Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- 03. Basic Differences -- 3 Cursed be those who confess: Christ is the son of God

This page in: -- Arabic? -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Indonesian -- Kirundi -- Portuguese? -- Russian -- Telugu

Previous booklet -- Next booklet

03. ძირითადი განსხვავებები ისლამსა და ქრისტიანობას შორის

3 - წყეულია ყველა, ვინც ამბობს, რომ ქრისტე არის ღმერთის ძე (სურა 9:30)

უფლის მსახურები

ისლამსა და ქრისტიანობას შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ მუსლიმები სასტიკად ეწინააღმდეგებიან ქრისტიანთა რწმენას, რომ ქრისტე არის ღვთის ძე. რატომ აკეთებენ ამას? რა უბიძგებს მათ ყურანში თავდასხმას ამ ცენტრალურ ქრისტიანულ რწმენის სტატიაზე? და რა მოჰყვება სულიერად ამ აგრესიულ თავდასხმას სამეული ღმერთის წინააღმდეგ?



3.01 -- წყეულია ყველა, ვინც ამბობს, რომ ქრისტე არის ღმერთის ძე (სურა 9:30)

უფლის მსახურები

და შეიცნობთ ჭეშმარიტებას
და
ჭეშმარიტება
გაგანთავისუფლებთ თქვენ.

(იოანე 8:32)

წყეულია ყველა, ვინც ამბობს, რომ ქრისტე არის ღმერთის ძე (სურა 9:30)

ყურანის კითხვისას შეუძლებელია არ გაოცდე. მონანიების სურა 9:30 ამბობს: ,,და თქვეს იუდეველებმა: ,,უზაირ (ესდრა) - ალაჰის შვილია“. და თქვეს ქრისტიანებმა: ,,მესია(ქრისტე) - ალაჰის შვილია“. ეს სიტყვები მათ ბაგეში ჰგავს მათ სიტყვებს, რომელთაც აქამდე არ სწამდათ. დაე მოკლას ისინი ალაჰმა, რა დონემდე არიან გახრწნილნი“

اوَقَالَتِ الْيَهُودُ عُزَيْرٌ ابْنُ اللَّهِ وَقَالَتِ النَّصَارَى الْمَسِيحُ ابْنُ اللَّهِ ذَلِكَ قَوْلُهُمْ بِأَفْوَاهِهِمْ يُضَاهِئُونَ قَوْلَ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَبْلُ قَاتَلَهُمُ اللَّهُ أَنَّى يُؤْفَكُونَ (سُورَةُ التَّوْبَةِ ٣٠:٩)ا

არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ იუდეველები არაბეთის ნახევარკუნძულზე მუჰამედის დროს თაყვანს სცემდნენ ეზდრას, როგორც ღმერთს. მათ ღრმად მიაგეს პატივი იმის გამო, რომ მან აღადგინა იუდეველბის ნაციონალური ერთიანობა. რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, მან კი მათთვის ახალი სახელმწიფო შექმნა იერუსალიმში. მუჰამედს იუდევლური სახელმწიფო ყოველთვის აღიზიანებდა.

ყურანი არანაკლებ კრიტიკულია მუსულმანების მიმართ. იესოს მოწაფეებს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონდათ, მათ სწამდათ სულიერი უფლის სამეფოსი და აღიარებდნენ იესოს, როგორც მხსნელს და ღვთიურ მეფეს. თავად ფაქტი, რომ მუჰამედი წყევლიდა ყველას, ვინც იესოს ღვთის ძეს უწოდებდა არის ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ იმ დროს არაბეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანები ცხოვრობდნენ რომელთაც სწამდათ ღმერთის ძის და მისი ზეციერი მამის არსებობა და საკუთარი რწმენის შესახებ ღიად ამოწმებდნენ. (სურა იმრანის ოჯახობა 3:61).

მუჰამედისთვის მიუღებელი იყო, რომ ხალხი ღმერთს ძეს აწერდა; ის თვლიდა, რომ ადამიანები რომლებიც მსაგავს შეხედულებას იზიარებდნენ უაზროდ იმეორებენ ძველ ტრადიციებს, გულით კი არ სჯეროდათ ამ ყველაფრის. მუჰამედი კი განხეთქილებაში იყო ასეთ ადამიანებთან და სწყევლიდა მათ:

დაე ალაჰმა დალაჰვროს (მოკლას) ისინი. (სიტყვა სიტყვით ეს ნიშნავს: დაე ალაჰი შეებრძოლოს მათ და მოკლას ისინი) (სურა) (სურა მონანიება 9:30).

اقَاتَلَهُمُ اللَّهُ (سُورَةُ التَّوْبَةِ ٣٠:٩)ا

რატომ უარყოფდა ალაჰი, რომ ღმერთს ჰყავდა ძე? რა აღძრავდა მუჰამედს, რომ ასე მტკიცედ უარყოფდა, იესოს ღმერთის ძეობას. მრავალ მიზეზს შორის გვმართებს გამოვყოთ 3 ძირითადი მიზეზი, რის გამოც ის ამას შეუძლებლად მიიჩნევდა.

  • მექა მუჰამედის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ითვლებოდა, მრავალ ღმერთიანობის ცენტრად. გადმოცემის თანახმად კააბას ტაძარში იყო 300 ღმერთი, სული, კერპი და სამსხვერპლო. მუჰამედი 4 თანამოაზრესთან ერთად (ვარაკა იბნ ნაუფალი, უბაიდალაჰ იბნ ჯაჰში, უსმან იბნ ხავარისი და ზაიდ იბნ ამრი), დაიწყო საუკეთესო რელიგიის ძებნა. მათ უარყვეს ალაჰის მეუღლის ალ-ლატის და მისი ქალიშვილების ალ-უზისა და მანატის რწმენა (სურა ვარსკვლავი 53:19-22). ამიტომაც ფიქრობდა მუჰამედი, რომ ღმერთის ძის რწმენა ძველ დროში დაბრუნებას ნიშნავდა.
  • ხუთი ჰიდჯაზის მომლოცველი იუდაიზმის ზეგავლენის გამო მიჰხვდა, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი: იაჰვე, უფალი (2 რჯული 4:6). მას ვერ ეყოლებოდა შვილი. გადამწყვეტი კითხვა, რომელიც მღვდელმთავარმა კაიაფამ დაუსვა იესოს და მისი უარყოფა, რომ ის - ღმერთის ძეა იყო აქტუალური იუდეველებს შორის არაბეთის ნახევარკუნძულზე (მათე 26:63-68). მუჰამედის არგუმენტები ქრისტიანების წინააღმდეგ აღებული იყო ჰიდჯაზეში მცხოვრები იუდეველი ქრისტიანების წინააღმდეგ აღმდგარი ხალხის სიტყვები. რომელმა არგუმენტებმაც შემდგომში დამახინჯებული ფორმა მიიღეს ყურანში.
  • მუჰამედი თავს თვლიდა ძველ აღთქმისეულ წინასწარმეტყველებს შორის ყველაზე ბოლო რგოლად. (სურა სონმი 33:40). და რწმენა იმისა , რომ იესო ღვთის ძეა, მის გონებაში ვერ ლაგდებოდა. მუჰამედს იესო, რომ ეღიარებინა უნდა დამორჩილებოდა მას, ეს კი მისთვის წარმოუდგენელი იყო, რამდენადაც ის საკუთარ თავს თვლიდაყველა წინასწარმეტყველის ბეჭდად და მწვერვალად. (სურა სონმი 33:40). მან მიიღო იესო, როგორც წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე დიდი, მაგრამ არასდროს უღიარებია ის, როგორც ღმერთის ძე.

