Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- 03. Basic Differences -- 4 Islam's denial of the crucifixion of Christ

This page in: -- Arabic? -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Indonesian -- Kirundi -- Portuguese? -- Russian -- Telugu

Previous booklet -- Next booklet

03. ძირითადი განსხვავებები ისლამსა და ქრისტიანობას შორის

4 - ისლამის განდგომა, ქრისტეს ჯვარცმისგან

უფლის მსახურები

კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ისლამსა და ქრისტიანობას შორის არის სახარების ფუნდამენტური გზავნილის ყურანის უარყოფა: ქრისტე ჯვარზე მოკვდა ჩვენი ცოდვებისგან გადასარჩენად! რატომ აპროტესტებენ მუსლიმები ქრისტეს ჯვარცმის ისტორიულ ფაქტს? რა არის სულიერი შედეგი ჩვენი ცოდვებისთვის ქრისტეს მონაცვლე სიკვდილის ეს ისლამური ჩახშობისა?



4.01 -- ისლამის განდგომა, ქრისტეს ჯვარცმისგან

უფლის მსახურები

და შეიცნობთ ჭეშმარიტებას
და
ჭეშმარიტება
გაგანთავისუფლებთ თქვენ.

(იოანე 8:32)

თუკი თქვენ გაიცნობთ მუსულმანს და დაიწყებთ მასთან ღმერთთან საუბარს, ადრე თუ გვიან ის გეტყვით, რომ ქრისტე არ ცმულა ჯვარს და მის ნაცვლად იქ სხვა იყო.

ყურანში ამის დამადასტურებელი ადგილების მონახვის მცდელობას მივყავართ 4 აიათამდე, რომელშიც არის ნახსენები ამ თემის შესახებ ძალიან ფრთხილად. მუჰამედი დროთა მსვლელობის მიხედვით სულ უფრო მკაფიოდ გამოდიოდა ქრისტეს ჯვარცმის ისტორიული ფაქტების წინააღმდეგ. თავდაპირველად ის აღიარებდა, მარიმაის ძის ბუნებრივ სიკვდილს, ხოლო შემდგომ ის ასწავლიდა, რომ ,,ისა“-ს უბრალოდ დაეძინა და იქნა ატაცებული ზეცაში ცოცხლად. ხოლო შემდეგ ის კატეგორიულად უარყოფდა ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს.

თუკი თქვენ ჯერ ისევ გჯერავთ, რომ ეს სამი ეგრეწოდებული მონოათეისტური რელიგიები გაერთიანებულია ერთი ღმერთის თაყვანისცემაში და ჯერდებიან იმ აზრში, რაც არის რწმენის ძირითადი დებულებები, მაშინ თქვენ ყურადღებით გმართებთ ამ 4 აიათის შესწავლა ყურანიდან, რათა განთავისუფლდეთ ამ მცდარი აზროვნებისგან.

4.02 -- ქრისტეს ჯვარცმა აღსრულდება მეორედ მოსვლის შემდეგ

სურა მარიამის 19:33-ში მუჰამედი აწერს ისას მარიამის ძეს შემდეგ სიტყვებს:

და მშვიდომა მე იმ დღეს,
როდესაც დავიბადე და იმ დღეს,
როდესაც მოვკვდები და იმ დღეს,
როდესაც ვიქნები მკვდრეთით აღმდგარი.

اوَالسَّلاَمُ عَلَيَّ يَوْمَ وُلِدْتُ وَيَوْمَ أَمُوتُ وَيَوْمَ أُبْعَثُ حَيّاً (سُورَةُ مَرْيَمَ ٣٣:١٩)ا

ყურანის თვალსაზრისით ქრისტე ნეტარია იმიტომ, რომ მუჰამედი ამ სიტყვების გადმოცემისას აღიარებდა, რომ ალაჰის კეთილი ნება იყო მარიამის ძეზე დაბადებიდან მის სიკვდილამდე. და ეს კეთილი ნება იქნება მასზე აღდგომის შემდეგაც კი.

ეს ,,გამოცხადება“, ქალწული მარიამის ღირსებას ინახავდა და ადასტურებდა იმას, რომ მან შვილი ალაჰის ნებით და კაცის ჩაურევლად გააჩინა. ყურანი ადასტურებს, რომ მარიამის შვილი არ იყო უკანონოდ დაბადებული და არც გაუპატიურების გამო.

ყურანში ეს ერთადერთი ადგილია, რომელშიც ნათლად დასტურდება ქრისტეს სიკვდილი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მუჰამედმა თავისი რელიგიური მოღვაწეობის დასაწყისშივე, გამოჰკითხა მარიამის ძის მონები მექაში და პასუხად მიიღო, რომ მარიამის ძე შექმნილ იქნა, მარიამის საშოში, სულიწმიდის მიერ, რომ ის მოკვდა და სამარხიდან აღსდგა.

