Previous booklet -- Next booklet
01. საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ
4 - ქრისტეს სახელები და ტიტულები, ბიბლიასა და ყურანში
ყურანი შეიცავს დაახლოებით 100 ლექსს, რომლებიც საუბრობენ ქრისტეზე. ეს ბუკლეტი განიხილავს შემდეგ კითხვებს: რა განსხვავებული სახელები და ტიტულებია მინიჭებული ქრისტეს ყურანში? როგორ შეიძლება მათი გამოყენება მუსლიმებთან ქრისტეს გაზიარებაში? როგორ განსხვავდება ისინი ბიბლიაში ქრისტეს სახელებთან და ტიტულებთან?
4.01 -- ქრისტეს სახელები და ტიტულები, ბიბლიასა და ყურანში
ის ვინც ბიბლიას შეისწავლის, დაინახავს რომ იქ 250 სახელი, ტიტული და ხარისხი არის წარმოდგენილი, იესო ქრისტეს შესახებ. ხოლო ვინც ყურადღებით კითხულობს ყურანს, იქ 25 ტიტული და ხარისხია, ისას შესახებ. მუსულმანებთან საუბრისას ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ შევავსოთ მარიამის ძის ისლამური ტიტულები, ქრისტეს სახელის შინაარსით ბიბლიიდან, რათა მივუთითოთ მუსულმანებს კაცის ძეზე, როგორც ღვთის ძეზე. როგორც ამას აკეთებდა თავად იესო. ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია გვერდი აუაროს ისლამურ-ყურანულ ფორმულირებას, რისკავს ილაპარაკოს მუსულმანებთან, მათთვის გაუგებარ ენაზე.
4.02 -- ისა თუ იესო?
ისა ისლამური სახელია იესოსი, რომელიც ყურანში 25ჯერ არის ნახსენები. ერთგვაროვნად ისა არ არის იესო, რადგან მუსულმანური წიგნი უარყოფს, მის ღვთიურობას და მის სიკვდილს ჯვარზე. ზუსტად არავინ იცის, რატომ აირჩია მუჰამედმა, იესოსთვის სახელი ისა, რადგან არაბულ ენაში თავიდანვე სახელი იასუა იწერებოდა წიგნებში არაბული ქრისტიანების მიერ, როგორც იესოს სახელის ექვივალენტი.
მართლმადიდებელი მღვდლები ამტკიცებენ, რომ სიტყვა ისა სირიული გამონათქვამია, ბერძნული სახელი იესოსი. სხვები თვლიან, რომ მუჰამედმა ადგილები შეუცვალა პირველ და ბოლო ასოებს, არაბულ სახელში იასუა და ჩამოაყალიბა ამ სახელიდან, სახელი ისა. აფრიკაში წეს-ჩვეულებების თანახმად ეს ადამიანთა წყევლას ნიშნავს, რომელსაც კონკრეტულად ეს სახელი მიეკუთვნება. ლისან ალ-არაბის ლექსიკონი, აჭარბებს ყველა ამ განმარტებას და ამბობს, რომ სიტყვა ისას ფუძე (აის) ნიშნავს ,,კვიცის სპერმას“ და მომაკვდინებელ მომენტალურად მოქმედ შხამს.
მრავალი არაბი ქრისტიანი არ იყენებს თავიანთ საუბრებში მუსულმანებთან, სახელ ისას. მაშნ როდესაც უცხოელი მისიონერები ამჩნევენ, რომ მუსულმანებთან ისას სახელის გარეშე ისინი ვერ ხვდებიან, რომ საუბარი იესოზეა. ამიტომაც ცდილობენ ისინი ყურანულ ისას სახელში, ჩადონ იესოს სახელის ბიბლიური მნიშვნელობა. სახელი იესო ახალ აღთქმაში 975ჯერ გვხვდება და ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოყენებული ყველა სახელსა და ტიტულს შორის, როგორც ღმერთის ძე. მუსულმანებისთვის ასევე ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ანგელოზი გაბრიელის მეშვეობით ორმაგი გამოცხადება (ვახი) მიიღო იოსებმა, ასევე მისმა აღმზრდელმა (მათე 1:21) და დედამისმა (ლუკა 1:31;2:21), რათა მარიამს შვილისთვის სახელი ,,იესო“ დაერქმია. მფარველმა ანგელოზმა, ახსნა ამისი მნიშვნელობა ჯერ კიდევ საუკუნის საწყისიდან: ,, ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან” (მათე 1:21). მათ ვინც ებრაული ენა იციან დაადგენენ, რომ იესოს სახელის ფუძე (იოდ-შინ-აიინ) 281ჯერ გვხვდება ძველ აღთქმაში: 68ჯერ, როგორც არსებითი სახელის შემადგენელი, რომელიც საუბრობს გადარჩენასა და იაჰვეს დახმარებაზე და 213ჯერ, როგორც ზმნა რომელიც საუბრობს, რომ იაჰვე თავად ერეოდა, იხსნიდა და იმარჯვებდა ყველაფერში. ამითი ნაჩვენებია თემა და მიზანი იესოს სახელისა, როგორც ამას წერდა ერთ-ერთი შობის სიმღერის ცნობილი ავტორი: ,,მან ჩვენ მხსნელი მოგვცა“
ბერძნული სიტყვა მხსნელი (სოტერ) ნიშნავს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ მხსნელი, დედამიწის საჭიროებათაგან ან ღმერთის სასამართლოსგან; ის შეიცავს კეისარი ავგუსტინეს პატივდებულ სახელს, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის გარანტია, მისი მოპოვებული გამარჯვებების წყალობით.
ანგელოზმა გაბრიელმა აუხსნა იესოს, რომ ყველა ადამიანის პრობლემა მათ ცოდვაშია, რომელიც მათ აშორებთ ღმერთს. ამიტომაც იესომ, როგორც ღმერთის ძემ აიღო საკუთარ თავზე სამყაროს ცოდვები და შეარიგა ქვეყნიერება ღმერთს, თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით ჯვარზე. იესო ქრისტე სიყვარულმა აღძრა თავისი სიკვდილით აღესრულებინა საპასექო კრავის დანიშნულება. მისი სისხლი არის გამოსასყიდი, რომელიც მან ღმერთს გადაუხადა ჩვენი ცოდვების განთავისუფლებისთვის, ასევე გაგვანთავისუფლა სატანისგან და ღმერთის რისხვისგან. (სურა ალ-საფატ 37:107)
მუსულმანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ იესო ქრისტეს სახელის სიმდედრასა და შესაძლებლობებზე. ჩვენ სიბრძნე უნდა გამოვითხოვოთ და სულიწმიდის მართველობა, მუსულმანებთან საუბარში, იესოს სახელის მნიშვნელობის ახსნა ისე, რომ ეშმაკმა თავისი ტყვეები თავისუფლებაზე გაუშვას და მათ სიხარულით მიიღონ, თავიანთი ცოდვების პატიება. იესო ქრისტემ უკვე მოამზადა გადარჩენა მათთვისაც (იოანე 19:30). მოდით განვადიდოთ იესო, რათა მუსულმანებმა დაინახონ ის ჩვენს ცხოვრებაში.
4.03 -- ქრისტე - უფლის სულით ცხებული
ბიბლიაში იესოს ოფიციალური ტიტული - ცხებული, მესია ან ქრისტეა. ეს გაგება იესოსთან მიმართებაში ახალ აღთქმაში ჩნდება 569ჯერ, ხოლო ყურანში - 11ჯერ. არაბული სიტყვა ალ-მასიხ, წარმოიქმნა სიტყვისგან (ოპტირატ) და (მაზატ მასლომ). ამგვარად თითქმის არცერთმა მუსულმანმა არ იცის, რომ ალ მასიხ ნიშნავს, ,,ცხებულს“.
ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ, რომ ძველ აღთქმაში წმინდა ზეთით სცხებდნენ მეფეებს, მღვდლებს და წინასწარმეტყველებს იმის ნიშნად, რომ აღთქმის ღმერთი აძლევს მათ თავისი სულიწმიდის მეშვეობით ძალასა და უფლებებს, რომლებიც აუცილებელია მსახურებისთვის. ნაზარეთში იესომ თავად ახსნა თუ რას ნიშნავდა მისი პატივდებული ტიტული: "უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად...“ (ლუკა 4:18-19). ვერავინ ახსნის იმაზე უკეთესად სიტყვას ,,ქრისტე“, ვიდრე ეს მან თავად გააკეთა. აქ მჭიდრო ფორმაში წარმოდგენილია სამების ერთიანობა: ,,უფალი, სული და თავად ის“. იესო შემდეგ ხსნის, რომ სულიწმიდით ცხებას აქვს მხოლოდ ერთადერთი მიზანი: ,, გლახაკებს“ მიუტანოს სახარება, რათა განიკურნოს მათი დამსხვრეული გულები.
ბიბლია ამბობს, რომ იესო ქრისტე - მეფეთმეფეა, საუკუნო მღვდელმთავარი და უმაღლესი ღმერთის სიტყვა. ახალი აღთქმა 216ჯერ უწოდებს იესოს უფალს. მას ეკუთვნის მთელი ავტორიტეტი და მთელი ძალაუფლება ზეცასა და მიწაზე. ტიტული ,,უფალი“, ქრისტესთვის საერთოდ არ არსებობს ყურანში. მუჰამედი ამტკიცებდა, რომ მუსულმანები არასდროს არ მიიღებენ ადამიანს, როგორც ღმერთს. ქრისტეს ღვთიურობა აბსოლუტურად უარყოფილია ყურანისგან. (სურა ალ-იმრან 3:64; ალ-მაიდა 5:17, 31; ალ-ტაუბა 9:30-31 და სხვა). ხედავენ თუ არა მუსულმანები მის მეფობას ჩვენს მორჩილებაში მისდამი?
ეს სამი ბიბლიური სახელი და ტერმინი: იესო, ქრისტე, უფალი ერთად შეადგენენ, ბიბლიაში ნახსენებ მის სახელთა 65%ს. ვინც გაიგო ამ სამი ღმერთის ძის სახელის სიღრმე, სწამს მათი და აღიარებს, ის არის ქრისტიანი და აქვს უფლება რწმენით გაიმეორეს იესოს დამოწმება ლუკა 4:18.
4.04 -- ქრისტე - ალაჰის წარმოგზავნილია?