ისლამი - ფოსტქრისტიანული რელიგიაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუჰამედმა ყველაფერი იცოდა იესო ქრისტეს შესახებ, მაგრამ უარყო მისი ღვთაებრიობა და ამიტომ ისლამი ჩამოყალიბდა, როგორც ანტიქრისტიანული მოძრაობა. 17 აიათი ყურანში მთლიანად უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ ღმერთს ჰყავდა ძე. ასევე კონკრეტულად უკუაგდებს ქრისტეს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ის - ღვთის ძეა. თუკი ამ აიათებს წავიკითხავთ კონტექსტში (სურა ძროხა 2:116; ქალები 4:171; საქონელი 6:101; იუნუსი 10:68; გამოქვაბული 18:4; მარიამი 19:35,88-92; წინასწარმეტყველები 21:26; მორწმუნეები 23:91; განსხვავებები 25:2; ბრბო 39:4; სამკაულები 43:81; ჯინები 72:3). შეგვიძლია მივიღოთ საერთო წარმოდგენა ისლამის მიერ ღმერთის ძის რწმენის უარყოფის სიღრმეები.

3.02 -- ქრისტიანები აუწყებენ მუჰამედს!

ყურანში 7 ადგილზე წერია, რომ ქრისტიანები ცდილობდნენ აეხსნათ მუჰამედისთვის, რომ ღმერთს ჰყავს ძე. ასეთ შემთხვევებში ხშირად გამოიყენება სიტყვა ,,უალიაბ“ (ბავშვი), რომელიც ფიზიკურ მემკვიდრეს, ბიოლოგიური გზით დაბადებულს ნიშნავს. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის გამოყენებული სიტყვა ,,იბნ“ (ძე), ანუ კანონიერი მემკვიდრე. ზოგჯერ ქრისტიანები მოუწოდებდნენ მუჰამედს, რომ მიეღო ქრისტეს ღვთაებრიობა, მისი სასწაულები, ატაცება და ისე დაჟინებით ცდილობდნენ მისთვის ამის ახსნა, რომ ის ან დასცინოდა მათ ან მწყობილებიდან გამოდიოდა. (სურა ძროხა 2:116; ქალები 4:171; იუნუსი 10:68; გამოქვაბული 18:4; მარიამი 19:30,35 და 88-92).

3.03 -- მუჰამედის წინააღმდეგობა იზრდება

თავს იცავდა რა მუჰამედი 7-ჯერ აღიარებდა ალაჰის უფლობას: ,,სუფხანაჰუ“ (ქება მას, ის არის ყველაზე დიდი, ყველაზე ქებული, ყველაფერზე ამაღლებული). ეს სიტყვები კი საუბრის გაგრძელებას შეუძლებელს ხდიდა. გამოდიოდა რა ღმერთის ძის მორწმუნეების წინააღმდეგ, მუჰამედი ალაჰის დიდებაზე საუბრობდა და ცდილობდა ამითი ისინი გაეჩუმებინა. ხოლო როდესაც ზოგიერთი მათგანი არ ჩუმდებოდა და როდესაც მოუწოდებდნენ მუჰამედს ამათუ იმ საკითხზე მსჯელობისკენ, ის სულ უფრო და უფრო ჯიუტი ხდებოდა და პასუხობდა ყველაფერზე ყურანიდან:

,,როგორ ეყოლებოდა მას შვილი, თუ არ ჰყავდა მას მეგობარი ქალი“ (სურა საქონელი 6:101).

اأَنَّى يَكُونُ لَهُ وَلَدٌ وَلَمْ تَكُنْ لَهُ صَاحِبَةٌ (سُورَةُ الأَنْعَامِ ١٠١:٧)ا

ეს პრიმიტიული ბუდისტური გაგება მყარდებოდა ერთი სექტის მიერ, რომელიც გავრცელებული იყო, არაბეთის ნახევარკუნძულზე და რომლის წევრებიც ამტკიცებდნენ, რომ სამება შედგება ალაჰისგან - მამა, მარიამისგან - ღმერთის დედა და მისი ძე იესოსგან (სურა მაგიდა 5:116). და თუმცა ყველა ქრისტიანული ეკლესია უარყოფს ასეთ სამებას და აღიარებენ მამის, ძის და სულიწმიდის სულიერ ერთობას, მუსულმანების უმეტესობას და ქრისტიანებს ახლო აღმოსავლეთში დღემდე ასეთი წარმოდგენა აქვთ ღმერთის დედაზე, რის გამოც აბრაამის ძეებთან დიალოგი არ არის მარტივი.

ამ პრიმიტიული წარმოდგენებისგან შეწუხებული მუჰამედი ამბობდა: ,,ალაჰს თავისთვის შვილები არ აუყვანია“ (ალაჰს არ ჰყავს ფიზიკურად დაბადებული შვილები)... ,,(,,უალიად“; სურა ღამეული გადაყვანა 17:111; განსხვავება 25:2; მორწმუნეები 23:91)“

اوَقُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي لَمْ يَتَّخِذْ وَلَداً ... (سُورَةُ الإِسْرَاءِ ١١١:١٧)ا

,,3 (ალაჰი) არ გაუჩენია და არც თავად დაბადებულა, 4 და არავინ იყო მისი მსგავსი“ (სურა განწმენდა 112:3-4).

