Grace and Truth

This website is under construction !

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- 01. Conversation -- 3 Bible not Corrupted
This page in: -- Arabic? -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- German? -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Kirundi -- Russian -- Somali -- Telugu -- Ukrainian -- Uzbek -- Yoruba

Previous booklet -- Next booklet

01. საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ

3 - როგორ ავხსნათ რომ ბიბლია არ არის დამახინჯებული?

პირველი მთავარი დოგმატური ხელისშემშლელი ფაქტორი მუსლიმანისთვის ქრისტიანობისთვის არის მათი საყვედური, რომ ბიბლია დაზიანებულია. მართლა ამას ასწავლის ყურანი და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მუსლიმს ბიბლიისადმი ნდობის ჩამოყალიბებაში? ეს კითხვები განიხილება ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის, საღი აზრის, ყურანის და თქვენი პირადი მოწმობის საფუძველზე.



საუბარი მუსლიმთან ქრისტეს შესახებ

3.01 -- როგორ ავხსნათ, რომ ბიბლია არ არის დამახინჯებული

3.02 -- შესავალი

მრავალი მუსულმანი, ბიბლიას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ის დამახინჯებულია. მუსულმანების თვალში ევროპელები წესიერი, სასიამოვნო და სამართლიანი კანონების მქონდე ერია. მაგრამ ისინი, ვინც თავს მორწმუნეებს უწოდებენ და ყვთისმოსაობით გამოირჩევიამ - არიან ადამინები, რომლებიც კოშკებს აგებენ. მათ წარმოდგენაში , თორა, ფსამუნები და სახარება - საიმედო წიგნებია. შესაძლოა ადრე ასეც იყო, ამბობენ ისინი. დღევანდელი ბიბლია კი ცრუა. ყველა ქრისტიანი ტყუილში ცხოვრობს, მიყვებიან რა ნაამბობებს და ფარსს.

საიდან აქვთ მუსულმანებს ასეთი სკეპტიკური განწყობა 66-ი წიგნის მიმართ?

3.03 -- ყურანის თავდასხმა თორაზე

ამ კითხვებზე პასუხს ყურანის ათ მუხლში ვნახულობთ, რომლებიც ამყარებს მუსულმანებს თავიანთ სკეპტიციზმში. ისტორია მოგვითხრობს ერთ ებრაელ ხუცესზე, რომელმაც ცოლ-ქმრულ ერთგულებას უღალატა. ებრაელებმა კი მუსულმანებისგან თორის მუხლები დამალეს, რომლების ამ ცოდვისთვის დასჯაზე საუბრობდა, რათა გადაერჩინათ თავიანთი ხუცესი ქვებით ჩაქოლვისგან. ასეთ მუსულმანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, ალაჰი ეუბნება შემდეგს:

«არ გაყიდოთ ჩემი მუხლები დაბალ ფასად». (სურა ალ-ბაკარ 2:41).

«ჭეშმარიტება არ ამოსვაროთ სიცრუეში, და არ დაფაროთ ჭეშმარიტება, როდესაც იცით მის შესახებ». (სურა ალ-ბაკარ 2:42).

«ზოგიერთ მათგანს სმენია ალაჰისნსიტყვა, მაგრამ შემდგომ (გაცნობიერებულად) დაამახინჯეს ის, თუმცა იცოდნენ ჭეშმარიტი აზრი». (სულა ალ-ბაკარ 2:75).

«ვაი მათ, ვინც წერილს საკუთარი ხელებით წერს, შემდეგ კი ამტკიცებენ: “ეს - ალაჰისგანაა!” და დაბალ ფასად ყიდიან მას». (სურა ალ-ბაკარ 2:79)

«თუმცა მათი ნაწილი შეგნებულად მალავს ჭეშმარიტებას». (სურა ალ-ბაკარ 2:146)

«ო, წერილების ხალხო! რატომ სვეით ჭეშმარიტებას სიცრუით და მალავთ მას, იცით რა მის შესახებ?» (სურა ალ-იემან3:71)

«მათ შორის არიან ასეთებიც, რომლებიც ამახინჯებენ წერილება (კითხულობენ რა მათ ხმამაღლა) თავიანთი ენით, რათა თქვენ მიიღოთ (წაკითხული) წერილებიდან ის, რაც მათში არ არის.» (სურა ალ-ირმან 3:78)

«ზოგიერთი იუდეველთაგანი სიტყვებს უცვლის ასოებს, (ისე რომ წერილის აზრი დაამახინჯოს)»

 (სურა ალ-ნისა 4:46)

«იმისთვის, რომ მათ დაარღვიეს აღთქმა, ჩვენ (ალაჰი) დავწყევლეთ ისინი და მათი გულები გავაუხეშეთ, ამიტომაც ამახინჯებენ სიტყვას, უცვლუან ასოებს სიტყვებს, და დაივიწყეს ის რაც ასწავლეს მათ». (სურა ალ-მაიდა 5:13)

«ჩვენ მივუძღვენით აღთქმა მათ, რომლებმაც თქვე: “ჩვენ ქრისტიანები ვართ (ნაზარეთის). “ მაგრამ მათ დაივიწყეს ის, რაც ასწავლეს». (სურა ალ-მაიდა 5:14).

ამ ათი მუხლის ანალიზისას, რომელიც არაბულ ენაზეა, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ რვა გაუმართლებელი ბრალდება:

  • არა “ყველა” იუდეველი, არამედ მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობდა მუჰამედის ცდუნებაში შეყვანას (სულა ალ-ბაკარ 2:75.146; ალ-იმრან 3:78).
  • იქ იყვნენ სწორად განსწავლულუ ადამიანები (სურა ალ-ნისა 4:46), მაგრამ კანონის ნაწილი ფუჭი სიტყვებით შემოსეს, რათა ჭეშმარიტება დაემალათ (სურა ალ-ბაკარ 2:42; ალ-იმრან 3:71).
  • ისინი არაზუსტად უთარგმნიდნენ ბიბლიურ ტექსტებს მუჰამედს და ყველაფერს არ უხსნიდნენ, სანამ მათ საქონელს არ იყიდდა (სურა ალ-ბაკარ 3:71).
  • გარკვეულს დადგენილებებს უმალავდნენ მას, რაც თავადაც უჭირდათ შესასრულებლად (სურა ალ-ბაკარ 2:42,146; ალ-იმრან 3:71).
  • მათ შეუცვალეს სიტყვებს ასოები, რათა აზრი გადაკეთებულიყო (სურა ალ-ბაკარ 2:75; ალ-ნისა 4:46; ალ-მაიდა 5:13).
  • ისინი გაუგებრად კითხულობდნენ თორას ცალკეულ ნაწილებს ისე, რომ ვერავინ განმარტავდა (სურა ალ-იმრან 3:78).
  • ზოგიერთი მათგანი “წმიდა” წიგნებს საკუთარი ხელით წერდა, ამბობდნენ რა რომ უფლისგან აქვთ (სურა ალ-ბაკარ 2:79).
  • მათ მრავალი მუხლი დაავიწყდათ საკუთარი წერილებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც ჰქონდათ ის გონებაში (სურა ალ-მაიდა 5:13). იმავე ღალატში ადანაშაულებდა მუჰამედი ქრისტიანებს უფლისადმი (სურა ალ-მაიდა 5:13).

ამ ბრალდებების პუნქტებიდან ჩანს, რომ სამართლებრივი პრობლემები მუჰამადს მხოლოდ მცირეოდენ იუდეველთან ჰქონდა მედინაში. უნეტეს ნაწილს არ ეხებოდა ყურანის ეს სიტყვები. მათ არ დაუმახინჯებიათ თორა და არ დაუმალავთ მუსულმანებისგან. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუსულმანებს აქვთ დაუმახინჯებელი თორა ორიგინალი ტექსტით.

ქრისტიანებსაც იუდეველების მსგავსად არ შეეძლოთ მრავალი მუხლების ზეპირად ციტირება. ხშირად ისინი მხოლოდ საკუთარ აზრს გადმოსცემდნენ, გამოცდილებასა და ბიბლიის განმარტებას. მუჰამადს კი ამ ბიბლიური ტექსტების განმარტებების მოსმენა კი არა, გამოცხადების სიტყვა-სიტყვით ნასწავლის მოსმენა უნდოდა. მუსულმანები მუხლების დაზეპირებაში მოიაზრებენ ადამიანის სიყვარულს უფლისადმი. ამ სიყვარულს კი ვერ პოულობენ ვერც იუდეველებთან და ვერც ქრისტიანებთან.

ზემოთ ჩამოთვლილი მიხლებიდან გამომდინარე, მუსულმანების აზრი, თუთქოს თორა გადაკეთებულია, უსაფუძვლოა. ამასთანავე არც ერთი ყურანის ტექსტი არ საუბრობს სახარების დამახინჯებაზე, რადგან მუჰამადმა იცოდა ქრისტიანების სამართლიანობა და პატივს სცემდა მათ.

3.04 -- მუსულმანები ეძებენ მუჰამედის სახელს ბიბლიაში

ზოგიერთ იუდეველსა და არაბ ქრისტიანს, რომელთაც მიიღეს ისლამი, გაუჩნდათ აზრი: ხომ უნდა იყოს ბიბლიის წიგნებში ნახსენები მუჰამედის სახელი, თუ წინასწარმეტყველების ბეჭდად ასაღებდა თავს? ტყუილად ხომ არ წერია მუჰამედზე, ყურანში ისა ამბობს, რომ მის შემდეგ მოვა წარმოგზავნილი სახელად ახმედი (სურა ალ-საფი 61:6).

მას შემდეგ მუსულმანები ეჭვობენ, რომ იუდევლებმა და ქრისტიანებმა მუჰამედის და მისი შემცვლელი აჰმედის სახელი ამოიღეს თავიანთი წმიდა წერილებიდან.

ამასთანავე დაიწყო ბიბლიაში ჩაწერილი ყველა აღთქმის გამოკვლელა, იქნებ რომელიმე მათგანი მცირედით მაინც შეიცავდა მუჰამედის სახელს. ხშირად ხდება მეორე რჯულის ციტირება 18:15,18. აქ მოსე ეუბნება თავის ერს: “და წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ.” მუსულმანები აღფრთოვანდნენ და თქვეს: “ ეს დაპირებული წინასწარმეტყველი მუჰამედია!”. მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ისრაელის ერისგან უნდა წარმოშობილიყო. მათ, რომ ვკითხოთ არის თუ არა მუჰამედი ისრაელიანი ან იუდეველი, ამ კითხვას იუკადრისებენ და ალბათ პასუხსაც არ გაგვცემენ!

