Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- 03. Basic Differences -- 1 The same God in Christianity and Islam?

This page in: -- Arabic? -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Indonesian -- Kirundi -- Portuguese -- Russian -- Telugu

Next booklet

03. ძირითადი განსხვავებები ისლამსა და ქრისტიანობას შორის

1 - მართალია თუ არა, რომ მუსულმანები და ქრისტიანები ერთი ღმერთის წინაშე ლოცულობენ?

უფლის მსახურები



1.01 -- მართალია თუ არა, რომ მუსულმანები და ქრისტიანები ერთი ღმერთის წინაშე ლოცულობენ?

უფლის მსახურები

და შეიცნობთ ჭეშმარიტებას
და
ჭეშმარიტება
გაგანთავისუფლებთ თქვენ.

(იოანე 8:32)

1.02 -- შესავალი

შემოდგომაზე 2004 წელს სახელმწიფო მინისტრებმა და მდივნებმა, რომლებიც იყვნენ 25 გაერთიანებული ევროპის სახელმწიფოების წევრები, ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თურქეთი ოფიციალური მოლაპარაკებების საფუძველზე შევა ევროპის გაერთიანებაში. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპის კავშირის ქვეყნებს, დასავლეთისა და მუსულმანური ქვეყნებს შორის სხვაობა. ადამიანთა უმეტესობა შფოთში ვარდება, როგორც კი აცნობიერებს რომ წარსულ ისტორიულ ფაქტებთან ბრუნდება, აცნობიერებს რა მის ზეგავლენას დღევანდელ მოვლენებზე.

ესპანეთის, მუსულმანების მიერ დაპყრობა

ჩვ.წ. 711 წელს ტარიკ იბნ ზიადმა თავისი 7 000 ჯარით, გადაცურა გიბრალტარის ყურე და 20 წლის განმავლობაში მათ მოახერხეს ესპანეთის უდიდესი ნაწილის დაპყრობა. ასევე ცდილობდნენ პირინეის ნახევარკუნძულის გარდაქმნას მუსულმანურ მიწად, ამიტომაც ტარიკმა იქ დაასახლა სირიელი პალეტინელები, ერაყელები, ეგვიპტელები და ჰიჯაზი არაბები.

ჩვ.წ. 713 წელს საფრანგეთის დაპყრობა დაიწყო ჩრდილოეთის მუსულმანურმა ჯარმა, მუსი იბნ ნუსაირას ხელმძღვანელობით 18 000 ჯარით, იემენიდან და სირიიდან. 720 წელს მათ დაიპყრეს ნარბონუ, ხოლო 721 წელს - ნიმი, არლი და ავინიონი. 725 წელს ალყით აიღეს რონის დაბლობი და დაიპყრეს ლიონომი. ამავე წელს დაიპყრეს ლანგრი, სანსი და ლუკსეი. რომლებიც ბაზელის დასავლეთით მდებარეობს. ჩრდილოეთის მუსულმანურმა ჯარმა აბდურ-რახმანას ხელმძღვანელობით 731 წელს გაანადგურა ბორდო, დაიპყრო პუატიე, მაგრამ ტურინში ბრძოლის დროს 732 წელს იყო დამარცხებული კარლ მარტელომის მიერ (714-741 წელი) საფრანგეთის ჯარით.

752 წლიდან 759 წლის ჩათვლით, ფრანკებმა მოახდინეს რამდენიმე საომო მსვლელობა და შეძლეს სამხრეთ საფრანგეთის მიწების დაბრუნება. ეს მსვლელობები წარმატებით დასრულდა 795 წელს, კარლ პირველის მიერ (768-814 წ), რომელმაც გაანთავისუფლა პირინეი მუსულმანური ზეგავლენისგან და აიძულა მუსულმანები გაენთავისუფლებინა მდინარე ებროს იქით მყოფი ესპანეთი.

ესპანეთის მუსულმანებისგან განთავისუფლება ეტაპობრივად ხდებოდა. ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ესპანეთში კათოლიკური სამეფოები გაჩნდა, როგორიც არის კასტილია, ლეონი, პორტუგალია და არაგონი. შთაგონებულნი იყვნენ რა ჯვაროსნული ლაშქრობებით, მათ მე-12 საუკუნეში სულ ახალთახალი ტერიტორიები დაიბრუნეს, რომელიც მუსულმანების მიერ იყო დაპყრობილი და 1212 წლისთვის კორდობას საამირო შემცირდა ესპანეთის ¼-ით. კორდობამ განიცადა დავდასხმა 1236 წელს, ხოლო 1248 წელს სევილია და კარტახენა, კასტილიელების ხელში მოხვდა. 1262 წელს დაპყრობილი იყო კადისი, ტარიფუ კი მხოლოდ 1344 წელს დაიპყრეს. გრანადის საამირო არსებობდა 1481 წლამდე. 1492 წელს იქ უკვე კათოლიკური ეპარქია იყო. ამგვარად ესპანეთის განთავისუფლებას მუსულმანური მმართველობისგან 7 ათასწლეული დასჭირდა.

ახლა ისლამური ფუნდამენტალისტები ჩრდილოეთ აფრიკაში ცდილობენ დაიბრუნონ, სამხრეთ ესპანეთის მიწები, რადგან შარიათის კანონის მიხედვით ერთ დროს ოკუპირებული მუსულმანები, სამუდამოდ მუსულმანებად რჩებიან.

ამბობენ, რომ ფილოსოფოსმა ნიცშემ (1844-1900 ჩვ.წ ) დამცინავად აღნიშნა, რომ დასავლეთის ისტორიის ყველაზე დიდი შეცდომა, კარლ მალტერას დამარცხება იყო. სინამდვილეში კი მუსულმანების თავდასხმა ფრანკოს იმპერია გააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ევროპას.

ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა თურქ-ოსმალების მიერ

მუსულმანების მსვლელობის მეორე ომი ევროპის მიმართულებით დაიწყო 1354 წელს ჩვ.წ, როდესაც თურქ-ოსმალებმა რომლებიც ანატოლიაში ცხოვრობდნენ, გადაკვეთეს დარდანელის სრუტე. 1371 წელს მათ დაიპყრეს ბულგარეთი, 1383 წელს მაკედონია, 1384 წელს სოფია, ხოლო 1389 წელს დაამარცხეს სერბეთის ჯარები კოსოვოს ველზე. 1395 წელს მარცხი განიცადეს უნგრეთის მეფე სიგიზმუნდმა და მისმა ჯვაროსნებმა. 1400 წელს თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს დობრუჯუს რეგიონი, რომელიც შავ ზღვასთან მდებარეობს. ამ ყველაფრის შედეგად, თურქებისთვის ჩრდილოეთ საზღვრად გარკვეული დროის განმავლობაში გახდა დუნაი. გამარჯვებული მსვლელობა, რომელიც ოსმალებს მიჰყავდათ შეჩერებულ იქნა ტამელანის მოულოდნელი თავდასხმით ანატოლიაზე (1370-1405 წ). ასევე შეჩერდა თავზარდამცემი მარცხით ანკარასთან ბრძოლაში 1402 წელს. ამ მარცხისგან განკურნების შემდეგ, ოსმალებმა 1453 წელს უპირობოდ დაიპყრეს კონსტანტინეპოლი. კონსტანტინეპოლის დაცემამ განსაზღვრა ამ ათას წლეული ქრისტიანობის ბოლო, ახლო აღმოსავლეთში. მას შემდეგ ქალაქი გარდაიქმნა სტამბულად (,,არისტოკრატული, კეთილშობილი“). 21 წლის ომის შემდეგ (1435-1466), თურქებმა დაიპყრეს ალბანეთი.

კონსტანტინეპოლის დაცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ (1459-1465), თურქებმა დაიპყრეს სერბეთი, თუმცა ვერ მოახერხეს ბელგრადის ციხესიმაგრის დაპყრობა. ეს მოხდა მხოლოდ 1521 წელს და 1529 წელს მათ დაიპყრეს ბოსნია და იმწელსვე განიცადეს მარცხი ვენის დაპყრობისას. 1521 წლიდან 1545 წლის ჩათვლით სხვა საომო ოპერაციების დროს მოახერხეს ვალაჰიას დაპყრობა. 140 წლიანი ომის შედეგად, რომელიც გრძელდებოდა 1541 წლიდან 1688 წლამდე, მათ დაიპყრეს ტანსილვანია და უნგრეთი. ამ დაპყრობების გამო თურქებმა 1683 წელს ხელმეორედ აიღეს ვენა და სესაძლოა შიმშილისგან გაღატაკებულ ქალაქსაც აიღებდნენ, რომ არა თურქების შტურმით შემოსვლა. თურქები ელოდებოდნენ, რომ ქალაქი თავად დანებდებოდა და ისინი თვითნებურად ჩაუვარდებოდნენ მათ ხელში.

იმ დროისთვის ვენას დაეხმარა ევროპის გაერთიანებული ძალები და ხანგრძლივი ომი გაჩაღდა ბალკანეთის გასათავისუფლებლად. პრინცი ევგენი სავოისკოს გამარჯვების მიუხედავად, ევროპელებს 200 წელი დასჭირდათ ბელგრადის ციხესიმაგრის დასაბრუნებლად (1688-1867). სერბეთი განთავისუფლებულ იქნა მხოლოდ 1882 წელს, თურქების 400 წლიანი ოკუპაციის შემდეგ. შემდეგ განთავისუფლდნენ ბოსნია 1908 წელს, ალბანეთი 1912 წელს და მაკედონია 1913 წელს.