ا٣ لَمْ يَلِدْ وَلَمْ يُولَدْ ٤ وَلَمْ يَكُنْ لَهُ كُفُواً أَحَدٌ (سُورَةُ الإِخْلاَصِ ١١٢: ٣-٤)ا

ყურანის ამ სურაში პირდაპირ ხდება სამების სწავლების უარყოფა და მას ეძახიან ერთგულების სურას და მუსულმანები გამუდმებით იმეორებენ თავიანთ 5 ლოცვაში.

სხვა ადგილებში ყურანი ამბობს:

,,.... ალაჰი ერთადერთი ღმერთია!....“ (ორი ღმერთი, რომ არსებობდეს, ეს ზეცის გადატრიალებამდე მიგვიყვანდა) (სურა ქალები 4:171; მორწმუნეები 23:91; ბრბო 39:4).

ا... إِنَّمَا اللَّهُ إِلَهٌ وَاحِدٌ ... (سُورَةُ النِّسَاءِ ١٧١:٤)ا

ამ რწმენის აღიარებაში, როგორც ექო ისმის ისრაელის რწმენითი აღიარება (2 რჯული 6:4-5; მარკოზი 12:29). თუმცაღა იესომ უფრო ფართოდ გახსნა ეს ძველიღთქმისეული რწმენა თავისი გამოცხადებით: ,,მე და მამა, ერთნი ვართ“. არა ორი (იოანე 10:30).

ყურანი ამტკიცებს, რომ ალაჰი ,,ცის და დედამიწის შემქმნელია“ (სურა საქონელი 6:101 და განსხვავება 25:2)

ابَدِيعُ السَّمَاوَاتِ وَالأَرْضِ ... (سُورَةُ الأَنْعَامِ ١٠١:٦)ا

ხოლო იესოს წარმოშობაზე ვკიტხულობთ: ,,როცა ის (ალაჰი) გადაწყვეტს, რომელიღაცის საქმეს, მხოლოდ მაშინ ეტყვის მას: ,,იყავი!“ - და ის იქნება!“ (სურა იმრანის ოჯახობა 3:47, 59; მარიამის 19:35).

اإِذَا قَضَى أَمْراً فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُ كُنْ فَيَكُونُ (سُورَةُ مَرْيَمَ ٣٥:١٩)ا

მუჰამედის სიტყვები გააზრებულად ეწინააღმდეგება ნიკეის რწმენის სიმბოლოს, რომლის თანახმადაც ყველა ქრისტიანები აღიარებენ: ,,მწამს...ერთი ღმერთი იესო ქრისტე, ღვთის ძე, რომელიც იშვა მამისგან, რომელიც მხოლოდშობილია, ღმერთი ღმერთისგან, შუქი შუქისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან, რომელიც დაიბადა და არ შეიქმნა, მამის მსგავსი, რომლის მეშვეობითაც (ძისგან) ყველაფერი შეიქმნა....! “ ისლამი კი საპირისპიროს ამტკიცებს: ქრისტე შეიქმნა და არ დაბადებულა. ჩვენ ხშირად უნდა ვიმეოროთ ჩვენს ეკლესიებში ნიკეის რწმენის სიმბოლო: მასში სულიწმიდის პასუხია, ჭეშმარიტებაა და გამოცხადება, რომელიც აღემატება ისლამის სიცრუეს.

მუჰამედმა ყურანში თქვა: ,,მას (ალაჰს) ეკუთვნის ყველაფერი ზეცასა და მიწაზე“ (სურა ძროხა 2:116; ქალები 4:171).

الَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالأَرْضِ ... (سُورَةُ الْبَقَرَةِ ١١٦:٢)ا

ალაჰი მდიდარია. (სურა ანგელოზები 35:15)

اوَاللَّهُ هُوَ الْغَنيُّ ... (سُورَةُ فَاطِرٍ ١٥:٣٥)ا

და კიდევ: ქრისტე სრულად ალაჰის მფლობელობაშია, ის მისი მონაა. (სურა ქალები 4:172; მარიამის 19:30-93; სამკაულები 43:59).

الَنْ يَسْتَنْكِفَ الْمَسِيحُ أَنْ يَكُونَ عَبْداً لِلَّهِ ... (سُورَةُ النِّسَاءِ ١٧٢:٤)ا

ალაჰს შეუძლია მოექცეს მას, როგორც სურს, გაანადგუროს თუ ის ეწინააღმდეგება ღვთის შვილებს (სურა მაგიდა 5:17). მუჰამედს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თვინიერი მამის სიყვარულზე შვილის მიმართ და შვილის სიყვარულზე მამის მიმართ.

ყურანის თანახმად ალაჰი არის და ყოველთვის იქნება ერთადერთი ყოვლისშემძლე მმართველი, რომელიც არავის გაუყოფს თავის ძალაუფლებას (სურა ღამეული გადაყვანა17:116; განსხვავება 25:2; სამკაულები 43:83-84). მხოლოდ ის არის უფალი, იესო კი მუჰამედამდე 600 წლით ადრე ამოწმებდა: ..მოცემული მაქვს ხელმწიფება, ზეცაში და მიწაზე“ (მათე 28:18; იოანე 3:35, 13:13). და კიდევ: ,,მე... დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე“ (გამოცხადება 3:21)

ალაჰი ყურანში ყოვლისმცოდნეა (სურა საქონელი 6:101; წინასწარმეტყველები 21:28; სამკაულები 43:84-85). მან იცის ყველაფერი დაფარული, რაც ამქვეყნის იქით სიკვდილშია და ყველაფერი გახსნილი ამ ცხოვრებაში (სურა მორწმუნეები 23:92). მან განსაზღვრა ყველა და ყველაფერი, სრულად წვრილმანამდე. (სურა განსხვავება 25:2). ამიტომაც ვერ იარსებებს სხვა ძალაუფლება გარდა ალაჰისა და რომ არსებულიყო ესეც ალაჰის მიერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული. მხოლოდ მან ერთმა იცის ბოლო საათი და სამსჯავროს დღე (სურა სამკაულები 43:5). ზოგიერთი მუსულმანი კომენტატორი იშველიებს იესოს მოწმობას იმის შესახებ, რომ არავინ, თვითონაც კი არ იცის აღდგომის საათი, ეს მხოლოდ ერთმა მამამ იცის (მათე 24:31; მარკოზი 13:32; საქმეები 1:7).