მუჰამედი ისას პოლიტიკურ მნიშვნელობას მიაწერდა და 5ჯერ უწოდა მას წარმოგზავნილი ან ალაჰის მიერ წარმოგზავნილი (სურა ალ-იმრან 3:49; ალ-ნისა 4:157,171; ალ-მაიდა 5:75; ალ-საფი 66:6) და კიდევ მრავალჯერ ახსენა ის ალაჰის სხვა წარმოგზავნილებთან. (სურა ალ-ბაკარა 2:87,253; ალ-ხადიდ 57:27).
ალაჰის წარმოგზავნილი წინასწარმეტყველზე მაღლა დგას. წინასწარმეტყველი პასუხისმგებელია, თავისი უფლისგან მიღებული გამოცხადებების, ზუსტ გადმოცემაზე. წარმომგზავნელმა კი ეს ღვთიური კანონები ცხოვრებაში უნდა წარმოაჩინოს! მუსულმანები აღიარებენ, რომ მუჰამედი არის ალაჰის ,,წარმოგზავნილი“ და არა მხოლოდ წინასწარმეტყველი. მოსე იყო მუჰამედისთვის მაგალითი, ასევე იყო რა შუამავალი იაჰვესა და თავის ერს შორის, რომელიც უნდა წაეყვანა და ისინი უნდა ემართა, როგორც კანონების მმართველსა და მოსამართლეს. მუჰამედი თავის თავსა და იესოს მარიამის ძეს, წარმოაჩენდა ისეთ ავტორიტეტებად, როგორიც მოსე იყო.
შესაზლებელია მუჰამედს გაგონილი ქონდა მექასა და მედინაში ქრისტიანებისგან, რომ იესომ დაახლოებით 100ჯერ ილაპარაკა ღმერთის სამეფოზე, საუკუნო მეფობაზე და უბრალოდ მეფობაზე, მაგრამ მხოლოდ სამჯერ ახსენა ეკლესია. მუჰამედი ფიქრობდა, რომ ქრისტე როგორც ალაჰის წარმოგზავნილი მოვიდა, რომ თავისი ძალაუფლებითა და ძალით საკუთარი სამეფო დაადგინოს. არაბული სიტყვა ,,მეფობა“ წარმოიშვა სიტყვა ,,ფლობა, საკუთრება“. (მულკ) და სალაპარაკო ლექსიკაში ნიშნავს: ,,შემომქმედს ეკუთვნის ყველაფერი, რაც მან შექმნა“ (სურა ალ-ანამ 6:75; ალ-არაფი 7:185; ალ-მუმინუნი 23:88; ია სინ 36:83). ქრისტე მოვიდა იმისთვის, რათა მოეთხოვა ისრაელიანთათვის უფლის საკუთრება (მათე 21:33-46).
მაგრამ მუჰამედმა არ იცოდა, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისი ამაღლებისა და სულიწმიდის გადმოღვრისა თავის მლოცველ ხალხზე, ქადაგებების შინაარსი და ქრისტიანი მოციქულების დამოწმებები, არსობრივად შეიცვალა. მოციქულთა წიგნში და თავიანთ წერილებში ისინი ორჯერ უფრო მეტად საუბრობენ ეკლესიებზე, ვიდრე სამეფოზე. ,,რჩეულნი“ ისრაელსა და წარმართი ერებიდან, იმ დროიდან უფლის ყურადღებისა და მისი გადარჩენის გეგმის, ძირითადი ობიექტები არიან. მისი მიმზიდველობა მთელს ქმნილებაზე არ შემცირებულა ეკლესიების დაარსებით, რადგან იესომ თავიანთი რჩეულები წუთისოფლიდან ისევ წუთისოფელში გაუშვა მსახურებისთვის, რათა დაებრუნებინა ,,საკუთრება“ ანუ ისინი ვისაც სურს მისი ხმის მოსმენა.
მუჰამედს თითქოსდა ესმოდა ქრისტეს მსახურება, რელიგიურ და საომო პოლიტიკურ ჭრილში. მას არ გაუგონია, თუ როგორ საუბრობდა იესო: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის;...მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”. (იოანე 18:36-37)
მუჰამედი ჭეშმარიტებისგან არ შობილა. მას არ უნდოდა დამორჩილებოდა უფალ-მეფეს, იესო ქრისტეს და საკუთარი თავი უფლისთვის მიეცა. ამიტომაც უწოდა იესოს მხოლოდ, პოლიტიკოს რელიგიური წარმოგზავნილი ალაჰისგან, როგორც საკუთარ თავს.
იოანეს სახარებაში იესოს არ შერცხვენია რამდენჯერმე საკუთარი თავისთვის ეწოდებინა, წარმოგზავნილი და არა წარმომგზავნელი. ამ დროს ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ის წარმოგზავნა ,,მამამ“ და არა გაურკვეველმა ალაჰმა. ამითი მან ირიბათ ახსნა, რომ ის არის ძე, რომელსაც აქვს მამის უფლებები:
,,ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს“. (იოანე 17:3)
„როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”. (იოანე 20:21)
4.05 -- ქრისტე - მარიამის ძე
მუჰამედი ხშირად იტანჯავდა თავს იმაზე ფიქრით, რომ იესო მარიამისგან გაჩნდა მამის გარეშე. ის შეეგუა ამ ფაქტს და ყურანში ისას 23ჯერ უწოდა მარიამის ძე. ის ცდილობდა მარიამის გამართლებას და ამბობდა, რომ მას არ უშვია უკანონო შვილი. (სურა ალ-იმრან 3:45-47; მარიამი 19:16-23 სა სხვა). მას წარმოედგინა იესოს ჩასახვა ისე, თითქოსდა ჯიბრილმა (გაბრიელი) შტაბერა მარიამს ალაჰის სული (სურა ალ-ანბია 21:91; ალ-ტახრიმ 66:12) ამ გამონათქვამებით მუჰამედი მიუახლოვდა სახარებას, მაგრამ თითქოსდა ისევ განსაზღვრა საკუთარი დამოწმება და ჩადო ჯიბრილის ბაგეებში სიტყვა, რომ იესო მარიამში ალაჰის სულით არ ჩაისახა არამედ მხოლოდ შეიქმნა. ამითი ის წინ აღუდგა ნიკეის რწმენის სიმბოლოს, რომელიც ყველა ეკჯლესიის მიერ იყო აღიარებული:
ქრისტე - ღმერთია ღმერთისგან, შუქია შუქისგან,
ჭეშმარიტი ღმერთია ჭეშმარიტი ღმერთისგან,
დაბადებული და არა შექმნილი, ერთადერთი მამის მსგავსი.
უარყოფდა რა მუჰამედი იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, ანტი ქრისტედ იქცა (1 იოანე 2:22-25; 4:1-5)
ყურანში 17ჯერ წერია, რომ ისა არ არის ღმერთის ძე. ამითი მუჰამედმა უარყო მარიამში ღმერთისგან იესო ქრისტეს ბიოლოგიურად ჩასახვა, რასაც ცალსახად ყველა ეკლესია ეთანხმება. ერთი ქრისტიანული სექტა არაბეთის ნახევარკუნძულზე ,,მარიამის გაღმერთება“, წარმოადგენდა წმინდა სამებას, როგორც ,,მამას, დედას და ძეს“ (სურა ალ-მაიდა 5:116). ეს ერესი მუჰამედმა უარყო. თუკი ჩვენ დავეთანხმებით მუსულმანებს ამ მრავალი დამახინჯებული აზრის უარყოფაში, ქრისტეს ჩასახვასთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენი საუბრისას დაძაბულობის უმეტესი ნაწილი მოხსნილი იქნება.
ბიბლია საუბრობს ქრისტეს სულიერ ჩასახვაზე და ამოწმებს, რომ ,,ღმერთის არის მისი სიტყვა და მისი სული“ ეს არის სრული ერთიანი სამება, რომელიც განუყოფელია. არაბიბლიური აზრი კათოლიკეებისა და მართლმადიდებელი ქრისტიანებისა, რომლებიც მარიამ წარმოაჩენენ, როგორც ,,ღვთის დედას“ გაცილებით ართულებს მუსულმანებთან საუბარს.
ბიბლია 59ჯერ საუბრობს ღმერთის ძეზე. იესომ თავად 50ჯერ დაამოწმა სიტყვებით ,,მე ვარ“ თავისი უფლობა ხორცში, რომელიც მოსეს ალმოკიდებული ბუჩქით ეჩვენა, რომელიც ამბობდა ,,მე ვარ, ის ვინც ვარ“ (გამოსვლა 3:14). თავისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში იესომ, სინედრიონის წინაშე დაადაასტურა, რომ ის - ქრისტეა, ცოცხალი ღმერთის ძე (მათე 26:63-68; ლუკა 22:70). ამ მოწმობის გამო მიუსაჯეს მას სიკვდილი. მუჰამედი კი უარყოფდა და შეიძულა მოწმობა იმის შესახებ, რომ ქრისტე ,,ალაჰის ძეა“ იმ დონემდე, რომ დასწყევლა ქრისტიანობის მიმდევრები, სთხოვდა რა ალაჰს მათ განადგურებას. (სურა ალ-ტაუბა 9:30).
იესომ იცოდა, რომ მისი დედამიწაზე ყოფნის დროს თავისი თავის ისრაელში ღმერთის ძედ წოდების გამო, მას დაადანაშაულებდნენ ღმერთის გმობაში, ამიტომაც სახარების თანახმად მან თავის თავს უწოდა 80ჯერ კაცის ძე. ეძახდა რა თავის თავს ასე, ის გულისხმობდა დანიელის წიგნიდან აღთქმას დანიელი 7:13:14. სადაც ,,კაცის ძე“ წარმოდგენილია, როგორც საუკუნო მმართველი და ღვთიური მოსამართლე. უმეტესობა იუდეველს ესმოდა ეს ბუკვალური განმარტება და თვლიდნენ, რომ იესო საკუთარ თავზე საუბრობს, როგორც უბრალო, ნორმალურ ადამიანზე. მანვე ეს გაგება შეავსო თავისი ღვთიური ავტორიტეტით.
გამონათქვამი კაცის ძე უმეტეს შემთხვევაში საუბრობს, მის დამცირებაზე, მის ადამიანობაზე, თავმდაბლობასა და თვინიერებაზე: ,,ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”. (მათე 20:28). ამ სიტყვებით იესო, თავდაყირა აყენებს მთელი კაცობრიობის მსოფლმხედველობას. უდიდესი უნდა გახდეს უმცირესი, ისევე როგორც ჩვენი უფალი თავად არის ყველას მსახური. ყველა ვინც მას მიყვება, ბატონად კი არა მსახურად იქცევა.
