Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- 03. Basic Differences -- 5 Salvation in the Bible and the Koran

This page in: -- Arabic? -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Indonesian -- Kirundi -- Portuguese? -- Russian -- Telugu

Previous booklet -- Next booklet

03. ძირითადი განსხვავებები ისლამსა და ქრისტიანობას შორის

5 - გადარჩენა ბიბლიაში და ყურანში

უფლის მსახურები

ვინაიდან მუსლიმები ამტკიცებენ, რომ ქრისტე ჯვარზე მოკვდა, ისინი ასევე უარყოფენ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადარჩენა ქრისტეს რწმენით. ისინი ღიად უარყოფენ ხსნას, რომელიც შესთავაზა ქრისტეს სიკვდილით ჩვენი ცოდვების შემცვლელად. მაშ, როგორ იმედოვნებენ, რომ გადარჩებიან და ჯოჯოხეთის სასჯელს გადაურჩებიან? როგორ ეწინააღმდეგება ხსნის ეს ისლამური დოქტრინა ბიბლიის გზავნილს?



5.01 -- გადარჩენა ბიბლიაში და ყურანში

უფლის მსახურები

და შეიცნობთ ჭეშმარიტებას
და
ჭეშმარიტება
გაგანთავისუფლებთ თქვენ.

(იოანე 8:32)

ვინც ლოცვით ფიქრობს გადარჩენაზე ის ჩვენი რწმენის შუქში შედის და ღვთის გულამდე აღწევს.

,,რომელსაც ნებავს,
რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და
მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“

(1 ტიმოთე 2:4).

თუმცაღა ალაჰი ყურანში მრავლობით რიცხვზე უფრო მაღლა აყენებს საკუთარ თავს და ამბობს:

,,ჩვენ, რომ მოგვესურვებინა ყველას
სულს მივცემდით სწორ გზას,
მაგრამ სამართლიანი იყო ჩემი სიტყვა:
,,ავავსებ გეენას ადამიანებით“

(სურა თაყვანისცემა 32:13)

اوَلَوْ شِئْنَا لآتَيْنَا كُلَّ نَفْسٍ هُدَاهَا ا
اوَلَكِنْ حَقَّ الْقَوْلُ مِنِّي لأَمْلأَنَّ جَهَنَّمَ مِنَ الْجِنَّةِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ ا
ا(سُورَةُ السَّجْدَةِ ١٣:٣٢)ا

ასეთი გამონათქვამები მუსულმანების წიგნში მეტყველებს იმაზე, რომ ალაჰს არ აქვს არანაირი განზრახვა და არც სურვილი, მთელს კაცობრიობას აჩუქოს საუკუნო სიცოცხლე. ამ აიათში ერთგვარი ცინიზმი იგრძნობა: ,,რომ მოგვესურვებინა, ყველას ვუჩვენებდით სწორ გზას“, მაგრამ ალაჰს არ სურს თავისი მიმდევრების გადარჩენა. მისთვის ისინი ფასეულნი არ არიან, მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებს, კაპრიზების ღმერთია და არა მამა.

5.02 -- ძველ აღთქმაშ გადარჩენისთვის მომზადება

თორაში სიტყვა გადარჩენა (ქართულად დახმარება), პირველად გამოიყენება დაბადებაში. როდესაც იაკობმა შემთხვევით წარმოსთქვა საშინელი სიტყვები თავის შვილ დანიზე (დაბადება 49:17). მოხუცმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა: ,, შენგან მოველი ხსნას, უფალო!“ (დაბადება 49:18).

ის ოცნებობდა წმინდა, კურთხეულ და უცოდველ ცხოვრებაზე ღმერთთან ერთად, თავის ოჯახში წყევლის და იმის შიშის გარეშე, რომ განდევნილი არ ყოფილიყო თავის მიწიდან. იაკობი წინასწარ ხედავდა ზეცის ჩამოსვლად დედამიწაზე და ღვთიურ გადარჩენას (მათე 6:10, 13:43; ლუკა 12:36; რომაელთა 8:19; ფილიპელთა 3:20; 2 პეტრე 3:13; ებრაელთა 9:28, 10:13, 11:10).

5.03 -- გადარჩენას ვიღებთ ღმერთთან ურთიერთობის შედეგად

მოსე თავის ერთან ერთად იდგა წითელი ზღვის სანაპიროზე. მათ უკან კი ჩანდა მტვრისგან შექმნილი დიდი ღრუბელი - ესენი ფარაონის ცხენები და მეეტლეები იყვნენ, რომლებიც მისდევდნენ ისრაელის შვილებს. მათ წინ კი გადაშლილი იყო ზღვა, რომელსაც თვალს ვერ მიაწვდიდი. ისინი ხაფანგში აღმოჩნდნენ. მოხუცმა მოსემ თქვა: ,,ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და იხილავთ უფლისმიერ ხსნას, რომელსაც დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის და ეგვიპტელებს, რომელთაც დღეს ხედავთ, მეტად აღარ იხილავთ უკუნისამდე. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ“ (გამოსვლა 14:13-14).

მაშინ დაუბერა ძლიერმა აღმოსავლეთის ქარმა. ამ ქარმა წყლები გაფანტა და მთელი ერი ზღვის მშრალ მიწაზე მიდიოდა. ხოლო მათ უკან მყოფი მტრები წყალში ჩაცვივდნენ. მოსე მიხვდა, რომ უფალი არა მხოლოდ გამარჯვებას და გადარჩენას აძლევს მათ, არამედ ის თავად არის გადარჩენა! და უმღერა მოსემ ღმერთს: ,, ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ“ (გამოსვლა 15:2).

მოსემ ხალხთან ერთად უდაბნოს დასაწყისშივე იცოდა, რომ გადარჩენა ღმერთთან უწყვეტი კავშირის შედეგია. მის გარეშე ვერაფერს ვერ გავხდებით (გამოსვლა 13:12, 15:26, 16:15, 17:1, 33:10-23; რიცხვი 6:24; 2 რჯული 2:7, 6:5, 7:11, 14:1).

5.04 -- ღმერთთან ურთიერთობას მივყავართ მონანიებამდე

მეფე დავითის დევიზი ღმერთის განდიდების შემდეგნაირი სიტყვები იყო: ,, ხსნის გოდოლია უფალი თავისი ცხებული მეფის, დავითისა და მისი შთამომავლობისთვის უკუნისამდე!“ (2 მეფეთა 22:51; ფსალმუნი 17:51).

მაგრამ ამის მიუხედავად დავითმა იმრუშა და მკვლელობაც ჩაიდინა.ძალიან დაბლა დაეცა და მოუწია იმის აღიარება, რომ გადარჩენა არ განისაზღვრება მშვიდობითა და სახელმწიფოს აყვავებით, არამედ ამას მივყავართ დაცემამდე და საკუთარი ცოდვილი ბუნების შეცნობამდე. ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ მხოლოდ მაშინ, თუკი ჩვენი ადამიანური ბუნება იქნება გარდაქმნილი, ახალ ქმნილებად. დავითმა მილიონობით ხალხს ასწავლა ლოცვა: ,, სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე. ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.“ (ფსალმუნინ 50:10-11).

ეზეკიელის წიგნში 36:26-27-ში ჩვენ ვკითხულობთ ცოცხალი ღმერთის პასუხს მონანიების ლოცვებზე, რომლებსაც მრავალი თაობა ასრულებდა: ,, მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ. რომ ჩემი წესებით იარონ, ჩემი დადგენილებები დაიცვან და შეასრულონ;“ (იერემია 31:33; ეზეკიელი 11:19-20; რომაელთა 1:16-17)

მონაიების, პატიებისა და შინაგანი განახლების გარეშე, ვერავინ იქონიებს ხანგრძლივ ურთიერთობას, წმინდა, ყოვლისშემძლე ღმერთთან და წილი არ ექნება მის გადარჩენაში.

5.05 -- ღმერთი გვპირდება გადარჩენას უფლის მონის მეშვეობით

ერთ-ერთი თავგამოდებული რწმენის წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაში ესაია იყო. ის აწყნარებდა თავის ხალხს ბაბილონის ტყვედ ყოფნის დროს მიღებულ დიდ დამცირებებში და აუწყებდა სიტყვას ღმერთისგან: ,, მე და მხოლოდ მე ვარ უფალი და ჩემს გარდა მხსნელი არავინაა!“ (ესაია 43:11).

უფლის ხმა მოუწოდებდა: ,, მომიბრუნდით და გადარჩით, დედამიწის ყველა კიდიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა... ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა. მხოლოდ უფალშიაო, იტყვიან, სიმართლე და ძალა;“ (ესაია 45:22-24; ფილიპელთა 2:5-11).

ესაია ამოწმებდა იმის შესახებ, რომ მთელ სამყაროს სჭირდება ღმერთთან ურთიერთობა. მის გარეშე არ არის ხსნა, საზოგადოებაში, არც პირად ცხოვრებაში (მათე 11:28-30; რომაელთა 5:1-5; ეფესელთა 2:13-22).

წინასწარმეტყველმა ასევე გაიგონა ღმერთის სიტყვა, რომელიც მიმართული იყო უფლის მონისკენ, რომელიც მოდიოდა, რომელსაც ღმერთმა მოუწოდა, მთელი ქვეყნიერების ხსნა: ,, არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა“ (ესაია 49:6).

ესაიამ გააცნობიერა, რომ ღმერთთან ურთიერთობა არ არის იუდეველთათვის გამონაკლისი უფლება, არამედ მთელი კაცობრიობა შედის ღმერთის გეგმაში და აღდგენაში. ძალიან ბევრ სინაგოგაში წერილის ამ ადგილს დღემდე არ აქცევენ ყურადღებას, რადგან იქ ნათლად წერია მოწმობა იმის შესახებ, რომ მესია - ქვეყნიერების სინათლეა და ყველა ერის მხსნელი. (იოანე 4:42, 8:12).