შემომქმედის ერთადერთობა და სიდიდის განუზომლობა, გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ მას ჰყავდა ძე. მუჰამედი აპროტესტებდა: ,, როგორ ეყოლება მას (ალაჰი) შვილი“ (სურა საქონელი 6:101)

اأَنَّى يَكُونُ لَهُ وَلَدٌ ... (سُورَةُ الأَنْعَامِ ١٠١:٦)ا

სხვა ადგილას ის ამტკიცებს: ,,არ შეშვენის ალაჰს შვილების აყვანა, ქება მას“ (სურა მარიამი 19:35).

امَا كَانَ لِلَّهِ أَنْ يَتَّخِذَ مِنْ وَلَدٍ سُبْحَانَهُ ... (سُورَةُ مَرْيَمَ ٣٥:١٩)ا

პარადოქსი ის არის, რომ ეს მტკიცებულება თავისთავად საზღვრავს ყოვლისშემძლის თავისუფლებას. ამასთანავე იესო ქრისტეს მამამ, ნათლად დაამოწმა: ,,ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ“ (მათე 3:17;17:5)

სურა მარიამი 19:92-ში მუჰამედი აგრძელებს ამ აზრის განვრცობას და ამბობს: ,,....მათ მიაწერეს ძე ყოვლადმოწყალეს. არ შეშვენის ჩვენს მოწყალეს შვილების აყვანა“. ყოვლადშემძლეს არ აქვს იმის საჭიროება, რომ შთამომავლობა შეიქმნას. მას, რომ ნდომოდა ძესთან ურთიერთობა, ერთ-ერთ მის შექმნილთაგანს აიყვანდა და განწმენდდა. არაბი წინასწარმეტყველი ვერ ხვდებოდა სხვაობას საუკუნო სამართლიანობის წინააღმდეგობას, რომელიც ღმერთის სასამართლოს სიწმინდეს ითხოვდა და ღმერთის გადამრჩენელ სიყვარულს შორის. ეს წინააღმდეგობა ამოიხსნება მხოლოდ უცოდველი კაცის ძის გამომსყიდველი სიკვდილით. ისლამისთვის გაუგებარია კეთილი უწყება, რომელიც მოკლედ არის გადმოცემული იოანეს 3:16-ში. მუსულმანისთვის ეს უსარგებლოა, შეუძლებელი და მკრეხელობა.

მუჰამედი უხამსად და ცინიკურად ხუმრობდა: ,,თუკი გულმოწყალეს ჰყავს შვილი, მაშინ მე თაყვანისმცემელთა შორის პირველი ვარ“ (სურა სამკაულები 43:81)

اإِنْ كَانَ لِلرَّحْمَانِ وَلَدٌ فَأَنَا أَوَّلُ الْعَابِدِينَ (سُورَةُ الزُّخْرُفِ ٨١:٤٣)ا

ეს - ისლამის მტავარი სიცრუეა. ფილიპელთა 2:6-11-ის თანახმად, სასამართლოს დღეს მუჰამედიც კი ეცემა მუხლებზე და აღიარებს, რომ იესო ქრისტე უფალია, მამა ღმერთის სადიდებლად.

სურა ჯინი 72:1-15-ში თავსატეხია რეალობას მოწყვეტილთა და მძინარე ქრისტიანებისთვის. ამ მონაკვეთში წერია სულებზე, რომლებიც მოიქცნენ ისლამში და რომლებიც განადიდებენ უფალს და განიცდიან მასთან ერთად უდიდეს ბედნიერებას, რადგან უფალს ,, არ აუყვანია არც შვილი და არ ჰყოლია მეგობარი ქალი“. და პირიქით ,,სულელი ჩვენს შორის (ეშმაკი) ამბობდა ალაჰზე ამას“ (იმას, რომ ღმერთს ჰყავს ძე). ამ სულელმა თავისი წარმომადგენლების ტვინსა და გულში ჩადო (პასტორებსა და ევანგელისტებში) სიცრუე, რომ მათ თავიანთი ღვთის მგმობელი სწავლებით მოატყუონ კაცობრიობის ნახევარი. მაგრამ მოციქულმა იაკობმა გაიგო ეს ეშმაკის ბუნება და დაწერა: ,, შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკსაც სწამს იგი და თრთის“ (იაკობი 2:19)

3.04 -- ქრისტიანი მოწმეების ბოროტული განკითხვა

ყურანში შემდეგი მუხლები წერია იესოს ძეობაზე:

,,88 და ამბობენ ისინი: ,,აიყვანა გულმოწყალემ თავისთვის ძე“ 89 თქვენ სისულელე ჩაიდინეთ. 90 ზეცა მზად არის ამის გამო გაიხსნას და დედამიწა ამობრუნდეს და მთები დაიძრან. 91 ამიტომაც მიაწერეს გულმოწყალეს ძე. 92 არ შეშვენის გულმოწყალეს ძის აყვანა“ (სურა მარიამ 19:88-92)

ا٨٨ وَقَالُوا اتَّخَذَ الرَّحْمَانُ وَلَداً ٨٩ لَقَدْ جِئْتُمْ شَيْئاً إِدّاً ٩٠ تَكَادُ السَّمَاوَاتُ يَتَفَطَّرْنَ مِنْهُ وَتَنْشَقُّ الأَرْضُ وَتَخِرُّ الْجِبَالُ هَدّاً ٩١ أَنْ دَعَوْا لِلرَّحْمَانِ وَلَداً ٩٢ وَمَا يَنْبَغِي لِلرَّحْمَانِ أَنْ يَتَّخِذَ وَلَداً (سُورَةُ مَرْيَمَ ١٩: ٨٨-٩٢)ا

,,არ აქვთ ამის შესახებ ცოდნა (იმის შესახებ, რომ ღმერთმა თავისთვის აიყვანა ძე; ნახეთ მუხლი 4) და არც მათ მამებს. დიდაია ეს (ღვთისშეურაცხყოფა) როგორც სიტყვა, რომელიც გამოდის მათი ბაგეებიდან! ისინი მხოლოდ სიცრუელ ლაპარაკობენ!“ (სურა გამოქვაბული 18:5)

