Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- 01. Conversation -- 5 Miracles of Christ
This page in: -- Arabic? -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Kirundi -- Russian -- Somali -- Telugu -- Ukrainian -- Uzbek -- Yoruba

Previous booklet -- Next booklet

01. საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ

5 - ქრისტეს სახელები და ტიტულები, ბიბლიასა და ყურანში

როგორ გამოვიყენოთ ის, რასაც ყურანი ამბობს ქრისტეს შესახებ?

ყურანი აცხადებს, რომ ქრისტე სასწაულებს ახდენდა. რა არის ქრისტეს 10 სასწაული ყურანში? როგორ შეიძლება მათი გამოყენება მუსლიმებთან ქრისტეს გაზიარებაში? შეიტყვეთ ამ ბუკლეტის შესწავლით.



5.01 -- ქრისტეს სახელები და ტიტულები, ბიბლიასა და ყურანში

როგორ გამოვიყენოთ ის, რასაც ყურანი ამბობს ქრისტეს შესახებ?

5.02 -- ქრისტეს სასწაულები - არის თუ არა, მისი ღვთაებრიობის დასტური?

მუჰამედს უნდოდა, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ქრისტიანები ისლამისკენ მოექცია. ამიტომაც უყვებოდა ყველაფერს, რაც იცოდა იესოს შესახებ - მონა ქრისტიანებისგან, ეკლესიებიდან, ქრისტიანთა დელეგაციებიდან, ეთიოპიიდან მოგზაურებისგან და თავისი მეგობრებისგან, რომლებიც ქრისტიანებად იქცნენ. მუჰამედი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, როდესაც შეიტყო მარიამის ძეზე და მის სასწაულებზე. ის ხვდებოდა, რომ იესოს სასწაულები, რომლებიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა, უნდა განხილულიყო, როგორც მტკიცებულება (ბაიანაატ) მისი ღვთიური ავტორიტეტის. (სურა ალ-ბაკარა 2:87, 253; ალ-მაიდა 5:110; ალ-ზუხრუფ 43:63; ალ-საფფი 61:6)

მუჰამედს მოსმენილი ჰქონდა, მოსეს ათი სასწაულის შესახებ, უდაბნოში; მათაც მტკიცებულებები უწოდა (სურა ალ-ბაკარა 2:99; ალ-ისრა 17:101). თუმცაღა მოსეს ეს სასწაულები ალაჰის სასამართლოს გამოხატულება და ეგვიპტელტატვის სასჯელი იყო, რათა განთავისუფლებულიყვნენ, იაკობის ძეები მონობისგან. იესოს სასწაულები კი ყურანში წარმოდგენილია დადებითად, როგორც ალაჰის წყალობა, რომელსაც ისრაელის ძეები მიჰყავს რწმენისა და ისას მორჩილებისკენ.

მუჰამედი იტანჯებოდა იმისგან, რომ თავად ვერ ახდენდა ვერც დადებით და ვერც უარყოფით სასწაულს. ის ვერ ხვდებოდა იუდეველთა უმეტესობა რატომ იყო ასეთი გულქვა, რადგან ვერ მიხვდნენ, მარიამის ძის ნიშნებს და რატომ უარყვეს და შეიძულეს ის.

5.03 -- ქრისტეს ღვთაებრიობის მტკიცებულება (ბაიანაატ)

● სურა ალ-ბაკარაში წერია, რომ ისა ვერ მოახდენდა სასწაულებს ,,წმიდა სულის“ დახმარების გარეშე (სურა ალ-ბაკარა 2:87). მუჰამედს წარმოედგინა, რომ ალაჰი გზავნიდა ჯიბრილს (გაბრიელს), რათა განემტკიცებინა მარიამის ძე, საკუთარი დიდებული სასწაულების აღსასრულებლად. მუჰამედს ამითი იმის თქმა უნდოდა, რომ ქრისტეს თავად არ შეეძლო რაიმე სასწაულის მოხდენა. ამის შესასრულებლად ყოველ ჯერზე სჭირდებოდა ალაჰის წარმოგზავნილის დახმარება, რომელსაც ის (წმიდა სულს) ეძახდა.

გაგება ,,წმიდა სული“ ხშირ შემთხვევაში იტარგმნება, როგორც ,,სულიწმიდა“. ყურანის თანახმად ,,წმიდა“ არის თავად ალაჰი, ხოლო სული - მხოლოდ მისი მონა. ,,წმიდა სული“ არ არის თავისთავად წმიდა და ის არ არის ღვთიური ბუნების ნაწილი. ის მხოლოდ ყოვლისშემძლის ქმნილებაა. ყურანის ეს სული არასდროს არ უნდა აგვერიოს სახარების წმიდა სულთან. თუმცა მუჰამედი ვარაუდობდა, რომ ,,წმიდა სული“ არის ნამდვილი სულიწმიდა, რომელიც ამაგრებდა მარიამის ძეს. ამ გაგებით მუჰამედმა ირიბათ დაადასტურა წმინდა სამების არსებობა ყურანში: ალაჰი, მისი სული და ქრისტე, ყოველ ჯერზე ერთობლივად ახდენდნენ სასწაულებს!

მუჰამედს არ ესმოდა, თუ რატომ უარყვეს ეს მტკიცებულებები კატეგორიულად იუდეველებმა და ალაჰის წარმოგზავნილს ეძახდნენ მატყუარას და ზოგიერთი მათგანი მოკლეს კიდეც. (სურა ალ-ბაკარა 2:87)

● იმავე სურაში (ალ-ბაკარა 2:253) მუჰამედმა აღიარა, რომ ალაჰის წარმოგზავნილთ შორის არის არსებითი განსხვავება. ერთნი ალაჰმა მიიჩნია მეორეებად და დააყენა ისინი სხვებზე მაღლა. მოსესთან ის პირისპირ ლაპარაკობდა, ხოლო მუჰამედთან ეს აკრძალული იყო. თავის ეგრედწოდებულ გამოცხადებებს ის იღებდა მისთვის უცნობი სულისგან, რომელსაც შემდეგ ჯიბრილი უწოდა. მუჰამედს თავად არასდროს არ უნახავს და არ გაუგონია ალაჰის ხმა, მას არ ჰქონდა პირადი ურთიერთობა ღმერთთან.

ყურანის მიხედვით ალაჰმა მარიამის ძე მოსეზე მაღლა დააყენა, რადგან მას განსაკუთრებული მტკიცებულებები მისცა (ბაინაატ) ,,წმიდა სულისგან“ გამყარებისთვის. მუჰამედი იდგა, თვალყურს ადევნებდა და თავს იქნევდა, ხედავდა რა იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის მტრულ დამოკიდებულებას და, რომ მათ შორის არ არის ერთობა, ამ უპირატესობების მიუხედავად (სურა ალ-ბაკარა 2:253). მათ უთანხმოებაში ის ხედავდა ალაჰის წინასწარ განსაზღვრას იმისა, რომ ისლამი მესამე ძალის სახით გამარჯვებას იზეიმებს უთანხმოებაში მყოფ მხარეებს შორის. მუჰამედს არ ესმოდა, რომ მათ შორის განხეთქილება იყო ღვთის ძე და ცოდვილის გამართლება, რჯულის საქმეების მიუხედავად. მუსულმანები და იუდეველები უმეტეს შემთხვევაში, ახლოს არიან ერთიმეორესთან, ვიდრე ქრისტიანები და მუსულმანები.

სურა ალ-მაიდაში შეგვიძლია წავიკითხოთ ალაჰის 4 სიტყვიდან ერთ-ერთი, რომელიც მიმართულია ქრისტესკენ (სურა ალ-მაიდა 5:110). მან თქვა: ,,გახსოვდეს ჩემი წყალობა, რომელიც გიყავით შენ და დედაშენს, როცა გაგამაგრე სულით წმიდასგან“. შემდეგ მოყვანილია იესო ქრისტეს ზოგიერთი სასწაული, რომელთა კულმინაციურ წერტილად ითვლება იმის მტკიცებულება, რომ ალაჰმა ისრაელის ძეები დააკავა, რათა ისა არ მოეკლათ, თუმცა ის მათთან ცხადი მტკიცებულებებით მოვიდა (ბაიანაატ), ისინი კი ვერ იტანდნენ მას და ამბობდნენ: ,,ეს არაფერია, გარდა მაგიისა!“

აქ ქრისტე წარმოდგენილია, როგორც ალაჰის სულისგან მადლისა და დახმარების მიმღები. ეს ნიშნავს, რომ მარიამის ძეს ყურანის თანახმად არ აქვს ღვთიური ბუნება და შესაძლებლობები. თუმცა მუჰამედი ერთდროულად საუბრობს ისას განუმეორებელ სასწაულებზე და ეძახის მათ მტკიცებულებას მისი ავტორიტეტისა, რომელიც მიიღო ალაჰისგან. მუჰამედი ვერ ხვდება ქრისტეს თავმდაბლობას, რომელმაც საკუტარი თავი დაიმდაბლა და მთელი დიდება მამას მიუძღვნა სიტყვებით: ,, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.“ (იოანე 5:19)

● სურა ალ-ზუხრაფში შეგვიძლია წავიკითხოთ ქრისტეს მტკიცებულებების აღმოსავლური განმარტება (სურა ალ-ზუხრუფი 43:63). ის მოვიდა ,,სიბრძნით“ იუდეველებთან. რათა აუცილოს მათ თვალები, ტავიანთი განხეთქილების მიზეზებზე. დიდი ალბათობაა, რომ მუჰამედი ზეპირი გადმოცემებიდან რაღაცა სმენია იესოს სწავლების შესახებ, რომელიც ნაგულისმევია მათეს 7:1-8ში და განმარტა ქრისტეს ეს სიტყვა, როგორც შერიგების მცდელობა მტრულად განწყობილი ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, ისა ითხოვდა უსიტყვო მორჩილებას და საკუთარი ბრძანებების შესრულებას.

● სურა ალ-საფის თანახმად ისა ისრაელის ძეებთან მოვიდა, რათა თორას სინამდვილე დაემტკიცებინა (სურა ალ-საფი 61:6). იესოს მოსვლის მიზეზის ასეთნაირად განმარტება იძლევა საშუალებას ავუხსნათ მუსულმანებს, რომ ბიბლია არ არის დამახინჯებული, რადგან ისას უპირველესი დავალება ყურანის მიხედვით მდგომარეობდა იმაში, რათა დამტკიცებულიყო მისი ჭეშმარიტება.

რათქმაუნდა ისას მოსვლის მიზანი საბოლოოდ მისი ყველა სასწაულის მერე ყურანის თანახმად იყო, მარიამის ძის აღთქმა იმის შესახებ, რომ მის შემდეგ უნდა მოსულიყო ალაჰის ღირსეული წარმოგზავნილი. მუჰამედმა ამ გამონათქვამით ისას ბაგეებში ჩადო ქადაგება საკუთარ თავზე. ამის შემდეგ მუსულმანები ბიბლიაში მუჰამედის დაფარულ სახელს ეძებენ. სიტყვა სიტყვით იგი ითარგმნება, როგორც ,,ქებად ღირებული“. ზოგიერთი მუსულმანი კომენტატორი ვარაუდობს, რომ მუჰამედი არის შეპირებული ,,პარაკლეტომ“, (Parakletos), რაც ნიშნავს ნუგეშისმცემელ სულს. იმისთვის, რომ ეს ბერძნული ტიტული მუჰამედთან მისულიყო, შეცვალეს ხმოვანი სიტყვაში parakletos და გახადეს მისგან სიტყვა perikletos, რომელიც ნიშნავს (პატივის ღირსად). მას შემდეგ მრავალი მუსულმანი ამტკიცებს, რომ ქრისტიანებმა დამალეს ან დაამახინჯეს სახარებაში, მუჰამედის შესახებ ყველა წინასწარმეტყველება ან სულაც ამოშალეს მისი სახელი ბიბლიიდან.

