Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- 03. Basic Differences -- 2 The call from the Minaret

This page in: -- Arabic? -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Indonesian -- Kirundi -- Portuguese -- Russian -- Telugu

Previous booklet -- Next booklet

03. ძირითადი განსხვავებები ისლამსა და ქრისტიანობას შორის

2 - მოწოდება მინარეთის ტაძრიდან: რას ნიშნავს ეს?

უფლის მსახურები

მსოფლიოს ბევრ რაიონში, მათ შორის დასავლეთის ქვეყნების მზარდ რაოდენობაში, მეჩეთები მინარეთებით შენდება თვალწარმტაცი ტემპით. რა შედეგები მოჰყვება ამ სამშენებლო საქმიანობას და რას მოუწოდებს მუეზინი მუსლიმებს მინარეთის ზემოდან, როცა დღეში ხუთჯერ მოუწოდებს ლოცვაზე მისვლას?



2.01 -- მოწოდება მინარეთის ტაძრიდან: რას ნიშნავს ეს?

უფლის მსახურები

და შეიცნობთ ჭეშმარიტებას
და
ჭეშმარიტება
გაგანთავისუფლებთ თქვენ.

(იოანე 8:32)

1973 წელს, როდესაც ნავთობზე ფასებმა აიწია, მუსულმანების თავდაჯერებულობამაც იმატა. შარიათის კანონის მიხედვით, ნავთობიდან შემოსული თანხის 20% გამოიყენება მათი რელიგიის გასავრცელებლად (სურა ნადავლი 8:41). სწორედ ამ მიზეზის გამო დაიწყეს სულ უფრო და უფრო მეჩეთების შენება, მთელს დედამიწაზე.

დილით ადრიანად, (როდესაც თეთრი და შავი ძაფის გარჩევა შესაძლებელია), პიროვნება ყვირის მინარეთიდან და მოუწოდებს მორწმუნეებს ალაჰის თაყვანისცემისკენ. ქალაქებსა და სოფლებში ისმის ხმამაღალი შეძახილი: ,,ძილზე უკეთესი ლოცვაა“ ასეთი ლოცვითი მოწოდებები დღეში 5-ჯერ ისმის: გარიჟრაჟზე, შუადღეს, შუადღის შემდეგ, მზის ჩასვლის შემდეგ და შებინდებისას.

სიტყვა მინარეთი არაბული სიტყვისგან წარმოიშვა ,,მანარა“ რას ნიშნავს შუქურას. როგორც შუქურის შუქი გვეხმარება გავიაროთ საშიში ადგილები, ასევე მინარეთმა უნდა ატაროს მთელი მუსულმანები ისლამის გზით და მოუწოდოს დაკარგულ არამუსულმანებს მონანიებასა და მობრუნებისკენ, გზისკენ, რომელსაც მიჰყავხარ სამოთხეში. ისლამი ითვლება: ,,მოწოდების რელიგიად“ (დინ ად-და’ვატ). ის მოუწოდებს ყველა ადამიანს და მას აქვს ძლიერი და დამაჯერებელი მისიონერული იდეოლოგია (სურა ძროხა 2:193, ნადავლი 8:31 და მწკრივი 61:9-11).

ჯერ ჩვენ უნდა ვთარგმნოთ ლოცვა, რომელსაც წარმოთქვამს ის პიროვნება. სალუთარ ენაზე, რათა მოწოდება, რომელიც ისმის მეჩეთის ტაძრებიდან მილიონჯერ, უნდა ჟღერდეს ყოველთვის არაბულ ენაზე:

ალაჰი ყველაზე დიდია! ალაჰი ყველაზე დიდია!
ალაჰი ყველაზე დიდია! ალაჰი ყველაზე დიდია!
მე ვამოწმებ, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება გარდა ალაჰისა!
მე ვამოწმებ, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება გარდა ალაჰისა!
მე ვამოწმებ, რომ მუჰამედი - ალაჰის წარმოგზავნილია!
მე ვამოწმებ, რომ მუჰამედი - ალაჰის წარმოგზავნილია!
იჩქარეთ ლოცვისთვის! იჩქარეთ წარმატებისთვის!
იჩქარეთ ლოცვისთვის! იჩქარეთ წარმატებისთვის!
ალაჰი ყველაზე დიდია! ალაჰი ყველაზე დიდია!

მოწოდება ლოცვისკენ ალაჰის ოთხგზის ამაღლებით და მთავრდება ამ ფრაზის 2-ჯერ გამეორებით. განვიხილოთ სათითაოდ ეს მუსულმანური რწმენის დოგმატიკა.

2.02 -- ალაჰი ყველაზე დიდია!

ეს სიტყვები მოკლედ, მაგრამ გადმოცემენ მუსულმანურ რწმენას. ლოცვით მოწოდებაში ის 6-ჯერ არის ნახსენები და დღეში 30-ჯერ ისმის მინარეთიდან. მათ ხშირად არასწორად თარგმნიან, როგორც ,,ალაჰი დიდია“ ან ,,ალაჰი - უდიდესია“ ალაჰი უბრალოდ ,,დიდებული“, რომ იყოს მაშნ იარსებებდა ვინმე, ვინც მასზე დიდია. მეორეს მხრივ კი თუ ის იქნებოდა, უდიდესი, მაშინ საკუთარი ქმნილებების რიგში იდგებოდა. არა, ალაჰი ყველა და ყველანაირ შედარებებს მიღმა დიდია.

a) ალაჰი თავის ქმნილებებზე მაღლა დგას: ეს მუსულმანური მოწოდება კი შემდეგ აზრს ატარებს: ალაჰი ყოვლისშემძელა - სამყაროს შემომქმედია. (სურა ბრბო 39:5; ძა;აუფლება 67:2-3). მას აქვს მთელი სიმდიდრე. მისი ძალაუფლება და უფლობა - უსაზღვროა (სურა ლუქმანი 31:26, მუჰამედი 47:38). მას ეკუთვნის ძალა და დიდება, მეფობა და თაყვანისცემა ეკუთვნოს მხოლოდ მას ერთს, (სურა მოწყალე 55:27), მას მეტი ცოდნა და სიბრძნე აქვს, ვიდრე ყველა ფილოსოფოსს ერთად აღებულს (სურა ძროხა 2:282, მონანიება 9:60). ის ყველა ატომურ და წყლის ბომბზე საშიშია (სურა რკინა 57:2, სამაგიერო ტყუილი 64:1, ძალაუფლება 67:1-2). ის ყველაფერზე მშვენიერია, ის ყველა ტანჯვაზე მაღლა დგას, ასევე მაღალია ყველა უსამართლობასა და უწმინდურებაზე. ალაჰი ყოველთვის ყველაზე დიდია.