თუმცა დროთა განმავლობაში, მუჰამედმა უარყო ეს სწავლებები და თავიდან განმარტა ისინი გამოცემებში (საჰიჰ მუსლიმ, ბაბ ალ- ფიტან, ვა აშფრატ, ალ-საა, 246247, 5218). მან განაცხადა, რომ ისა არ მომკვდარა დედამიწაზე ყოფნის დროს, არამედ ცოცხლად იქნა ალაჰის თანდასწრებაში ატაცებული. ბოლო დროს ის დაბრუნდება დედამიწაზე, გაანადგურებს ანტიქრისტეს, გაანადგურებს ჯვრებს ეკლესიებში, მოკლავს ყველა ღორს, დაქორწინდება და ეყოლება შვილები, გახდება ისლამის რეფორმატორი, ყველა რწმენის განდგომილს დააბრუნებს ჭეშმარიტ რწმენაში, მთელს კაცობრიობასთან ერთად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ისა დაასრულებს თავის ქვეყნიურ მისიას ის მოკვდება და იქნება დამარხული მედინაში, მუჰამედის სამარხში. და მისი დამარხვა იქნება ნიშანი ალაჰის მოსვლის და საბოლოო სასამართლოსი. ამიტომაც ქრისტეს დაბრუნება ყურანში ნახსენებია, როგორც ,,ბოლო საათის ნიშანი“ (სურა სამკაული 43:61).

თუმცა ქრისტეს გადაწევა მისი მეორე მოსვლისთვის, გრამატიკულად არასწორია, რადგან ეს მუხლი ლაპარაკობს ქრისტეს სიკვდილზე უახლოეს მომავალში., მისი დედამიწაზე ყოფნის დროს. ასეთი არარეალური განმარტებისთვის საჭიროა სხვა გრამატიკული ფორმა, რომელიც აღწერს შორეულ მომავალს, რომელიც მარიამის სურაში არ გვხვდება.

4.03 --ქრისტეს დასვენება და ალაჰთან ატაცება

ჭეშმარიტება ქრისტეს სიკვდილის შესახებ, რამდენჯერმე შეგნებულად იქნა დამახინჯებული ყურანში. სურაში იმრანის ოჯახობა 3:54-55 ვკითხულობთ:

,,54 და იტყუებოდნენ ისინი, და იტყუებოდა ალაჰი,
ხოლო ალაჰი საუკეთესო მატყუარაა.
55 და აი თქვა ალაჰმა:
,,ოო ისა! მე მოგასვენებ
და წარგიტაცებ ჩემთან“

ا٥٤ وَمَكَرُوا وَمَكَرَ اللَّهُ وَاللَّهُ خَيْرُ الْمَاكِرِينَ ٥٥ إِذْ قَالَ اللَّهُ يَا عِيسَى إِنِّي مُتَوَفِّيكَ وَرَافِعُكَ إِلَيَّ (سُورَةُ آلِ عِمْرَانَ ٣: ٥٤-٥٥)ا

ეს მტავარი მტკიცებულებაა ქრისტეს შესახებ, რომელიც მუჰამედმა 60 ქრისტიანის დელეგაციის წინაშე გააკეთა, რომლებიც ვადი ნაჯარადან იყვნენ.. რომელთა მმართველობაში ალ-აკიბომი დგას და ეპისკოპოსი სახელად აბუხალისი. ისინი ჩამოვიდნენ მედინაში, რათა გამოეცადათ სული, რომელიც მუჰამედში იყო. სამი დღე ისხდნენ მედინას მეჩეთში მუჰამედთან და მის რჩეულ მიმდევრებთან ერთად და ამ პირველი შეხვედრიდან, რომელიც გაიმართა ქრისტიანებს და მუსულმანებს შორის, მათ ასეთი პასუხი მიიღეს მუჰამედისგან. ამ პასუხის აზრში იგულისხმებოდა, რომ ქრისტიანებს აქვთ მიცემული შესაძლებლობა ახალ რწმენაში გადავიდნენ.

ყურანში არის აღწერილი ეს შეხვედრა (სურა იმრანის ოჯახობა 3:33-34) და სწორედ ამ კონტექსტიდან ამტკიცებდა მუჰამედი, რომ იუდევლები იტყუებოდნენ. ისინი განიზრახვავდნენ იესოს ჩუმად მოკვლას, რათა ხალხში ყოველგვარ მღელვარებას არიდებოდნენ. (მათე 26:2-5; იოანე 11:46-54). მაგრამ ალაჰმა არ მისცა მოვლენებს მსვლელობის უფლება და თავად აჯობა ყველას ტყუილში. მან გადაწყვიტა მარიამის ძის ხსნა, ჯვარცმის ტანჯვებისგან და პირდაპირ განაჩენის აღსრულების დროს დააძინა ის და წარიტაცა.