ისევ და ისევ მუსულმანების მკვლევარები იესოს აღთქმასთან მოდიან, რომელიც სახარებაშია: იოანე 14:26: "ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს." (იოანე 14:16,17,26). ისინი ამტკიცებენ, რომ ეს დაპირებული ნუგეშისმცემელი- მუჰამედია! მათ გამოიკვლიეს ბერძნული სიტყვა “პარაკლეტოს” (ნუგეშისმცემელი), შეცვალეს მისი ხმოვნები და გახადეს “პერიკლიტოს”, რაც თარგმანში ნიშნავს, “პატივდებულს, დიდებულს”. თუ ზოგიერთი მუსულმანი ბრალს დებდა ქრისტიანებს , რომ მათ მუჰამედი ჩაანცვლეს პარაკლიტოსით, სინამდვილეში კი ეს ხალხი, ვინც ცვლიდა ამას - თავად აღმოჩნდნენ! ამ მკვლევარებს, რომ ვკითხოთ, თვლიან თუ არა ისინი, რომ წარმოგზავნილი იესოსგან ეს არის მუჰამედი, დიდი უკმაყოფილებით შეხვდებიან კითხვას და უარყოფენ კიდეც მას. ეს საკითხი აბათილებს, მათ აზრებს, თითქოს წარმოგზავნილი ნუგეშისმცემელი მუჰამედია!

3.05 -- ანტიბიბლიური განცხადება მუსულმანი ღვთისმეტყველებისგან

მუჰამადის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ყურანის ექსპერტებმა და კომენტატორებმა გადაწყვიტეს შეედარებით ერთმანეთისთვის ბიბლია და ყურანი. იმის შემდეგ რაც მათ ეს გააკეთეს დაინახე, რომ არც ერთი აზრი, კონკტექსტი და წინადადება არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ისლამის წარმოსახვაში ეს ორი წიგნი ერთიდან იღებდა საწყისს, რომელიც ზეცაშია და ინაპირაციის შედეგად სიტყვასიტყვით გადმოგვეცა დედამიწაზე. ეს დიდი შფოთი და გაუგებრობა, აიხსნა იმ სიცრუით, რომ თურმე ბიბლია ფალსიფიცირებულია და დამთხვევები ამ ორ წიგნს შორის ზუსტად ამიტომაც არაა. ამ მტკიცებულებებით ისლამი თავის ანტიბიბლიურ სახეს გვიჩვენებს. ყურანის სულია - მუსულმანების მასიური გაწბილების მიზეზი.

3.06 -- ბატონი დიდატის შხამიანი ნემსი

ისლამის მხრიდან ბიბლიაზე მეოთხე თავდასხმად ბატონი დიდატის თავდასხმა ითვლება, ინდოელი-მუსულმანი, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში. მან შეაგროვა არგუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ბიბლიის სიმცდარეს, წყაროებიდან რომლებიც ყურანთან კავშირში არაა. ეს მტკიცებულებები ევროპელ კომუნისტებს, მატერიალისტებსა და ლიბერალისტებს ეკუთვნით. მისი მტკივებულებები, რომლებიც ბიბლიის წინააღმდეგ არის მომართული, ყურანსაც ეხება დროდადრო. ამის მიუხედავად ისლამის ხელისუფლება მას ფინანსებით უჭერს მხარს, რადგან მან შეძლო მრავალი ქრისტიანის რწმენის შერყევა არსებულ ხუთ კონტინენტზე.

ასევე ბატონი დიდატი ამბობს, რომ იესომ მოიტყუა, როდესაც თქვა: “რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში." (მათე 12:40; მარკოზი 8:11-12; ლუკა 11:29-32). ის ამტკიცებს, რომ იესო პარასკევი საღამოს შემდეგ იწვა სამარხში, სანამ მზე ჩავიდოდა - კვირა დღის მზის ამოსვლამდე. ეს კი მხოლოდ დღე ნახევარსა და ორ ღამეს შეადგენს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეადგენს სამ დღესა და ღამეს! აქედან იუწყება, რომ იესო - წინასწარმეტყველია, რომელიც არ იმსახურებს პატივისცემას, აცხადებს დიდატი.

ბევრმა ქრისტიანმა არ იცის, როგორ უნდა უპასუხოს დიდატის ამ არგუმენტებს. მოცემულ შემთხვევაში პასუხი შემდეგნაირია: იუდევლური ტრადიციების მიხედვით, ნახევარ დღეში შესრულებული საქმე, სრულ დღეში ითვლება. იესო სამარხში პარასკევს მოხვდა ამიტომ მთლიანი პარასკევი იგულისხმება და ითვლება მისი სიკვდილის დღედ. მაგავსი მიზეზით მისი აღდგომაც იურიდიულად სრულ დღედ ითვლება.

ბატონი დიდატი მსგავსი გზებით ცდილობს ეჭვქვეშ მოაქციოს ჯვარი, ქრისტეს აღდგომა და მისი სახარება. მან მრავალი ღვთისმეტყველის, ბიბლიის კრიტიკოსის გამონათქვამები დააჯამა, და იყენებს რა ამ მასალას ამბობს, რომ ქრისტიანების რელიგიის ნავში სხედან და ბიბლიის უტყუარობის სწამთ. ამ ქრისტიანობის მომძულებლის ვირუსით მრავალია დაინფიცირებული აფრიკაში, აზიასა და სხვადასხვა მსოფლიოს მხარეებში. მისი სკოლები შესამჩნევი წარმატების მუშაობენ, 2 თაობაში და თანაც უამრავ ენაზე.

3.07 -- ბიბლიის ჭეშმარიტებაში შეტანილი ეჭვი

ნუ გვიკვირს, რომ მხოლოდ ქრისტიანები კი არა, მუსულმანების დამაჯერებლობაც ბიბლიის მიმართ შეირყა. ყველამ, ვისაც სურს მუჰამადის გადარჩენა მიიტანოს ადამიანებთან იესო ქრისტეს მეშვეობით, უნდა ეძებოს გზები და აღძრას მათში ბიბლიისადმი ნდობა, ამის გარეშე ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. ნიკოლ ლუდვიგის ჰიმნიდან ამოღებული სიტყვები (1700-1760) მართებულია მუსულმანებთან მიმართებაშიც:

“ო, ღმერთის სიტყვა - წმიდა საწყობია,
შენ ყველა ძვირფასეულობაზე ძვირი ხარ ჩემთვის.
და ჩემთვი, შენი ხელით
შეინახე ის, ო ღმერთო!
და თუ ჭეშმარიტების ფილები
აქ ადამიანებს არაფრად უღირთ,
მაინც ის გაძლებს,
ვინც სახლს შენზე ააშენებს”

(გერმანული პროტესტანტული კრებული , ეკგ 436)

ის, ვინც ცდილობს მუსულმანს დაუმტკიცოს ბიბლიის ჭეშმარიტება, ხელთ ხუთ ძლიერ და დამრტყმელ არგუმენტს ფლობს:

  1. ახალი აღთქმის მოწმობა ღმერთის ჭეშმარიტებაზე;
  2. ქრისტეს და მისი მოწაფეების მოწმობა, ძველი და ახალი აღთქმის ჭეშმარიტებაზე;
  3. სხვადასხვა არაბიბლიური და ქვეყნიური წყაროები, რომლებიც ადასტურებენ ბიბლიის უტყუარობას;
  4. ყურანის დადებითი მოწმობები თორის შთაგონების შესახებ და სახარების სინამდვილე.
  5. პირადი მოწმობები ღმერთის სიტყვის მოქმედობაზე.

3.07.1 -- ძველი აღთქმის მოწმობა თორასა და წინასწარმეტყველების სიყალბეზე

მას, ვისაც სურს, თავის მუსულმან მეგობარს განუმარტოს ბიბლიის ჭეშმარიტება და ის, რომ თავად უფალი ფხიზლობს თავის სიტყვებზე, უნდა აანალიზებდეს შემდეგ მუხლებს:

● იერ 1:11-12: "და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: "რას ხედავ, იერემია?” ვუთხარი: "ნუშის ხის ტოტს ვხედავ”. მითხრა უფალმა: "კარგად ხედავ, რადგან ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად!”"
წინასწარმეტყველს სიტყვების ჭეშმარიტების გარანტია მიეცა, რადგან უფალი თავად ფხიზლობს მათზე. ყველგანმყოფელს არ სძინავს, არამედ ფხიზლობს, რათა არ დაუშვას მისი დამახინჯება. ღმერთის სიტყვის მიზანი თავად სიტყვა კი არაა, არამედ მისი გამოვლინება და მოქმედება. უფალი ფხიზლობს საკუთარ სიტყვებზე, რათა აღასრულოს ისინი. არავის ძალუძს ხელი შეუშალოს ყოვლისშემძლე ღმერთს აღასრულოს ის, რაც თქვა.

● მეორე რჯულის 4:2 ში ვკითხულობთ მოსეს სიტყვებს: “არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ."

ვინ გაბედავს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად შეცვალოს უფლის კანონები და აღთქმები, დაუმატოს მათ საკუთარი აზრები ან ამოშალოს მისთვის უსარგებლო მცნებები? თავად უფალი გვეუბნება მოსეს მეშვეობით, რომ შევინახოთ მისი სიტყვა სრული სიზუსტითა და ყოველგვარი ცვლილებების გარეშე, გვასწავლის დავიზეპიროთ ის და გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბიბლია თავად იცავს თავის ჭაშმარიტებას. ისლამში წინასწრმეტყველის სიტყვა უდრის ალაჰის სიტყვას. მათ შორის არავითარი განსხვავება არაა. ალაჰის წარმოგზავნილი ფლობს უდიდეს ავტორიტეტს. თორის გავლით მუსულმანები ნაწილობრივად იგებენ მთლიან ახალ აღთქმას.

● იგავების წიგნში, 30:5-6 ჩვენ ვკითხულობთ: “ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება. ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხელს და მატყუარა გამოხვალ."