5.04 -- ისასა და მუჰამედის სასწაულმოქმედი ნიშნები (აიაატ)

ყურანის სამ მუხლსში იესოს სასწაულებს, ნიშნები ,,აიაატ“ ჰქვია, რომლებიც მის ღვთაებრიობის მისიას ადასტურებენ (სურა ალ-იმრან 3:49-50; ალ-მაიდა 5:114). მუჰამედის მიერ გამოყენებული სიტყვა გვხვდება იოანეს სახარებაშიც იესოს სასწაულების აღწერისას. იქ წერია: ,, ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება;“ (იოანე 2:11-12). მრავალმა ირწმუნა ის, როდესაც დაინახეს მის მიერ შესრულებული ნიშნები. (იოანე 2:23). მეფის მოხელის ძის განკურნება, რომელიც შორს იყო იოანემ დაარქვა იესოს ნიშანი (იოანე 4:54). იხილეს რა კიდევ ერთი ნიშანი იესო ქრისტეს მიერ შესრულებული, - 5 000 კაცის დაპურება - ხალხმა თქვა: ,, ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში” (იოანე 6:14). როდესაც დაინახა იესომ, რომ ამ პურთან დაკავშირებული სასწაულის გამო მათ მისი მეფედ გახდომა ისურვეს, განშორდა მათ.

თავის ნიშნებსა და სასწაულებს უპირველესად არ ახდენდა, რათა ხალხს ერწმუნა მისი, არამედ რომ დაენახათ მისი სიყვარული, სიწმინდე და ყოვლისშემძლეობა. იესო არ ეძებდა მიმდევრებს, რომელთაც სწყუროდათ სასწაულები, არამედ ელოდებოდა მათგან მონანიებასა და განახლებას. იესო აფრთხილებდა ხალხს და ეუბნებოდა რა: ,, არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”. (იოანე 4:48). სახარებაში რამდენჯერმე არის ნათქვამი, რომ იესო უკრძალავდა განკურნებულ ხალხს, რომ სხვებისთვის მოეთხროთ თუ ვინ გააკეთა ეს. (მათე 9:30, 12:16; მარკოზი 3:12, 5:43, 7:36; ლუკა 5:14, 8:56, 9:21).

როდესაც იუდეველებმა დაიწყეს იერუსალიმში იესოს თვალყურის დევნება და სიკვდილით დამუქრება, მაშინ სასწაულების მაძიებელმა ბრბომ დატოვა ის მარტო. მხოლოდ მოწაფეები, რომელთაც აღიარეს იოანე ნათლისმცემელთან თავიანთი ცოდვები და სიამაყე, რომელიც დაიმსხვა მონანიებისას, დარჩნენ გვერდით. ისინი ხედავდნენ მის დიდებას, თუნდაც მის დევნასა და სიკვდილში. როდესაც იუდეველები აცდუნებდნენ იესოს და სასწაულების მოხდენას, საკუთარი ავტორიტეტისა და ღვთიური წარმოგზავნილობის დასამტკიცებლად, მან უთხრა მათ: ,, დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას”. (იოანეს 2:18-22). იგივე აზრი იყო მის სიტყვებში: ,, ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.“ (მათე 12:39:40; 16:4).

თუმცა მტკიცებულებები და ნიშნები ისას შესახებ, რომლებიც მუჰამედის მიერ არის ჩამოთვლილი ყურანში, იმ მიზნით არის ჩაწერილი, რომ ადამიანებშ აღძრას სასწაულების რწმენა, რომელსაც იესო უარყოფდა. ამიტომაც უნდა ავუხსნათ მუსულმანებს, ქრისტეს სასწაულები ყურანში არა სასწაულებისთვის, არამედ მივუთითოთ მათი მეშვეობით, იესოს დიდებულების, სიყვარულის, თავმდაბლობის, სიწმინდის და ყოვლისშემძლეობის შესახებ. დაე ამ სასწაულების აღწერის მეშვეობით ყურანში განდიდდეს იესო ქრისტეს პიროვნება. სასწაულს თავისთავად არ აქვს ამაღორძინებელი ძალა. ყოველი სასწაულებრივი განკურნება, რომელსაც არ მივყავართ მონანიებამდე და განახლებამდე, ვერც იესო ქრისტეს ღრმა რწმენამდე მიგვიყვანს.

5.05 -- ახალდაბადებული ქრისტეს სიტყვები

ყურანში სამჯერ არის მოყვანილი გასაოცარი მესიჯი, მარიამის ახალდაბადებული ძის სიტყვებისა, რომელიც მშვიდობით იწვა ბაგაში. ორჯერ მისი სიტყვები ნახსენებია, როგორც ფაქტი (სურა ალ-იმრან 3:46; ალ-მაიდა 5:110), ხოლო მარიამის სურაში (19:24-33) უშუალოდ გადმოცემულია მისი შინაარსი.

ყურანისკომენტატორები სხვადასხვაგვარად ხსნიან ახალ დაბადებული ისას დაუჯერებელ ფაქტს. ერთნი ამბობენ, რომ ისას სჭირდებოდა წუთები, სხვები კი - მხოლოდ საათები, რათა შეესწავლა ასოების შეუცდომლად წარმოთქმა, ასევე სიტყვებისა და მთელი წინადადებების. თავიდანვე იყო თითქოსდა მისი ტვინი საბოლოოდ ჩამოყალიბებული. მისი გონება, გრძნობები და აზროვნება, ძალიან მცირე დროში სრულიად განვითარდა.

რატომ ფიქრობენ ამდენს, მუსულმანი კომენტაორები ამ საკითხზე? მათ სჯერათ, რომ ქრისტე ,,ალაჰის სიტყვაა“ ადამიანის სახით. უფალმა თავად შეასწავლა მას დაბადებამდე თორა, სოლომონის იგავები, სახარება და პირველი წიგნი, რომელიც ზეცაში ინახება (სურა ალ-იმრან 3:48). ის დაიბადა ნიშნებით, ახალი აზრებითა და ორატორული შესაძლებლობებით, სავსე სამყაროში. მას არაფერი შეეძლო გარდა იმისა, რომ დასაწყისიდან სიკვდილამდე გამუდმებით ალაჰის სიტყვები ელაპარაკა. ვულკანს ჰგავდა, რომელიც საკუთარი უფლის გამოცხადებებს აფრქვევდა.

სხვა კუთხით კი ყურანი გვეუბნება, რომ მარიამის ძე არ იყო უბრალოდ ადამიანი, არამედ ალაჰისგან სული ადამიანის სახით. ის წარმოიშვა მარადისობისგან (სურა ალ-იმრან 3:45) და ფლობს უდიდეს ნიშნებსა და ისეთი შესაძლებლობების პოტენციალს, რომელიც არცერთ მოკვდავ ადამიანს არ გააჩნია.

ეს დასკვნები ქრისტიანულ გაგებასთან ახლოს არის, ღვთის ძის გარდაქმნისა სახარებაში. მაგრამ იქ იესო უბრალო ადამიანად არის წარმოდგენილი, ჩვილი ნაჭრებში. დედამის მარიამს ექიმი ლუკასთვის არცერთი სიტყვა, საკუთარი ახალდაბადებული შვილის შესახებ, რადგანაც იყო რა იესო ჩვილი არცერთი სიტყვის წარმოთქმა არ შეეძლო და სჭირდებოდა დრო, რათა განევითარებინა ეს შესაძლებლობა. (ლუკა 2:40,52).

საიდან არის ეს ფანტასტიკური ისტორია? მსგავსი დაბადების ძირი შეგვიძლია მოვძებნოთ, აპოკრიფიულ სახარებებში, ქრისტეს ბავშვობის შესახებ, რომლები სირიელ და კოპტ ქრისტიანებს აქვთ. დედები თავიანთ შვილებს აძინებდნენ ჩვილი იესოს შესახებ სიმღერებით. დღეს დეტალურად შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, ჩვილი იესოს შესახებ მოლაპარაკე საინფორმაციო წყაროებს. ეს შეთხზული ისტორიები ბავშვებისთვის, მუჰამედმა შეიტყო სირიელი მონებისა და კოპტი ქრისტიანებისგან და დაიჯერა მათი! მას ლეგენდების უფრო მეტად სჯეროდა, ვიდრე ეკლესიის მამების, რომელთაც კანონის ბიბლიაში არ ჩაწერეს ბიბლიაში ეს ყოველივე, რადგან რეალურად გამოგონილი ისტორიები იყო. მუჰამედი გულუბრყვილო ადამიანს უფრო ჰგავს, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას, ვიდრე წინასწარმეტყველს. ის ვერ არჩევდა გამოგონილს, სინამდვილისგან. რაც შეეხება ახალდაბადებული ძის ეგრედწოდებულ სიტყვებს (სურა მარიამ 19:24-33). ჩვილს პირველიგში უნდოდა საკუთარი ახალგაზრდა დედის ნუგეშისცემა, რადგანაც მას გაუთხოვარს შვილი ეყოლა. იცოდა, რომ როგორც მღვდლის შვილი ქვებით უნდა ჩაექოლათ. ამიტომაც აწყნარებდა ისა, რომ მან უდაბნოში პალმის ქვეშ ,,წარმოსადეგი ადამიანი“ შვა.

სიტყვა, რომელიც ნიშნავს ,,წარმოსადეგ პიროვნებას“, არაბულად ჟღერს სურიან, ხოლო მრავლობითში სურავაა, ასრიაა ან სარაატ (ყველა სიტყვა წარმოქიქმნა არაბული ძირისგან ს-რ-ვ). თუმცა ყურანის შურიანმა მკითხველებმა ეს ხმოვნები გადაანაცვლეს და მიიღეს სიტყვის მნიშვნელობა ,,პატარა ღელე“ (რაც არაბულ ენაზე ნიშნავს სარიაუნ) აიღეს რა ეს სიტყვა ძირებიდან ს-რ-ია, რომელიც მრავლობით რიცხვში ჟღერს, როგორც ასრიატ ან სურიაან. მუსულმანი მკითხველები არ იყვნენ კმაყოფილი იმითი, რომ ახალდაბადებული ისა, უკვე იდგა მუჰამედზე მაღლა და მარტივად გარდაქმნეს ,,წარმოსადეგი პიროვნება“, ,,ღელედ“. შეცვალეს რა სრულიად ამ სიტყვის პირვანდელი აზრი.

ახალდაბადებულმა დედამისს ურჩია, რომ შეერხია ამ პალმის ხე, რათა რთული მშობიაროობისშემდეგ ფინიკებით გაემაგრებინა თავი. ეს რა ბედუინური ლოგიკაა! რამდენიმე მაკაცსაც კი არ შეუძლია პალმის ხის შერხევა და როგორ შეძლებდა ამას ახალგაზრდა ქალი? მუჰამედის დროში ბედუინების ცხოვრება ძალიან რთული იყო, ხოლო ბედუინი ქალების ცხოვრება ორმაგად.

ისამ თავისი პირველი სიტყვის შემდეგ შესთავაზა თავის სასოწარკვეთილ დედას ეპასუხა ყველასთვის, ვინც დაინტერესდებოდა ახალდაბადებულით, რომ მან ყოვლად მოწყალეს დაუდო აღთქმა და ამიტომაც დღეს ვერავის დაელაპარაკება. ამიტომ პირველი რაც ახალდაბადებულმა ქრისტემ, ყურანის მიხედვით ასწავლა დედამისს იყო სიცბიერე და ტყუილი, რათა ამითი დედამისი სირცხვილისგან ეხსნა. ამის შემდეგ ყურანი გვაუწყებს, თუ როგორ იცავდა ახალდაბადებული დედა მის წინააღმდეგ აღმდგარი მცხოვრებლებისგან და ამითი თავისი მეორე ყურანული სიტყვა წარმოთქვა, რაც ნიშნავს კურთხეულ წინასწარმეტყველს.

თუკი ამ ისტორიებს ობიექტურად განვიხილავთ შევამჩნევთ, რომ მუჰამედის ოცნებაც და რეალობაც, მირაჟში გადაიზარდა. იქცა ისეთ პროდუქტად, რომელშიც ფანტაზია არეულია რეალობასთან, სწორედაც რომ ეს არის ყურანი.