უფლის მონა ლოცულობს ფსალმუნში: ,, ხსნის თასს ავიღებ და უფლის სახელს მოვუხმობ“ (ფსალმუნი 115:4).

და ის გამოხატავს მზადყოფნას, რომ ყველა ტანჯვა გადაიტანოს, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია, ესაიას წიგნში 53:4-12. ხსნა ვერ განხორციელდება ცხებულის გამომსყოდველი სიკვდილის გარეშე.

ამასთანავე ნაწინასწარმეტყველებია ამ მსხვერპლის აღდგომა და მისი ზეცად ამაღლება: ,, ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, ხსნა არის იგი ჩემთვის. სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა. შემართულია უფლის მარჯვენა, ძლიერებას ავლენს უფლის მარჯვენა. არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.“ (ფსალმუნი 117:14-16).

შემდგომ ფსალმუნის 109:1-ში წერია:, ,, უთხრა უფალმა ჩემს უფალს:
დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ“

ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველებია ღმერთის გეგმა დეტალურად გადარჩენის შესახებ.

5.06 -- ისლამი - საკუთარი სამართლიანობის რელიგია

მუჰამედმა ყურანში შეიტანა მიშნის, თალმუდის და სხვა იუდევლური წერილების ნაწილი, რომელიც მან მოისმინა იუდეველთაგან მედინაში. ამასთანავე მან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა ძველი აღთქმიდან - წმინდა ღმერთთან ურთიერთობა, აღთქმის ჩარჩოების მიხედვით. რომელიც დამყარებულ იქნა აბრაამის, ისააკის, იაკობისა და მათ შთამომავლებს შორის. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მუჰამედი ლაპარაკობდა ამ აღთქმაზე, თუმცა მისი არსი არ ესმოდა. მუსულმანების წარმოდგენაში ალაჰი ჯერ კიდევ შორეული ღმერთია, რომელიც ყველაზე დიდი და საშიშია. ის არ იბრძვის იმისთვის, რომ ურთიერთობა იქონიოს მის თაყვანისმცემელ მუსულმანებთან. ის არ არის მათი ცხოვრების სტანდარტი. ამიტომაც მუსულმანებისთვის ყოველდღიური განწმენდა ყოფით ცხოვრებაში არ არის მთავარი საკითხი. ალაჰი რჩება შეუცნობელ ღმერთად - იმად, ვისაც შეუძლია გზიდან გადაიყვანოს ან დატოვოს სწორ გზაზე, თავისი სურვილისამებრ (სურა საქონელი 6:39; ქუხილი 13:27; იბრაჰიმი 14:4; ფუტკარი 16:93; ანგელოზები 35:8; გახვეული 74:31). ის არასდროს არ უახლოვდება მუსულმანებს, გარკვეულ დონემდე და არ აბავს ურთიერთობებს მუჰამედის მიმდევრებთან. ისინი მონებად რჩებიან ერთადერთი მიზნით - თაყვანისცემისთვის. ისინი ვერასდროს ვერ გახდებიან მასთან აღთქმის წევრები.

ისლამის არსი - მის კანონებში, შარიათშია. მუსულმანების თაყვანისცემისა და მთელი მათი ცხოვრების თანმდევია ალაჰისადმი შიში და არა სიყვარული (სურა იმრანის ოჯახობა 3:50). შარიათის 500 წინადადება საუბრობს მათ საშინელ სიკვდილზე და სამსჯავრო დღეზე, რომლისაც მათ ეშინიათ და ამიტომ იცავენ წესებს (სურა ნადავლი 8:50). ისინი ცდილობენ დაფარონ თავიანთი ცოდვები და შეცდომები ალაჰის გამო და ეგრედწოდებული კეთილი საქმეებით და სულაც არ ცდილობენ გაიმარჯვონ ცოდვაზე, ან დაფარონ ისინი (სურა ჰუდი 11:114). ისინი საკუთარ თავებს ცოდვილებად არ აღიქვამენ, ვერ ხედავენ ხსნის საჭიროებას და ამიტომაც ვერ ხვდებიან თუ რისთვის არის საჭირო ღრმა მონანიება და გონების განახლება. ძირითადად არიან კონცენტრირებულები ალაჰისა და მუჰამედის მორჩილებაზე (სურა ოთახები 49:14-15). მუსულმანს იმედი აქვს, რომ უფლება ექნება შევიდეს ისლამურ სამოთხეში საკუთარი დამსახურებით და იმის გამო, თუ როგორ ასრულებდა შარიათს (სურა ძროხა 2:25, 82). მუსულმანი ვერ გრძნობს მხსნელი არსებობის საჭიროებას, ვერც იმას აცნობიერებს რამდენად დიდია ღმერთის სიწმინდე და არც საკუთარ თავს თვლის ბოროტად და უღირსად. საბოლოო ჯამში კმაყოფილია თავისი რელიგიით.

ალაჰის საქმეებისთვის ბრძოლაში მუსულმანი ღრმად დარწმუნებულია:

,,...ნუ ინაღვლებ ალაჰი, ხომ ჩვენთან არის...“ (სურა მონანიება 9:40).

ا... لاَ تَحْزَنْ إِنَّ اللَّهَ مَعَنَا ... (سُورَةُ التَّوْبَةِ ٤٠:٩)ا

 ალაჰი წმინდა ომში გვიგზავნის უხილავ მეომრებს იქამდე, სანამ ისლამის ყველა მტერი დამარცხებული არ იქნება. 

1 ჩვენ ახალი გამარჯვება მოგეცით შენ, 2 რათა ალაჰმა გაპატიოს ის რაც გელოდა შენი ცოდვების გამო და რაც იყო აქამდე, და რომ აღასრულოს თავისი წყალობა შენზე... 4 ალაჰს ეკუთვნის ზეცისა და მიწის ჯარები (სურა გამარჯვება 48:1,2,4).

ا١ إِنَّا فَتَحْنَا لَكَ فَتْحاً مُبِيناً 2 لِيَغْفِرَ لَكَ اللَّهُ مَا تَقَدَّمَ مِنْ ذَنْبِكَ وَمَا تَأَخَّرَ وَيُتِمَّ نِعْمَتَهُ عَلَيْكَ ... ٤ ... وَلِلَّهِ جُنُودُ السَّمَاوَاتِ وَالأَرْضِ ... (سُورَةُ الْفَتْحِ ٤٨: ١-٤)ا

სულიერი სიმძიმე, საკუთარი ცხოდვილი ბუნების და ხორცის წინააღმდეგ, უმეტესწილ მორწმუნე მუსულმანისთვის უცნობია.

მუჰამედს საკმაოდ უცნაური ურთიერთობა ჰქონდა ქალებთან. მან ცოლად მოიყვანა აიშე, მაშინ როდესაც ის იყო 8 წლის გოგონა. მან შეაცდინა ზეინაბი, თავისი აყვანილი შვილის ცოლი და მიიღო ალაჰისგან ნება, რომ ცოლად შეერთო, როცა მასთან განქორწინდებოდა (სურა სონმი 33:37). ის დაწვა თავის ეგვიპტელ მარიამთან, თავისი ერთ-ერთი ცოლის ხავსას ოთახში, რომელიც იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა. ამ საქციელის გამო მისი ახალგაზრდა ცოლები გაუბრაზდნენ მას, და შეჰფიცა, რომ აღარასდროს მოექცეოდა ასე. ამის შემდეგ მან მიიღო ალაჰისგან ბრძანება, რომელიც დღემდე ძალაშია მუსულმანებისთვის: მათ უარი უნდა თქვან ნაჩქარევ ფიცზე, რადგან მან განუსაზღვრელი უფლებები მისცა თავის მონებზე. (სურა აკრძალვა 66:1-7).

ჩვენ არ გვმართებს ასე უცბათ ასე უცებ განსჯა, ვინაიდან იესომ თქვა: ,, ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!“ (იოანე 8:7). ბევრი სცოდავს, როგორც დავითი, მაგრამ ცოტა თუ ინანიებს ისე, როგორც ის, რადგან ვერ შეუცვნიათ წმინდა სიყვარულის ღმერთი.

ისლამში თითქმის არაფერი არ არის ცნობილი მათთვის, ღმერთთან ურთიერთობის აღთქმების შესახებ ისევე, როგორც მის ძველ აღთქმისეულ აღთქმებზე, რომლებიც მათ მონანიებას ამზადებს.

5.07 -- მხსნელმა აღასრულა საკუთარი მისია ამ ქვეყნიერების გადარჩენისთვის

უფლის ანგელოზმა უბრძანა იოსებს და მარიამს, სულიწმიდისგან შობილი ძსთვის დაერქმიათ იესო. ვინაიდან ის იხსნის მის ხალხს ცოდვებისგან (მათე 1:21; ლუკა 1:31). სახელი იესო ნიშნავს ,,უფალი გვეხმარება, მოგვცემს გამარჯვებას და გადაგვარჩენს“. მარიამის ძე ქვეყნად იმიტომ დაიბადა, რომ გადაარჩინოს ყველა, ვინც მიიღებს მის ხსნას. ქრისტეს გადარჩენა არ მდგომარეობს პოლიტიკურ პროგრამებსა და სახელმწიფო აყვავებაში, არამედ განთავისუფლებაში, ვისაც სურს, რომ მოინანიოს ყველა თავისი ცოდვა ცხადი თუ დაფარული. იესო ანთავისუფლებს ეშმაკის და სიკვდილის ტყვეებს და იხსნის მათ უფლის რისხვის სამართლიანობისგან. იესოს ხსნა ეს არის სულიერი პროცესი, რისი მეშვეობითაც ის წმენდს და ასწავლის თავის სულიერ ხალხს და ამზადებს მათ საკუთარი სულიერი სამეფოსთვის (იოანე 18:36). სახელი იესო - ღვთიური პროგრამაა ყველა ადამიანისთვის. ეს სახელი მოიცავს სრულ ხსნას და ღვთის ძალას ამ ყველაფრის შესასრულებლად. ეს სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა სახელს შორის, რომელიც ახალ აღთქმაში 975-ჯერ გვხვდება.