იმის მსგავსად თუ როგორ იწმიდება ოქრო ცეცხლში, ასევე ღმერთის სიტყვა იწმიდება მისი სიწმიდის ძალით.ის შეუცდომლად გაწმედილი და გადაუვალია. თავისი სიტყვით უფალი გვმოსავს (ეფესელთა 6:10-20). ის ვინც არ არის უფლის სიტყვაში განმტკიცებული, მას ვერ ექნება სულიერი ძალაუფლება. ღმერთი აღმოაჩენს და დასჯის მათ ტყუილს, ვინც ღმერთის გამოცხადებას უწოდებს საკუთარ ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და ბუნებრივ უნარებს, რომლებიც სხვა რელიგიებიდან და კულტურიდან არის აღებული. ღმერთის სიტყვები დედამიწის ყველა სიტყვაზე ბრძენიან(1 კორინთელები 1:18-29).

● ფს 32:4: "რადგან სწორია უფლის სიტყვა და ჭეშმარიტია ყოველი საქმე მისი."
ბიბლიის ტექსტები დაუმახინჯებელ ჭეშმარიტებას შეადგენენ, იმისდამიუხედავად რომ ამ ფაქტს მუსულმანები და ლიბერალური ქრისტიანები უარყოფენ. ყველაზე დიდი დამადასტურებელი საბუთი ამ სიტყვის ჭეშმარიტებისა , მისსავე მოქმედებაშია. ღმერთის სიტყვა მხოლოდ ჭეშმარიტი კი არ არის, არამედ აღასრულებს კიდეც იმას, რასაც ამბობს. 333 აღთქმა ხველი აღთქმიდან, რომელიც ახალ აღთქმაში აღსრულდა, განუმეორებლად ამტკიცებს ძველი აღთქმის წიგნს. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ წიგნს, რომელიც ასე ადასტურებს საკუთარ სიტყვებს. უფალი ასრულებს იმას, რასაც დაგვპირდა! ყურანი შეიცავს ყველაფრის არსებობის განმარტებებს. ძველ აღთქმაში მოცემული დანაპირებები, რომლებიც სრულდება ახალ აღთქმაში, ბევრი მუსუანისთვის თვალის ასახელადაა.

● ფს 118:89: "უფალო, უკუნისამდეა განმტკიცებული შენი სიტყვა ზეცაში." (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:25).

ვცდილობთ რა წარმოვიდგინოთ სიტყვა “საუკუნოდ” - ის უკიდეგანობა, ჩვენ ამ აღთქმის სიღრმესა და სიგანეს ვგრძნობთ. ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა. ღმერთის სიტყვა კი აღელვებულ ზღვაში კლდის მსგავსია, საუკუნო და ურყევი. ის იმ გამოწვაბულზე იფრო მყარია, რომელიც დღე და ღამე ჩანჩქერის ქვეშ არის მოთავსებული. ღმერთის სიტყვა - სამუდამოა, რომელიც ჩვენი ყოფის დროს ეხება. მისი სიტყვა, რომელიც ამოძრავებს გალაქტიკებსა და მსოფლიოს, შეიცავს განსაკუთრებულ ძალას. მისი კანონები, აღთქმები, ისევე როგორც

  დამოწმებები და მრავალი მორწმუნის გამოცდილება, არის მისი ერთგულების დასტური. ვერავინ შეძლებს მისი სიტყვების მორყევას ან შეცვლას, რომელიც ერთხელაც ღმერთისგა წამოვიდა.

ფს 18:8-9 ში მოცემულია დავითის მოწმობა, რომელმაც თავის ცხოვრებაში გამოსცადა უფლის სიტყვის ჭეშმარიტება:

მართებულია უფლის ბრძანებანი,
გულს ახარებენ;
მცნება უფლისა სპეტაკია,
შუქს აძლევს თვალებს.
შიში უფლისა წმიდაა,
მარადიული.
უფლის განსჯანი ჭეშმარიტია,
ყველა სამართლიანია.

ვინც დაფიქრდება უფლის სიტყვის ამ ოთხ უფლის დამახასიათებელ სიტყვაზე, რომელიც ამ მუხლშია : მართებულია, სპეტაკია, წმიდაა და სამართლიანია, ის ბიბლიისადმი ნდობით აღივსება და შეძლებს გადასცეს იგი მუსულმანებს.

● ესაიას 55:10-11 ყველა მახარობელს ამართლებს უფალი, ვისაც მიაქვს უფლის სიტყვა იუდეველებთან, ინდოელებთან, ბუდისტებთან, მუსულმანებთან და ხალხთან, რომლებიც ლიბერალურად და ფანაატიკურად არიან განწყობილები. “რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს; ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან - ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე."

უფლის სიტყვა, რომელიც არის ბიბლია, არა მხოლოდ უტყუარიბდა აეშმარიტია, ის ძალითა და დიდებითაა აღვსილი და აღასრულებს იმას, რისთცის წარმოიგზავნა. ბიბლიის სიტყვები შეიცავს ხელოვნურ, განმაკურნებელ, მპტიებელ, მანუგეშებელ და ძალის განმაახლებელ სიტყვებს. მრავალმა იუდეველმა იცის ამ ფაქტის შესახებ და იცავს თორას უდიდესი სიფაქიზით.

3.07.2 -- ახალი აღთქმის მუხლები, რომლებიც ადასტურებენ ბიბლიის ჭეშმარიტებას

● მათე 5:17-18 არის უმნიშვნელოვანესი გამონათქვამი იესო ქრისტესი, რომელიც მის დამოკიდებულას განსხაზღვრავს ძველ აღთქმასთან. "არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება."

ამ მნიშვნელოვანი განაცხადით ღმერთის ძე ხაზს უსვამს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებების იტყუარობას. ამასთანავე იესო გამორიცხავს მათი სხვა უკეთესი წინასწარმეტყველებებით ჩანაცვლებას. ყურანის საპირისპიროდ, რადგან იქ 240 მუხლია, რომელმაც ძალა დაკარგა და უკუგდებულია.

იესო ამბობს, რომ წინასწარმეტყველები აღივსნენ მისი სწავლებაში, სიცოცხლეში, სიკვდილსა და აღდგომაში, მისი სულის გადმოღვრასა და მომავალ დიდებაში. იფალი იესო პატივს მიაგებდა, უღრმავდებოდა და ასრულებდა ძველი აღთქმის გამოცხადებებს და ცხოვრობდა კიდეც მათით.

მომავალშიც გვაძლევს იესო ახალი აღთქმის უტყუარობის გარანტიას, საუკუნო აღსასრულამდე. ყველა მუსულმანი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ბიბლიიდან არც ერთი ტირე და წერტელი არ გაქრება, არამედ ზუსტად აღარულდება. ეს იესო ქრისტეს ავტორიტეტული განაცხადია, რომელიც მუჰამადის ბრალდებებს უკუაგდებს, ბიბლიის სიმცდარესთან მიმართებაში.

● შემდეგი სიტყვა, რომელსაც მათეში ვპოულობთ არის მათეს 24:35, რომელიც გვაძლევს სახარების ყველა წიგნის ყოფის ამოუწურაობის გარანტიას: “ცა და მიწა გადალებ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ”.

იესოს ეს სიტყვებში ყველანაირ პესიმიზმა ჯაბნის, რომელიც ხშირად მორწმუნეებს ახასიათებთ. გვარწმუნებს, რომ ცა და ჩვენი პატარა დედამიწა გადავლენ, ყველა ადამიანური ძალისხმევა, რაც სამყაროს გაუმჯობესებას ეხება, რაც გულისხმობს ბუნების დენარჩუნებას, ფუჭი აღმოჩნდება, ხოლო ჩვენი უფალი, მისი სიტყვა და სახარება საუკუნოდ იქნება - მაშინაც კი, როდესაც მთელი მატერია დაინგრევა და გადავა. ის გვამხნევებს, რათა გვჯეროდეს და ვიმედოვნებდეთ: ლკ 10:20: "თუმცა, ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი”. ყველა ვინც ზეციდანაა შობილი და მიიღო სულიწმიდა, გულში და თავის შინაგანში საუკუნო სიცოცხლის მატარებელია.

● ლუკა 1:1-4 ში ვხედავთ, თუ როგორი სიზუსტით გადასცემდნენ მახარებლები იესოს საქმეებსა და სიტყვებს. ასე ყვება ბერძენი ექიმი ლუკა თუ როგორ წერდა სახარებას: “ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე."

სახარება ზეციდან არ ჩამოვარდნილა მზა წიგნების მსგავსად, როგორც მრავალი მუსულმანი ფიქრობს, ფიქრობენ რა ყურანის წარმოშობაზე. ასევე ლუკას სახარება არ არის ზეციდან ჩამოვარდნილი წიგნების ნაწილი. პირიქით, ექიმი ლუკა პოულობდა ზუსტ მოწმეებს, რომელიც იწერდნენ და ისმენდნენ ქრისტეს სიტყავს და ხედავდნენ მის მოქმედებებს, მათ სიტყვის მსახურებს ეძახდნენ.

როგორც ექიმა, ლუკას უნდოდა სცოდნოდა, როგორ გააჩინა მარიამმა შვილი, ქმრის შეუცნობად. მარიამმა მოუყვა მას თუ როგორ უთხრა ანგელოზმა გაბრიელმა იოანე ნათლისმცემლის დაბადებაზე (ლუკა 1:5-24); ასევე დამცველ ანგელოზზე ნაზარეთში (ლუკა 1:25-26), დაბადების დეტალებზე (ლუკა 2:1-21); იესოს ტაძარში მიძღვნაზე (ლუკა 2:22-40); და შემდგომ მის ვიზიტზე ისევ თორმეტი წლის ასაკში (ლუკა 2:41-52).

ასევე ექიმმა ლუკამ მრავალი სხვა იგავი თუ ამბავი მოაგროვა, რომლებიც სხვა სახარებებში არ არის. იგავი დაკარგულ ცხვარზე (ლუკა 15:1-7), იგავი დაკარგულ ძეზე (ლუკა 15:11-32), გულმოწყალე სამარიტელზე (ლუკა 10:25-37). ისტორია მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკა 16:19-31), ათი კეთროვნის განკურნებაზე (17:11-19). ლუკამ ასევე ჩაწერა ფარისეველზე და მებაჟეზე (ლუკა 18:9-14), ასევე მან მოყვა, თუ როგორ მოხდა ზაქესა და იესოს შეხვედრა (19:1-10) და არ დატოვა ყურადღების გარეშე იესოს იერუსალიმის გამო დაღვრილი ცრემლები. (19:41-44). ლუკამ ასევე ჩაწერა მარიამისა და მართას ისტორია (10:38-42), ასევე გვაუწყა იესოს მოწაფეების სახელები, რომლებიც მიყვებოდნენ მას (8:1-3) და შესაძლოა სწორედაც, რომ ამათი მოწმობით შეეძლო დაეწერა იესოს სამი გამონათქვამი ჯვრიდან (23:34, 43, 46).