5.06 --ჩიტის შემოქმედებითობა

იგივე აპოკრიფიული წყაროებიდან სხვა ისტორიაც წარმოიქმნა: ყმაწვილმა ისამ თიხისგან გამოძერწა ჩიტი, შთაბერა მას - და ის გაფრინდა. (სურა ალ-იმრან 3:49; ალ-მაიდა 5:110). ჩვენ სიამოვნებით დავივიწყებდით ამ ისტორიას მარიამის ძის ბავშვობიდან, მისგან რომ არ გამომდინარეობდეს სამი სპეციფიური ფორმულირება.

სურა ალ-იმრანში ისა ეუბნება ისრაელიანებს: ,,მე შევქმნი თქვენთვის თიხისგან ჩიტის ხატს“ სურა ალ-მაიდაში ალაჰი მიმართავს მას, მისი ატაცების შემდეგ: ,,შენ შექმენი თიხისგან ჩიტის ხატება“. ამიტომაც წერია ამ სასწაულზე ყურანში ორჯერ, როგორც ახლანდელ ასევე წარსულ დროში: ერთხელ თავად ისას მიერ, მეორეჯერ პირადად ალაჰის მიერ. ამ ორმაგი დამოწმების წყალობით ეს მოცემული ტექსტი იძენს უდიდეს მნიშვნელობას.

ორივე შემთხვევაში ნათქვამია, რომ ისას შეუძლია შექმნას მკვდარი მატერიისგან ცოცხალი ჩიტი. სიტყვა ,,შექმნა“ (კახალაკუა), რომელიც არაბულ ენაში გამოიყენება, მხოლოდ ალაჰთან მიმართებაში, რომელმაც ტავისი სიტყვით არაფრისგან შექმნა ყველაფერი. ეს სიტყვა ხომ აქაც არის გამოყენებული ისასთან მიმართებაში. ყურანის თანახმად ის არის ერთადერთი ადამიანი - შემომქმედი, რომელსაც შეუძლია მკვდარ მატერიას შთაბეროს სიცოცხლე. ამგვარად ისლამში ქრისტეს შემომქმედის როლიც უკავია.

თუმცა მუჰამედმა საზღვარი დაუდო მარიამის ძის ამგვარ ამაღლებას და ყურანში გამოთქმული ქრისტეს სასწაულების შესახებ სიტყვებს, რამდენჯერმე რამდენჯერმე თავად დასძინა: ,,მხოლოდ ალაჰის ნებართვით“. ჩვენ ხომ შეგვიძლია ვკითხოთ კრიტიკულად განწყობილ მუსულმანს: ,,შენ ნამდვილად გჯერა, რომ ქრისტეს ალაჰის ნებართვით შეუძლია, მკვდარი მატერიისგან ჩიტი შექმნას?“ საპასუხოდ გავიგონებთ: ,,რათქმაუნდა, ყურანი ორჯერ საუბრობს ამის შესახებ!“. მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავაჯეროთ მათ, რომ მარიამის ძე არის სრულფასოვანი შემომქმედი - ალაჰის ნებართვით!

ეს ფანტასტიკური ბავშვური ისტორია შეიცავს კიდევ ერთ სიურპრიზს. ისამ აიღო თიხისგან შეწებებული ჩიტი და შთაბერა მას. აქ თიხა გაცოცხლდა და ჩიტი გაფრინდა. ყურანის თანახმად ისას აქვს მაცოცხლებელი სუნთქვა, ცხადია ალაჰის ნებართვით!

ბიბლიაში ღმერთმა შთაბერა ადამს სიცოცხლის სული. ასე იყო შექმნილი პირველი ადამიანი (დაბადება 2:7). საღამოთი ქრისტეს აღდგომის შემდეგ შთაბერა საკუთარ შეშინებულ და გახარებულ მოწაფეებს და უთხრა მათ: ,,მიიღეთ სულიწმიდა!“ (იოანე 20:22). აქ მისი მიმდევრები ზეციდან იშვნენ, ქრისტე ხომ მაცოცხლებელი სულია (1 კორინთელთა 15:45). მუჰამედი თავის სიტყვებში ძალიან შორს არ მიდიოდა, როდესაც ისამ მატერიას შთაბერა მისგან ადამიანი არ შექმნილა, არამედ რაღაცა რაც ფრინველს ჰგავდა. ამიტომაც მუჰამედმა ვერ გაბედა იმ ფაქტის უარყოფა, რომ იესოს მაცოცხლებელი შემომქმედის სული ჰქონდა.

ჩიტის შექმნის ისტორია ყურანის კომენტატორებისთვის თავსატეხია, რადგან თუკი ისა ალაჰის ნებართვით მკვდარი მატერიისგან ქმნის ცოცხალ ჩიტს, ის ნამდვილად უნდა იდგეს ყველა ადამიანზე და მუჰამედზე მაღლა. ზოგიერთი განმარტებელი წერს: ,,ისას უნდოდა ოთხფეხა ცხოველის ან ჩიტის შექმნა, რომელიც დაფრინავს, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ გამოუვიდა. ამ მცდელობისას მხოლოდ ,,ღამურა“ გამოუვიდა. ის არც ფრინველია, არც ქვეწარმავალი“. ასეთ კრიტიკებზე ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ ღამურა ერტ-ერთი ყველაზე განვითარებული ცოცხალი ქმნილებაა, რადგან პირში ხმის გამომცემი მოწყობილობაა აქვს, რადარის სახით და შეუძლია იფრინოს ღამით, როგორც თანამედროვე თვითფრინავს.

5.07 -- ბრმების განკურნება

ორი საეჭვო განკურნების შემდეგ რის ხსენებაზეც პასუხისმგებელი მხოლოდ მუჰამედი არ არის, რომლებიც აღებულია აპოკრიფიული ,,ბავშვობის სახარებები“, ჩვენ ვკითხულობთ, რომ ისამ განკურნა ,,ზოგიერთი“ ბრმა (სურა ალ-იმრან 3:49; ალ-მაიდა 5:110). ამაზე თავად ქრისტე და ალაჰი მოწმობდნენ.

ამ მესიჯებიდან ცხადი ხდება იესო ქრისტეს წყალობა, არაწმინდა ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც შეუძლებელია მზის სხივის დანახვა და გამუდმებულ სიბნელეში დადიან. ყურანის ტექსტის თანახმად, მარიამის ძე სასწაულებს დასანახად არ ახდენდა, რათა თავის მხარეს მიეპყრო მეფეები, არამედ იმ სურვილისგან, რომ დახმარებოდა ავადმყოფებსა და საჭიროებაში მყოფთ. მისი სიყვარული და თანაგრძნობა იყო მთავარი აღმძვრელი მოტივი მისი ნიშნებისა.

არაბული სიტყვა ,,განკურნება“ (ბარია), ახლოს არის ყურანში სიტყვა ,,გამართლება“ ან ,,განწმენდასთან“. თუ ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა გაგება, რომ ავადმყოფობა არის ალაჰის სასჯელი, დაფარული ცოდვების გამო, მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ ქრისტე არა მხოლოდ დაავადებას კურნავდა, არამედ მის რელიგიურ მიზეზსაც ლახავდა.

იესო არ კურნავდა ბრმათა თვალებს, რაიმე ნივთების ან ლაზერული სხივების დახმარებით. მას არც წამლები და ანტიბიოტიკები სჭირდებოდა, ის ხომ მხოლოდ საკუთარი სიტყვით კურნავდა. ის არ იყენებდა რაიმე ჯადოქრობას, შელოცვებს ან უცხო სულებს, არამედ ანთავისუფლებდა ადამიანებს, რომლებიც წლები იტანჯებოდნენ, მხოლოდ ქრისტეს ყოვლისშემძლე სიტყვით. რათქმაუნდა მუჰამედმა აქაც ტავისი სტერეოტიპული აზრი დაამატა ,,ალაჰის ნებართვით“. ასე თუ ისე ყურანულ მოწოდებებში ნათლად ჩანს იესო ქრისტეს ავტორიტეტი და კაცთმოყვარეობა.

ყურანის მეშვეობით მუსულმანი ვერ გაიგებს იმ დეტალებს, თუ სად, როდის ან ვის აუხილა იესომ თვალები, ამიტომაც ამ ტექსტების შევსება აუცილებელია მხილველთა ინფორმაციებით, რომლებიც სახარებაში წერია. დაინტერესებული მუსულმანებისთვის კარგი იქნებოდა ბიბლიაში შესაბამისი ნაწყვეტების პოვნა და თავად კი არ წაგვეკითხა, არამედ მათთვის გვეთხოვა ამის გაკეთება, რათა დავეხმაროთ მათ, იმ ბარიერების გადალახვაში, რაც ხელს უშლით, წმინდა წერილთან მიმართებაში და ასევე შესაძლებლობა მიგვეცა, თავიანთი თვალებით დაინახონ იესო, წერილების მეშვეობით. ამასთანავე დაინახავენ, რომ იესო არავის არ ახვევდა საკუთარ დახმარებას და განკურნებას, არამედ ყველაზე ხშირად ელოდებოდა, როდის მოვიდოდა მასთან ხალხი და სთხოვდნენ განკურნებას. ის აღვივებდა მათში, მისდამი ნდობას, რათა შესძლებოდა მათი ტანჯვებისგან განთავისუფლება. ექიმისდამი უნდობლობით დანარჩენი ექიმების განკურნება შეუძლებელია. იესო თავად ადამიანს აღძრავს განკურნებაში მონაწილეობისკენ, ამბობს რა: ,,შენმა რწმენამ გიხსნა“ (მათე 9:22; მარკოზი 5:34, 10:52; ლუკა 7:50, 8:48, 17:19, 18:42). ყოველივე ეს მუსულმანებისთვის უცხოა. ისინი არც მხსნელს იცნობენ და არც დამხმარეს. მათში ჯერ უნდა გაიზარდოს ქრისტესადმი ნდობა, სანამ მიმართავენ მას, როგორც საკუთარ მხსნელს.

5.08 --ისა კურნავს კეთროვნებს

ორივე შემთხვევაში, რომელიც ეხება კეთროვნის განწმენდასა და განკურნებას, ჩვენ კვლავ ვპოულობთ ისას დამოწმებას და ალაჰის მოწმობას, რომლებიც ადასტურებენ ამ სასწაულების ჭეშმარიტებას (სურა ალ-იმრან 3:49; ალ-მაიდა 5:110). არაბულის სიტყვა ,,კეთროვანთა განკურნება“ მართალია მხოლობით რიცხვში დგას, მაგრამ ნიშნავს ერთიდაიმავე სახეობაში ავადმყოფთა კოლექტივს. ისევ, როგორც ბრმათა შემთხვევაში, საუბარია არა მხოლოდ ერთეულ განკურნებებზე, არამედ კეთროვანთა მთელ სასწაულებრივ განკურნებათა ჯაჭვზე ქრისტეს მიერ, რომლებიც აღწერილია სახარებაში.

ვისაც უნახავს ინდოეთის ადგილობრივ სოფელში, თუ როგორ იკრიბებიან დამწვარი სახეებით, დამტვრეული თითებით და მრავალი სხვა დაავადებებით ადამიანები, ბენზინგასამართ სადგურებზე, რათა ითხოვონ წყალობა, ის მიხვდება იესო ქრისტეს სიყვარულს, დიდებასა და გამარჯვებას, სიძულვილის გრძნობასა და რაიმე დაავადების აკიდების შიშზე. მას არ გაუგდია კეთროვნები, არამედ ელაპარაკებოდა მათ და ზოგიერთ მათგანს ეხებოდა. ის აშენებდა ხიდებს მათი რწმენისთვის, რათა შეეძლოთ იმის გაგება, რომ ამ იესოს ვუყვარვარ პირადად მე! ის - გამარჯვებულია ყველაფერზე და ჩემს დაავადებებზეც. მას შეუძლია და უნდა, რომ განმკურნოს. (მათე 8:1-4; მარკოზი 1:40-45; ლუკა 5:12-16). ათი კეთროვნის განკურნების შემდეგ იესო ელოდებოდა მათგან აუღწერელ რწმენას, ისინი კი ენდობოდნენ მას ვინც ღირსი გახდა თავიანთი სიტყვებით და ღვთაებრივი სიყვარულით, რომელსაც ისინი გრძნობდნენ მასში (ლუკა 17:11-19).