b) ალაჰი ყველაზე დიდია, ყველა სულსა და სულიერზე სამყაროში: ითვლება, რომ სიკვდილიც მისი ძალაუფლების ქვეშ არის. არავინ კვდება ტყუილად. ალაჰი კლავს ყველას ვინც სურს. (სურა რუმი 30:40, მორწმუნე 40:68). და ეშმაკიც მისი მონა ისევე, როგორც სხვა ქმნილებანი (სურა გარჩევა 25:2). ალაჰის ნებაა - გეენის ავსება ადამიანებითა და სულებით. (სრა თაყვანისცემა 32:13). ყველა ანგელოზი მისი ბრძანებლობის ქვეშ არის. ყურანი სულიწმიდაზეც ლაპარაკობს, როგორც ალაჰის მონაზე (სურა ღამის გადატანა 17:85; ძლიერება 97:4). ითვლება, რომ ის ,,ჯიბრილის“ მსგავსად, ეუბნებოდა უფლის გამოცხადებას ზაქარიას, მარიამს, ქრისტეს და მუჰამედს. ყურანის მორწმუნე სულებს უწოდებენ მუსულმანებს, მაგრამ ისინი ზეცაში ვერ მოხვდებიან (სურა ჯინი 72:8-14).

მუსულმანებს სჯერათ, როდესაც ნილ ამსტრონგმა ჩამოდგა ფეხი კოსმიური ხომალდიდან და მთვარის ზედაპირზე დააბიჯა, მოისმინა ლოცვის მოწოდება: ,,ალაჰი ყველაზე დიდია“. თავად ნილ ამსტრონგს კი ტელეფონით კითხეს ნამდვილად ასე იყო თუ არა და მან უპასუხა, რომ კოსმოსში არანაირი ხმა არ მოუსმენია და უფრო მეტიც იქ საერთოდ არაფრის ხმა არ ისმის. ამის მიუხედავად მუსულმანებს დღემდე სჯერათ, რომ მოწოდება ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ ავსებს მთელს სამყაროს!

c) ალაჰი იმაზე დიდია ვიდრე მასზე არსებული წარმოსახვა: ყველა აზრი თუ შემეცნება სამყაროს შემომქმედზე, უფალზე და მოსამართლეზე, ყველაფერი რაც მასზე წერია ისლამში დაუკმაყოფილებლობად ითვლება. ყველა ღვთიური მტკიცებულება საკმარისად ვერ გამოხატავს რეალობას და საბოლოო ჯამში არაზუსტია. ალაჰის 99 სახელიდან ზოგიერთი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ალ-გაზალის სწავლების მიხედვით ალაჰი ყველაფერი და არაფერია. ის მიუწვდომელია. ის განსხვავდება ყველასა და ყველაფრისგან: დიდებული, შორეული, მიუწვდომელი ღმერთი, ყველა ადამიანურ კატეგორიებსა და ემოციებს მიღმა მყოფი ღმერთი (სურა მუჰამედი 47:4-5).

ის რჩება სამართლიანი იმისდამიუხედავად თუ, როგორ გადაჰყავს ადამიანები სწორი გზიდან. ასევე მას სწორი გზით მიჰყავს ისინი ვინც სურს. (სურა საქონელი 6:39; ქუხილი 13:27; იბრაჰიმ 14:4). ალაჰი წინანდელ გამოცხადებას ანაცვლებს უკეთესით, რომელიც არსებულ საქმეებს ერგება. 240 აიათოლაზე მეტი იყო აღმოჩენილი შედარებით გვიანდელი გამოცხადებებით (სურა ფუტკრები 16:101:103) თუკი უფალი ჩათვლის აუცილებლად, გავანადგურდება ყველა მონა და წარმოგზავნილი, ყველა შუამდგომელი მის გამოცხადებაში. ყურანის თანახმად იესო მიმართავს ისეთ ადამიანებსაც, ვისი წამებში განადგურება შეუძია ალაჰს სურვილისამებრ (სურა მაგიდა 5:17). ალაჰი ვერ ეტევა იმ ადამიანურ გაგებაში, რაც გულისხმობს სამართლიანობას, ის - ცბიერთა შორის პირველია (სურა იმრანის ოჯახობა 3:54; ნადავლი 8:30), ის არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული.

d) ალაჰი ქრისტიანულ რწმენაზე უფრო დიდია: ისლამში მარიამის ძეს იესო კი არ ჰქვია არამედ ისა. სახელის ცვლილებამ წაართვა მას ღვთაებრიობა და გადარჩენის ძალაუფლება (სურა ქალები 4:171; მაგიდა 5:72; მონანიება 9:30). ყურანი ისას აღიარებს, როგორც ალაჰის სულს, მარიამში შთაბერილს (სურა იმრანის ოჯახობა 3:47-59). ყველა მისი დღესასწაული თითქოსდა მხოლოდ უფლის დახმარებით და მისი სულით ხდებოდა (სურა მაგიდა 5:110). მუსულმანური ღვთისმეტყველების თანახმად ისა არ იყო ჯვარცმული, არამედ მშვიდობით მიიძინა და სხეულით იქნა წარტაცებული. (სურა იმრანის ოჯახობა 3:55; ქალების 4:157-158). გადმოცემების თანახმად ისა დაბრუნდა დედამიწაზე, რათა ანტიქრისტე მოეკლა და ეს უღმერთო კაცობრიობა ისლამისკენ შემოაბრუნოს. ალაჰი განუზომლად დიდია, ვიდრე ისა რომელიც უკუნისამდე იქნება მისი მონა.

ისლამში სულიწმიდა თავისთავად არ არის წმინდა. ის იწოდება წმიდის სულად (სურა ძროხა 2:87, 252. მაგიდა 5:110; ბზიკები 16:102). ის, როგორც ჯიბრილი უფლის ძალაუფლების ქვეშ არის და სასამართლოს ქვეშ დადგება გრძელ რიგში ანგელოზებთან ერთად და ჩუმად დაელოდება თავის სასჯელს. (სურა უწყება 78:38).

ალაჰი ისლამში არ არის მამა ღმერთი მას არ გაუჩენია და ის არ იყო შობილი მისი სადარი არავინ არ არის (სურა გაწმენდა 112:3-4). ის არ არის სიყვარულის ღმერთი, რომელიც ილტვის მუსულმანებთან პირადი ურთიერთობისკენ და რომელსაც სურს აღთქმის დადება მათთან. ის იჩენს გულმოწყალებას მათთდამი ვისაც ირჩევს, თუმცა ყოველთვის შორს არის საკუთარი ქმნილებისგან. ალაჰი არ სუფევს არც სამოთხეში და არც მუსულმანების ზეცაში, ის განუზომლად აღემატება ამ ყველაფერს და რჩება საუკუნოდ მიუწვდომელი.

ნებისმიერი დაფიქრებული მკითხველი, რომელიც შეადარებს ამ მტკიცებულებებს და ყურანში დაწერილ მუხლებს აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ალაჰი ისლამში არ არის ბიბლიური ღმერთი.