მას აინტერესებდა აღმდგარი იესოს შეხვედრა დამასკელ მოწაფეებთან ( 24:13-35) და საუბრის დეტალები, რომლითაც ის ასწავლიდა თავის დაბნეულ მოწაფეებს და უხსნიდა მათ, წერილების გაგებას. (24:44-49) შემდეგ ლუკა გვაუწყებს იესოს ამაღლების შესახებ (ლუკა 24:50-52; საქმეები 1:1-14) და სულიწმიდის გადმოღვრის შესახებ ორმოცდამეათე დღეს (საქმეები 2:1-47).

ექიმი ლუკას გარეშე ჩვენ ვერ შევიტყობდით სახარებიდან, მრავალ საინტერესო ფაქტს. ყველაფრისდა მიუხედავად ის თავის ორ წიგნს, წერდა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, თეოფილესთვის, რომაელი მსახურისთვის, რომელიც ანტიოქიაში ქრისტიანი გახდა. აღმდგარმა იესომ აღძრა ,,უცხოელი“ ლუკა, დეტალური ინფორმაციის შეგროვებისკენ და ამ ყველაფრის ისტორიაულად და ბუნებრივად აღწერისკენ. მისი სახარება სულით არის გამსჭვალული, ასევე სულით არის დაწერილი და სულით არის დაბეჭდილი. თავად იესოს არცერთი წიგნი არ დაუწერია, თუმცა იცოდა წერა, კითხვა ებრაულად. მაგრამ მისმა მოწმეებმა, რომელთაც ესმოდათ მისი ხმა და ხედავდნენ ყველაფერს გააკეთეს ეს ავტორიტეტულად და ერთგულად.

● იოანე 1:14 - შესანიშნავი დამხმარეა მუსულმანებთან სასაუბროდ: ,, და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.“

იოანემ გაითავისა, რომ იესო არა მხლოდო აუწყებდა სხვებს ღმერთის სიტყვას, არამედ თავად იყო ღმერთის სიტყვა. მის სიტყვასა და საქმეს შორის არ იყოს სხვაობა, ვინაიდან უცოდველი იყოს. ღმერთის სიტყვის სიძლიერე გამოვლინდა მისი მეშვეობით მისსავე ქმნილებაში, მის განკურნებებში, პატიებაში, ნუგეშსა და განახლებაში. ღმერთის ნება და ძალა ხილული გახდა ქრისტეში. ღმერთის სიტყვა, რომელიც აღსრულდა იესო ქრისტეს პიროვნებაში, არის ყველა დაწერილი სიტყვების ერთიანობა. მასში ყველა აღთქმა ,, კი და ამინია“. ამიტომაც გვჯერა არა ,,რელიგიის“, არამედ ,,პიროვნების“. ჩვენ ვენდობით არა მხოლოდ ღმერთის დაბეჭდილ სიტყვას, არამედ პირადად იესოს. ის უცვლელია. წიგნი შეიძლება გაანადგურო ან იგივენაირი შექმნა. იესო კი საუკუნოა, ის არის ღმერთის სიტყვა. ყურანი კი ხუთჯერ ადასტურებს ამ ფაქტს. ჩვენ უნდა დავინახოთ და გამოვიყენოთ ეს გახსნილი კარები, მუსულმანებთან და ვაღიაროთ იესო, როგორც ღმერთის ხორცშესხმული სიტყვა.

● იოანე 16:13 ,, მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.“

როდესაც ერთმა ყოფილმა მუსულმანმა, რომელიც ცხოვრობდა ქაშმირში, წაიკითხა ეს მუხლი, ანერვიულებულმა იკითხა: ,, თქვენ გყავთ სულის ჭეშმარიტება?“ აგრძელებდა რა ფიქრს დაამატა ,,თუ თქვენ მიიღეთ ჭეშმარიტების სული, ვერ მოიტყუებით, ხოლო თუ გაუაზრებლად მოიტყუეთ ჭეშმარიტების სული აღგძრავთ, რომ აღიაროთ ეს ტყუილი. ეს სული არ იტყუება. ქაშმირელმა პასუხის მიუღებლად გააგრძელა: ,,ქრისტიანები ვერასდროს ვერ შეძლებენ, ბიბლიის დამახინჯებას, თუ მასში ჭეშმარიტების სული არის. ეს სული სიმართლის არის და ამას არ დაუშვებს“.

ამაშია, სწორედ მთელი პრობლემა. მუსულმანები იუდეველებსა და ქრისტიანებს ადანაშაულებენ, ბიბლიის დამახინჯებაში, რადგან ისლამში არ არსებობს ჭეშმარიტების სული. ისლამი ლეგალურს ხდის ტყუილს ოთხ შემთქვევაში: ,,წმინდა“ ომი, როდესაც ორი მუსულმანი ერთმანეთ ურიგდება, ცოლქმარ შორის ურთიერთობაში, ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთობა. ნაჩქარევად გამოსროლილი სიტყვებიც კი და ფიცი, შეიძლება გაუქმდეს (სურა ალ-ტახრიმ 66:1-2). ალაჰი საკუთარ თავს უწოდებს ყველაზე ,,ცბიერს“ (სურა ალ-იმრან 3:54; ალ-ნისა 4:132; ალ-ანფალ 8:30).რა არის გასაკვირი იმაში, რომ სხვებს სიცბიერეში ადანაშაულებენ, თუ თავიანთი ყურანის სული ცბიერია. ის ვინც ცდილობს დაუმტკიცოს მუსულმანს, რომ ბიბლია არ არის დამახინჯებული, მან ჯერ უნდა ითხოვოს ჭეშმარიტების სული მათთვის და საკუთარი თავისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმართლე, ერთულება და საიმედოობა დარჩება მათთვის გაუგებარ ცნებებად.

● იოანე 17:17 - ამ ლოცვაში ქრისტე უმოკლესი ფორმით გვიხსნის დიდ ჭეშმარიტებას ბიბლიის სინამდვილეზე და ამბობს : ,, შენი სიტყვაა ჭეშმარიტება“. ეს ფრაზა - არც სწავლებაა, არც ქადაგება და არც დამოწმება. გადმოცემულია რა ძისა და ზეციერი მამის დიალოგის დროს, ის აღწერს ღმერთის უცვლელ პიროვნებას. რასაც არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ ბიბლიის კრიტიკოსები, ღვთისმეტყველი ლიბერალები, მტრულად განწყობილი მუსულმანები ან კომუნისტები, თავიანთი მატერიალური აზროვნებით, ყველაფერი ეხეთქება ამ რეალობას. როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარადგინონ - ყველაფერი კარგავს თავის ძალას, ძის დამოწმების წინაშე, რომელიც მამის მიმართ არის: შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.

სიტყვა ,,ჭეშმარიტება“ სამიტურ ენებზე ნიშნავს, კანონს ან სიმართლეს. შემდეგ ეს წინადადება ჟღერს ასე: ,,შენი სიტყვა შეიცავს კანონებსა და სასამართლოს, ისევე როგორც სრულ წყალობას, გამოსყიდვასა და მსხვერპლს. ვინც ცხოვრობს შენი დადგენილებების წინააღმდეგ დაკარგულია, ხოლო ვონც ერთგულად ინახავს შენს სიტყვას, იქნება განახლებული და გამართლებული. შენი სიტყვა - ჩვენი სიცოცხლე, ძალა და იმედია“. ჩვევ ჩვენი მსახურებისთვის გვაქვს საფუძველი, რომელიც არ აქვს არცერთ ფილოსოფოსს, არცერთ პროგრამულ პარტიას და არც ჯადოქარს: ეს არის ღმერთის ჭეშმარიტი და საუკუნო სიტყვა. ეს ჭეშმარიტება - ქრისტეა, კანკაცებული სიტყვა.

● გამოცხადება 22:18-19 - შეიცავს გაფრთხილება, რომელიც თითქოს სპეციალურად არის მუსულმანებითვის დაწერილი: ,, და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.“

ეს გაფრთხილება მუსულმანების აზროვნებაზეა მორგებული და შესაძლებელია მათ მიმართ იყოს გაგებული: დაამატე რაიმე ღმერთის სიტყვას და ღმერთი დაამატებს წყლულებს შენს ტანჯვას საუკუნოდ, და თუ მოაკლებ რაიმეს ღმერთის სიტყვას ან დადუმდები მასზე, მაშინ ღმერთიც შეამცირებას ან საერთოდაც მოგწყვეტს საკუთარ კურთხევებს, რომლებიც გამზადებულია შენთვის ზეცაში. დასკვნა, რომლის გაკეთებაც შეიძლება, ამ ღვთიური რისხვისგან არის შემდეგნაირი: ვინ არის იმდენად სულელი, რომ დაკავდეს ბიბლიის დამახინჯებით, შემდეგ კი ზარალი და საუკუნო სატანჯველი? წარმოუდგენელია, რომ ღვთისმოშიში იუდეველი თორას ცვლიდეს, ხოლო ერთგული ქრისტიანი სახარებას. თუ ურწმუნოა ან ღმერთო, ესეიგი არც იუდეველია და არც ქროსტიანი, არამედ სიცრუის მამის ძეა. (იოანე 8:37-45).

არის კიდევ სხვა მრავალი მუხლი ძველ აღთქმაში, რომლებიც ადასტურებენ ბიბლიის უტყუარობას. არ არის საკმარისი ამ სიტყვებს მხოლოდ, ქრისტიანული თვალებით ვუყუროთ, არამედ უნდა ვისწავლოთ მათი სწორად მიტანა მუსულმანებამდე. ბიბლია თავად იცავს და ამართლებს საკუთარ თავს. მოდი ვივარჯიშოთ მისი ხმის მოსმენაში, რათა შეგვეძლოს მუსულმანებთან ჭეშმარიტების მიტანა სიყვარულით.

3.07.3 -- ადამიანური ლოგიკა და ყურმანული გრაგნილები, რომლებიც ადასტურებენ ბიბლიის სინამდვილეს.