امَا لَهُمْ بِهِ مِنْ عِلْمٍ وَلاَ لآبَائِهِمْ كَبُرَتْ كَلِمَةً تَخْرُجُ مِنْ أَفْوَاهِهِمْ إِنْ يَقُولُونَ إِلاَّ كَذِباً (سُورَةُ الْكَهْفِ ٥:١٨)ا

,,... ეს სიტყვები მათ ბაგეში ჰგავს სიტყვებს, რომელიც არ ირწმუნეს წინათ, დაე ალაჰმა დალახვროს ისინი. რა დონემდე გაიხრწნენნ“ (სურა მომანიება 9:30)

اذَلِكَ قَوْلُهُمْ بِأَفْوَاهِهِمْ يُضَاهِئُونَ قَوْلَ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَبْلُ قَاتَلَهُمُ اللَّهُ أَنَّى يُؤْفَكُونَ (سُورَةُ التَّوْبَةِ ٣٠:٩)ا

,, ჩვენ მათთან მოვედით ჭეშმარიტებით, ისინი კი ცრუობენ“ (სურა მორწმუნეები 23:90)

ابَلْ أَتَيْنَاهُمْ بِالْحَقِّ وَإِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ (سُورَةُ الْمُؤْمِنُونَ ٩٠:٢٣)ا

მუჰამედი პირდაპირ თავს ესხმოდა ქრისტიანებს: ,,მათ თქვეს: ,,ალაჰმა აიყვანა ძე“. დიდება მას, ის მდიდარია!.... არა არ გაქვთ ამაზე არავითარი ძალაუფლება. ნუთუ ილაპარაკებთ ალაჰზე იმას რაც არ იცით“ (სურა იუნუს 10:68)

اقَالُوا اتَّخَذَ اللَّهُ وَلَداً سُبْحَانَهُ هُوَ الْغَنِيُّ ... إِنْ عِنْدَكُمْ مِنْ سُلْطَانٍ بِهَذَا أَتَقُولُونَ عَلَى اللَّهِ مَا لاَ تَعْلَمُونَ (سُورَةُ يُونُسَ ٦٨:١٠)ا

მუჰამედი სულ უფრო დაჟინებით ქადაგებდა უმტკიცებდა იუდეველებსა და ქრისტიანებს, რომ უნდა გადაეხედათ თავინთი ურთიერთობისთვის ღმერთთან: ,,ყველა ვინც ზეცასა და მიწაზეა, მიდის გულმოწყალესთან, როგორც მონა“ (სურა მარიამი 19:93).

اإِنْ كُلُّ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالأَرْضِ إِلاَّ آتِي الرَّحْمَانِ عَبْداً (سُورَةُ مَرْيَمَ ٩٣:١٩)ا

ამ გზით ყველა ,,მიახლოებული(ალაჰთან)“ ანგელოზები, სულები და მარიამის ძეც - მისი მონები არიან (სურა მარიამ 19:93).

,,არასდროს არ გაამაყდება მესია, რომ იყოს ალაჰის მონა და არც მიახლოებული ანგელოზები“ (სურა ქალები 4:172).

الَنْ يَسْتَنْكِفَ الْمَسِيحُ أَنْ يَكُونَ عَبْداً لِلَّهِ وَلاَ الْمَلاَئِكَةُ الْمُقَرَّبُونَ ... (سُورَةُ النِّسَاءِ ١٧٢:٤)ا

ამიტომაც ქრისტეს მოწაფეებმა არასდროს არ უნდა ილაპარაკონ, რომ ისინი ღმერთის საყვარელი შვილები არიან. ამის ნაცვლად მართებთ მოიქცნენ ისლამში და ალაჰის მონებად აღიარონ თავის (სურა მაგიდა 5:18). მუჰამედი დაჟინებით ითხოვდა, რომ ყველა იუდეველი, ქრისტიანი, ანგელოზებიც კი, წმინდა ღმერთის სული და თავად ქრისტეც ყოფილიყო მთლიანად მიძღვნილი ალაჰისადმი, როგორც თვინიერი მუსულმანები.

3.05 -- მუჰამედის გაფრთხილება და წერილების მფლობელებზე თავდასხმის ბრძანება

გამოქვაბული 18:4-ში მუჰამედი ამბობს, რომ წერილი მას შთააგონებს, ,,რათა შეაშინოს ისინი, რომელთაც თქვეს: ,,ალაჰმა თავისთვის ძე აიყვანა““.

اوَيُنْذِرَ الَّذِينَ قَالُوا اتَّخَذَ اللَّهُ وَلَداً (سُورَةُ الْكَهْفِ ٤:١٨)ا

მან ჯოჯოხეთური წამება, როგორც საინტერესო თერაპია აღწერა მათთვის, ვისაც სწამდა ამ სწავლების (სურა იუნუსი 10:70). მუჰამედი იქამდეც კი მივიდა, რომ გამოაცხადა: ,,ვინ იტყვის მათში (ალაჰის პატივდადებული მონები): ,,მე ალაჰის გარდა, კიდევ ვარ ღმერთი“, - ვინც აას იტყვის გეენას გადავცემთ, რადგანაც უსამართლოებს ვაჯილდოვებთ!“ (სურა წინასწარმეტყველები 21:29)

اوَمَنْ يَقُلْ مِنْهُمْ إِنِّي إِلَهٌ مِنْ دُونِهِ فَذَلِكَ نَجْزِيهِ جَهَنَّمَ كَذَلِكَ نَجْزِي الظَّالِمِينَ ... (سُورَةُ الأَنْبِيَاءِ ٢٩:٢١)ا

წინასწარმეტყველებმა მიმართეს პირდაპირ ქრისტიანებს და გააფრთხილეს ისინი: ,,....და არ თქვათ - სამი! თავი შეიკავეთ, თქვენთვის ასე აჯობებს, ჭეშმარიტად ალაჰი - მხოლოდ ერთი ღმერთია“ (სურა ქალები 4:171)

ا... وَلاَ تَقُولُوا ثَلاَثَةٌ انْتَهُوا خَيْراً لَكُمْ إِنَّمَا اللَّهُ إِلَهٌ وَاحِدٌ ... (سُورَةُ النِّسَاءِ ١٧١:٤)ا

ერთ მუსულმან შეიხს (კანონის მცოდნეს) ჰკითხეს, რა სასჯელი იგულისხმება ამ აიათში? პასუხად კი ჟესტი აჩვენა, რომ ამის გამო ყელის გამოჭრა მართებთ.