თუკი ვინმეს აკვირვებს მართლმადიდებელი ქრისტიანების ასეთი მოუთმენელი დამოკიდებულება მუსულმანების მიმართ, კოსოვოსა და მაკედონიაში, იმ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მოგონებები ოსმალური იმპერიის შესახებ ბალკანელების სულში მტანჯველ ტკივილს იწვევს. ყოველწლიურად 30 000 ახალგაზრდა ქრისტიანს 12 წლიდან და ზემოთ კრეფდნენ ნაძალადევად აღებინებდნენ მუსულმანობას და იყენებდნენ თურქ სულთანებთან ბრძოლის იარაღებად. ყველა წინაპარი, რომლებიც ბალკანეთში ცხოვრობდნენ თურქეთის შემოსევამდე იყვნენ ქრისტიანები. მათ მიიღეს ეს რწმენა რათა, დამცირებას გაქცეოდნენ, არ დაკისრებოდათ მაღალი გადასახადები და არ ყოფილიყვნენ უმცირესობაში. მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი დღემდე ვერ იტანს მათ შთამომავლობას.

თურქეთის მოდერნიზირება 1 მსოფლიო ომის შემდეგ

400 წლის მანძილზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვის სანაპირო, პერსიის ნაწილი და არაბული ქვეყნების უმეტესი ნაწილი, ოსმალი სულთანების მმართველობის ქვეშ იყო. ოსმალური იმპერიის დაშლის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროს, ათათურქმა (თურქების მამა) შეეცადა შეექმნა ახალის ახელმწიფო ევროპული მოდელებით. 1926 წელს მან საკუთარ ქვეყანაში შარიათი გააუქმა (ისლამური კანონი) და აკრძალა ყოველი მისტიური მოქმედებები. ათათურქმა ახალი სახელმწიფოს საფუძვლად, შვეიცარიული კონსტიტუცია აიღო, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტად იტალიური კოდექსი დააწესა და გერმანული კომერციული კანონი. ამ გზით ის ცდილობდა ეიძულებინა თურქეთი, რომ შეერთებოდა თანამედროვე ტექნიკური განვითარების ევროპას.

თუმცა თურქეთის ,,ევროპიზაცია“ არარეალიზებული იქნა. ფაქტობრივად მოსახლეობის მეოთხედმა მიიღო სოციალიზმის ფილოსოფია, მესამედი ლიბერალური მუსულმანი გახდა, როგორც თავად ათათურქი, ხოლო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილებში გაცნდა ნაციონალური მოძრაობა, მოქალაქეების ნაწილი კი მუსულმანური იდეების ერთგული დარჩა. ზუსტად ეს ნაწილი აგრძელებს ახლაც ზრდას, ერდოგანი ახლაც თურქეთის პრეზიდენტია, ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქალაქ სტამბულის მერი, რომელიც ამ დრომდე კონსერვატიური ისლამის პატრიის ნაწილი იყო.

ისლამი საბოლოოდ ვერ მოშორდება თავის ჭეშმარიტ ბუნებას. ისლამი ეს არ არის რელიგია, იმ სიტყვის განმარტებით, როგორსაც მას ევროპელები აღიქვამენ. სილამის მიზანი უცვლელად რჩება სახელმწიფოების და რწმენის გაერთიანება. ეს ფაქტი კი თანამედროვე ჰუმანისტებისთვის საერთოდაც არ არის მიმზიდველი; მითუმეტეს, რომ ის დასტურდება მუსულმანური ღვთის სიტყვით, კანონითა და ისტორიით.

ახლა ევროპაში დაახლოებით 4 მილიონი თურქი ცხოვრობს, თურქი მოქალაქეების ჩაუთვლელად, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრობენ და ეს რიცხვი არ გულისხმობს მილიონ თურქს, რომელმაც მიიღო ევროპული ნაციონალიზმი.

გერმანია 2 550 000
საფრანგეთი 350 000
ჰოლანდია 330 000
ბელგია 140 000
ავსტრია 119 000
შვეიცარია 100 000
დიდი ბრიტანეთი 80 000
დანია 55 000
შვეცია 36 000
ნორვეგია 11 000
იტალია 11 000
ფინეთი 4 000
ესპანეთი 2 000
ლუქსემბურგი 300
პორტუგალია 250

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავიანთ თავში დარწმუნებული ქრისტიანები, უნდა იყვნენ მზად მუსულმანებთან დებატებისთვის. და ამ წიგნის მეშვეობით ჩვენ შევეცადეთ ნათელი მოგვეფინა ამ ორი რწმენის უმნიშვნელოვანესი შეხების წერტილებისთვის. ყოველმა მკითხველმა უნდა იცოდეს და გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა ხიდის გაბმა უზარმაზარ უფსკრულზე, რომელიც გადებულია ისლამსა და ქრისტიანობას შორის.

ევროპის კავშირის სრულუფლებიანი თუ ,,ასოციაციური“ წევრობა?

თუკი თურქეთი გახდება სრულუფლებიანი და არა უბრალოდ ,,ასოციაციური“ ევროპის კავშირის წევრი, მაშინ დაახლოებით 20-25 მილიონ თურქს მოუნდება, ემიგრირება ევროპის მსხვილ ქალაქებში, სადაც მათი ნათესავები და მეგობრები უკვე დასახლდნენ.

ჩვენ ახლა ვხედავთ მუსულმანების ევროპაში შემოჭრის მესამე ტალღას. მრავალს კი არ სურს ამ ფაქტის მიღება. მრავალი პოლიტიკოსი სისტემატიურად მხარს უჭერს მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან ამის მეშვეობით სურთ საზოგადოების მულტიკულტურის შექმნა, სადაც უპირატესობა ქრისტიანებს არ ექნებათ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, იმ მიზნისთვის, რომ მათმა პოლიტიკურმა პარტიამ რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვოს.

გერმანული ქალაქი ვისბადენის ფედერალურმა სტატისტიკის ბიურომ, თავისი გამოთვლებით დაადგინა, რომ თურქეთის მოსახლეობა 2050 წელს მიაღწევს მილიონ ადამიანს. ამ შემთხვევაში თურქები შეადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის მეხუთედ ნაწილს და მიიღებენ უფლებას პრაქტიკული ზეგავლენა მოახდინონ ევროპის განვითარებაზე საკუთარი ამომრჩევლების ხმებითა და წარმომადგენლებით (შესაძლოა კომისარებითაც).

სამწუხაროდ ევროკავშირის უდიდესმა ნაწილმა ძალიან ცოტა რამ გააკეთაიმისთვის, რომ მუსულმან სტუდენტებს დახმარებოდა სამუშაოდ ინტეგრირებისთვის, ან მათ ყოფნას ევროპულ კულტურაში. ვინ შეიწუხა თავი იმითი, რომ მისულიყო სტუმრად თურქულ ოჯახში და გადაეწყვიტა მათი პრობლემები ძალაუფლებასთან მიმართებაში. მრავალი თურქი ევროპაში მარტოდ გრძნობს თავს, ამიტომაც ქმნიან ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს. მეჩეთებში კი მათ ასწავლიან, რომ არ იქონიონ მეგობრული ურთიერთობები იუდეველებთან და ქრისტიანებთან, რადგანაც ისინი შეეცდებიან მათ გადაბირებას. (სურა ქალები 4:89,101; მონანიება 9:29-30; გამოცდა 60:1; მწკრივი 61:9). გადაიტანეს რა ევროპაში კულტურული შოკი ისინი მტკიცდებიან მუსლიმურ რწმენაში უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. ზოგიერთი ახალი მეჩეთი გამიზნულად იწოდება სულთანების სახელით, რომლებმაც ოდესღაც დაამარცხეს, ბალკანეთის ქვეყნები, ოსმალეთის იმპერიისა და ალაჰისთვის.

1.03 -- ლოცულობენ თუ არა, ქრისტიანები და მუსულმანები ერთი ღმერთის წინაშე?

ალაჰის თაყვანისცემა

თუკი კარგად დააკვირდებით მტკიცე მუსულმანს, დაინახავთ რომ ის დღეში 5-ჯერ ლოცულობს 15-20 წუთით. ეს დიდი გამოწვევაა ქრისტიანებისთვის. თუკი ისევ არ ვისწავლეთ მოშურნეთ და მიძღვნილად ლოცვას, მაშნ მუსულმანური სისტემა შემოვა ჩვენში და გადაგვყლაპავს.

ყველა მუსულმანი თავის ყოველდღიურ 5-ჯერ ლოცვაში 34-ჯერ თაყვანსცემს ალაჰს და ამითი მსოფლიო შემომქმედისადმი მიძღვნას გამოხატავს. არაბული სიტყვა (ისლამი), ნიშნავს მიძღვნილს, მორჩილს. მუსულმანი აღარ არის თავისუფალი ადამიანი, მან საკუთარი თავი ალაჰს გადასცა და ის კანონიერად ეკუთვნის მას, როგორც მონა.

ყოველდღიურად მილიონობით მუსულმანი 5-ჯერ სცემს თაყვანს ალაჰს, ტავიანთი წეს-ჩვეულებების მიხედვით მეჩეთში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც არ უნდა იყოს. ყოველდღიურად ეს ლოცვითი წეს-ჩვეულება 5 გზის ტალღას წარმოქმნის მთელს პლანეტაზე. ის იწყება დილით ინდონეზიაში, გრძელდება ჩინეთში, ბანგლადესა და პაკისტანში, აღწევს ცენტრალურ აზიასა და ირანს, შემდეგ ეს თაყვანისცემა სრულდება არაბების მიერ აფრიკულ ქვეყნებში და ბოლოს ალაჰის წინაშე ქედს იხრიან ამერიკაში მცხოვრები მუსულმანები.