მუსულმანთა რიცხვი, რომელთაც სწამთ მეცნიერების, იზრდება. ისინი თავისუფლდებიან შაბლონური აზროვნებისაგან, რაც ყურანმა შეამოახვია. ხანდახან მათთან ჭრის პიროვნული საუბარი და მათი აჭძვრა კრიტიკული აზროვნებისკენ. აქ შესაძლოა დაგვეხმაროს მსგავსი სიტყვები: (ვინ? რა? როდის?). პირველი კითხვა, რომელიც შეგვიძლია დავსვათ არის შემდეგნაირ: „ვინ დაამახინჯა ბიბლია? იუდეველებმა თუ ქრისტიანებმა?“ ხშირ შემთხვევაში კი შეიძლება ასეთი პასუხი მოვისმინოთ:

,,იუდეველები!“ ჩვენ ვპასუხობთ: ,,ნუთუ ფიქრობთ, რომ ქრისტიანები გაჩუმდებოდნენ, რომ იუდეველებს თორა და წინასწარმეტყველებები შეეცვალათ?“ ის რაც აქვთ ორ ერთმანეთს შორის მოკამათე რელიგიებს, შეუძლებელია ამ ყველაფერმა ძველაღთქმისეული წიგნის დამახინჯება მოახდინოს, რომელიმე მხარის მიმართ. მოლოდინი იმისა, თუ თორის შეცვლის ფაქტში დავადანაშაულებთ ქრისტიანებს, ორთოდოქსლური ებრაელები დრტვინვას დაიწყებდნენ ღმერთის მგმობელების მიმართ და მზად იქნებოდნენ, ყველა ბარიკატების მიუხედავად შებრძოლებოდნენ მათ, რათა უფლის სიტყვა დაეცვათ. როდის შეიძლებოდა თორის შეცვლა? თუ პასუხი მუჰამედამდეა, მაშინ უნდა მივუთითოთ, რომ მუჰამედი ყურანში 136-ჯერ ახსენებს მოსეს, 69-ჯერ ახსენებს აბრაამს, ეშმაკს 68-ჯერ, 47-ჯერ ისრაელს, 17-ჯერ სოლომონს და 16-ჯერ დავითს. ყურანი მრავალჯერ, პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს, მუჰამედის მიერ ინსპირირებულ თორას. მუჰამედი, თორას ღვთიურ წიგნად თვლიდა დაახლოებით თავისი მსახურების პირველი 15 წლის მანძილზე. მან არ იცოდა ებრაული ენა და იმ ადამიანებზე იყო დამოკიდებული, რომლებიც მას არაბულ ენაზე უთარგმნიდნენ ამას. თუმცაღა ეს ადამიანები ხშირად უთარგმნიდნენ მას ბიბლიიდან, ხოლო ორიგინალ ტექსტს, ისტორიებს და კანონებს, მუსულმანური წიგნებიდან.

თუ მუსულმანები დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ბიბლია დამახინჯებულია მუჰამედის ყოფნისას ბოლო წლებში მედანში, მაშნ მათ უნდა ვუპასუხოთ, რომ იმ დროისთვის ბიბლია უკვე იყო ნათარგმნი მრავალ ენაზე: ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სირიულ, ქალდეურ და სხვა მრავალ ენაზე. და ყველა ენაზე ასობით თუ არა ათასობით ხელნაწერი არსებობდა. და ვინ იქნებოდა მზად, რომ ეს მთელი ინფორმაცია ერთად შეეკრიბა, შემდეგ კი დაეწყო გარკვეული სიტყვების, გარკვეულ ფურცლებზე შეცვლა. მუჰამედის დროს, ბიბლიის ფართო გავრცელება ფაქტობრივად ხელს უშლიდა, მის დამახინჯებას ან შეცვლას.

კონკრეტულად რა და რომელი ბიბლიის თავები არის დამახინჯებული? არცერთმა მუსულმანმა არ იცი დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ კითხვაზე. მრავალმა მათგანმა თორის ტქსტები და კანონებიც კი არ იცის. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ხელთ გვაქვს დაუმახინჯებელი ბიბლია. ჩვენ მზად ვართ მუსულმანებთან ერთად შევისწავლოთ, ახალი ხელნაწერები, რომლებიც ისინი შემოგვთავაზებენ. მაგრამ აქამდე ჩვენ ვინახავთ იმის უფლებას, რომ ვილაპარაკოთ არა ფალსიფიცირებულ ბიბლიაზე, ჩვენ არ გვჭირდება მისი ჭეშმარიტების მტკიცება, დაე მუსულმანებმა დაამტკიცონ საპირისპირო, თუ შეძლებენ, რათა დავის წარმომქნელები სწორედ ისინი არიან, მაგრამ სანამ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენ მზად ვართ წარვუდგინოთ მათ ჩვენი საუკეთესოდ შენახული დაუმახინჯებელი ბიბლიის ორიგინალი ასლი.

ბატონი დიდატი ცდილობს დასცინოს ჩვენს ბიბლიას, იმ არგუმენტების საფუძველზე, რომლებიც ნათხოვარი აქვთ ცხრამეტწლეული ევროპელი ათეისტებისგან. ამ არგუმენტების უმეტესობა, მეცნიერული თვალსაზრისით მოძველდა. მუსულმანებთან მისიონერული სამუშაოების გაწევის მიზნით, ჩვენ უნდა წავიკითხოთ არა მხოლოდ დიდატის წიგნები, არამედ ქრისტიანული აპოლოგეტების ისეთები, როგორებიც არიან გილ ქრისტა, იურისტი სამხრეთ აფრიკიდან, რათა ღირსეული პასუხი გავცეთ ბიბლიის კრიტიკოსებს.

ახალი აღთქმის ძველ ხელნაწერებში ტქსტური განსხვავებების გამო ბერძნულ ორიგინალში, ხშირად არის მითითებული პირვანდელი წყარო. განათლებული მუსულმანები იყენებენ ამ პირველი წყაროს ლინკებს, როგორც სხვა ტექსტის ფაქტს და ამითი განმარტავენ თავიანთ ბრალდებას. არადა ხომ სწორედ, რომ ეს მრავალრიცხოვანი ლიბკები მოწმობენ, რომ იმაზე თუ როგორი სიწრფელით, ერთგულებითა და მონდომებით ეპყრობოდნენ სახარების თარგმნას უამრავი, მკვვლევარების შთამომავლობები, ღვთისმეტყველები და ენათმცოდნეები. ისინი ისწრაფოდნენ არ შეექმნათ ერთიანი ტექსტის ფორმულირება, არამედ ჭეშმარიტების სახელით ყველა ამ განსხვავებას უყრიდნენ თავს. არცერთ წიგნს მსოფლიოში არ აქვს ასეთი საიმედო არგუმენტაციები, როგორიც ახალ აღთქმას, რომლის სინამდვილეც დამტკიცებულია ათასხუთასი ხელნაწერით.

ყურანთან საქმე სულ სხვაგვარად არის. მუჰამედის სიკვდილის დროს არსებობობდა ყურანის დაახლოებით თორმეტი ვერსია, მრავალი განსხვავებებით, რაც იწვევდა სასტიკ განხეთქილებას ხალიფას მრავალ არმიაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხალიფ უსმანმა, ბრძანება მისცა ზაიდუს ტაბიტს, მოემზადებინა ერთიანი ყურანის რედაქცია და სხვა არსებული ორიგინალები დაეწვა. დღეს დღეისობით მუსლიმების ხელში მუჰამედის ყურანი კი არ არის, არამედ უსმანის ყურანია. შიიტები ისევ და ისევ ამტკიცებენ, რომ უსმანის ყურანი ყალბია.

ესაიას გრაგნილი ყურმანიდან
ბიბლიის ჭეშმარიტებაში დიდ როლს თამაშობს, ყურმანების მიერ ნაპოვნი მასალები, მკვდარ ზღვასთან. ამასთანავე იყო ნაპოვნი, კარგად შენახული ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს გრაგნილები დაახლოებით ქრისტეს დაბადებამდე 150-100 წლით ადრე, თირას ეგზემპლიარად ითვლებოდა 875 წელს, რადგან ძველ და გაფუჭებულ გრაგნილებს იუდეველები მარხავდნენ.

ესაიას ყურმანული გრაგნილის პოვნის შემდეგ, შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, გაიპარა თუ არა მრავალი წლის წინ გადაწერისას შეცდომები და იყო თუ არა მცდელობები, მისი შეგნებული ფალსიფიცირების. ეს მითითებული დრო მოიცავს, მუჰამედის ცხოვრების პერიოდსაც და ისლამის ჩამოყალიბებასაც. ასეთი პასუხის გაცემაც შეიძლებოდა ბიბლიის დამახინჯებასთან დაკავშირებით.

ესაიას გრაგნილის გადაწერის დროს, მრავალი შეცდომა იყო დაშვებული, მაგრამ ყველა შეცდომა აღინიშნებოდა სამი წერტილით, ეს წერტილები ისმეოდა ან კონკრეტული სიტყვის დაბლა, ან კონკრეტული ასოს დაბლა, ზემოდან კი იყო მოქცეული სწორი ვარიანტი. შესწორებები არ იშლებოდა. ყველაფერი იყო გამჭვირვალე ყველა თვალისთვის. საბოლოოდ ერთ გრაგნილში იკრიბებოდა ასოების სიმრავლე და ამ რიცხვს ადარებდნენ დედანის ასოთა რიცხვს. ეს კეთდებოდა იქამდე, სანამ ყველა განსხავება არ აღმოიფხვრა.

ესაიას გრაგნილის არსებობამ და ყურმანის გამოქვაბულებში ამის პოვნა წესით ყველა ჭეშმარიტი მუსულმანი უნდა დააფიქროს და გააჩუმოს. ყველა დისკუსიაში სადაც ნახსენებია ბიბლიის ჭეშმარიტება, უნდა გვახსოვდეს, რომ ყურანი არსად არ საუბრობს სახარების სიყალბეზე. ეს ფაქტი კი მრავალი მუსულმანის მიერ არ არის გათვალისწინებული. მუჰამედი პატივს სცემდა ქრისტიანებს იმის გამო, რომ ისინი არასდროს ატყუებდნენ მას. თუმცა ეს არგუმენტი შეიძლება დაისვას კითხვის ფორმაში, რათა შეურაცხყოფა არ მივაყენოთ მუსულმანებს.

3.07.4 -- რას ამბობს ყურანი ბიბლიის შეუცდომლობაზე?