ამ გამონათქვამის მეორე ნახევარი კაცის ძე საუბრობს იესოს დიდებაზე და მის დიდებულ ძალაუფლებაზე, მისი მეორედ მოსვლის დროს, როგორც ადამიანთა მოსამართლე: ,, ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი..“ (მათე 25:31:32). იესო სრულიად ადამიანი იყო, ის გამოცდილ იქნა, როგორც ჩვენ, მაგრამ უცოდვველი დარჩა (ებრაელები 2:17-18, 4:15). ამიტომაც ესმის ყოველი ადამიანის და ყველას სამართლიანად განსჯის.
კარგად ვიქცევით თუ ვსწვალობთ ამ გულმოწყალე მეთოდს იესოსგან, რომელიც გულისხმობს, საკუთარი ღვთიურობის დამალვას. მაგრამ ადამიანად ჩამოყალიბების საიდუმლოს ხსნის კაცის ძის გაგების დახმარებით. ეს სახელი სემიტების გულის ერთ-ერთი გასაღებია. ის ვინც საუბრის საწყისშივე ახსენებს ღმერთის ძეს, შეამჩნევს მოლაპარაკე მუსულმანთან, თუ როგორ იზრდება მათ შორის ბარიერი. ვისწავლოთ იესოსგან ჭეშმარიტების უარყოფის გარეშე, დავამოწმოთ მასზე სიყვარულით და იმ გრძნობით, რაც ჩვენი მსმენელისთვის გასაგები იქნება.
4.06 -- ქრისტე - ალაჰის სიტყვა ადამიანის სახით
მუჰამედმა ყურანში გადაიტანა მრავალი თვისება, ტიტული და ქრისტეს სახელები, რათა ისლამისთვის ქრისტიანები შეეძინა. მან საკუთარი მუხლები შეავსო ახალი აღთქმის ტერმინებით, რათა ის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად ეღიარებინათ. მას უნდოდა თავის მხარეზე გადმოექაჩა ქრისტიანები აბისინიიდან, ასევე ჩრდილოეთ იემენიდან დელეგაცია, მათი რწმენის მიბაძვით. ჩვენ კი ჩვენის მხრივ შეგვიძლია ამ დამოწმებების გამოყოფა ყურანში, რომლებიც ბიბლიიდან არის აღებული და განვალაგოთ ისინი მოზაიკის ნაწილებად, თავის ადგილებზე სახარებაში. ამითი დავეხმარებით მუსულმანებს, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტებას, იპოვონ გზა გადარჩენისკენ ქრისტეში.
მუჰამედმა 4ჯერ გადაიტანა ივანეს სახარებიდან გაგება, რომ ქრისტე არის ალაჰისგან სიტყვა და მისი სიტყვა (სურა ალ-იმრან 39,45;64; ალ-ნისა 4:171). მუსულმანმა კომენტატორებმა, შენიშნეს, რომ ეს ქრისტეს სახელი საშიშროებაა ისლამელი მორწმუნეებისთვის და იჩქარეს წერილებში იმის დამატება, რომ ქრისტე არის ,,შექმნილი“ სიტყვა ალაჰისგან, რაც საერთოდ არ ნიშნავს უფალს. ალაჰი, როგორც ქრისტეს შემომქმედი ამბობს: ,,დაე იქნას! - და მაშინ გაჩნდა ის“ (ალ-იმრან 3:47). ამავდროულად მუსულმანი განმმარტებლები ამტკიცებენ, რომ სიტყვა ყურანი ნიშნავს ალაჰის, მისი ძალისა და ნების თანდასწრებას.
ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ მათ, რომ ამ ყველაფერს სახარებაში აქვს თავისი ადგილი. იესოში მოქმედებს ღმერთის სიტყვის ძლევამოსილება, მისი გადამრჩენელი ძალა, უფლის ავტორიტეტი, რომელიც პატიობს, გულმოწყალება, რომელიც ანუგეშებს და მკვდრეთით აღმდგარის განმაახლებელი ძალაუფლება. ქრისტეში ცოცხალია და ცხადია ყველა თვისება და შესაძლებლობა ღმერთის სიტყვისა: ღმერთის ნება, მისი სიბრძნე, რისხვა, სიყვარული, წყალობა, მოთმინება, ყველაფერი ის რასაც ამბობდა და უბრძანებდა, პირდებოდა და უკრძალავდა, ასახულია იესოში. მასშია ყველა ღმერთის აღთქმა ,,ჰო და ამინ“. ვისაც სურს ღმერთის ნების გაგება, უნდა შეხედოს იესოს: ის არის ღმერთის სიტყვის, ხორცშესხმული კურთხევა. მან თქვა:
,, ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, მე რომ გეუბნებით, ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს“
(იოანე 14:10)
,,მე და მამა - ერთნი ვართ
(იოანე 10:30)
ყურანის განსაკუთრებული ვარიანტი, რომელიც გვამცნობს ღმერთის სიტყვის ხორცშესხმას ქრისტეში, საუბრობს რომ ქრისტე არის ჭეშმარიტების ან სიმართლის სიტყვა. ჭეშმარიტება ან სიმართლე აქ წარმოდგენილია, როგორც ალაჰის სახელების თვისებები. ასე, რომ ეს მუხლი ნიშნავს: ქრისტე არის ალაჰის სიტყვა, სავსე სიმართლითა და ჭეშმარიტებით (სურა მარიამი 19:34). ზოგიერთი კომენტატორი ამახინჯებს ისლამისთვის ამ საშიშ გამონათქვამს და ამტკიცებს, რომ ეს სიტყვები მხოლოდ მეორე ხარისხოვანი წინადადებებია, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მართებულია ამ აზრის საპირისპირო. ქრისტე არის სიმართლისა და ჭეშმარიტების ძახილი ყურანშიც (იოანე 14:6). ის უფრო მეტია ვიდრე წინასწარმეტყველი. ის ღმერთის სიტყვის განსახიერებაა. ეს გამონათქვამი მუსულმანებთან დამოწმების დროს უდიდეს იარაღად გამოიყენოთ.
4.07 -- ქრისტე - ალაჰის სული
ყურანის შემდეგი გამონათქვამი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ისლამის დოგმას, რომელიც უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობას, რადგან მას ალაჰის სულს უწოდებს (სურა ალ-ნისა 4:171). ეს გამონათქვამი ამბობს, რომ ქრისტე არ იყო უბრალო ადამიანი, როგორც მუჰამედი და მოსე, არამედ ალაჰის სულის განკაცება იყო. ყურანი ამტკიცებს, რომ ამაღლებულმა შთაბერა ,,თავისი“ სული მარიამს (სურა ალ-ანბია 21:91; ალ-ტახრიმ 66:12) ამიტომაც ისა ტანჯული სულია ადამიანის სახით. თავის სულიერ სხეულში მიწიური ცხოვრების შემდეგ, ისევ დაბრუნდა ალაჰთან. ისლამში ქრისტე არ არის უბრალო ადამიანი ან წინასწარმეტყველი, როგორც სხვები ალაჰის სულისგან. ამითი მუჰამედი აღიარებდა, რომ ისა არ ეკუთვნის ფერფლად დაბადებულთ და მათთან ერთ მწკრივში არ დგას. პირიქით ის - ალაჰის სულის ძეა ან ,,სულიერი შვილი ალაჰის“ - ყურანის მიხედვითაც.
კომენტატორებმა შენიშნეს ეს ადგილი ყურანში და მისგან საპირისპირო შექმნეს. მათ დაწერეს: რათქმაუნდა ქრისტე - ალაჰის სულია ადამიანის სახით, მაგრამ - ,,შექმნილი“ სული! ისლამში ვერ იარსებებს ალაჰის სული, რომელსაც აქვს საუკუნო ღვთიურობის სადარი ბუნება. ალაჰის ყველა სული - მხოლოდ შექმნილი სულებია, ისეთივე როგორც ანგელოზები და დემონები ან გაბრიელი და მიქაელი. ქრისტე ერთ-ერთი ამ შექმნილი ალაჰის სულთაგანია.
ჩვენ კი ვიცით, რომ ქრისტე სულიწმიდისგან არის შობილი. უფალმა უთხრა მას: "ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს;“ (ფსალმუნი 2:7). ამასთანავე ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა მას: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.“ (ლუკა 1:35).
მუსულმანებმა იციან ეს რეალობა ისევე, როგორც ცოტახნის წინ ეს დაადასტურა აწ უკვე გარდაცვლილმა მაროკოელმა მეფემ ხასან IIმ, სინედრიონის შემდეგ რაბათში და თქვა, რომ ვერცერთი ადამიანი და აიათოლა ვერ სარგებლობს იმ უფლებით, რომ უწოდოს თავის თავს ალაჰის სული (რუხ - ალაჰ), ისას გარდა მარიამის ძისა, რადგან ის ერთადერთი ადამიანია, ალაჰის სულისგან შობილი.
4.08 -- Cქრისტე რჩება უცოდველად - ყურანშიც
ყურანის თანახმად იესოს დაბადებაზე გაგების შემდეგ, ჯიბრილმა, რომელიც თავად განიხილება, როგორც ალაჰის სულისგან შობილმა და მისი გამოცხადებების მქონემ, უთხრა მარიამს, რომ მისცემდა მას ბიჭს, სუფთასა და უმანკოს (სურა მარიამ 19:19). ამ სიტყვებმა მრავალი განმმარტებელი დააფიქრა. ზოგიერთები ღიად წერდნენ, რომ ისა უცოდველი და წმინდა დაიბადა, რადგან სწორედაც რომ ალაჰის სულისგან იშვა.
მუსულმანების ზოგიერთი ტრადიცია პირდაპირ მუჰამედს უკავშირდება და შემდეგ რამეს ამბობს: ყველა ბავშვი უცოდველი იბადება ანუ შთამომავლობითი ცოდვის გარეშე, მაგრამ შემდეგ ეშმაკი ახალდაბადებულებს აინფიცირებს გაჩენის თანავე. ამიტომაც ყველა ჩვილი ტირის, მარიამისა და ისას გამოკლებით. ისინი თითქოსდა სატანის მარწუხებისგან იყვნენ დაცულები, რადგანაც იმრანის ცოლმა ჯერ კიდევ დაბადებამდე მისცა თავისი შვილი მარიამს და თავისი შთამომავლობა ალაჰის მფარველობით. ამიტომაც ვერ შეძლო ეშმაკმა რაიმე დაეშავებინა მათთვის, შობის დროს. (სურა ალ-იმრან 3:36).