ყურანი ამ სასწაულებზე ძალიან მოკლედ საუბრობს, როგორც საერთაშორისოდ ცნობილ ფაქტებზე. ამიტომაც ეს განკურნებები საჭიროებე, სახარებისეულ ახსნას. ჩვენ პირადადაც შეგვიძლია იმის დამოწმება, რომ იესომ გაგვწმინდა ჩვენი უწმინდურებისგან.

კეთროვანთა განკურნებაზე საუბრისას შესაძლებელია განსაკუთრებულად შევეხოთ იესო ქრისტეს მიერ ცოდვების პატიების თემას. რადგანაც ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში, ეს დაავადება განიხილება ხალხში, როგორც ალაჰისგან სასჯელი, ბუნტის ან დაფარული ცოდვების გამო. აქ შეგვიძლია მოვიშველიოთ იმ მოდუნებული ადამიანის განკურნება, რომელიც ელოდებოდა იესოს სიტყვებს ,,განკურნების სიტყვას“ ამის ნაცვლად კი მოისმინა: "გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”. თორის განმმარტებლებმა იფიქრეს, რომ იესომ ღმერთი დაგმო, მან ხომ ჰკითხა მათ: "რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში? რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს - მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!” ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.“ (მათე 9:1-8).

5.09 -- მკვდრების აღდგინება

ყურანის ორჯერ წამკითხავს იმის შესახებ, რომ იესო მკვდრებს აღადგენს შეიძლება გაუკვირდეს. (სურა ალ-იმრან 3:49; ალ-მაიდა 5:110). სიტყვა ,,მკვდრები“ დგას მრავლობით რიცხვში და არა მხოლობითში. არაბულ ენაში ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ ორზე მეტი, უკიდურეს შემთხვევაში კი სამი მკვდარი აღადგინა. კარგი იქნებოდა, თუ ჩავინიშნავთ რომ სახარებაში წერია, იესომ ბავში აღადგინა მკვდრეთით, ყმაწვილი და ზრდასრული ადამიანი, რათა შემდეგ დაინტერესებულ მუსულმანებს წავუკითხოთ ეს ადგილები (მათე 9:18-26; მარკოზი 5:21-43; ლუკა 7:11-17, 8:40-56; იოანე 11:1-45).

ყურანის ტექსტში გამოყენებულია ორი სხვადასხვა მუხლი ქრისტეს მიერ მკვდრეთით აღდგომის გამოსახატავად. იმრანის საოჯახო სურაში (სურა ალ-იმრან 3:49). ისა თავად ამბობს:
,,მე გავაცოცხლებ მკვდრებს“
ტრაპეზის სურაში (სურა ალ-მაიდა 5:110) ალაჰი ამოწმებს მის შესახებ:
,,შენ გამოგზავნე მკვდრები (ცოცხლებად) გამოაგდე ისინი (სამარხებიდან)!“

ვინც იცნობს მუსულმანს, რომელიც დაინტერესებულია ქრისტიანულ რწმენაში, შეუძლია ჰკითხოს ეს ყურანული დამოწმება: ,,ვის შეუძლია მკვდრეთით აღდგინება?“ პასუხი ხშირ შემთხვევაში იქნება შემდეგნაირი ,,არავის, ალაჰის გარდა“. შემდეგ თუ ჰკითხავ: ,,ამითი იმის თქმა გინდა, რომ ქრისტე ალაჰია? მან ხომ უკიდურეს შემთხვევაში სამი მკვდარი აღადგინა!“ ვინც განაგრძობს დაკითხვას, იკითხავს: ,,ყურანში ორჯერ არის ჩაწერილი, რომ ქრისტემ სინამდვილეში აღადგინა მკვდრეთით ორი ადამიანი“, მსჯელობის შემდეგ გაიგონებთ : ,,კი მაგრამ ყველას შემთხვევაში წერია: ჩემი ნებართვით! ქრისტეს თავისთავად არ შეეძლო მკვდრების აღდენა. ამიტომაც ალაჰმა მასთან ჯიბრილი გააგზავნა, რათა მას განემტკიცებინა. ისამ ამ მკვდრეთით აღდგომის სასწაული ალაჰის განსადიდებლად!“ ვინც შემდგომ ფრთხილად გააგრძელებს კითხვის დასმას: ,,ანუ შენ გჯერა, რომ ალაჰი ,,წმინდისგან სული“ და მარიამის ძე ერთად აცოცხლებდნენ მკვდრებს?“ გაიგონებთ შემდეგს: ,,დიახ ასე წერია ყურანში“ ამაზე პასუხი შესაძლოა ყოფილიყო: ,,ანუ შენ გჯერა წმინდა სამების კავშირის?“ თავიდან შეიძლება ასეთი განაცხადი უარყოფილი იქნას, მაგრამ შემდეგ შეიძლება ასეთ მტკიცებულებამდე მივიდეთ: ყურანი ადასტურებს, სამებას მოქმედებაში, მაგრამ არ აღიარებს სამებას სულიერად და არსებითად. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა ჩვენმა არგუმენტმა მუსულმანი დააჯეროს. მნიშვნელოვანია, რომ ის გაეცნოს იმ აზრებს, რომლებიც ყურანიდან კი არ მოდის, არამედ სახარებიდან და ისწავლოს მასზე ფიქრი.

მარიამის ძის მკვდრეთით აღდგომის ფაქტები, მუსულმანებისთვის საგანგაშო ზარია. ისმის კითხვა, თუ რატომ გადმოიტანა ეს მოწმობა ყურანში. ალბათ ეს მან იმისთვის გააკეთა, რომ ყურანის რელიგია გაეხადა ქრისტიანული რელიგიის მსგავსად და ამის მეშვეობით შეეძინა ქრისტიანები.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოწმობა რომელმაც სიკვდილი დაამარცხა, მუსულმანებს შინაგან თვალებს აუხელს, რათა შეიცნონ ჭეშმარიტი ქრისტე, რომელსაც აქვს საკუთარ თავში სიცოცხლე და რომელიც სხვასაც აძლევს. ქრისტეს მიერ მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტება დღეს იგივენაირად ტოლია აბრაამის ყველა შვილის, როგორც იუდევლისა და მუსულმანის. ,, ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს;“ (იოანე 3:36; 1 იოანე 5:12).

5.10 -- ყოვლისმცოდნე

,,იმრანის საოჯახო“ სურაში შეგვიძლია ვიპოვოთ განუმეორებელი მუხლი, რომლის თანახმადაც ისამ უთხრა იუდეველებს, რომ გაუხსნის მათ თუ რას ჭამენ დაფარულში და რა ოქროულს ინახავენ თავიანთ სკივრში.

ეს ცრუ ისტორია სხვადასხვა განმარტებებს გულისხმობს: ერთის მხრივ მრავალი იუდეველი არცთუ ისე მკაცრად იცავდა მოსეს კანონს და ფარულად მიირთმევდნენ იმას, რაც აკრძალული ჰქონდათ. მეორეს მხრივ კი ისინი ყოველთვის არ იცავდნენ მარხვას დანიშნულ დღეებში და სახლებში ჭამდნენ, როცა მოუნდებოდათ. ამასთანავე თავიანთ სკივრებში ინახავდნენ ოქროულობას, ნაცვლად იმისა, რომ დაერიგებინათ ღარიბებისათვის და მექადან დევნილთათვის.

მუსულმანი კომენტატორი ალ-სუიუთი წერს: ,,ისა, როდესაც ყმაწვილი იყო მოუწია სხვა ბავშვებთან ერთად თამაში და უთხრა მათ: ,,მე შემიძლია გითხრათ, თუ რას ჭამენ თქვენი მშობლები, როდესაც სახლში არ ხართ და თავიანთ სამალავებში ინახავენ საგანძურს, რომელთა შესახებაც თქვენ არაფერი იცით“. როდესაც ბავშვებმა ამის შესახებ დაიწყეს მშობლებთან კითხვების დასმა, რომელთა შესახებაც მათ იცოდნენ, მაშინ მშობლებმა თავიანთ შვილებს გაკვირვებულებმა შეხედეს და ჰკითხეს: ,,სად გაიგეთ ამ საიდუმლოებების შესახებ?“ გაიგეს რა, რომ ეს იყო ისა. აუკრძალეს თავიანთ შვილებს მარიამის ძესთან თამაში და უკანა ეზოში ჩაკეტეს ისინი.

როდესაც ისამ მოგვიანებით ჰკითხა თავიანთი მეგობრების მშობლებს, თუ რატომ აღარ ჩანდნენ მისი მეგობრები, მას პასუხობდნენ ისინი, რომ არ იყვნენ სახლში. და მის გაკვირვებაზე: ,,კი მაგრამ მე მესმის მათი ხმაური სახლის უკან, ისინი პასუხობდნენ: ,,აჰ, ეს ჩვენი ღორები არიან სახლს უკან“. მაშნ ისამ მოწყენილმა უპასუხა: ,,მართლები ხართ! ეს მხოლოდ ღორები არიან“ და როდესაც მშობლები წავიდნენ თავიანთ შვილებთან, დაინახეს რომ ისას სიტყვები გამართლდა და ისინი ღორებად იქცნენ. ეს საშინელი ისტორია, რომელიც სიძულვილის ფანტაზიაზეა აგებული, მიმართულია არა მხოლოდ იუდეველთა წინააღმდეგ, არამედ იესოს წინააღმდეგაც, რათა დააკავონ შვილები, რომ მან გაუხსნელი საიდუმლოება არავის უთხრას. ამასთანავე ყურანის ეს ტექსტი და მისი განმარტება, ადასტურებენ ქრისტეს შესაზლებლობებს გაიხედოს კედლებს მიღმა. მუჰამედის სიტყვების მიხედვით ის ფლობდა ,,რედგენულ თვალებს“, ასევე იოანეს სახარებაში წერია, რომ იესო ადამიანებს თავიდან ბოლომდე ხედავდა. ის არ საჭიროებდა ამბის მომტანებს ,,რადგან თავად იცოდა, რა იყო ადამიანში“ (იოანე 2:24-25).

ეს მუხლი ყურანში საუბრობს ისას ყოვლისშემძლეობაზე, მაგრამ აკეთებს არასწორ დასკვნებს. თავისი თვალებით, სახარების მიხედვით, მხსნელი უყურებს არა საკვებს, რომელსაც დაფარულში ჭამენ და არა საგანძურებს, არამედ უფრო მეტს: ის დაფარულს ცოდვებს ხსნის. ის სამართლიანობის, სისუფთავისა დაჭეშმარიტების მიხედვით ხედავს ადამიანთა ტანჯვებს. მას სურს ხსნა, განწმენდა, ხალხის განახლება და არა მათი ოქროულობების დაუფლება.

მუჰამედი იტანჯებოდა მექადან მტოლვილებს შორისა და მედინას ადგილობრივ მცხოვრებთა შორის უთანხმოების გამო. მექადან გადასახლებულებს იშვიათად თუ შეეძლოთ სამსახურის პოვნა, მათ არც სახლები ჰქონდათ და არც მემკვიდრეობა მიუღიათ ნათესავებისგან. მაშინ, როდესაც მუსულმანები მედინადან სულ უფრო და უფრო მდიდრდებოდნენ. თუმცა ისინი იღებდნენ გადმოსახლებულებს თავიანთ სახლებში და ზრუნავდნენ მათზე, როგორც საკუთარ ძმებზე, მაგრამ მათი გეგმები ძალიან ცდებოდა რეალობას. როდესაც დევნილები არ იყვნენ სახლში, მეპატრონეები ჭამდნენ საუკეთესო საჭმელს და ინახავდნენ თავიანთ ქონებას, გადმოსახლებულთა თვალისგან. მუჰამედმა იცოდა ამის შესახებ და სიამოვნებით მივიდოდა ყველა დამალულ სკივრთან. ამიტომაც თქვა მან: ,,როდესაც ისა მოვა გეტყვით, რომ ჭამთ დაფარულში და რას ინახავთ სახლებში, რადგანაც ყველაფერი გამჭვირვალეა“.