ნებისმიერი უბრალო მკითხველი დაინახავს მონანიების სურაში მუსულმანებისთვის მიცემულ მითითებას, რათა თავს დაესხნან წერილების ხალხს და აიძულონ მონანიება თუკი, როგორც ერთგული მუსულმანები გააკეთებენ ამას. მუჰამედის ბრძანებები ნათელია:

,,შეებრძოლეთ მათ, ვისაც არ სწამს ალაჰის და არ კრძალავს მას, რაც აკრძალა ალაჰმა და მისმა წარმოგზავნილმა (მუჰამედი),
და არ არის მორჩილი ჭეშმარიტი რელიგიისა - მათ შორის მათ ვისაც წერილმა არ უშველა (იუდეველები, ქრისტიანები),
სანამ გამოსასყიდს არ მოგვცემენ (მეგობრები - ურწმუნოებიდან) თავისი ხელით,
იქნებიან რა ისინი დამცირებულები“
(სურა მონანიება 9:29)

اقَاتِلُوا الَّذِينَ لاَ يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَلاَ بِالْيَوْمِ الآخِرِ ا
اوَلاَ يُحَرِّمُونَ مَا حَرَّمَ اللَّهُ وَرَسُولُهُ ا
اوَلاَ يَدِينُونَ دِينَ الْحَقِّ ا
امِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ ا
احَتَّى يُعْطُوا الْجِزْيَةَ عَنْ يَدٍ وَهُمْ صَاغِرُونَ ا
ا(سُورَةُ التَّوْبَةِ ٢٩:٩)ا

არაბულ ენაში არის სამი სიტყვა, რომელიც გადმოსცემს კონფლიქტის გაგებას:

კიფახი ნიშნავს, იდეოლოგიურ ან ინტელექტუალურ წინააღმდეგობას. ეს გაგება ყურანში არ გვხვდება.

ჯიხადი გულისხმობს მიძღვნილ ადამიანს მთელი თავისი ცხოვრებით, ძალით და ალაჰის ქონებით, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მივყავართ, ხელჩართულ კონფლიქტამდე.

კიტალი ნიშნავს ჩაერთო კონფლიქტში, სრული აღჭურვილობით.

მუჰამედის მითითება, რომელიც გულისხმობს იუდეველებისა და ქრისტიანების დაპყრობას, იწყება მესამე სიტყვის გაგებიდან. მისი ამ ბრძანების ღვთიური ახსნა რთული და პრაგმატულია:

ისინი არ ეთანხმებიან ალაჰის მუსულმანურ რწმენას, მის ანგელოზებს და სულებს, არც მის წიგნებს და წარმოგზავნილებს (მოციქულებს) და წინასწარმეტყველებს, არც მის წინასწარგანმსაზღვრელს, არც მკვდრეთით აღდგომას, ასევე არც სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას (მუსულმანური რწმენის 6 დოქტრინის თანახმად).

ისინი არ ექვემდებარებიან ისლამის კანონს (შარიათს), არც მისი თაყვანისცემის წესებსა და ყოველდღიური ცხოვრების მოწყობილობებს, რომელიც გადმოცემულია ხუთასი წერილით და აკრძალვით, რომელსაც მიეკუთვნება სასჯელი ამ კანონების დაუცველობის გამო.

ისინი არ ეთანხმებიან ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას, რომელიც ალაჰისთვის მოსაწონია (სურა იმრანის ოჯახობა 3:19). ისინი მხდალს ეძახდნენ, თუმცა ოდესღაც მიიღეს წერილის ნაწილისგან შთაგონება, რომელიც ზეცაში ინახება.

მათი გაურკვევლობა მწვერვალს აღწევს იმაში, რომ თითქოსდა ეზდრა ღმერთისგან წარმოშობილია, ხოლო ქრისტიანები ამბობენ, რომ იესო არის ღმერთის ძე - ეს კი მუსულმანებისთვის სისაძაგლეა.

რაც შეეხება ქრისტიანებს, მუჰამედი უარყოფდა მათ და ცდილობდა მათ დაპყრობას მხოლოდ ერთი მიზეზით: მისთვის ყოველი ღმერთის ძის მორწმუნე, ალაჰის მიერ დაწყევლილი იყო. ასე იქცა მუსუმანებისთვის უცვლელ დავალებად ქრისტიანების დაპყრობა ალაჰის სახელის მეშვეობით. მუჰამედი ყველა ქრისტიანს ომს უცხადებდა, მათი ჯვარცმული ღმერთის ძის რწმენის გამო.

იმის შესახებ თუ როგორ გამოიყურებოდა პრაქტიკულად დაპყრობილი უმცირესობების ყოველდღიური ცხოვრება, შეგვიძლია წავიკითხოთ ყურანის იბნ ალ არაბი ,,აჰჰკიამ ალ ყურან“-ის კომენტარები. ამ კომენტარში იბნ ალ არაბი, გადმოგვცემს 15 განმარტებას ფრაზისა ,,სანამ ისინი თავისი ხელით არ გადმოგვცემენ დაწერილ კანონებს“. ერთ-ერთი განმარტება ასე ჟღერს:

,,იმ პირებს, რომელთაც აქვთ დაწერილი კანონები, აკრძალული აქვთ მაღალ ცხენზე ამხედრებულთ მოძრაობა - ისინი უნდა მოვიდნენ ფეხით და გადაიხადონ საკმარისი ფული ხელიდან ხელში, რომელში მადლიერების სიტყვებს არ მიიღებენ. ტუკი ისინი არ გამოიჩენენ სრულ მორჩილებას, ან არ იქნებიან დამთმობნი, სასჯელად კარგ დარტყმას მიიღებენ“.