5.08 -- როგორ მოევლინა მხსნელი ქვეყნად

უფლის ანგელოზმა საოცარი შუქით დაჩრდილა რამის წყვდიადი და ეჩვენა მწყემსს ბეთლემის გორაკებზე. მან უთხრა მათ: ,, ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს, დავითის ქალაქში“ (ლუკა 2:10-11).

სებასტიან ბახის შობის მელოდია, გვახსენებს ჩუმ ანგელოზთა მხიარულების ექოს, დილის გარიჟრაჟზე. დაპირებული ქვეყნიერების მეფე მოვიდა. ის იმპერატორ ავგუსტინეს მსგავსად ატარებდა საპატივსაცემო ტიტულს ,,მხსნელი“, მთელი სამყაროს გარანტი. თუმცა ცხადია იესო ბევრად მეტი იყო, ვიდრე ავგუსტინე. ის თავად ღმერთის განსახიერება იყო (ესაია 9:5-6; 40:11). ღმერთი გახდა ადამიანი, რათა გახრწნილ კაცობრიობას ჰქონოდა უფლება ღვთიური ბუნების ნაწილი ყოფილიყო. ახალდაბადებულ ჩვილში ყველა ადამიანის ხსნა იმალებოდა. იმის შემდეგ, რაც უცოდველმა მხსნელმა დაარწმუნა იოანე ნათლისმცემელი, რომ მოენათლა იგი იორდანეს წყლებში, წინასწარმეტყველი მიხვდა, რომ მარიამის ძე საკუთარი ცოდვების გამო კი არ ინათლება, არამედ როგორც ყველა ადამიანის წარმომადგენელი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს მათ დანაშაულსა და უმართლობას (მათე 3:13-17). ამიტომაც იმ წუთას გაიხსნა ზეცა და გამოჩნდა სულიწმიდა მტრედის მსგავსად და დაივანა იესოზე მისი ძალაუფლების ნიშნად. და მაშინ თავად ღმერთმა თქვა უმნიშვნელოვანესი გამოცხადება: ,,ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ იოანემ მაშინვე ყველაფერს მიხვდა და დაამოწმა: ,, აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს“ (იოანე 1:29:34). ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის გარეშე ჩვენთვის ვერ იარსებებდა გადარჩენა. მისმა ნათლობამ დაიწყო დროის ათვლა, როდესაც ის შევიდა მსახურებაში, როგორც ქვეყნიერების მხსნელი.

იესომ აუხსნა ნიკოდემოსს სინედრიონის წევრს, რომელიც ღამე მივიდა მასთან: ,, და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:13-16). იესო იგივენაირად იდგა საცდურის წინაშე, როგორც ჩვენ მაგრამ არცერთხელ არ შეუცოდავს. მან აიღო ჩვენი ცოდვები, რათა ჩვენ მასში გავმართლებულიყავით და უფლისთვის მოსაწონები ვყოფილიყავით. (2 კორინთელთა 5:21; ებრაელთა 4:15). მან თავის სიყვარულში აიღო საკუთარ თავზე ჩვენი ცოდვები, მაგრამ თავად წმინდა რჩებოდა. ამითი ის იმ სპილენძის გველს ჰგავს უდაბნოში, ვინაიდან ის იხსნის ყველას, ვინც მას უყურებს.

იესომ გაუხსნა თავისი საიდუმლო მოწაფეებს: ,, ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28).

5.09 -- ქრისტეს გამომსყიდველ სიკვდილში მოგვეცა ახალი აღთქმა

როდესაც იესომ დაადგინა წმინდა ზიარება, მან აუხსნა საკუთარ მოწაფეებს მის მიერ მოვლენილი ხსნის, მიზანი და აზრი. როდესაც ისინი ჭამდნენ, მაინ აიღო პური, გატეხა, აკურთხა და უნაწილებდა რა მოწაფეებს ეუბნებოდა: ,,აიღეთ, ჭამეთ: ეს ჩემი სხეულია“. ამის შემდეგ მან აიღო სასმისი და მადლიერებით მისცა მათ და უთხრა: ,, ყველამ შესვით აქედან, რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“ (მათე 26:26-28; 1 კორინთელტთა 11:24-26). როგორც პურს და ღვინოს იღებს ჩვენი ორგანიზმი და ეს გადაიქცევა ძალად, ასევე სურს იესოს მოვიდეს და იცხოვროს ჩვენში და იყოს ჩვენში. როდესაც ის ჩვენში სახლდება, ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის რეალური ხდება, ამისთვის ჩვენ სრული გაწმენდა გვჭირდება ყოველგვარი ცოდვისგან, მისი აღთქმის, მსხვერპლის სისხლით. გადარჩენა ნიშნავს ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან, ცოდვების პატიების საფუძველზე. (ეფესელტა 3:14-21; 1 იოანე 1:7; გამოცხადება 1:5-6).

პირველი რაც ქრისტემ ჯვარზე თქვა იყო შუამდგომლობა ცოდვილთათვის: ,, მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34). იტანჯებოდა რა ღვთის ძეს არ ულოცია საკუთარი ტანჯვების შემსუბუქებისთვის; ნაცვლად ამისა მან გამოაჩინა უსაზღვრო სიყვარული მხსნელისა, ცოდვილების მიმართ. მამამ შეასრულა ძის თხოვნა მისმა გამომსყიდველმა მსხვერპლმა, ყველა მის მორწმუნეს მისცა გამართლება.

როდესაც ორ ბოროტთაგან, ერთ-ერთმა ქრისტეს გვერდზე გაკრულმა შეწყვიტა ლანძღვა და აღიარა, რომ მან და მეორე ბოროტმომქმედმაც დაიმსახურეს ეს, მან მიმართა მეფეს, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი ეკეთა: ,, იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში მიხვალ“ უფალმა არ დააყოვნა პასუხის გაცემა: ,, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:39-43). იესოსგან მარჯვნივ მყოფი ბოროტმომქმედი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც იესომ სიკვდილამდე გადაარჩინა. მოციქულებმა მიატოვეს ის და გაიფანტნენ, ამ დროს კი ბოროტმომქმედი ჯვარზე არ გადარჩენილა კარგი საქციელის გამო, არამედ მხოლოდ საკუთარი რწმენით. ეს გახდა მაგალითი ყველა გადამრჩენელისთვის. გადარჩენა - ჯვარცმული ქრისტესგან ბოძებული მადლია, რომელიც ყველა ცოდვილისთვის არის, ვინც მასთან რწმენით მოდის.

5.10 -- იესოს ჯვარზე გამარჯვება

ექვსი მტანჯველი საათი შემდეგ ჯვარზე იესომ თქვა: ,,აღსრულდა“ (იოანე 19:30). ნეტა რა აღსრულდა?

იესომ თავისი გამომსყიდველი სიკვდილით ჯვარზე, ღმერთის რისხვა ჩააცხრო კაცობრიობის მიმართ. მას შემდეგ ჩვენ გვაქვს შერიგების უფლება ღმერთთან.

ყველა კანონის მოთხოვნა აღსრულდა იესო ქრისტეს ჩამანაცვლებელი მსხვერპლის მეშვეობით.

მან იტვირთა სასჯელი ყველა ცოდვილის ცოდვისთვის, წყევლის ხეზე.

ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი,
ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი;
ჩვენი სასჯელი იყო მასზე
და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ

(ესაია 53:5)

ეშმაკი ცდილობდა იესოს შეცდენას ცოდვებით. იესოს უყვარდა თავისი მტრები, რჩებოდა რწმენის ერთგული და ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ კარგავდა იმედს. მას შემდეგ ეშმაკს აღარ აქვს უფლება განიკითხოს ქრისტეს მორწმუნეები. ქრისტემ გამარჯვება მოიპოვა უფლის რისხვაზე ჩვენს ცოდვაზე და ეშმაკის ძალაუფლებაზე. ,, რადგან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი“ (ებრაელთა 10:14).

მას შემდეგ ქრისტე ჯვარზე მოკვდა, გადარჩენის ობიექტური რეალობა ჭეშმარიტებად იქცა ყველა ადამიანისთვის. ქრისტეს აღარ სჭირდება ხელმეორე სიკვდილი, განსაკუთრებით იუდეველებისთვის და მუსულმანებისთვის. მის გამომსყიდველ სიკვდილს აქვს ძალა ყველასთვის, ისე როგორც ერთხელ თქვა კათოლიკე მღვდელმა მამა ბოოსმა: ,,ეს შეშლილი სამყარო გამოსყიდულია და თავადაც არ იცის ამის შესახებ - ან არ სურ, რომ იცოდეს“.

5.11 -- ქრისტეს აღდგომა ადასტურებს ჩვენს გადარჩენას

როდესაც იესო მკვდრეთით აღდგა და ეჩვენა გაფანტულ მოწაფეებს, უპირველესად მათთან მიიტანა ღვთის მშვიდობა: ,,მშვიდობა თქვენდა“ (იოანე 20:19). იესოს არ დაუძალებია მათთვის მორჩილება და არ შეუთავაზებია სამყაროს პირობების მიღება, როგორც ისლამურ რელიგიაშია. ნაცვლად ამისა მან თავისუფალი არჩევანი მისცა მისი გამოსყიდვის მისაღებად. ქრისტეს აღდგომამ ბეჭედი დაასვა ღვთიურ გადარჩენის საკითხს, რადგანაც იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა ჩვენ ვიცით, რომ: ,,იესო უცოდველი და წმინდაა“. მას ერთხელ მაინც, რომ შეეცოდა სიტყვით, საქმით ან აზრით, მაშინ სიკვდილს ექნებოდა მასზე ძალაუფლება, მაგრამ იესო აღსდგა და გაიმარჯვა სიკვდილზე. მის სიწმინდესა და უცოდველობაში გამოვლინდა მისი ღვთიური ბუნება. ჩვენ თაყვანს ვცემთ მას მისი სიწმინდისთვის.