ჩვენთვის აუცილებელია ამ დამოწმების გააზრება. სულთამზრუნველურ მსახურებაში მუსულმანებთან მნიშვნელოვანია დავანახოთ, რომ ჩვენ თავად ვაძლევთ საშუალებას იესო ქრისტეს ჭეშმარიტებასა და სიყვარულს გაწმინდოს და გამოსცაადოს ჩვენი მოოქროვილი შინაგანი სამყარო. ის დაფარული ფული ქრისტიანებს მთელს სამყაროში ევანგელიზაციისთვის ეყოფოდა, ოღონდაც ვინმეს უარი ეთქვა საგანძურზე.

5.11 -- მაგიდა ზეციდან

სურა ალ-მაიდაში (5:112-115), როგორც სახარების ექო ისეა წარმოდგენილი 5 000 კაცის ქრისტესმიერი დაპურება. ცხადია ის ისლამური ფორმით არის გადმოცემული. ვთარგმნით ტექსტს სიტყვა სიტყვით, რათა განახოთ როგორია მუჰამედის აზროვნება და ეს შეიძლება დაგეხმაროთ მუსულმანებთან საუბარში:

112 მოწაფეებმა თქვეს: ,,ო ისა, მარიამის ძევ! შეუძლია თუ არა შენს უფალს ჩვენთვის ზეციდან საკვების ჩამოტანა?“
მან უპასუხა (მათ), ,,გეშინოდეთ ალაჰის, თუკი მორწმუნენი ხართ!“

113 მათ თქვეს: ,,ჩვენ გვინდა გამოვიკვებოთ ზეციური მაგიდიდან, რათა ჩვენი გულები დამშვიდდეს და ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება გვითხარი და ვიქნებით ამ სუფრის მხილველები“."

114 ისა მარიამის ძე ლოცულობდა: ,,ალაჰუმა, (ელოჰიმ), ჩვენო უფალო, გამოგვიგზავნე ზეციდან საკვები, რათა ეს იყოს დღესასწაული ჩვენთვის, პირველისთვის და უკანასკნელისთვის ჩვენს შორის და იყოს ეს ნიშანი შენგან! და მოგვეცი ჩვენ (სიცოცხლისთვის გამოსაყენებადი)! შენ - ყველაზე საუკეთესო მომცემი ხარ“

115 ალაჰი პასუხობდა: ,,ჭეშმარიტად უკვე გიგზავნით ზეციდან საკვებს დაბლა. თუ ამის შემდეგ, თქვენს შორის კიდევ იქნება ვინმე ურწმუნო, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ დავსჯი მას, ისე როგორც არასდროს არავის ვსჯი მსოფლიოებში!“

ამ პანტასტიკური სურათიდან 5 000 კაცის დაპურების შესახებ შეგვიძლია შემდეგი დასკვნები გამოვიტანოთ:

● მუჰამედი რამდენჯერმე ანსხვავებს ქრისტიანებს მათი სიმწიფის დონით და ეძახის მათ მოწაფეებს (დამწყებებს), შთაგონებულ დამხმარეებად, მამოძრავებლებლად, მლოცველ მორწმუნეებად, მუსლიმებად, მიმდევრებად და მწვალებლებად (სურა ალ-იმრან 3:52-53). ზეციდან დაპურების ისტორიაში ისა მიმართავს მოწაფეებს, როგორც დამწყებებს.

● ყურანში თავად ისა კი არ არის ,,უფალი“, არამედ ალაჰი. ისა ყოველტვის მისი მორჩილების ქვეშ არის.

● ისას ხანგრძლივი ქადაგების შემდეგ უდაბნოში მოწაფეებს, მოშივდათ და ვერ გამოიჩინეს სათანადო მოთმინება და ვერ დაელოდნენ სანამ ისა რაღაცას მოამზადებდა მათთვის. ნაცვლად ამისა მათ ,,გამოსცადეს“ იგი და უსვამდნენ მაპროვოცირებელ კითხვებს, ალაჰის ყოვლისშემძლეობის შესახებ და შეჰქონდათ ეჭვი რა, რომ მას არ შეეძლო მათი დახმარება. სინამდვილეში არ სჯეროდათ მისი და სურდათ გამოეცადათ.

● ისა მოუწოდებდა მოწაფეებს არა ღმერთის რწმენისკენ, არამედ ალაჰის მოშიშებისკენ. არა ღმერთისადმი ნდობა და მისი მზრუნველობა დგას ისლამში პირველად თემად, არამედ ალაჰისადმი სრული მორჩილება და ღრმა პატივისცემა მის წინაშე.

●მუსულმანებს არც გადარჩენის დამაჯერებლობაა აქვთ და არც შინაგანი სამყარო, რადგან მათ რელიგიაში არ არსებობს სულიწმიდა. მათ ,,წმინდისგან სულში“ წარმოუდგენიათ ანგელოზი ჯიბრილი (გაბრიელი). ამიტომაც მუსულმანები ეძებენ საკუთარი რწმენის მკაფიო დამადასტურებელ ფაქტებს. მათ სურდათ, რომ ამ ზეციური საკვების მხილველები ყოფილიყვნენ და არა ისას საქმეების. მათი მოლოდინის ცენტრში იყო მაგიდა და ის თუ რა იდებოდა მასზე.

● უცნაურია, რომ მარიამის ძე ალაჰის წინაშე კი არა, ალაჰუმას (ელოჰიმ) წინაშე ლოცულობდა. მუჰამედს ეს სახელი წარმატებული ლოცვის გასაღები ეგონა. ელოჰიმ - ალაჰის სახელების მრავლობითი ფორმაა. შესაძლებელია საკუთარ თავში მოიცავდეს წმინდა სამებასაც. ყურანში ისამ ძველი აღთქმის ღმერთს დაარქვა ,,ღმერთი, (ალაჰუმა), ჩვენი უფალი“. ეს ეწინააღმდეგება იმას, რომ თუ როგორ გამოეცხადა უფალი მოსეს და უწოდა საკუთარ თავს: ,,მე ვარ უფალი, ღმერთი შენი!“. მუჰამედი ცდილობდა ძველი აღთქმისეული ღმერთის გაგების ისლამიზირებას.

● ისამ ყურანში ამ მაგიდას ზეციდან უწოდა დღესასწაული ყველასთვის, თავისი მიმდევრებისთვის, როგორც ყველაზე უმცირესის, ასევე ყველაზე უდიდესისთვის. შესაძლოა თავის ფანტაზიაში მუჰამედმა გაერთიანა ერთ მთლიანად უფლის სერობა, რომელსაც ღებულობს იესოს ეკლესია და 5 000 კაცის დაპურება. ამ სადღესასწაულო სუფრას ზეციდან, მან უწოდა სასწაულებრივი ნიშანი, რის საპატივცემულოდაც დაარქვეს მეხუთე სურას სახელი (ალ-მაიდა).

● მარიამის ძე სთხოვდა ალაჰს საკუთარი მიმდევრების რეგულარულად უზრუნველყოფას. ისლამში რწმენა ყოველთვის ნიშნავს გარიგებას (სურა ფატირ 35:29-30) და ამ ყველაფერს თვალხილული წარმატება უნდა მოჰყვეს. ალაჰი ყურანი მამა კი არა სულთანია, რომელიც უხვად ზრუნავს მუსულმანებზე - თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის.

● ალაჰმა მომენტალურად ისმინა ისას ლოცვა, ეს კი ყურანის თანახმად სენსაციად ითვლება. სანამ ისა ჯერ კიდევ ლოცულობდა, ალაჰმა უკვე დაიწყო ზეციდან საკვებით, მისი მშიერი მოწაფეების დაპურება.

● ისას სასწაულის შედეგები კი საშნელი იყო. ალაჰი იწყებს ურწმუნოების მუქარას და ეუბნება მათ ვისაც ეჭვი შეაქვს, რომ დაისჯებიან ყველაზე საშინელი მეთოდებით, როგორც ამ სამყაროში ასევე ამის იქითაც. ეს მუქარა ეკუთვნის ყველა მუსულმანს, მათ ვისაც არ სწამს ისას სასწაულების, რომლებიც აღწერილია ყურანში!

● სამწუხაროდ ყურანის კომენტატორები უფრო მეტს საუბრობენ იმ მაგიდაზე არსებულ საკვებთა მრავალფეროვნებაზე, ვიდრე ამ საქმეში შუამდგომელ ისაზე. მუსულმანებს სურთ იცოდნე, ელოდებათ თუ არა მათ სამოთხეში ღვინო, ღორის ხორცი და სხვა აკრძალული საკვები და ამასთანავე ავიწყდებათ იმის შესახებ, თუ ვისი მეშვეობით მიეცათ ეს საკვები ზეციდან. მუსულმანთა უმეტესობა არ აღიარებს, რომ მარიამის ძეს ისლამში აქვს მკაფიო უფლება თავიანთი მიმდევრებისთვის შუამდგომლობის.

● თუ ვეტყვით მუსულმანებს, რომ იესომ 5 000 კაცის დასაპურებლად ჰქონდა 5 პური და 2 თევზი, მაშინ მათ უკმაყოფილებას უნდა ველოდოთ, რადგან პური და თევზი მათთვის ფანტასტიურ სამოთხის საკვებად არ ითვლება.

● ის კი ვინც მოუყვება მსმენელთ, რომ იესომ მადლობა გადაუხადა ღმერთს იმ მცირედისთვის, რაც მის ხელთ იყო და ამ მცირედის მადლიერების გამო გაჩნდა დაუჯერებლად მეტი, ამითი შეუძლია დაანახოს მუსულმანს, რომ სინამშვილეში საკვების და სიმდიდრის მიღება ემსახურება ჭეშმარიტების დამტკიცებას, ხოლო რწმენას, რომელიც წინასწარ იხდის მადლობას მოაქვს კურთხევა მრავალთათვის.

● ჩვენთვის ამ სასწაული ცენტრი იესოა და არა პურის გამრავლება. ჩვენი უფალი გვპირდება, რომ მოგვცემს პურს, ვინც გაყვება მას, მიენდობა და წინასწარ მიუძღვნის მადლობას, მისი მზრუნველობისთვის. ეს ყურანის სწავლებას ეწინააღმდეგება. მამა ღმერთის მადლს სურს გამოდევნოს ღმერთი - სულთანის თვითნებური დახმარება, რომელიც ნიშნავს მისცეს იმას ვისაც სურს.

● ქრისტე - ერთადერთი შუამდგომელია ღმერთსა და ადამიანთა შორის - ის თავად არის უდიდესი განსაკუთრებულობა ამ სასწაულისა, რომელიც აქ წერია ყურანში. ყველა მუსულმანს სურვილის შემთხვევაში შეუძლია გაიგოს, რომ ამ დაპურების სასწაულის ცენტრი ქრისტეა. აქედან გამომდინარე მუსულმანებისთვისაც შესაძლებელი ხდება, იესო ქრისტეს სახელით ლოცვა. ქრისტემ გაგვიღო კარები ღმერთისკენ. მის გარეშე არ არსებობს სხვა გზა მამასთან. ,, ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო,“; (1 ტიმოთე 2:5; ალ-ნბია 21:28).