რამდენადაც იესო ყურანში როგორც ღმერთის სიტყვაა, ის არა მხოლოდ ასწავლიდა ამას, არამედ ცხოვრობდა კიდევაც ამ სიტყვით. მისი სიტყვებსა და საქმეებს შორის სხვაობა არ იყო. ისა რჩებოდა ერთადერთ უცოდველ ადამიანად ისლამში. მისი ცხოვრება ალაჰის სიტყვის სიცხადე იყო.
ქრისტე, რომ ცოდვილი ყოფილიყო ყურანის მიხედვით ის მოკვდებოდა და სამარხში იქნებოდა ალაჰის სამსჯავრომდე. თუმცაღა ყურანის მიხედვით ქრისტე ამაღლებულ იქნა ალაჰთან. ის მასთან, როგორც მიახლოებული ისე ცხოვრობს. ქრისტე ალაჰს პირადად ელაპარაკება (სურა ალ-მაიდა 5:116-118) ეს ნიშნავს, რომ არცერთი ცოდვა არ აშორებს მას სიწმინდეს. ქრისტე ისეთივე წმინდაა ,როგორც ალაჰი. ყურანი ნათლად საუბრობს აბრაამის, მოსეს და მუჰამედის ცოდვებზე (სურა გაფირ 40:55; უჰამედი 47:19; ალ-ფატიხ 48:2; ალ-ნასრი 110:3). ქრისტეს მიმართებაში კი არცერთი მინიშნება არ არსებობს, ტრადიციებშიც კი, რაშიც მან შეცოდა, შეცდა ან დასუსტდა.
სახარება მოწმობს, რომ ეშმაკეულნიც ხვდებოდნენ, რომ იესო წმინდა იყო, როდესაც ყვიროდნენ: ,, გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”. (მარკოზი 1:24; ლუკა 4:34). საბოლოო ჯამში ქრისტეს აღდგომა გადამწყვეტი მტკიცებულებაა მისი სიმტკიცის. ერთი ცოდვაც, რომ ჩაედინა სიტყვებში, საქმეში, ფიქრებსა და ოცნებებში, სიკვდილს მასზე ექნებოდა ძალაუფლება, მაგრამ ქრისტე მკვდრეთით აღდგა! ეშმაკმა ხელი ვერ შეუშალა მის აღდგომას!
4.09 -- ქრისტე - ჭეშმარიტი აიათოლა
ყურანში ორი მუხლია, რომელიც ამბობს, რომ ქრისტე და დედამისი ალაჰისგან ნიშანია სამყაროსთვის. (სურა ალ-ანბია 21:91; ალ-მუმინუნ 23:50). კიდევ ერთი მუხლი ამბობს, რომ მარიამის ძე პირადად არის ნიშანი ადამიანთათვის (სურა მარიამი 19:21). სიტყვა ნიშანი (აიატუნ) განიმარტება: სასწაული ან სასწაულის ნიშანი. სიტყვა სასწაული შერწყმული სიტყვა ალაჰთან ჟღერს როგორც აიათოლა. ქრისტესა და დედამისზე ზებუნებრივად ჩასახვის შესახებ, საუბარია როგორც ალაჰისგან სასწაულის ნიშანზე. ისინი მხოლოდ ქრისტიანთა და იუდეველთათვის არ არიან ნიშანი, არამედ ინდუსებისთვის, ბუდისტებისთვის, მუსულმანთა და ათეისტებისთვის. ქრისტე ალაჰის ნიშანია, ყველა ადამიანისთვის. ის და დედამისი, როგორც ზეცისთვის არიან სენსაცია, ასევე ჯოჯოხეთისთვის, რადგანაც ყურანი ამბობს ალაჰის მიერ ნიშანზე მთელი მსოფლიოებისთვის, როგორც ამ სამყაროსთვის, ასევე ამ სამყაროს გარეთ ყველა არსებულ პლანეტაზე.
ქრისტე - ჭეშმარიტი აიათოლაა. მას ეს ტიტული მიანიჭეს არა ადამიანებმა, არამედ პირდაპირ ალაჰისგან მიიღო. ისა - ერთადერთი აიათოლაა ალაჰისგან დაწესებული. მუჰამედმა ვერ გაბედა ამ ტიტული მითვისება, რადგან მისი მშობლები ცნობილნი იყვნენ.
სახარებიდან გამომდინარე ჩვენ ეს მუხლი გვესმის განსაკუთრებულად. იესომ თქვა: ,,ვინც მე მიხილა, იხილა მამა“ (იოანე 14:9). მარიამის ძე უხილავი ღმერთის განსახიერებაა, ასევე მისი ძალისა და მსოფლიოს სინათლის გამოსახულება. ის არის ღმერთისგან ნიშანი ადამიანთათვის, რადგანაც მარტომ მიაღწია ქმნილებათა მიზანს: ,, შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი“.(დაბადება 1:27). აქამდე ვერავინ გაბედა ამის თქმა: ,,ვინც მე მიხილა, მან იხილა მამა“, იესოს გარდა ღმერთის ძისა, რადგან ის არის ერთი მამასთან, რომელიც მასშია (იოანე 17:22-24). მას სურს, რომ გვაქციოს მის ხატად. ჩვენი ნაკლი ჩვენივე ცოდვაა, როგორც წერდა პავლე: ,,ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღვთის მადლს“ (რომაელთა 3:23). იესოს სურს ჩვენი ცოდვების წაშლა და ჩვენი დანაკლისების შევსება (1 იოანეს 3:1-3). ჩვენი ცხოვრებით მოწმობა საუბრობს მუსულმანებთან მეტად ნათლად, ვიდრე ჩვენი სიტყვები.
4.10 -- ქრისტე - წყალობაა, მწყალობლის ყოვლად მწყალობლისგან
ყურანში ისა ნახსენებია, როგორც მოწყალე ალაჰი. (სურა მარიამ 19:21). მუჰამედს სმენია იესოს სასწაულების შესახებ, იმის სესახებ რომ ის ბრმებსა და დავრდომილებს კურნავდა, აცოცხლებდა მკვდრებს და თავის მოწაფეებს ზეციური საკვებით კვებავდა. იესო წარმოადგენდა მისთვის ალაჰის მოწყალების განსახიერებას. ამ მუხლმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა ყურანის მუსულმან მასწავლებლებზე. ზოგიერთი მათგანი ამბობდა: ,,ალაჰი, ყოვლად მოწყალეა (ალ-რახმან), სულიწმიდა მოწყალეა (ალ-რახიმ), ხოლო ქრისტე წყალობაა (ბალ-რახმატ)“ მარიამის ძე თავის თავში ალაჰის პიროვნებას ატარებს. ერთიდა იმავე სული მოქმედებს ორივეში.
არაბულ ენაზე ეს მუხლი მრავლობით რიცხვშია. ალაჰი ამბობს, რომ მარიამის ძე ,,ჩვენი წყალობაა“ ამიტომაც ზოგიერთი ჭეშმარიტების მაძიებელი ამბობს, რომ გამონათქვამი ,,ქრისტე - წყალობაა, მწყალობლის ყოვლად მწყალობლისგან“ ნიშნავს, ირიბ დასტურს სამებისა ყურანში.
მუჰამედმა კი დაბრკოლება წარმოქმნა განმარტებაში, უწოდა რა თავის თავს ყურანში ალაჰის წყალობა. მაშ სად ჩანდა ალაჰის წყალობა, მუჰამედის ცხოვრებასა და შრომაში? ყველა მისი მუხლი და გამოცხადებები, ტრადიციების შესახებ ერთი მთლიანობაა, რომელმაც შექმნა შარიატი, ისლამის კანონი. ის შეეცადა კანონის მეშვეობით საკუთარი მიმდევრების ცხოვრების დარეგულირებას და არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში. თუმცა ყველა კანონი მხოლოდ წინააღმდეგობასა და რისხვას ქმნის. არავის არ შეუძლია სრულად და გამუდმებით ასრულოს მთელი ეს კანონები. ისლამის კანონი ბოლოს და ბოლოს განსჯის ყველა მუსულმანს. მუჰამედი ამბობდა, რომ ყველა მუსულმანი მოხვდება ჯოჯოხეთში. (სურა მარიამ 19:71-72).
იესომ კი არა მხოლოდ ახალი კანონი მოგვიტანა, არამედ პატიების მადლს გვთავაზობს. იესოში ჩვენ ვიძენთ ძალას, მისი სიყვარულის მცნებების შესასრულებლად. ის გვაძლევს უფლებას, ვიყოთ უფლის შვილები და ცხოვრობს ჩვენში თავისი საუკუნო სულით. ალაჰის მოწყალება მუჰამედის ცხოვრებაში, მხოლოდ კანონია, რომელიც საბოლოოდ ყველა ყველა მუსულმანს განსჯის. ღმერთის მოწყალება კი იესო ქრისტეში წარმოჩინდა, მადლით გამართლებაში ყველა კანონის დამრღვევის მიმართ და მათი სულიწმიდთ აღვსებაში, ქრისტეს ახალი კანონების შესარულებლად, და ყოველივე ეს - მხოლოდ მადლით!
4.11 -- რამდენად კეთილია ქრისტე ყურანში
საოჯახო იმრანის სურაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ისა ერთ-ერთი კეთილთაგანია (სურა ალ-იმრან 3:46). ალ-ანამის სურაში გარდა ამისა წერია, რომ აბრაამი, ისააკი, იაკობი და ნოე მართლებს მიეკუთვნებიან და მათთან ერთად დავითიც, სოლომონი, იობი, იოსები, მოსე და აარონი. ზაქარია, ელია, იოანე ნათლისმცემელი და ისაც არიან ამ დაულაგებელ ჩამონათვალში, წოდებულნი ,,კეთილებად“ (სურა ალ-ანამ 6:84-85). ყურანში იყო კეთილი არ ნიშნავს იყო უცოდველი, არამედ იცხოვრო, როგორც ღვთისმოშიშ მუსულმანად.
