერთიანობის შესახებ?
  14. რა გამოწვევას უგდებს ფსალმუნის 109:1, ყველა მუსულმანსა და ებრაელს?
  15. როგორი მნიშვნელობა აქვს, ძველი აღთქმის დაპირებებს მუსულმანებისა და ებრაელებისთვის?
  16. რას ნიშნავს იესოს ერთ-ერთი სახელი ,,ემანუელი“? წინასწარმეტყველებებში სად არის იგი ნახსენები?
  17. იესოს ნათლობა იორდანეში, სულიწმიდის ერთიანობის უნიკალური მატარებელი იყო, რას ნიშნავს ეს მოკლე მოწმობა ღმერთისა იესოს ნათლობის დროს მუსულმანებისთვის? ვის შეუძლია დაუშალოს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომ ყავდეს ძე, თუ მას უნდა მისი ყოლა? 
  18. როგორ ახსნა იესომ თავისი ტიტული ,,ქრისტოს“ ნაზარეთის სინაგოგაში?  როგორ უსვამს ხაზს, ეს გამოცხადება წმინდა სამების გაგებას?
  19. იესოს რომელ დიად დავალებაში ჩანს, წმინდა სამების მინიშნება?
  20. რატომ არ თქვა იესომ: ,,მე და მამა ორნი ვართ“? რატომ იგებენ ჩვენი საუბრიდან მუსულმანები, რომ თითქოსდა ორ სხვადასხვა ღმერთზე ვსაუბრობდეთ?
  21. რას საუბრობს იოანეს 14:9-11, წმინდა სამების საიდუმლოს შესახებ?
  22. რანაირად და როგორ განადიდებს სულიწმიდა ძეს, ისევე როგორც ძე განადიდებს მამას?
  23. რაზე ლაპარაკობს იესო იოანეს 14:23ში წმინდა სამებაზე?
  24. როგორი მნიშვნელოვანი გაგება გახსნა იესომ სამპიროვან ღმერთზე, იოანეს 17:21-23ში?
  25. რატომ არის გამონათქვამი ,,სამება“ ლინგვისტური შეცდომა ინგლისურ ენაზე, როდესაც ბიბლიაში ღმერთი იხსენიება? რატომ აღწერს მამის, ძის და სულიწმიდის არსს უკეთესად გამონათქვამი ,,სამპიროვანი ღმერთი“?  რაზე უნდა გავაკეთოთ მახვილი, მუსულმანებთან ურთიერთობის დროს?
  26. როგორი გზით ახდენენ სამპიროვანი ღმერთის ილუსტრირებას მზე, სხივები და სითბო?
  27. როგორ ახდენს სამპიროვანი ღმერთის ილუსტრირებას, გენერატორი, დენი და მისი მოქმედება გამათბობლებში, მაცივრებსა და კომპიუტერებში?
  28. წყალი, მისი სამი მდგომარეობით, სივრცე, სამ განზომილებაში და ადამიანი, სულით, მშვინვით და სხეულით - ეს მაგალითები სამი ერთშია. როგორ აღწერენ ისინი სამპიროვან ღმერთს?
  29. როგორ ხსნიან სამებას, თვალი, კვერცხი და სამკუთხედი?
  30. რა განსხვავებაა 1+1+1სა და 1*1*1ს შორის? როგორ ხდება ცომი, რომელიც შედგება ფქვილი, წყლისა და საფუარისგან, პური?
  31. რატომ არ არის სამების ,,დამადასტურებელი“ ყოველდღიური ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითები? რატომ ახასიათებთ ქრისტიანებს დიალექტური აზროვნება და რა სჭირდებათ მუსულმანებს, რომ გაიგონ სულიერი ჭეშმარიტების გამოხატვის საწინააღმდეგო?
  32. როგორ წარმოუდგენია მუჰამედს ქრისტე, რომელიც მარიამში იყო? რატომ არის ეს მოვლენა მუსულმანებთან საუბრისას, ჩვენთვის დახმარება?
  33.  როგორ ხსნის ,,ალაჰისგან ქრისტეს გამაგრება“ ,,ერთიანობის მოქმედებას“ ალაჰისგან მისი სულისა და ქრისტესგან?  
  34. როგორ განმარტავს ყურანი, რომ ქრისტე - ერთადერთი ადამიანია, ალაჰის მიერ წარმოდგენილი, როგორც აიათოლა? როგორ დაეხმარა ეს მუხლი ყურანის ზოგიერთ მასწავლებელს აფრიკაში, მსმენელის, სამების არსებობის რეალობასთან მიყვანაში?
  35. მუსულმანებთან საუბრისას, რას გვაძლევს გამონათქვამი ყურანში, რომ ქრისტე არის განხორციელებული ,,ალაჰისგან სიტყვა“ ან ,,მისი სიტყვა“?
  36. როგორ გვეხმარება ყურანში ჩაწერილი გამონათქვამი ,,ალაჰის სულის არსებობა“ იმის დამტკიცებაში მუსულმანებისთვის, მარადისობის არსებობისა და მარიამის ძის ღვთიურობაში?
  37. რას შეიცავს ყურანში ნახსენები ალაჰისა და ქრისტეს დიალოგი, მისი ატაცების შემდეგ? რომელი სამების გაგება უკუაგდო მუჰამედმა ყურანში და სად შეგვიძლია თანხმობაში მოვიდეთ მუსულმანებთან? როგორ გვაძლევს ეს თანხმობა შესაძლებლობას დავანახოთ მუსულმანებს ,,სულიერი“ სამება? 
  38. რა არის ძირითადი პირობა, მუსულმანებთან საუბრისას სამების შესახებ?
  39. მოციქულების რომელი დამოწმებებია ქრისტეზე, თქვენი აზრით საუკეთესო, წმინდა სამების ასახსნელად?
  40. ამოწერეთ მუხლები ბიბლიიდან, რომლებიც საუბრობენ სამებაზე?

ყველა კითხვაზე პასუხის გამცემ მონაწილეს უფლება ექნება არა მხოლოდ მიწვდეს სხვა ლიტერატურას, არამედ ურთიერთობა იქონიონ იმ დამსახურებულ პირებთან ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ველოდებით თქვენ წერილობით პასუხებს, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ღმერთის წინაშე, თქვენზე, მკითხველზე, რომ უფალი დაგელაპარაკოთ და მოგცეთ გამოცხადება. რათა გატაროთ, განგამტკიცოთ, და დაგიცვათ სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.

შენი სამსახურში,

აბდ ალ-მასიხიდა მისი ძმები

გამოაგზავნეთ თქვენი პასუხები:

GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:

info@grace-and-truth.net

ქრისტე ამბობს:
უფლის სულია ჩემზე,
რადგან მან მცხო
გლახაკთა სახარებლად,
მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად,
ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად,
ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.
(ლუკა 4:18-19a)

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 02, 2022, at 03:28 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)