იუდეველებსა და ქრისტიანებს, როგორც წმიდა წიგნის მფლობელებს, მუჰამედი დიდი პატივს სცემდა, გარდა ამისა მათი დამოწმებები რომლებიც არაბულ ენაზე იყო ნათარგმნი, ყურანში შეიყვანა. არაბების წინასწარმეტყველს წაუკითხავს თორა და სახარება საკუთარ მშობლიურ ენაზე, რადგან მაშინ ეს წიგნები არ იყო ბედუინების ენაზე ნათარგმნი, და ეს ის დრო იყო როცა მუჰამედმა მედინაში რელიგიური ისლამური სახელმწიფო ჩამოაყალიბა და ითხოვდა თაყვანისცემას, და ყველას, ვისაც სურდა დამოუკიდებელი დარჩენილიყო დევნიდა და შეტევაზე გადადიოდა. ქრისტიანები მეტად მშვიდობიანად გასცილსნენ მას.

იმ დროიდან, როდესაც მუჰამედმა მოინდომა ქრისტიანების და მუსულმანების თავისკენ გადმობირება, რათა ისლამისკენ მოექცია, ჩვენამდე მრავალმა ციტატამ მოაღწია ყურანიდან. იმ ფრაზების გამოყენება შეიძლება დღესაც იმის დასამტკიცებლად თუ რამდენად სჯეროდა მუჰამედს ბიბლიის შეუცდომლობის.

● სურა ალ-მაიდა შეიცავს ასეთ მუხლებს მრავლად. იუდეველები, რომლებიც მედინაში ცხოვრობდნენ, ცდილობდნენ მუჰამედის გადმობირებას იმ საკითხში რაც მრუშობას შეეხებოდა და რაც მათ წრეში ხშირი იყო. მაგრამ არ კითხულობდა რა თორას, მუჰამედმა მაინც რაღაც საფრთხე იგრძნო. ეგონა, რომ სასაცილოდ აიგდებდნენ უპატივცემულობის გამო, შემდეგ კი შურს იძიებდნენ. (სურა ალ-მაიდა 5:42). ამ მიზეზით მან ეს საქმე იუდეველ უხუცესებს დაუბრუნა და ამ ამბავს შემდეგნაირი საინტერესო ახსნა მოუძებნა (სულა ალ-მაიდა 5:43-45).

43 “როგორ გთხოვენ საკუთარი საქმეების განსჯას, როდესაც აქვთ თორა, რომელიც შეიცავს ალაჰის კანონს? და (რომც განსაჯო ისინი) ამის შემდეგ მაინც მიიქცევიან, რადგან არ არიან (ჭეშმარიტად) მორწმუნეები!”

44 “ჩვენ ზეციდან გამოვაგზავნეთ თორა, რომელშიც სწორი მიმართულება და შუქია. მორჩილი წინასწარმეტყველები მისი მეშვეობით ხელმძღვანელობდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს იუდაიზმის მიმდევრებისთვის. რაბინები და მწიგნობრები (მსგავსად იქცეოდნენ) იმის დაცვით თუ რაც ჰქონდათ დავალებული, რათა შეენარჩუნებინათ ალაჰის წერილებიდან. ისინი მოწმეები იყვნენ! ნუ გეშინიათ ადამიანების, არამედ გეშინოდეთ ჩემი. ნუ ყუდით ჩემ მუხლებს, არაფრად. და ისინი კი ვინც არ იღებენ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, რაც ალაჰმა წარმოგზავნა ზემოდან, არიან ურწმუნონი”.

45 “დასჯის მსგავსად დავწერეთ: სული - სულისთვის. (ანუ მოკვლა) , თვალი - თავლის წილ. (ანუ დანგრევა) , ცხვირი - ცხვირის წილ, კბილი - კბილის წილ, ჭრილობებზე (იგივენაირად). მაგრამ თუ რომელიმე მახვერპლად გაიღებს ამას, (ანუ უარს იტყვის შურისძიებაზე), მაშინ ეს მისთვის ხსნა იქნება. ისინი კი ვინც არ იღებენ განაჩენს, იმისდამიხედვით თუ რა წარმოგზავნა ალაჰმა, უკანონოები არიან”.

იუდეველებისთვის, რომლებიც ისლამურ ქვეყნებში ცხოვრობენ, ეს მუხლები მიშნავს, რომ შეიძლება დარჩენა არა მუსულმანად. მათთვის ნებადართულია საკუთარი კანონით განსჯა. ამ უფლებია დასამტკიცებლად ალაჰი, მუჰამედის სიცოცხლეშივე მოწმობს იმის შესახებ, რომ ძველი აღთქმის კანონები უკვე წარმოდგენილია თორაში. მერე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თორა შეიცავს “სწორ წინასწარმეტყველებასა და შუქს” რაც შეიძლება ასე ითარგმნოს “კანონი, აღთქმა, ხელმძღვანელობა და წყალობა”. ისლამის გადმოსახედიდან ეს ნიშნავს, რომ ალაჰი მართებულად მართავს იუდეველებს და არ აუკუღმართებს მათ. ისინი იყენებენ პრივილეგიას , იყვნენ ალაჰის რჩეულები და ჰქონდეს გამოცხადების წიგნი უფლისგან. რაღატ ბედავენ მუსულმანები იმაში ეშვის შეტანას, რომ თორა ყალბია ან გადაკეთებული?

● მსგავსი თავისუფლება აქვთ ქრისტიანებსაც (სურა ალ-მაიდა 5:46-47).

46 “მათ კვალდაკვალ (წინასწარმეტყველების) ჩვენ გამოვგზავნეთ იესო, მარიამის ძე, თორაში იმ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, რომ იქნა წარმოგზავნილი ზეციდან ქვემოთ ვიღაც (თორის მიხედვით). ჩვენ მას “ინჯილი” (სახარება )ვანდეთ, რომელშიც სწორი ხელმძღვანელობა და შუქია, რომელიც ასევე ამტკიცებს რომ თორაში იქნა ვიღაც წარმოგზავნილი ზემოდან ქვემოთ. ეს იყო სწორი ხელმძღვანელობა და მისაბაძი მაგალითი ღვთისმოშიშთათვის.

47 “ დაე “ინჯილის” ხალხმა (ქრისტიანებმა) განსაჯონ თავიანთი პრობლემები იმის მიხედვით, რაც გამოგზავნა ზეციდან ალაჰმა (ანუ სახარების მიხედვით). ისინი კი ვინც ამის თანახმად არ იღებენ გადაწყვეტილებას, მათთვის ალაჰი შეურაცხყოფილი და უწმიდურია”.

ქრისტიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ისლამურ ქვეყნებში, უნდა ისწავლონ ეს ორი მუხლი ზეპირად, რადგან ეს მეტყველებს მათ უფლებაზე დარჩნენ ქრისტიანებად. არც ერთი მათდგანი, ყურანის სწავლების მიხედვით არ არის ვალდებული ან იძულებული გახდეს მუსულმანი.

ამ გამონაკლისი უფლებოს ასახსნელად, ალაჰმა გაამჟღავნა, რომ ისა მის მიერ არის წარმოგზავნილი, რათა თორას უტყუარობა დაამტკიცოს (მათე 5:17-18). ეს ორი მუხლი ყურანში ხაზს უსვამს, რომ სახარება განიხილება, როგორც ღვთიური წიგნი და სისტყვა-სიტყვით გადმოცემული ისნპირაციაა, იმისა რომ ის მოიცავს ხელმძღვანელობასა და შუქს. გარდა ამისა ჩვენ ვკითხულობთ, რომ სახარება, რომელსაც ასწავლიდა იესო, ადასტურებს თორას. ეს ორმაგი მტკიცებულებაა თორის შეუცვლელობის და რომ მის სახარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მუჰამედის დროს ასევე ახლაც. ეს ალაჰის სიტყვები, პირს უკეტავს ყველა მუსულმანს, რომელიც საუბრობს სახარების დამახინჯებაზე.

მუჰამადის მეშვეობით ალაჰი კიდევ ერთ ქრისტეს ქადაგებაზე საუბრობს, რომელიც მისი მიმდევრების მიმართ იყო. შესაძლოა აქ მაღლობზე ქადაგება იგულისხმება (მათე 5-7), რომელიც მიჰამედს არასდროს წაუკითხავს, რადგან ნათარგმნი არ ყოფილა არაბულ ენაზე. ამასთანავე, მთელი რელიგიური მოღვაწეობის დასაწყისშივე, მუჰამედმა არ იცოდა წერა-კითხვა, ამუ გრამატიკა (სურა ალ-არაფ 7:157-158).

ამ ქადაგებიდან გამომდინარე, მუჰამედმა სწორი დასკვნა გამოიტანა, რის შესაბამისადაც ალაჰმა ბრძანება გასცა, რომ ვინც ამ წიგნის მფლობელია (სახარების), მისი მიხედვით აეწყოთ ცხოვრება. ყოველი ქრისტიანი, ვინც ამ წიგნით არ ცხოვრობს, არის კანონის დამრღვევი, დამნაშავე.

ქრისტიანები, ამ უნიკაური მუხლების მიხედვით ყურანიდან, სახარების ხალხად იწოდებიან, არა მხოლოდ იმიტომ რომ ხშირად ციტირებდნენ იქიდან მუხლებს მუჰამედი და სხვა მუსულმანებისთვის, არამედ ცხოვრობდნენ კიდეც მათით. ეს პატივისცემა ქრისტიანების მიმართ მხოლოდ ამ სურაშია, სადაც ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც “მოსიარულე სახარება”.

● ამავე სურაში (სურა ალ-მაიდა 5:48) მუჰამედმა უფლება მისცა ალაჰს მისთვის განსაკუთრებული გამოცხადება მიეღო:

48 “ჩვენ გამოვგზავნეთ შენთვის წიგნი (ყურანი) ჭეშმარიტებით (კანონებით) იმის დასამტკიცებლად, რომ მას (მუჰამედს) ჰქონდა (პირველი) წიგნიდან და რომ ის (ალაჰი) ფხიზლობს მასზე.. “

მუსულმანებს სწამთ პირველი წიგნის, რომელიც ზეცაშია, ყველა ღვთიური წიგნის დედის, რომლიდანაც ყველა წინასწარმეტყველმა მიიღო რაღაც მესიჯი, რამდენიმე ფურცლის სახით. ამ მუხლებში ალაჰი მუჰამედს ეუბნება, რომ ყურანი ადასტურებს თორასა და სახარებას, რომლებიც მუჰამედის დროსაც არსებობდა, და რომ თავად ფხიზლობს საკუთარ სიტყვებზე, რათა არავინ გადააკეთოს. ანუ რა გამოდის, რომ ალაჰს დაეძინა მაშინ როდესაც ქრისტიანებმა და იუდეველებმა გადააკეთეს ბიბლია? როგორც ამბობენ მუსულმანები. ყველას დასჯის ალაჰი ვინც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, მათი ჩათვლით.