5.12 --ისა - ღვთიური კანონმდებელი

ყურანში მრავალი მუხლი მოწმობს ქრისტეს ავტორიტეტის შესახებ, რომელიც თორაშია. ორი მათგანი ნიშნავს მის აღმატებულებას, ძველ აღთქმაში ნიშნებსა და სასწაულებზე და დასტურს მის ღვთაებრივ წარმოგზავნილობაზე. (სურა ალ-იმრან 3:50-51; ალ-მაიდა 5:46-47; ალ-ზუხრუფ 43:63-64). ამ ტექსტში მნიშვნელოვანია გამოვყოთ შემდეგი მომენტები, რომლებიც ამ სასწაულს ეხება:

● ალაჰმა ქრისტე დედამიწაზე იმისთვის გამოგზავნა, რომ თორას ჭეშმარიტება დაემტკიცებინა. და რაღატომ ამტკიცებენ მუსულმანები, რომ თორა დამახინჯებულია? თავად ყურანი რამდენჯერმე უარყოფს ამ მტკიცებულებას. ამასთანავე ქრისტე ალაჰის ხორცშესხმული სიტყვაა, შესაბამისად - თორას ანაბეჭდი, რომელიც დასტურდება მისი ცხოვრებით. (სურა ალ-იმრან 3:50; ალ-მაიდა 5:46).

● ალაჰმა თავად გადასცა მარიამის ძეს თორა, სოლომონის იგავები, სახარება და წიგნი თავისი ჩანაწერებით (სურა ალ-იმრან 3:49). ამიტომაც ისას შეეძლო მიემართა ისრაელის ძეებისათვის, ღვთიური სიბრძნის სიტყვებით, რათა გაერჩია საკამათო საკითხები კანონში და მოეგვარებინა მათი გამომწვევი მიზეზები.

● ყურანის თანახმად ქრისტეს ჰქონდა ავტორიტეტი, რაიმეს გაუქმების, თორის დადგენილებების ანულირების და საკუთარი მიმდევრების ამისგან განთავისუფლების. მსგავსი გზით ისა ყურანში, კანონმდებელია. ის ეკუთვნის აღმსასრულებელ ხელისუფლებას და არ დგას რჯულის ქვეშ. მუსულმანებისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სასწაულები, რადგან მათ გაგებაში კანონმდებელი მხოლოდ ალაჰია. ყურანის თანახმად ისა ღვთაებრივ ფუნქციას ასრულებს, რადგან ალაჰის ხორცშესხმული სიტყვაა. ის თავად არის ღვთაებრივი ჭეშმარიტება და როგორც პიროვნება - კანონი (იოანე 13:34; სურა მარიამ 19:21; ალ-ანბია 21:91; ალ-ტახრიმ 66:12).

ყურანის ამ მუხლებში იესოს გამოცხადების ისლამური ექოა: ,, არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.“ (მათე 5:17-18). შემდგომ მან თქვა: ,, გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ,...მე კი გეუბნებით თქვენ!“ (მათე 5:21-48). ,,ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამეს ის, რაც პირიდან გამოდის; ეს ბილწავს ადამიანს“ (მათე 15:11, 16-20).

შესაძლოა მუჰამედს გაგებული ჰქონდა იესო ქრისტეს ამ რევოლუციური სწავლების შესახებ, მაგრამ გაიგო ეს როგორც კანონის შესრულება, არამედ როგორც ზოგიერთი თავისი დადგენილების უარყოფა. გასაკვირია, რომ ის ამ ღვთიურ უფლებას მიაწერს ისას, როგორც ალაჰის წარმოგზავნილს და აძლევს უფლებას უარყოს ზოგიერთი კანონი ან დაადგინოს ახლები.

● კანონების შეცვლის მიუხედავად მარიამის ძე ადასტურებს ისლამში მსახურების თემას: ,,გეშინოდეთ ალაჰის!“ ისლამის მთავარი მოტივი არ არის რმერთისადმი სიყვარული, ან ღმერთის სიყვარული ადამიანების მიმართ და არც ადამიანების სიყვარული ღმერთის მიმართ. იქ არ არსებობს ღმერთის მამობა და არც ადამიანთა გადარჩენის სურვილი, არამედ მხოლოდ უფლობის იდეა, ყოვლიშემძლეობა და ალაჰის ავტორიტეტობის ხელშეუხებლობა. ის არის დიქტატორი, რომელსაც ვერც ვერაფერ ჰკითხავ და ვერც პასუხით მოხიბლავ. მუსულმანებს მხოლოდ მის წინაშე დამხობა და თაყვანისცემა შეუძლიათ.

● ყოველ ალაჰის წარმოგზავნილს აქვს უფლება მოითხოვოს იგივენაირი მორჩილება. ყურანში მარიამის ძე ორჯერ სთხოვს იუდეველბს, ქრისტიანებს და მუსულმანებს: ,,დამემორჩილეთ მე!“ (სურა ალ-იმრან 3:50; ალ-ზუხრუფი 43:63). ეს სიტყვები ისლამში ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ყველამ უნდა აღიაროს იესო ქრისტე დაემორჩილოს მას, დაიცვას მისი მცნებები ისევე, როგორც ალაჰის ეშინიათ! ისლამი არ ასწავლის: ,,ირწმუნეთ ალაჰის მადლი, ან მიიღეთ ქრისტეს პატიება, ან გიყვარდეთ ის ვინც თავად შეგიყვარათ!“ პირიქით ისა ითხოვს რწმენაში მორჩლებას და უპირობო შესრულებას მისი ავტორიტეტის ქვეშ. ის ვინც ისმენს ამ ბრძანებას აღმოაჩენს განსაკუთრებულ მისიონერულ მიდგომას მუსულმანებთან ევანგელიზაციისთვის, რომელსაც ყურანი გვთავაზობს. მუსულმანი ჯერ უნდა გაეცნოს ქრისტეს კანონებს. იქამდე სანამ მიხვდება, რომ სჭირდება მისი მადლი. საწყისში აუცილებელია შევისწავლოთ 1000 მცნება იესოსი, რომელიც ოთხივე სახარებაშია და შევადაროთ ისინი მოსეს 600 ბრძანებას თორაში. ამავდროულად ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც შეესაბამება ქრისტეს აღთქმებს და ვაღიაროთ მუსულმანებთან, რომ არ შეგვიძლია ყველა მისი ბრძანების შესრულება და შესაბამისად, ყოველდღე უნდა ვთხოვოთ მას ამისთვის პატიება. მუსულმანი მხოლოდ მაშინ აღიარებს ტავის უუნარობას ქრისტეს კანონების შესრულებისთვის, როდესაც გაიგონებს მის ბრძანებას: ,,იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). ,, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.“ (იოანე 13:34). მხოლოდ მაშინ მიხვდებიან, რომ ვერცერთ ადამიანს საკუთარი ძალებით ვერ ძალუძს ქრისტეს კანონების შესრულება და რომ ყოველდღე საჭიროებენ იესო ქრისტეს პატიებას და მის ხსნას. და ვერც იმას მიხვდებიან მარტივად, რომ იესო ქრისტეს მადლი არის ერთადერთი გზა მამისკენ. (იოანე 3:16, 14:4).

● თუმცა მუჰამედმა გადაკეთა ყველა გზა, მსგავსი მსჯელობებისა და დასკვნებისგან. მან უბრძანა ქრისტეს ეთქვა: ,,ალაჰი - ჩემი უფალი და თქვენი უფალია. თაყვანი ეცით მას - ეს არის სწორი ღვთის მსახურება“. მას არ მიუცია ისასთვის უფლება, რომ ყურანში ეთქვა: ,,მივდივარ მამაჩემტან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან!“ არა, მუჰამედმა ისა დაუმორჩლა ალაჰის ავტორიტეტს და ძალაუფლებას. მუჰამედი არასდროს არ იყო მზად ერთი წამითაც ეღიარებინა, რომ ,,იესო ქრისტე თავად არის ღმერთი, მამა ღმერთის განსადიდებლად“. იმისდა მიუხედავად, რომ ალიან მიუახლოვდა ქრისტიანულ რწმენას, საბოლოო ჯამში უარყო ის. მან მარიამის ძე ალაჰის მონად გახადა, რომელსაც თავისი მიმდევრები სამოთხეში ,,ფართო გზით“, ისლამური კანონებით უნდა წაეყვანა“

ამ ისლამური ილეთის მიუხედავად მუჰამედი საუბრობდა იესო ქრისტეზე, როგორც კანონმდებელზე, რომელსაც აქვს უფლება მოითხოვოს თავისი მიმდევრებისგან და ყველა სხვა ადამიანისგან უყოყმანო მორჩილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, მუსულმანთა ყურადღების მიპყრობა, ყურანში ჩაწერილ ამ მონაკვეთზე - და მათი სულიერი მსხვრევისა და სიამაყის მეშვეობით - მივიყვანოთ ისინი იესო ქრისტეს მადლთან, რომელიც მათთვისაც გამზადებულია.

5.13 -- ქრისტე ანახლებს თავის მიმდევრებს

ყურანში მუხლების ჩამონათვალია, რომლებიც დადებიტად აღწერენ ქრისტიანების ხასიათს. მუჰამედის ამ დამოწმებებიდან ჩანს, რომ მარიამის ძეს შეუძლია ქედმაღალი ადამიანებისგან, თავმდაბლებად ქცევა და ეგოისტებისგან - გულმოწყალე მსახურებად. ეს უდიდესი სასწაულია, რომელიც მუსულმანის წიგნის მიხედვით შეასრულა ქრისტემ. და მოხდა ის არა ერთადერთხელ, არამედ ხდება ყოველდღე: როგორც მაშინ ისევე დღესაც. ყურანში დაახლოებით 50ჯერ არიან ქრისტიანები აღწერილები. ზოგიერთი მუხლი არა მხოლოდ ქრისტიანებს აღწერს, არამედ ებრაელებსაც (სურა ალ-იმრან 3:55, 113-114, 199; ალ-მაიდა 5:65-68, 82; ალ-ანამ 6:90; ალ-ხადიდ 57:27; ალ-საფი 61:14).

სურა ალ-იმრანში შეგვიძლია წავიკითხოს მუჰამედის სიტყვები,რ ომელიც მიმართულია ქრისტიანთა დელეგაციების მიმართ, ჩრდილოეთ იემენიდან (ვადი ნაჯრან), რომლებიც სამი დღის განმავლობაში საუბრობდნენ მასთან, მედანში რწმენაზე. მას უნდოდა მათი ისლამისთვის შეძენა და ჩადო ალაჰის ბაგეებში ისასკენ მიმართული სიტყვები:
,,ისინი ვინც შენ გამოგყვებიან, დადგებიან ურწმუნოებზე უფრო მაღლა, აღდგომის დღემდე“ (სურა ალ-იმრან 3:55).

მუჰამედზე და მუსულმანებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს დელეგაციაში კულტურულად ჩაცმულმა წევრებმა, რომლებიც 60 ადამიანს შეადგენდნენ. მუჰამედი გრძნობდა, რომ მათი კულტურა უფრო მაღლა იდგა, ვიდრე საკუთარი და სურდა მათი ისლამში მოქცევა. ამ მიზნით ის დაპირდა მათ ეკონომიურ უფლობას ყველა კერპთაყვანისმცემელსა და ანიმისტზე. თუმცა თავის მოლაპარაკებებში დამალა საკუთარი პოზიცია, რომ თითქოს მუსულმანები ქრისტიანებზე, ერთი საფეხურით მაღლა დგანან.

იგივე სურაში ვკითხულობთ მონებსა და მუშათა ჯგუფებზე, რომმლებიც ღამით იკრიბებოდნენ, რათა ერთობლივად წაეკითხათ ბიბლია და თაყვანი ეცათ თავიანთი უფლისთვის. შესაძლოა ეს მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ, რადგან არცერთი სხვა ეკლესია იუდეველების ჩათვლით, მსგავს თაყვანისცემას საკუთარ შეხვედრებზე არ ატარებდა. მუჰამედი ამბობდა მათზე, რომ მათ შეინარჩუნეს თავიანთი კავშირი ღმერთთან და, რომ მათი რწმენა უდრიდა მათ ცხოვრებას. მან მათ ,,კეთილები“ უწოდა (სურა ალ-იმრან 3:113-114). როგორი დიდებულია ამ დაჩაგრული ქრისტიანების მოწმობა ხეჯასში!