2.03 -- არ არსებობს ღვთაება გარდა ალაჰისა

ალაჰის 4 გზის განდიდების შემდეგ, ტაძარში მყოფი პიროვნება ხმამაღლა აღიარებს თავის მუსულმანურ რწმენას. ის არ იწყებს ღვთისმოსაურ დისკუსიას, არამედ ყველა მუსულმანის სახით აღიარებს საკუთარი რელიგიისა და კულტურის საფუძველს. მოისმენს რა ამ მოწოდებას მუსულმანი, აუცილებლად უნდა აყვეს ბაგეებით ან თუნდაც გულში და გაიმეოროს ამ ისლამური რწმენის აღიარება. მუსულმანების წარმოსახვაში ყველგან სადაც ისმის ეს აღიარება და სადაც მას ისმენენ და იღებენ, ალაჰის უფლობა იწყება.

ყველა ვინც ორჯერ გაცნობიერებულად გაიმეორებს ამ აღიარებას მუსულმანის წინაშე, თავადაც მუსულმანად იქცევა. ამ სიტყვების განმეორება არის მუსულმანური რწმენის აღიარების პირველი ნაწილი. და ეს ითვლება მათი კანონის მიხედვით აუცილებელ წესად, რასაც შემდგომ სერიოზული შედეგები მოჰყვება.

მუსულმანები ამოწმებენ, რომ არ არის სხვა ღმერთი გარდა ალაჰისა (სურა კრება 58:23). ამითი ისინი ებმევიან იმავე ომში, რომელიც მიჰყავდათ მოსეს და ძველ აღთქმისეულ წინასწარმეტყველებს. მუჰამედს უნდოდა, რომ ბოლო დაედო მრავალღმერთიანობისთვის კაბესა და მექაში და სურდა თანამედროვე რელიგია ჩამოეყალიბებინა, რომელიც იქნებოდა იუდაიზმის, ქრისტიანობის და სხვა რწმენის ნაზავი. მას სწამდა ერთი ღმერთის, რადგან ასე აღიარებდნენ იუდეველები და კატეგორიულად უარყოფდნენ სამი პირის არსებობას ერთი. (სურა ქალები 4:171; მაგიდა5:73:116). მუჰამედმა განსაჯა წმინდა სამების რწმენა, როგორც უპატიებელი ღვთისგმობა. არაბი წინასწარმეტყველის აზროვნებისთვის შეუძლებელი იყო ღვთიური სიყვარულის საიდუმლოს გაგება, რომელიც ღვთის ძე იესოში იქნა ხორცშესხმული, რათა ყველა მის მორწმუნეს მიეღო სულიწმიდა. (სურა მონანიება 9:29).

ასე, რომ მინარეთიდან მოწოდება გულისხმობს კატეგორიულ უკუგდებას მამა ღმერთის, ძისა და სულიწმიდის. მუსულმანების მოწმობას მოაქვს, ქრისტესა და მისი სულისადმი წინააღმდეგობა და ამითი ყველა ჰუმანურ ადამიანს განათლების ოცნებას უჭრიან. ალაჰი სილამში ვერანაირად ვერ იქნება იესო ქრისტეს მამა. მოწოდება მინარეთიდან - არის ათასგზის თავდასხმა ქრისტიანულ რწმენაზე! და სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ მცირედს ესმის.

2.04 -- მუჰამედი - ალაჰის წარმოგზავნილი

მუეზინები აღიარებენ არა მარტო ალაჰის რწმენას, არამედ მუჰამედსაც, რომელიც მუსულმანური აღიარების მიხედვით არის წინასწამატყველი და ალაჰის წარმოგზავნილი. თავდაპირველად მუჰამედი აღიქვამდა თავს მაუწყებლად ან ადამიანების გამაფრთხილებლად მომავალ სასამართლოზე (სურა ქუხილი 13:7; ბაღი 38:4,65; კაფ 50:2). ის მოწმობდა თავის მოწაფეებთან იმის შესახებ, რომ ისლამის კანონები (შარიათი) მათთვის - ერთადერთი გადარჩენის გზაა სასამართლოსგან. მუჰამედი თავს არასდროს უწოდებდა მხსნელს, გამომსყიდველს ან შუამავალს. ის თავს მხოლოდ წარმოგზავნილად ან ალაჰის წარმომადგენლად აღიქვამდა, რომელიც კანონის ხელკეტით ცდილობდა ყველა მუსულმანის სამოთხეში შეყრას. (სურა გახსნილი წიგნი 1:6; მაგიდა 5:48; მუხლმოყრილი 45:18).

მუჰამედი სთხოვდა თავის მიმდევრებს არა მხოლოდ რწმენას, არამედ უყოყმანო მოსმენასა და მორჩილებას (სურა ქალების 4:59, 150-152; წინაღობები 7:158; მუჰამედის 47:33; ტახები 49:14; რკინა 57:28). ბევრ იდეალისტს ჰგონია, რომ ისლამი მხოლოდ ალაჰისადმი რწმენას ასწავლის, მაგრამ ეს არასწორია. ყურანი ასევე ითხოვს მუჰამედის სრულ მორჩილებას. ყველა მუსულმანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობთა მათი წინასწარმეტყველი. უნდა ლაპარაკობდეს ისე, როგორც ის. უნდა გახდეს მუჰამედი. მუჰამედის ცხოვრების წესი არის შარიათის მეორე წყარო, რადგანაც მუჰამედი არის თავისი რელიგიის სტანდარტი და მიზანი. ისლამი არ არის იმ სიტყვის მნიშვნელობით რელიგია, როგორც ეს ევროპელებს ესმით. ისლამი - ეს იდეოლოგიაა, რომელშიც შედის რელიგია, პოლიტიკა, თაყვანისცემა, წმინდა ომი, რწმენა, კანონი და ყოველივე ეს შეადგენს ერთ მთლიანობას. ისლამის მიზნად რჩება რელიგიური სახელმწიფო (სურა ძროხა 2:193; ნადავლი 8:39; ოთახები 49:14). კანონისთვის საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო ისლამის სახელმწიფოსთვის საჭიროა კანონი. აი რატომ უნდა იყოს რელიგია და პოლიტიკა ერთი. მუჰამედი საკუთარ ტავს აღიქვამდა, როგორც წინასწარმეტყველს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს. მოსე მისთვის მიბაძვის მაგალითი იყო.

რელიგიურ - პოლიტიკური ორგანიზაციის (მუსულმანი ძმების) დამაარსებელი ხასან ალ-ბანა ეგვიპტეში ასწავლიდა, რომ კარგი მუსულმანობისთვის არ არის საკმარისი ლოცვა, მარხვა და რელიგიური გადასახადების გადახდა. მუსულმანის რწმენა აღწევს სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ, თუ სახელმწიფოში, რომელშიც ის ცხოვრობს დამტკიცებულია შარიათის კანონი. სხვა დანარჩები რელიგიური საქმეები - მხოლოდ სამზადისია ჭეშმარიტი ისლამისთვის. აი რატომ არის მუჰამედის რწმენა რელიგიური სახელმწიფოს შექმნა.