● იმავე სურაში (ალ-მაიდა 5:68) მუჰამედი პირდაპირ “ევანგელისტი” ხდება. ის უწყრება ქრისტიანებსა და იუდეველბს, რომ არ ცხოვრობენ იმის მიხედვით, რაც მათ წიგნში წერია.

68 “წერილების ხალხო! თქვენ არაფერი ხართ (არავინ ხართ და არ შეგიძლიათ რაიმე კეთილის კეთება თავისთავად), თუ არ დაეყრდნობით თორას, ინჯილს (სახარებას) და იმას რაც თქვენთვის ზეციდან არის წარმოგზავნილი”.

ამ მუხლებში მუჰამედი უბიძგებს ქრისტიანებსა და იუდეველებს იკითხონ ძველი და ახალი აღთქმა, ამოწმოთ მათ შესახებ, იცხოვროთ მისი მეშვეობით და განსაჯონ კიდეც მისით. მაშინ მუჰამედს ისიც სწამდა, რომ ყველა ზეციური წიგნი შინაარსიბრივად ერთია და ავსებენ ერთი - მეორეს. ის არც კი უშვებდა ეჭვს თორაში ან სახარებაში, პირიქით, ითხოვდა მათ შესრულებას პრაქტიკულ ცხოვრებით.

ერთმა არაბმა სახარებისეულმა კაცმა, რომელიც იორდანიაში ცხოვრობდა, გამოიყენა ეს მუხლები. რკინისსადგურზე, დადიოდა რა ვაგონებსშორის, რომელიც სავსე იყო მომლოცველებით, მარჯვენა ხელში ზემოთ აწეული ბიბლია ეჭირა და ამბობდა: “თქვენ არაფერს წარმოადგენთ თუ არ დაეყრდნობით (თორას), (სახარებას)! შემდეგ მთლიანად მუხლის ციტირება მოახდინა და მოუწოდებდა მუსულმანებს მისგან ბიბლია ეყიდათ. არავის დაუკავებია ის, რადგან ის სხვას არაფერს იმეორებდა გარდა ალაჰის დავალებისა, რაც ყურანიდან იყო აღებული!

● ყურანში კიდევ ორი მუხლია, რომელთაც განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მივმართოთ. სურა იუნუსი 10:94 ალაჰი ეუბნება მუჰამედს:

94 “თუ ეჭვი გეპარება იმაში, რომ ზეციდან იქნა წარმოგზავნა, ჰკითხე მათ ვინც შენზე უწინ წაიკითხა წერილები” .

მუჰამედი ყოველთვის ეკითხებოდა ქრისტიანებსა და იუდეველებს ბიბლიურ ჭეშმარიტებებს, მოსმენილს იმახსოვრებდა, თარგმნიდა არაბულ ენაზე და მოგვიანებით წარადგენდა როგორც საკუთარ გამოცხადებას, შეტევების დროს მიღებულს. ამასთანავე ბოლომდე ვერ იხსენებდა იმისთვის, რომ ხელახლა მოესმინა ამათუ იმ ამბის განმარტება მუჰამადს სთხოვდა წასულიყო და გაეგო იუდეველთა და ქრისტიანებისგან, ყურანში ჩაწერილი ზოგიერთი ამბის განმარტება. ამის შემდეგ როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლი დამახინჯებულია თუ ისინი სწორედაც რომ ქრისტიანებს მიმართავდნენ საკუთარი წიგნის ამბების განსამარტად? მათთან საუბრისას არ განმარტოთ ეს მუხლი, სთხოვეთ რომ თავად განმარტონ, რათა დაინახონ ჭეშმარიტება.

● სურა ალ-ნახლში 16:43 ში წერია და ამას უბრძანებს ყველა მუსულმანს:

43 “შენამდე, მხოლოდ მამაკაცებს ვაგზავნიდით, რონელთაც ვუდებდით გულში გამოცხადებებს. ახლა თუ თქვენ (მუსულმანებმა) არ იცით(ზოგიერთი მუხლის განმარტება ყურანში), ჰკითხეთ მფლობელებს, ვინც შეძლებს შეგახსენოთ.

აქვე მუჰამედი უბიძგებს მუსულმანებს, რომ ყველა სადაო საკითხზე შეუძლიათ მიმართონ იუდეველბსა და ქრისტიანებს, რომ გამოჰკითხონ მათ ალაჰზე და მის გაგებებზე. მაგრამ ყველასთან კი არ აგზავნიდა, არამედ მხოლოდ მათთან ვისაც შეეძლო სიტყვა სიტყვით განემარტა ნებისმიერი მუხლი თორადან ან სახარებიდან.

ვისაც სურს მუსლიმებში უფლის მსახურად იმუშაოს, უნდა ისწავლოს ბიბლიის ძირითადი მონაკვეთები მათ ენაზე ზეპირად, მათ შორის თავებისა და ლექსების ნომრები. მუჰამედმა მუსლიმები გაგზავნა მხოლოდ მათთან, ვისაც შეუძლია წაიკითხოს ღვთის სიტყვა წიგნის გარეშე.

● ყოველმა მსურველმა, მუსლიმთა შორის მსახურმა უნდა ისწავლოს მიზანმიმართულად მათ ენაზე საჭირო მუხლები. და ბოლოს მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს, ალაჰის სიტყვას, ყურანიდან აღებულს:

27 “შემდეგ მათ კვალს გავაყოლეთ კიდევ რამდენიმე, ბოლოს კი წარვგზავნეს იესო, მარიამის ძე და ვანდეთ მას სახარება. მათ გულებში, ვინც გაყვა იესოს, დავთესეთ გულმოწყალება და თანაგრძნობა (სულა ალ-ხადიდ 57:27).

მუჰამედი ხაზს უსვამდა, რომ ყველა მის ოპონენტს შორის, ქრისტიანები ყველაზე უწყინარნი იყვნენ მუსულმანებისთვის, რადგან იჩენსნენ თანაგრძნობას. ამ აზრამდე მუჰამედი მაკაში დევნის დროს მივიდა. 83ში მუსულმანებს მოუწიათ ეთიოპიაში გაქცევა, სადაც თავშესაფარი ქრისტიანებისგან მიიღეს. იქ მონებად არავინ აქცია ისინი, უბრალოდ დახმარება გაუწიეს და შემდეგ თავისუფლებაზე გაუშვეს. მუჰამედი საკუთარ თავს ეკითხებოდა , რამდენად შესაძლებელი იყო ეს. მან გაიგო, რომ ალაჰმა მისცა იესოს სახარება და ამის მეშვეობით ჩადო მათში გულმოწყალება, სიყვარული და თანაგრძნობა გულებში, ვინც სიზუსტით და ერთგულად მიყვება მათ.

მუჰამედი ამჩნევდა ქრისტიანების განსაკუთრებულ თვისებებს, მაგრამ ვერ ხვდებიდა რა ცვლიდა მათ, რომ ასე იყვნენ ხალხის სიყვარულით ამოძრავებულნი, რომლებიც მზად იყვნენ მტრების მოსამსახურებლადაც. პასუხი როემალეთა მიმართ წერილებშია 5:5ბ, სადაც პავლე ამბობს: “ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ." მუჰამედმა არ იცოდა ვინ იყო რეალობაში სულიწმიდა, მაგრამ ხედავდა მისი მიმდევრების ნაყოფებს.

ეს მუხლი ნათლად გვიჩვენებს გზას, რომლითაც საუკეთესოდ შევძლებთ იმის ახსნას მუსულმანებისთვის, რომ ბიბლია არ არის დამახინჯებული. ყველაზე მოქმედი მეთოდი ადამინთა გულის დასაპყრობად რწმენაში, მდგომარეობას მხოლოდ სიყვარულში და მტრების თანაგრძნობაში ქრისტეს ჯვრის მეშვეობით. ჩვენი სიყვარულით, ლოცვითა და მოწმობებით შეგვიძლია გავაგებინოთ მუსულმანებს, რომ ბიბლია ჭეშმარიტი და ძალით აღვსილია. და ამ ყოველივეში, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.

3.07.5 -- მოწმობა ღმერთვის სიტყვის სიძლიერეზე

● პეტრე ამბობს: (იოანე 6:68-69; მათე 16:16) “უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”. შემდეგ თავის პირველ წერილში აღრმავებს ამ მოწმობას (1პეტრე 1:23; იოანე 1:13; 3:5) “რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ."

● იაკობი, იესო ქრისტეს ძმა, ადასტურებს ამ გამოცდილებას, როდესაც წერს: (იაკობი 1:18) “მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის."

● იოანე, მოციქულებს შორის ყველაზე პატარა, გაოცებული ამბობს: (1იოანე 1:1-3) “იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე. რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა; რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან."

● პავლე ამოწმებს: (რომ 1:16) “ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა."

● ებრაელთა წერილის ავტორი გვარწმუნებს: (ებრაელები 4:12) "ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს."

2000 ათასწლიანი ეკლესიის არსებობის მანძილზე, მრავალი მამაკაცი თუ ქალი მოწმობს იესოს სიტყვა არის სული და სიცოცხლე, ის სავსეა ძალით, ჭეშმარიტებითა და სიბრძნით. მეორე მაოფლიო ომის დროს, ღამის დაბომბვისას, მწყემსი ვილგელმ ბუში, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა, თავის ეკლესიის წევრებს ეუბნებოდა: “როდესაც გესმით გამაფრთხილებელი სირენის ხმა, თან ოქროულობა და ჩეკის წიგნაკები კი არა, ბიბლია წაიღეთ, ვინაიდან (მათე4:4; ლუკა4:4) “იესომ მიუგო პასუხად: "დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.

ერთ-ერთი დიდი განძია, ის საგალობლები, რომლებიც დაიწერა, უფლის მოხმოვის საპასუხოდ. ისინი მის სახელს განადიდებენ, აღიარებენ ცოდვებს მის წინაშე, სთხოვენ მას ძალას და სულიწმიდას, რაც მათში გულმოწყალებას და სიყვარულს ბადებს. მათ ცოცხალი სიტყვა ხალხამდე მიაქვთ, ლოცულობენ რა რომ მთელ დედამიწაზე გავრცელდეს სახარება, ვისრე ქრისტე მეორედ მოვიდოდეს დედამიწაზე.