იესომ ერთხელ განმარტა თავის პასუხში მდიდარ ყმაწვილთან: ,,არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა“ (მარკოზი 10:18). ყმაწვილმა იესოს ,,კეთილი“ მასწავლებელი უწოდა. იესოს უნდოდა მისი ამ ოცნების დამსხვრევა, რელიგიურ ჰუმანისტობაზე, სიკეთით და აეხსნა მისთვის, რომელიც ეძებდა ჭეშმარიტებას, რომ ერთადერთი სიკეთის საზომი ადამიანისთვის, ღმერთის მიერ აღსრულებული სიყვარულია. ჩვენ ყველას გვაქვს ნაკლი, ყველანი ვართ ბოროტები და უწმინდურნი - ყველა, გარდა იესოსი! იესოს ამ ყმაწვილის იქამდე მიყვანა სურდა, რომ მას გაეცნობიერებინა და ეღიარებინა, რომ იესო ქრისტე არის ,,წყალობა“, ღმერთის ხორცში და წმინდა სიყვარული ადამიანის სახით.
მუჰამედს იესოს ასეთად აღიარება არ სურდა. მან უწოდა მას ერთ-ერთი კეთილთაგანი. მათთან საუბარში შესაძლებელია ადამიანების მაშტაბებიდან, ღმერთის ჭეშმარიტ სიყვარულამდე მათი მიყვანა, რომელიც არის ერთადერთი სწორი მაშტაბი. თუკი ვინმე იტყვი, რომ ის არის კეთილი და ღვთისმოსავი მუსულმანი, ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ მას: ,,ისეთივე კეთილი ხარ, როგორც ალაჰი?“ ის ამას უარყოფს, მაგრამ სწორედ აქ შეგვიძლია დავანახოთ მას, მისი ცოდვა ანუ შეუმდგარობა.
4.12 -- იესო თვინიერი და მართალი
მარიამის სურაში ისა მოხსენიებულია, როგორც მართალი, სრულიად მზრუნველი და პატივისმცემელი დედამისის მიმართ. ის არ გამხდარა არც ტირანი და არც (ზეადამიანი) (სურა მარიამ 19:32). ქრისტეს ეს თვისებები გადმოსცემენ მის რეალურ მოქმედ ხასიათს. ქრისტე არა მხოლოდ კეთილშობილი, ღვთისმოშიში და მართალია, არამედ ის არის გამმართლებელი, ღვთის სიწმინდე ადამიანის სახით. ყურანის ამ გაგებაში იესოს ხასიათის მრავალი თვისების ჩადება შეიძლება.
მუჰამედს ესმოდა, რომ იესო არ არის ტირანი (ჯაბაარ), რომლისაც ყველას ეშინია, არც რაიმეს დამანგრეველი (კახარ), როგორადაც ის არის წარმოდგენილი ყურანში, მაგრამ პირიქით ის არის თვინიერი და გულით თავმდაბალი. მას თავისი ნება ძალდატანებით არ დაუდგენია, ასევე არ მიუღია მონაწილეობა რაიმე თავდასხმასა თუ ომში, როგორც ეს გააკეთა მუჰამედმა 29ჯერ. იესომ უბრძანა პეტრეს: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.“ (მათე 27:52). მისთვის უკეთესი იყო მომკვდარიყო თავის მოწინააღმდეგეთა გამო, ვიდრე თავად მოეკლა. ქრისტე სიყვარულის, მოწყალებისა და შემწყნარებლობის ადამიანია. ის ეხმარებოდა უბედურებსა და ავადმყოფებს და არ განასხვავებდა, მდიდრებს თავიანთი ქონების გამო. მან თქვა: ,, მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ! იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!” (მათე 11:28:30)
4.13 -- იესო - კურთხეული ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო
ქრისტეს ეს ტიტული ყურანში ხდის მის წყაროს კურთხევებისთვის დაუშრეტელად, რომელიც ალაჰისგან აქვს. (სურა მარიამ 19:31). ამ მუხლის ახსნა ბიბლიაში ვპოულობთ ეფესელთა წერილში: ,,კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,’’ (ეფესელთა 1:3)
ყურანში ნახსენები მუხლი ქრისტეს კურთხევის შესახებ ინდოეთსა და პაკისტანში მცხოვრები, მრავალი მუსულმანი აღძრა, რათა წასულიყვნენ ახლოს მყოფ ქრისტიანებთან და ეთხოვათ შუამდგომლური ლოცვები ცოცხალი ქრისტეს მეშვეობით, განკურნებისთვის. ამ მუხლში ნათქვამია, რომ ქრისტეს შეუძლია კურთხევა, განკურნება და გადარჩენა არა მხოლოდ ამ სამყაროში, არამედ აქტიურად კურთხევა თავისი ამაღლების შემდეგ სხვა სამყაროში. ქრისტიანები არცთუ ისე მალე დათანხმდნენ მუსულმანებს დახმარებაზე, მაგრამ პასუხობდნენ მათ: ,,ჩვენს შუამდგომლობას არანაირი ძალა არ ექნება, თუ თქვენ არ ირწმუნებთ ქრისტეს, არ აღიარებთ ცოდვებსა და არ სთხოვთ მას პატიებას“. დახმარებისთვის მისული მუსულმანები კი უმალ პასუხობდნენ: ,,ჩვენ გვწამს ისასი, ალაჰის სულისგან ხორცშესხმულს, რომელიც კურნავს ადამიანებს და აღადგენს მკვდრებს. მას დღესაც შეუძლია განკურნოს, რადგან ალაჰთან ერთად ცხოვრობს და აკურთხებს ყველა მასთან მისულს. სინამდვილეში იესო ქრისტე მრავალი მუსულმანისთვის ყოფილა რწმენის საკითხი, კურნავდა მათ და ეხმარებოდა მათ საჭიროებისამებრ. მასში ღმერთის წყალობის სისრულეა. ის არის ღმერთის ძალის წყარო. ვისაც მდოგვის ოდენა რწმენა მაინც აქვს და სთხოვს ქრისტეს: ,,შემიწყალე!“ განიცდის შეწყალებისადა კურთხევის შეგრძნებას, ჩვენი ცოცხალი ღმერთისა და მხსნელისაგან.
4.14 -- არის თუ არა ქრისტე ადამის მსგავსი
მუჰამედმა ისა ყურანში 25 სახელითა და ტიტულით აღწერა. ამ სახელების უმეტესობა მარიამის ძეს ძალიან პატივდებულად ხდის და ამაღლებს მას ყველა სხვა წინასწარმეტყველსა და ალაჰის წარმომგზავნზე. მუჰამედი ქრისტეს ამ უპირატესობებზე, პირველ რიგში საუბრობდა იმიტომ, რომ შეეძინა მის გარშემო მყოფი ქრისტიანები ისლამისთვის და გამოეყვანა ისლამის რელიგია, ქრისტიანულის მსგავსად.
მაგრამ იმისთვის, რომ მრავალი მუსულმანი არ მოეხიბლა და პირიქით ისინი არ გამხდარიყვნენ ქრისიტიანები, მოუწია ქრისტეს სტატუსის დაწევა ისლამის მოქმედ ნიადაგამდე. 3 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მედინაში, ეპისკოპოსთან და მეფესთან ვადი ნაჯრანიდან და მათ დელეგაციასთან, რომელიც შედგებოდა 60 ქრისტიანისგან, რომელბიც ლაპარაკობდნენ ასევე არაბულ ენაზე. მუჰამედმა ყველა თავისი წინანდელი ქება ქრისტეს მიმართ, გააერთიანა ერთ გამოსაფხიზლებელ მუხლში.
,,ჭეშმარიტად ისა ალაჰის წინ ადამს ჰგავს. მან ის მტვრისგან შექმნა, ხოლო შემდგომ უთხრა: ,,დაე იყოს“ - და ისიც გაჩნდა. ჭეშმარიტება - შენი უფლისგან არის, ამიტომაც არ იქნები ეჭვის შემტანთა რიცხვში“ (სურა ალ-იმრან 59:60)
ეს მუხლი მუსულმანების მიერ გაუთავებლად განმეორებადია და მყარდება იმ განცხადებით, რომ ისა არ არის ერთადერთი კაცი, რომელიც მამის გარეშე იშვა. ადამიც ალაჰის სიტყვით არის შექმნილი, ხოლო შემდგომ ევა ადამის ნეკნისგან. აქედან გამომდინარე კი ქრისტეს მოვლენა, არ არის უნიკალური.
თუმცაღა ეს არგუმენტები ძალიან სუსტი და ზედაპირულია. იესო არ შექმნილა მიწისგან, როგორც ადამი შეიქმნა. და არ შექმნილა ალაჰის ბრძანების მეშვეობით. არამედ იყო შობილი მარიამის მიერ სულიწმიდისგან. ადამმა და ევამ ყურანის თანახმად, შესცოდეს ხოლო იესომ - არა! ყურანის მიხედვით მარიამის ძე დღესაც ალაჰთან ცხოვრობს. ის, რომ ისა ადამის მსგავსია არ შეესაბამება მუსულმანტა წიგნში ნათქვამს, რადგან ადამი შეწებებულ იქნა ფერფლისგან. ისა კი ალაჰის სულისგან წარმოშობილია.
ასევე ბიბლია ამოწმებს მრავალ მხრივ, რომ იესო იქცა ადამიანად და დედამიწას მოევლინა, როგორც ჩვილი. ის ადამის მსგავსი იყო და ცდუნებულ იქნა, როგორც ჩვენ, მაგრამ არ შეუცოდავს. იესო თავის თავს ჩვენს ძმას უწოდებდა. ამავდროულად ის იყო მსოფლიოს უფალი და ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთისგან. ის აბრაამისა და დავითის ძე იყო. საბოლოო ჯამში ის არის - ღმერთის ძე და ცხოვრობს სრულ მეფობაში მამასთან. იესო არის ჭეშმარიტად ადამიანი და ჭეშმარიტად ღმერთი. ამის რწმენა არა ლოგიკურია, მაგრამ სულიერი. გონება ვერ იგებს ამ საიდუმლოს სულიწმიდის გარეშე ამიტომაც აუცილებელია გვქონდეს მოთმინება, თუ მუსულმანები ვერ შეძლებენ თავისთავად გაიგონ ეს ორ აზროვანი ჭეშმარიტება და ზებუნებრივი ქრისტეს ბუნება. შუამდგომლობითი ლოცვა დაინტერესებულ მუსულმანებზე და მათი განთავისუფლება ანტიქრისტეს სულისგან, იმდენათვე მნიშვნელოვანია, როგორც ღმერთისგან გამოთხოვილი და სულიწმიდისგან მართული დამოწმება.
4.15 -- ქრისტე - ალაჰის მონაა?