ღმერთმა მიიღო თავისი ძის გამომსყიდველი მსხვერპლი. იესოს არ გამოუცდია წარუმატებლობა, როგორც ბევრი დასცინის მას, არამედ წარმატებით აღასრულა საკუთარი ღმერთის კრავობის მისია და შეარიგა ქვეყნიერება საკუთარ მამას. ქრისტეს მსხვერპლი მოცულია საუკუნო ძალით და ყველა მომნანიებელ ცოდვილს უხსნის გზას ღმერთისკენ. ჩვენ თაყვანსვცემთ იესოს მისი გამოსყიდვისთვის, რომელიც აღასრულა ჩვენს გამო.

იესო ცოცხალია! ის არ მომკვდარა, ის - ცოცხალი მხსნელია! მუჰამედი კი პირიქით, მოკვდა და ელოდება სამსჯავროს დღეს. ამიტომაც ყველა მუსულმანი ვალდებულია ილოცოს მასზე ყოველ ჯერზე, როდესაც მისი სახელი იხსენიება (სურა სონმი 33:56). იესო კი პირიქით წარგვადგენს ჩვენ მამის წინაშე და შუამდგომლობს ჩვენთვის. ჩვენ თაყვანსვცემთ იესოს იმისთვის, რომ ცოცხალია და ის ლოცულობს მამასთან ჩვენზე.

ყველა მტრული ძალა ღმერთის მიერ დამარცხებულ იქნა ღვთის კრავის გამოყენებით და ჩვენ მივიღეთ სრული გამართლება მადლით, პატიება და ცოდვებისგან განთავისუფლება. მარტინ ლუთერი თავის მოკლე გადმოცემაში მალავდა ძალაუფლებით უდიდეს გადარჩენის საიდუმლოს.

,,მე მწამს, რომ იესო ქრისტე...
არის ჩემი უფალი,
რომელმაც გამომისყიდა დაღუპული და განკითხული ადამიანი,
მიხსნა ყველა ცოდვისგან,
სიკვდილისგან და ბოროტის ძალაუფლებისგან,
მიხსნა არა ოქროთი ან ვერცხლით,
არამედ თავისი წმინდა ძვირფასი სისხლით
და თავისი დაუმსახურებელი ტანჯვებითა და სიკვდილით იმისთვის,
რომ ვეკუთვნოდე მას,
ვცხოვრობდე მის ძალაუფლებაში,
მის მეფობაში და ვემსახურებოდე მას საუკუნო სიმართლეში,
ნეტარებაში ისევე,
jროგორც ის აღსდგა რა მკვდრეთით,
ცოცხლობს და მეფობს საუკუნოები,
ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა“

5.12 -- ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის უკუგდება ყურანში

ალაჰი ისლამში არ ღებულობს შუამდგომლებს: არც კრავი ჰყავს, არც დამხმარე, თავად არის შემომქმედი უფალი და მთელი ქმნილების განმსჯელი. მრავალი მუსულმანი დარწმუნებულია იმაში, რომ თუკი ალაჰს დასჭირდებოდა შუამავალი ან მხსნელი კაცობრიობის გამომსყიდველი კაცობრიობისთვის, მაშინ ის ყოვლისშემძლე არ იქნებოდა. მათ სწამთ, რომ ალაჰს შეუძლია პატიება, ვისიც უნდა როდესაც უნდა. თუ არ სურს ვინმეს პატიება არ პატიობს. ალაჰი ისლამში - თავისუფალი მფლობელია, განუზომელი ძალაუფლებით. ის არ არის მამა ღმერთი, რომელიც სავსეა სიყვარულით და მზადაა გასწიროს საკუთარი მხოლოდშობილი ძე, დაღუპული ცოდვილებისთვის. (იოანე 3:16)

ყურანი ასევე გამორიცხავს ჩამანაცვლებელი მსხვერპლის შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს სასჯელის სხვების ნაცვლად საკუთარ თავზე აღებას, ცოდვების საპატიებლად. რამდენადაც ისლამში არ არსებობს ღვთიური სიყვარული (აგაპე), შესაბამისად სულიერი ფასეულობები გაურკვეველი რჩება. ისლამური კანონების მცოდნეები, უკუაგდებენ ყველა მსხვერპლიან კანონს ძველ აღთქმაში და მათ აღსრულებას ქრისტეს ჩამანაცვლებელი მსხვერპლით და ამ ყველაფერს მოიხსენიებენ ფუჭ და შეუძლებელ რამედ.

ყურანი გადამწყევტად უკუაგდებს ქრისტეს ჯვარცმის ისტორიულ ფაქტს (სურა ქალები 4:157). ამიტომაც გაგებები, როგორიცაა გამართლება და ღმერთთან შერიგება. ისლამისთვის სრულიად გაუგებარია. ყველა ადამიანზე (მუსულმანი), რომელიც არ ასრულებს რჯულს, მოდის ღმერთისგან რისხვა (იოანე 3:36). ყურანის მასწავლებლები აშინებენ ყველა მუსულმანს იმითი, რომ სიბნელის ანგელოზები დატანჯავენ მათ საფლავშიც კი, თუკი ბოროტი საქმეები მათ ექნებათ მეტი, ვიდრე კეთილი. სამწუხაროდ ყველა ადამიანი ამ მდგომარეობაშია.

ისლამში არ არსებობს მადლით გადარჩენა უსასყიდლოდ, ამიტომაც არის ისლამი - კანონების რელიგია, რომელიც ყველას მოუწოდებს საკუთარი თავის გადარჩენისკენ.

მუსულმანები არ აღიარებენ ქრისტეს აღდგომას, ყურანში მუჰამედი ორჯერ იმეორებს, რომ ალაჰმა ის დააძინა და ცოცხლად აიყვანა ის თავისთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ყოფილა სამარხში და არ დაბრუნებულა სიცოცხლეში სიკვდილიდან. მას არ გაუმარჯვია სიკვდილზე. ალაჰმა ის უბრალოდ თავისთან წაიყვანა, რათა ის ტანჯვებისგან დაეხსნა (სურა იმრანის ოჯახობა 3:55; ქალები 4:158). ამიტომაც მუსულმანების თვალში ისა არ არის ღმერთის რისხვაზე, ცოდვაზე, ეშმაკზე და სიკვდილზე გამარჯვებული. ისლამში ეს ღმერთის წინააღმდეგ გამოსული ძალები არ არის დამარცხებული.

მუჰამედმა საკუთარი თავი გამოაცხადა, როგორც უბედურების გამაფრთხილებელი და არა მოამავალი სასამართლოსგან მხსნელი. მისი კანონი, შარიათი - ეს არის ფართო გზა, რომელსაც თითქოს მუსულმანი პირდაპირ სამოთხეში მიჰყავს. სინამდვილეში კი ჭეშმარიტება მდგომარეობს სხვა რამეში. ვერავინ გამართლდება კანონით (რომალეთა 3:20; გალატელთა 2:16). ნებისმიერი სამართლებრივი სისტემა განიკითხავს დამნაშავეს. მუსულმანს განიკითხავს კანონი, რომელზეც ისინი დიდ იმედებს ამყარებენ. (რომაელთა 4:15; იაკობი 2:10).

სიტყვები ,,გადარჩენა’’ და ,,მხსნელი“ ყურანში არ გვხვდება. ისლამში არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა ალაჰის შეწყალება დაღუპული ადამიანებისადმი. ისლამმა არ იცის, რომ ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომ ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე (იოანე 3:16).

ვაცნობიერებთ რა, რომ მუსულმანი თავისი ყოველდღიური ლოცვითი რიტუალებით უარს ამბობს ქრისტეს გადარჩეაზე ჩვენ ვხვდებით, რომ მადლის უკუგდება და გადარჩენის შესახებ აზრის მიუღებლობა, რომელიც 53 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თაობები მიიყვანა კოლექტიურ მონობამდე. ჯიუტად უარყოფენ რა ღვთის რისხვისგან განთავისუფლებას, მუსულმანები თავიანთი ნებით ირჩევენ ღმერთისგან განკითხვას (იოანე 3:36).

5.13 -- გადარჩენის განხორციელება ეკლესიის ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში

Jesus commanded his apostles, before his ascension to heaven, to wait for what the Father had promised and explained to them: John baptized with water, but you shall be baptized with the Holy Spirit not many days from now. (Acts 1:4-5)

Jesus had, judicially speaking, accomplished the redemption of the world through his atoning death. Now he wished to work out this salvation in his followers on a spiritual level, just as the priests, after the presentation of the sacrifice in the temple, pronounced God’s blessing on the waiting assembly. After his resurrection from the death, therefore, Jesus assured his disciples: You shall receive power when the Holy Spirit has come upon you; and you shall be my witnesses. (Acts 1:8)

5.14 -- The outpouring of the Holy Spirit

After Jesus had taken away the sin of the world on the cross which, like a high dam, had held back the blessing of God, the Holy Spirit, at the feast of Pentecost, broke out like a wide river over the believers waiting in prayer (Acts 2:1-4). The cross remains the decisive prerequisite in obtaining the Holy Spirit, who cannot be conferred without the application of the blood of Jesus. We have not received the Spirit because of our efforts, but only through Jesus Christ. He is the true Vine, we are the branches (John 15:4-8). To Him, we owe thanks and worship.

The first fact that Peter and the Apostles witnessed to, after the outpouring of the Holy Spirit, was the resurrection and presence of the crucified Christ. Then they appealed to all listeners to repent and to confess their sins, encouraged their shocked audience to believe in the living Lord Jesus and urged all to be baptized, as the crucial step towards their Savior, so that they might receive the gift of the Holy Spirit (Acts 2:38).