ასეთი დამახინჯებული ისტორიული ფაქტებისგან შემდგარი სურათი მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით არის მიმზიდველი. ალაჰის გამონათქვამში იესოსადმი მუჰამედმა ისეთი სიტყვა გამოიყენა, რომელსაც ადგილობრივი მუსულმანები და ჩამოსული ქრისტიანებიც დაეთანხმნენ. მან გამოიყენა ორაზროვანი არაბული სიტყვა ,,მუტავაფიკა“, რომელიც ნიშნავს ,,დაძნებას და სიკვდილს“. ეს ორაზროვანი სიტყვა სასარგებლო იყო მუჰამედისთვის: მუსულმანებმა აღიქვეს ეს სიტყვა იმ აზრით, რომ იესო არ მომკვდარა, არამედ მას უბრალოდ დაეძინა, ხოლო ქრისტიანებმა გაიგეს ეს სიტყვები ისე, რომ იესო მართლაც მოკვდა, მშვიდობიანად და წარმატებულად დაასრულა რა თავისი მიწიური ცხოვრება.

ქრისტეს ჯვარცმის შესახებ აზრი მიუღებელი იყო მუჰამედისთვის, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა მის მიერ ალაჰის წარმოსახვას და მის შეხედულებებს. როგორ შეეძლო ერთგულ ალაჰს დაეშვა, რომ მისი ერთგული და უდანაშაულო ქრისტე იყო მტრების ხელთ მიცემული. ალაჰი, რომ ასე მოქცეულიყო გამოდის, რომ ის არ არის არც ერთგული და არც ყოვლისშემძლე. მუჰამედი დაბკოლდა ქრისტეს ჯვარცმის სიგიჟით (1 კორინთელთა 1:18, 23,24). მან უარი განაცხადა ეპისკოპოს ვადინადჯარის სიტყვების დაჯერებაზე, რომლებიც თავად იესოს მიერ იყო გამოყენებული, აღდგომის შემდეგ მოწაფეებთან შეხვედრისას. (ლუკა 24:25-27; 45-47; იოანე 3:14-15). ეპისკოპოსის განმარტებების მიუხედავად მუჰამედს არაფრით არ უნდოდა დაეჯერებინა ქრისტეს ჯვარცმა, როგორც რეალური მოვლენა. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ თუკი მარიამის ძე იქნა ჯვარცმული, მასაც შეიძლება იგივე გზის გავლა მოუხდეს. ეს კი შეუძლებელი იყო - მან კატეგორიულად უარყო ასეთი დაბოლოების შესაძლებლობა. ამიტომაც ანგარიში გაუწია ქრისტიანებს: მარიამის ძე მშვიდი ძილით იქნა ატაცებული ალაჰის თანდასწრებაში.

ფაქტების ასეთი დამახინჯება ადასტურებს გამონათქვამს: ,,ქრისტეს ჯვრის წინ უთუოდ ყველა აღიარებს თავის ჭეშმარიტ ბუნებას“ (,,ქრისტეს ჯვარი - საცდელი ქვაა ყოველი სულისთვის!“).

ალაჰი ყურანში გვევლინება, როგორც ყველაზე დიდი მატყუარა. ბიბლიაში დაბადების წიგნი 3:1-ში წერია, რომ ყველაზე ცბიერი - გველი იყო, ეგრედწოდებული ეშმაკი (გამოცხადება 12:8). იესო ქრისტეს ჯვარმა აიძულა ,,ყველაზე ცბიერს დაენახებინა თავისი ჭეშმარიტი სახე“. ის ცდილობს ეს ფაქტი შეუმჩნეველი იყოს ყურანში და დავიწყებას მისცეს ქრისტეს ჯვარი და სწორედ სიცბიერე გასცემს მას და ააშკარავებს სიცრუის მამას, რომელიც სავსეა ამპარტავნობით და ბოროტებით (იოანე 8:44; გამოცხადება 12:3,9; 20:2).

არ არის გასაკვირი, რომ მუსლმანების უმეტესი ნაწილი, მეცნიერები, ყურანის განმარტებლები ცდილობენ, როგორღაც მოახდინონ ალაჰის ასეთი დახასიათების წინადადებების წინაფრაზირებას. ხშირად ეძახიან ხოლმე მას კარგი მსჯელობის მქონეს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ყურანი ნათლად აწერს ორივეჯერ ყველაზე მატყუარას სტატუსს. (სურა იმრანის ოჯახობა 3:54; ნადავლი 8:30 და ასევე ნახეთ ქალების 4:142).