სურა ალ-იმრანის თანახმად მუჰამედს შეხვედრია თვინიერი და მოწიწებული ქრისტიანები, რომლებიც უზიარებდნენ მას ბიბლიიდან მუხლებს და ხელახლა უყვებოდნენ მათ ამ სიტყვებს თალმუდიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ უწინ რაიმე ჰქონდათ ნაყიდი ამათგან (სურა ალ-იმრან 3:199). ქრისტიანები ხშირად მაგრამ წარუმატებლობით ცდილობდნენ მუჰამედის ქრისტესკენ მოქცევას.

სურა ალ-მაიდაში მკაფიო ხაზი არის გავლებული იუდევლებსა და ქრისტიანებს შორის. ალაჰმა წინსწრებით უთხრა მუჰამედს:
,,შენ რათქმაუნდა იპოვი იუდეველებს შორის კერპთაყვანისმცემლებს, რომმლებიც მტრულად აღგიდგებიან წინ (მორწმუნეები მუსულმანებისგან). ნახავ ისეთებსაც, რომლებიც დიდ სიმპათიას გამოხატავენ ერთგულების მიმართ (მუსულმანები). ესენი არიან ისინი ვინც ქრისტიანებად იწოდებიან (ნაზარა). ამიტომაც ჰყავთ მღვდლები და მონაზვნები და (იმიტომაც რომ) არ არიან ქედმაღალნი (ისინი არ წარმოაჩენენ საკუთარ თავს)“ (სურა ალ-მაიდა 5:82).

მუჰამედი ხედავდა ქრისტეს თავმდაბლობას და მის სიყვარულს მის მიდევრებში, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი თავის დამდაბლებას. მაგრამ ამავდროულად მუჰამედი ხედავდა, რომ ეს თვისება მათი კი არ იყო, არამედ თავიანთი სულიერი მენტორებისგან ჰქონდათ გადმოღებული. ეს მუხლები საუბრობენ მუჰამედის დროში მყოფ ქრისტიანთა უდიდეს თავმდაბლობაზე.

სურა ალ-ხადიდში ჩვენ ვპოულობთ ქრისტიანთა სხვაგვარ აღწერას, რომელშიც მუჰამედი ალაჰს უფლებას აძლევს თქვას:
,,შემდგომ ჩვენ გავგზავნეთ ისა, მარიამის ძე მათ კვალზე (ჩვენს წინა წარმოგზავნილებზე) მივეცით მას სახარება და ჩავდეთ მათ გულებში, ვინც მას მიყვა, ასევე მივეცით მათ შემწყნარებლობა, გულმოწყალეობა და მონაზვნობის უფლება.“ (სურა ალ-ხადიდ 57:27).

მუჰამედი ქრისტიანთა შორის სხვაობებს პოულობდა: ყოფდა მათ მოწაფეებად, მეომრებად და დამხმარეებად, რომლებიც მზად იყვნენ ებრძოლათ რწმენისთვის; ასევე ყოფდა მათ, როგორც დამაჯერებელ მორწმუნეებად და მლოცველებად, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი მტკიცებულებების თანახმად ეცხვორათ; ყოფდა ჭეშმარიტ (მუსულმანებად), რომლებმაც საკუთარი თავის ალაჰს და მის წარმოგზავნილ (ქრისტეს) მიუძღვნეს და დაუმორჩლეს საკუთარი თავი. ჰყოფდა მიმდევრებად, რომლებიც ასრულებენ რასაც ეტყვის მასწავლებელი მათ და იესო ქრისტესთან ერთად მოარულთ, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც მისი საქმეების მხილველები მიჰყვებოდნენ მას და მზად იყვნენ მომკვდარიყვნენ საკუთარი მოწმობისთვის. ისინი ისას მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდნენ: რომ მათი სახელები ყოფილიყო ჩაწერილი ზეცაში სიცოცხლის წიგნში. (სურა ალ-იმრან 3:52-53).

ყველა ქრისტიანს მუჰამედის შემეცნების თანახმად არ ჰქონდა ამ საიდუმლოებებსა და სასწაულებში მონაწილეობის უფლება, რომელსაც ქრისტე აღასრულებდა, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტ მიმდევრებს ჰქონდათ ამის ნება. მუჰამედი ხედავდა, რომ თავად ალაჰი ახდენდა მათში ამ სასწაულებს. ის რაღაცას დებდა მათ გულებში, რაც არცერთ სხვა ადამიანს არ ჰქონდა: თანაგრძნობა და გულმოწყალება, მტრების მიმართაც კი. იაზრებდა რა თუ საიდან ჰქონდა ეს ნიჭი მას, მუჰამედმა სხვა ახსნა ვერ იპოვა, გარდა სახარებისა, რომელიც ალაჰმა ჩადო ისაში. მუჰამედი თვლიდა, რომ ამ წიგნიდან გადმოდიოდა ქრისტეს მიმდევრების თანაგრძნობა და გულმოწყალება. თუმცა მან მაინც ვერ შეიცნო სულიწმიდის ძალა, რომელზეც პავლე წერდა: ,, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.“ (რომაელთა 5:5).

მუჰამედი დადებითად ეპყრობოდა ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს. მისთვის მხოლოდ ვარაკა იბნ ნაუფალი კი არ იყო ცნობილი, თავისი პირველი ცოლის ხადიდჯის ნათესავი, პატივდებული ხელმძღვანელი საშინაო ჯგუფისა მექაში, არამედ ისიც განიცადა, რაც ქრისტიანებმა აბისინიაში. როდესაც ქრისტიანებმა 83 მუსულმანს მისცეს თავშესაფარი, როდესაც მათი დევნა მექაში გაუსაძლისი იყო. ქრისტიანებმა აბისინიაში ქრისტიანული ხატება ჩამოაყალიბეს ყურანში უფრო ღრმად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, თუმცა აბისინიელებმა ხელიდან გაუშვეს მუსულმანი დევნილების ევანგელიზაცია. როდესაც უკვე მუსულმანები დაბრუნდნენ თავიანთ გამყარებულ ისლამში, მედინაში 230 ეთიოპელი მუსულმანი გახდა და მხოლოდ ერთი მუსულმანი გახდა ქრისტიანი. ის მალევე გარდაიცვალა თავისი მოქცევის შემდეგ (სავარაუდოდ ტანჯული სიკვდილით).

სურა ალ -საფში ქრისტიანები მოხსენიებულნი არიან, როგორც ალაჰის თანამშრომლები და დამხმარეები, რადგან დაიფიცეს ისასთან, რომ იქნებოდნენ ერთგულები და მზად იყვნენ ებრძოლათ მისთვის, როდესაც მას სდევნიდნენ. ალაჰმაც დაარწმუნა ისინი, თავიანთ გამარჯვებაში მტრებზე (სურა ალ-საფი 61:14).

ის ვინც ფიქრობს ყურანის ამ მესიჯზე დაინახავს, რომ მუჰამედი ისაზე მოწმობს, როგორც თავისი მიმდევრების საკუთარ ხატად ქცეულებზე. მათ უყვარდათ საკუთარი მტრები, აკურთხებდნენ, სიკეთეს უკეთებდნენ მათ მაწყევრებსა და მდევრებს (მათე 5:44). ისინი თვინიერნი და თავმდაბალნი იყვნენ. არ იყვნენ ხარბები, არამედ ლოცულობდნენ თავიანთ ეკლესიებში ღამითაც კი. ამასთანავე მათი წიგნი იყო მსახურების ცენტრი და წყარო. ეს ყურანში აღწერილი ქრისტიანები ძირითადად, არაბები იყვნენ ჩრდილოეთიდან და არა უცხოელები. ქრისტემ მათში საკუთარი უდიდესი სასწაული მოახდინა: ისინი ცხოვრობდნენ იმით, თუ რისიც სწამდათ და გახდნენ ისინი ვინც სჯეროდათ, მხსნელის მადლით ახალ ადამიანებად იქცნენ. დღეს ყოფილი მუსულმანები, ხდებოდნენ რა ქრისტიანები, პოულობენ საკუთარი თავების აღწერას ყურანში და შემდგომ ეს მუხლები ეხმარება მათ, თავიანთი ნათესავებთან საუბარში.

5.14 -- ჭეშმარიტი აიათოლა

ყურანში ორჯერ წერია, რომ იესო ქრისტე და დედამისი ალაჰის დიდებული ნიშანია (სურა ალ-ამბია 21:91; ალ-მუმინუნ 23:50). ამასთანავე კიდევ ერთხელ კეთდება მახვილი, რომ ქრისტე თავად არის ალაჰის გულმოწყალება და ნიშანი ადამიანტათვის (სურა მარიამ 19:21). ეს სამი მუხლი ქრისტეს საიდუმლოს ადასტურებს ყურანში და ყველა მისი სასწაულის გაერთიანებას წარმოადგენს. ამ სასწაულების მიზანი თავად სასწაული კი არ არის, არამედ ის ვინც ამას ახდენს.

სიტყვა ნიშანი არაბულად ჟღერს აიათუნ და ნიშნავს სასწაულს. ამ სიტყვის სიტყვა ალაჰთან წაკითხვისას ვღებულობთ, პატივსაცემ ტიტულს აიათოლა. იესო ქრისტე სენსაციური სასწაული ან ალაჰის ნიშანია. ყურანის ტექსტი ამ გაგებას უფრო აფართოვებს და მის მიზანსაც გვიჩვენებს: ადამიანთათვის! ყველა ადამიანმა უნდა დაინახოს, ღმერთის ყოვლისშემძლეობა და სიყვარული, მარიამის ძეში. არც ერთ წინასწარმეტყველ, მეფეს ან მღვდელს მათ შორის არც მუჰამედს, ყურანი არ ანიჭებს ამ პატივსაცემ ტიტულს. ქრისტე ერთადერთი ალაჰის სასწაულია, რომლეიც ყველა ადამიანმა უნდა აღიაროს. ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი აიათოლად ადამიანთა ნებით იქცნენ.

თუ იკითხავთ თუ რატომ არის მარიამის ძე ყურანში ერთადერთი სასწაული და ალაჰის ნიშანი ადამიანთათვის, მაშინ იპოვით პასუხს ისლამის გამონათქვამში, რომ ალაჰმა შექმნა ქრისტე მარიამში, უშუალოდ საკუთარი სიტყვით, მამაკაცის ჩარევის გარეშე. ალაჰმა შთაბერა მას საკუთარი სული. ამიტომაც ქრისტე არა მხოლოდ ნორმალური ადამიანია, არამედ ყურანის თანახმად ალაჰის სული ადამიანის სხეულში. ისა არსებობდა ალაჰის დაბადებამდე. ამაღლების შემდეგ კი ის დაბრუნდა საწყის წერტილზე სხეულით, სულითა და მშვინვით. იესო ქრისტე არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება უწოდოს საკუთარ თავს, ,,ალაჰის სული“ და ,,მისი განდიდებული სიტყვა“. ამიტომაც ქრისტე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი ალაჰისა, ყველა ადამიანისთვის.

ამ ორი თვისებიდან: ჭეშმარიტი ადამიანი და ჭეშმარიტი სული ალაჰისგან, ყურანის მიხედვით წარმოიშვა, ყველა მისი ნიშანი და სასწაული:

● ის - ალაჰის განდიდებული სიტყვაა. ჯერ კიდევ ჩვილს შეეძლო საუბარი
● ის - შემომქმედია, რომელსაც მაცოცხლებელი სული აქვს - ალაჰის ნებართვით!
● ის სავსეა გულმოწყალებით, ყველა ავადმყოფისა და ღატაკის მიმართ. ყველა მასთან მისულს კურნავდა.
● ის მსოფლიოს საუკეთესო ექიმია - ალაჰის ნებართვით.
● ის სიკვდილზე გამარჯვებულია, რადგანაც აღადგენდა მკვდრებს - ალაჰის ნებართვით.
● ის ყოვლისშემძლეა, და ხედავს ყველასა და ყველაფერს.
● მას აქვს შუამდგომლობის უფლება, როგორც შუამავალს ალაჰსა და თავის მიმდევრებს შორის.
● მან მოიტანა მათთვის საკვები სამოთხიდან დედამიწაზე და დღემდე ყოველდღიური საკვებით ზრუნავს მათზე.
● ის - კანონმდებელია, რომელიც თორის სინამდვილეს ამტკიცებს. ის ცვლიდა ღვთიურ კანონებს და წერდა ახლებს.
● მას აქვს უფლება მოითხოვოს ყველა ადამიანისგან რწმენაში მორჩილება, მუსულმანთა ჩათვლით.
● ის გარდაქმნის თავისი მიმდევრების ეგოისტურ ხასიათს და ჩუქნის მათ საკუთარ სიყვარულსა და მორჩილებას.