ეს ყოველდღიური 5 გზის თაყვანისცემა, კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ქრისტესადმი ჩვენს მიძღვნაზე და გამოვცადოთ საკუთარი თავები, ნამდვილად ვენდობით თუ არა მას, თუ ვცხოვრობთ ,,მის გარეთ“, ვიღებთ რა ძალებს სხვა წყაროებისგან?

ჩვენ შეგვიძლია მტკიცე მუსულმანებისგან ვისწავლოთ უფლის მოშიშება და ღრმა პატივისცემა. მუსულმანებს სწამთ, რომ აღიარებენ და თაყვანსცემენ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც ისმინა თავიანთი წინაპარი ისმაილის ლოცვები (დაბადება 21:17-21). ამ კავშირში აუცილებელია ყურად ვიღოთ აბრაამის ლოცვა (ეგრედწოდებული ღმერთისადმი პირველი მიძღვნილი ადამიანი ან მუსულმანი) და კორნელიუსის ლოცვა (საქმეები 19:1-48).

ისლამი - საქმეებით გამართლებული

ჩვენ არ ვამბობთ, რომ მუსულმანების ლოცვითი წეს-ჩვეულებები (ნაზამ) იდეალიზირებულია. მასში არ არის იძულება, მაგრამ კანონის მიხედვით მისი შესრულება აუცილებელია. ის ვინც ლოცულობს მკაფიო დაწესებული ფორმულით, ის ალაჰისგან იღებს დაცვას და წარმატებული იქნება. ხოლო ვინც არ ლოცულობს ის რისკის ქვეშ დგას, რათა გადავიდეს გზიდან. მუსულმანური სწავლების მიხედვით ყოველი ლოცვა არის კეთილი საქმე, რომელიც ბოროტმოქმედებებს აუქმებს (სურა ჰუდ 11:114).

ყვებოდნენ, რომ ერთხელ ერთი ადამიანი მივიდა მუჰამედთან მექაში და ირონიულად ჰკითხა: ,,შევცოდე! და რისი გაკეთება შემიძლია ახლა?“ მუჰამედმა მას რჩევა მისცა: ,,ილოცე სამჯერ!“ იმ ადამიანმა კი უპასუხა: ,,მუჰამედ მე ვიმრუშე“ მუჰამედმა ისევ გაუმეორა რჩევა: ,,სამჯერ ილოცე“ ადამიანმა აღიარა: ,,სინამდვილეში ვიმრუშე“ მუჰამედმა საზეიმოდ დააჯერა ის: ,,ილოცე სამჯერ, თუნდაც აბუ დალი იყო (მუჰამედის მიმდევარი)“

ამ გზით და ამ ტრადიციის თანახმად, სამი ლიტურგიული ლოცვის შემდეგ ,,ზეცის ანგარიშიდან“ შეგვიძლია წავშალოთ მრუშობის გამო ჩადენილი დანაშაული და ბონუსური ქულებიც კი მოვიპოვოთ. ისლამშ სამართლიანობა საქმეებით მოიპოვება. ეს დასტურდება ყურანის მიხედვით:

,,წაუკითხეთ მათ ის რაც თქვენ გაგეხსნათ წერილების მეშვეობით (ზეცაში), და იდექი შენი ლოცვის სადარაჯოზე; ლოცვა ხომ გვაკავებს ყოველგვარი სისაძაგლისგან (მრუშობა). ხოლო ალაჰის შეხსენება მეტად დიდებულია და მან იცის რას აკეთებთ თქვენ!“ (სურა პაუკ 29:45)

ااتْلُ مَا أُوحِيَ إِلَيْكَ مِنَ الْكِتَابِ وَأَقِمِ الصَّلاَةَ إِنَّ الصَّلاَةَ تَنْهَى عَنِ الْفَحْشَاءِ وَالْمُنْكَرِ وَلَذِكْرُ اللَّهِ أَكْبَرُ وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا تَصْنَعُونَ (سُورَةُ الْعَنْكَبُوتِ 29: 45)ا

ყურანის შემდეგ თავში ხდება ყველაფრის გაერთიანება და შედეგის მიღება: ,,ისინი ვინც კითხულობენ ალაჰის წიგნს (ყურანი) ჭეშმარიტად, ისინი დგანან თავიანთი ლოცვების სადარაჯოზე და მსხვერპლს იღებენ იქიდან, რაც ჩვენ მივეცით (ალაჰი), რისი გაყიდვის იმედიც აქვთ (ხელშეკრულება), რომელიც არ დაიკარგება, რათა მან (ალაჰი) შეძლოს მისცეს მათ სრული ანაზღაურება (სამოთხე) და გაზარდოს მათდამი წყალობა. ჭეშმარიტად ის არის მპატიებელი და კეთილი!“ (სურა ანგელოზები 35:29-30).

1.04 -- ვინ არის ალაჰი ისლამში?

ალაჰი შორსაა!

ყურანის მიხედვით ალაჰი - ყოვლისშემძე შემომქმედი, უფალი და მთელი ქმნილების მოსამართლეა. მაგრამ ის ასევე კანონმდებელი და ვაჭარია, რომლის წინაშეც 5-ჯერ ლოცულობს 1 მილიარდ 400 მილიონი მუსულმანი.

და თუ თქვენ ჰკითხავთ მუსულმანს: ,,მომიყევი ვინ არის ალაჰი?“ მუსულმანი გაგიღიმებთ და გეტყვით: ,,ალაჰ აკბარ!“ (ალაჰი ყველაზე დიდია). ეს არის ისლამის რწმენის მცირე ვარიანტი. ამ ფრაზის აზრი არ არის მხოლოდ ,,ალაჰი დიდია“, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ვინმე მასზე დიდი; და არც ,,ალაჰი - უდიდესია“, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა მისი რომელიმე უდიდესი მცენარისთვის შედარება. არა, ალაჰი საერთოდ სხვა არის, შორს არის და მიუწვდომელ ღმერთად იწოდება. ის იმაზე მეტად დიდებული და ძლიერია, მშვენიერია, მდიდარი და ჭკვიანია, ვიდრე ვინმე ან რაიმე ჩვენთვის ცნობილი. საბოლოო ჯამში ალაჰის გაგება დაუსრულებელია და არ ესაბამება რეალობას. ისლამში საუკუნოს ვერ ჩაწვდები და ვერ გაიგებ. პირიქით ის გვქმნის და განგვსაზღვრავს ჩვენ. ალაჰი არ არის პიროვნული ღმერთი. ის აცდენს გზას ყველას ვისაც სურს და მიჰყავს სწორი გზით ის ვინც სურს. (სურა სკოთ 6:39; გრომ 13:27; იბრაჰიმ 14:4; ბზიკები 16:93; ანგელოზები 35:8; გახვეულები 74:31). ის ადამიანის გონებისთვის და გრძნობებისთვის მიუწვდომელია და ყველაფერში რასაც აკეთებს რჩება სამართლიანი.

ხალხური ისლამი

მუსულმანთა უმეტესობას არ აკმაყოფილებდა ღმერთის აბსტრაქტული გაგება, რასაც მათი ღვთისმეტყველები ასწავლიდნენ. მათ მეტის ცოდნა უნდოდათ ალაჰის შესახებ, თუ ვინ იყო და რას აკეთებდა ის. და სწორედ მაშინ ალაჰის 500 სახელიდან და ტიტულიდან, ყურანში მხოლოდ 99 ყველაზე მშვენიერი შეირჩა. დაბლა მოცემულ ცხრილში ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა თქვენთვის ალაჰის სახელები სანახაობრივად, რომლებიც ყურანში ათზე მეტჯერ გვხვდება.

ალაჰის სახელები დათვისებები

"ალაჰის სახელი" ყურანში გამოყენების სიხშირე
ალაჰი ალაჰი 2673
არ-რახმან შემბრალე 170
არ-რახიმ გულმოწყალე 228
ალ-ალიმ მცოდნე (ყოვლისმცოდნე?) 158
ალ-ჰაკიმ ბრძენი 95
ალ-გაფურ მპატიებელი 91
ალ-აზიზ ყოვლადძლიერი 88
ალ-სამიუ ყოვლისმომსმენი 46
ალ-ჰაბირ გამაერთიანებელი 45
ალ-კადირ ძლევამოსილი 45
ალ-ბასირ ყოვლისმხედველი 44
ალ-ვაალი მმართველი 31
ალ-შაჰიდ მოწმე 21
ალ-ვალიი თანამზრახველი 21
ალ-ვაჰიდ ერთი(ერთიანი) 21
ალ-განი მდიდარი(თვითკმაყოფილი) 18
ალ-ჰამიდ ქებული 17
ალ-ვაკილ სანდო 13
ალ-მუიდ უკანდამბრუნებელი 12
ალ-ჰალიმ მშვიდი 12
ალ-კავი ყოვლადძლიერი 11

ეს ოცი სახელი და ტიტული, რომელიც ამ ცხრილშია მოცემული ყურანში ალაჰის სახელისა და თვისებების 84%-ს შეადგენს, და სწორედ ისინი აყალიბებენ მუსულმანებში ალაჰზე წარმოდგენას. როდესაც მუსულმანი ყველა ამ სახელის ჩამოთვლისას სამჯერ გადაითამაშებს ხელში 33 რგოლს კრიალოსანზე, მას იმედი აქვს, რომ ამის წყალობით ალაჰის წიგნიდან მისი ერთი ცოდვა იშლება.