4.04 -- იმის დამტკიცება, რომ ქრისტემ დაიძინა

მუჰამედი ავრცელებდა შემდეგნაირ მითს ქრისტეზე (თითქოსდა მას ჩაეძინა). ყურანის თანახმად ამის მერე მარიამის ძე ალაჰთან აღმოჩნდა ზეცაში. იქ მას უმნიშვნელოვანესი კითხვა დაესვა, ასწავლიდა თუ არა ტავის მიმდევრებს სამების ტყუილის შესახებ, რომელიც შედგებოდა მამისგან, დედისგან და ძისგან. ქრისტემ მაშინვე უარყო და ისლამური სწავლება დაადასტურა იმის შესახებ, რომ მას დაეძინა. იხილეთ იმის ციტირება თუ რა უპასუხა იესომ ალაჰს:

,,მე მოწმე ვიყავი მათი (მოწაფეების) იქამდე სანამ ვიმყოფებოდი მათ შორის, ხოლო მაშინ როდესაც დამაძინე შენ იყავი მათი მეთვალყურე“ (სურა მაგიდა 5:116-117). ამ მცდარი აზრების გამოაშკარავების შემდეგ, მუსულმანებს ნამდვილას სჯერავთ იმის, რომ ქრისტე ახლაც ალაჰის თანდასწრებაში ცხოვრობს. მუჰამედი კი მკვდარია და ელოდება სამსჯავრო დღეს. ამიტომაც ყოველჯერზე, როდესაც მუსულმანები ახსენებენ წინასწარმეტყველის სახელს მათ უნდა ილოცონ მათზე და მშვიდობა მოუსურვონ. (სურა სონმი 33:56). მუჰამედი იმქვეყნად არ ლოცულობს თავისი მიმდევრებისთვის, პირიქით ამათ მართებთ მისთვის ლოცვა. ჩვენთან კი იესოს მიმართებაში ყველაფერი სხვანაირად არის. ის შუამდგომლობს ჩვენთვის მამის წინაშე. თუმცა ისლამის ღვთისმეტყველების თანახმად ისა მოკვდება საკუთარ მსოფლიო რეფორმირებაში და მეორედ მოსვლის დროს ის უნდა მოგვევლინოს სხეულში, რომელიც დაექვემდებარება ფიზიკურ სიკვდილს. ამიტომაც საუდის არაბეთში მუსლიმთა უმაღლესმა სულიერებმა უნდა გამოაცხადონ, რომ ქრისტე ამაღლდა ალაჰთან სხეულით, სულით და მშვინვით. მათი სწავლების მიხედვით იესო სულია, რომელიც შექმნა ალაჰმა მიწიურ სხეულში და რომელიც ალაჰთან ,,მიახლოებულთა“ რიცხვსი შედის. (სურა იმრანის ოჯახობა 3:45; ქალების 4:158-171).

4.05 -- იესოს ჯვარცმის რადიკალური უარყოფა

მუჰამედმა მრავალი ქრისტიანული ჭეშმარიტება დაამახინჯა და ამითი ცდილობდა ქრისტიანები თავის მხარეზე გადმოეყვანა და მის აზრთა მომხრეებად ექცია. ის ვერ ხედავდა პრობლემას ქრისტეს სასწაულებრივ ჩასახვაში, მის დიად სასწაულებში და არც მის ალაჰთან ატაცებაში. (სურა იმრანის ოჯახობა 3:55, ქალები 4:158). მეორე მხრიდან, რომ შევხედოთ მუჰამედი ეწინააღმდეგებოდა ქრისტეს ღვთაებრიობაზე სწავლებას, ბოლოს კი უეცრად უარყო მისი ჯვარზე სიკვდილი სურა ქალებში ვკითხულობთ:

156 ხოლო მათი (იუდეველები) ურწმუნოების გამო და იმის გამო,
რომ მათ მარიამს სიცრუე დააბრალეს.

157 და მათი სიტყვების გამო: ,,ჩვენ ხო მოვკალით მესია,
ისა, მარიამის ძე,
ალაჰის წარმოგზავნილი“,

ხოლო მათ არ მოუკლავთ და არც ჯვარს უცვამთ იგი,
არამედ მხოლოდ წარმოიდგინეს და ჭეშმარიტად ისინი,

რომლებიც ვერ თანხმდებიან ამ საკითხში
- ეჭვში არიან მის გამო;
არ აქვთ მის შესახებ არანაირი ცოდნა გარდა იმისა,
რომ მიყვნენ წინადადებას. მათ არ მოუკლავთ ის - ალბათ.