ახალშობილი ისა, წარმოდგენილ იქნა ორიდან ერთ- ერთი გამონათქვამით ყურანში ,,ალაჰის მონა (აბდულახი)“ (სურა მარიამი 19:30). მუჰამედმა რამდენჯერმე მიანიჭა ეს დამაცირებელი ტიტული იესოს. (სურა ალ-ნისა 4:172; მარიამ 19:93; ალ-ზუხრუფი 43:59) მას ნებისმიერი გზით უნდოდა მუსულმანების გონებიდან მისი ღვთაებრიობა აღმოეფხვრა.
თუმცა ეს ქრისტეს დამცირება მუჰამედი მიერ, მხოლოდ აახლოებს მას ღმერთის აღტქმებთან ესაია წინასწარმეტყველის წიგნის მეორე ნაწილში, 40 დან 66 თავის ჩათვლით. ყველაფერი რაც იქ არის ნათქვამი, ღმერთის მონაზე შეიძლება იყოს ჩადებული ისას, როგორც ალაჰის მონის ახსნაში. განსაკუთრებულად შეურაცხყოფილი ჩვენს გამო ესაიას 53:4-12ის თანახმად, რომელმაც აიღო ჩვენი უკანონობა და ჩვენი სასჯელი, მუსულმანებისთვის წარმოუდგენელია. ამ ტექსტში არსად არ არის სიტყვა ,,ღმერთის ძეზე“ ან ,,ჯვარზე“, ამიტომაც შეუძლიათ მუსულმანებს მიიღონ და გაიგონ, ღმერთის მონის ეს აღთქმა.
მოციქულმა პავლემ ეფესოს ეკლესიაში აღწერა ქრისტე, ქებით. ესაიას 53 თავიდან ,როგორც უკვე აღსრულებული: ,,....იესო ქრისტე...არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ; და ყოველმა ენამ აღიაროს (მათ შორის მუჰამედმაც), რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.“ (ფილიპელთა 2:5:11).
4.16 -- ისა ყურანში - ალაჰის წინასწარმეტყველი
ამის შემდეგ, როდესაც მუჰამედმა განაგრძო ყურანში მარიამის ძის ისლამიზირება, უწოდა მას წინასწარმეტყველი. (სურა მარიამ 19:30) მართალიამ მან აქამდე 5ჯერ თქვა, რომ ალაჰის წარმოგზავნილია და მისი ამაღლებული სიტყვაა, მაგრამ უწოდა რა იესოს წინასწარმეტყველი, ამითი ნათლად უნდოდა ეთქვა, რომ ისა არ დგას უფრო მაღლა ვიდრე თავად მუჰამედი.
არცერთ გარემოებაში არ უნდოდა დამორჩილებოდა ქრისტეს. ყურანი მრავალი წინასწარმეტყველის სახელს იყენებს ძველი აღთქმიდან. მუსულმანები ტრადიციები საუბრობენ 200 ათას ალაჰის წინასწარმეტყველზე, მაგრამ არ უწოდებენ მათ სახელებს. მათ კეთილი უწყება მიაქვთ ალაჰისგან (სურა ალ-ბაკარა 2:213; ალ-ანამი 6:61) და აფრთხილებს მათ სასამართლოს შესახებ (სურა ალ-ბაკარა 2:213). მათ დასცინიან და კლავენ (სურა ალ-ბაკა 2:61, 87, 91; ალ-იმრან 3:21, 112, 113, 181, 183; ალ-ნისა 4:155, 157; ალ-მაიდა 5:70) ისა მოქმედებს ყურანის თანახმად, მათ კვალზე (სურა ალ-მაიდა 5:46).
ამასთანავე იესოს წინასწარმეტყველად აღიარება, გვაძლევს იესოზე სახარებისეულად დამოწმების შესაძლებლობას. ,, არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება. (მათე 5:17-18)
ისას წინასწარმეტყველური მსახურება ისლამში უკუაგდებს მუსულმანთა ბრალდებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ძველი აღთქმა დამახინჯებულია.
4.17 -- იესო ცოცხალია - ალაჰის ახლოს
უცნაურია, რომ მუჰამედს არ უარყვია ქრისტეს მუდმივობა. მან ორჯერ ახსენა, რომ ალაჰმა ის თავისთან წაიყვანა (სურა ალ-იმრან 3:55; ალ-ნისა 4:158). ისა ასევე ითვლება ,,პატივდებულ (პიროვნებად) ამა და იმ სამყაროში “ და ,,ერთ-ერთ მიახლოებულად (ალაჰთან)“ მუჰამედი თავაწეული მატყუარაა. აუხსნა რა თავდაპირველად ქრისტიანებს, რომ ის არ მომკვდარა ჯვარზე, არამედ უბრალოდ შეუმჩნევლად დაეძინა, შემდგომ ალაჰს უბრძანებს წარიტაცოს ის თავისთან ზეცაში 9სურა ალ-იმრან 3:55; ალ-ნისა 4:158).
როგორი სასწაულია! ყურანი ამტკიცებს: იესო ცოცხალია! ის არ მომკვდარა! საუდის არაბეთის სამართლებრივი კოდექსი (ფატავა) ჩვენს დღეებში ამტკიცებს, რომ ისა სულით, მშვინვით და სხეულით ატაცებულ იქნა ალაჰთან. ის ეკუთვნის ყოვლისშემძლის ზეციურ ეზოს, როგორც პატივდებულს მას აქვს ,,დიდებული სახე“. ვერავინ შევა ზეცაში ქრისტეს გარეშე. ზოგიერთი არაბი სულთამზრუნველი ამბობს, რომ ეს გაგება (ვაჯიხუნ), იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ქრისტე შუამდგომელია, მღვდელმთავარია და შუამდგომლობს თავიანთი მიმდევრებისთვის. ასევე ის მჭიდრო კავშირში არის ალაჰთან (სურა ალ-ახზაბი 33:7).
ქრისტე ყურანის თანახმად წარსდგება ღმერთის წინაშე, როგორც მფარველი ანგელოზი, ჯიბრილი, ქერუბიმი და სერაფიმი. ალაჰის გამსამართლებელმა სხივებმა ვერ გაანადგურეს იესო, რადგან ის ალაჰის სულია და დედამიწაზე უცოდველად იცხოვრა. მუჰამედმა ქრისტიანულია მრავალი აზრი და სწავლება გადაიტანა, მაგრამ ის არასდროს დათანხმებია იმ აზრს, რომ ქრისტე ზის თავის მამათან ერთად ტახტზე (გამოცხადება 3:21). მან მოათავსა ისა ახლოს ტახტთან ძალიან ახლოს, მაგრამ არასდროს მამის ტახტზე. მუჰამედისთვის ეს დამახასიათებელია: მან ჭეშმარიტებისგან აღიქვა 90-95%, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოხერხებულად დაამახინჯა (დანიელი 7:13-14).
აქ იმის აღნიშვნაც მნიშვნელოვანია, რომ ყურანში ჩაწერილის მიხედვით ალაჰმა თითქოსდა უბრძანა ყველა ანგელოზებს, მიქაელსა და ჯიბრილს, ყველა თავის მორწმუნესთან ერთად ელოცათ, მკვდარ მუჰამედზე, რათა მის სულს შუა სფეროში(ბარზახ) მყოფს შესძლებოდა მშვიდობის მოპოვება. (ალ-ახზაბ 33:56). ქრისტეზე კი საპირისპირო წერია. სახარების მიხედვით ქრისტე ლოცულობდა თავის მიმდევრებზე და არა პირიქით. ქრისტე ცოცხალია, მუჰამედი კი მკვდარი! ასეთია განსაცვიფრებელი საბოლოო შედეგი ორი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ისტორია მთელს კაცობრიობაში! ის ვინც იესოს მიყვება, მიყვება სიცოცხლეს! ხოლო მუჰამედის მიმყოლი ლამობს სიკვდილს ჩაუვარდეს ხელებში.
4.18 -- ყურანში ჩაწერილი დიალოგი ალაჰსა და ქრისტეს შორის ზეცაში.
სურა ალ-მაიდაში შეგვიძლია წავიკითხოთ დიალოგი, რომელიც შედგა ზეცაში ალაჰსა და ქრისტეს შორის, ისას მისვენების და მისი ალაჰთან ატაცების შემდეგ (სურა ალ-მაიდა 5:116-118). ატაცებული ეკითხება მოსულს ზეცაში ასწავლა თუ არა მან თავის მიმდევრებს, რომ თაყვანისცენ დედამისს, მას და ალაჰს ერთად, როგორც (ცრუ) სამებას. ამ კრიტიკულ კითხვაზე, ქრისტემ ყურანის თანახმად, უარყოფითად უპასუხა და დაამტკიცა საკუთარი უდანაშაულობა ისლამის სულიერი რეალობის დამახინჯების შესახებ.
ქრისტეს ამ დამოწმებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მითითება იმაზე, რომ ალაჰი ქრისტეს სიკვდილის შემდეგ არის მოწმე და დამკვირვებელი, ისას ობლად დატოვებული მიმდევრების, იმის მსგავსად, როგორც თავად ქრისტე იყო მათი დამკვირვებელი და მოწმე. ამ ზეციურ დიალოგში ალაჰსა და ქრისტეს შორის, მათ ორივეს ერთიდაიგივე ტიტული აქვთ, შაჰიდ. 42ე ფსალმუნი არის ბიბლიური პასუხი ამ გაგებაზე, სადაც დავითი ამბობს: ,,უფალი ჩემი მწყემსია!“ ამის მსგავსად იესო მოწმობდა საკუთარ თავზე, რომ იესო არის კეთილი მწყემსი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს გასცემს საკუთარი ცხვრებისთვის. (იოანე 10:11). ისლამში მრავალი ალაჰის ატრიბუტი იყო ისას მიერ მითვისებული (სურა ალ-ნისა 4:159)! ყურანის მიხედვით არცერთ მოკვდავს არ აქვს მსგავსი ღვთიური უპირატესობა.