ერთ-ერთი ცნობილი მუსულმანი ღვთისმეტყველი ალ-გაზალი. ალაჰის სახელების და თვისებების 99 დასახელებას განმარტავდა და ადარებდა ერთმანეთს. მან აღიარა, რომ ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს ჰგავს ან პირიქით ეწინააღმდეგება. საბოლოოდ კი ასეთი დასკვდა გააკეთა: ,,ალაჰი, ყველაფერი ან არაფერია! ჩვენ ვერ ჩავწვდებით მას ჩვენი გაგებით, მხოლოდ მისი თაყვანისცემა შეგვიძლია“

ალაჰის სახელების მოკლე გადმოცემა შეგვიძლია ვიპოვოთ სურა სობრანიე 59:22-24: 22 ის - ალაჰია. არ არის სხვა ღვთაება მის გარდა, რომელმაც იცის დაფარული. ის გულმოწყალე და შემბრალეა. 23 ის ალაჰია. არ არსებობს სხვა ღვთაება მის გარდა. მეფეა, წმიდაა, მშვიდობიანია, ერთგულია, დამცველია, დიდებულია, ძლიერია, ამაღლებულია! ქება მას, იმაზე მეტად დიდია ვიდრე გადმოვცემთ! 24 ის ალაჰია შემომქმედი, შემქმნელი, გამომსახველი, მას ყველაზე მშვენიერი სახელები აქვს. აქებს მას ყველაფერი რაც ზეცაშია და რაც მიწაზე. ის დიდებული და ბრძენია.

ا22 هُوَ اللَّهُ الَّذِي لاَ إِلَهَ إِلاَّ هُوَ عَالِمُ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ هُوَ الرَّحْمَانُ الرَّحِيمُ 23 هُوَ اللَّهُ الَّذِي لاَ إِلَهَ إِلاَّ هُوَ الْمَلِكُ الْقُدُّوسُ السَّلاَمُ الْمُؤْمِنُ الْمُهَيْمِنُ الْعَزِيزُ الْجَبَّارُ الْمُتَكَبِّرُ سُبْحَانَ اللَّهِ عَمَّا يُشْرِكُونَ 24 هُوَ اللَّهُ الْخَالِقُ الْبَارِئُ الْمُصَوِّرُ لَهُ الأَسْمَاءُ الْحُسْنَى يُسَبِّحُ لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالأَرْضِ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ. (سُورَةُ الْحَشْرِ 59: 22-24)ا

ალაჰის ერთიანობა

ვსაუბრობთ რა ალაჰზე იმ წლებში, როდესაც მუსულმანები მექაში ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოადგენდნენ. მუჰამედი უმოწმებდა იუდეველებსა და ქრისტიანებს:

,,...ჩვენ ვირწმუნეთ...ჩვენთვის წარმოგზავნილი და წარმოგზავნილი თქვენთვის. და ჩვენი ღმერთი და თქვენი ღმერთი ერთია...“ (სურა პაუკ 29:46).

ا... آمَنَّا بِالَّذِي أُنْزِلَ إِلَيْنَا وَأُنْزِلَ إِلَيْكُمْ وَإِلَهُنَا وَإِلَهُكُمْ وَاحِدٌ ... (سُورَةُ الْعَنْكَبُوتِ 29: 46)ا

ყურანში მრავალი ასეთი ლიდერი გვხვდება, რომელიც სხვა რწმენის აღმსარებლებს მოთმინებით მიმართავს.

თუმცა სამწუხაროდ ათი წლის შემდეგ მუჰამედმა საპირისპირო გამოცხადება მოიტანა და გააუქმა ყურანის ყველა ლიდერი, რომელიც წარმოგზავნილი იყო მის მიერ მექაში, რათა ისინი მოთმინებით მოპყრობოდნენ სხვა რწმენის ხალხს:

,,იომეთ (იარაღით ხელში) მათთან ვისაც არ სწამს ალაჰი და ბოლო დღეს (რადგანაც მუსულმანი) არ კრძალავს იმას, რაც აკრძალა ალაჰმა და მისმა წარმოგზავნილმა (მუჰამედი) და არ ემორჩილება ჭეშმარიტ რელიგიას იმათგან, რომელიც წარმოგზავნილ იქნენ (იუდეველები და ქრისტიანები), სანამ ისინი არ გადაიხდიან გამოსასყიდს, თავიანთი ხელით და იქნებიან რა ამითი შეურაცხყოფილნი“ (სურა მონანიება 9:29).

اقَاتِلُوا الَّذِينَ لاَ يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَلاَ بِالْيَوْمِ الآخِرِ وَلاَ يُحَرِّمُونَ مَا حَرَّمَ اللَّهُ وَرَسُولُهُ وَلاَ يَدِينُونَ دِينَ الْحَقِّ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ حَتَّى يُعْطُوا الْجِزْيَةَ عَنْ يَدٍ وَهُمْ صَاغِرُونَ (سُورَةُ التَّوْبَةِ 9: 29)ا

როდესაც მუჰამედმა და მისმა მიმდევრებმა მედინას დიდი ნაწილი კონტროლის ქვეშ აიღეს, იქ აღარ იყო საჭირო მოთმინება. იმ დროიდან ისლამი ერთადერთი ხელმისაწვდომი იარაღი იყო ალაჰის თვალთახედვით (სურა იმრანის ოჯახობა 3:19; ძროხა 2:193, მწკრივი 61:9).

ალაჰისადმი რწმენა მუსულმანურ სარწმუნოებაში ერთადერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტად რჩება. ის განმტკიცებულია მუსულმანების უმთავრეს აღიარებაში: ,,არ არის სხვა ღვთაება გარდა ალაჰისა!“. ყოველი ვისაც სწამს სხვა ღმერთის ალაჰის გარდა და ეთაყვანება მას, მუსულმანების გადმოსახედიდან ის უდიდეს მკრეხელობას სჩადის, რომელიც უპატიებელია.

1.05 -- ვინ ვერ იქნება ალაჰი ყურანის მიხედვით?

ალაჰი არ არის სამება

ყოველი ვინც სერიოზულად აღიარებს მუსულმანურ რწმენას მალევე იგებს, რომ ყურანი გადამწყვეტად უარყოფს წმინდა სამების არსებობას. ამ უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მუჰამედის ეპოქის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებობდა ქრისტიანების სექტა, რომელიც ასწავლიდა, რომ სამება შედგება მამის ძისა და მარიამისგან, ეს იგივეა რაც ალაჰი, იესო და მისი დედა. (სურა მაგიდა 5:116)! თუმცა მთელი ეკლესიები დედამიწაზე უარყოფენ ამ ერესს. ამისდამიუხედავად მუსულმანების აზრით ქრისტიანებს სჯერავთ იმის, რომ ალაჰი მარიამთან იწვა და მისგან გააჩინა იესო. ამის გამო ადანაშაულებენ ქრისტიანებს ღვთის გმობაში და დოქტრინა სამების შესახებ მუსულმანური საზოგადოების მიერ მკაფიოდ უარყოფილია. უფრო მეტიც მუსულმანების ასეთ პოზიციას ამყარებს გაფრთხილება:

,,...ნუ ამბობთ - სამი! თავი შეიკავეთ - ეს უკეთესია თქვენთვის, ჭეშმარიტად ალაჰი - მხოლოდ ერთი ღმერთია. ..“ (სურა ქალები 4:171).

اوَلاَ تَقُولُوا ثَلاَثَةٌ انْتَهُوا خَيْراً لَكُمْ إِنَّمَا اللَّهُ إِلَهٌ وَاحِدٌ سُبْحَانَهُ أَنْ يَكُونَ لَهُ وَلَ (سُورَةُ النِّسَاءِ 4: 171 ب)ا

ყურანი ყველა სამების მორწმუნეს სასტიკად ასამართლებს:

,,არ სწამდათ მათ, რომლებიც ამბობდნენ: ,,ალაჰი - სამში მესამეა “, - მაშინ როგორ არ არის სხვა ღვთაება ერთი ღმერთის გარდა. ხოლო ისინი ვინც თავს არ შეიკავებენ იმისგან, რასაც ამბობენ მაშინ მათ შეეხებათ მტანჯველი სასჯელი’’ (სურა მაგიდა 5:73)

الَقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ ثَالِثُ ثَلاَثَةٍ وَمَا مِنْ إِلَهٍ إِلاَّ إِلَهٌ وَاحِدٌ وَإِنْ لَمْ يَنْتَهُوا عَمَّا يَقُولُونَ لَيَمَسَّنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ (سُورَةُ الْمَائِدَةِ 5: 73)ا

თუკი ფორმალურად მივყვებით სემიტების ლოგიკას (იუდევლები და მუსულმანები), მაშინ ღმერთი არ შეიძლება იყოს ერთ პირზე მეტი. და მათ არ შეუძლიათ აღიარონ ქრისტიანობა მონოთეისტურ რწმენად იმისდა მიუხედავად, რომ ევროპელი იუდაისტები ჯერ ისევ ილუზიაში არიან ,,სამი მონოთეისტური რელიგიის შესახებ“.

ალაჰი არ არის მამა

იგივე მიზეზით მუსულმანთა უმეტესობა თვლის მკრეხელობად იესო ქრისტეს მამად წოდებას. ამითი ისინი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად კეტავენ იესო ქრისტეს გამოცხადებას, რომელიც ასე გვასწავლიდა ლოცვას: ,,მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი (მამის სახელი)“! ოთხივე სახარების ტექსტში იესო ორასზე მეტჯერ საუბრობს მამაზე და მხოლოდ 99-ჯერ ღმერთზე. ქრისტემ გაგვიხსნა ახლო და პიროვნული ღმერთი, რომელმაც საკუთარი სიყვარულით საუკუნოდ და კანონიერად გვიშვილა და იქცა ჩვენს მამად. აი რატომაც მივმართავთ მას ,,მამაო ჩვენო“.