2.05 -- იჩქარეთ ლოცვა!

მუსულმანი დღეში ათჯერ ისმენს ტაძრის მსახურისგან ამ სიტყვებს და ის არ მოუწოდებს მორწმუნეებს ჩუმი ლოცვისკენ, არამედ ხუთი მსახურებისკენ მეჩეთში. ის ვინც მეჩეთში ვერ მიდის აუცილებლად ლოცვას სახლიდან ასრულებს, თუნდაც თვითმფრინავიდან ან საჯარო ადგილიდან. რადგანაც ალაჰის თაყვანისცემა კანონია და ყველა მუსულმანისთვის აუცილებელი. და ყველა წესი უნდა შესრულდეს არაბულ ენაზე.

ყველა ლოცვის წინ ხდება განწმენდა დადგენილი წესით (სურა მაგიდა 5:6). მუჰამედ ჰამიდულა თავის წიგნში ,,ისლამის საწყისები“ აღწერს შემდეგი გზით განწმენდის წესს: ,,ჯერ აუცილებელია სხეულის განწმენდა შემდეგ კი ამ სიტყვების წარმოთქმისას ,,ბისმილაჰირახმანირაჰიმ“ უნდა განიბანოს ხელები მტევნამდე, გამოივლოს პირში წყალი და გაიხეხოს კბილები, გამოირეცხოს ცხვირი, მოიბანოს პირი შუბლიდან ნიკაპამდე და მარცხენა ყურიდან მარჯვენა ყურამდე, ჯერ დაიბანოს მარჯვენა ხელი შემდეგ მარცხენა იდაყვამდე, სველი ხელები გადაისვას თავზე, ასევე სხველი ხელებით ამოიწმინდოს ყური (ზოგიერთი განშტოებებისთვის აუცილებელია კისრიც განწმენდაც) და ბოლოს დაიბანოს მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ფეხი კოჭამდე. ყველა ეს წესი გამშრალებამდე ტარდება სამჯერ, მაგრამ თუ არ არის საკმარისი წყალი, შეიძლება ერთხელაც“. ამ ყველაფრის შესრულებისას თუ თანმიმდევრობა არ არის დაცული, ლოცვა არ არის მიღებული. იმ პირობებში თუ წყალი საერთოდ არ არის ნებადართულია სახის და ხელების ქვიშით ან ქვებით გაწმენდა, რითიც ხდება საკუთარი სურვილის გამოხატვა. განწმენდის შემდეგ ლოცვის შესრულებამდე მუსულმანის სხეულიდან არ უნდა გამოვიდეს არაფერი, გარდა სუნთქვისა და სიტყვისა. სხვა შემტხვევაში ღვთისმსახურება შეუსრულებლად ითვლება.

მუსულმანებმა იცია, რომ ვერ მივლენ ალაჰთან ისეთები, როგორებიც არიან. ჯერ უნდა განიწმინდონ თავიდან ფეხებამდე და ისე წარსდგნენ. ისლამში არ არსებობს გონების განახლების ან გულის განწმენდის მცნება. ამიტომაც ყოველდღიური განწმენდა ლოცვამდე არის ერთ-ერთი გარეგანი და ზედაპირული მოქმედება, რომელიც არ წარმოშობს ღრმა მონანიებას, ხასიათის ცვლილებას ან ნების განწმენდას.

5 ფორმალური ლოცვა, რომელიც სრულდება მუსულმანის მიერ ყოველდღიურად არ შეიცავს ღმერთთან ურთიერთობის პირად ფაქტებს. ეს უბრალოდ დაწერილი ლიტურგიის შესრულებაა, რომლის დანიშნულებაცაა ალაჰის განდიდება და მისი ძალაუფლებისთვის თავის მიცემა. ამ წესში აბსოლუტურად არ არის ცოდვების აღიარება ან გაჭირვებულზე შუამდგომლობა.

მეჩეთში ღვთისმსახურებისას მუსულმანები ჯერ ერთ მწკრივად დგებიან და ყველა თავისი აზრის კონცენტრირებას ახდენს იამზე, თუ რას ამბობს და აკეთებს. როდესაც ლოცვა იწყება ისინი აღიარებენ, რომ ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ ამის შემდეგ ისინი ჩუმად იმეორებენ ,,ალ-ფატიჰუ“ (სურა გახსნილი წიგნი) - ისლამის მტავარ ლოცვას. (გახნილი წიგნის 1:1-6) ან ერთგულების სურა - ალ-იხლას (სურა განწმენდა 112:1-4). ყველა ეს სურა შეიცავს სამების პირდაპირ უარყოფას.

ასეთი ლოცვების დასრულების შემდეგ ისინი ხმამაღლა ამბობენ ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ და მოდრეკილები იმეორებენ ,,დიდება ჩემს ყოვლისშემძლე უფალს!“

შემდეგ ისინი დგებიან და ამბობენ ,,ალაჰი მოუსმენს მათ, ვინც აღამაღლებს მას“ რის შემდეგაც იმეორებენ ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ და შემდეგ დგებიან ისევ მუხლებზე მიწამდე იხრებიან ისე, რომ მათი შუბლი შეეხოს მიწას (სურა ღამის გადატანა 17:107; ხაჯ 22:77; გამარჯვება 48:29). და ყველა ამბობს სამჯერ: ,,დიდება ჩემს უფალს, უმაღლესს“

რჩებიან რა მუხლებზე ისევ, წელში სწორდებიან და აღიარებენ ,,ალაჰი ყველაზე დიდია“

ამის შემდეგ მეორეჯერ იხრებიან მიწისკენ და სამჯერ იმეორებენ მუსულმანურ სიტყვაობას ,,დიდება ჩემს უფალს, უმაღლესს“

დაამთავრებენ რა ლოცვის პირველ ციკლს, მუსულმანები დგებიან ფეხზე და იწყებენ მომდევნო ციკლს სიტყვებით ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ ყველა ციკლი გრძელდება ერთიდაიმავე სიტყვებისა და მოქმედებების განმეორებით.

მალიკიტიური დოქტრინის თანახმად, რომელსაც აფრიკაში მცხოვრები მუსულმანები მისდევენ და რომელშიც ეს ლიტურგიული ლოცვა გარიჟრაჟზე 2-ჯერ ითქმის, შუადღეს 4-ჯერ, ასევე 4-ჯერ შუადღის შემდეგ, 3-ჯერ მზის ჩასვლის დროს და 4-ჯერ ღამე. ანუ ეს ლოცვა 17-ჯერ სრულდება.

ლოცვლის ბოლოში მუსულმანი აღიარებს თავისი რწმენის სიმბოლოს გაფართოებული ფორმით და უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობასა და სულიწმიდას. ბოლოს ყველა მლოცველი მისგან მარჯვნივ მჯდომს ეუბნება ალაჰის მშვიდობა გქონდეს.