4.19 -- ქრისტე - საათის ნიშანი
მუსულმანებს სულის სიღრმეში ეშინიათ აღდგომის დღის, რადგან ის გამოიწვევს ალაჰის სასამართლოს მათ ცოდვებზე. ქრისტე მუსულმანთა ესხატოლოგიაში თამაშობს გადამწყვეტ როლს. მათ ტრადიციებში მრავალი მესიჯია იმის შესახებ, რომ ისა კვლავ მოვა, რათა გაანადგურო ანტიქრისტე, მოკლას ყველა ღორი დედამიწაზე, გატეხოს ყველა ჯვარი ეკლესიურ შენობებზე და სასაფლაობებზე. ამის შემდეგ ის იქორწინებს და მას ეყოლება შვილები. ის, როგორც ისლამის რეფორმატორი მთელს კაცობრიობას მოაქცევს, მათ შორის ქრისტიანებსაც ალაჰისკენ. (სურა ალ-ნისა 4:159). მაშნ როდესაც ის შეასრულებს ამ დავალებას, მოკვდება და იქნება დამარხული მედანში, მუჰამედისა და აბუ ბარკომის შუაში. ეს თითქოსდა მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი საათია, რადგან ამ მომენტში ალაჰი მოვა ქვეყნის გასასამართლებლად. ის აღადგენს მუჰამედსა და ისას, დასვამს ორივეს ტახტზე და მისცემს მსოფლიოს გასამართლებაში მონაწილეობის უფლებას. მუჰამედი განსჯის იმ მუსულმანებს, ვინც არასაკმარისად ლოცულობდა, წირავდა და ომობდა, მაშინ როდესაც ისა გაასამართლებს იმ იუდევლებსა და ქრისტიანებს, ვინც ისლამი არ მიიღო.
ეს განმეორებითი მოვლენა, ქრისტეს სიკვდილი, მისი მეორედ მოსვლის შემდეგ, ყურანში ნახსენებია, როგორც საათის ნიშანი (სურა ალ-ზუხრუფ 43:61). რადგანაც ის განიხილება, როგორც სამყაროს დასასრულის საწყისი.
ერთი ქალი ინდონეზიიდან, რომელიც ემზადებოდა ნათლობისთვის და რომელიც სამმართველოს სკოლებში ასწავლიდა ისლამს, ყვებოდა: ,,მაშნ, როდესაც უნდა ამეხსნა ჩემი ბავშვებისთვის, ისლამის სწავლება სამყაროს დასასრულის შესახებ, ყიველთვის მაღიზიანებდა, რომ სუსტი და თვინიერი ისა უნდა მოსულიყო და მოეკლა ანტიქრისტე! ხოლო მეომარ წინასწარმეტყველ მუჰამედზე, სამყაროს დასარულს, არაფერი ისმის. როგორც გამარჯვებულის, მუჰამედის ხილვა მინდოდა და არა მარიამის ძის! მაგრამ, მე ვმსჯელობდი: ,,თუკი ქრისტე ნამდვილად ჩამოვა ზეციდან, მაშნ მე უნდა მოვემზადო მისი მოსვლისთვის. მე უნდა წავიკითხო იმის შესახებ, თუ რას მკითხავს, რას მიბრძანებს და რას მომთხოვს“. ასე მიმიყვანა ისლამურმა სწავლებამ ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, სახარებამდე. და დამეხმარა მისვსულიყავი აღმდგარ მხსნელთან მის სიტყვაში“ დღეს ის, როგორც მიძღვნილი ქრისტიანი ქალი მასწავლებელი აღიარებს იესო ქრისტეს და მისი მოსვლის ახლო ჟამს რეალუად.
4.20 -- რა აკლია ისას ყურანში
რელიგიის სინკრეტიზმის ეპოქაში, ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავებს გვაცდუნოს ისლამში ნახსენებმა ქრისტეს სახელებმა და ტიტულებმა, არამედ უნდა გამოვიყენოთ ისინი, მუსულმანთა საუბრების დროს, როგორც მისიონერული შეხების წერტილები, რათა შევძლოთ მათ წინაშე სრული სახარების ახსნა. ისლამურ ქრისტეს არ აქვს ძალა, რათა იხსნას მუსულმანები ან შეცვალოს ისინი და აღორძინებამდე მიიყვანოს.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყურანში აბსოლუტურად არ არსებობს ტიტულები, რომლებიც საუბრობენ ქრისტესა დამისი ყოვლისშემძლეობის თაობაზე. ასევე ძალიან ცოტა წერია მისი გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ ჯვარზე და მის მრვდელმთავრულ მსახურებაზე. ისლამი ასევე არ საუბრობს, სულიწმიდის გადმოღვრაზე. ქრისტე ყურანში არ არის აღწერილი, როგორც საუკუნო სიცოცხლის წყარო და ეკლესიის თავი. მეორე და მესამე ქრისტიანული რწმენის სიმბოლოების პუნქტები, რომლებიც მიღებულია ნიკეაში არ არსებობს ისლამში აბსოლუტურად. მუჰამედს არ ესმოდა ქრისტეს სულიერი კავშირი ეკლესიასთან. ამიტომაც აუცილებელია, ყურანში ნახსენები ქრისტეს სახელების გამოყენება, სრული სახარების ახსნისთვის, ხიდების მსგავსად.
4.21 -- ქრისტე - ქვეყნიერების მეფე
ქრისტეს სახელებისა და ტიტულების შედარების მიზანი ბიბლიასა და ყურანს შორის, არ მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ დაგანახოთ მუსულმანებთან მისიონრობის შესაძლებლობა, მათთან საუბრის პროცესში, არამედ იმაშიც რომ გამოვავლინოთ ქრისტეს განსაკუთრებული პიროვნული ხასიათი, ორივე რელიგიაში. ის - ყველაფერზე აღმატებული პიროვნებაა, ვისაც კი უცხოვრია ამ დედამიწაზე, ყურანის მიხედვითაც კი. მუჰამედი ვერ გაექცეოდა იმ ფაქტს, რომ მარიამის ძე იყო მშვიდობის ძე. არაბეთის წინასწარმეტყველმა კი გვაჩვენა საკუთარი თავი, მეომარი ადამიანის მსგავსად. მის ხელს მრავალი სისხლი მიეკრო. მუჰამედზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ქრისტეს ზეგავლენამ მის მიმდევრებზე. მარიამის სურაში მან ჩადო ისას ბაგეებში სიტყვები: ,,მშვიდობა მქონდეს იმ დღეს, როდესაც დავიბადე, იმ დღეს როდესაც მოვკვდები და იმ დღეს როდესაც ისევ ცოცხლად ვიქნები წარმოგზავნილი“ (სურა მარიამ 19:33)
დაბადებიდან სიკვდილამდე, მის აღდგომამდე ალაჰის კეთილსურნელება იყო მარიამის ძეზე. ქრისტემ აღადგინა ღმერთსა და ადამიანთა შორის მშვიდობა. მას უყვარდა საკუთარი მტრები. მას ერჩივნა მომკვდარიყო მათთვის, ვიდრე მოეკლა ისინი. იესო იყო თვინიერი და გულით თავმდაბალი. არასდროს გამოუყენებია ძალადობა ან ძალდატანება. მან გაიმარჯვა თავისი სიყვარულით, თავისი რწმენით, თავისი მოთმინებითა და თავისი იმედით. ამიტომაც მუსულმანები, მისი სახელის ხსენებისას, უმატებენ სიტყვას: ,,მშვიდობა იყოს მასზე“ (ას-სალამუ ალაიჰი). ისინი ხვდებიან, რომ იესო არის მსოფლიოს ჭეშმარიტი მეფე. ამ პატივის გამომხატველ ნაწილაკს ისინი სხვა წინასწარმეტყველის სახელებსაც ამატებენ, მაგრამ იესომ თქვა სახარებაში: ,, მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.“ (იოანე 14:27). მას სურს ყველა თავისი მიმდევრიდან, აქტიური მშვიდობის მყოფელი დადგეს. (მათე 5:9)
ესაა საუკუნო სიცოცხლე,
რომ გიცნობდნენ შენ,
ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს,
და მას,
ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.
(იოანე 17:3)
4.22 -- 25 სახელი და ტიტულები ისა, მარიამის ძის ყურანში
ისას სახელი და ტიტული | მოხსენიებულთა რაოდენობა | სურა |
---|---|---|
ისა | 25 | 2:87.136.253; 3:45.52. 55.59.84; 4:157.163. 171; 5:46.78.110.112. 114.116; 6:85; 19:34; 33:7; 42:13; 43:63; 57:27; 61:6.14 |
მარიამის ძე | 23 | 2:87.253; 3:45; 4:157. 171; 5:17(twice).46.72. 75.78.110.112.114.116; 9:31; 19:34; 23:50; 33:7; 43:57; 57:27; 61:6.14 |
ქრისტე | 11 | 3:45; 4:157.171.172; 5:17 (twice).72 (twice). 75; 9:30.31 |
ალაჰის წარმოგზავნილი | 5 | 3:49; 4:157.171; 5:75; 6:61 |
წარმოგზავნილი, ერთიანობაში | 3 | 2:87.253; 57:27; et al. |
ალაჰის სიტყვა | 4 | 3:39.45.64; 4:171 |
ჭეშმარიტი სიტყვა | 1 | 19:34 |
ალაჰის მონა | 4 | 4:172; 19:30.93; 43:59 |
ალაჰის სული | 3 | 4:171; 21:91; 66:12 |
ნიშანი ადამიანთათვის | 3 | 19:21; 21:91; 23:50 |
ერთი კეთილთაგანი | 2 | 3:46; 6:85 |
როგორც ადამი | 2 | 3:59; 43:59 |
ერთგული დამმოწმებელ | 2 | 4:159; 5:117 |
სუფთა, უცოდველი ყმაწვილი | 1 | 19:19 |
ალაჰის გულმოწყალება | 1 | 19:21 |
წინასწარმეტყველი | 1 | 19:30 |
წინასწარმეტყველი, ერთიანობაში | 16 | 2:61.91.136.177.213; 3:21.80.81.112.181; 4:69.155.163; 17:55; 33:7; 39:69; et al. |
კეთილი უწყების მატარებელი (ევანგელისტი) | 2 | 2:213; 6:61; et al. |
თორის დამადასტურებელი | 2 | 5:46; 61:5 |
თავის დაზღვევა | 1 | 2:213; et al. |
მართალი დედასთან მიმართებაში | 1 | 19:32 |
უბედური ტირანი | 1 | 19:32 |
კურთხევა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო | 1 | 19:31 |
პატივდადებული აქაც და იქაც | 1 | 3:45 |
მოახლოება | 1 | 3:45 |
საათის ნიშანი | 1 | 43:61 |
მშვიდობა მასზე | 1 | 19:33 |
4.23 -- 35 იესო ქრისტეს სახელი ბიბლიაში
(ხშირი ხსენების მიხედვით)
იესოს სახელები | ხსენების რაოდენობა |
---|---|
იესო | 975 |
ქრისტე | 569 |
ღმერთი | 216 |
კაცის ძე | 80 |
ღმერთის ძე | 59 |
მენტორი | 56 |
მე ვარ | 50 |
ღვთის კრავი | 33 |
მეფე | 33 |
მასწავლებელი | 27 |
მხსნელი | 26 |
სიცოცხლე | 20 |
მომავალი | 20 |
ადამიანი | 19 |
შვილი | 18 |
წინასწარმეტყველი | 16 |
სინათლე | 13 |
დავითის ძე | 10 |
უფლის მონა (მსახური) | 10 |
ხორცი | 10 |
წმინდა | 10 |
მართალი | 10 |
მღვდელმთავარი | 10 |
ეკლესიის თავი | 10 |
ძლევამოსილი | 10 |
დიდებილი | 10 |
შუამდგომელი | 9 |
ქვაკუთხედი | 9 |
მოსამართლე | 8 |
შემრიგებელი | 8 |
ამაღლებული | 8 |
ძალა | 8 |
ღმერთის ხატება | 7 |
სისავსე | 7 |
უარყოფილი | 6 |
იესო ქრისტეს ეს 35 სახელი და ტიტული 250 სახელიდან იქნა არჩეული (მარტინ ლუთერის, გერმანული თარგმანის თანახმად) ეს ცხრილი შესაძლოა აღმოჩნდეს არაზუსტი, რადგან სხვადასხვა გამომცემლობებში და სხვადასხვა თარგმანში, შესაძლოა მივიღოთ ამ ტიტულებისა და სახელების სხვადასხვა რაოდენობა.