ღმერთის ეს ახალი გაგება, რომელიც ახალ აღთქმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია, არის ღვთისმეტყველური იესოს პასუხი, მუსულმანების ალაჰის სასტიკ იდეაზე. ქრისტიანებს აქვთ ის, რაც არ აქვთ მუსულმანებს - ეს პირადი ურთიერთობის ქონაა ღმერთთან. ქრისტიანებს პირდაპირი კავშირი აქვთ ღმერთთან, რომელიც მათ მამად იქცა, ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით. მამა იცნობს მათ, უყვარს და იცავს მათ, ზრუნავს მათზე. მუსულმანებს კი არ აქვთ ასეთი ურთიერთობა ალაჰთან და არც ყურანი აძლევს უფლებას საკუთარ თავებს ალაჰის შვილები უწოდონ. ისინი იძულებულები არიან ყოველთვის მონებად დარჩნენ.

იმ ჭეშმარიტების უარყოფა, რომელშიც დარწმუნებულები არიან ქრისტიანები და რაც გულისხმობს მათ შვილბას, ღებულობს დამღუპველ და კატეგორიულ სახეს, როდესაც მუჰამედი ყურანში საუბრობს ასე:

,,და თქვენ იუდეველებმა და ქრისტიანებმა: ,,ჩვენ - ალაჰის ძეები ვართ და მისგან მოწონებულნი“. თქვი:,,მაშინ რატომ გსჯით თქვენი ცოდვების გამო? არა, თქვენ - მხოლოდ მისი ქმნილებები ხართ. ის პატიობს ყველას სურს და სჯის ყველას ვისაც უნდა. ალაჰს ეკუთვნის ძალაუფლება ზეცასა და დედამიწაზე და ყველაფერზე რაც მათშია და მათ შორის“.“ (სურა მაგიდა 5:18).

اوَقَالَتِ الْيَهُودُ وَالنَّصَارَى نَحْنُ أَبْنَاءُ اللَّهِ وَأَحِبَّاؤُهُ قُلْ فَلِمَ يُعَذِّبُكُمْ بِذُنُوبِكُمْ بَلْ أَنْتُمْ بَشَرٌ مِمَّنْ خَلَقَ يَغْفِرُ لِمَنْ يَشَاءُ وَيُعَذِّبُ مَنْ يَشَاءُ وَلِلَّهِ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَإِلَيْهِ الْمَصِي (سُورَةُ الْمَائِدَةِ 5: 18)ا

ასეთი ცხარე უარყოფა იმის შესაძლებლობისა, რომ ადამიანი ღვთის შვილი იყოს, მიუთითებს იმაზე, რომ მედინაში იუდეველები უხსნიდნენ მუჰამედს, რომ უფალმა აირჩია მათი ერი, როგორც საკუთარი შვილები (2 რჯული 32:6; ესაია 63:16; იერემია 3:4,19; 31:9). ,,... ო, უფალო, შენა ხარ ჩვენი მამა და საუკუნოდ ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი.“ (ესაია 63:16). ეს ძველი აღთქმის პრივილეგია ღმერთის დაპირებაა, თითოეული იესო ქრისტეს ზეციდან შობილი მოწაფისთვის. (რომაელთა 8:14-16).

ალაჰი არ არის ძე

ყურანი ითხოვს, რომ ყველა მუსულმანმა ირწმუნოს ისა, მარიამის ძე და მუჰამედის წარმოგზავნილი ისევე, როგორც სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მუსულმანს სწამს ქრისტე. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ ვინ არის ქრისტე ყურანში.

ყურანი ცალსახად ადასტურებს, რომ ქრისტე დაიბადა ქალწული მარიამისგან, რომელსაც არცერთი მამაკაცი არ გაკარებია. მარიამის ძე საშოში შექმნილ იქნა ღმერთის სულით და სიტყვით. ყურანში წერია, რომ მარიამმა უპასუხა ჯიბრილს (გაბრიელს):

,,როგორ შეიძლება მეყოლოს ძე? არცერთი მამაკაცი არ გამკარებია“ (სურა მარიამ 19:20; იმრანის ოჯახი 3:47).

ا قَالَتْ أَنَّى يَكُونُ لِي غُلاَمٌ وَلَمْ يَمْسَسْنِي بَشَرٌ وَلَمْ أَكُ بَغِيّاً (سُورَةُ مَرْيَمَ 19: 20)ا

მუჰამედმა ქრისტეს ჩასახვის შესახებ თავისებურად მოყვა: ,,და მანაც ვინც შეინარჩუნა საკუთარი სიწესიერე...და ჩვენ შთავბერეთ მას ჩვენი სულისგან და გავხადეთ ის და მისი ძე ქვეყნიერების ნიშანი“ (სურა წინასწარმატყველები 21:91; აკრძალვა 66:12).

اوَالَّتِي أَحْصَنَتْ فَرْجَهَا فَنَفَخْنَا فِيهَا مِنْ رُوحِنَا وَجَعَلْنَاهَا وَابْنَهَا آيَةً لِلْعَالَمِينَ (سُورَةُ الأَنْبِيَاءِ 21: 92)ا

ამის საფუძველზე მუსულმანებს შეუძიათ ირწმუნონ, რომ ქრისტე ქალწული მარიამისგან იშვა. თუმცა სასტიკად არ უნდათ იმის დაჯერება, რომ მარიამის ძე ღვთის ძეც არის; ისინი ფიქრობენ, რომ ის შეიქმნა მის შიგნით ალაჰის მიერ, მაგრამ არ დაბადებულა ალაჰისგან. ყურანი ამ თავისი დოქტრინით ნათლად ეწინააღმდეგება ნიკეის რწმენის სიმბოლოს, რომელიც ყველა ეკლესია აღიარებს და რომლის თანახმადაც იესო ქრისტე არის ,,ღმერთი ღმერთისგან, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან, დაბადებული და არა შექმნილი, მამის ხატად“.

მუჰამედის მიმდევრები უარყოფენ ქრისტეს ღვთაებრიობას ყველა ფორმით, მაგრამ სწამთ, რომ ის უნიკალურ განკურნებებს ახდენდა აღადგენდა მკვდრებს და ასევე მოსეს კანონი შეცვალა (სურა იმრანის ოჯახი 3:49-50). მუსულმანები კითხულობენ იმის შესახებ თუ როგორ გააწყო იესომ სუფრა ზეციდან და დააპურა უდაბნოში ხალხი (სურა მაგიდა 5:112-115). და მოწმობს იმის შესახებ, რომ მას შეეძლო თავის მიმდევრებში თვინიერების და გულმოწყალების ჩადება (სურა რკინა 57:27).

უფრო მეტიც, მუსულმანებს იმისიც სჯერათ, რომ ქრისტე სხეულით იქნა წარტაცებული ზეცაში და ახლა ალაჰის თანდასწრებაშია. მაგრამ მკაფიოდ და მტკიცედ უარყოფენ იესოს ჯვარცმის ისტორიულ ფაქტს. იქცევიან რა ასე 1.4 მილიარდი მუსულმანი საკუთარ თავს გადარჩენას ართმევს, რომელიც ქრისტემ მათთვისაც აღასრულა და გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად უარყოფენ ცოდვების პატიებას ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით. მათ უნდათ საკუთარი სამართლიანობის გამყარება ქრისტეს ჯვრის გარეშე.

ალაჰი არ არის სულიწმიდა

ისალმი უარყოფს არა მხოლოდ ქრისტეს ღვთაებრიობას, არამედ სულიწმიდასაც. მხოლოდ მედინურ სურებში და გვიანდელ გადმოცემებში არის ნახსენები ,,ალაჰის სული“, როგორც გიბრილი(გაბრიელი). ყურანში ალაჰის სული ნახსენებია 29-ჯერ. და მხოლოდ იმ მნიშვნელობით, როგორებიც არიან ანგელოზები ან დემონები. ეს სული ყოველთვის ემორჩილება ალაჰს (სურა ღამეული გადაყვანა 17:85). ეს არ არის ახალაღთქმისეული ღვთიური სიტყვა. ალაჰი ერთია! მასთან ერთად ვერ იქნება ვერანაირი სული, რომელიც გაუტოლდება მას.

ისლამში მამის და ძის ჭეშმარიტება გაუაზრებელია, რადგან ადამიანის გულს ამ ჭეშმარიტებას მხოლოდ სულიწმიდა უხსნის. (რომაელთა 8:15-16; 1 კორინთელთა 12:3). შესაბამისად ვერც სულის ნაყოფი იარსებებს (გალატელთა 5:22-25). მასში მხოლოდ ხორცის საქმეები არსებობს (გალატელთა 5:19-21). ადამიანური სიკარგე და რელიგიისადმი მიძღვნას არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანში შიგნით მყოფ ქრისტეს სულთან. მითუმეტეს, რომ არცერთ მუსულმანს არ აქვს კონკრეტული იმედი საუკუნო სიცოცხლისა (კოლასელთა 1:27). იმისდამიუხედავად, რომ ისინი ელოდებიან სამსჯავრო დღეს და მკვდრეთით აღდგომას, მათთვის არ არსებობს სულიერი განახლება არც ამ და არც მომავალ ცხოვრებაში. ყოველ მსგავს კითხვაზე მუსულმანები პასუხობენ: ,,შესაძლოა“ ან ,,ინშალაჰ“ (თუკი ალაჰი დაგვეხმარება).

ყველა ვინც სერიოზულად გამოიკვლევს ისლამურ ღვთისმეტყველებას მიხვდება, რომ ალაჰი არ არის არც მამა, არც ძე და არც სულიწმიდა. ალაჰი არ არის სამება. ეს სული სავსებით განსხვავდება ბიბლიური ღმერთისგან. ისინი ვინც ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტეს მამა და ალაჰი ერთი პიროვნებაა, ის ან არასერიოზულია ან გულუბრყვილო ან თვალებს ხუჭავს ყურანის ჭეშმარიტ სწავლებაზე. ყოველი მიძღვნილი მუსულმანი უარყოფს სახარების ჭეშმარიტებას: ,, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ (იოანე 3:16).