ამგვარად დღის განმავლობაში მუსულმანი 100-ჯერ ამბობს სიტყვებს ,,დიდება ჩემს უფალს, ყოვლისშემძლეს!“ 68-ჯერ აღიარებს ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ 51-ჯერ იმეორებს ,,ქება ჩემს უფალს, უმაღლესს“ 17-ჯერ ადასტურებენ ,,ალაჰი მათ მოუსმენს, ვინც აქებს მას“ 5-ჯერ აღიარებენ ისლამის სიმბოლოს და იწყებენ მუსულმანებთან მშვიდობის მისალმების გაგრძელებას. აქ ჩანს ისლამური განათლების პრინციპი: ხშირი განმეორება აერთიანებს ადამიანებს და შედის ღრმად მათ ქვეცნობიერში! რაციონალური აზროვნება და განმარტოებული ლოცვა არცთუ ისე ხშირად არის ნაქები. ნაცვლად ამისა აქცენტი კეთდება უბრალო ლიტურგიაზე. რომლის მეშვეობითაც გაუნათლებელი ადამიანები იმეორებენ ალაჰის სახელს და განადიდებენ მას.

ალაჰის თაყვანისცემა აღწევს მწვერვალებს, როდესაც ისინი შუბლით ეხებიან მიწას. 5-ჯერად ლოცვაზე ისინი 34-ჯერ დღეში ახორციელებენ თაყვანისცემას ალაჰისადმი. ამ ყველაფრის მიზეზია მთელი შენი ცხოვრების შემომქმედისთვის მიტანას.

თუმცა ალაჰი ისლამში არ არის იესო ქრისტეს მამა ის სხვა ღვთაებაა, რომელიც განსხვავდება მამის, ძის და სულიწმიდისგან და მაშინ როდესაც მუსულმანები თავს უძღვნიან ალაჰს, ისინი თავს აძლევენ მას, სულს, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეს. და ამ სულით შეპყრობილები რჩებიან. სწორედ ამაში მდგომარეობს კოლექტიური მონობის შეპყრობა. მათი ყოველდღიური ლოცვა ამტკიცებს მათი ყურანის მიერ მონობას.

2.06 -- ესწრაფეთ წარმატებას!

დღეში 9-ჯერ ტაძრიდან მოწოდებისას ისმის მუსულმანური იმედის სიტყვები, რომლებიც ასე ჟღერს: ,,ვინც ლოცულობს, ის წარმატებულია“ ეს იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეები დედამიწაზე პირველრიგში იქნებიან კურთხეულები, ჯანმრთელობით, გამოცდების კარგად ჩაბარებით, სამსახურის კარგი შედეგებით, ბიზნესის წარმატებებით, უხვი მოსავლით, იღბლიანი მოგზაურობით, სიყვარულში ბედნიერებით, მრავალი შვილის ყოლით, პოლიტიკაში წარმატებით და ეგრედწოდებულ წმინდა ომში. ყველა ეს მიწიური სურვილი მუსულმანებისთვის მდგომარეობს მოწოდებაში ,,ისწრაფეთ ლოცვისკენ - ისწრაფეთ წარმატებისკენ“

რაც ეხება იქითა ცხოვრებას, ეს ლოცვა გულისხმობს ცოდვების მონანიებისკენ მოწოდებას ალაჰის რეგულარული თაყვანისცემის ხარჯზე. თაყვანისცემის კიდევ ერთი მიზანი არის, ისლამის თვალსაჩინო გავრცელება. უფრო მეტიც ასეთ ლოცვაში არის სულების მანიპულირების მისწრაფება საკუთარი მიზნებისთვის, ასევე კონკრეტული წყევლა მტრებზე (სურა იმრანის ოჯახი 3:61). მლოცველი იმედოვნებს საკუთარი მიძღვნილობით, დაიმსახუროს უფრო მსუბუქი სასჯელი სამსჯავრო დღეს და განთავისუფლებას სამუდამო ცეცხლისგან (სურა მარიამი 19:32), ასევე იმედოვნებს მიიღოს უფლება სიხარუზე და სამოთხის ბაღით დატკბობაზე (სურა მონანიება 9:111).

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ისლამი დაფუძნებულია სწავლებაზე, რომელიც გულისხმობს საქმეებით გამართლებათ. ისლამში გადარჩენა არ ხდება მადლის მეშვეობით, არამედ ეს არის ჯილდო რელიგიური მიღწევებისთვის. მუსულმანებს სწამთ, რომ მათი კეთილი საქმეები გადაწონიან ბობორტს (სურა ჰუდ 11:114), მათ სწამთ, რომ გამართლდებიან საკუთარი თაყვანისცემით ალაჰისადმი (სურა მაგიდა 5:12; ანგელოზები 35:29-30), ისინი მარხულობენ რამაზანის თვეში, იხდიან რელიგიურ გადასახადებს და იღებენ მოწყალებას იმედოვნებენ რა, რომ გამოისყიდიან ამითი საკუთარ თავებს. მუსულმანისთვის ლოცვა - ალაჰთან გარიგებაა, რომელიც ნებისმიერ კომპიუტერზე უფრო სწრაფად ითვლის და იწერს მიძღვნილობის რიცხვსა და ხარისხს და წონის მათ თავის ცოდვასთან შედარებით (სურა ქალები 4:6,86; საქონელი 6:62; სინათლე 24:39). ხუთი ლოცვა არ სრულდება სულის წყურვილის მიხედვით ან საკუთარი ნებით: ეს არის ვალდებულება, ვალი და კანონი. ყველა ლოცვის დრო მკაფიოდ არის დადგენილი და ლიტურგიაც დამტკიცებული. ყველა მუსულმანმა უნდა მიიღოს ეს შარიათის მოთხოვნები. ითვლება, რომ ადამიანს შეუძლია გადაურჩეს ალაჰის სასამართლოს კანონის ზუსტი დაცვით და შესრულებით. ისლამი - არის რელიგია, რომელიც დაფუძნებულია კანონზე და არა მხსნელის მადლზე. (სურა მაგიდა 5:9; ხადჯი 22:50; ობობა 29:7; სონმი 33:35).