5.15 -- The fulfillment of salvation in the life of the individual

მორწმუნეებში მყოფი მამისა და ძის სული გარედან მოდის და შედის მათ შიგნით. მის თანდასწრებას ვერ ავხსნით ჰიპნოზით ან ადრენალინის ამაღლებული დონით. თავად ღმერთი შედის ყველა ჭეშმარიტების მაძიებელთა ცხოვრებაში და ხდის მათ თავისი ღვთიური ბუნების მონაწილედ (იოანე 14:16,23,26). მუჰამედის სწავლების მიუხედავად სულიწმიდა არ არის შექმნილი სული, არამედ ის დასაბამიდანვე არის მონაწილე ღვთიური არსის. ის არის ,,თავად ღმერთი“ (იოანე 4:24). როდესაც სული სახლდება ადამიანში მას მოაქვს უფლის ძალა და მორალი. გადარჩენა მორწმუნეების ცხოვრებაში ხორციელდება სულიწმიდის მიღების გზით. მოდით მადლიერება შევწიროთ მამას და ძეს ამ დიდებული მადლისთვის.

სახარებაში არის რიგი გაგებები, რომელიც აღწერენ გადარჩენის აქტს. ადამიანური სიტყვებით რთულად შესაძლებელია ამ სასწაულის დიდებულების გადმოცემა.

იესომ უთხრა ნიკოდემოსს, რომ ვერავინ იხილავს ღვთის სამეფოს, ანუ ვერავინ შევა მასში, ვინც მაღლიდან არ იშვება (თავიდან) წყლითა და სულით (იოანე 3:1-3).

მახარობელი იოანე ამტკიცებს: ,, რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა“ (1 იოანე 5:4).

იესო ამოწმებდა საკუთარ თავზე: ,, უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად...“ (ლუკა 4:18; ესაია 42:7).

ზეციდან შობილები რწმენით იმეორებენ ამ სიტყვებს. ბიბლიის რამდენიმე ადგილას დასტურდება, რომ ქრისტეს მიმდევრები ასევე მიიღებენ სულის ცხებას (იოანე 16:13; 2 კორინთელთა 1:21-22; იერემია 31:33-34; 1 იოანე 2:27).

პავლე წერს, რომ მორწმუნეები ,,დაბეჭდილნი არიან მასში სულიწმიდით და დაცულნი მომავალი სასამართლოსგან“ (2 კორინთელთა 1:21-22, 5:5; ეფესელთა 1:13-14; გამოცხადება 7:2-8).

საუკუნო სიცოცხლე - ეს კდიევ ერთი გამონათქვამია, რომელიც აღწერს ადამიანის შიგნით სულიწმიდის ,,აღთქმას“, ვინაიდან სული თავად არის სიცოცხლე, რომელიც მომდინარეობს ღმერთისგან. (იოანე 3:16,36, 5:24, 10:28, 17:2, 20:31; საქმეები 13:48; რომაელთა 7:6, 8:10,23; 1 იოანე 3:14, 5:11-12). თაყვანივცეთ სამპიროვან ღმერთს, მისი სასწაული საჩუქრისთვის.

5.16 -- გადარჩენა ქრისტეს ეკლესიაში

სულიწმიდა თავიდანვე იყო საჩუქარი არა მხოლოდ ცალკეული მორწმუნეებისთვის, არამედ მორწმუნეთა კრებულებისთვის მთელს სამყაროში. ახალი აღთქმა არ იძლევს სულიერ ეგოიზმს ან თვითკმაყოფილებას ადგილს. ყველა ქრისტეს მიმდევარი ერთობლივად ქმნის ღვთის ტაძარს, რადგან მათში ცხოვრობს სულიწმიდა (1 კორინთელთა 3:16-17; 2 კორინთელთა 6:16; ეფესელტა 2:21). პავლე ასევე აღწერს ეკლესიას, როგორც ქრისტეს სულიერ სხეულს (რომაელთა 12:5-8; 1 კორინთელთა 12:27; ეფესელთა 4:4), რომელშიც იესო - თავია, ხოლო ჩვენ - ერთმანეთის შემავსებელი ასოები.

სამპიროვან ღმერთს სურს, რომ მიგვიზიდოს საკუთარი წყალობის მაგნიტით და ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ სულით (იოანე 17:21-23). ,, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ“ (რომაელთა 5:5). იოანემ დაწერა დიდებული სიტყვები: ,, ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში“ (1 იოანე 4:16; ეფესელთა 3:18-19).

ის,რ ომ მამის და ძის სული სახლდება ჩვენში და არის ჩვენთან ერთად, დასტურდება სხვა წერილებითაც ახალი აღთქმიდან. ჩვენ მაინც უნდა ვისწავლოთ აღიარება: ,,მე მწამს სულიწმიდის!“ და არ მივცეთ რწმენის ნიკეის სიმბოლოს მესამე ნაწილი, სექტანტების და გამყიდველების ხელში, არამედ ვიცხოვროთ ქრისტეს ძალაში. სულიწმიდის თანდასწრება მოკვდავ ადამიანებში - ეს ღმერთთან ახლო ურთიერთობების ყველაზე ახლო ნიჭია, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ადრეულად მოემზადნენ საიდუმლო სერობისას მოწაფეები. გადარჩენა ნიშნავს მამა ღმერთთან გაერთიანებას, იესო ქრისტეს მეშვეობით და სულიწმიდის ძალით. ვინ ვართ ჩვენ, რომ ღმერთმა განგვისაზღვრა საუკუნო სიცოხოხლე?

5.17 -- როგორ მივიღოთ ღვთის სული?

უპირველესად უნდა გავაცნობიეროთ, რომ 50-ე დღეს ღმერთმა თავისი სული გადმოღვარა ყველა ხორციელზე (საქმეები 2:16-21). სული არ უნდა გადმოიღვაროს ხელმეორედ განსაკუთრებით ჩვენთვის. იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით მისივე სამართლიანობისთვის, ჩვენ გვაქვს უფლება მივიღოთ სულიწმიდა. ყველამ ვინც მოისმინა იესოს სიტყვები ,,მიიღეთ სულიწმიდა“, (იოანე 20:22) და ირწმუნა ქრისტე, უკვე მიიღო სულიწმიდა ამ რწმენით მასში. სული ჩვენს ცხოვრებაში მოდის ჩვენი რწმენის მეშვეობით და თავად რწმენა არის სულის ნაყოფი (იოანე 1:12-13; საქმეები 16:31; ეფესელთა 2:8-10; ფილიპელთა 2:12-13). ამასთანავე ჩვენმ არ ვგრძნობთ აუცილებლად ამ სულს, მთავარია გვჯეროდეს, რომ ის გვმართავს. ,, მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას“ (ფსალმუნი 49:23). ვინც რწმენით ემადლიერება ღმერთს სულიწმიდისთვის, ის განადიდებს ღმერთს და ღმერთსაც შეუძლია ამის მეშვეობით უჩვენოს მას ხსნის გზა. იესომ რამდენიმე შემთხვევაში აგვიხსნა, თუ როგორ უნდა მივიღოთ რეალურად ღვთის სული (ლუკა 11:9-12; იოანე 6:47, 63, 10:27-30, 11:40, 14:26-27, 15:4-8; საქმეები 2:39, 9:17-19). მოიკრიბე გამბედაობა და ნუ გეშინია, რომ გწამდეს. დამაჯერებლად ილოცე მადლიერებით, ვინაიდან თავად იესო მიგიყვანს საკუთარ გადარჩენამდე და განგანტკიცებს. მისი სიყვარული არასდროს მთავრდება!

სულიწმიდა არ მოგვეცა იმისთვის, რომ მეტი სულიერი ნეტარება გვქონდეს; მას სურს განაახლოს და გაწმინდოს მთელი ჩვენი ცხოვრება. ძირითადად ამ მიზნით გვაძლევს მამისა და ძის შეცნობის უნარს. (როამელთა 8:15-16). ,, და არავის შეუძლია თქვას: "უფალია იესო” - თუ არა სულიწმიდით“ (1 კორინთელთა 12:3).

სული არის სიყვარული.
მას სურს დაამარცხოს ჩვენი ეგოიზმი.

სული არის სიხარული.
მას სურს გააქარწყლოს ჩვენი დეპრესია.

სული არის მშვიდობა.
მას სურს, რომ განგვწმინდოს სიცრუისგან.

The Spirit is truth.
He wishes to cauterize (purge) our lies.

სული არის მოთმინება.
მას სურს გაიმარჯვოს ჩვენს წყენაზე.

სული თვინიერი და თავმდაბალია.
მას სურს დაამსხვრიოს ჩვენი სიამაყე.

სული წმინდაა.
ის წმენდს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს.

განწმენდის გარეშე ვერავინ იხილავს უფალს
(2 კორინთელთა 7:1; 1 თესალონიკელთა 4:3-8; ებრაელთა 12:14).

5.18 -- სულიწმიდას მოძრაობაში მოვყავართ

იესოს სული გვასწავლის ლოცვას, მამისა და ძის თაყვანისცემას, ცოდვების აღიარებას, ქების მიძღვნას და მადლიერებას (მათე 6:9). ის აღგვძრავს ლოცვაში ღმერთის მოხმობისკენ, როგორც საკუთარი მამის. ის უმოწმებს ჩვენს სულს, რომ ჩვენ - ღვთის შვილები ვართ (რომაელთა 8:14-16). ის აღგვძრავს ერთგულ და გამუდმებულ ლოცვისკენ (ეფესელთა 6:12-20).

სული გვაძლევს ღრმა თანაგრძნობას და შეწყალებას ყველა ცოდვილის მიმართ. ის აღგვძრავს სახარების ახსნას სიტყვებით, რომლებიც მათთვის გასაგებია. თავად პეტრე ამოწმებდა მოსამართლეების წინაშე სინედრიონში: ,, არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით...გარდა იესოს სახელისა“ (საქმეები 4:12, 10:43).