ის ვინც იცნობს ლიბერალურ მუსულმანებს ის ალბატ შეეწინააღმდეგება ამ აზრს, რომ ყურანში მრავალი აიათი ეძღვნება მოთმინებას, ერთგულებასა და თანამშრომლობას. მუჰამედი ამბობდა:

....ჩვენი და თქვენი ღმერთი ერთია.... (სურა ობობა 29:46)

ا... وَإِلَهُنَا وَإِلَهُكُمْ وَاحِدٌ ... (سُورَةُ الْعَنْكَبُوتِ ٤٦:٢٩)ا

რწმენაში არ არის მიკერძოება.... (სურა ძროხა 2:256)

الاَ إِكْرَاهَ فِي الدِّينِ ... (سُورَةُ الْبَقَرَةِ ٢٥٦:٢)ا

თქვენ - თქვენი რწმენა გაქვთ, მე კი - ჩემი. (სურა ურწმუნონი 109:6)

الَكُمْ دِينُكُمْ وَلِيَ دِينِ (سُورَةُ الْكَافِرُونَ ٦:١٠٩)ا

ესენი და მათი მსგავსი თავები ყურანში მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მართებული, თუ მუსულმანები შეადგენენ უმცირესობას და ისინი საჭიროებენ მოთმინებას, დიალოგებში, საუბრებში, ასევე სატელევიზიო გადაცემებსა და აქციებში. მაგრამ, როგორც კი ისინი ხვდებიან უმეტესობაში მოთმინება სრულიად უსარგებლო ხდება მათთვის. მაშინ თავები, რომლებშიც წერია რელიგიურ თავისუფლებაზე, მოძველებულად ითვლება, თითქოს ალაჰმა გააუქმა ისინი და უკეთესი მცნებებით ჩაანაცვლა. ერთადერთი მიღებული კანონი ხდება შარიათი, რისი მიხედვითაც ქრისტიანები და იუდეველები ხდებიან, დამცირებულ უმცირესობად.

ყველას ვისაც არ სწამს ამ ისტორიული და იურიდიული ფაქტების მიღება და არ სურს გაიგოს ისინი, მართებთ ჩავიდნენ ისლამურ სახელმწიფოებში სადაც ქრისტიანები უმცირესობას შეადგენენ და მაშინ მათი ილუზიები დაიმსხვრევა. მრავალი წელიწადის განმავლობაში მილიონობით ქრისტიანი, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში, ირანში, ზენტრალურ აზიასა და პაკისტანში იტანჯებოდა დისკრიმინაციისგან, დამცირებისგან, შევიწროებისა და დევნებისგან. ოდესღაც ქრისტიანული ქვეყნების 90% იქცა, მუსულმანურ ქვეყანად, ხოლო ჩრდილოეთ აფრიკაში ეს ციფრი 99%-ს შეადგენს, გაუსაძლისი მატერიალური სიმძიმეებისა და ქრისტიანული მოსახლეობის დისკრიმინაციის გამო. ქრისტეს მოწაფეებმა, ევროპაში, ამერიკასა და კორეაში უნდა იტვირთონ დევნილი ეკლესიების პასუხისმგებლობა, მუსულმანურ ქვეყნებში. ისლამური მისიონერობის დავალება ორჯერ მეორდება ყურანში (სურა ძროხა 2:193; ნადავლი 8:39)

შეებრძოლეთ მათ (იარაღის ძალით) სანამ არ გექნებათ ცდუნება (უფრო სწორედ: სანამ არ გექნებათ დანებების ცდუნება) და რელიგია მთლიანად იქნება ალაჰის

მოლუკას კუნძულის უმეტეს ნაწილს, ქრისტიანები შეადგენენ. მუსულმანებმა მათი ეკლესიების ნგრევა დაიწყეს, ისინი კი ხელის შეშლას ცდილობდნენ. მაშინ თითქოსდა რამდენიმე მუსულმანი გარდაიცვალა და მუსულმანების ხელისუფლება იავას კუნძულზე გამოაცხადა ეგრეწოდებული წმინდა ომი, აღმდგარი ქრისტიანებისადმი. თანდათან მუსულმანმა ჯარისკაცებმა დაიპყრეს ყველა კუნძული, ხუცესები და მწყემსები სცემეს, მამაკაცები მოკლეს, ხოლო ცოლებსა და შვილებს ძალით აღებინებდნენ ისლამს. ასე აღასრულეს მუსულმან-ფანატიკოსებმა სურა მაგიდა 5:33-ის მოთხოვნა (,,ნამდვილად ეკუთვნით შურისძიება მათ, რომლებიც აღდგებიან ალაჰის და მისი წარმომგზავნელის წინააღმდეგ და ცდილობენ დედამიწაზე გამოიწვიონ უპატივცემულობა იმით, რომ ისინი იქნებიან მოკლულნი, ჯვარცმულნი ან დევნილნი“). აღმოსავლეთმა არანაირი სიახლე არ გადმოგვცა ამ ქრისტიანების წინააღმდეგ გაჩაღებულ წამებაზე ბოლო 100 წლეულის მანძილზე. თუცმა ვისაც ყური აქვს სასმენად უნდა ისმინოს.

3.06 -- სახარების პასუხი

მუჰამედის სიძულვილი და მუსულმანური რელიგიის მტრობა იმ სწავლების მიმართ, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ძე, მოქმედებაში მოდის დაუღალავი ლოცვით. ამიტომ სერიოზულად უნდა შევხედოთ მუსულმანური არსის სულიერ რწმენის სიმბოლოებს და საკადრისათ უნდა გავცეთ პასუხი ამ გამოწვევას. ჩვენ კი პასუხს ვპოულობთ ღმერთის სიყვარულის მოციქულ იოანესთან (1 იოანე 2:22-24, 4:1-4). ამ პასუხის მოთავსება შეიძლება შემდეგ სიტყვებში: ,,ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე ჰყავს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს“ (1 იოანე 5:12). იოანემ ისლამს საკადრისი სულიერი ციფრი მიანიჭა სახარებაში. ,, ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე“ (იოანე 3:36).

სახარებაში პრაქტიკული და ზუსტი პასუხი არის ისლამის ერთ ღმერთზე, ასევეა პასუხი ქრისტიანებისთვის დატოვებული ღვთიური დავალების წინააღმდეგ აღდგომაზე. ჩვენ ვპოულობთ ამ პასუხს მათეს სახარების 28:18-20 მუხლში ,, მოვიდა მათთან იესო და უთხრა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!“

რწმენის აღიარება ებრაელთა 13:8-ში ასევე ადასტურებს წმინდა სამების საიდუმლოს, როგორც ერთი ღმერთის შესახებ: ,,იესო გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა“