ამაში მდგომარეობს ისლამის უდიდესი შეცდომა, როგორც ლოცვის წინ სხეულის განწმენდის წესი შეიძლება იყოს, მხოლოდ სხეულის განწმენდა და არა გულის, ასევეა, ისლამში ლოცვა არ გვაძევს სრულ გადარჩენას. მუსულმანი არ აღიარებს საკუთარ ცოდვას, რადგან ვერ შეიცნო წმინდა ღმერთის სიყვარული. ის ვარაუდით დადის სიბნელეში, რადგან არ დადის ბიბლიის შუქზე. ის საკმაოდ კარგ პიროვნებად მიიჩნევს თავს და სწამს, რომ შეუძლია გადაურჩეს ალაჰის სასამართლოს. ის არ აღიარებს, რომ არის ცოდვაში და რომ ყველა მისი საქციელი დალაქავებულია. (დაბადება 6:5, 8:21; ფსალმუნი 50:1-7) ის უარყოფს საკუთარ მხსნელ იესო ქრისტეს და უარს ამბობს მიიღოს მისი გადარჩენა, რომელიც მიეცა მამისგან თავისუფალი მადლის საფუძველზე. მუსულმანი ვერ გაიგებს მოციქული პავლეს ქებას, რომელიც წერია წერილში:

კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა,
რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი
კურთხევით ზეცაში

(ეფესელთა 1:3)

ქრისტიანები არ ლოცულობენ იმისთვის, რომ გადარჩნენ ან მოიპოვონ წარმატება დედამიწაზე; ისინი მადლობას უხდიან მამას ზეცისთვის და რომ მან უკვე გადაარჩინა თავისი ძე იესო ქრისტე. ღვთის ძის გამომსყიდველი სიკვდილი ჯვარზე, უფრო დიდი ზეციერი კარები გახსნა მისი თაყვანისცემისთვის და მისი მოწინააღმდეგეებისთვის (საქმეები 2:17-21; ) ჩვენი ლოცვების მიზანი - ღმერთს მივუძღვნათ მადლიერება იმისთვის, რომ გადაგვარჩინა და სულიწმიდა ჩაღვარა ჩვენს გულებში. ჩვენ თაყვანსვცემთ ღმერთს არა იმიტომ, რომ შეგვიწყალა, და ვაქებთ მას იმისთვის, რომ გაგვამართლა და გაგვაცოცხლა სულიწმიდით. ჩვენ ვლოცულობთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება იყოს მისი არაჩვეულებრივი მადლის ქება (ეფესელთა 1:13-14).

2.07 -- ალაჰი ყველაზე დიდია

ლოცვის ბოლოს კი ტაძრის მსახური კიდევ 2-ჯერ ახსენებს ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ საბოლოო ჯამში დღეში 98-ჯერ დიდდება ალაჰი ლოცვითი ტაძრებიდან და მეჩეთებიდან.

ალაჰის თაყვანისცემამ შეიძლება მიგვიყვანოს ნათესაობრივი კავშირის გაწყვეტასთან, თუ ზოგიერთი ოჯახის წევრი უარს ამბობს ისლამის მიღებაზე. პარტიზანები ,,ხესბოლები“ ამბობენ, რომ ალაჰის სულის განსაკუთრებული წილი ხვდათ, რადგანაც მუსულმანური კრებული შეუერთეს ურწმუნო ნათესავებს და თუკი ეს ნათესავები დაჟინებით დაიწყებენ ამ რწმენის წინააღმდეგ სვლას, პარტიზანები ვალდებულები იქნებიან დატოვონ ან თავს დაესხან მათ. (სურა ჩხუბი 58:22)

ა) ალაჰი ყველაზე დიდად ითვლება, ვიდრე ნებისმიერი ლიბერალური მუსულმანური სახელმწიფო, რომელსაც არ სურს შარიათის კანონის სახელმწიფოში სრულად დამკვიდრება. ის მსახური ტაძრიდან მოუწოდებს მუსულმანებს, რომ აღდგნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არ აღიარებს შარიათს. არამუსულმანურ სახელმწიფოში მორწმუნეებმა უნდა გაწმინდონ საზოგადოება ალაჰის სახელით, რათა შემდგომ ამ საზოგადოებაში შევიდნენ.

ბ) ასევე ალაჰი ყველაზე დიდად ითვლება, ვიდრე შიშები და მერყეობა, რომელიც აწუხებს მუსულმანთა უმეტესობას, როდესაც ფიქრობენ მუსულმანების მტრებთან შეხვედრაზე. მუსულმანებს ჰპირდებიან ანგელოზების დახმარებას ომების დროს. მათ მოუწოდებენ, რომ სჯეროდეთ მუსულმანური უმცირესობის გამარჯვების მტერთან. ისინი კი არ დაამარცხებენ ისლამის მტრებს, არამედ თავად ალაჰი იბრძოლებს მათთან და გაანადგურებს მათ (სურა ნადავლი 8:17). ეს მუხლი არის საშინელი და განზრახ დაწყებული ღმერთის მსახურებაში ძალადობის აქტი და ამავდროულად კარებს უღებს ტერორიზმს.

გ) ალაჰი ყველაზე დიდად ითვლება, ვიდრე კერპთაყვანისმცემელნი, ურწმუნოები, ნელთბილი მორწმუნეები, იუდეველები და ქრისტიანები. მსახური ტაძრიდან მოუწოდებს ყველას, რომ მიიღონ ყოველდღიურ ლოცვებში მონაწილეობა. მიწიური თაყვაანისცემა მათი მიმართვის გარეგანი კანონი გახდა. ხოლო მათ ვინც უარყოფს მუსულმანობის მიღებას, ყურანი ჰპირდება უმმოწყალო ომს. (სურა ძროხა 2:191-193; ნადავლი 8:60; მონანიება 9:5, 12-14, 29). თუმცა მორჩილ იუდეველებსა და ქრისტიანებს აქვთ პრივილეგია- მათ შეუძლიათ იცხოვრონ მუსულმანურ სახელმწიფოში, როგორც ყველაზე დაბალმა ფენამ.

დ). ალაჰი ითვლება ყველაზე დიდად, ვიდრე სხვა ღვთაებები. ალაჰის ძალაუფლება დედამიწაზე უკამათოა. ორი მისიონერული დავალებაა ყურანში, რომელიც მუსულმანს სთხოვს შეიარაღებულად იძალადოს იქამდე, სანამ არ შეწყდება ალაჰისადმი მორჩილების გამოცდა და ეს არ განევრცობა მთელს დედამიწაზე (სურა ძროხა 2:193; ნადავლი 8:39).

ისინი ვინც ხელს უშლიან ისლამის გავრცელებას, ამ დედამიწაზეც დაიტანჯებიან და იმ ქვეყნადაც (სურა ძროხა 2:7; მონანიება 9:101; სონმი 33:57; მუხლმოდრეკა 45:9; ჩხუბი 58:5, 16). ინდონეზიაში ათეულობით მუსულმანი ყვიროდა ,,ალაჰი ყველაზე დიდია“ იქამდე სანამ გააუპატიურებდნენ ახალგაზრდა ჩინელ ქრისტიანებს და ამავდროულად სჯიდნენ ისლამის შეწინააღმდეგებისთვის. სადამ ჰუსეინი იდგა ტყვიაგაუმტარ ზედაში და წინასწარმეტყველებდა ალაჰის გამარჯვებას ამერიკასა და ინგლისზე. მის ზურგს უკან არაფერი იყო გარდა დროშისა წარწერით ალაჰი ყველაზე დიდია. სადამ ჰუსეინი და ბენ ლადენი ფიქრობდნენ, რომ ემსახურებოდნენ ალაჰს, როდესაც იყენებდნენ მასიური დამარცხების იარაღს.