სულიწმიდა მოწყალე და მომთმენია და ამარცხებს ჩვენს მორცხვობას. ის გვამშვიდებს და აღგვძრავს წავიღოთ დამოწმება იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა დროდადრო პავლეს საკუთარი შიშების დაძლევაში. პავლე თავად ამბობდა: ,, ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად“ (რომაელთა 1:16).

იუდეველებისა და მუსულმანების მისიაში იესო ქრისტეს გადარჩენა დასტურდება არ მხოლოდ შინაგანი სიხარულის განცდით, არამედ კოლექტიური მონობისგან განთავისუფლებით ბოროტი სულებისგან და ერთადერთი მხსნელის სიხარულის მოწმობით. იესოს სურს, რომ ჩვენი სიხარული სრულყოფილი იყოს (იოანე 15:11, 16:24, 17:13). და ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ ეს სიხარულის სისავსე, ვამოწმებდეთ რა იესოზე და მის სრულყოფილ გადარჩენაზე. და მოდით ვაღიაროთ იესო ქრისტეს გამარჯვება, ვინაიდან ,,... აჰა, ახლაა ხსნის დღე“ (2 კორინთელთა 6:2).

5.19 -- რას ამბობს ყურანი სულიწმიდის შესახებ

მუსულმანების წიგნში არის 29 მუხლი სადაც ნახსენებია ,,ალაჰის სული“ და ,,წმინდა სული“. უმეტეს შემთხვევაში იგულისხმება ჯიბრილი (გაბრიელ ანგელოზი); იგულისხმება, რომ მან გახსნა თორა, სახარება და ყურანი. ალაჰის სული ყურანში ჩნდება ადამის შექმნისთანავე. მარიამის საშოში შვილის ჩასახვის დროს, ასევე ქრისტეს სასწაულებისას დამუჰამედის მიერ წმინდა წერილის განმარტებისას. ყველა შემთხვევაში ალაჰის სული - შექმნილი არსებაა, რომელსაც არ გააჩნია ღვთიური და საუკუნო თვისებები (სურა რამის გადატანა 17:85; რჩევა 42:52; ძალაუფლება 97:4). ამგვარად ისლამში არ არსებობს რწმენის გამომხატველი მესამე ნაწილი.

ისლამური სწავლება მსგავსი სახის განმარტებებით სავსეა. უდაბნოს რელიგია სულიერ ცხოვრებას უარყოფს და გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მუჰამედშ ან მის მომხრეებში სულიწმიდა ივანებდა. მამის, ძის და სულიწმიდის შეცნობა უკუგდებულია, როგორც უპატიებელი საქციელი. მადლის მეშვეობით გამოსყიდვა ისლამში წარმოუდგენელია (სურა ანგელოზები 35:29-30; მონანიება 9:11). იქ არ არსებობს სულიწმიდის ნაყოფი ან თავისუფალი საუბარი - ლოცვა მამასთან. ალაჰი - ერთადერთი ხელმწიფეა. მის გარდა შეუძლებელია ვინმე იყოს - მამა ან ღვთაებრივი სული. ამიტომაც ისლამის სულიერი თვალთახედვით, მათი რელიგია საბოლოო სიკვდილს ჰგავს (2 მეფეთა 4:40).

5.20 -- შეუძლებელია ცხოვრების განახლება

ღვთისმოსაობას, ფანატიზმს და ლოცვის წესებს საერთო არაფერი აქვთ იესოს სულთან. ყოველივე ეს მხოლოდ დაცემული ქმნილების ნარჩენებია. მორწმუნეების განწმენდა და მათი ღმერთის ხატებად ყოფნა ისლამში ცდომილებად ითვლება. ეს რელიგია ამართლებს ფულზე დევნას და ნადავლის მოძიებას (სურა ნადავლი 8:41, 67,70; გამარჯვება 48:20). ასევე ეს რელიგია ამართლებს მრავალცოლიანობას. ისინი მთელი ძალებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება და პატივი რელიგიური სახელმწიფოსგან.

მუსულმანისთვის უცხოა დამაჯერებელი საუკუნო სიცოცხლის მოლოდინი ან სულიწმიდის მიერ შთაგონება. მუსულმანს სწამს, რომ ალაჰი დადებითად შეაფასებს მის კეთილ საქმეს და ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ბოროტს. (სურა ჰუდ 11:114). ისლამში ვერ იპოვით სულს, რომელიც ანუგეშებს ადამიანებს, აძლევს გამართლებას იესო ქრისტეს გამომსყიდველი სისხლის მეშვეობით. ახალი კანონის სული დევნის პატიების და სიყვარულის სულს.

სული რომელიც საუბრობს მუჰამედის ბაგეებით არ არის წმინდა. ეს ანტიქრისტეს არაწმინდა სულია.

,, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა“ (იოანე 5:24, 3:16-18).

ამოწმებდა რა საკუთარ სიკვდილზე გამარჯვებას, იესომ შემდეგი ნუგეშის სიტყვები მოგვცა ,, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს! ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?“ (იოანე 11:25-26).

5.21 -- საუკუნო სიცოცხლის მტკიცე იმედი

ვსაუბრობთ რა სულიწმიდის აღთქმაზე მოწაფეებში, პავლე წერდა: ,, ქრისტე თქვენში, დიდების იმედი“ (კოლასელთა 1:27). სულიწმიდა არის დიდების პირობა, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება ქრისტეს მორწმუნეებისთვის (2 კორინთელთა 1:22, 5:5; ეფესელთა 1:14).

იოანე წერდა ამ თემის შესახებ: ნახეთ როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ვიცოდებოდეთ ღვთის შვილებად!... ჯერ არ გაგვხსნია ყველაფერი რაც იქნება. მხოლოდ ის ვიცით, რომ როცა გაიხსნება მისი მსგავსები ვიქნებით, რადგან დავინახავთ მას ისე, როგორიც არის. (1 იოანე 3:1-2; გამოცხადება 1:13-18).

პავლე იქამდე ამოწმებდა: ,, ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის“ (რომაელთა 8:29).

ქრისტიანები საკუთარ თავში ატარებენ მტკიცე იმედს საუკუნო სიცოცხლისა, ვინაიდან სულიწმიდა არის უკვე მათში საუკუნე სიცოცხლე (იოანე 6:63, 17:3; რომაელთა 6:23, 8:10; გალატელთა 6:8; 1 პეტრე 4:6; გამოცხადება 11:1).

,,და ყოველი ვისაც აქვს იმედი დამყარებული მსაზე, წმენდს საკუთარ თავს, რადგან ის არის წმინდა ელოდება რა ქრისტეს მეორედ მოსვლას დიდება“ (რომაელთა 13:11; 1 პეტრე 1:5-9; ებრაელთა 9:28).

5.22 -- ქრისტეს მეორედ მოსვლა და გადარჩენის აღსრულება

იდგა რა იესო სინედრიონის წინ იერუსალიმში, განუცხადა მის მსაჯულთ, როდესაც ისინი გადავლენ მკვდართა სამეფოში დაინახავენ მას მამის მარჯვნივ მჯდომს ძალით და ღრუბლებზე მომავალს (ფსალმუნი 109:1; დანიელი 7:13-14; მათე 26:64). ქრისტეს მეორედ მოსვლა - მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ყველა ჩვენი წუხილი უნდა გავატაროთ ქრისტეს მეორედ მოსვლის შუქზე და ყველა ჩვენი საქმეც უნდა იყოს მიმართული აქეთკენ. მუსულმანებმაც იციან, რომ ქრისტე უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე, მაგრამ სწამთ რომ ის მოკლავს ანტიქრისტეს, ეკლესიებში დალეწავს ჯვრებს, დაქორწინდება და მტელს კაცობრიობას ისლამში მოაქცევს. ასეთი კარიკატურა არსებობს ჭეშმარიტ ქრისტეზე. ბიბლიური წინასწარმეტყველება გვაცნობებს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება. ნიკეის რწმენის სიმბოლოში ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქრისტე მოვა ,,მკვდართა და ცოცხალთა განსაკითხავად“. ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ყველა მკვდარი აღდგება და წარსდგება ბოლო სასამართლოზე (რომაელთა 14:10; საქმეები 17:31; 2 კორინთელთა 5:10).

5.23 -- ქრისტეს სამსჯავრო

ყოველი თვითკრიტიკული ადამიანი, რომელიც ელოდება იმ დიდებულ დღეს, რომელიც აღწერილია სახარებაში მათეს 25:31-46-ში, ღრმა ფიქრს მიეცემა და მასში განგაში მოდის:

დიდების ღმერთი დაჯდება ტახტზე, ყველა ერებს შეკრიბავს თავის თანდასწრებაში და დაიწყებს ადამიანების გამოყოფას, როგორც მწყემსი აცალკევებს, თხებს და ცხვრებს. მისი მიმდევრები მისგან მარჯვნივ იქნებია, ის შეაქებს მათ და მამის კურთხეულ შვილებს უწოდებს, რადგან შეასრულეს ტანჯულთა საჭიროებები. მაღტლები არ ითვლიდნენ თავიანთ კეთილ საქმეებს და არ თვლიდნენ მათ რაიმე განსაკუთრებულად, გაჭირვებულთა დახმარება მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, იესო კი იღებს მათ ამ მსახურებას სხვების მიმართ, თითქოსდა ეს მისთვის გააკეთეს და ის პირდება მათ, რომ საუკუნოდ მიიღებენ, ღმერთის სამეფოს.