ყურანის მუხლებში ყოველთვის შეგვიძლია ამოვიკითხოთ, ბიბლიური იესოს ხატება. მუჰამედმა ქრისტიანთა მრავალი მოწმობა გამოიყენა, რათა განეგრძო ყურანი სახარების მსგავსად. ის ყოველთვის არ საუბრობდა იმაზე, რომ უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობასა და მის ჯვარცმას. იმისთვის, რომ ქრისტიანები მოაქციოს ისლამში, ის აღიარებდა ისას, როგორც გულმოწყალე სასწაულთმომქმედს, ექიმს, რომელიც მკვდრებს აღადგენდა და კანონმდებელს.

ჩვენ გვაქვს უფლება ავიღოთ ყურანიდან დამახინჯებული მოწმობა ქრისტეს შესახებ, შევაერთოდ ის სრულ სახარებასთან და წარვუდგინოთ მუსულმანებს, როგორც ჭეშმარიტება და გზა, რომელსაც მივყავართ ღმერთთან. ამასთანავე ჩვენი მიზანი უნდა იყოს მუსულმანთა თვალწინ, წარმოვსახოთ არა კანონი და მადლი, მცნებები და მორჩილება რწმენაში, არამედ იესო ქრისტეს პიროვნება სახარებიდან. დაე მათ დაინახონ ის, შეიყვარონ ის, ირწმუნონ იგი, მიენდონ მას, მიიღონ მისგან საუკუნო სიცოცხლე და მისი სულის ნაყოფები მოიტანონ.

იესო საკუთარ თავს ქვეყნიერების სინათლეს, სიცოცხლის პურს, ჭეშმარიტ გზას უწოდებს, რომელიც ჭეშმარიტებაშია, არის კეთილი მწყემსი, ჭეშმარიტად ვაზი, აღდგომა და სიცოცხლე, მეფე, პირველი და უკანასკნელი. იესოს სახარებისეული სიტყვები ,,მე ვარ...“ მიიყვანენ მაძებარ მუსულმანს იმის შეცნობამდე, რომ იესო არა მხოლოდ სასწაულების მომქმედია, არამედ ღმერთის ხორცშესხმული სიყვარული და სიწმინდე.

5.15 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!

თუ ყურადღებით შეისწავლე ეს ბუკლეტი, მაშინ შეძლებთ მარტივად უპასუხოთ კითხვებს. ის, ვინც სწორად უპასუხებს კითხვების 90%, რომელიც მოცემულ 8 ბუკლეტშია, ჩვენი ცენტრისგან მიიღებს :

კურსის დახურვის სერთიფიკატს,
რომელიც დაგეხმარათ მუსულმანებთან იესოზე საუბრის შესწავლაში.

ეს კეთდება თქვენი გამხნევებისთვის, რათა გააგრძელოთ ქრისტეს მსახურება.

  1. მოსეს რამდენი სასწაულია ნახსენები ყურანში? როგორ არის აღწერილი მათი მიზნები და ხასიათი?
  2. რამდენად ხშირად შეგვიძლია წავიკითხოთ ყურანში, ქრისტეს მტკიცებულებებზე (ბაიანაატ)? როგორია მათი დახასიათება და მიზანი?
  3. ვინ არის (წმინდისგან სული), რომელიც ყურანის თანახმად ამაგრებდა ქრისტეს, ამ სასწაულების მოსახდენად (სურა ალ-ბაკარა 2:87, 253; ალ-მაიდა 5:110)? 
  4. რა გზებით ცდილობდა მუჰამედი საკუთარი როლის, როგორც წინასწარმეტყველი დამტკიცებას, ქრისტეს ღვთაებრიობის გამოყენებით (სურა ალ-საფი 61:6)?
  5. როგორ ხშირად იყენებდა მუჰამედი ტერმინს ნიშნები (აიატ), ქრისტეს სასწაულების აღსანიშნავად ყურანში? სად არის სახარებებში ნახსენები ტერმინები, რომლებიც აღწერენ ქრისტეს სასწაულებს? რა განსხვავებაა ამ წიგნებში, ერთიდაიგივე ტერმინებს შორის?
  6. რატომ განიხილავდა იესო სახარებაში სასწაულის დანახვას, როგორც ურწმუნოებას ან როგორც ღმერთის გამოცდას?
  7. რა წყაროდან მოისმინა მუჰამედმა ლეგენდა იმის შესახებ, რომ ახალდაბადებულმა ისამ, თავიდანვე იცოდა საუბარი? რატომ დაიჯერა ამ ზღაპრის მუჰამედმა?
  8. როგორ ადასტურებს ამ ლეგენდის ყურანში ჩართულობა იმას, რომ მუჰამედი სინამდვილეში წინასწარმეტყველი არ იყო?
  9. რაში გამოიხატება ქრისტეს პირველი სიტყვების ყურანში, ეჭვი და ფანატიკოსობა (სურა მარიამ 19:24-26)?
  10. როგორ წარმოედგინა ალაჰს ფრინველის შექმნა, ბიჭუნა ისას მიერ?
  11. გამონათქვამის ,,მე შევქმნი“, რომელი ფორმაა გამოყენებული ყურანში მარიამის ძის სასწაულის აღსაწერად და რომლის გამოყენებაა კარგი, მუსულმანებთან საუბრისას?
  12. რა დასკვნა გამოგვაქვს იქიდან, რომ ისამ საკუთარი სული შთაბერა თიხისგან გამოძერწილ ჩიტში და რომ ის ყურანის მესიჯის თანახმად გაფრინდა? სად შეგვიძლია სახარებაში იმის წაკითხვა, რომ იესომ სინამდვილეში შთაბერა ადამიანებს? რითი განსხვავდება ქრისტეს შთაბერვა, რომელიც სახარებაშ წერია, იმ შთაბერვისგან, რაც ყურანშია?
  13. როგორ განსაზღვრა მუჰამედმა ქრისტეს სასწაულები ყურანში? რა აზრით შემოსაზღვრა იესომ, იოანეს 5:19ში საკუთარი სასწაული?
  14. ყურანის მიხედვით, რამდენ ბრმა ადამიანს დაუბრუნა მხედველობა ქრისტემ? მუჰამედის წარმოდგენით, რა ხერხებით კურნავდა იესო მათ?
  15. როგორ ფასდება კეთრი, მრავალ აფრიკისა და აზიის ქვეყანაში?
  16. რას გულისხმობს ქრისტეს მიერ კეთროვნების ავტორიტეტული განკურნება?
  17. რაზე საუბრობდა მარიამის ძის ავადმყოფების განკურნება და მზრუნველობა ყურანში?
  18. რამდენი მკვდარი ადამიანი აღადგინა, ყურანის მიხედვით ქრისტემ? 
  19. რატომ იყო ყურანის მიხედვით ქრისტე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მკვდრების აღდგინება შეეძლო?
  20. რა საიდუმლოს ამოვხსნით იმ გამონათქვამით ყურანში, რომ ქრისტეს მხოლოდ ალაჰის დახმარებით შეეძლო, სასწაულების მოხდენა?
  21. სად ჩანს ჰყურანში იესოს ყოვლისმცოდნეობა? როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იესოს ყოვლისმცოდნეობის საიდუმლო, მუსულმანებთან საუბარში?
  22. რა მოჰყვა ყურანის კომენტატორმა ალ-სუითმა, გამოიყენა რა ტრადიციები (ხადის), იესოს ყოვლისმცოდნეობის განსამარტად?
  23. თქვენი აზრით რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ყურანში, ზეციური მაგიდის აღწერაში, ისას მიმდევრებისთვის?
  24. რატომ ლოცულობდა იესო ალაჰუმა და არა ოალაჰ?
  25. როგორ ხსნიდა მუჰამედი იმას, რომ ქრისტეს ჰქონდა ყოფილიყო შუამავალი, ხალხსა და ალაჰს შორის? რატომ უპასუხა უშუალოდ უფალმა, მარიამის ძის შუამდგომლობას?
  26. რატომ შეეძლო ქრისტეს შეეცვალა მოსეს კანონები? რა გზებით შეეძლო უფლება მიეცა, თავიანთი მიმდევრებისთვის, იმისა რაც ალაჰისგან აკრძალული ჰქონდათ? ჰქონდა თუ არა ქრისტეს ყურანის მიხედვით, აღმასრულებელი და კანონმდებლური ძალაუფლება?
  27. რატომ ამბობდა ისა ყურანში ხშირად, გეშინოდეთ ალაჰის და არასდროს არ ახსენებდა ღმერთის სიყვარულს?
  28. რა ბრძანება შეიცავს ქრისტეს ბრძანება ყურანში მუსულმანებისთვის: ,,დამემორჩილეთ მე“? რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შევისწავლოთ, ქრისტეს კანონები, მუსულმანებთან საუბრისთვის?
  29. მუჰამედი, როგორ ცდილობდა სიტყვათა გადათამაშებით, ქრისტეს ავტორიტეტის დაწევას და მის წარმოჩინებას მხოლოდ, ღვთისმოშიშ მუსულმანად?
  30. რა სახელები და ტიტულები გამოიყენა მუჰამედმა, რათა აღეწერა ქრისტეს მიმდევრების სიმწიფის სხვაგვარი დონე? რატომ უწოდა მათ მუსულმანები?
  31. როგორი უნიკალური განმარტება გამოიყენა მუჰამედმა, ქრისტეს მიმდევრების დასახასიათებლად? და საიდან იცოდა ქრისტიანების ასეთ თვისებებზე?
  32. რატომ არის ქრისტეს უდიდესი სასწაული, ეგოისტი ცოდვილის, სამყაროს მოყვარულ მსახურად ქცევა? 
  33. რატომ არის ყურანში ისა ალაჰის მიერ წოდებული, როგორც ისტორიის ერთადერთი მამაკაცი - აიათოლა? რას ნიშნავს ეს ტიტული და მის მსგავს, რომელ ტიტულს ვპოულობთ სახარებაში?
  34. როგორ ახსნა მუჰამედმა, ქრისტეს აიათოლას ტიტული? რას ნიშნავს ისლამში მტკიცებულება, რომ ქრისტე არის ალაჰის გულმოწყალების ხორცშესხმა?
  35. რომელი ათი საოცარი ტიტული და ხარისხი შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, ქრისტეს შესახებ, ყურანში ჩაწერილი სასწაულებიდან გამომდინარე?
  36. რატომ იხსენიებდა მუჰამედი, ქრისტიანთა დელეგაციის წინაშე, როგორც ყველაზე პატივსაცემს?
  37. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქრისტეს სასწაულები ყურანში ხიდად, ჭეშმარიტი სახარებისკენ? რა არის აუცილებელი პრაქტიკაში, მუსულმანებთან მსახურებისას, ამ მიზნების მიღწევისთვის?

ყველა კითხვაზე პასუხის გამცემ მონაწილეს უფლება ექნება არა მხოლოდ მიწვდეს სხვა ლიტერატურას, არამედ ურთიერთობა იქონიონ იმ დამსახურებულ პირებთან ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ველოდებით თქვენ წერილობით პასუხებს, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ღმერთის წინაშე, თქვენზე, მკითხველზე, რომ უფალი დაგელაპარაკოთ და მოგცეთ გამოცხადება. რათა გატაროთ, განგამტკიცოთ, და დაგიცვათ სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.

შენი სამსახურში,

აბდ ალ-მასიხიდა მისი ძმები

გამოაგზავნეთ თქვენი პასუხები:

GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:

info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 02, 2022, at 03:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)