( სურა ქალების 4:156-157)

ا١٥٦ وَبِكُفْرِهِمْ وَقَوْلِهِمْ عَلَى مَرْيَمَ بُهْتَاناً عَظِيماً ١٥٧ وَقَوْلِهِمْ إِنَّا قَتَلْنَا الْمَسِيحَ عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ رَسُولَ اللَّهِ وَمَا قَتَلُوهُ وَمَا صَلَبُوهُ وَلَكِنْ شُبِّهَ لَهُمْ وَإِنَّ الَّذِينَ اخْتَلَفُوا فِيهِ لَفِي شَكٍّ مِنْهُ مَا لَهُمْ بِهِ مِنْ عِلْمٍ إِلاَّ اتِّبَاعَ الظَّنِّ وَمَا قَتَلُوهُ يَقِيناً (سُورَةُ النِّسَاءِ ٤: ١٥٦-١٥٧)ا

ეს წერილი მკაფიო ხაზს ავლებს ორ რწმენას შორის. ამ ტექსტის გაგება მარტივი არ არის და ამიტომაც ჩნდება უამრავი კიტხვა და მისი განმარტების მცდელობები.

უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ნაკლებად დასაჯერებელია, რომ იუდეველებს მედინაში სჯერავთ მარიამის ძის ,,მესიობის“ ან ,,ალაჰის წარმოგზავნილობის“ მათ არ სჯეროდათ იესოს უეცრად ჩასახვა და ეცინებოდათ იმ აზრზე, რომ ის ღვთიური წარმომავლობის იყო.

მეორეს მხრივ სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი დამცინავად ემუქრებოდნენ მუჰამედს სიკვდილზე, თუკი ისევ გააგრძელებდა მათ შევიწროვებას, ისევე როგორც ეს გაუკეთეს თავის დროზე ეგრეწოდებულ მესიას ანუ იესოს. მუჰამედი რისხვით პასუხობდა მუქარებს: თქვენ არ მოგიკლავთ და არც ჯვარს გიცვავთ იგი! ალაჰს არ მოუცია თქვენთვის იმის უფლება, რომ ასე მოქცეოდით იესოს და არც ჩემთან მოგცემთ ამის უფლებას! მატყუარები ხართ!

ამასთანავე მუჰამედს იმ დროისთვის ჰქონდა გაგონილი ერთი ქრისტიანული სექტის შესახებ, რომელიც იმ დროს არსებოდა ნილოსის ხეობაში. ამ ერეტიკოსებს არ სწამდათ, რომ იესო ქრისტეში გამოჩნდა ღმერთი. ისინი ადასტურებდნენ, რომ ღმერთი არ გამხდარა ნამდვილი ადამიანი, არამედ მხოლოდ წარმოჩინდა ადამიანის სახით (1 ტიმოთე 3:16). მათ შეუძლებელი ეგონათ, რომ წმინდა და ყოვლისსემძე გამოვლინდა ფიზიკურ სხეულში და საკუთარი თავი მიწიურ საჭიროებებს დაუქვემდებარა. იმავე პათოსით განიხილავდნენ, რომ ქრისტე სინამდვილეში არ მომკვდარა და არც ჯვარს აცვეს, არამედ მხოლოდ ჯვარცმულ დამნაშავედ მოგვევლინა. ასეთი ცალმხრივი აღქმა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების და მისი განკაცების უკუგდება საბედისწერო ზეგავლენად იქცა მუჰამედისთვის. მან მიიღო აზრი თითქოსდა იესოს ჯვარცმის და დაიწყო ისეთი ქრისტიანების შევიწროვება რომელთაც მართლა სჯეროდათ ქრისტეს სიკვდილის. ამ არგუმენტმა წინასწარმეტყველს მისცა მყარი ღვთისმეტყველური საფუძველი ქრისტეს ჯვრის უკუგდებისთვის. მუჰამედმა მყარად მიამაგრა ეს არგუმენტი ყურანს და თავის მიმდევრებს მთელს მსოფლიოში უნერგავდა იესო ქრისტეს მიუღებლობას.

და მაინც, ყურანის განმმარტებლებს სერიოზული სირთულეები აქვთ, როდესაც ისინი ცდილობენ განმარტონ ფრაზა: ,,მათ არ მოუკლავთ და ჯვარს არ უცავთ ის, არამედ მხოლოდ მოეჩვენათ (წარმოიდგინეს)“. ზოგიერთი მათგანი წერს, რომ მეომრებმა აიძულეს სიმონ კვირინელს ეტარებინათ ისას ჯვარი იმიტომ, რომ ისა უძლური იყო ცემის გამო (მარკოზი 15:21). და როდესაც დამნაშავეები მიიყვანეს გოლგოთაზე რომაელმა ჯარისკაცებმა მიალურსმეს ჯვარზე სიმონი, ხოლო იესო თავისუფლებაზე დარჩა უსაფრთხოდ.