ხოლო მისგან მარცხნივ მდგომებს მსაჯული ჰკითხავს მათ, რატომ არ ემსახურებოდნენ მას და რატომ არ ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. ისინი უპასუხებენ მას, რომ არ შეხვედრიათ ტანჯული. მათი გული გაუხეშდა და ხედავდნენ მხოლოდ საკუთარ თავსა და ეგოისტურ მიზნებს. იესო ეტყვის მათ: ,, წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის“ (მათე 25:41).

ჩვენ შეიძლება კითხვა გაგვიჩნდეს: ნუთუ კურთხეული ხალხი მხოლოდ სიკეთეს აკეთებდა და არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ და ბოროტი მოწაფეები ასევე კარგ საქმეებს აკეთებდნენ? რათქმაუნდა აკეთებდნენ! მაგრამ იესოს მიმდევრებმა აღიარეს საკუთარი ცოდვები, მოინანიეს დამიიღეს პატიება უფლისგან და მათ ცხოვრებაში არ დარჩა ნეგატიური არაფერი. ისინი სულ უფრო გულმოწყალეები ხდებოდნენ, რადგანაც შეიცვნეს ქრისტეს სიყვარული და ტანჯვები.

ხოლო ის ვინც ეშმაკს მიჰყვებოდა სხვა მიმართულებით მიდიოდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ საკუთარ ცოდვას, არ აღიარებდნენ მას და უარს ამბობდნენ ქრისტეს პატიების მიღებაზე. მათ გამოყვეს საკუთარი თავი გამზადებული გადარჩენისგან. მათ ცხოვრებაში მამოძრავებელ ძალად ფული, ძალაუფლება, სექსი და პრესტიჟი იქცა. და ისინი სულ უფრო ფუჭდებოდნენ და იხრწნებოდნენ.

ჩვენ წინასწარ მოგვიწევს დავფიქრდეთ კითხვებზე, რომელიც სამსჯავრო დღეს დაგვესმევა და ისმის შესახებ, თუ რას ვუპასუხებთ. ჩვენ სერიოზულად უნდა ვილოცოთ ამის შესახებ და საკუთარი თავი შუამდგომლობას მივუძღვნათ იუდევლებსა და მუსულმანებზე, რომლებიც უარყოფენ ღვთის ძის გამომსყიდველ ძეს. შეუძლია თუ არა ქრისტეს სიყვარულს გარდაგვქმნას და მზრუნველ ადამიანებად გვაქციოს? გავხდებით თუ არა ჩვენ მორწმუნე ადამიანებად, მლოცველებად, რომლებიც იქნებიან მსხვერპლის გამღებნი და მისი სულის მიერ მართული მსახურები?

5.24 -- სრული გარდაქმნა იესოს მეორედ მოსვლის დროს

იესომ მიწაზე ცხოვრების დროს მრავალი სასწაული ჩაიდინა, რომელიც მისი დიდებულების ნიშანი იყო (იოანე 21:25). ის კურნავდა სნეულს, დევნიდა ეშმაკეულებს, ძალაუფლება ჰქონდა სტიქიურ მოვლენებზე, როგორც ბუნების მბრძანებელს. ქრისტეს მოსვლამ ბოლო დაუდო ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარ დამანგრეველ ძალებს. ქრისტეს ეს ძალაუფლების საქმეები მისი მომავალი მეფობის წინაპირობა იყო. იმის წინაპირობა, რომ ის იმეფებდა ახალ შექმნილ ზეცასა და მიწაზე, რომელიც მის სამართლიანობაზე დაფუძნდებოდა (ესაია 65:17, 66:22; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1,27).

აღდგა რა ქრისტემ გვიჩვენა, როგორი ყოფაცხოვრება გველოდა მომავალში (ლუკა 24:36-43). თავისი სულიერი ცხოვრებით ის უხმოდ გადიოდა სამარხებიან გამოქვაბულებში და დაკეტილ კარებში (იოანე 20:19). ჩვენ გვექნება უხრწნადი სულიერი სხეული, ლაქის გარეშე (1 კორინთელთა 15:42-44; 1 პეტრე 1:4-9). ქალებსა და მამაკაცებს შორის არ იქნება ცოლ0ქმრული ურთიერთობები (მათე 22:29-33; გალატელთა 3:28). ჩვენ ვემსახურებით ღმერთს და მის კრავს, წმინდა სამოსელში მისგან გამართლებულნი (გამოცხადება 7:15, 22:3-5). მაშინ ცხადი გახდება, რომ: ,,ის ვინც ქრისტესია ახალი ქმნილებაა, ყოველივე ძველმა განვლო, ახლა ყველაფერი ახალია“ (2 კორინთელთა 5:17; გალატელთა 6:15).

ჩვენ არ ველოდებით ზეცაში სასმელს, საჭმელს და სხვა მიწიურ სიამოვნებებს. ჩვენ გვინდა მამის ხილვა და სახლში დაბრუნება (ლუკა 15:17-24). ,,ურთიერთობა მამა ღმერთთან და მის ძესთან არის საიდუმლო, და აზრი და მიზანი ჩვენი გადარჩენის“ (იერემია 7:3; გამოცხადება 21:3). ჩვენ ვიქნებით მისი სიყვარულით და მშვიდობით გარემოცულნი. და უკვე აღარ იქნება ტკივილი და წუხილი და არც სიკვდილი იქნება. მამა მოგვწმენდს თვალზე ცრემლს. ის ყველაფერს ახალს შექმნის, წმინდას და სუფთას. (გამოცხადება 21:3-5; ლევიანთა 11:44, 19:5; მათე 5:48). მაშინ აღსრულდება იესოს სიტყვები ნეტარებებზე (მათე 5:3-12). ჩვენ მივხვდებით რას ნიშნავს იყო ღვთის ოჯახში შვილი (ეფესელთა 2:19-22). კრავი რომელიც ჩვენთვის დაიკლა, გამოგვისყიდა, მოგვცა გადარჩენა და განგვამტკიცა მასში (გამოცხადება 7:10,17, 21:22-23). იესო ჩვენი იმედი და სიცოცხლეა (იოანე 14:6,27; ეფესელთა 2:14). როგორც თქვა გერმანელმა პოეტმა და ღვთისმეტყველმა ფიდრიხ ადოლფ კრუმახერმა:

რით წარვსდგები შენს წინაშე?
ო ღმერთო, შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი!

5.25 -- ერეტიკული სწავლება სამსჯავროს დღის შესახებ ყურანში

რწმენის სიმბოლოს მეექვსე ნაწილი ეხება მკვდრეთით აღდგომას. მუსულმანები აღიარებენ ბოლო დროის ნიშნებს. მათ სწამთ გოგა და მაგოგასი, რომელთაც შეაჩერებს ალექსანდრე მაკედონელი (სურა გამოქვაბული 18:83-98)! ანტიქრისტე (დაჯალი) შეებრძოლება ქრისტეს, მეორედ მოსვლის დროს და მაშინ ამოხოცავს ქრისტე ყველა ღორს. მოაქცევს მთელს კაცობრიობას, მუსლიმურ სამყაროში, ისა კი თავად მოკვდება ბუნებრივი სიკვდილით. ქრისტეს სამარხი კი იქნება მუჰამედის სამარხში მედინაში, რაც იქნება ბოლო დროის ნიშანი (სურა სამკაულები 43:61). ანგელოზი ხმამაღლა ჩაჰყვირებს პირველ საყვირს, და ყველა ცოცხალი არსება ან მოკვდება, ან გონებას დაკარგავს. მეორე საყვირის ხმაზე ზეცა ორად გაიხლიჩება, მთები გაქრებიან და მკვდრები აღსდგებიან (სურა საქონელი 6:73; გამოქვაბული 18:99; ტა ხა 20:102; მორწმუნეები 23:101; ჭიანჭველები 27:87; ია სინ 36:51; ბრბო 39:68; ). მაშინ ისინი დადგებიან გრძელ მწკრივებად და იქნებიან ჩუმად სანამ არ ჰკითხავენ (სურა უწყება 78:38). ბოლო სასამართლო გაგრძელდება 50 000 დედამიწის წელი (სურა საფეხურები 70:4). ყურანში ამის შესახებ ნახსენებია 148-ჯერ, ამასთანავე გამოყენებულია სხვადასხვა სიტყვები. 8 ანგელოზი წამოიღებს ალაჰის ტახტს, ის კი განკარგავს სასამართლოს მთელს კაცობრიობაზე (სურა წიგნის გახსნა 1:2-4). გაიხსნება წიგნები სადაც ჩაწერილია ადამიანთა ყველა მოქმედება. მათი ბოროტი და კეთილი საქმეები აიწონება, ძალიან მაღალ სასწორზე (სურა წინაღობა 7:89; მორწმუნეები 23:102-103; რჩევა 42:17). გადაწყვეტილება მართლებს მიეცემათ მარჯვენა ხელში, ხოლო ბოროტებს მარცხენაში. მათ მოუწევთ უფსკრულზე ხიდით გადასვლა საიდანაც ცეცხლის ალი ამოდის და წყეულები პირდაპირ ჩაცვივდებიან ცეცხლიან ზღვაში. ხოლო კურთხეულები მსუბუქად და მარტივად გადავლენ და აღმოჩნდებიან სამოთხეში.

ყურანის მოლოდინების შედარება ბიბლიურ აღთქმებთან, დიდ სხვაობას გვაძლევს:

ისლამურ სასამართლოზე მოსამართლედ წარსდგება არა იესო, არამედ ალაჰი რომელიც ვისაც სურს იმას წაიყვას სწორი გზით და ვისაც არა გადაიყვანს გზიდან.

მუსულმანებს არ აქვთ ცოდვის ღრმად შეცნობის გაგება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ არიან გახრწნილები და დაღუპული ცოდვილები, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები. მათ იმისი იმედი აქვთ, რომ მათი რწმენა და კეთილი საქმეები საკმარისი იქნება, რათა გამართლდნენ ზეცაში მჯდომის წინაშე.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არ სჭირდებათ მსხვერპლი და შუამავალი. ისინი უტიფრად უარყოფენ ჯვარცმულ ქრისტეს (სურა ქალები 4:157). მათი ღმერთის ძისადმი სიძულვილი, ხშირად ღვთის გმობამდე მიდის (სურა იმრანის ოჯახობა 3:61; მონანიება 9:29). ისინი იბრძვიან ტავისი მხსნელის და გამომსყიდველის წინააღმდეგ.