რით განსხვავდება ღმერთის სიყვარული, ალაჰის წყალობისგან?

ღმერთის სახელი ყურანში ყველაზე ხშირად გვხვდება ძირითად სახელ ,,ალაჰთან“ - ეს ,,მწყალობელი გულმოწყალეა“ (,,არ - რახმან, არ-რახიმ“). ყველა სურა ერთის გამოკლებით იწყება ამ სახელით. როდესაც ცხოველებს კლავენ მუსულმანური წესებით იქაც ეს სიტყვა წარმოითქმება. სხვა შემთხვევაში დაკლული ცხოველის ხორცი არაწმინდად ითვლება. მუსულმანები ამ ალაჰის სახელზე თავიანთ სანუკვარ იმედებს და ოცნებებს აშენებენ. მათთვის ეს სემიტური გამონათქვამი ნიშნავს, რომ უფალი წყალობს მუსულმანებს და მათ შთამომავლობას უბედურების ჟამს. უფალი იხრება ამ სიტყვების წარმოთქმისას, თითქოს ისმენსო მლოცველის ხმას (ად-დუა) და შესაძლოა ეხმარება კიდეც მათ. ამასთანავე ის ყოველთვის რჩება უზენაესი, შორსმყოფი, გადაუბიჯებელი ალაჰი, რომლისაც ყველას ეშინია და რომელსაც ყველა ეთაყვანება ღრმა პატივისცემით.

ბიბლია კი გვასწავლის, რომ ,, ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში.’ (1 იოანე 4:16). ეს ღვთიური სიყვარული (აგაპე) გამოვლინდა მაშინ, როდესაც ღმერთი განკაცდა იესო ქრისტეში, ცხოვრობდა ჩვენს შორის, მიიღო ჩვენი დანაშაული და მოკვდა ჩვენს გამო. ის არ დარჩენილა სადღაცა შორს, საკუთარ სიწმინდეში, არამედ დატოვა საკუთარი დიდება და ჩვენი მსგავსი გახდა. მან უფლება მისცა ადამიანებს ჯვარს ეცვათ იგი, რათა გავემართლებინეთ. სიყვარული ყოველთვის არ ეხმარება, პირიქით საკუთარი თავი მსხვერპლად მოაქვს უღირსების გამოც კი.

შესაძლოა ერთმა ცხოვრებისეულმა მაგალითმა მოგვცეს იმედი გავიგოთ სხვაობა მუსულმანური წყალობისა და ქრისტიანული ღმერთის სიყვარულს შორის. დავუშვათ ახალგაზრდა ყმაწვილი ეტყვის თავის საცოლეს: ,,წყალობას გიზამ და მოგიყვან ცოლად“. როგორი რეაქცია ექნება გოგონას ამ სიტყვაზე? ალბათ გაიქცევა კიდეც მისგან. თუკი ის იტყვის: ,,მე შენ მიყვარხარ და ამიტომაც მინდა ცოლად შეგირთო“, ის უმალვე დათანხმდება ცოლად გაჰყვეს მას. ალაჰი ყველაზე კარგ შემთხვევაში ხდება მიუწვდომელ ღმერთად, ხოლო ქრისტიანების ღმერთი ჩამოვიდა ჩვენთან, მოგვიტანა საკუთარი თავის მსხვერპლად ჩვენს გამო. ის გვიერთდება და საკუთარ სიყვარულში გვზრდის.

ყველა ეს მსჯელობა ერთ კითხვასთან მიდის: თუკი ალაჰი არც მამა, არც ძე და არც სულიწმიდა და არც სიყვარულია, მაშინ ვინ არის ის? ნუთუ არსებობს სხვა ღმერთი გარდა სამებისა?

ალაჰის ჭეშმარიტი სახე ისლამში

ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ განათლების იდეალიზმისა და თავის მოსატყუებელი ჰუმანიზმისგან და სულიერი გზით გადავლახოთ ილუზია იმის შესახებ, რომ სამ აბრაამისეულ რელიგიას სწამს ერთი ღმერთი.

ალაჰი - სული, რომელიც გამოდის ბიბლიის წინააღმდეგ

დაახლოებით 50-60% ყურანის შინაარსში ძველი აღთქმა დევს. თავად მუჰამედს არ შეეძლო ამ წიგნების კითხვა, რადგან ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათარგმნი არაბულ ენაზე. ამიტომაც ყურანში თქვენ იპოვით ციტირებებს იუდევლური დამწერლობიდან, რომლებიც მოწოდებულია არაბული და ისლამური ფორმით. დაახლოებით 5-7% არის აღებული ახალი აღთქმიდან, რომელიც არც მაშინ იყო ნათარგმნი არაბულ ენაზე. აი რატომ არის ყურანში ახალი აღთქმის ნაწილები შეცვლილი სახით და ისლამურ კონტექტს მორგებული.

მუჰამედმა ბრწყინვალედ შეძლო ,,ეთარგმნა“ ეს ზეპირი გადმოცემები, სალაპარაკო არაბულ ენაზე. სამწუხაროდ მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ,,თარგმანში“ და მას არ უნდოდა უფლება მიეცა კეთილისმსურველ იუდეველებისა და ქრისტიანებისთვის შეესწორებინათ მისი ეგრედწოდებული ,,გამოცხადებები“. ნაცვლად ამისა მან თავისი გამოცხადებები შთაგონებად აქცია. ყველაფერი ბიბლიაში რაც არ ადასტურებს ყურანის არაბულ ვერსიას, შეცვლილად ითვლება. ზოგიერთ მუსულმანს ისიც ჰგონია, რომ დიდი ნაწილი ტექსტებისა სპეციალურად არის შეცვლილი, რათა შეიყვანონ მუჰამედი ცდომილებაში და ფიქრობენ, რომ ქრისტიანებმა სახარების ტექსტებიდან მუჰამედის სახელი წაშალეს. ამ მარტივი ლოგიკის გამო ბიბლიური ჭეშმარიტებები მათთვის არ არის სწორად აღქმული, ხოლო მუსულმანების სიცრუე ქვეყნიერებისთვის მიწვდილია, როგორც ჭეშმარიტება.

მსგავსი ეჭვები მალევე იქცევა მუსულმანებისთვის ჭეშმარიტებად, რადგან ყურანის წაკითხვა და განმარტება 7 ვერსიად არის შესაძლებელი, რომელთაგანაც ყველა ერთნაირად ავტორიტეტულია. ძველებური ყურანის გამოცემები დღემდე განსხვავდება ერთმანეთისგან და იქ არის ყურანის წაკითხვის სამი ფორმა.

ამასთანავე 240 ლიდერი უარყოფილ იქნა გვიანდელ გამოცხადებებში ალაჰისგან. თუმცა ძველი და ახალი ლიდერები ერთიდაიგივე მნიშვნელობით სარგებლობენ, მაგრამ ძველები უმოქმედონი არიან. ამან შეიძლება მკითხველი დააბრკოლოს, რადგან ძველი და ახალი ლიდერები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და აფიქსირებენ სრულიდან სხვადასხვა აზრს.

აქვთ თუ არა ტყუილის უფლება მუსულმანებს?

ისლამში არ არის ის ჭეშმარიტების სული, რაც ახალ აღთქმაში, თუმცა ალაჰი წოდებულია ,,ჭეშმარიტი და მართალი“ (ალ-ხაკ), ყურანში ორჯერ წერია, რომ ის საუკეთესო მატყუარაა (ჰაირ ალ-მაკირინ; სურა იმრანის ოჯახი 3:54; ნადავლი 8:30). ასევე წერია, რომ ის ატყუებს ხალხს, რომელიც ცდილობს მის მოტყუებას (სურა ქალები 4:142). თუკი რომელიმე ობიექტი თაყვანისცემისას ნებისმიერ რელიგიაში ტყუის, მით უფრო მისი მოწაფეები იცხოვრებენ ასე. ყველაფერ ამას დამატებული ყურანში ისიც წერია, რომ ღმერთმა უბრძანა მუჰამედს და მის ერგულ მიმდევრებს, გააუქმონ ყველა ნაჩქარევად დადებული ფიცი (კად ფარადა ალაჰ ლიაქუმ ტახილიათ აიმანიკუმ; სურა აკრძალვა 66:2). ეს იმას ნიშნავს, რომ მუსულმანი როცა იფიცება არც მაშინ არის სანდო.

სხვადასხვა გადმოცემებში მუჰამედის შესახებ წერია, რომ მუსულმანს აქვს უფლება მოიტყუოს ოთხ შემთხვევაში. ასევე სიცრუე დაშვებულია ეგრეწოდებულ ,,წმინდა ომებში“, ორი მუსულმანის შესარიგებლად, ცოლ-ქმარს შორის და მის ცოლებს შორის და ცოლსა და მის ქმარს შორის (ატ თირმიზი, ბირ 26; მუსნად აჰმადა იბნ ჰანბალია 6:459,461). ასეთი ეთიკა ჭეშმარიტებაში თავდაჯერებულობას საიმედოობას ამტკიცებს სხვა ადამიანებში მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. ყურანის თარგმანები და გადმოცემები ხშირად ხელს აფარებენ ასეთ წინამძღილებს და ამონარიდებებს, მაგრამ აქ მოყვანილ ციტატებში შევეცადეთ რაც შეიძლება ზუსტად გადმოგვეცა არაბული სიტყვებისა და გამონათქვამების აზრი.