ხოლო მრავალი განმმარტებელი აკეთებს აქცენტს ალაჰის სამართლიანობაზე. მათი აზრით ალაჰმა მოღალატე იუდას სახე იესოს სახის მსგავსი გახადა ასე, რომ სინამდვილეში ჯვარს აცვეს ბოროტმოქმედი. მუსულმან ღვთისმეტყველებს და თურქ მუსულმანებს დღემდე სჯერავთ ამ სისულელისდა იცავენ მას, გულის სიღრმეში კი ისინი ნატრულობენ ქრისტიანებს, რომელთაც სჯერავთ რომ ქრისტე იყო ჯვარცმული.

ყურანის განმმარტებელი ალტაბარი წერს, რომ იესო ნამდვილად იყო ჯვარცმული, მაგრამ იმ დროს იერუსალიმში მზის დაბნელება მოხდა, ძლიერი მიწისძვრა და ქალაქის მცხოვრებნი რომაელ მცველებთან ერთად გოლგოთაზე მყოფნი შიშისგან გაიქცნენ, მაშინ იესომ იფიქრა: რატომ უნდა ვეკიდო ჯვარზე, როდესაც ყველა გარბის ალაჰის რისხვისგან თავის დასაღწევად და ის ჩამოვიდა ჯვრისგან და მალევე გაქრა მოცულ სიბნელეში. აჰმადურის სექტა ამტკიცებს, რომ იესო ფეხით მივიდა ქაშმირიდან ჩრდილო ინდოეთამდე, სადაც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. ასევე გვარწმუნებენ, რომ სინაგარში არსებობს და შეგვიძლია დღესაც კი ვნახოთ იესოს საფლავი (ისკანდერ ჯადიდი ,,ჯვარი სახარებასა და ყურანში“).

სურა ქალების 4:157-ში მუჰამედი ამბობს, რომ იმ დროში ქრისიტიანებს შორის სხვადასხვა აზრი იყო, ქრისტეს ბუნებასა და სიკვდილზე. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ღვთისმეტყველები ერთ აზრამდე მივიდნენ, რომ მარიამის ძე ჯვარცმული იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ეჩვენათ მათ.

მხოლოდ ქრისტიანთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ჯვარცმის უარყოფა ეს პირდაპირი დარტყმაა ეს ქრისტიანულ გულზე. ვამახვილებთ რა ამაზე ყურადღებას სულაც არ გვსურს თქვენი მტრულად განწყობა მუსულმანების მიმართ. პირიქით ჩვენ მივილტვით ღია დიალოგის მეშვეობით, მათთვის იმის ასახსნელად, რომ აგერ უკვე 1380 წელია ისლამი ყველა ქრისტიანს თვლის მცდარ რწმენაში მყოფებს, მატყუარებს და არასწორ კერპთაყვანისმცემლებს, და ეს ყველაფერი ქრისტეს ჯვრის გამო. (სურა წიგნის გახსნა 1:7, იმრანის ოჯახობა 3:61, მონანიება 9:29). ჯვარი რომელიც მრავალი ქრისტიანისთვის საპატივსაცემო, მუსულმანებში ზიზღს იწვევს - ისინი მას კერპად მიიჩნევენ, სძულთ და წყევლიან.

ამასთანავე ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იმ სითამამით აღიჭურვნენ, რომ შეეწინააღმდეგნენ ყურანის სწავლებას, რათა იუდეველებისთვის იესოს მკვლელები ეწოდათ და ისრაელიანები მორალურად დაემცირებინათ. და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს არაბულ და ისლამურ სახელმწიფოებში 2004 წელს იყო ნაჩვენები ფილმი ქრისტეს ვნებანი, რადგან მაყურებლებში გამოეწვია ზიზღი მისი მკვლელების მიმართ.

4.06 -- ქრისტეს უარყოფა, როგორც ჩამანაცვლებელი მსხვერპლის

ვისაც ყურადღებით წაუკითხავს ყურანი შეამჩნევდა, რომ მასში 5-ჯერ მეორდება შემდეგი ფრაზა:

...არ იტვირთავს სხვის ტვირთს... (სურა საქონელი 6:164; ღამის გადატანა 17:15; ანგელოზები 35:18; ბრბო 39:7; ვარსკვლავი 53:38).