ე). ალაჰი იმაზე დიდია ვიდრე ისლამი? მუსულმანური რწმენის შემოკლებული ფორმულა თავისთავში საფრთხეს ატარებს.სუფიები (მუსულმანი მისტიკოსები), თავიანთ წრეში ცდილობენ განიცადონ უფრო ცოცხალი, პირადი თაყვანისცემა, ვიდრე შარიათის მკაცრი დადგენილებანი და ერთფეროვანი ლიტურგია მეჩეთში. სუფიებისთვის ალაჰი კანონზე მაღლა დგას. ზოგოერთი მათგანი იმასაც კი ცდილობს, რომ მედიტაციების მეშვეობით შევიდეს ალაჰთან ურთიერთობაში, შევიდნენ მასში ან მიაღწიონ იმ სულიერ სფეროს, რომელიც არის ზე. ალაჰის ტრადიციულ გაგებას ისინი გარსს უწოდებენ. რისი მეშვეობითაც ცდილობენ შიგნით შეღწევას და ვერ ამჩნევენ, რომ ამ პროცესში ისინი შეპყრობილები ხდებიან (სურა იმრანის ოჯახი 3:7-23; აგიდა 5:59; შუქი 24:35-36)

ვ). ალაჰი იმაზე დიდია ვიდრე თავად არის? ალაჰი ყურანში საკუთარ თავს უწოდებს ამაყს და ამაღლებულს (სურა კრება 59:23). ტაძრის მლოცველების მოწოდება გულისხმობს, რომ ალაჰი მხოლოდ დიდი კი არა, არამედ მისი სიდიდე სულ უფრო ვრცედება, მაგრამ ამაში მდგომარეობდა ეშმაკის სიამაყის სული, და ნუთუ არ მიიყვანს ეს ცოდვა თავად სატანას უდიდეს დაცემამდე, რომელშიც მრავალს გაიყოლებს?

იესო - სულაც არ არის ასეთი მან საკუთარი თავი დაიმდაბლა და გაჩნდა ბაგაში (ლუკა 2:9-12), მან მონის მსგავსება მიიღო და მოგვიწოდა ჩვენ, რომ: ისწავლეთ ჩემგან, რადგან გულით თავმდაბალი და მშვიდი ვარ (მათე 11:29). იესო ძალიან მიეჩვია, რომ მას ლანძღავდნენ, მას აფურთხებდნენ, დასცინოდნენ, აწამებდნენ და ბოლოს კი ჩვენს გამო ჯვარზე გაეკრა. (ესაია 53:3-12; მათე 26:66-67; ლუკა 22:63-65) და იმიტომაც, რომ საკუთარი თავი დაიმდაბლა ღმერთმა: ,, მიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ; და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.“ (ფილიპელთა 2:6-11).

ქრისტეს თავმდაბლობა და თვინიერება ანთავისუფლებს მის მიმდევრებს სატანის სიამაყისგან და ასწავლის მათ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი კი არ ყოყოჩობს არამედ პირიქით სავსეა თვინიერებით. ქრისტეს ჯვარი გვანთავისუფლებს გამუდმებული თავის მართლებისგან და ხსნის ჩვენს წინაშე კარს, რომელსაც ცხოვრებაში მადლით შევყავართ. იესო ქრისტეს თვინიერება გვიჩვენებს, რომ მისი სულის სიყვარულში ურთიერთობა მეტად ძლიერია თანამედროვე ჯარზე სადაც ამდენი ღალატი და ძალადობაა (მათე 5:44; 26:-52). ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტე თავად არის პასუხი მინარეთიდან მოწოდებაზე. მან შეცვალა ჩვენი ლოცვები და აღარ ვლოცულობთ შიშში, მოსამართლე ღმერთის წინაშე, არამედ ვლოცულობთ ქებაშში და თაყვანს ვცემთ წმინდა სამებას.

2.08 -- ზარებით მოწოდება

მუსულმანებზე ბევრად ადრე ქრისტიანებს ჰქონდათ თავიანთი მოწოდება ლოცვისა და ფიქრისკენ. ბევრ ქრისტიანულ ტაძარში არის ზარი 2-3 ან უფრო მეტი ზარებით. ზარების რეკვა მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული მესიჯია.

სამგლოვიარო ზარი ჟღერს როდესაც ვინმე ეკლესიის კრებულის წევრი გარდაიცვლება. ეს ზარი გვახსენებს მოსეს ლოცვას: ,, ვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.“ (ფსალმუნი 89:12). ის ასევე აღძრავს ჩვენში მონანიებას, გულის შეცვლას, ღმერთთან სახლში დაბრუნებას, სამგლოვიარო ზარს ჩვენს გულამდე და ყურებამდე მოაქვს შემდეგი მოწოდება: დაბრუნდით ღმერთთან! მოახლოებულია ცათა სამეფო (მათე 4:17).

ჯვარცმის ზარი ისმის მრავალ ადგილებში დილის 9 საათზე, (ეს ის დროა როცა ქრისტე ჯვარს აცვეს - მარკოზი 15:25; იოანე 19:14). 11 საათზე (დრო როდესაც ჩამობნელდა - მათე 27:45) და 3 საათზე (როდესაც ქრისტე მოკვდა - მარკოზი 15:34). ეს ზარი გვახსენებს, რომ ჩვენ საკუთარი ცოდვებით ჯვარს ვაცვით უფალი, ამასთანავე კი ეს ზარი იესო ქრისტეს გამარჯვებას ზეიმობს.მან ღმერთის რისხვაზე გაიმარჯვა, გაიმარჯვა სატანის ბრალდებაზე და ცოდვის ძალაუფლებაზე, რათა ჩვენ მადლით მივიღოთ მის მიერ აღსრულებული ჩვენთვის გამართლება, სიხარულითა და მადლიერებით (იოანე 19:30; ებრაელთა 10:14).

ლოცვის ზარი ისმის გარიჟრაჟზე, შუადღის და საღამოთი. ის მოგვიწოდებს მადლიერებისჯენ, მონანიებისკენ, პატიებისკენ, შუამდგომლობისკენ, აღიარებისა და რწმენისკენ, რათა მთელი თვის განმავლობაში გაცნობიერებულად ვიცხოვროთ ჩვენი მამისა და ღმერთის თანდასწრებაში. ეს ზარი, რომელიც ისმის 12 საათზე, ზოგოერთ კრებულებში მოიხსენიება როგორც წინააღმდეგობის ძალა, რადგანაც ის ყველა ქრისტიანს მოუწოდებს წინ აღუდგნენ საცდურებს, რომელიც მოდის ანტიქრისტესგან, ლოცვით, ღმერთის სიტყვით, ასევე მშვიდობითა და მორწმუნეების შეთანხმებით (1 იოანე 2:22-25; 4:1-5).