4.24 -- კითხვარი
ძვირფასო მკითხველო!
თუ ყურადღებით შეისწავლე ეს ბუკლეტი, მაშინ შეძლებთ მარტივად უპასუხოთ კითხვებს. ის, ვინც სწორად უპასუხებს კითხვების 90%, რომელიც მოცემულ 8 ბუკლეტშია, ჩვენი ცენტრისგან მიიღებს :
კურსის დახურვის სერთიფიკატს,
რომელიც დაგეხმარათ მუსულმანებთან იესოზე საუბრის შესწავლაში.
ეს კეთდება თქვენი გამხნევებისთვის, რათა გააგრძელოთ ქრისტეს მსახურება.
- ყურანსა და ბიბლიაში იესო ქრისტეს, რამდენი ტიტული, სახელი და ხარისხია?
- რას ნიშნავს მუსულმანებისთვის სახელი ისა და რამდენად ხშირად გამოიყენება ეს სახელი ყურანში? რატომ იყენებენ უცხოელი მისიონერები ამ სახელს მაშინ, როდესაც არაბი ქრისტიანები მის გამოყენებას გაურბიან? რატომ არ ნიშნავს სახელი ისა იმას რასაც სახელი იესო? როგორ ფიქრობთ შეგვიძლია თუ არა ისას სახელის გამოყენება, მუსულმანებთან საუბარში, მათთვის რეალური იესოს დანახების მიზნით?
- რამდენჯერ გვხვდება სახელი ქრისტე (ალმასიხ) ყურანში? რას ნიშნავს ეს ტიტული მუსულმანებისთვის და ქრისტიანებისთვის? როგორ ხსნის ამ ტიტულს ქრისტე სახარებაში?
- რა იგულისხმება ქრისტეს ტიტულის ქვეშ, როგორც მაუწყებლის ან წარმომგზავნელის (რასულ) ყურანში? რატომ უარყო მუჰამედმა ქრისტეს, როგორც ,,მეფის“ და ,,უფლის“ ტიტული და რაში მდგომარეობდა მისი მცდარი გაგება, ქრისტეს მეორედ მოსვლის მიზნის შესახებ?
- რატომ ვერ გახდება მარიამის ძე ისლამში, ალაჰის ძე? რის საფუძველზე საუბრობენ მუსულმანები, ქრისტეს დაბადების შესახებ, ქალწული მარიამისგან და ამავდროულად, მკაფიოდ უარყოფენ მის ღვთაებრიობას?
- ნიკეის რწმენის სიმბოლოში, რომელი 2 პუნქტია, რომელიც ნათლად გამოხატავს, ისლამსა და ქრისტიანობას შორის, ქრისტეზე გაგების სხვაობას?
- რატომ უწოდებს ქრისტე 80ჯერ საკუთარ თავს კაცის ძეს ოთხივე სახარებაში და მხოლოდ მალულად აღიარებდა, რომ იყო ღმერთის ძე?
- რას ფიქრობს მუსულმანი, როცა კითხულობს ყურანში, რომ ქრისტე - სიტყვაა ალაჰისგან ან მისი სიტყვაა? ყურანში ნახსენები ამ ტიტულის, რომელი ბიბლიური აზრით შეგვიძლია მისი შევსება?
- რატომ გაბედა მუჰამედმა იმის თქმა, რომ ქრისტე ალაჰისგან წარმოგზავნილი მოხეტიალე სულია, რომელიც მისგან მოდის და მასთანვე დაბრუნდება?
- რატომ ვერ იარსებებს სულიწმიდა ისლამში და როგორ არსებობს ის სახარებაში?
- როგორ შეგვიძლია მუსულმანებთან საუბარში გამოვიყენოთ ყურანის ტერმინი ცაკი (წმინდა), რომელიც გულისხმობს დაბადებიდან ისას უცოდველობას? ამ ტერმინის განმარტებით, როგორ შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ მუსულმანებს?
- როგორ შეგვიძლია ჩვენს დამოწმებაში, მუსულმანებთან გამოვიყენოთ ყურანის განმარტებები იმის შესახებ, რომ ისა ერთადერთი ადამიანია, რომელიც სამყაროს საწყისიდანვე ალაჰის მიერ იწოდება აიათოლად?
- რა შესაძლებლობებს გვიხსნის ის მტკიცებულება ყურანში, რომ ქრისტე ალაჰის მოწყალების ხორცშესხმაა?
- მუჰამედის გამონათქვამებით, რამდენად კეთილია ყურანში ქრისტე? როგორ შეგვიძლია მუსულმანებს დავანახოთ, რომ მარიამის ძე ისეთივე კეთილია, როგორც ღმერთოი?
- რას გულისხმობს ყურანი, როდესაც ამბობს რომ ისა მართალია დედამისთან მიმართებაში? შეგვიძლია თუ არა ამ მუხლის გამოყენება, ღმერთის სამართლიანობის მითითებით?
- როგორ შეიძლება ყურანში უარყოფითად ჟღერად გამონათქვამში ქრისტეს შესახებ, რომ ის არასდროს არ ყოფილა უზომოდ სასტიკი ადამიანი, ჩავდოთ სახარების დადებითი აზრი?
- რას გულისხმობს ყურანის გამონათქვამი ისას შესახებ, როდესაც ის აღწერს მას კურთხევად ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს, ანუ დედამიწაზე და ზეცაში?
- რატომ განაზოგადა ერთ გამონათქვამში მუჰამედმა ქრისტეს შესახებ მტკიცებულება, რომ ქრისტე ადამის მსგავსია? რაში მდგომარეობს ამ მტკიცებულების სიცრუე, თუ კი შევადარებთ მას ისას შესახებ სხვა გამონათქვამებს?
- როგორ შეგვიძლია შევავსოთ ქრისტეს ტიტული ყურანში ,,ალაჰის მონა“ (აბდულახი) სახარების აზრით? სად არის ნახსენები იესო ბიბლიაში უფლის მონად?
- რატომ არის ისა ყურანის მიხედვით არა მხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ ერთდგვაროვნად წარმოჩენილი პიროვნება?
- საიდან გამომდინარე შეეძლო მუჰამედს ეთქვა, რომ ქრისტე პატივდებული პიროვნებაა იმ სამყაროშიც და რომ ის ამაღლების შემდეგ იცხოვრებს მუჰამედთან ერთად?
- რას გულისხმობს ყურანში იესოსა და ალაჰის დიალოგი მისი ატაცების შემდეგ (სურა ალ-მაიდა 5:116-118)? რატომ არის ქრისტესთვის იგივე ტიტული მინიჭებული რაც ალაჰისთვის(შაჰიდ=მოწმეს)?
- როგორ წარმოუდგენიათ მუსულმანებს სამსჯავროს დღე, რომელიც ემთხვევა მეორედ მოსვლის დღეს?
- ყურანიდან, რომელი მუხლი მიუთითებს იმას, რომ იესო ქვეყნიერების ერთადერთი მეფეა, რომელიც რეალურად ქმნის მშვიდობას და არის ერთადერთი ჭეშმარიტება მუსულმანთა სამყაროში?
- რომელი ბიბლიური მნიშვნელოვა ქრისტეს ტიტული არ არის ნახსენები ყურანში და რატომ?
- შესაძლებელია თუ არა ყურანში მოყვანილი სახელები, ტიტულები და ხარისხები გამოვიყენოთ მუსულმანებთან საუბრის დროს ხიდებათ?
- რატომ უჭირთ მუსულმანებს, ქრისტიანული გამონათქვამების გაგება, რომლებიც საუბრობენ გადარჩენასა და მხსნელზე? რატომ არის დამოწმებათა უმეტესობა მათთვის მიუწვდომელი?
- იესო და მისი მოწაფეები, რა გზებით ცდილობდნენ, თავიანთი დამოწმებების პრაქტიკული ცხოვრებიდან, შეეთვისებინათ ებრაელთა აზროვნებისთვის და წარმართთავის, რათა მათთვის სრული სახარება გადაეცათ? როგორ გახდა პავლე ებრაელთათვის ებრაელი და წარმართთათვის წარმართი? როგორი იყო საბოლოო შედეგი ამ ბიბლიური პრაქტიკის?
ყველა კითხვაზე პასუხის გამცემ მონაწილეს უფლება ექნება არა მხოლოდ მიწვდეს სხვა ლიტერატურას, არამედ ურთიერთობა იქონიონ იმ დამსახურებულ პირებთან ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ველოდებით თქვენ წერილობით პასუხებს, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ღმერთის წინაშე, თქვენზე, მკითხველზე, რომ უფალი დაგელაპარაკოთ და მოგცეთ გამოცხადება. რათა გატაროთ, განგამტკიცოთ, და დაგიცვათ სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.
შენი სამსახურში,
აბდ ალ-მასიხიდა მისი ძმები
გამოაგზავნეთ თქვენი პასუხები:
GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY
ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
info@grace-and-truth.net