ا... وَلاَ تَزِرُ وَازِرةٌ وِزْرَ أُخْرَى ... (سُورَةُ الأَنْعَامِ ١٦٤:٦)ا

ყველამ თავად უნდა ატაროს თავისი პასუხისმგებლობა და სასჯელი, თავისი ცოდვებისთვის. ისლამში წარმოუდგენელია, რომ ღმერთის კრავმა აიღო თავის თავზე ქვეყნიერების ცოდვები. მუჰამედის მოწაფეები არ აღიარებენ ქრისტეს ჩამანაცვლებელ მსხვერპლს, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ცოდვილების ბრალს და მათ სასჯელს იტანს. (ესაია 53:4-12; იოანე 1:29 და 3:16), ამიტომაც ცდილობს ყველა მუსულმანი მიაღწიოს სამართლიანობას კეთილი საქმეებით და რწმენით ალაჰისა და მუჰამედის მიმართ. მადლით გამართლება, რომელიც ეფუძვნება გამომსყიდველ მსხვერპლს მათთვის უსამართლობაა, მორწმუნეების მიმართ, რომლებიც თაყვანსცემენ ალაჰს და ცდილობენ შეასრულონ შარიათის ყველა მოთხოვნა, ლოცვებით, მარხვებით, მომლოცველობით, შემოწირულობით და წმინდა ომებში მონაწილეობით. ისლამი - კანონის რელიგიაა, რომელშიც ადგილი არ აქვს ჯვარცმულ მხსნელს.

ყურანში არსად არ გვხვდება ახალაღთქმისეული გაგება სიტყვებისა გადარჩენა და მხსნელი. ამიტომაც შემთხვევითობა არაა ქრისტეს ჯვარცმის უარყოფა, პირიქით ის განპირობებულია 2 რელიგიის მიერ სხვადასხვა სულიერი ხედვის შეუთავსებლობით. ისლამი - კანონის ქვეშ რელიგიაა. მაშინ როდესაც ქრისტიანობა იკვებება უშუალოდ უფლის მადლით, ქრისტე იესოში. მოციქული პავლეს სიტყვები კანონის შესახებ, რომელიც სახარებაში წერია ისლამსაც ეკუთვნის რომაელთა 3:9-20; გალატელთა 2:16-21

4.07 -- არცერთ მუსულმანს არ მიუღია ცოდვების პატიება

ვინც ცხოვრობს სახარებისეულად მან იცის, რომ კეთილი საქმეებით ვერ გამართლდები (ღმერთის სიწმინდესთან შედარებით, კეთილი საქმეები სულაც არ არსებობს), არამედ გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ჯვარცმული ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით.

მისი ძის იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან (1 იოანე 1:7).

არ არსებობს სხვა გამართლება, გარდა იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით. ადამიანის ღვთისმოსაობა, რომელიც მსოფლიო რელიგიებში არის გაპრაქტიკებული, სულაც არ არის საკმარისი, უფლის სიწმინდის მოთხოვნების შესასრულებლად (ლევიანთა 11:44; 19:@; მათე 5:48).

არ სწამთ რა მუსულმანებს ქრისტეს ჯვარცმა, ამითი უკუაგდებენ გამართლებას, პატიებას, გადარჩენას, ღმერთთან შერიგებას და იესო ქრისტეს მიერ თავისუფლებას. მეორე ქრისტიანული სწავლება კი აბსოლუტურად არ არსებობს ისლამში. ხოლო მუსულმანების მესამე მდგომარეობა ასევე უცნობია სრული აზრით, ვინაიდან სულიწმიდა გადმოიღვარა იმ მოწაფეებზე, რომელიც ლოცვაში ფხიზლობდნენ და ეს იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის შედეგად მოხდა. ისლამი თავისი გამუდმებული ჯვარცმის უარყოფით კარგავს ყველანაირ უფლის ნიჭების მადლს, რომელიც ქრისტეს მეშვობით მიეცათ მათ, ასევე უარს ამბობენ ყველა პრივილეგიაზე, რომელიც ქრისტიანულ რწმენას აქვს.

მუსულმანები იმედოვნებენ, რომ განკითხვის დღეს მათი კეთილი საქმეები აიწონება სასწორზე: სადაც ერთ მხარეს იქნება დადებული კეთილი საქმეები, ხოლო მეორე მხარეს ბოროტი. ყურანში წერია:

,,...ჭეშმარიტად კეთილი საქმეები შლიან ბოროტს“ (სურა ჰუდი 11:114)

ا... إِنَّ الْحَسَنَاتِ يُذْهِبْنَ السَّيِّئَاتِ ... (سُورَةُ هُودٍ ١١٤:١١)ا

ამ მიზეზით ვერცერთი მუსულმანი ვერ იქნება დარწმუნებული ალაჰის საბოლოო გადაწყვეტილებაში, იქნება მათი ცოდვები ნაპატიები თუ არა. მუსულმანებს არ აქვთ იმის მტკიცე რწმენა, რომ მათი ცოდვები ნაპატიებია და ისინი ცხოვრობენ გამუდმებულ ეჭვებში და შიშებში, სასამართლო დღემდე.