ქრისტიანი რომელსაც სურს ასეთი რწმენის საკითხების განხილვა მუსულმანებთან, უნდა მოემზადოს, რათა ამდენი სხვადასხვა აზრის გამო არ გადაუხვიოს გზიდან და მიხვდეს, რომ ამ ყოველივეს არანაირი შეხება არ აქვს ჭეშმარიტებასთან. მუჰამედი ხშირად იმეორებდა, რომ ,,ომი ეს სიცრუეა“. შარიათის კანონი აღიარებს ყველა არა მუსულმანურ სახელმწიფოს მტრის ტერიტორიად და იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა სიცბიერე, სიცრუე და მოწინააღმდეგის გულში ცრუ თავდაუცველობის გრძნობის შექმნა.

უკიდურეს შემთხვევებში კი მუსულმანები, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში სადაც ისლამი - უმცირეს რელიგიას წარმოადგენს, შეუძლიათ თქვან, რომ არიან ქრისტიანები ან ათეისტები იმისათვის, რომ მოიპოვონ თავდაცვა, მაგრამ იმ პირობით, რომ გულში ისინი ერთგული რჩებიან თავიანთი რწმენის. მაგრამ თუკი ის სინამდვილეში უარს იტყვის თავის მუსულმანურ ჭეშმარიტებებზე, მას ალაჰის რისხვა დაატყდება და უდიდესი სასჯელი (სურა ფუტკარი 16:106). ამ კავშირში მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ ყველა მუსულმანი არ არის მატყუარა. მათ შორის არიან კეთილსინდისიერი ხასიათის ადამიანები, მართლები და საიმედოები. პრობლემა მათი რწმენის წყაროშია და საჭიროების შემთხვევაში მათთვის მარტივია სამართლიანობისა და პატიოსნების გზიდან გადახვევა.

ალაჰი - ანტიქრისტეს სული?!

ისლამი კატეგორიულად უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობას და ყურანის რამდეიმე ადგილში ადასტურებს, რომ ქრისტე არც უფალია და არც ღვთის ძე. ამ ფაქტის კითხვამ უკვე შეიძლება ახალი აღთქმის წამკითხავი ადამიანი მიიყვანოს იმ აზრამდე, რომ ალაჰი ანტიქრისტეს სულია. მოციქულის სიტყვები ყველაზე ნათლად მოწმობს ღმერთის სიყვარულზე და ეს ასევე შეიძლება ჩაითვალოს სულების გარჩევის კრიტერიუმად:

ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა. ყოველი, ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს.

საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული:

ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის; ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

(1 იოანე 2:22-23 და 4:1-3)

მოციქულის ამ სიყვარულის სიტყვებზე აუცილებელია დეტალური მსჯელობა. დაე დაგარიგოთ ამ სიტყვებმა ჭეშმარიტებაში. იესო ქრისტეს მამა ვერ გაგზავნიდა მექაში მუჰამედთან ანგელოზ გაბრიელს, რომ 17-ჯერ ეკარნახა წინასწარმეტყველისთვის, რომ ღმერთს არ ჰყავს ძე. 600 წლით ადრე ეს ანგელოზი გაბრიელი ხომ იყო წარგზავნილი ღმერთის მიერ ნაზარეთში მარიამთან, რათა შეეტყობინებინა მისთვის, რომ მის საშოში სულიწმიდის ძალით ჩაისახება მამრობითი სქესის ჩვილი, რომელიც იწოდება ,,ღვთის ძედ“ (ესაია 9:5; ლუკა 1:32,35).

მუჰამედი ვერ მიიღებდა თავის გამოცხადებებს ღმერთისგან იმიტომ, რომ ,,ღმერთმა ქრისტეში შემოირიგა ქვეყნიერება“ (2 კორინთელთა 5:19). მაშინ როგორ შეუძლია მუჰამედს ამტკიცოს, რომ ანგელოზმა გაბრიელმა ასწავლა მას, რომ თითქოს იესო ჯვარს არ ცმულა (სურა ქალები 4:157).

ეს სულიერი შეხედულება, რომელიც მაღლა წერია და რომელსაც ამოწმებენ ქრისტიანი ფსიქოლო-კონსულტანტები ასეთია: მუსულმანთა უმეტესობა იმყოფება კოლექტიურ მონობაში და ასეთუისე აცნობიერებენ, რომ მათი გული გაუხეშებულია ქრისტიანების მიმართ და ისინი ვერ აღიქვავენ იესოსა და სახარებას.

მუსულმანი, რომელსაც სურს ისლამის უარყოფა და იღებს ქრისტეს, სრული მიღებისთვის არ არის საკმარისი საღი ბიბლიური აზროვნება, რომელიც უკუაგდებს ისლამს. ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მოიპოვოს თავისუფლება ქრისტეს სიტყვებით: ,, ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.“ (იოანე 8:36. რომაელთა 6:16,18,22). მრავალი ქრისტიანი, რომელიც მოიქცა მუსულმანობისგან, ქვეცნობიერში მაინც ვერ განთავისუფლდნენ ბოლომდე, რადგან ბოლომდე ვერ შეასრულეს იესო ქრისტეს დადგენილი წესი ,, მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.“ (მათე 16:24-25).

ალაჰის სული, სულიწმიდის წინააღმდეგ

ისლამი - ეს სულიერი ძალაა, რომელიც გამუდმებით ეწინააღდეგება სულიწმიდას. მუსულმანობა თავიდანვე ავიწროვებდა ქრისტეს ეკლესიას, დევნიდა მას და ყველა უფლებას ართმევდა მას. ჩვენთვის ევროპელებისთვის რთული წარმოსადგენია თუ როგორი შეურაცხყოფა, დევნა და შევიწროვება აიტანა სამმა მართლმადიდებელ ქრისტიანულმა თაობამ. მათ ადრეც და ახლაც ექცევიან, როგორც ქალაქის მეორეხარისხოვან მოქალაქეებს, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მუსულმანები შეადგენენ. ძველი ქრისტიანული ეკლესიების წევრებიდან მხოლოდ ათეულმა შეინარჩუნა რწმენა, ძლიერი ზეწოლის მიუხედავად. ამ ქრისტიანებს ერჩივნათ ეცხოვრათ სიღარიბესა და სირცხვილში, ოღონდაც ხელიდან არ გაეშვათ გადარჩენა, რომელიც ჯვარცმული ღმერთის ძისგან მიიღეს.

ყოველმა მსურველმა, ვისაც უნდა გაიგოს თუ რა პირობების ხარჯზე აქვთ დაცვა ქრისტიანებს მუსულმანურ სახელმწიფოებში, უნდა წაიკითხოს დაბლა მოცემული წერილი, რომელიც დამასკოს ეკლესიის კარნახით არის დაწერილი და რომლის ბოლოშიც უნდა ყოფილიყო ყველა იმ ქრისტიანის ხელმოწერა, თითქოს თავად დაეწეროთ ის:

მწყალობელი და გულმოწყალე ალაჰის სახელით:

ჩვენ დამასკოში მცხოვრები ქრისტიანები მივმართავთ ალაჰის მონას უმარო იბნ ალ-ხატაბუს, რომელიც მართლების მბრძანებელია.

როდესაც შენ შემოხვედი ამ ქვეყანაში, გთხოვეთ მოგეცა ჩვენთვის გარანტია, რომ შეინარჩუნებ ჩვენს სიცოცხლესა და შთამომავლობას, ჩვენს ქონებასა და ძმებს რწმენაში. ამის გამო ჩვენ ავიღეთ შემდეგი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე.

პირობას ვდებთ, რომ მომავალში აღარ ავაშენებთ მეტ ეკლესიას ჩვენს ქალაქებში, არც მონასტრებს და თავშესაფრებს. არც ზემო ხსენებულ შენობებს არ აღვადგენთ, რომლებიც ძველდება ან მდებარეობს მუსულმანთა საცხოვრებლის გვერდით.

ჩვენი კარები ყოველთვის ღია იქნება ჩამომსვლელი სტუმრებისთვის და მოგზაურებისთვის. მივიღებთ ყველა მუსულმანს და გავუწევთ შესაბამის სტუმართმოყვარეობას სამი დღის განმავლობაში. არცერთ დამნაშავეს არ შევიფარებთ არც სახლში და არც ეკლესიაში. არ შევინახავთ საიდუმლოს, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მუსულმანობას.

არ ვასწავლით ჩვენს შვილებს ყურანის საწინააღმდეგოს. ღიად არ ჩავატარებთ ღვთისმსახურებებს. არცერთ ჩვენ ნათესავს არ ავუკრძალავთ მუსულმანობა მიიღოს, თუკი მოისურვებს.

პატივისცემას გამოვიჩენთ მუსულმანების მიმართ და ფეხზე წამოვდგებით, როდესაც მათ მოუნდებათ დაჯდომა. არ მივბაძავთ ჩაცმულობასა და თავსაბურავებში, ფეხსაცმელსა და ვარცხნილობებში. არ ვილაპარაკებთ მათი ფრაზებით. არ ვატარებთ ხმლებს და არ გვექნება იარაღი. ჩვენს ბეჭდებზე არ გამოვსახავთ არაბულ ასოებს. არ ვივაჭრებთ ალკოჰოლური სასმელებით და სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ვატარებთ ერთიდაიგივე სამოსსა და ქამრებს.

არ ვაჩვენებთ საკუთარ ჯვრებსა და წიგნებს, ქუჩებსა და სავაჭრო ადგილებში, სადაც უმეტესად მუსულმანები მოძრაობენ. ჩუმად დავრეკთ ზარებს ჩვენს ეკლესიებში და მუსულმანების თანდასწრებით არ ავუწევთ ხმას. არ გავუწევთ ორგანიზებას საზოგადოებრივ პროცესებს, აღდგომის დღესასწაულზე. ხმამაღლა არ ვიტირებთ ჩვენს დაკრძალვებზე. ხმამაღლა არ ვილოცებთ ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში მუსულმანების გასაგონად. ჩვენს მკვდრებს მუსულმანების გვერდზე არ დავმარხავთ.