ასე მღეროდა მარტინ ლუთერი:

“უფალი, შენი სიტყვის ერთგულები დაგვტოვე,
გააქარწყლე შენი მტრების დამთუპველი გეგმები,
ის გეგმები, რომელთაც სურთ,
რომ შენი ძე , იესო ქრისტე ტახტისან გადაწიონ”.
(გერმანულ-პროტესტანტული კრებული, 197, 1)

ერთ ეკლესიაში, ქალაქ ლაიფცაგში, 1597 წ. მღეროდნენ:

“შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა და არ იტყუება,
ის შეიცავს ყოველივეს,
რასაც გვპირდება,
როგოც სიცოცხლეში ასევე სიკვდილში.
ახლა სრულიად შენი ვარ და შენ - ჩემი,
შენ მოგიძღვენი ჩემი თავი”.
(გერმანულ-პროტესტანტული კრებული, 535, 3)

3.08 -- კითხვარი

ძვირფასო მკითხველო!

თუ ყურადღებით შეისწავლე ეს ბუკლეტი, მაშინ შეძლებთ მარტივად უპასუხოთ კითხვებს. ის, ვინც სწორად უპასუხებს კითხვების 90%, რომელიც მოცემულ 8 ბუკლეტშია, ჩვენი ცენტრისგან მიიღებს :

კურსის დახურვის სერთიფიკატს,
რომელიც დაგეხმარათ მუსულმანებთან იესოზე საუბრის შესწავლაში.

ეს კეთდება თქვენი გამხნევებისთვის, რათა გააგრძელოთ ქრისტეს მსახურება.

  1. რა არის მთავარი ძალა, რაც მუსულმანებს სცემს პასუხს და ეჭვს აღარ ბადებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია? როგორ აბრკოლებს მათ ეს აზრი, რათა მიენდონ სახარებასა და თორას?
  2. რა სირთულე დაიტეხეს თავზე მედანში იუდეველებმა, იმის შემდეგ რაც დაუმალეს მუჰამედს, თავიანთ ქალაქში დაყენებულ მოსამართლეს, თორისა და სახარების ნაწილი?
  3. რომელი ათი გამონათქვამია თქვენთვის ყველაზე მტრული, ყურანიდან თორას მიმართ?
  4. სად ადანაშაულებს ყურანი იუდეველებს, რომ მათ ერთხმად გადაწყვიტეს წმიდა წეგნებში ნაწილი ტექსტის შეცვლა?
  5. სად წერია ყურანში, რომ იუდეველებმა შეცვლას თორა?
  6. რას ამბობს ყურანი სახარების ფალსიფიცირებაზე?
  7. როგორ შეგიძლიათ აუხსნათ მუსულმანს, რომ დაპირებული წინასწარმეტყველი “როგორც მოსე”, რომელზეც საუბარი მეორე რჯულის 18:15,18 ში, არ არის მუჰამედი?
  8. რომელი ადგილი საუბრობს იმის დასადასტურებლად, რომ იესოს მიერ წარმოგზავნილი ნუგეშისმცემელი არ არის მუჰამედი?
  9. რა დაადგინეს მეცნიერებმა როდესაც ბიბლია და ყურანი ერთმანეთს შეადარეს?
  10. რა მეთოდით მოახერხე ბატონმა დიდატმა ყველაზე აქტიური ქრისტიანების რწმენის შერყევა, რომლებიც აზიასა და აფრიკაში არიან? ახსენით პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია იესოს სიკვდილის სამ დღესა და ღამესთან მიმართებაში?
  11. დაასახელეთ 5 წყარო, რომლითაც შეგვიძლია მუსულმანს ავუხსნათ, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?
  12. რა სიტყვებით არწმუნებს იერემიას უფალი, მისი სიტყვის შეუცვლელობასა და მოქმედებიანობაში?
  13. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მეორე რჯულის 4:2 დან და იგავების 30:5-6 იდან, რაც ბიბლიის ჭეშმარიტებას იცავს?
  14. რომელი მუხლები საუბრობს ძველ აღთქმაში იმაზე, რომ წმიდა წიგნი თავის თავშივე მოიცავს ღმერთის გამოცხადებების უტყუარობას?
  15. როგორ შეუძლია უფლის დანაპირებს (ესაია 55:10-11) დააწყნაროს და ანუგეშოს ღმერთის ერთგული მსახურები მუსულმანებს შორის?
  16. რატომ უნდა ისწავლოს ყველა ქრისტიანმა, ვისაც აქვს ურთიერთობა მუსულმანთან უნიკალური განაცხადი რომელიც წერია მათე 5:17-18 ში?
  17. რა სიტყვების მეშვეობით იძლეოდა იესო დანაპირებს, რომ მისი სიტყვები საუკუნოდ მოქმედია?
  18. რისი თქმა შეგვიძლია ახალი აღთქმის უტყუარობაზე სახარების დასაწყისსშივე, რომელიც ექიმი ლუკას მიერ არის დაწერილი?
  19. რას უნდა ნიშნავსეს მუსულმანისთვის ის ფაქტი, რომ იესო იოანეს სახარებაშიც და ყურანშიც მოხსენიებულია, როგორც “ღმერთის სიტყვა”, რომელიც განკაცდა?
  20. რატომ არის ჭეშმარიტების სული ასეთი აუცულებელია, როგორც ჩვენთვის ასევე მუსულმანებისთვის? რატომ არ არის ეს სული ისლამში? რა შედეგები აქვს ამ ფაქტის არქონას მუსულმანებს შორის ყოფნისას?
  21. რატომ შეეძლოე იესოს ეღიარებიმა თავისი ლოცვისას, მამის წინაშე “შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა”? რა ჭეშმარიტებას ვხედავთ აქ?
  22. როგორ შეუძლია გამოცხადების 22:18-19ს, მუსულმანს გაუხსნას გონება და აუხილოს თვალი?
  23. როგორ შეუძლია კითხვას “ვინ შეცვალა თორა”? დააფიქროს მუსულმანი იმაზე , რომ იგი სულაც არავის არ შეუცვლია და ამას ვერც ვერავინ შეძლებდა?
  24. როგორ შეგიძლიათ, კითხვით “თორა დამახინჯებულია”? მიიყვანოთ მუსულმანი იმ აზრამდე, რომ ეს ასე არ არის?
  25. რატომ არ იყო 15000 ძველებული გრაგნილებინდა ნაწერები , ანუ სახარების მაწილი განადგურებული ან დამახინჯებული? და რომ იყო ყურანის ორიგინალი დამწვარი ?
  26. ყურმანაი ნაპოვნი, რომელი ადგილით შეგიძლიათ დაამოწმოთ, რომ ბიბლია ჭეშმარიტია და არ არის დამახინჯებული?
  27. რა განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობს იუდეველი ისლამურ ქვეყნებში სულა ალ-მაიდა 5:43-44 მყხლების თანახმად? როგორ ადასტურებს მუჰამედი ბიბლიის ღვთიურობასა და უტყუარობას თორის ამ მუხლებში?
  28. როგორ აძლევს გარანტიას ეს უნიკაური მუხლები სურა ალ-მაისა 5:46-47 იუდეველებს იმის უფლებას , რომ დარჩენენ ქრისტიანებად მუსლიმურ ქვეყნებში? რატომ უნდა ისწავლოს ყველა ქრისტიანმა ეს მუხლები ზეპირად? ახსენით ამ ორი მუხლის მნიშვნელობა ყურანის მიხედვით?
  29. როგორ ხსნიდა მუჰამედი, რომ მისი ყურანი ადასტურებდა ძველ და ახალ აღთქმას? რითი ცდილობდა ალაჰი თავისი გამოცხადებების დაცვას? (ნახე სურა ალ-მაიდა 5:48)
  30. რატომ გახდა მუჰამედი ნახევრად მახარობელი, როდესაც იუდეველბს და ქრისტიანებს სთხოვდა ეცხოვრათ თავიანთი წერილების თანახმად? რას ნიშნავდა მისი მოწოდება ბიბლიის უტყუარობასთან მიმართებაში? (სურა ალ-მაიდა 5:68)
  31. ვის უნდა შეკიხვოდა მუჰამედი ყურანის წერილების აზრა, როდესაც თავად ვერ ახერხებდა მათ განმარტებას? რას ნიშნავდა მისი მიღებული გამოცხადება? (სურა ალ-იუნუსი 10:49)
  32. ვისკენ აგზავნის ყურანი მუსულმანებს, თუ მათ დასჭირდათ წერილების სწორი გაგება და განმარტება? (სურა ალ-ნახლი 16:43)
  33. რა არის იმის ძლიერი დასტური, რომ ბიბლია ცოცხალია და უტყუარი? (სურა ალ-ხადიდი 57:27)
  34. ქრისტეს მოციქულების მოწმობებიდან რომელი სიტყვები გვიჩვენებს კარგად ბიბლიის შეუცვლელობას და უტყუარობას?
  35. რატომ ამტკიცებს მოციქული პავლე, რომ ქრისტეს სახარება შეიცავს ღმერთის ძალის სისავსეს? (რომაელები 1:16)
  36. მოუმართავს თუ არა ცოცხალ ღმერთს პირადად თქვენთვის ბიბლიის კითხვის დროს? თუ კი, და შეგიძლიათ. აღწერეთ მოკლედ , რა გითხრათ მან?

ყველა კითხვაზე პასუხის გამცემ მონაწილეს უფლება ექნება არა მხოლოდ მიწვდეს სხვა ლიტერატურას, არამედ ურთიერთობა იქონიონ იმ დამსახურებულ პირებთან ვინც ამ საკითხში გამოცდილია. ველოდებით თქვენ წერილობით პასუხებს, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ღმერთის წინაშე, თქვენზე, მკითხველზე, რომ უფალი დაგელაპარაკოთ და მოგცეთ გამოცხადება. რათა გატაროთ, განგამტკიცოთ, და დაგიცვათ სიცოცხლის ბოლო დღეებამდე.

შენი სამსახურში,

აბდ ალ-მასიხიდა მისი ძმები

გამოაგზავნეთ თქვენი პასუხები:

GRACE AND TRUTH
P.O.Box 1806
70708 Fellbach
GERMANY

ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:

info@grace-and-truth.net

www.Grace-and-Truth.net

Page last modified on August 31, 2022, at 02:50 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)