მისი თანდასწრების წყალობით ჩვენ ვცოცხლობთ, გვიყვარს და თაყვანსვცემთ. დიდი სიხარული, რომელიც შემოვიდა ჩვენს სამყაროში ქრისტეს დაბადებით, აგდებს ყველანაირ დაღლილობას, რომელიც ისლამის ერთ-ერთ ღმერთიანობას მოაქვს (ლუკა 2:10-11). იესოს შემწყნარებლობა, რომელიც მან ავადმყოფებისადმი, უიმედობაში მყოფებისადმი და ცოდვილებისადმი გამოხატა, გვიჩვენებს მის ხასიათს, როგორც ღმერთის ძის, რომელიც სავსეა სიხარულით, სინაზით და თავმდაბლობით. ქრისტეს შუქზე ქვრება ალაჰის ხატება, რომელიც ისლამის თავნებური დესპოტია. იესოს ჯვარზე გამარჯვებამ გამოავლინა მისი ზეციერი მამის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, რომელიც დღემდე სამართლიანად რჩება, თუმცა გვაღიარა სიმართლისთვის ღირსებად, მაგრამ დაგვიმკვიდრა ეს მისი გამომსყიდველი სიკვდილით, თავისი ძვირფასი ძის მეშვეობით. ამ გზით ჩნდება ისლამის ბუნება, როგორც საქმით გადარჩენის რელიგია და ნათელი ხდება ამ ცრუ რელიგიის სისტემა. ქრისტეს აღდგომა კი ადასტურებს სიწმინდესა და ღმერთის ძის უცოდველობას, ასევე ადასტურებს მის გამომსყიდველ მსხვერპლს და საუკუნო სიცოცხლის შესახებ გამოცხადებას.

3.07 -- იესო ცოცხალია! - მუჰამედი კი მკვდარი

ქრისტეს განდიდებამ მიაღწია მწვერვალს, როდესაც ის ზეცაში ის მამის მარჯვნივ დაჯდა. ის ზის ტახტზე მამასთან ერთად ისევე, როგორც აღიარა ეს თავის პირველ ლოცვაში: ,,ჩვენ ერთნი ვართ“ (იოანე 17:22). სულაც არ აქვს მნიშვნელობა რა ბრალდებები აქვს ისლამს ღმერთის ძის წინააღმდეგ, რადგან ყველა მათგანი უძლურია საუკუნო რეალობის წინაშე. არ უნდა გვეშინოდეს მუსულმანების და მათი რელიგიის, იესოს კურთხევას ხომ ვერ შეედრება მუჰამედის წყევლა. ჩვენ არ გვეშინია პირიქით, იესოს სიყვარული აღგვძრავს ისლამის ტყვეებთან მივიტანოთ ღმერთის ძის მიერ აღსრულებული გადარჩენა. მოდით ვილოცოთ მუსულმანებისთვის და გვწამდეს, რომ ჩვენი სათხოვრები შესრულდება.

3.08 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!
თუ შენ ყურადღებით შეისწავლე ეს ბროშურა, მაშინ მარტივად შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ შენ ამ სერიის სხვადასხვა ბროშურების 90%-ს უპასუხებ სწორად, მაშინ ჩვენი ცენტრი გადმოგცემთ

გაღრმავებულ სწავლებებს,
მუსულმანობასა და ქრისტიანობას შორის განსხვავებებზე

თქვენი ქრისტიანული მსახურებისთვის დასახმარებლად. სასურველია, რომ თქვენს პასუხებში მიუთითოთ ადგილები ყურანიდანაც.

  1. რა აზრი დევს მუჰამედის წყევლაში ქრისტიან მიმდევრების წინააღმდეგ (სურა9:30)?
  2. რა სამი მიზეზის გამო უარყო მუჰამედმა ქრისტეს ღვთაებრივი ძეობა?
  3. სად წერია ყურანში, რომ ქრისტიანებმა 7-ჯერ შეეცადნენ მუჰამედისთვის ახსნას, რომ ქრისტე ღმერთის ძეა?
  4. რა დატვირთვით იყენებდა მუჰამედი სიტყვას ,,სუფხანაჰუ“, როდესაც უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრივ ძეობას?
  5. რატომ ფიქრობდა მუჰამედი, რომ ალაჰს არავითარ შემთხვევაში არ ეყოლებოდა ძე?
  6. რა მოხდებოდა ისლამის გადმოსახედით, ორი ღმერთი, რომ არსებობდეს?
  7. თუკი ყურანის თანახმად აბსოლუტურად ყველაფერი ეკუთვნის ალაჰს, რა ადგილი უკავია ქრისტეს ისლამში?
  8. თუკი ალაჰმა ყველაფერი იცის და წინასწარ განსაზღვრა, მაშინ რატომ არ შეუძლია ქრისტეს მასთან ერთად იყოს ღმერთი?
  9. რატომ ამბობდა მუჰამედი დაცინვით, რომ თუკი ალაჰს ძე ეყოლებოდა, პირველს სცემდა თაყვანს?
  10. სად წერია ყურანში, რომ ალაჰის ძეობაზე საუბარი საზიზღრობაა?
  11. რატომ არიან ანგელოზები, ადამიანები, ეშმაკეულნი და თავად მარიამის ძე - ალაჰის მონები?
  12. როგორ აფრთხილებდა მუჰამედი ქრისტიანებს, რათა არ ელაპარაკათ, რომ ღმერთს ჰყავს ძე?
  13. სად წერია ყურანში რომ ქრისტიანები არ აღიარებენ ჭეშმარიტ რელიგიას და ამიტომ უნდა ვეომოთ მათ იარაღით ხელში?
  14. რას ნიშნავს ქრისტიანებისთვის და იუდეველებისთვის, მეგობრების უმცირესობაში ყოფნა?
  15. რატომ ამბობდა მუჰამედი თავისი რელიგიური მსახურების პირველ ნაწილში: ,,ჩვენი ღმერთი და თქვენი ღმერთიც იგივეა“? რატომ აქვს ამ სიტყვებს ძალა იმშემთხვევაში, როდესაც მუსულმანები უმცირესობაში არიან?
  16. რას ნიშნავს, რომ იესო ცოცხალია, მუჰამედი კი მკვდარი?

ამ ტესტის ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვა წიგნი და დაუსვას კითხვები ნაცნობებს. ჩვენ ველოდებით თქვენს წერილობით პასუხებს. არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ელექტრონული წერილზე თქვენი სრული მისამართი. ჩვენ ვლოვულობთ თქვენთვის ცოცხალი უფალი იესოს წინაშე, რათა მოგიწოდოთ, წარგაგზავნოთ, გაგამყაროთ, დაგიცვათ და იყოს თქვენთან ყოველდღე სიცოცხლის ბოლომდე.

თქვენი წრფელი,
უფლის მსახურები

პასუხები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონულ მისამართზე:
info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 09, 2022, at 11:02 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)