არ გამოვიყენებთ ისეთ მუშა ხელს ან მონებს, რომლებიც მუსულმანების დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ და არც ჩვენი სახლები იქნება მუსულმანთა სახლებზე მაღალი.

ჩვენ ეს შეთანხმება მივიღეთ ჩვენს ძმებთან ერთად და ამის სანაცვლოდ ვიღებთ დაცვის გარანტიას. თუკი ზემოთ ჩამოთვლილიდან, რომელიმეს დავარღვევთ, რომელზე პირადად ავიღეთ პასუხისმგებლობა დავკარგავთ დაცვის უფლებას და უბედურებას დავიტეხთ თავზე.

მუსულმანი ალ-მავარდის თანახმად დაცვის გარანტია იქნება კანონით ძალა დაკარგული, თუ კონკრეტული პირები არ დაიცავენ ქვემოთ ჩამოთვლილ კანონიერ პუნქტებს:

მათ ეკრძალებათ ალაჰის წიგნის (ყურანის) გაკრიტიკება ან იმის მტკიცება, რომ მასში ცდომილებებია.

ეკრძალებათ ალაჰის წარმოგზავნილის დადანაშაულება სიცრუეში ან მასზე დაცინვა.

ეკრძალებათ მუსულმანური რელიგიის კრიტიკა ან მასზე თავდასხმა.

ეკრძალებათ მუსულმანი ქალის დადანაშაულება მრუშობაში ან მიახლოება მასთან, თუნდაც ქორწინების მიზნით.

ეკრძალებათ უხერხულად აგრძნობინონ თავი მუსულმანს, თავისი რწმენის საკითხებში ან ცუდათ შეეხონ მათ ქონებას.

ეკრძალებათ მხარი დაუჭირონ შეიარაღებულ მტრებს, მუსულმანური ქვეყნების წინააღმდეგ ან დახმარება სთხოვონ მტერ იმპერიებს.

1973 წლიდან ჩვენ ვხედავთ ისლამის თვალსაჩინო აღორძინებას, რადგან ნავთის მოპოვების სუფთა 20% მუსულმანურ სახელმწიფოებში იწირება რელიგიური მიზნებისთვის. იმ დროიდან ისლამი მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს, ხოლო მისიონრობის აკრძალვა სულ უფრო მტკიცედ სრულდება. მუსულმანები, რომლებიც სხვა რელიგიაში გადავიდნენ სიკვდილის საფრთხის ქვეშ არიან. მუსულმანურ სამყაროში ქრისტიანული ეკლესიები, ყოველთვის უდიდესი კონტროლის ქვეშ არის მათ არასდროს არ ეძლევათ საშუალება ააშენონ ახალი შენობები. მათ სურთ ყველა შარიათის კანონის ამოქმედება, რადგან ეს შეზღუდავს ქრისტიანების თავისუფლებასა და ტანასწორობას. იმ დრო როდესაც ქრისტიანული მისიები მუსულმანურ ქვეყნებში აკრძალულია ,,სახელმწიფო ძალაუფლებებისგან“, მუსულმანების მსოფლიო მისია დედამიწის ყველა კონტინენტზე წინ მიიწევს. მეჩეთები სოკოებივით იზრდებიან, ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში.

ინდონეზიაში ჰოლანდიის კოლონიზაციის პერიოდში ჩამოყალიბდა სინოდები ანიმისტიურ ტომებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში 700 ეკლესიური მშენებარე შენობა დაინგრა, რათა ქრისტიანების იქ ყოფნა შეუმჩნეველი ყოფილიყო მუსულმანებისთვის. ჩრდილოეთ ნიგერიაშიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუსულმანებს და ქრისტიანებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რადგან ქრისტიანებმა უარი განაცხადეს შარიათის კანონის დამორჩილებაზე. ეგვიპტეში ტურისტულ ჯგუფზე ლუქსორში იყო განხორციელებული თავდასხმა ტაძრის დათვალიერების დროს; ქალებს ყველას თვალწინ აუპატიურებდნენ, მამაკაცებს კლავდნენ, რადგანაც მუსულმანი ტერორისტები წუხდებოდნენ უცხოელი ტურისტების ზედმეტად შიშველი სხეულით.

ბიბლიური ფხიზელი შეხედულება

ქრისტიანები დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ ,,წმინდა ომის“ მესამე ფაზაში არიან. ყოველი ახალი მეჩეთი რომელიც არის აშენებული, აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ამერიკაში აფართოვებს ამ ტოტალიტალური რელიგიის პლაზდარმს და იმ ადგილას კანონების ნაცვლად, ძალაში შედის შარიათი. ისლამის შეუცვლელ მიზნად რჩება თეოკრატიული სახელმწიფო (სურა ძროხა 2:193; ნადავლი 8:39; მწკრივი 61:9-11).

ვინც ამბობს ისლამში, რომ ალაჰი - აბრაამის და იესო ქრისტეს ღმერთია, ის ცდომილებაშია და ვერ აცნობიერებს აპოკალიპტურ სიდიდეს ისლამზე. ამდენ მუსულმანს არასდროს არ უცხოვრია ქრისტიანულ ქვეყნებში, როგორც დღეს. ყოველ 27 წელიწადში ერთხელ ორჯერ იზრდება მუსულმანური მოსახლეობა, შეიძლება უფრო მცირე დროშიც. მაშნ როდესაც ქრისტიანებს მთელს სამყაროში 54 წელი სჭირდებათ, რომ ორჯერ გაიზარდნონ.

ქრისტიანებმა უნდა შეძლონ გაიგონ მუსულმანობა, სახარების თვალსაზრისით და უქადაგონ მათ იესოს სახელით. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთი დიდ იმედგაცრუებას განიცდის.

1.06 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!
თუ შენ ყურადღებით შეისწავლე ეს ბროშურა, მაშინ მარტივად შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ შენ ამ სერიის სხვადასხვა ბროშურების 90%-ს უპასუხებ სწორად, მაშინ ჩვენი ცენტრი გადმოგცემთ

გაღრმავებულ სწავლებებს,
მუსულმანობასა და ქრისტიანობას შორის განსხვავებებზე

თქვენი ქრისტიანული მსახურებისთვის დასახმარებლად. სასურველია, რომ თქვენს პასუხებში მიუთითოთ ადგილები ყურანიდანაც.

  1. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მუსულმანების მიერ, ესპანეთის დაპყრობის ისტორიიდან და მისი ქრისტიანული მმართველობისგან, 700 წლის განთავისუფლების შემდეგ?
  2. როგორ დაიპყრეს თურქ-ოსმალებმა ბალკანეთის ნახევარკუნძული და რამდენი ხანი დასჭირდა ბალკანეთს მუსულმანური მარწუხებისგან განსათავისუფლებლად?
  3. რომელ ევროპის ქვეყნებში ცხოვრობს 100 000 თურქ მუსულმანზე მეტი?
  4. უნდა იქნეს თუ არა ევროპის კავშირში მიღებული თურქეთი? რა ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე?
  5. რას ნიშნავს სიტყვა ,,ისლამი“?
  6. დღეში რამდენჯერ უნდა შეასრულოს ლოცვა მუსულმანმა?
  7. რას ნიშნავს ალაჰის განდიდება?
  8. რატომ არის ისლამის რელიგია დაფუძნებული საქმეებით გამართლებაზე?
  9. როგორ გესმის სურა 29:45 და 35:29-30?
  10. რას ნიშნავს გამონათქვამი ,,ალაჰ აკბარ“?  და როგორ განსაზღვრავს ის მუსულმანურ გაგებას ღმერთის შესახებ?
  11. რას ფიქრობ ღმერთის ოცი მნიშვნელოვანი სახელისა და თვისების შესახებ ყურანში?
  12. რას წარმოადგენს ისლამში ალაჰის ერთიანობა?
  13. რატომ არ შეუძლია ალაჰს იყოს სამება? რატომ უარყოფს ისლამი სამი ღმერთის არსებობის შესახებ?
  14. რატომ არ შეუძლია მუსულმანს იმის დაჯერება, რომ ღმერთი არის მამა?
  15. რატომ უარყოფს ყურანი ქრისტეს ღვთაებრივ შვილობას?
  16. რატომ არ ფლობს ისლამში სულიწმიდა ღვთიურ ბუნებას?
  17. რა განსხვავებაა ღმერთის სიყვარულსა და ალაჰის წყალობას შორის?
  18. რამდენად არის ალაჰის სული ისლამში ბიბლიის წინაღმდეგ?
  19. რა ტყუილია დასაშვები კანონიერად მუსულმანებისთვის?
  20. რას ნიშნავს მუხლები 1 იოანე 2:22-23 ისლამთან მიმართებაში? 
  21. რატომ ეწინააღმდეგება ალაჰის სული სულიწმიდას?
  22. რა გაიგე უმარა ხალიფას წერილიდან,  დამასკოელ ქრისტიანებზე?
  23. რაში მდგომარეობს ისლამის ნამდვილი მიზანი?

ამ ტესტის ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვა წიგნი და დაუსვას კითხვები ნაცნობებს. ჩვენ ველოდებით თქვენს წერილობით პასუხებს. არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ელექტრონული წერილზე თქვენი სრული მისამართი. ჩვენ ვლოვულობთ თქვენთვის ცოცხალი უფალი იესოს წინაშე, რათა მოგიწოდოთ, წარგაგზავნოთ, გაგამყაროთ, დაგიცვათ და იყოს თქვენთან ყოველდღე სიცოცხლის ბოლომდე.

თქვენი წრფელი,
უფლის მსახურები

პასუხები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონულ მისამართზე:
info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 08, 2022, at 03:33 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)