გარდა ამისა მრავალ ეკლესიას აქვს, ნათლობის ზარი, რომელიც ხმამაღლა და სიხარულით აუწყებს ბავშვის ან ზდასრულის მონათვლის შესახებ. რწმენისა და ნათლობის ემშვეობით ხომ იწყება ჩვენში ღმერთის საუკუნო ძალის დამკვიდრება (მათე 16:16; 28:19; იოანე 3:3,5,16). დიდ ეკლესიებში ,,დომინიკას“ ზარიც არის. ის რეკს კვირაობით და ახსენებს მორწმუნეებს, კვირა დღეს შეკრების შესახებ და სიკვდილზე ზეიმს. ამავდროულად ეს ზარი მოწმობს საუკუნო სიცოცხლის საუკუნო იმედზე, ქრისტეს მიმდევრებისთვის. (1 პეტრე 1:3-7).

ზოგ ეკლესიაში არის ასევე ზარის სახელწოდებით ,,გლორიოზა“ და ,,მარიამის დიდება“. ამ ზარს რეკენ დღესასწაულებზე და მისი ხმაურიანი ჟღერადობა აუწყებს და აღძრავს ყველას მამის ძისა და სულიწმიდის ქებისკენ, მორწმუნეების გამოსყიდვისთვის (ლუკა 2:14; გამოცხადება 7:9-12).

კვირის მტავარი მსახურების წინ ყველა ზარი (გლორიოზას გარდა) რეკს ერთნაირად, მოუწოდებს მონანიებისა და მადლისკენ, ლოცვასა და თაყვანისცემისკენ, ღმერთის ერთგულებაზე დაყრდნობისკენ და მისი საუკუნო მშვიდობის მიღებისკენ.

ყურადღებიანი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ზარების რეკვა გვეძახის სამების თანდასწრებაში დღეში 7-ჯერ: დილის ზარი გარიჟრაჟზე, ზარი 9-ზე, 11-ზე, 12-ზე დღის 3 საათზე, საღამოსა და ღამეზე.

ერთი ნათელია: ზარები არ მოგვიწოდებენ კანონის დაცვისკენ, რათა ჩვენი ძალებით მივაღწიოთ გამართლებას და არც თეოკრატიის დამტკიცებისთვის გვიწოდებს წმინდა ომში. ამის ნაცვლად ეს ყველაფერი ემსახურება მამის, ძის და სულიწმიდის დიდებას - ერთიან ღმერთს წმინდა სამებაში . (ეფესელთა 2:4-10)

რა აზრებს გიჩენს ზარების რეკვა? ერთნი იგებენ მას, როგორც გაფრთხილება ან ჩუმი ლოცვისკენ აღძვრა, სხვები იწყებენ შუამდგომლობას, თავიანთ მეზობლებზე, მესამენი იხსენებენ უცხოელ და მუსულმან გადმოსახლებულ ჩვენს ქვეყანაში ან თუნდაც ადგილობრივ ხალხს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ზარები შეწყვეტენ რეკვას, როდესაც ოდესღაც ეს მოხდა საბჭოთა ჯავშირის წლებში, მაშინ მრავალი იგრძნობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაკლია, რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი.

2.09 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!
თუ შენ ყურადღებით შეისწავლე ეს ბროშურა, მაშინ მარტივად შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ შენ ამ სერიის სხვადასხვა ბროშურების 90%-ს უპასუხებ სწორად, მაშინ ჩვენი ცენტრი გადმოგცემთ

გაღრმავებულ სწავლებებს,
მუსულმანობასა და ქრისტიანობას შორის განსხვავებებზე

თქვენი ქრისტიანული მსახურებისთვის დასახმარებლად. სასურველია, რომ თქვენს პასუხებში მიუთითოთ ადგილები ყურანიდანაც.

  1. დაწერე ქართულად არაბული ტექსტის თარგმანი, რომელიც ისმის მინარეთიდან?
  2. რას ნიშნავს მოწოდება ,,ალაჰ აკბარ“, რომელიც მთელს ქმნილებას ეხება?
  3. სადამდეა ალაჰი ყველაზე დიდი, ვიდრე სხვა სულები ან სულიწმიდა?
  4. სადამდეა ალაჰი ყველაზე დიდი, ვიდრე ყოველი აზრი მასზე? რითია სავსე ისლამში ღმერთის შესაცნობად, ასეთი წარმოდგენა მასზე?
  5. რითი ასაბუთებს ყურანი, რომ ალაჰი ყველაზე დიდია, ვიდრე ქრისტე ან მისი რწმენა?
  6. რატომ იბრძვიან მუსულმანები ფანატიკურად ტავისი რწმენისთვის და ამტკიცებენ, არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ალაჰისა?
  7. რატომ უნდა სწამდეს მუსულმანს მუჰამედის და ემორჩილებოდეს მას?
  8. რას ნიშნავს მოწოდება იჩქარეთ ლოცვისკენ?
  9. რატომ უნდა შეასრულოს მუსულმანმა ლოცვამდე მკაფიოდ დადგენილი განბანის წესები?
  10. ლიტურგიის მიხედვით რამდენად ხშირად უნდა ილოცოს მუსულმანმა?
  11. რა აზრი დევს იმაში, რომ მუსულმანმა დღეში 100-ზე მეტჯერ უნდა გაიმეოროს ,,დიდება ჩემს უფალს, უმაღლესს“
  12. რამდენი თაყვანისცემა უნდა აღასრულოს მუსულმანმა ალაჰის წინაშე დღეში და რაში მდგომარეობს ამ თაყვანისცემის არსი?
  13. რატომ სჯერა მუსულმანს, რომ თუკი ის ლოცულობს, აუცილებლად მიიღებს წარმატებას თავის ცხოვრებაში და წმინდა ომში?
  14. რა განსხვავებაა ქრისტიანულ ლოცვასა და მუსულმანურ თაყვანისცემას შორის?
  15. რა ორი მოწოდება არის ალაჰის ყურანში სურა 2:193 და 8:39?
  16. რას ნიშნავს ქრისტიანულ ეკლესიებში სხვადასხვაგვარი ზარები?

ამ ტესტის ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვა წიგნი და დაუსვას კითხვები ნაცნობებს. ჩვენ ველოდებით თქვენს წერილობით პასუხებს. არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ელექტრონული წერილზე თქვენი სრული მისამართი. ჩვენ ვლოვულობთ თქვენთვის ცოცხალი უფალი იესოს წინაშე, რათა მოგიწოდოთ, წარგაგზავნოთ, გაგამყაროთ, დაგიცვათ და იყოს თქვენთან ყოველდღე სიცოცხლის ბოლომდე.

თქვენი წრფელი,
უფლის მსახურები

პასუხები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონულ მისამართზე:
info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 08, 2022, at 09:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)