ისლამში არ არსებობს მთელი ქმნილების სულიერი განახლება (გამოცხადება 21:5). ნაცვლად ამისა მუსულმანებს წარმოუდგენიათ აღდგომა, როგორც ადამიანის სრული აღდგენა ისე, რომ ადამიანის თითის ანაბეჭდიც იგივე იყოს, როგორც აქამდე. ნეტარება და ტკივილი მეტად შესაგრძნობი იქნება სამოთხესა და ჯოჯოხეთში. რადგან ისლამში არ არის სულიწმიდა, სამოთხეშიც ვერ იქნება სულიერი აღორძინება.

მუჰამედის ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, სამოთხეში 90%ს მამაკაცები შეადგენენ, ჯოჯოხეთში კი პირიქით ქალები, რადგანაც ისინი არ ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს. ამიტომაც შექმნა ალაჰმა ყველა მუსულმანისთვის რამდენიმე ზეციური ქალწული (ერთ კაცზე 70 ქალი) და მისცა მამაკაცებს სქესობრივად ამაღლებული პოტენციალი (სურა იასინ 36:55-58; გულმოწყალე 55:56, 74; უწყება 78:33).

ყურანში ეს აიათები ნათლად დაანახებს ყველა კეთილგანწყობილ მორწმუნესაც მუსულმანების მიმართ, რომ ისლამი - არის ერესი, რომელსაც ეხება იესოს ნათქვამი ეს სიტყვები: ,, იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა? მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში“ (მათე 22:23-33; მარკოზი 12:18-27; ლუკა 20:27-38).

თავად ალაჰი არ იქნება მუსულმანურ სამოთხეში. მისი სამყოფელი ბევრად მაღლა, მეშვიდე ცაზეა. ის ყოველთვის რჩება დიდი, მიუწვდომელი ღმერთი, რომელსაც არ აქვს ურთიერთობა თავის მიმდევრებთან და არ აძლევს მათ ხსნას და არც გადარჩენას. მუსულმანი მისტიკები ცდილობენ ყურანის რამდენიმე აიათის განმარტებას ისე თითქოსდა ალაჰი იქნება სამოთხეში, მაგრამ აღიარებული კომენტატორები უარყოფენ ამ ფაქტს.

არცერთი მუსულმანი არ განიცდის თავის რელიგიაში დამაჯერებლობასა და ხსნას. მათ უბრალოდ იმედი აქვთ, რომ ალაჰი ბოლო სასამართლოზე აპატიებთ მათ, რადგანაც ის ყურანში 100-ჯერზე მეტად არის ნახსენები, როგორც ,,მპატიებელი“, მაგრამ მხოლოდ უნდა ვიმარჩიელოთ უნდა თუ არა მას, ადამიანური სრული განწმენდა და პატიება. სიტყვები რომლებიც იესომ უთხრა დავრდომილს: ,, გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები“ (მათე 9:2; ლუკა 7:48), წარმოუდგენელია ისლამში რადგან გადაწყვეტილება გამოტანილ იქნება ალაჰის მიერ სამსჯავროს დღეს.

რამდენადაც მუსულმანები უარს ამბობენ მამის, ძის და სულიწმიდის მიღებაზე, მათ არ შეუძლიათ ალაჰი აღიარონ, როგორც მამა. უფრო მეტიც ისინი ჯიუტად აცხადებენ უარს ღმერთთან შერიგებაზე ქრისტეს მეშვეობით და წარმოდგენაც კი არ აქვთ სულიერი ცხოვრების შესახებ.

იესო ქრისტეს გამოცხადებაში ჩვენ გვესმის ზეციური ხმები ტანჯულთა გამარჯვების, რომელბიც ზეცაში ბოლო დღეების დევნით მოხვდნენ:

,, ხსნა ეკუთვნის ჩვენს ღმერთს, ტახტზე რომ ზის,
და კრავს!“

(გამოცხადება 7:10; cf. 11:15; 12:10)

მორწმუნეები რომელთაც ქრისტეს გამო სიცოცხლე დათმეს ხედავენ იმას, რისიც სწამდათ და მათ სწამთ, რომ ეს გადარჩენა აღსრულდება ჩვენშიც და, რომ ახალი აღთქმის დაპირებები აღსრულდება. ქრისტემ ერთხელ მოიტანა საკუთარი თავი მსხვერპლად ჩვენს გამო, რათა მრავალთა ცოდვა წაეღო. მეორედ ის გამოჩნდება არა ცოდვების განსაწმენდად, არამედ თავისი მომლოდინეების სახსნელად (ებრაელთა 9:28).

პეტრე წერს იგივე სულში:

,, ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად“ (1 პეტრე 1:5).

,, ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით, რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს - სულის ხსნას“ (1 პეტრე 1:8-9)

,, თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის. ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას“ (1 თესალონიკელთა 5:23-24).

5.26 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!
თუ შენ ყურადღებით შეისწავლე ეს ბროშურა, მაშინ მარტივად შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ შენ ამ სერიის სხვადასხვა ბროშურების 90%-ს უპასუხებ სწორად, მაშინ ჩვენი ცენტრი გადმოგცემთ

გაღრმავებულ სწავლებებს,
მუსულმანობასა და ქრისტიანობას შორის განსხვავებებზე

თქვენი ქრისტიანული მსახურებისთვის დასახმარებლად. სასურველია, რომ თქვენს პასუხებში მიუთითოთ ადგილები ყურანიდანაც.

  1. ახალ აღთმაშ წერია რომ ღმერთს სურს ყველა ადამიანის გადარჩენა. სურს თუ არა მას, მუსულმანების გადარჩენაც?
  2. ალაჰი ამბობს ყურანში: ,,ჩვენ, რომ მოგვესურვებინა ყველა ადამიანს მივცემდით სწორ გზას, მაგრამ მართებული იქნა ჩემის სიტყვა, რომელიც ამბობს: ავავსებ გეენას ადამიანებით“. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან, უნდა თუ არა ალაჰს ყველა ადამიანის გადარჩენა?
  3. ქრისტეს ხალხს სწამს, რომ ქრისტე იყო ჩამანაცვლებელი მსხვერპლი, რომელმაც იტვირთა ჩვენი ცოდვები. იტვირთა თუ არა მან მუსულმანების ცოდვებიც, თუ საჭიროა კიდევ ერთხელ მოკვდეს მათთვის?
  4. ყურანში წერია: კეთილის საქმეები აქარწყლებენ ბოროტს (სურა 11:114). რას ნიშნავს ეს?
  5. რატომ იბრძვიან მუსულმანები ალაჰის გამო იარაღით ხელში და სწამთ, რომ მათი ცოდვები ნაპატიები იქნება?
  6. როგორ ახსნა მარტინ ლუთერმა გადარჩენის საიდუმლო ,,გადმოცემაში“?
  7. რას ნიშნავს ის საკვირველი ფაქტი, რომ მუჰამედი თავის თავს წინასწარმთქმელს უწოდებს და არა მომავალი სასამართლოსგან მხსნელს?
  8. რატომ არსის შარიათის კანონი ფართო გზა, რომელსაც თითქოს ადამიანები სამოთხეში მიჰყავს?
  9. რატომ იქნებიან მუსულმანები განკითხულნი იმ კანონით, რომელსაც ეყრდნობიან?
  10. რატომ არის სულიწმიდის გადმოღვრა ქირტეს ჯვარზე სიკვდილის ნაყოფი ან შედეგი?
  11. რატომ არის შეუძლებელი ისლამში სულიწმიდის მიღება ან შეცნობა და რატომ რჩებიან მუსულმანები საუკუნო სიცოცხლის გარეშე?
  12. ყურანის თანახმად ბოლო სასამართლოზე რამდენ საყვირს ჩაჰყვირებენ?
  13. რა მოხდება ყურანის თანახმად მეორე საყვირის ჩაყვირებისას?
  14. მუსულმანების აზრით, რამდენ ხანს გასტანს ბოლო სასამართლო?
  15. რატომ იქნება მუსულმანურ სასამართლოზე გადამწყვეტ როლში დიდი სასწორი ორი ფიალით?
  16. რატომ ფიქრობენ მუსულმანები, რომ სამოთხის 90%-ს შეადგენენ მამაკაცები, ხოლო ჯოჯოხეთის ქალები?
  17. რატომ ელოდებიან მუსულმანი მამაკაცები, რომ ალაჰი მათ სამოთხეში მისცემს 70 ქალწულს?
  18. როგორ გააქარწყლა იესომ, მუსულმანების ცდომილება, მომავალთან დაკავშირებით?
  19. რატომ არ უნდა ეშინოდეთ ქრისტიანებს ბოლო სასამართლოსი?
  20. რამდენად ატარებენ დღეს ქრისტეს მიმდევრები საკუთარ თავში საუკუნო სიცოცხლეს?

ამ ტესტის ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვა წიგნი და დაუსვას კითხვები ნაცნობებს. ჩვენ ველოდებით თქვენს წერილობით პასუხებს. არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ელექტრონული წერილზე თქვენი სრული მისამართი. ჩვენ ვლოვულობთ თქვენთვის ცოცხალი უფალი იესოს წინაშე, რათა მოგიწოდოთ, წარგაგზავნოთ, გაგამყაროთ, დაგიცვათ და იყოს თქვენთან ყოველდღე სიცოცხლის ბოლომდე.

თქვენი წრფელი,
უფლის მსახურები

პასუხები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონულ მისამართზე:
info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 11, 2022, at 03:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)