დაახლოებით მილიარდ ოთხას მილიონ მუსულმანს ბოჭავს ეს კოლექტიური ისლამის სული, ნეტავ როდის გამოვიღვიძებთ პასუხისმგებლიანი ქრისტიანები და მივხვდებით, რომ ჩვენ ვარ პასუხისმგებლები დაღუპულ მუსულმანებზე, რადგან ჩვენ უკვე მივიღეთ პირთამდე სავსე სიმდიდრე, ჯვარცმული იესო ქრისტეს მადლით? და იქნებ ახლა ჩვენს რელიგიურ და კულტურულ სამყაროში რომელშიც მონაწილეობენ ზოგიერთი ქრისტიანი ლიდერები, დავდგეთ მყარად და მივყვეთ მოციქული პავლეს დამოწმებას და მასთან ერთად ვაღიაროთ:

ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს!
(1 კორინთელთა 1:23)

4.08 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!
თუ შენ ყურადღებით შეისწავლე ეს ბროშურა, მაშინ მარტივად შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ შენ ამ სერიის სხვადასხვა ბროშურების 90%-ს უპასუხებ სწორად, მაშინ ჩვენი ცენტრი გადმოგცემთ

გაღრმავებულ სწავლებებს,
მუსულმანობასა და ქრისტიანობას შორის განსხვავებებზე

თქვენი ქრისტიანული მსახურებისთვის დასახმარებლად. სასურველია, რომ თქვენს პასუხებში მიუთითოთ ადგილები ყურანიდანაც.

  1. რამდენად გვაძლევს 33-ე და 19-ე სურა იმის შესაძლებლობას, რომ  მუსულმანებს სახარება ავუხსნათ?
  2. როგორ ამახინჯებენ მუსულმანები ყურანში ქრისტეს სიკვდილს და რაზე არის საუბარი, როდესაც ამბობენ სიკვდილი მეორედ მოსვლის შესახებ?
  3. გადმოცემის თანახმად, როგორც აღწერენ მუსულმანები ქრისტეს მეორედ მოსვლას?
  4. რას ნიშნავს ყურანში სიტყვა იმის შესახებ, რომ ალაჰი იუდეველებზე უფრო მატყუარა იყო?
  5. რატომ გამოაცხადა მუჰამედმა, რომ ალაჰი საუკეთესო მატყუარაა? რას ნიშნავს ეს გამონათქვამი?
  6. რატომ ამბობს ალაჰი ყურანში, რომ მან დააძინა ისა და შემდეგ აიტაცა ცაში?
  7. რაში მდგომარეობს ალაჰის უდიდესი ტყუილი?
  8. თუკი ალაჰი ყველაზე დიდი მატყუარაა, რას ნიშნავს ეს ბიბლიასთან პარალელში?
  9. რატომ სჯერავთ მუსულმანებს, რომ იესო ატაცებულ იქნა ზეცაში ალაჰთან?
  10. რატომ ეთანხმებიან მუსულმანები იმას, რომ ქრისტე ცოცხალია და ის ახლა ზეცაშია, მაგრამ უარყოფენ ჯვარს?
  11. რას ნიშნავს ქრისტეს ნათქვამი სიტყვები ალაჰთან პირად შეხვედრაზე, ზეცად ამაღლებისას?
  12. რატომ არის 4:157 - ერთ-ერთი ყველაზე ანტიქრისტიანული ფრაზა ყურანში?
  13. როგორ ცდილობენ მუსულმანი ფილოსოფოსები ხელახლა ამ აიათის განმარტებას, რათა დაემტკიცებინათ, რომ მუჰამედი მართალი იყო, ისევე როგორც ქრისტიანები იყვნენ მართლები?
  14. რას ნიშნავს სიტყვა სიტყვები ქრისტე არ იყო ჯვარცმული, არამედ ეს მხოლოდ ეჩვენათ მათ?
  15. როგორ უარყოფს ყურანი სამსჯავროს დღეს ჩამანაცვლებელი მსხვერპლის შესაძლებლობას?
  16. სახარების თანახმად, რატომ არ აქვთ ნაპატიები ცოდვები მუსულმანებს?

ამ ტესტის ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვა წიგნი და დაუსვას კითხვები ნაცნობებს. ჩვენ ველოდებით თქვენს წერილობით პასუხებს. არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ელექტრონული წერილზე თქვენი სრული მისამართი. ჩვენ ვლოვულობთ თქვენთვის ცოცხალი უფალი იესოს წინაშე, რათა მოგიწოდოთ, წარგაგზავნოთ, გაგამყაროთ, დაგიცვათ და იყოს თქვენთან ყოველდღე სიცოცხლის ბოლომდე.

თქვენი წრფელი,
უფლის მსახურები

პასუხები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონულ მისამართზე:
info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on September 09, 2022, at 02:49 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)